პოლიტიკა
სამართალი

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნიკა სეფაშვილი ადასტურებს, რომ პრეზიდენტის ფონდიდან 80 ათასი ლარი მიიღო
ნიკა სეფაშვილი ადასტურებს, რომ პრეზიდენტის ფონდიდან 80 ათასი ლარი მიიღო

"რო­გორც ვიცი, ძა­ლი­ან ბევ­რმა ადა­მი­ან­მა მი­ი­ღო პრე­ზი­დენ­ტის­გან მსგავ­სი და­ფი­ნან­სე­ბა და თქვენც შე­გიძ­ლი­ათ ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი მო­ი­ძი­ოთ. ჩემი აზ­რით, ამის შავი პი­ა­რის­თვის გა­მო­ყე­ნე­ბა უღირ­სი საქ­ცი­ე­ლია. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ყვე­ლა ახალ­გაზ­რდა მი­ღე­ბულ თან­ხას მიზ­ნობ­რი­ვად გა­მო­ი­ყე­ნებს. მე პი­რა­დად საკ­მა­ოდ კარ­გი გეგ­მე­ბი მაქვს. ჩემ­ში და­ხარ­ჯუ­ლი ყვე­ლა რე­სურ­სი სა­ქარ­თვე­ლოს გა­მო­ად­გე­ბა და აჟი­ო­ტა­ჟის სა­ფუძ­ველს ნამ­დვი­ლად ვერ ვხე­დავ"… - ამ­ბობს მე­რაბ სე­ფაშ­ვი­ლის ვაჟი, ნი­კო­ლოზ სე­ფაშ­ვი­ლი.

- დღეს გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია რომ პრე­ზი­დენ­ტის სა­რე­ზერ­ვო ფონ­დი­დან 80 ათა­სი ლარი მი­ი­ღეთ...

- ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას არ გავ­ცნო­ბი­ვარ, მაგ­რამ შე­მიძ­ლია და­გი­დას­ტუ­როთ, რომ თან­ხა ნამ­დვი­ლად მი­ვი­ღე. ეს თან­ხა გა­მო­ი­ყო ჩემი სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მა­ში სწავ­ლის და­ფი­ნან­სე­ბი­სათ­ვის. ლონ­დო­ნის ბიზ­ნე­სი­სა და ფი­ნან­სე­ბის სკო­ლა­ში ჩა­ვა­ბა­რე და მა­გის­ტრა­ტუ­რა­ში ვაგ­რძე­ლებ სწავ­ლას.

- იქ კონ­კრე­ტუ­ლი ციფ­რე­ბი­ცაა და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი, მა­გა­ლი­თად ნი­კო­ლოზ სე­ფაშ­ვილ­მა, პრე­ზი­დენ­ტის სა­რე­ზერ­ვო ფონ­დი­დან 80 498 ლარი მი­ი­ღო. აქე­დან 51 498 ლარი მის სწავ­ლა-გა­ნათ­ლე­ბას მოხ­მარ­და, 24 000 ლარი ერთჯე­რა­დი ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბის­თვის და და­მა­ტე­ბით კი­დევ 5000 ლარი.

- დე­ტა­ლებ­ზე ნამ­დვი­ლად არ შე­მიძ­ლია სა­უ­ბა­რი, მაგ­რამ ერთი რა­მეს მა­ინც და­ვა­ზუს­ტებ. როცა ერთჯე­რად ფი­ნან­სურ დახ­მა­რე­ბას ახ­სე­ნე­ბენ, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, სწავ­ლის და­ფი­ნან­სე­ბა იგუ­ლის­ხმე­ბა. ეს თან­ხა ნამ­დვი­ლად არ მი­მი­ღია სხვა რა­მის­თვის. 5 ათა­სი ლა­რია, 11 თუ 17 ათა­სი, ვერ გაგ­ცემთ პა­სუხს, რად­გან თან დო­კუ­მენ­ტა­ცია არ მაქვს. ციფ­რებ­ზე სა­უ­ბა­რი არ შე­მიძ­ლია ზე­პი­რად, მაგ­რამ მკა­ფი­ოდ მსურს და­გი­დას­ტუ­როთ, რომ ყო­ვე­ლი თეთ­რი, რაც კი გა­მო­ი­ყო, მხო­ლოდ ჩემს სწავ­ლას მოხ­მარ­დე­ბა. ყვე­ლა­ფე­რი ოფი­ცი­ა­ლუ­რად ხდე­ბო­და და ტყუ­ი­ლად და ლა­მა­ზი თვა­ლე­ბის­თვის არა­ვის არა­ფე­რი მო­უ­ცია. თქვენც შე­გიძ­ლი­ათ გა­და­ა­მოწ­მოთ, არ­სე­ბობს დო­კუ­მენ­ტე­ბი, ოფი­ცი­ა­ლუ­რი ბრძა­ნე­ბუ­ლე­ბა და ასე შემ­დეგ...

იხი­ლეთ სტა­ტია სრუ­ლად Kvirispalitra.ge-ზე

ასე­ვე იხი­ლეთ: რის­თვის მი­ი­ღო მე­რაბ სე­ფაშ­ვი­ლის ვაჟ­მა 80 000 ლარი პრე­ზი­დენ­ტის სა­რე­ზერ­ვო ფონ­დი­დან

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ნიკა სეფაშვილი ადასტურებს, რომ პრეზიდენტის ფონდიდან 80 ათასი ლარი მიიღო

ნიკა სეფაშვილი ადასტურებს, რომ პრეზიდენტის ფონდიდან 80 ათასი ლარი მიიღო

"როგორც ვიცი, ძალიან ბევრმა ადამიანმა მიიღო პრეზიდენტისგან მსგავსი დაფინანსება და თქვენც შეგიძლიათ ინფორმაციები მოიძიოთ. ჩემი აზრით, ამის შავი პიარისთვის გამოყენება უღირსი საქციელია. დარწმუნებული ვარ, ყველა ახალგაზრდა მიღებულ თანხას მიზნობრივად გამოიყენებს. მე პირადად საკმაოდ კარგი გეგმები მაქვს. ჩემში დახარჯული ყველა რესურსი საქართველოს გამოადგება და აჟიოტაჟის საფუძველს ნამდვილად ვერ ვხედავ"… - ამბობს მერაბ სეფაშვილის ვაჟი, ნიკოლოზ სეფაშვილი.

- დღეს გავრცელდა ინფორმაცია რომ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 80 ათასი ლარი მიიღეთ...

- ამ ინფორმაციას არ გავცნობივარ, მაგრამ შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ თანხა ნამდვილად მივიღე. ეს თანხა გამოიყო ჩემი სამაგისტრო პროგრამაში სწავლის დაფინანსებისათვის. ლონდონის ბიზნესისა და ფინანსების სკოლაში ჩავაბარე და მაგისტრატურაში ვაგრძელებ სწავლას.

- იქ კონკრეტული ციფრებიცაა დასახელებული, მაგალითად ნიკოლოზ სეფაშვილმა, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 80 498 ლარი მიიღო. აქედან 51 498 ლარი მის სწავლა-განათლებას მოხმარდა, 24 000 ლარი ერთჯერადი ფინანსური დახმარებისთვის და დამატებით კიდევ 5000 ლარი.

- დეტალებზე ნამდვილად არ შემიძლია საუბარი, მაგრამ ერთი რამეს მაინც დავაზუსტებ. როცა ერთჯერად ფინანსურ დახმარებას ახსენებენ, რასაკვირველია, სწავლის დაფინანსება იგულისხმება. ეს თანხა ნამდვილად არ მიმიღია სხვა რამისთვის. 5 ათასი ლარია, 11 თუ 17 ათასი, ვერ გაგცემთ პასუხს, რადგან თან დოკუმენტაცია არ მაქვს. ციფრებზე საუბარი არ შემიძლია ზეპირად, მაგრამ მკაფიოდ მსურს დაგიდასტუროთ, რომ ყოველი თეთრი, რაც კი გამოიყო, მხოლოდ ჩემს სწავლას მოხმარდება. ყველაფერი ოფიციალურად ხდებოდა და ტყუილად და ლამაზი თვალებისთვის არავის არაფერი მოუცია. თქვენც შეგიძლიათ გადაამოწმოთ, არსებობს დოკუმენტები, ოფიციალური ბრძანებულება და ასე შემდეგ...

იხილეთ სტატია სრულად Kvirispalitra.ge-ზე

ასევე იხილეთ: რისთვის მიიღო მერაბ სეფაშვილის ვაჟმა 80 000 ლარი პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია