პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ უგზავნის ქართველებს სატანის სახელით, 666-დან შეტყობინებებს
ვინ უგზავნის ქართველებს სატანის სახელით, 666-დან შეტყობინებებს

ბოლო დროს მო­ბი­ლუ­რი ოპე­რა­ტო­რე­ბის აბო­ნენ­ტე­ბი უც­ნა­ურ მოკ­ლე ტექ­სტურ შე­ტყო­ბი­ნე­ბებს ღე­ბუ­ლო­ბენ. შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბის ავ­ტო­რია ვინ­მე სა­ტა­ნა (Devil) და ის ნომ­რი­დან, 666-დან იგ­ზავ­ნე­ბა.

ამ ნო­მერ­ზე უკუ­კავ­ში­რი შე­უძ­ლე­ბე­ლია. მო­ბი­ლუ­რი ოპე­რა­ტო­რე­ბის კომ­პა­ნი­ებ­ში არც კერ­ძო პირ­ზე და არც კომ­პა­ნი­ის სა­ხელ­ზე ნო­მე­რი 666 რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი არ არის.

"ამ­ბე­ბი.გე" და­ინ­ტე­რეს­და, რო­გორ ხდე­ბა მსგავ­სი ტი­პის შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბის გაგ­ზავ­ნა, ან ვინ დგას სა­ტე­ლე­ფო­ნო ნომ­რის - "666"-ს უკან. აგ­რეთ­ვე, და­ვინ­ტე­რეს­დით, გა­აჩ­ნი­ათ თუ არა ოპე­რა­ტორ კომ­პა­ნი­ებს იმის რე­სურ­სი, რომ ამ ნომ­რი­დან გა­მა­ვა­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი დაბ­ლო­კონ.

"ამ­ბე­ბი.გე" კო­მენ­ტა­რის­თვის მო­ბი­ლუ­რი ოპე­რა­ტო­რებს და­უ­კავ­შირ­და.

"ჯე­ო­სე­ლის" სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის მე­ნე­ჯე­რი: "მარ­ტო სამი ექ­ვსი­ა­ნი­დან არა, თუმ­ცა იყო შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და ბევ­რი ექ­ვსი­ა­ნი­დან შე­ტყო­ბი­ნე­ბა. არ­სე­ბობს უამ­რა­ვი კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც არა­ლე­გა­ლუ­რად ოპე­რი­რებს. შე­სა­ბა­მი­სად, თუ მსგავ­სი კომ­პა­ნი­ე­ბი­დან მი­ღე­ბუ­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ნე­ბის შემ­დეგ, მომ­ხმა­რე­ბელს გა­უჩ­ნდე­ბა რა­ი­მე პრობ­ლე­მა, ან თან­ხა ჩა­მო­ეჭ­რე­ბა, ჩვე­ნი სპე­ცი­ა­ლუ­რი გან­ყო­ფი­ლე­ბა მას აუ­ცი­ლებ­ლად დაბ­ლო­კავს. თუმ­ცა, ამის­თვის მომ­ხმა­რე­ბელ­მა პი­რა­დად უნდა მოგ­ვმარ­თოს. ხოლო, გახ­სნილ ზო­ნა­ში, სა­დაც არა­ფე­რი კონ­ტროლ­დე­ბა, ყვე­ლა მომ­ხმა­რებ­ლის ყვე­ლა შე­ტყო­ბი­ნე­ბას, ჩვენ ფი­ზი­კუ­რად ვერ გა­ვა­კონ­ტრო­ლებთ და ამის არც მე­ქა­ნიზ­მე­ბი არ­სე­ბობს.

"მაგ­თის" სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის მე­ნე­ჯე­რი: "ჩვენს ქსელ­ში მსგავ­სი მოკ­ლე ნომ­რე­ბი არ ფიქ­სირ­დე­ბა. ესაა ინ­ტერ­ნე­ტი­დან ჰა­კე­რუ­ლად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ესე­მე­სი, ან ზარი. ჩვენ შე­ტყი­ბი­ნე­ბის დაბ­ლოკ­ვის მე­ქა­ნიზ­მი გვაქვს, თუმ­ცა ეს ეხე­ბა მხო­ლოდ ტე­ლე­ფო­ნი­დან გა­მოგ­ზავ­ნილ შე­ტყო­ბი­ნე­ბას. გარ­და ამი­სა, ერთი კონ­კრე­ტუ­ლი ნომ­რის დაბ­ლოკ­ვის შემ­თხვე­ვა­ში, იბ­ლო­კე­ბა ყვე­ლა შე­მო­მა­ვა­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, მსგავს შე­თა­ვა­ზე­ბას ჩვენ მომ­ხმა­რე­ბელს არ ვთა­ვა­ზობთ. რაც შე­ე­ხე­ბა ინ­ტე­ნე­ტი­დან ჰა­კე­რუ­ლად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ შე­ტყო­ბი­ნე­ბებ­სა და ზა­რებს, ისი­ნი არ იბ­ლო­კე­ბა. იმ აბო­ნენ­ტმა, კი ვის­თა­ნაც მსგავ­სი შე­ტყო­ბი­ნე­ბა მივა, უნდა მოგ­ვმარ­თოს პი­რა­დად. ჩვენ ამო­ვი­ღებთ დე­ტა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას შე­მო­სუ­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბის შე­სა­ხებ და ტექ­ნი­კუ­რი მხა­რე შე­ა­მოწ­მებს, ფიქ­სირ­დე­ბა თუ არა ამ სამი ციფ­რის კომ­ბი­ნა­ცი­ის უკან რა­ი­მე ნო­მე­რი. სხვა შემ­თხვე­ვა­ში, კომ­პა­ნი­ას არ გა­აჩ­ნია მე­ქა­ნიზ­მი, აკონ­ტრო­ლოს შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი, თუ ის ჩვენ ბა­ზა­ში არ და­ფიქ­სირ­და."

სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მის, მათ შო­რის, მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის ნომ­რის გა­მო­ყე­ნე­ბას, სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნი - "პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის შე­სა­ხებ" არე­გუ­ლი­რებს. "ამ­ბე­ბი. გე" და­ინ­ტე­რეს­და, გარ­და სა­ტე­ლე­ფო­ნო კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის კომ­პა­ნი­ე­ბი­სა, მოქ­მე­დებს თუ არა სა­ხელ­მწი­ფო­ში მე­ქა­ნიზ­მი, გა­კონ­ტროლ­დეს ე.წ. "SPAM SMS"-ები. "ამ­ბე­ბი.გე" პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის სამ­სა­ხურს და­უ­კავ­შირ­და.

პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის სამ­სა­ხურ­სის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის მე­ნე­ჯე­რი, ნინო ლო­მი­ძე: "ჩვე­ნი აპა­რა­ტი უზ­რუნ­ველ­ყოფს და პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მის დაც­ვა­ზე. ერთ-ერთი სა­კი­თხი, რა­ზეც ჩვენ ვმუ­შობთ, სწო­რედ სპამ შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბია. ჩვენ­თან მსგავ­სი პრობ­ლე­მით ჯერ არა­ვის მო­უ­მარ­თავს, თუმ­ცა თუ იქ­ნე­ბა მო­მარ­თვა, ჩვენ აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვუ­წევთ მომ­ხმა­რე­ბელს კონ­სულ­ტა­ცი­ას და და­ვი­ცავთ მის პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემს."

ნა­თია ოსა­ნა­ძე

ვინ უგზავნის ქართველებს სატანის სახელით, 666-დან შეტყობინებებს

ვინ უგზავნის ქართველებს სატანის სახელით, 666-დან შეტყობინებებს

ბოლო დროს მობილური ოპერატორების აბონენტები უცნაურ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს ღებულობენ. შეტყობინებების ავტორია ვინმე სატანა (Devil) და ის ნომრიდან, 666-დან იგზავნება.

ამ ნომერზე უკუკავშირი შეუძლებელია. მობილური ოპერატორების კომპანიებში არც კერძო პირზე და არც კომპანიის სახელზე ნომერი 666 რეგისტრირებული არ არის.

”ამბები.გე” დაინტერესდა, როგორ ხდება მსგავსი ტიპის შეტყობინებების გაგზავნა, ან ვინ დგას სატელეფონო ნომრის - "666"-ს უკან. აგრეთვე, დავინტერესდით, გააჩნიათ თუ არა ოპერატორ კომპანიებს იმის რესურსი, რომ ამ ნომრიდან გამავალი შეტყობინებები დაბლოკონ.

”ამბები.გე” კომენტარისთვის მობილური ოპერატორებს დაუკავშირდა.

"ჯეოსელის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი: "მარტო სამი ექვსიანიდან არა, თუმცა იყო შემთხვევა დაფიქსირდა ბევრი ექვსიანიდან შეტყობინება. არსებობს უამრავი კომპანია, რომელიც არალეგალურად ოპერირებს. შესაბამისად, თუ მსგავსი კომპანიებიდან მიღებული შეტყობინენების შემდეგ, მომხმარებელს გაუჩნდება რაიმე პრობლემა, ან თანხა ჩამოეჭრება, ჩვენი სპეციალური განყოფილება მას აუცილებლად დაბლოკავს. თუმცა, ამისთვის მომხმარებელმა პირადად უნდა მოგვმართოს. ხოლო, გახსნილ ზონაში, სადაც არაფერი კონტროლდება, ყველა მომხმარებლის ყველა შეტყობინებას, ჩვენ ფიზიკურად ვერ გავაკონტროლებთ და ამის არც მექანიზმები არსებობს.

"მაგთის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი: "ჩვენს ქსელში მსგავსი მოკლე ნომრები არ ფიქსირდება. ესაა ინტერნეტიდან ჰაკერულად განხორციელებული ესემესი, ან ზარი. ჩვენ შეტყიბინების დაბლოკვის მექანიზმი გვაქვს, თუმცა ეს ეხება მხოლოდ ტელეფონიდან გამოგზავნილ შეტყობინებას. გარდა ამისა, ერთი კონკრეტული ნომრის დაბლოკვის შემთხვევაში, იბლოკება ყველა შემომავალი შეტყობინება. შესაბამისად, მსგავს შეთავაზებას ჩვენ მომხმარებელს არ ვთავაზობთ. რაც შეეხება ინტენეტიდან ჰაკერულად განხორციელებულ შეტყობინებებსა და ზარებს, ისინი არ იბლოკება. იმ აბონენტმა, კი ვისთანაც მსგავსი შეტყობინება მივა, უნდა მოგვმართოს პირადად. ჩვენ ამოვიღებთ დეტალურ ინფორმაციას შემოსული შეტყობინებების შესახებ და ტექნიკური მხარე შეამოწმებს, ფიქსირდება თუ არა ამ სამი ციფრის კომბინაციის უკან რაიმე ნომერი. სხვა შემთხვევაში, კომპანიას არ გააჩნია მექანიზმი, აკონტროლოს შეტყობინებები, თუ ის ჩვენ ბაზაში არ დაფიქსირდა."

საქართველოს მოქალაქეების პერსონალური მონაცემის, მათ შორის, მობილური ტელეფონის ნომრის გამოყენებას, საქართველოს კანონი - "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" არეგულირებს.  "ამბები. გე" დაინტერესდა, გარდა სატელეფონო კომუნიკაციების კომპანიებისა, მოქმედებს თუ არა სახელმწიფოში მექანიზმი, გაკონტროლდეს ე.წ. "SPAM SMS"-ები. "ამბები.გე" პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს დაუკავშირდა.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურსის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, ნინო ლომიძე: "ჩვენი აპარატი უზრუნველყოფს და პასუხისმგებელია პერსონალური მონაცემის დაცვაზე. ერთ-ერთი საკითხი, რაზეც ჩვენ ვმუშობთ, სწორედ სპამ შეტყობინებებია. ჩვენთან მსგავსი პრობლემით ჯერ არავის მოუმართავს, თუმცა თუ იქნება მომართვა, ჩვენ აუცილებლად გავუწევთ მომხმარებელს კონსულტაციას და დავიცავთ მის პერსონალურ მონაცემს."

ნათია ოსანაძე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია