როგორ ერთობოდა "ჯიჰადის ვიდეოს" ავტორი მეგობარ გოგოსთან ერთად, სანამ შსს ეძებდა

როგორ ერთობოდა "ჯიჰადის ვიდეოს" ავტორი მეგობარ გოგოსთან ერთად, სანამ შსს ეძებდა

Youtube-ზე გავრცელებული ვიდეო სახელწოდებით - "ჯიჰადი ავღანეთში საქართველოს ჯარების წინააღმდეგ", შეიძლება ითქვას, რომ შსს-ს 2013 წლის ზაფხულის მთავარი თავსატეხი გახდა. ვიდეოს განთავსების დღიდან,  საზოგადოება საქმის გამოძიებას ითხოვდა. საქმე შსს-ს გარკვეულ უხერხულობასაც უქმნიდა, ვინაიდან დასახელებული მიზეზები, რატომ ვერ ხერხდებოდა საქმის დროული გამოძიება, საზოგადოებისთვის არადამაჯერებელი იყო; განსაკუთრებით კი საპარლამენტო უმცირესობისთვის.

მოკლედ, ეს ვიდეო გახდა ერთგვარი "კეისი", შესწევდა თუ არა ძალა შსს-ს ახალ შემადგენლობას მსგავსი ტიპის თავსატეხები ამოეხსნა.

ვიდეოს გავრცელებიდან თითქმის 4 თვის შემდეგ, შსს-მ "ჯიჰადის ვიდეოს" საქმე გახსნა. უწყების ცნობით, ბრალდებული ყირგიზეთის მოქალაქე სამარ ჩოკუტაევია. მის შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი გარდა იმისა, რომ ის ავღანელი ”აიტი” სპეციალისტების მწვრთნელი იყო.

”ამბები.გე”-მ სამარ ჩოკუტაევის შესახებ რამდენიმე დამატებითი ინფორმაცია მოიპოვა, რომელიც, ვფიქრობთ, მკითხველისთვის საინტერესოა.

სამარ ჩოკუტაევი სოხუმში ცხოვრობს, ჰყავს მეგობარი გოგონა, რომელთან, როგორც ფოტოებიდან ირკვევა, დროს კარგად ატარებს.

მოსწონს ჯომარდობა...

... და უყვარს მოსკოვი, რომელსაც ხშირად სტუმრობს.

როგორც ჩანს, სანამ შსს და სრულიად ქართული საზოგადოება თავს იმტვრევდა კითხვით, თუ ვინ იმალებოდა "ჯიჰადის ვიდეოს" საქმის უკან, ამ ვიდეოს ავტორი დროს ძალიან სასიამოვნოდ ატარებდა.

ასევე იხილეთ: სად მუშაობდა სამარ ჩოკუტაევი (+ფოტო)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია