სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რომელია ყველაზე მაღალანაზღაურებადი საქმიანობა საქართველოში
რომელია ყველაზე მაღალანაზღაურებადი საქმიანობა საქართველოში

სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ქი­რა­ვე­ბით და­საქ­მე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 662 ათას ადა­მი­ანს შე­ად­გენს, აქე­დან 2/5-ზე მეტი სა­ხელ­მწი­ფო-სა­ბი­უ­ჯე­ტო სექ­ტორ­ში მუ­შა­ობს. ამას­თან, სტა­ტის­ტი­კის სამ­სა­ხუ­რის მო­ნა­ცე­მე­ბით, მნიშ­ვნე­ლოვ­ნად მა­ღა­ლია სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რებ­ში და­საქ­მე­ბულ­თა შრო­მი­თი ანა­ზღა­უ­რე­ბა, ის მხო­ლოდ სა­ფი­ნან­სო სექ­ტორ­ში და­საქ­მე­ბულ­თა ხელ­ფასს ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბა.

არა­და, ექ­სპერ­ტე­ბი თვლი­ან, რომ სა­ბაზ­რო ეკო­ნო­მი­კის პი­რო­ბებ­ში (ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ამა­ზე პრე­ტენ­ზია ნამ­დვი­ლად აქვს), სა­ბი­უ­ჯე­ტო სექ­ტორ­ში და­საქ­მე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა და­ქი­რა­ვე­ბით და­საქ­მე­ბულ­თა 1/5 არ უნდა აღე­მა­ტე­ბო­დეს. ასე­ვე, მათი შრო­მი­თი ანა­ზღა­უ­რე­ბა კერ­ძო სექ­ტორ­ში და­საქ­მე­ბულ­თა ხელ­ფას­ზე ბევ­რად მეტი არ უნდა იყოს.

სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რის 2012 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში და­საქ­მე­ბუ­ლად ით­ვლე­ბა 1 724 000 ადა­მი­ა­ნი, აქე­დან თვით­და­საქ­მე­ბუ­ლია 1 054 000, და­ქი­რა­ვე­ბით და­საქ­მე­ბუ­ლი კი - 662,2 ათა­სი ადა­მი­ა­ნი. და­ქი­რა­ვე­ბით და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი­დან სა­ხელ­მწი­ფო სა­ბი­უ­ჯე­ტო სტრუქ­ტუ­რა­ში კი და­ახ­ლო­ე­ბით 300 ათა­სი ადა­მი­ა­ნი, და­ახ­ლო­ე­ბით, 45% მუ­შა­ობს.

რაც შე­ე­ხე­ბა შრო­მით ანა­ზღა­უ­რე­ბას. სა­ხელ­მწი­ფო მმარ­თვე­ლო­ბა­ში ხელ­ფა­სი, სა­შუ­ა­ლოდ, 1 188,5 ლარს შე­ად­გენს, რაც ოდ­ნავ და­ბა­ლია სა­ფი­ნან­სო სექ­ტორ­ში და­საქ­მე­ბულ­თა შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბა­ზე. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ სა­ხელ­მწი­ფო სა­ბი­უ­ჯე­ტო უწყე­ბებ­ში, იქ, სა­დაც ეკო­ნო­მი­კუ­რი დოვ­ლა­თი არ იქ­მნე­ბა, და­საქ­მე­ბულ­თა წი­ლიც მა­ღა­ლია და ხელ­ფა­სე­ბიც.

ექ­სპერ­ტი სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კურ სა­კი­თხებ­ში ნო­დარ კა­პა­ნა­ძე ამ­ბობს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ქი­რა­ვე­ბით და­საქ­მე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა­ში სა­ბი­უ­ჯე­ტო სექ­ტორ­ში მო­მუ­შა­ვე­თა წილი საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია და ის აუ­ცი­ლებ­ლად უნდა შემ­ცირ­დეს.

"სა­ბი­უ­ჯე­ტო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში და­ქი­რა­ვე­ბით და­საქ­მე­ბულ­თა და­ახ­ლო­ე­ბით 45% მუ­შა­ობს. ეს საკ­მა­ოდ დიდი ციფ­რია და მი­უ­თი­თებს, რომ ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კა­ში კარ­გი სი­ტუ­ა­ცია ნამ­დვი­ლად არ არის. არ­სე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, ძი­რი­თა­დი დამ­საქ­მე­ბე­ლი მა­ინც სა­ხელ­მწი­ფოა.

და­ქი­რა­ვე­ბულ­თა ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი ანა­ზღა­უ­რე­ბას სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან იღებს, რო­მე­ლიც მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გა­და­სა­ხა­დე­ბით ივ­სე­ბა. ეს ნიშ­ნავს, რომ ქვე­ყა­ნა­ში და­საქ­მე­ბის სტრუქ­ტუ­რა საკ­მა­ოდ ასი­მეტ­რი­უ­ლია.

ძნე­ლია იმის თქმა, თუ რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი შე­იძ­ლე­ბა იყოს და­საქ­მე­ბუ­ლი სა­ბი­უ­ჯე­ტო სექ­ტორ­ში, მაგ­რამ ის, რომ არა­სა­ბი­უ­ჯე­ტო სექ­ტორ­ში გა­ცი­ლე­ბით მეტი უნდა იყოს და­საქ­მე­ბუ­ლი, ეს ცხად­ზე ცხა­დია. რაც უფრო ნაკ­ლე­ბია სა­ბი­უ­ჯე­ტო და­საქ­მე­ბის ხვედ­რი­თი წონა, მით უკე­თე­სია", - აცხა­დებს კა­პა­ნა­ძე.

ის რომ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ ორ­გა­ნო­ებ­ში და­საქ­მე­ბულ­თა ხელ­ფა­სე­ბი კერ­ძო სექ­ტორ­ში და­ქი­რა­ვე­ბულ­თა ხელ­ფა­სებ­ზე მა­ღა­ლია, მი­უ­თი­თებს იმა­ზე, რომ ქვე­ყა­ნა­ში ჯან­სა­ღი ეკო­ნო­მი­კის სიმპტო­მე­ბი არ შე­ი­ნიშ­ნე­ბა.

"სა­შუ­ა­ლო ხელ­ფა­სი სა­ხელ­მწი­ფო მარ­თვის სექ­ტორ­ში გა­ცი­ლე­ბით მა­ღა­ლია, ვიდ­რე ისეთ სექ­ტორ­ში, სა­დაც წე­სით ხელ­ფა­სი უფრო მა­ღა­ლი უნდა იყოს. ყვე­ლა­ზე დიდი ხელ­ფა­სი არის ბან­კებ­ში და სა­ხელ­მწი­ფო მარ­თვის სტრუქ­ტუ­რა­ში. გა­მო­დის, რომ ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ანა­ზღა­უ­რე­ბა აქვთ იქ, სა­დაც რე­ა­ლუ­რად არა­ფე­რი კეთ­დე­ბა. ბან­კე­ბი მომ­სა­ხუ­რე­ბის სფე­როს გა­ნე­კუთ­ვნე­ბი­ან, სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რე­ბი კი ად­მინ­სტრა­ცი­ულ სექ­ტორს.

ასე­თი უთა­ნაბ­რო­ბა არა მგო­ნია კარ­გი შე­დე­გის მომ­ტა­ნი იყოს. არ ვამ­ბობ, რომ სა­ბი­უ­ჯე­ტო სექ­ტორ­ში მო­მუ­შა­ვეს უნდა შე­უმ­ცირ­დეს ხელ­ფა­სი, ამის მომ­ხრე არ ვარ. უფრო კარ­გი იქ­ნე­ბა, რომ სხვა სექ­ტო­რებ­ში და­საქ­მე­ბუ­ლებს გა­ე­ზარ­დოს ანა­ზღა­უ­რე­ბა და ეს კა­ტას­ტრო­ფუ­ლი სხვა­ო­ბაც შემ­ცირ­დეს", - გა­ნუ­ცხა­და "ბიზ­ნეს-რე­ზო­ნანსს" ნო­დარ კა­პა­ნა­ძემ.

ის, რომ სა­ხელ­მწი­ფო-სა­ბი­უ­ჯე­ტო სტრუქ­ტუ­რებ­ში და­საქ­მე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა ძა­ლი­ან დი­დია, ექ­სპერ­ტი სოსო არჩვა­ძეც აღი­ა­რებს. მისი თქმით, ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი და­ქი­რა­ვე­ბით და­საქ­მე­ბულ­თა 2/5-ს აღე­მა­ტე­ბა.

"ჩვენ­თან და­ქი­რა­ვე­ბით სულ 662 ათა­სი ადა­მი­ა­ნია და­საქ­მე­ბუ­ლი. აქე­დან სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რა­ში და­ახ­ლო­ე­ბით 300 ათა­სი ადა­მი­ა­ნი მუ­შა­ობს, რაც დიდი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია. ასე­თი წი­ლობ­რი­ვი გა­და­ნა­წი­ლე­ბა კი და­მო­კი­დე­ბუ­ლია ქვეყ­ნის სტრუქ­ტუ­რა­ზე და იმა­ზე, თუ რამ­დე­ნად არის იმ ქვე­ყა­ნა­ში სა­ბაზ­რო ეკო­ნო­მი­კა გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი.

25 წლის წინ ყვე­ლა სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რა­ში იყო და­საქ­მე­ბუ­ლი და ხელ­ფასს იღებ­და 2,2 მლნ ადა­მი­ა­ნი. ახლა ეს ციფ­რი არის 300 ათა­სი, რაც სა­ბაზ­რო ეკო­ნო­მი­კის პი­რო­ბებ­ში ნამ­დვი­ლად მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია. რაც უფრო მცი­რეა და­ქი­რა­ვე­ბით და­საქ­მე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა­ში სა­ბი­უ­ჯე­ტო სექ­ტო­რის წილი, მით უკე­თე­სია.

ჩვე­ნი ამო­ცა­ნა უნდა იყოს ის, რომ აღარ მოხ­დეს სა­ბი­უ­ჯე­ტო სექ­ტორ­ში და­საქ­მე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბის გაზ­რდა, პი­რი­ქით, და­ი­წყოს თან­და­თა­ნო­ბით შემ­ცი­რე­ბა. აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ 2/5 და­ვი­დეს 1/5-მდე. ამის პა­რა­ლე­ლუ­რად კი უნდა გა­ი­ზარ­დოს, კერ­ძო სექ­ტორ­ში და­საქ­მე­ბუ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა.

სა­ხელ­მწი­ფო სექ­ტორ­ში და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი და­კა­ვე­ბულ­ნი არი­ან უკვე შექ­მნი­ლი დოვ­ლა­თის გა­და­ნა­წი­ლე­ბა­ში. დოვ­ლა­თი კი იქ­მნე­ბა კერ­ძო სექ­ტორ­ში. ამი­ტომ ჩვენ უნდა შე­ვე­ცა­დოთ, რომ კერ­ძო სექ­ტორ­ში უფრო მეტი ადა­მი­ა­ნი და­საქმდეს, რათა და­მა­ტე­ბი­თი დოვ­ლა­თი შე­იქ­მნას", - ამ­ბობს არჩვა­ძე.

აქვე ექ­სპერ­ტი გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე სა­უბ­რობს და ამ­ბობს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს­გან გან­სხვა­ვე­ბით, ყვე­ლა გან­ვი­თა­რე­ბულ ქვე­ყა­ნა­ში კერ­ძო სექ­ტორ­ში ხელ­ფა­სი ყო­ველ­თვის უფრო მა­ღა­ლია, ვიდ­რე სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რა­ში.

"სა­ხელ­მწი­ფო სექ­ტორ­ში და­საქ­მე­ბულ­თა სა­შუ­ა­ლო ხელ­ფა­სი ბოლო წლებ­ში აღე­მა­ტე­ბა კერ­ძო სექ­ტორ­ში და­საქ­მე­ბულ­თა სა­შუ­ა­ლო ხელ­ფასს, არა­და პი­რი­ქით უნდა იყოს. ნორ­მა­ლუ­რი ეკო­ნო­მი­კის პი­რო­ბებ­ში და კლა­სი­კუ­რი სა­ბაზ­რო ეკო­ნო­მი­კის ქვე­ყა­ნა­ში სა­ხელ­მწი­ფო სექ­ტორ­ში და­საქ­მე­ბის ინ­ტე­რე­სი ისაა, რომ პირს გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პი­რო­ბე­ბი და ხელ­ფა­სი ექ­ნე­ბა. კერ­ძო სექ­ტორ­ში მე­ტია რის­კი, მაგ­რამ შე­მო­სა­ვა­ლიც უფრო მე­ტია.

სა­ქარ­თვე­ლო­ში კი პი­რი­ქით ხდე­ბა. ჩვენ­თან სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბის ხელ­ფა­სი საგ­რძნობ­ლად აღე­მა­ტე­ბა კერ­ძო სექ­ტორ­ში და­საქ­მე­ბუ­ლე­ბის ანა­ზღა­უ­რე­ბას. გა­მო­დის, რომ ამ მხრივ ჩვენ­თან ორ­მა­გი პრი­ვი­ლე­გი­ე­ბი აქვთ. ერთი მხრივ - მა­ღა­ლი ხელ­ფა­სი და მე­ო­რე მხრივ - სო­ცი­ა­ლუ­რი და­ცუ­ლო­ბა. ამი­ტომ ადა­მი­ა­ნე­ბი ცდი­ლო­ბენ, რომ სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­ში და­საქმდნენ", - დას­ძი­ნა სოსო არჩვა­ძემ.

ელზა წიკ­ლა­უ­რი

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

რომელია ყველაზე მაღალანაზღაურებადი საქმიანობა საქართველოში

რომელია ყველაზე მაღალანაზღაურებადი საქმიანობა საქართველოში

საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა 662 ათას ადამიანს შეადგენს, აქედან 2/5-ზე მეტი სახელმწიფო-საბიუჯეტო სექტორში მუშაობს. ამასთან, სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, მნიშვნელოვნად მაღალია სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულთა შრომითი ანაზღაურება, ის მხოლოდ საფინანსო სექტორში დასაქმებულთა ხელფასს ჩამოუვარდება.

არადა, ექსპერტები თვლიან, რომ საბაზრო ეკონომიკის პირობებში (ყოველ შემთხვევაში, საქართველოს ამაზე პრეტენზია ნამდვილად აქვს), საბიუჯეტო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა დაქირავებით დასაქმებულთა 1/5 არ უნდა აღემატებოდეს. ასევე, მათი შრომითი ანაზღაურება კერძო სექტორში დასაქმებულთა ხელფასზე ბევრად მეტი არ უნდა იყოს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2012 წლის მონაცემებით, საქართველოში დასაქმებულად ითვლება 1 724 000 ადამიანი, აქედან თვითდასაქმებულია 1 054 000, დაქირავებით დასაქმებული კი - 662,2 ათასი ადამიანი. დაქირავებით დასაქმებულებიდან სახელმწიფო საბიუჯეტო სტრუქტურაში კი დაახლოებით 300 ათასი ადამიანი, დაახლოებით, 45% მუშაობს.

რაც შეეხება შრომით ანაზღაურებას. სახელმწიფო მმართველობაში ხელფასი, საშუალოდ, 1 188,5 ლარს შეადგენს, რაც ოდნავ დაბალია საფინანსო სექტორში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებაზე. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფო საბიუჯეტო უწყებებში, იქ, სადაც ეკონომიკური დოვლათი არ იქმნება, დასაქმებულთა წილიც მაღალია და ხელფასებიც.

ექსპერტი სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებში ნოდარ კაპანაძე ამბობს, რომ საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობაში საბიუჯეტო სექტორში მომუშავეთა წილი საკმაოდ მაღალია და ის აუცილებლად უნდა შემცირდეს.

"საბიუჯეტო ორგანიზაციებში დაქირავებით დასაქმებულთა დაახლოებით 45% მუშაობს. ეს საკმაოდ დიდი ციფრია და მიუთითებს, რომ ქვეყნის ეკონომიკაში კარგი სიტუაცია ნამდვილად არ არის. არსებული მონაცემების მიხედვით, ძირითადი დამსაქმებელი მაინც სახელმწიფოა.

დაქირავებულთა ძირითადი ნაწილი ანაზღაურებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს, რომელიც მოქალაქეების გადასახადებით ივსება. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში დასაქმების სტრუქტურა საკმაოდ ასიმეტრიულია.

ძნელია იმის თქმა, თუ რამდენი ადამიანი შეიძლება იყოს დასაქმებული საბიუჯეტო სექტორში, მაგრამ ის, რომ არასაბიუჯეტო სექტორში გაცილებით მეტი უნდა იყოს დასაქმებული, ეს ცხადზე ცხადია. რაც უფრო ნაკლებია საბიუჯეტო დასაქმების ხვედრითი წონა, მით უკეთესია", - აცხადებს კაპანაძე.

ის რომ ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულთა ხელფასები კერძო სექტორში დაქირავებულთა ხელფასებზე მაღალია, მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანაში ჯანსაღი ეკონომიკის სიმპტომები არ შეინიშნება.

"საშუალო ხელფასი სახელმწიფო მართვის სექტორში გაცილებით მაღალია, ვიდრე ისეთ სექტორში, სადაც წესით ხელფასი უფრო მაღალი უნდა იყოს. ყველაზე დიდი ხელფასი არის ბანკებში და სახელმწიფო მართვის სტრუქტურაში. გამოდის, რომ ყველაზე მაღალი ანაზღაურება აქვთ იქ, სადაც რეალურად არაფერი კეთდება. ბანკები მომსახურების სფეროს განეკუთვნებიან, სახელმწიფო სტრუქტურები კი ადმინსტრაციულ სექტორს.

ასეთი უთანაბრობა არა მგონია კარგი შედეგის მომტანი იყოს. არ ვამბობ, რომ საბიუჯეტო სექტორში მომუშავეს უნდა შეუმცირდეს ხელფასი, ამის მომხრე არ ვარ. უფრო კარგი იქნება, რომ სხვა სექტორებში დასაქმებულებს გაეზარდოს ანაზღაურება და ეს კატასტროფული სხვაობაც შემცირდეს", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ნოდარ კაპანაძემ.

ის, რომ სახელმწიფო-საბიუჯეტო სტრუქტურებში დასაქმებულთა რაოდენობა ძალიან დიდია, ექსპერტი სოსო არჩვაძეც აღიარებს. მისი თქმით, ეს მაჩვენებელი დაქირავებით დასაქმებულთა 2/5-ს აღემატება.

"ჩვენთან დაქირავებით სულ 662 ათასი ადამიანია დასაქმებული. აქედან სახელმწიფო სტრუქტურაში დაახლოებით 300 ათასი ადამიანი მუშაობს, რაც დიდი მაჩვენებელია. ასეთი წილობრივი გადანაწილება კი დამოკიდებულია ქვეყნის სტრუქტურაზე და იმაზე, თუ რამდენად არის იმ ქვეყანაში საბაზრო ეკონომიკა განვითარებული.

25 წლის წინ ყველა სახელმწიფო სტრუქტურაში იყო დასაქმებული და ხელფასს იღებდა 2,2 მლნ ადამიანი. ახლა ეს ციფრი არის 300 ათასი, რაც საბაზრო ეკონომიკის პირობებში ნამდვილად მაღალი მაჩვენებელია. რაც უფრო მცირეა დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობაში საბიუჯეტო სექტორის წილი, მით უკეთესია.

ჩვენი ამოცანა უნდა იყოს ის, რომ აღარ მოხდეს საბიუჯეტო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობის გაზრდა, პირიქით, დაიწყოს თანდათანობით შემცირება. აუცილებელია, რომ 2/5 დავიდეს 1/5-მდე. ამის პარალელურად კი უნდა გაიზარდოს, კერძო სექტორში დასაქმებულების რაოდენობა.

სახელმწიფო სექტორში დასაქმებულები დაკავებულნი არიან უკვე შექმნილი დოვლათის გადანაწილებაში. დოვლათი კი იქმნება კერძო სექტორში. ამიტომ ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ კერძო სექტორში უფრო მეტი ადამიანი დასაქმდეს, რათა დამატებითი დოვლათი შეიქმნას", - ამბობს არჩვაძე.

აქვე ექსპერტი განვითარებული ქვეყნების გამოცდილებაზე საუბრობს და ამბობს, რომ საქართველოსგან განსხვავებით, ყველა განვითარებულ ქვეყანაში კერძო სექტორში ხელფასი ყოველთვის უფრო მაღალია, ვიდრე სახელმწიფო სტრუქტურაში.

"სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი ბოლო წლებში აღემატება კერძო სექტორში დასაქმებულთა საშუალო ხელფასს, არადა პირიქით უნდა იყოს. ნორმალური ეკონომიკის პირობებში და კლასიკური საბაზრო ეკონომიკის ქვეყანაში სახელმწიფო სექტორში დასაქმების ინტერესი ისაა, რომ პირს გარანტირებული სოციალური პირობები და ხელფასი ექნება. კერძო სექტორში მეტია რისკი, მაგრამ შემოსავალიც უფრო მეტია.

საქართველოში კი პირიქით ხდება. ჩვენთან საჯარო მოხელეების ხელფასი საგრძნობლად აღემატება კერძო სექტორში დასაქმებულების ანაზღაურებას. გამოდის, რომ ამ მხრივ ჩვენთან ორმაგი პრივილეგიები აქვთ. ერთი მხრივ - მაღალი ხელფასი და მეორე მხრივ - სოციალური დაცულობა. ამიტომ ადამიანები ცდილობენ, რომ საჯარო სამსახურში დასაქმდნენ", - დასძინა სოსო არჩვაძემ.

ელზა წიკლაური

გაზეთი ”რეზონანსი”

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია