საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

12

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:10-ზე, მთვარე სასწორშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. არ მიიღოთ: რძე და რძის პროდუქტები, ცხარე და ცხელი საკვები, ხორცი, ალკოჰოლი, შეამცირეთ სიგარეტის რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დედა, რომელიც მუმიას უვლის
დედა, რომელიც მუმიას უვლის

სა­მეგ­რე­ლოს მიც­ვა­ლე­ბუ­ლის და­ტი­რე­ბის, გას­ვე­ნე­ბი­სა და პა­ტი­ვის­ცე­მის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ტრა­დი­ცია ოდით­გან­ვე ჰქონ­და. მარ­თა­ლია, ახლა მხო­ლოდ გად­მო­ნაშ­თე­ბია შე­მორ­ჩე­ნი­ლი, მაგ­რამ ჯერ კი­დევ შეგ­ვიძ­ლია, არ­სე­ბულ ტრა­დი­ცი­ებ­ზე ბევ­რი ვი­სა­უბ­როთ. ჩვე­ნამ­დე მოღ­წე­უ­ლი ცნო­ბე­ბის მი­ხედ­ვით, ქარ­თვე­ლი კაცი ყო­ველ­თვის დიდ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას გრძნობ­და რო­გორც გარ­დაც­ვლი­ლის ხსოვ­ნის, ისე მთე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე. სა­მეგ­რე­ლო­ში ეს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით შე­სამ­ჩნე­ვი და თვალ­ში სა­ცე­მია.

ქა­ლაქ ზუგ­დიდ­ში გზად მი­მა­ვალს საკ­მა­ოდ ბევ­რი სა­საფ­ლა­ოს გავ­ლამ მო­მი­წია, ყვე­ლა მათ­გან­მა იმ­დე­ნად დიდი ყუ­რა­დღე­ბა მი­იქ­ცია, რომ ბავ­შვო­ბა­ში საფ­ლა­ვე­ბის მი­მართ გა­ჩე­ნი­ლი შიში გა­და­მა­ვი­წყა და ამ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მოვ­ლი­ლი თუ მორ­თულ-მო­კაზ­მუ­ლი საფ­ლა­ვე­ბის­თვის ფო­ტოს გა­და­ღე­ბის სურ­ვი­ლი გა­მიჩ­ნდა.

აქ თით­ქმის ყვე­ლა საფ­ლა­ვი გა­და­ხუ­რუ­ლია, ბევ­რი მთლი­ა­ნად და­ხუ­რუ­ლი, რამ­დე­ნი­მე მათ­განს კარ­ზე ბოქ­ლო­მიც ადევს. ერთ-ერთ მათ­გან­ში ახალ­გაზ­რდა ქა­ლის სი­ლუ­ე­ტი დამ­ხვდა, საფ­ლა­ვის ჭერი ეკ­ლე­სი­ის გუმ­ბა­თი­ვით მო­ე­ხა­ტათ და ჭა­ღიც ამ­შვე­ნებ­და. რო­გორც მივ­ხვდი, საფ­ლავ­ზე ან­თე­ბუ­ლი შუქი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნაა. თურ­მე, ზო­გი­ერთ გარ­დაც­ვლილს ოჯა­ხის წევ­რე­ბი შე­ღა­მე­ბის­თა­ნა­ვე შუქს უნ­თე­ბენ, სიბ­ნე­ლე­ში რომ არ იყოს.

სა­საფ­ლა­ო­ზე გარ­დაც­ვლილ­თა ნა­ქან­და­კა­რი სი­ლუ­ე­ტე­ბის სიმ­რავ­ლეც შე­იმ­ჩნე­ო­და. ზოგი მათ­გა­ნი იმ და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ პო­ზა­ში გა­მო­ე­ძერ­წათ, რო­გო­რიც ხში­რად ახ­სოვთ ოჯა­ხის წევ­რებს. გა­სა­ო­ცა­რია ისიც, რომ თით­ქმის ყვე­ლა საფ­ლავ­ზე ნა­ხავთ ნივ­თებს, რო­მე­ლიც მიც­ვა­ლე­ბულს ეკუთ­ვნო­და ან გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ აჩუ­ქეს.

ერთ-ერთ საფ­ლავ­ზე მა­გი­და და სამი სკა­მი იდგა, იმი­ტომ რომ მშობ­ლებ­თან ერ­თად და­საფ­ლა­ვე­ბუ­ლი იყო ახალ­გაზ­რდა ვაჟი, რო­მე­ლიც თბი­ლის­ში სას­წავ­ლებ­ლად ჩა­მო­სუ­ლი, ავ­ტო­ა­ვა­რი­ა­ში და­ი­ღუ­პა. აქ­ვეა მისი წიგ­ნე­ბის კა­რა­დაც.

თურ­მე, სა­საფ­ლა­ო­ზე უამ­რა­ვი ტე­ლე­ვი­ზო­რიც იყო, მაგ­რამ გა­ძარ­ცვის გამო მსგავ­სი ნივ­თე­ბის მი­ტა­ნას უკვე ერი­დე­ბი­ან.

ემო­ცი­უ­რად მძი­მეა, პა­ტა­რე­ბის საფ­ლა­ვებ­ზე მათი ფეხ­საც­მლის, ტან­საც­მლი­სა და საყ­ვა­რე­ლი თო­ჯი­ნე­ბის ნახ­ვა. დათ­რგუნ­ვილს, აქა­უ­რო­ბის და­ტო­ვე­ბის სურ­ვი­ლი გა­მიჩ­ნდა. გზად მომ­ტი­რალ თეთ­რწვე­რა მო­ხუცს წა­ვა­წყდი, გულ­მა არ მო­მით­მი­ნა და მისი მწუ­ხა­რე­ბის გა­სა­ზი­ა­რებ­ლად სახ­ლი­ვით მო­წყო­ბი­ლი საფ­ლა­ვის კარ­ში შე­ვა­ბი­ჯე, რო­მე­ლიც მთლი­ა­ნად მე­ტა­ლოპ­ლასტმა­სით იყო აშე­ნე­ბუ­ლი. იქვე კუ­თხე­ში პა­ტა­რა კა­რა­დაც გა­ნე­თავ­სე­ბი­ნათ, რო­მელ­შიც ყვე­ლა სა­ჭი­რო ნივ­თი ეწყო.

- სამი წე­ლია, შვი­ლი და­მე­ღუ­პა და მას შემ­დეგ მას­თან ერ­თად ვარ, ხში­რად აქ მძი­ნავს. მის გარ­და არა­ვინ მყავ­და და ისიც დავ­კარ­გე. ყო­ველ დი­ლით მის­თვის ჩვე­ნი ეზოს ჭის წყა­ლი მო­მაქვს და ჭი­ქით ვუ­დებ საფ­ლავ­ზე, რად­გან ჩვე­ნი ჭის წყა­ლი ძა­ლი­ან უყ­ვარ­და. მე უკვე იმის­თვის ვცხოვ­რობ, რომ მის საფ­ლავს მივ­ხე­დო, სხვა საზ­რუ­ნა­ვი აღარ მაქვს, - გა­მი­ზი­ა­რა გუ­ლის დარ­დი არ­მაზ სა­მე­ლი­ამ.

რამ­დე­ნი­მე ად­გი­ლას თვა­ლი მოვ­კა­რი საფ­ლა­ვის ქვებს, რო­მელ­ზეც არც ფოტო იყო და არც წარ­წე­რა. ამის შე­სა­ხებ გვერ­დით საფ­ლავ­ზე მო­ფუს­ფუ­სე ქალ­ბა­ტონს ვკი­თხე: თურ­მე ქალ­ბა­ტო­ნი, რომ­ლის­თვი­საც ეს ქვა გა­ემ­ზა­დე­ბი­ნათ, ჯერ ცო­ცხა­ლი ყო­ფი­ლა. ქმარ-შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, მათ გვერ­დით სა­კუ­თა­რი ად­გი­ლიც მო­უ­ნიშ­ნავს და მოთ­მი­ნე­ბით ელო­დე­ბა აღ­სას­რულს.

სა­საფ­ლა­ოს კარი გა­მო­ვი­ხუ­რე და გზა იმ სოფ­ლის­კენ გა­ვაგ­რძე­ლე, სა­დაც ნა­თე­სა­ვე­ბი მე­გუ­ლე­ბოდ­ნენ. ნა­ნა­ხით დამ­ძი­მე­ბუ­ლი ვცდი­ლობ­დი, ცუდ­ზე აღარ მე­ფიქ­რა. ისევ ინ­ტე­რე­სით ვათ­ვა­ლი­ე­რებ­დი ტრა­დი­ცი­ე­ბით და­ხუნძლულ მეგ­რულ სოფ­ლებს, პა­ტა­რა ოდებს დიდი სახ­ლე­ბის გვერ­დით და კოხ­ტა ეზო­ებს. მე­ღი­მე­ბო­და... ერთ-ერთი სახ­ლის კარ­თან ას­ვე­ტი­ლი საფ­ლა­ვის ქვას მოვ­კა­რი თვა­ლი და სა­ხე­ზე ღი­მი­ლი შე­მე­ყი­ნა, ნა­ნახ­ში და­სარ­წმუ­ნებ­ლად ტაქ­სის მძღოლს უკან დაბ­რუ­ნე­ბა ვთხო­ვე... ამ სახ­ლში წლე­ბის წინ დე­დას ერ­თა­დერ­თი შვი­ლი მო­უკ­ლეს. შეს­ვლა გა­დავ­წყვი­ტე, საფ­ლა­ვის ქვა­ზე შვი­ლის ფე­ხებ­თან ძა­ძებ­ში შე­მო­სი­ლი და­ჩო­ქი­ლი დედა იყო გა­მო­სა­ხუ­ლი.

ქალ­ბა­ტონ­მა ინე­ზამ გა­ღი­მე­ბულ­მა შე­მი­პა­ტი­ჟა შინ. სახ­ლში გარ­დაც­ვლი­ლის ნივ­თე­ბი და ფო­ტო­ე­ბი გა­მო­ე­ფი­ნათ. იქვე იყო ტე­ლე­ვი­ზო­რი და დი­ვი­დი, რომ მსურ­ვე­ლებს კო­ბას და­საფ­ლა­ვე­ბის ცე­რე­მო­ნია ენა­ხა.

- ჩემი შვი­ლის სა­ნა­ხა­ვად მო­სუ­ლი სტუმ­რე­ბი სი­ხა­რულს მა­ნი­ჭე­ბენ, ძალა მე­მა­ტე­ბა, როცა ვხე­დავ, ის ახ­სოვთ, - მი­თხრა და ღი­მი­ლი ცრემ­ლად ექცა. შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გახ­სე­ნე­ბა გა­უ­ჭირ­და, ამი­ტომ დე­ტა­ლებ­ზე გარ­დაც­ვლი­ლის დე­ი­და, ეთერ ჟვა­ნია მე­სა­უბ­რა:

- კობა მოს­კოვ­ში უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა შემ­თხვე­ვით მოკ­ლეს. თურ­მე ვი­ღაც თეთრმერ­სე­დე­სი­ან კაცს მის­დევ­დნენ, კო­ბა­საც თეთ­რი "მერ­სე­დე­სი" ჰყავ­და და შემ­თხვე­ვით ეს­რო­ლეს. 25 აპ­რილს გარ­და­იც­ვა­ლა და 17 მა­ისს და­ვა­საფ­ლა­ვეთ - ვერ ვი­მე­ტებ­დით მი­წის­თვის. მა­მა­მი­სის გვერ­დით მი­ვუ­ჩი­ნეთ ად­გი­ლი. ჩემი დის­თვის ერ­თა­დერ­თი შვი­ლის სიკ­ვდი­ლი ძა­ლი­ან მძი­მე გა­და­სა­ტა­ნი აღ­მოჩ­ნდა და მთელ დღე­ებს საფ­ლავ­ზე ატა­რებ­და. ღამე სახ­ლი­დან გა­ი­პა­რე­ბო­და და საფ­ლავ­ზე ვპო­უ­ლობ­დით, ამი­ტომ 9 თვის მერე გა­დავ­წყვი­ტეთ, კობა ჩვე­ნი სახ­ლის გვერ­დით, ეზო­ში დაგ­ვე­საფ­ლა­ვე­ბი­ნა. ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლი ავუ­შე­ნეთ. 19 წე­ლია უკვე, ამ სახ­ლშია და­მარ­ხუ­ლი. აქ რა­საც ხე­დავთ, მე­გობ­რე­ბი­სა და ნა­თე­სა­ვე­ბის სა­ჩუქ­რე­ბია, რომ­ლე­ბიც კო­ბას სიკ­ვდი­ლის მერე მო­არ­თვეს. ჩემ­მა შვილ­მა გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ კო­ბას მან­ქა­ნა აჩუ­ქა, რო­მე­ლიც ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სო­ფელს ემ­სა­ხუ­რე­ბა, თუ ვინ­მეს ცოლი მოჰ­ყავს ან რა­ი­მე გა­ჭირ­ვე­ბა აქვს. მად­ლო­ბე­ლი ვართ მე­ზობ­ლე­ბის, რომ არ დაგ­ვი­შა­ლეს, სახ­ლში დაგ­ვე­საფ­ლა­ვე­ბი­ნა მიც­ვა­ლე­ბუ­ლი. პი­რი­ქით, მე­ზობ­ლის ბავ­შვებ­საც არ ეში­ნი­ათ. მო­დი­ან, ჩარ­თა­ვენ კო­ბას მაგ­ნი­ტო­ფონს და ცეკ­ვა­ვენ კი­დეც.

მან­ქა­ნა­ში გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ჩავ­ჯე­ქი, ხმას არ ვი­ღებ­დი, სი­ჩუ­მე ისევ მძღოლ­მა და­არ­ღვია და კი­დევ უფრო გა­სა­ო­ცარ ამ­ბავს მო­მიყ­ვა: - სო­ფელ ბაშ­ში 18 წლის წინ გარ­დაც­ვლი­ლი ბიჭი დღემ­დე არ ჰყავთ და­მარ­ხუ­ლიო. ადა­მი­ა­ნურ შიშს ჟურ­ნა­ლის­ტურ­მა ინ­ტე­რეს­მა სძლია და ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი სოფ­ლის­კენ გა­ვე­მარ­თე. სახ­ლის კარი გარ­დაც­ვლი­ლის მა­მამ გა­მი­ღო. მისი შვი­ლით და­ინ­ტე­რე­სე­ბის გამო მად­ლო­ბაც გა­და­მი­ხა­და, სა­საფ­ლა­ოს­კენ კი დედა გა­მი­ძღვა. იქ მი­სულს, ვე­ნახ­შე­მოვ­ლე­ბუ­ლი პა­ტა­რა სახ­ლი დამ­ხვდა. დე­დამ, ცი­უ­რი კვა­რა­ცხე­ლი­ამ საფ­ლა­ვის კარი გა­ა­ღო და სა­უ­ბა­რი შვი­ლის სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზით და­ი­წყო:

"ჯონი 22 წლის იყო, როცა გარ­და­იც­ვა­ლა, წამ­ლის ზედ­მე­ტი დოზა მი­ი­ღო და კო­მა­ში ჩა­ვარ­და. 8 თვე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­ვა­ტა­რეთ, მაგ­რამ ვე­რაფ­რით ვუშ­ვე­ლეთ. მე­უღ­ლე და 2 წლის გოგო დარ­ჩა. ჩემ­მა ქმარ­მა გა­და­წყვი­ტა, რომ არ უნდა დაგ­ვე­საფ­ლა­ვე­ბი­ნა. ამ­ბობ­და, შვილ­მა ხომ უნდა ნა­ხოს, რო­გო­რი მამა ჰყავ­დაო. მე წი­ნა­აღ­მდე­გი ვი­ყა­ვი, ვე­უბ­ნე­ბო­დი, - მი­წას მი­ვა­ბა­როთ-მეთ­ქი, მაგ­რამ ვერ და­ვარ­წმუ­ნე. თვი­თონ ვერ ამო­დის საფ­ლავ­ზე, რომ ნა­ხოს, ჩვე­ნი შვი­ლი ახლა რო­გო­რია. ალ­ბათ მა­შინ­ვე ინ­ფარ­ქტს მი­ი­ღებს, მე კი 18 წე­ლია, ეს ჯვა­რი ზურ­გზე ამ­კი­და. უკვე მოვ­ხუც­დი, 64 წლის ვარ, ვერ ვა­ხერ­ხებ ყო­ველ­დღე ამოს­ვლას და ამა­საც გან­ვიც­დი.

პირ­ვე­ლი 4 წელი ბალ­ზა­მით ვი­ნა­ხავ­დით, მერე და­მე­სიზ­მრა, რომ სპირ­ტით შე­მე­ნა­ხა ჯონი. მას შემ­დეგ სა­კუ­თა­რი მე­თო­დით ვუვ­ლი ჩემს მკვდარ შვილს. 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ყო­ველ­დღე აქ ვი­ყა­ვი, დღეც და ღა­მეც, ყო­ველ კვი­რას ტან­საც­მელს ვუც­ვლი­დი. და­ბა­დე­ბის დღე­ებს ვუხ­დი­დით და ამ დღის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბულ ტან­საც­მელს ვაც­მევ­დი. ახლა უკვე მი­ჭირს ამ ყვე­ლაფ­რის კე­თე­ბა. მისი შვი­ლი 20 წლი­საა და ისიც ამო­დის ხოლ­მე, არ აქვს მკვდრის შიში, პი­რი­ქით, ამა­ყობს, რომ ასე­თი კარ­გი მამა ჰყავ­და.

მინ­დო­და, შვი­ლი თა­ვის დრო­ზე მი­წის­თვის მი­მე­ბა­რე­ბი­ნა, მაგ­რამ ახლა, როცა 18 წელი ასე ვუვ­ლი, რო­გორ მი­ვა­ბა­რო მი­წას? არ მე­მე­ტე­ბა ჩემი ჯონი მი­წის­თვის", - მი­თხრა ქალ­ბა­ტონ­მა ცი­უ­რიმ.

ის დღე ძა­ლი­ან მძი­მე აღ­მოჩ­ნდა ჩემ­თვის, ნა­ნა­ხი­თა და მოს­მე­ნი­ლით შეძ­რულს შე­კი­თხვა და­მე­ბა­და, - რა­ტომ იღე­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი მსგავს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს? ამ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი რთუ­ლი გა­სა­ცე­მია, თუმ­ცა თა­ვად შვილმკვდარ­მა დე­დებ­მა ჩემ­თან სა­უ­ბარ­ში აღ­ნიშ­ნეს, რომ რო­გორც მშობ­ლებს, რო­გორც დე­დებს, აქვთ გა­მარ­თლე­ბა, თუნ­დაც მათი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მცდა­რი და მი­უ­ღე­ბე­ლი იყოს.

ხა­თუ­ნა იო­სე­ლი­ა­ნი, ეთ­ნო­ლო­გი:

- რე­პორ­ტაჟ­ში აღ­წე­რი­ლი ამ­ბე­ბი სა­მეგ­რე­ლოს­თვის გან­სა­კუთ­რე­ბი­თაა და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი. სა­ქარ­თვე­ლოს ვერც ერთ კუ­თხე­ში ვერ ნა­ხავთ ამ­გვა­რად მო­წყო­ბილ სა­საფ­ლა­ო­ებს - გა­და­ხუ­რულს და ზედ­მე­ტად მო­პირ­კე­თე­ბულს. მარ­თა­ლია, ყვე­ლა თა­ვი­სე­ბუ­რად ცდი­ლობს საფ­ლა­ვის მოვ­ლას, მაგ­რამ გა­ვიხ­სე­ნოთ, მა­გა­ლი­თად, ვაჟა ფშა­ვე­ლას სა­საფ­ლაო, რო­მელ­საც მხო­ლოდ ერთი პა­ტა­რა ქვა ადევს და მისი და­ნა­ბა­რე­ბის თა­ნახ­მად, ზედ ია ყვა­ვის. ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი ისაა, რომ იმ ყვე­ლა­ფერს, რაც სა­მეგ­რე­ლო­ში ხდე­ბა, ქრის­ტი­ა­ნო­ბას­თან არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არა აქვს და ვერც წარ­მარ­თო­ბას და­ვარ­ქმევთ, რად­გან წარ­მარ­თო­ბა ძა­ლი­ან დიდი ხნის წინ იყო და მისი გად­მო­ნაშ­თიც ვერ იქ­ნე­ბა. ეს უბ­რა­ლოდ ად­გი­ლობ­რი­ვი კულ­ტუ­რის გარ­კვე­ულ­წი­ლად სა­ხე­შეც­ვლი­ლი, და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლი ფორ­მაა. ამას არც რო­მე­ლი­მე რე­ლი­გი­ას­თან აქვს კავ­ში­რი, მით უმე­ტეს, ქრის­ტი­ა­ნო­ბას­თან და ფაქ­ტია, ყოფა-ცხოვ­რე­ბის­თვი­საც მე­ტის­მე­ტად მძი­მეა.

- რო­დი­დან გვხვდე­ბა სა­მეგ­რე­ლო­ში მსგავ­სი საფ­ლა­ვე­ბი და თქვე­ნი აზ­რით, რამ გან­სა­ზღვრა მათი ასე­თი იერ­სა­ხე?

- საფ­ლა­ვე­ბის მორ­თვა-მო­კაზმვამ ასე­თი გამ­ძაფ­რე­ბუ­ლი სახე ძი­რი­თა­დად, კო­მუ­ნის­ტე­ბის დრო­ი­დან მი­ი­ღო. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სა­მეგ­რე­ლო კოლ­ხე­თის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლია და შე­საძ­ლოა, არის რა­ღაც უძ­ვე­ლე­სი ფეს­ვე­ბის ნარ­ჩე­ნი. დაკ­რძალ­ვის წე­სე­ბი სა­მეგ­რე­ლო­სა და კოლ­ხე­თის დაბ­ლობ­ზე ყო­ველ­თვის ტრა­დი­ცი­უ­ლი, ორი­გი­ნა­ლუ­რი იყო, ამას რე­ლი­გი­ურ-მის­ტი­კუ­რი დატ­ვირ­თვა ჰქონ­და. მა­გა­ლი­თად, მა­მა­კა­ცებს ტყავ­ში გახ­ვე­ულს ჰკი­დებ­დნენ ხეზე, ქა­ლებს კი მი­წა­ში მარ­ხავ­დნენ. ამის მი­თო­ლო­გი­უ­რი და აზ­რობ­რი­ვი სა­ფუძ­ვე­ლი იყო ის, რომ დე­და­კა­ცი, რო­გორც მიწა, ისე გა­ნი­ხი­ლე­ბო­და, ამი­ტომ მი­წას ჰბარ­დე­ბო­და, ხოლო მა­მა­კა­ცი ზე­ცი­უ­რი არ­სე­ბა იყო, მისი მი­წა­ში დაფვ­ლა არ შე­იძ­ლე­ბო­და და ხეზე ამი­ტომ ჰკი­დებ­დნენ. ქვევრში და­მარ­ხვის წე­სიც არ­სე­ბობ­და. არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი გა­თხრე­ბის შე­დე­გად, ბევ­რი ასე­თი მა­სა­ლაა აღ­მო­ჩე­ნი­ლი. ეს მხო­ლოდ სა­მეგ­რე­ლოს­თვის არ იყო და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი, მაგ­რამ ძი­რი­თა­დად, იქ ხდე­ბო­და. ამას ბიო-გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი პი­რო­ბე­ბიც გა­ნა­პი­რო­ბებ­და, მაგ­რამ ძი­რი­თა­დად, მი­თო­ლო­გი­უ­რი სა­ფუძ­ვლე­ბი აქვს. რო­გორც ჩანს, და­მარ­ხვის ასე­თი წე­სე­ბი და რი­ტუ­ა­ლე­ბი, მა­ინც უფრო ელი­ნის­ტურ სამ­ყა­როს­თან კავ­ში­რის შე­დე­გია.

- რას გვე­ტყვით და­საფ­ლა­ვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ მეგ­რულ სხვა ტრა­დი­ცი­ებ­ზე, მათ შო­რის, თა­ნა­მედ­რო­ვე­ზე?

- რო­დე­საც კო­მუ­ნის­ტე­ბის დროს რე­ლი­გი­უ­რი მსა­ხუ­რე­ბა, საფ­ლა­ვე­ბის ქრის­ტი­ა­ნუ­ლი წე­სით მოვ­ლა, ტა­ძარ­ში სი­ა­რუ­ლი იკ­რძა­ლე­ბო­და, მიც­ვა­ლე­ბუ­ლი­სად­მი ყუ­რა­დღე­ბა ასე­თი არაქ­რის­ტი­ა­ნუ­ლი ფორ­მით გა­მო­ი­ხა­ტა. ხალ­ხი ცდი­ლობ­და, მიც­ვა­ლე­ბუ­ლის პა­ტივ­სა­ცე­მად, სხვა­დას­ხვაგ­ვა­რი რამ მო­ე­ფიქ­რე­ბი­ნა. ეს დღე­სა­ცაა შე­მორ­ჩე­ნი­ლი და კონ­კრე­ტუ­ლი სა­ფუძ­ვე­ლი არ აქვს. მა­გა­ლი­თად, ადრე, ასე­თი ტრა­დი­ცი­აც არ­სე­ბობ­და, რო­მე­ლიც უმე­ტეს­წი­ლად აფხა­ზე­ბის­თვის იყო და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი. სა­დაც გარ­დაც­ვლი­ლი იკ­რძა­ლე­ბო­და, გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ ის ახალ­გაზ­რდა იყო, სუ­ლის მო­სახ­სე­ნი­ებ­ლად იქ საჭ­მელს, ღვი­ნოს, თი­ვას ან სხვა რა­მეს ტო­ვებ­დნენ. მგზავ­რი რომ გა­ივ­ლი­და, რა­ი­მეს აი­ღებ­და და სულს "მი­უ­ვი­დო­და". ეს ნა­წი­ლობ­რივ სა­მეგ­რე­ლო­შიც იყო გავ­რცე­ლე­ბუ­ლი.

- თქვენ თუ გაქვთ ნა­ნა­ხი მსგავ­სი საფ­ლა­ვე­ბი?

- კი, რო­გორ არა, იქ ხში­რად ვყო­ფილ­ვარ და მსგავ­სი საფ­ლა­ვიც ბევ­რი მი­ნა­ხავს. მა­გა­ლი­თად, ღა­მით რომ ნა­თუ­რე­ბი ან­თია და ა.შ. უზარ­მა­ზა­რი საფ­ლა­ვის ქვე­ბია, ორი­ვე მხა­რეს გა­მო­სა­ხუ­ლი სუ­რა­თე­ბით, გა­და­ხუ­რუ­ლი და ა.შ. სა­სახ­ლე­ებს უფრო ჰგავს, ვიდ­რე საფ­ლა­ვებს. შე­მიძ­ლია გუ­რი­ის ერთი მა­გა­ლი­თი გა­ვიხ­სე­ნო: ჩემს ერთ-ერთ ლექ­ტორს პა­ნაშ­ვიდ­ზე, კი­ბის ბო­ლო­ში გარ­დაც­ვლი­ლის სუ­რა­თი დახ­ვდა, რო­მე­ლიც და­იძ­რა და სტუ­მარს წინ გა­უ­ძღვა - მავ­თუ­ლით ჰქო­ნი­ათ და­მაგ­რე­ბუ­ლი, ვი­ღაც იჯდა, ატ­რი­ა­ლებ­და და მიც­ვა­ლე­ბუ­ლის სუ­რა­თი მას ხელ­გაშ­ლი­ლი "მი­ა­ცი­ლებ­და". მოკ­ლედ, ეს დიდი ტკი­ვი­ლის გა­მო­ხატ­ვი­სა და მიც­ვა­ლე­ბულ­ზე ზრუნ­ვის და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლი ფორ­მე­ბია, რო­მელ­საც რე­ლი­გი­ა­სა და კულ­ტუ­რას­თან არა­ვი­თა­რი კავ­ში­რი არა აქვს.

- ასე­თი რამ აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში თუ გვხვდე­ბა?

- არა, აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­რეგ­ნუ­ლად ასე­თი პომ­პე­ზუ­რი ფორ­მე­ბით არ გა­მო­ხა­ტა­ვენ ტრა­გე­დი­ას.

- ალ­ბათ გსმე­ნი­ათ, სო­ფელ რუ­ის­ზე, სა­დაც ამ­ბო­ბენ, რომ საფ­ლა­ვებ­ზე სხვა­დას­ხვა სა­ხის წარ­წე­რე­ბია, თუ ვინ რო­გორ გარ­და­იც­ვა­ლა და ა.შ. თუ არის თქვენ­თვის ცნო­ბი­ლი, რამ­დე­ნად შე­ე­სა­ბა­მე­ბა ეს სი­მარ­თლეს?

- სი­მარ­თლე გი­თხრათ, ეს წარ­წე­რე­ბი, მა­გა­ლი­თად, - მოკ­ლუ­ლია თო­ხით, ბა­რით და ა.შ. მე ნამ­დვი­ლად არ მი­ნა­ხავს, გად­მო­ცე­მით ვიცი, მაგ­რამ თუნ­დაც ასე იყოს, ეს უბ­რა­ლოდ ხა­სი­ა­თის გა­მოვ­ლი­ნე­ბაა, უფრო იუ­მორ­შია გა­ტა­რე­ბუ­ლი და ეს ეთ­ნოფ­სი­ქო­ლო­გი­უ­რი გან­სხვა­ვე­ბაა აღ­მო­სავ­ლეთ და და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის.

- სვა­ნეთ­ში თუ გვხვდე­ბა სა­მეგ­რე­ლოს მსგავ­სი საფ­ლა­ვე­ბი?

- არა, იქ ვერ ნა­ხავთ ისეთ "პომ­პე­ზურ" საფ­ლა­ვებს. სუფ­თა, მოვ­ლი­ლი, უბ­რა­ლო საფ­ლა­ვე­ბია, მათ­ზე სახ­ლებს არ აშე­ნე­ბენ, სულ 1-2 გა­და­ხუ­რუ­ლი საფ­ლა­ვი მი­ნა­ხავს, ისიც ახალ­გაზ­რდა ბი­ჭე­ბის. ადა­მი­ა­ნის ნეშ­ტი აუ­ცი­ლებ­ლად მი­წად უნდა იქ­ცეს. მზის სხი­ვი, წყა­ლი და თოვ­ლი უნდა დას­დი­ო­დეს ზედ. ქრის­ტი­ა­ნუ­ლი კულ­ტუ­რის ნა­წი­ლი აკ­ლდა­მა, ბალ­ზა­მი­რე­ბა და მუ­მი­ფი­ცი­რე­ბა, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, არ არის. ეს ყვე­ლა­ფე­რი ქრის­ტი­ა­ნულ იდე­ო­ლო­გი­ას ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა.

- სა­მეგ­რე­ლო­ში მიც­ვა­ლე­ბუ­ლის და­ტი­რე­ბაც სხვა­ნა­ი­რად იცი­ან, ხომ ასეა?

- მძაფ­რი ტი­რი­ლი ადრე მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის იყო და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი, ახლა ნა­წი­ლობ­რი­ვაა შე­მორ­ჩე­ნი­ლი სა­მეგ­რე­ლო­ში, გუ­რი­ა­სა და სვა­ნეთ­ში. სხვა­თა შო­რის, მთი­უ­ლეთ­შიც, ზო­გა­დად, აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ში. "ხმით ნა­ტირ­ლე­ბი", შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, პო­ე­ზი­ის ნი­მუ­შე­ბია. მას­ში ყვე­ლა­ფე­რი იყო გად­მო­ცე­მუ­ლი, არა მხო­ლოდ გარ­დაც­ვლი­ლი ადა­მი­ა­ნის, არა­მედ მთე­ლი გვა­რის, სოფ­ლის, თე­მის ის­ტო­რია და ამ­ბე­ბი. ეს სულ სხვა ფე­ნო­მე­ნია, კულ­ტუ­რის ნა­წი­ლია.

მამა ელიზ­ბარ ოდიშ­ვი­ლი, დე­კა­ნო­ზი (ქვაშ­ვე­თის ეკ­ლე­სია):

- ჩვენ მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ქრის­ტი­ა­ნე­ბი ვართ და მიც­ვა­ლე­ბულს პა­ტი­ვი ისე უნდა მი­ვა­გოთ, რო­გორც ჩვენ­მა დიდ­მა წი­ნაპ­რებ­მა გვას­წავ­ლეს. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ერთი სწავ­ლე­ბა იქი­დან მო­დის, რომ რო­დე­საც უფა­ლი ჩვე­ნი მა­ცხო­ვა­რი იესო ქრის­ტე ჯვარს აც­ვეს, და­ა­საფ­ლა­ვეს და საფ­ლავს ლოდი მი­ად­ვეს - და­იფ­ლა, აღ­დგა მე­სა­მე­სა დღე­სა და ამაღ­ლდა ზე­ცად. ამ დაფვ­ლამ, აღ­დგო­მამ და ამაღ­ლე­ბამ გვას­წავ­ლა უკვე, რომ მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ქრის­ტი­ა­ნი უნდა და­საფ­ლავ­დეს მე­სა­მე­სა დღე­სა, საფ­ლა­ვი მო­ძღვრის მიერ უნდა იკურ­თხოს და ზედ ჯვა­რი აღი­მარ­თოს, სა­დაც იქ­ნე­ბა წარ­წე­რა, რომ აქ გა­ნის­ვე­ნებს მონა ან მხე­ვა­ლი ღვთი­სა. საფ­ლა­ვი ძა­ლი­ან უბ­რა­ლოდ უნდა გა­კეთ­დეს. და­უშ­ვე­ბე­ლია, როცა იგი ზე­მო­და­ნაა გა­და­ხუ­რუ­ლი, მი­წას ღვთის ნამი უნდა ხვდე­ბო­დეს - წვი­მა, თოვ­ლი. "მიწა ხარ და მი­წად­ვე მი­ი­ქეც". ადა­მი­ა­ნის ნეშტს უნდა ვა­ცა­დოთ, რომ მი­წად მი­იქ­ცეს, ამი­ტომ არ არის გა­მარ­თლე­ბუ­ლი არც მისი დაწ­ვა, არც "მავ­ზო­ლე­უ­მებ­ში" შე­ნახ­ვა. ზოგი მიც­ვა­ლე­ბულს თაფლში, სპირ­ტში ინა­ხავს, რაც მი­უ­ღე­ბე­ლია.

- აღ­ვნიშ­ნოთ, თუ რა ზი­ა­ნი ად­გე­ბა მიც­ვა­ლე­ბუ­ლის სულს ასეთ შემ­თხვე­ვა­ში.

- ასე­თი ქმე­დე­ბე­ბით მიც­ვა­ლე­ბუ­ლის სულს ვტან­ჯავთ, ვაწ­ვა­ლებთ, არ ვაძ­ლევთ ნე­ბას, რომ მი­წად მი­იქ­ცეს. სული უკ­ვდა­ვია, საზ­ვე­რე­ე­ბი გა­ი­ა­რა, ზე­ცა­ში წა­ვი­და და თა­ვი­სი ად­გი­ლი უნდა და­იმ­კვიდ­როს, მაგ­რამ რო­დე­საც სული უყუ­რებს, თუ რა მდგო­მა­რე­ო­ბა­შია მისი ნეშ­ტი, მი­წად არაა მიქ­ცე­უ­ლი, წვა­ლობს და ბო­ბოქ­რობს. ამი­ტომ, თუ გვინ­და, რომ ის მიც­ვა­ლე­ბუ­ლი ცხონ­დეს, რაც ამ­ქვეყ­ნად სი­კე­თის, ქველ­მოქ­მე­დე­ბის კე­თე­ბა ვერ მო­ა­ხერ­ხა, ვერ ილო­ცა ისე, რო­გორც სა­ჭი­რო იყო, ვერ ეზი­ა­რა, ეკ­ლე­სი­უ­რად ვერ იცხოვ­რა, ეს მის­მა ახ­ლობ­ლებ­მა უნდა გა­ა­კე­თონ. ვთქვათ, რო­მე­ლი­მე ტა­ძა­რი და­ან­გრია, მი­ვიდ­ნენ და აღად­გი­ნონ, თუ უნ­დათ, რომ ის მიც­ვა­ლე­ბუ­ლი ცხონ­დეს. სპირტსა და თაფლში შე­ნახ­ვით არა­ვინ ცხონ­დე­ბა. ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი, გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, ეკ­ლე­სი­უ­რი წე­სით უნდა და­საფ­ლავ­დეს. რო­გორც ნათ­ლო­ბა ან ჯვრის­წე­რაა, ისე­ვეა გარ­დაც­ვა­ლე­ბა ერთ-ერთი სა­ი­დუმ­ლო, რომ­ლის­თვი­საც ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი უნდა ემ­ზა­დე­ბო­დეს. პა­ტა­რა რომ ვი­ყა­ვი, ბე­ბი­ა­ჩე­მიც კი იმას გვას­წავ­ლი­და, ჩემი ტან­საც­მე­ლი აქ ჰკი­დია სუფ­თად და ამ ქვეყ­ნი­დან რომ წა­ვალ, ესე­ნი ჩა­მაც­ვი­თო. იმა­საც ამ­ბობ­და, ნე­ტავ, მუ­ხის სა­სახ­ლე­ში არ ჩა­მას­ვე­ნონ, რომ მი­წამ მალე მი­მი­ღო­სო, ის კი არა, რომ მი­წამ შე­მი­ნა­ხო­სო. ამი­ტომ, მინ­და ყვე­ლა მარ­თლმა­დი­დე­ბელ ქრის­ტი­ანს მო­ვუ­წო­დო, რომ ყვე­ლა­ფე­რი ეკ­ლე­სი­უ­რი წე­სის მი­ხედ­ვით გა­ა­კე­თონ. თუ თა­ვი­ანთ მიც­ვა­ლე­ბულს პა­ტივს სცე­მენ, არ არის სა­ჭი­რო დიდი სუფ­რე­ბის გაშ­ლა, ბევ­რი ადა­მი­ა­ნის მოწ­ვე­ვა, მისი 10-15 დღით შე­ნახ­ვა და ა.შ. რა დღეც უნდა იყოს, მე­სა­მე დღეს უნდა და­საფ­ლავ­დეს. ეს ქარ­თვე­ლებს გვაქვს წე­სად, რომ ორ­შა­ბათს, ოთხშა­ბათ­სა და პა­რას­კევს არ ვა­საფ­ლა­ვებთ, თო­რემ ქრის­ტი­ა­ნუ­ლად ესეც შე­საძ­ლე­ბე­ლია, თუ მე­სა­მე დღე უწევს. მთა­ვა­რი წე­სის აგე­ბა და ტა­ძარ­ში წირ­ვა-ლოც­ვის ჩა­ტა­რე­ბაა, ოჯა­ხის წევ­რე­ბი უნდა ეზი­ა­რონ, რომ მო­ი­ნა­ნი­ონ, სი­ნა­ნულ­ში ჩაც­ვივ­დნენ. რო­დე­საც მარ­ხვის პე­რი­ო­დია, ქელეხ­ში სა­მარ­ხვო სუფ­რა უნდა იყოს. მიც­ვა­ლე­ბულს ბევ­რი ტან­საც­მე­ლი არ უნდა გა­ა­ტა­ნონ. თუ ავად­მყო­ფი იყო, სა­მოსს წვა­ვენ, მაგ­რამ თუ ჯან­სა­ღი იყო, ყვე­ლამ უნდა გა­ი­ნა­წი­ლოს, უფრო მად­ლია, ვიდ­რე მი­წა­ში ჩა­ყო­ლე­ბა.

- რამ­დე­ნად დიდი ცოდ­ვაა თვი­თონ იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის მიც­ვა­ლე­ბუ­ლის ასე წვა­ლე­ბა?

- რა თქმა უნდა, ცოდ­ვაა, არ უნდა გა­ჯი­უტ­დეს ადა­მი­ა­ნი და არ უნდა იძა­ხოს, არ და­ვა­საფ­ლა­ვე­ბო. კო­მუ­ნის­ტე­ბის დროს, ერთი ასე­თი შემ­თხვე­ვა მქონ­და: სა­მეგ­რე­ლო­ში, მიც­ვა­ლე­ბუ­ლი თით­ქმის ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში პრო­კუ­რა­ტუ­რის წინ ეს­ვე­ნათ, მაგ­რამ რო­დე­საც იმ ადა­მი­ა­ნებს ვთხო­ვე, ავუხ­სე­ნი, თუ რა­ტომ არ შე­იძ­ლე­ბო­და ასე მოქ­ცე­ვა, რომ იმ გარ­დაც­ვლი­ლის­თვის, თა­ვი­ან­თი­ვე წინსვლი­სა და გამ­რავ­ლე­ბის­თვის ჯობ­და, რომ დრო­უ­ლად და­ე­საფ­ლა­ვე­ბი­ნათ, და­მი­ჯე­რეს და და­ა­საფ­ლა­ვეს. ამი­სათ­ვის მად­ლო­ბას ვწი­რავ მათ, ჩემი ხმა კი არ შე­ის­მი­ნეს, არა­მედ უფ­ლის, თა­ვი­ან­თი მიც­ვა­ლე­ბუ­ლი რომ არ ეწ­ვა­ლე­ბი­ნათ. სტა­ლინ­სა და ლე­ნინ­ზე ამ­ბობ­დნენ ხოლ­მე, იმ­დე­ნი ცოდ­ვა ჩა­ი­დი­ნეს, მიწა არ იღებ­სო. არ მეს­მის, რა­ტომ უნდა მა­გა­ლი­თად, დე­დას, რომ თა­ვი­სი შვი­ლი მი­წამ არ მი­ი­ღოს? რა ცოდ­ვა ჩა­ი­დი­ნა იმ ბავ­შვმა ასე­თი, რომ ასე ვაწ­ვა­ლოთ? ბუ­ნე­ბის კა­ნო­ნი ირ­ღვე­ვა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მიც­ვა­ლე­ბულს ბალ­ზა­მი­რე­ბა არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ უნდა ჩა­უ­ტა­რონ, არც სპე­ცი­ა­ლურ მა­ცივ­რი­ან სა­სახ­ლე­ში შე­ი­ნა­ხონ. სამ დღემ­დე ნეშ­ტი ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ინა­ხე­ბა.

- გა­მარ­თლე­ბუ­ლია მიც­ვა­ლე­ბუ­ლის სა­კუ­თა­რი სახ­ლის ეზო­ში დაკ­რძალ­ვა?

- ეს რა­ი­მე პრობ­ლე­მას არ წარ­მო­ად­გენს, თუ ადა­მი­ან­მა ის ნა­წი­ლი აკურ­თხე­ბი­ნა და ყვე­ლა­ფე­რი წე­სის მი­ხედ­ვით გა­ა­კე­თა. სხვა­თა შო­რის, უცხო­ეთ­ში, საფ­ლა­ვებ­ში ფულს 10-20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იხ­დი­ან და თუ ვერ გა­და­ი­ხა­დეს, მიც­ვა­ლე­ბუ­ლის ძვლებს იღე­ბენ და წვა­ვენ ან პატ­რონს უბ­რუ­ნე­ბენ. ჩვენ­თან ასე არ არის და არც უნდა იყოს, მაგ­რამ რო­გორც ვუ­ყუ­რებ, შე­მო­ი­ღეს ის, რომ ადა­მი­ა­ნებს ძა­ლი­ან პა­ტა­რა სა­საფ­ლა­ო­ებს აძ­ლე­ვენ და იმის ად­გი­ლი აღარ რჩე­ბა, თუნ­დაც პა­ტა­რა მცე­ნა­რე და­ირ­გოს. თითო საფ­ლავ­ზე თითო ხე რომ დარ­გონ, წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რამ­ხე­ლა გამ­წვა­ნე­ბა იქ­ნე­ბო­და. ამი­სათ­ვის აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მო­ვუ­წო­დოთ სა­საფ­ლა­ო­ე­ბის მე­პატ­რო­ნე­ებს, რომ ჭი­რი­სუფ­ლებს იმ­დე­ნი ად­გი­ლი მა­ინც გა­მო­უ­ყონ, იქ თითო ხე და­ირ­გოს და ყვე­ლას მოს­თხო­ვონ კი­დეც. 6-კა­ცი­ან სა­საფ­ლა­ო­ზე 3 ხე რომ დარ­გონ, რამ­ხე­ლა მად­ლი იქ­ნე­ბა?

- რას იტყვით იმ ფაქ­ტზე, რო­დე­საც ცო­ცხა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი საფ­ლა­ვის ქვებ­სა და ად­გილს წი­ნას­წარ იმ­ზა­დე­ბენ?

- სა­მე­ბის ტა­ძარ­ში ერთი ქალ­ბა­ტო­ნი მსა­ხუ­რობ­და, ქა­ლიშ­ვი­ლი გარ­და­ეც­ვა­ლა, ცხე­ნი­დან გად­მო­ვარ­და... სა­საფ­ლა­ოს­თვის ძა­ლი­ან დიდი, მარ­მა­რი­ლოს ქვა გა­ამ­ზა­და, მაგ­რამ ვი­ნა­ი­დან ფული თვი­თონ არ ჰქონ­და, რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნის­გან ისეს­ხა. გა­ვი­და დრო და 9 აპ­რი­ლის დროს, თვი­თო­ნაც და­ი­ღუ­პა... აბა, ახლა მი­თხა­რით, იმ ქა­ლის სული რო­გორ ცხონ­დე­ბა, აქ რომ ვა­ლე­ბი და­ტო­ვა? ვინ და­უბ­რუ­ნებს კუთ­ვნილ თან­ხას იმ გა­ჭირ­ვე­ბულ ოჯა­ხებს? ქვას ხომ არ აი­ღე­ბენ და შუ­ა­ზე გა­ი­ყო­ფენ? რაც შე­გიძ­ლია, მიც­ვა­ლე­ბულს ის უნდა გა­უ­კე­თო, მი­სა­ვა­ლი სწო­რედ ის არის. არ უნდა უყუ­რო იმას, სხვამ რო­გო­რი ქვა და­ა­დო, თუ შენ­ზე მეტი შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს. ჯო­ბია, შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ფარ­გლებ­ში რაც გაქვს, თუნ­დაც მცი­რე­დი გა­უ­კე­თო, ვიდ­რე ნა­სეს­ხე­ბი ფუ­ლით - ძვირ­ფა­სი სა­კურ­თხი. არ მი­უ­ვა.

მაკა ქო­ბა­ლია

იხი­ლეთ ვი­დეო

თამ­თა და­დე­შე­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

დედა, რომელიც მუმიას უვლის

დედა, რომელიც მუმიას უვლის

სამეგრელოს მიცვალებულის დატირების, გასვენებისა და პატივისცემის განსაკუთრებული ტრადიცია ოდითგანვე ჰქონდა. მართალია, ახლა მხოლოდ გადმონაშთებია შემორჩენილი, მაგრამ ჯერ კიდევ შეგვიძლია, არსებულ ტრადიციებზე ბევრი ვისაუბროთ. ჩვენამდე მოღწეული ცნობების მიხედვით, ქართველი კაცი ყოველთვის დიდ პასუხისმგებლობას გრძნობდა როგორც გარდაცვლილის ხსოვნის, ისე მთელი საზოგადოების წინაშე. სამეგრელოში ეს პასუხისმგებლობა განსაკუთრებით შესამჩნევი და თვალში საცემია.

ქალაქ ზუგდიდში გზად მიმავალს საკმაოდ ბევრი სასაფლაოს გავლამ მომიწია, ყველა მათგანმა იმდენად დიდი ყურადღება მიიქცია, რომ ბავშვობაში საფლავების მიმართ გაჩენილი შიში გადამავიწყა და ამ განსაკუთრებულად მოვლილი თუ მორთულ-მოკაზმული საფლავებისთვის ფოტოს გადაღების სურვილი გამიჩნდა.

აქ თითქმის ყველა საფლავი გადახურულია, ბევრი მთლიანად დახურული, რამდენიმე მათგანს კარზე ბოქლომიც ადევს. ერთ-ერთ მათგანში ახალგაზრდა ქალის სილუეტი დამხვდა, საფლავის ჭერი ეკლესიის გუმბათივით მოეხატათ და ჭაღიც ამშვენებდა. როგორც მივხვდი, საფლავზე ანთებული შუქი ჩვეულებრივი მოვლენაა. თურმე, ზოგიერთ გარდაცვლილს ოჯახის წევრები შეღამებისთანავე შუქს უნთებენ, სიბნელეში რომ არ იყოს.

სასაფლაოზე გარდაცვლილთა ნაქანდაკარი სილუეტების სიმრავლეც შეიმჩნეოდა. ზოგი მათგანი იმ დამახასიათებელ პოზაში გამოეძერწათ, როგორიც ხშირად ახსოვთ ოჯახის წევრებს. გასაოცარია ისიც, რომ თითქმის ყველა საფლავზე ნახავთ ნივთებს, რომელიც მიცვალებულს ეკუთვნოდა ან გარდაცვალების შემდეგ აჩუქეს.

ერთ-ერთ საფლავზე მაგიდა და სამი სკამი იდგა, იმიტომ რომ მშობლებთან ერთად დასაფლავებული იყო ახალგაზრდა ვაჟი, რომელიც თბილისში სასწავლებლად ჩამოსული, ავტოავარიაში დაიღუპა. აქვეა მისი წიგნების კარადაც.

თურმე, სასაფლაოზე უამრავი ტელევიზორიც იყო, მაგრამ გაძარცვის გამო მსგავსი ნივთების მიტანას უკვე ერიდებიან.

ემოციურად მძიმეა, პატარების საფლავებზე მათი ფეხსაცმლის, ტანსაცმლისა და საყვარელი თოჯინების ნახვა. დათრგუნვილს, აქაურობის დატოვების სურვილი გამიჩნდა. გზად მომტირალ თეთრწვერა მოხუცს წავაწყდი, გულმა არ მომითმინა და მისი მწუხარების გასაზიარებლად სახლივით მოწყობილი საფლავის კარში შევაბიჯე, რომელიც მთლიანად მეტალოპლასტმასით იყო აშენებული. იქვე კუთხეში პატარა კარადაც განეთავსებინათ, რომელშიც ყველა საჭირო ნივთი ეწყო.

- სამი წელია, შვილი დამეღუპა და მას შემდეგ მასთან ერთად ვარ, ხშირად აქ მძინავს. მის გარდა არავინ მყავდა და ისიც დავკარგე. ყოველ დილით მისთვის ჩვენი ეზოს ჭის წყალი მომაქვს და ჭიქით ვუდებ საფლავზე, რადგან ჩვენი ჭის წყალი ძალიან უყვარდა. მე უკვე იმისთვის ვცხოვრობ, რომ მის საფლავს მივხედო, სხვა საზრუნავი აღარ მაქვს, - გამიზიარა გულის დარდი არმაზ სამელიამ.

რამდენიმე ადგილას თვალი მოვკარი საფლავის ქვებს, რომელზეც არც ფოტო იყო და არც წარწერა. ამის შესახებ გვერდით საფლავზე მოფუსფუსე ქალბატონს ვკითხე: თურმე ქალბატონი, რომლისთვისაც ეს ქვა გაემზადებინათ, ჯერ ცოცხალი ყოფილა. ქმარ-შვილის გარდაცვალების შემდეგ, მათ გვერდით საკუთარი ადგილიც მოუნიშნავს და მოთმინებით ელოდება აღსასრულს.

სასაფლაოს კარი გამოვიხურე და გზა იმ სოფლისკენ გავაგრძელე, სადაც ნათესავები მეგულებოდნენ. ნანახით დამძიმებული ვცდილობდი, ცუდზე აღარ მეფიქრა. ისევ ინტერესით ვათვალიერებდი ტრადიციებით დახუნძლულ მეგრულ სოფლებს, პატარა ოდებს დიდი სახლების გვერდით და კოხტა ეზოებს. მეღიმებოდა... ერთ-ერთი სახლის კართან ასვეტილი საფლავის ქვას მოვკარი თვალი და სახეზე ღიმილი შემეყინა, ნანახში დასარწმუნებლად ტაქსის მძღოლს უკან დაბრუნება ვთხოვე... ამ სახლში წლების წინ დედას ერთადერთი შვილი მოუკლეს. შესვლა გადავწყვიტე, საფლავის ქვაზე შვილის ფეხებთან ძაძებში შემოსილი დაჩოქილი დედა იყო გამოსახული.

ქალბატონმა ინეზამ გაღიმებულმა შემიპატიჟა შინ. სახლში გარდაცვლილის ნივთები და ფოტოები გამოეფინათ. იქვე იყო ტელევიზორი და დივიდი, რომ მსურველებს კობას დასაფლავების ცერემონია ენახა.

- ჩემი შვილის სანახავად მოსული სტუმრები სიხარულს მანიჭებენ, ძალა მემატება, როცა ვხედავ, ის ახსოვთ, - მითხრა და ღიმილი ცრემლად ექცა. შვილის გარდაცვალების გახსენება გაუჭირდა, ამიტომ დეტალებზე გარდაცვლილის დეიდა, ეთერ ჟვანია მესაუბრა:

- კობა მოსკოვში უკრაინელებმა შემთხვევით მოკლეს. თურმე ვიღაც თეთრმერსედესიან კაცს მისდევდნენ, კობასაც თეთრი "მერსედესი" ჰყავდა და შემთხვევით ესროლეს. 25 აპრილს გარდაიცვალა და 17 მაისს დავასაფლავეთ - ვერ ვიმეტებდით მიწისთვის. მამამისის გვერდით მივუჩინეთ ადგილი. ჩემი დისთვის ერთადერთი შვილის სიკვდილი ძალიან მძიმე გადასატანი აღმოჩნდა და მთელ დღეებს საფლავზე ატარებდა. ღამე სახლიდან გაიპარებოდა და საფლავზე ვპოულობდით, ამიტომ 9 თვის მერე გადავწყვიტეთ, კობა ჩვენი სახლის გვერდით, ეზოში დაგვესაფლავებინა. ორსართულიანი სახლი ავუშენეთ. 19 წელია უკვე, ამ სახლშია დამარხული. აქ რასაც ხედავთ, მეგობრებისა და ნათესავების საჩუქრებია, რომლებიც კობას სიკვდილის მერე მოართვეს. ჩემმა შვილმა გარდაცვალების შემდეგ კობას მანქანა აჩუქა, რომელიც ამ წლების განმავლობაში სოფელს ემსახურება, თუ ვინმეს ცოლი მოჰყავს ან რაიმე გაჭირვება აქვს. მადლობელი ვართ მეზობლების, რომ არ დაგვიშალეს, სახლში დაგვესაფლავებინა მიცვალებული. პირიქით, მეზობლის ბავშვებსაც არ ეშინიათ. მოდიან, ჩართავენ კობას მაგნიტოფონს და ცეკვავენ კიდეც.

მანქანაში გაოგნებული ჩავჯექი, ხმას არ ვიღებდი, სიჩუმე ისევ მძღოლმა დაარღვია და კიდევ უფრო გასაოცარ ამბავს მომიყვა: - სოფელ ბაშში 18 წლის წინ გარდაცვლილი ბიჭი დღემდე არ ჰყავთ დამარხულიო. ადამიანურ შიშს ჟურნალისტურმა ინტერესმა სძლია და ზემოხსენებული სოფლისკენ გავემართე. სახლის კარი გარდაცვლილის მამამ გამიღო. მისი შვილით დაინტერესების გამო მადლობაც გადამიხადა, სასაფლაოსკენ კი დედა გამიძღვა. იქ მისულს, ვენახშემოვლებული პატარა სახლი დამხვდა. დედამ, ციური კვარაცხელიამ საფლავის კარი გააღო და საუბარი შვილის სიკვდილის მიზეზით დაიწყო:

"ჯონი 22 წლის იყო, როცა გარდაიცვალა, წამლის ზედმეტი დოზა მიიღო და კომაში ჩავარდა. 8 თვე საავადმყოფოში გავატარეთ, მაგრამ ვერაფრით ვუშველეთ. მეუღლე და 2 წლის გოგო დარჩა. ჩემმა ქმარმა გადაწყვიტა, რომ არ უნდა დაგვესაფლავებინა. ამბობდა, შვილმა ხომ უნდა ნახოს, როგორი მამა ჰყავდაო. მე წინააღმდეგი ვიყავი, ვეუბნებოდი, - მიწას მივაბაროთ-მეთქი, მაგრამ ვერ დავარწმუნე. თვითონ ვერ ამოდის საფლავზე, რომ ნახოს, ჩვენი შვილი ახლა როგორია. ალბათ მაშინვე ინფარქტს მიიღებს, მე კი 18 წელია, ეს ჯვარი ზურგზე ამკიდა. უკვე მოვხუცდი, 64 წლის ვარ, ვერ ვახერხებ ყოველდღე ამოსვლას და ამასაც განვიცდი.

პირველი 4 წელი ბალზამით ვინახავდით, მერე დამესიზმრა, რომ სპირტით შემენახა ჯონი. მას შემდეგ საკუთარი მეთოდით ვუვლი ჩემს მკვდარ შვილს. 10 წლის განმავლობაში ყოველდღე აქ ვიყავი, დღეც და ღამეც, ყოველ კვირას ტანსაცმელს ვუცვლიდი. დაბადების დღეებს ვუხდიდით და ამ დღისთვის განსაკუთრებულ ტანსაცმელს ვაცმევდი. ახლა უკვე მიჭირს ამ ყველაფრის კეთება. მისი შვილი 20 წლისაა და ისიც ამოდის ხოლმე, არ აქვს მკვდრის შიში, პირიქით, ამაყობს, რომ ასეთი კარგი მამა ჰყავდა.

მინდოდა, შვილი თავის დროზე მიწისთვის მიმებარებინა, მაგრამ ახლა, როცა 18 წელი ასე ვუვლი, როგორ მივაბარო მიწას? არ მემეტება ჩემი ჯონი მიწისთვის", - მითხრა ქალბატონმა ციურიმ.

ის დღე ძალიან მძიმე აღმოჩნდა ჩემთვის, ნანახითა და მოსმენილით შეძრულს შეკითხვა დამებადა, - რატომ იღებენ ადამიანები მსგავს გადაწყვეტილებებს? ამ კითხვაზე პასუხი რთული გასაცემია, თუმცა თავად შვილმკვდარმა დედებმა ჩემთან საუბარში აღნიშნეს, რომ როგორც მშობლებს, როგორც დედებს, აქვთ გამართლება, თუნდაც მათი გადაწყვეტილება მცდარი და მიუღებელი იყოს.

ხათუნა იოსელიანი, ეთნოლოგი:

- რეპორტაჟში აღწერილი ამბები სამეგრელოსთვის განსაკუთრებითაა დამახასიათებელი. საქართველოს ვერც ერთ კუთხეში ვერ ნახავთ ამგვარად მოწყობილ სასაფლაოებს - გადახურულს და ზედმეტად მოპირკეთებულს. მართალია, ყველა თავისებურად ცდილობს საფლავის მოვლას, მაგრამ გავიხსენოთ, მაგალითად, ვაჟა ფშაველას სასაფლაო, რომელსაც მხოლოდ ერთი პატარა ქვა ადევს და მისი დანაბარების თანახმად, ზედ ია ყვავის. ყველაზე მთავარი ისაა, რომ იმ ყველაფერს, რაც სამეგრელოში ხდება, ქრისტიანობასთან არანაირი კავშირი არა აქვს და ვერც წარმართობას დავარქმევთ, რადგან წარმართობა ძალიან დიდი ხნის წინ იყო და მისი გადმონაშთიც ვერ იქნება. ეს უბრალოდ ადგილობრივი კულტურის გარკვეულწილად სახეშეცვლილი, დამახინჯებული ფორმაა. ამას არც რომელიმე რელიგიასთან აქვს კავშირი, მით უმეტეს, ქრისტიანობასთან და ფაქტია, ყოფა-ცხოვრებისთვისაც მეტისმეტად მძიმეა.

- როდიდან გვხვდება სამეგრელოში მსგავსი საფლავები და თქვენი აზრით, რამ განსაზღვრა მათი ასეთი იერსახე?

- საფლავების მორთვა-მოკაზმვამ ასეთი გამძაფრებული სახე ძირითადად, კომუნისტების დროიდან მიიღო. მოგეხსენებათ, სამეგრელო კოლხეთის ძირითადი ნაწილია და შესაძლოა, არის რაღაც უძველესი ფესვების ნარჩენი. დაკრძალვის წესები სამეგრელოსა და კოლხეთის დაბლობზე ყოველთვის ტრადიციული, ორიგინალური იყო, ამას რელიგიურ-მისტიკური დატვირთვა ჰქონდა. მაგალითად, მამაკაცებს ტყავში გახვეულს ჰკიდებდნენ ხეზე, ქალებს კი მიწაში მარხავდნენ. ამის მითოლოგიური და აზრობრივი საფუძველი იყო ის, რომ დედაკაცი, როგორც მიწა, ისე განიხილებოდა, ამიტომ მიწას ჰბარდებოდა, ხოლო მამაკაცი ზეციური არსება იყო, მისი მიწაში დაფვლა არ შეიძლებოდა და ხეზე ამიტომ ჰკიდებდნენ. ქვევრში დამარხვის წესიც არსებობდა. არქეოლოგიური გათხრების შედეგად, ბევრი ასეთი მასალაა აღმოჩენილი. ეს მხოლოდ სამეგრელოსთვის არ იყო დამახასიათებელი, მაგრამ ძირითადად, იქ ხდებოდა. ამას ბიო-გეოგრაფიული პირობებიც განაპირობებდა, მაგრამ ძირითადად, მითოლოგიური საფუძვლები აქვს. როგორც ჩანს, დამარხვის ასეთი წესები და რიტუალები, მაინც უფრო ელინისტურ სამყაროსთან კავშირის შედეგია.

- რას გვეტყვით დასაფლავებასთან დაკავშირებულ მეგრულ სხვა ტრადიციებზე, მათ შორის, თანამედროვეზე?

- როდესაც კომუნისტების დროს რელიგიური მსახურება, საფლავების ქრისტიანული წესით მოვლა, ტაძარში სიარული იკრძალებოდა, მიცვალებულისადმი ყურადღება ასეთი არაქრისტიანული ფორმით გამოიხატა. ხალხი ცდილობდა, მიცვალებულის პატივსაცემად, სხვადასხვაგვარი რამ მოეფიქრებინა. ეს დღესაცაა შემორჩენილი და კონკრეტული საფუძველი არ აქვს. მაგალითად, ადრე, ასეთი ტრადიციაც არსებობდა, რომელიც უმეტესწილად აფხაზებისთვის იყო დამახასიათებელი. სადაც გარდაცვლილი იკრძალებოდა, განსაკუთრებით, თუ ის ახალგაზრდა იყო, სულის მოსახსენიებლად იქ საჭმელს, ღვინოს, თივას ან სხვა რამეს ტოვებდნენ. მგზავრი რომ გაივლიდა, რაიმეს აიღებდა და სულს "მიუვიდოდა". ეს ნაწილობრივ სამეგრელოშიც იყო გავრცელებული.

- თქვენ თუ გაქვთ ნანახი მსგავსი საფლავები?

- კი, როგორ არა, იქ ხშირად ვყოფილვარ და მსგავსი საფლავიც ბევრი მინახავს. მაგალითად, ღამით რომ ნათურები ანთია და ა.შ. უზარმაზარი საფლავის ქვებია, ორივე მხარეს გამოსახული სურათებით, გადახურული და ა.შ. სასახლეებს უფრო ჰგავს, ვიდრე საფლავებს. შემიძლია გურიის ერთი მაგალითი გავიხსენო: ჩემს ერთ-ერთ ლექტორს პანაშვიდზე, კიბის ბოლოში გარდაცვლილის სურათი დახვდა, რომელიც დაიძრა და სტუმარს წინ გაუძღვა - მავთულით ჰქონიათ დამაგრებული, ვიღაც იჯდა, ატრიალებდა და მიცვალებულის სურათი მას ხელგაშლილი "მიაცილებდა". მოკლედ, ეს დიდი ტკივილის გამოხატვისა და მიცვალებულზე ზრუნვის დამახინჯებული ფორმებია, რომელსაც რელიგიასა და კულტურასთან არავითარი კავშირი არა აქვს.

- ასეთი რამ აღმოსავლეთ საქართველოში თუ გვხვდება?

- არა, აღმოსავლეთ საქართველოში გარეგნულად ასეთი პომპეზური ფორმებით არ გამოხატავენ ტრაგედიას.

- ალბათ გსმენიათ, სოფელ რუისზე, სადაც ამბობენ, რომ საფლავებზე სხვადასხვა სახის წარწერებია, თუ ვინ როგორ გარდაიცვალა და ა.შ. თუ არის თქვენთვის ცნობილი, რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს?

- სიმართლე გითხრათ, ეს წარწერები, მაგალითად, - მოკლულია თოხით, ბარით და ა.შ. მე ნამდვილად არ მინახავს, გადმოცემით ვიცი, მაგრამ თუნდაც ასე იყოს, ეს უბრალოდ ხასიათის გამოვლინებაა, უფრო იუმორშია გატარებული და ეს ეთნოფსიქოლოგიური განსხვავებაა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს შორის.

- სვანეთში თუ გვხვდება სამეგრელოს მსგავსი საფლავები?

- არა, იქ ვერ ნახავთ ისეთ "პომპეზურ" საფლავებს. სუფთა, მოვლილი, უბრალო საფლავებია, მათზე სახლებს არ აშენებენ, სულ 1-2 გადახურული საფლავი მინახავს, ისიც ახალგაზრდა ბიჭების. ადამიანის ნეშტი აუცილებლად მიწად უნდა იქცეს. მზის სხივი, წყალი და თოვლი უნდა დასდიოდეს ზედ. ქრისტიანული კულტურის ნაწილი აკლდამა, ბალზამირება და მუმიფიცირება, მოგეხსენებათ, არ არის. ეს ყველაფერი ქრისტიანულ იდეოლოგიას ეწინააღმდეგება.

- სამეგრელოში მიცვალებულის დატირებაც სხვანაირად იციან, ხომ ასეა?

- მძაფრი ტირილი ადრე მთელი საქართველოსთვის იყო დამახასიათებელი, ახლა ნაწილობრივაა შემორჩენილი სამეგრელოში, გურიასა და სვანეთში. სხვათა შორის, მთიულეთშიც, ზოგადად, აღმოსავლეთ საქართველოს მთაში. "ხმით ნატირლები", შეიძლება ითქვას, პოეზიის ნიმუშებია. მასში ყველაფერი იყო გადმოცემული, არა მხოლოდ გარდაცვლილი ადამიანის, არამედ მთელი გვარის, სოფლის, თემის ისტორია და ამბები. ეს სულ სხვა ფენომენია, კულტურის ნაწილია.

მამა ელიზბარ ოდიშვილი, დეკანოზი (ქვაშვეთის ეკლესია):

- ჩვენ მართლმადიდებელი ქრისტიანები ვართ და მიცვალებულს პატივი ისე უნდა მივაგოთ, როგორც ჩვენმა დიდმა წინაპრებმა გვასწავლეს. მოგეხსენებათ, ერთი სწავლება იქიდან მოდის, რომ როდესაც უფალი ჩვენი მაცხოვარი იესო ქრისტე ჯვარს აცვეს, დაასაფლავეს და საფლავს ლოდი მიადვეს - დაიფლა, აღდგა მესამესა დღესა და ამაღლდა ზეცად. ამ დაფვლამ, აღდგომამ და ამაღლებამ გვასწავლა უკვე, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანი უნდა დასაფლავდეს მესამესა დღესა, საფლავი მოძღვრის მიერ უნდა იკურთხოს და ზედ ჯვარი აღიმართოს, სადაც იქნება წარწერა, რომ აქ განისვენებს მონა ან მხევალი ღვთისა. საფლავი ძალიან უბრალოდ უნდა გაკეთდეს. დაუშვებელია, როცა იგი ზემოდანაა გადახურული, მიწას ღვთის ნამი უნდა ხვდებოდეს - წვიმა, თოვლი. "მიწა ხარ და მიწადვე მიიქეც". ადამიანის ნეშტს უნდა ვაცადოთ, რომ მიწად მიიქცეს, ამიტომ არ არის გამართლებული არც მისი დაწვა, არც "მავზოლეუმებში" შენახვა. ზოგი მიცვალებულს თაფლში, სპირტში ინახავს, რაც მიუღებელია.

- აღვნიშნოთ, თუ რა ზიანი ადგება მიცვალებულის სულს ასეთ შემთხვევაში.

- ასეთი ქმედებებით მიცვალებულის სულს ვტანჯავთ, ვაწვალებთ, არ ვაძლევთ ნებას, რომ მიწად მიიქცეს. სული უკვდავია, საზვერეები გაიარა, ზეცაში წავიდა და თავისი ადგილი უნდა დაიმკვიდროს, მაგრამ როდესაც სული უყურებს, თუ რა მდგომარეობაშია მისი ნეშტი, მიწად არაა მიქცეული, წვალობს და ბობოქრობს. ამიტომ, თუ გვინდა, რომ ის მიცვალებული ცხონდეს, რაც ამქვეყნად სიკეთის, ქველმოქმედების კეთება ვერ მოახერხა, ვერ ილოცა ისე, როგორც საჭირო იყო, ვერ ეზიარა, ეკლესიურად ვერ იცხოვრა, ეს მისმა ახლობლებმა უნდა გააკეთონ. ვთქვათ, რომელიმე ტაძარი დაანგრია, მივიდნენ და აღადგინონ, თუ უნდათ, რომ ის მიცვალებული ცხონდეს. სპირტსა და თაფლში შენახვით არავინ ცხონდება. ყველა ადამიანი, გარდაცვალების შემდეგ, ეკლესიური წესით უნდა დასაფლავდეს. როგორც ნათლობა ან ჯვრისწერაა, ისევეა გარდაცვალება ერთ-ერთი საიდუმლო, რომლისთვისაც ყველა ადამიანი უნდა ემზადებოდეს. პატარა რომ ვიყავი, ბებიაჩემიც კი იმას გვასწავლიდა, ჩემი ტანსაცმელი აქ ჰკიდია სუფთად და ამ ქვეყნიდან რომ წავალ, ესენი ჩამაცვითო. იმასაც ამბობდა, ნეტავ, მუხის სასახლეში არ ჩამასვენონ, რომ მიწამ მალე მიმიღოსო, ის კი არა, რომ მიწამ შემინახოსო. ამიტომ, მინდა ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს მოვუწოდო, რომ ყველაფერი ეკლესიური წესის მიხედვით გააკეთონ. თუ თავიანთ მიცვალებულს პატივს სცემენ, არ არის საჭირო დიდი სუფრების გაშლა, ბევრი ადამიანის მოწვევა, მისი 10-15 დღით შენახვა და ა.შ. რა დღეც უნდა იყოს, მესამე დღეს უნდა დასაფლავდეს. ეს ქართველებს გვაქვს წესად, რომ ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს არ ვასაფლავებთ, თორემ ქრისტიანულად ესეც შესაძლებელია, თუ მესამე დღე უწევს. მთავარი წესის აგება და ტაძარში წირვა-ლოცვის ჩატარებაა, ოჯახის წევრები უნდა ეზიარონ, რომ მოინანიონ, სინანულში ჩაცვივდნენ. როდესაც მარხვის პერიოდია, ქელეხში სამარხვო სუფრა უნდა იყოს. მიცვალებულს ბევრი ტანსაცმელი არ უნდა გაატანონ. თუ ავადმყოფი იყო, სამოსს წვავენ, მაგრამ თუ ჯანსაღი იყო, ყველამ უნდა გაინაწილოს, უფრო მადლია, ვიდრე მიწაში ჩაყოლება.

- რამდენად დიდი ცოდვაა თვითონ იმ ადამიანებისთვის მიცვალებულის ასე წვალება?

- რა თქმა უნდა, ცოდვაა, არ უნდა გაჯიუტდეს ადამიანი და არ უნდა იძახოს, არ დავასაფლავებო. კომუნისტების დროს, ერთი ასეთი შემთხვევა მქონდა: სამეგრელოში, მიცვალებული თითქმის ერთი თვის განმავლობაში პროკურატურის წინ ესვენათ, მაგრამ როდესაც იმ ადამიანებს ვთხოვე, ავუხსენი, თუ რატომ არ შეიძლებოდა ასე მოქცევა, რომ იმ გარდაცვლილისთვის, თავიანთივე წინსვლისა და გამრავლებისთვის ჯობდა, რომ დროულად დაესაფლავებინათ, დამიჯერეს და დაასაფლავეს. ამისათვის მადლობას ვწირავ მათ, ჩემი ხმა კი არ შეისმინეს, არამედ უფლის, თავიანთი მიცვალებული რომ არ ეწვალებინათ. სტალინსა და ლენინზე ამბობდნენ ხოლმე, იმდენი ცოდვა ჩაიდინეს, მიწა არ იღებსო. არ მესმის, რატომ უნდა მაგალითად, დედას, რომ თავისი შვილი მიწამ არ მიიღოს? რა ცოდვა ჩაიდინა იმ ბავშვმა ასეთი, რომ ასე ვაწვალოთ? ბუნების კანონი ირღვევა. აღსანიშნავია, რომ მიცვალებულს ბალზამირება არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩაუტარონ, არც სპეციალურ მაცივრიან სასახლეში შეინახონ. სამ დღემდე ნეშტი ჩვეულებრივად ინახება.

- გამართლებულია მიცვალებულის საკუთარი სახლის ეზოში დაკრძალვა?

- ეს რაიმე პრობლემას არ წარმოადგენს, თუ ადამიანმა ის ნაწილი აკურთხებინა და ყველაფერი წესის მიხედვით გააკეთა. სხვათა შორის, უცხოეთში, საფლავებში ფულს 10-20 წლის განმავლობაში იხდიან და თუ ვერ გადაიხადეს, მიცვალებულის ძვლებს იღებენ და წვავენ ან პატრონს უბრუნებენ. ჩვენთან ასე არ არის და არც უნდა იყოს, მაგრამ როგორც ვუყურებ, შემოიღეს ის, რომ ადამიანებს ძალიან პატარა სასაფლაოებს აძლევენ და იმის ადგილი აღარ რჩება, თუნდაც პატარა მცენარე დაირგოს. თითო საფლავზე თითო ხე რომ დარგონ, წარმოიდგინეთ, რამხელა გამწვანება იქნებოდა. ამისათვის აუცილებლად უნდა მოვუწოდოთ სასაფლაოების მეპატრონეებს, რომ ჭირისუფლებს იმდენი ადგილი მაინც გამოუყონ, იქ თითო ხე დაირგოს და ყველას მოსთხოვონ კიდეც. 6-კაციან სასაფლაოზე 3 ხე რომ დარგონ, რამხელა მადლი იქნება?

- რას იტყვით იმ ფაქტზე, როდესაც ცოცხალი ადამიანები საფლავის ქვებსა და ადგილს წინასწარ იმზადებენ?

- სამების ტაძარში ერთი ქალბატონი მსახურობდა, ქალიშვილი გარდაეცვალა, ცხენიდან გადმოვარდა... სასაფლაოსთვის ძალიან დიდი, მარმარილოს ქვა გაამზადა, მაგრამ ვინაიდან ფული თვითონ არ ჰქონდა, რამდენიმე ადამიანისგან ისესხა. გავიდა დრო და 9 აპრილის დროს, თვითონაც დაიღუპა... აბა, ახლა მითხარით, იმ ქალის სული როგორ ცხონდება, აქ რომ ვალები დატოვა? ვინ დაუბრუნებს კუთვნილ თანხას იმ გაჭირვებულ ოჯახებს? ქვას ხომ არ აიღებენ და შუაზე გაიყოფენ? რაც შეგიძლია, მიცვალებულს ის უნდა გაუკეთო, მისავალი სწორედ ის არის. არ უნდა უყურო იმას, სხვამ როგორი ქვა დაადო, თუ შენზე მეტი შესაძლებლობა აქვს. ჯობია, შესაძლებლობების ფარგლებში რაც გაქვს, თუნდაც მცირედი გაუკეთო, ვიდრე ნასესხები ფულით - ძვირფასი საკურთხი. არ მიუვა.

მაკა ქობალია

იხილეთ ვიდეო

თამთა დადეშელი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია