რა­ტომ ეკარ­გე­ბათ ადა­მი­ა­ნებს სი­ცოცხ­ლის ხა­ლი­სი

რა­ტომ ეკარ­გე­ბათ ადა­მი­ა­ნებს სი­ცოცხ­ლის ხა­ლი­სი

ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო მო­ნა­ცე­მე­ბით, დღეს ნევ­რო­ზი პლა­ნე­ტის ერ­თ-ერ­თი ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა­ა. მეც­ნი­ე­რე­ბი ამას, პირ­ველ რიგ­ში, ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი პროგ­რე­სით ხსნი­ან, რო­მელ­მაც ადა­მი­ა­ნის ერ­თგვა­რი იზო­ლი­რე­ბა გა­ნა­პი­რო­ბა. გარ­და ამი­სა, ზოგ ქვეყ­ნებ­ში მძი­მე სო­ცი­ა­ლურ­მა პი­რო­ბებ­მა და არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბის შეგ­რძნე­ბამ ეს და­ა­ვა­დე­ბა ადა­მი­ან­თა ლა­მის ჩვე­ულ სინ­დრო­მად აქ­ცი­ა. გვე­სა­უბ­რე­ბა ნევ­რო­ლო­გი ლია ლეკ­ვე­იშ­ვი­ლი:

- ნევ­რო­ზი თით­ქმის ყვე­ლა ასაკ­ში სხვა­დას­ხვა ფორ­მით გვხვდე­ბა, ამი­ტომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მი­სი სწო­რი დი­აგ­ნოს­ტი­კა და დი­ფე­რენ­ცი­რე­ბა ნევ­რო­ზის­მაგ­ვა­რი ორ­გა­ნუ­ლი სინ­დრო­მე­ბის­გან. ნევ­რო­ზი ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის ფსი­ქო­გე­ნუ­რი და­ა­ვა­დე­ბა­ა. სამ­წუ­ხა­როდ, ნერ­ვუ­ლი აშ­ლი­ლო­ბა საკ­მა­ოდ გახ­შირ­და ჩვენს მო­სახ­ლე­ო­ბა­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით ბო­ლო წლებ­ში. ხში­რია ასე­ვე ამ და­ა­ვა­დე­ბის გამ­წვა­ვე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი, რად­გან ნევ­რო­ზით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ანე­ბი იშ­ვი­ა­თად მი­მარ­თა­ვენ ექიმს, ცდი­ლო­ბენ ამ პრობ­ლე­მას თვი­თონ გა­უმ­კლავ­დნენ, რა­საც ხშირ შემ­თხვე­ვა­ში შე­დე­გი არ მო­აქვს.

- რა სიმ­პტო­მე­ბი ახა­სი­ა­თებს ნევ­როზს?

- გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა, შფოთ­ვა, გუ­ნე­ბა-­გან­წყო­ბის დაქ­ვე­ი­თე­ბა, უძი­ლო­ბა. ასეთ ადა­მი­ა­ნებს ხში­რად სი­ცოცხ­ლის ხა­ლი­სიც კი ეკარ­გე­ბათ. ხში­რია ნევ­რო­ზი ბავ­შვთა ასაკ­ში და გარ­და­ტე­ხის პე­რი­ოდ­ში.

- რამ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს ნევ­რო­ზი ბავ­შვებ­სა და მო­ზარ­დებ­ში?

- ხშირ­მა ავად­მყო­ფო­ბამ, არას­ტა­ბი­ლურ­მა ოჯა­ხურ­მა გა­რე­მომ, ოჯა­ხურ­მა კონ­ფლიქ­ტებ­მა, რაც შემ­დგომ პი­როვ­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ზე მოქ­მე­დებს. გარ­და­ტე­ხის ასაკ­ში, რო­დე­საც მო­ზარ­დის ორ­გა­ნიზ­მში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი ძვრე­ბი ხდე­ბა, ნევ­რო­ზი საკ­მა­ოდ ხში­რი მოვ­ლე­ნა­ა. ამი­ტომ ამ დროს მშობ­ლებ­მა მე­ტი ყუ­რადღ­ე­ბა უნ­და გა­მო­ი­ჩი­ნონ შვი­ლე­ბის მი­მართ, ეცა­დონ გა­უ­გონ მათ, რად­გან მო­ზარ­დის ფსი­ქი­კა ამ ასაკ­ში ძა­ლი­ან ფა­ქი­ზი­ა. სწო­რედ ამ დროს იზი­დავთ მო­ზარ­დებს ქუ­ჩა, ე.წ. დამ­შვი­დე­ბას ალ­კო­ჰო­ლით ან ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით ცდი­ლო­ბენ და ცო­ტა ხან­ში სა­ვა­ლა­ლო შე­დე­გის წი­ნა­შე ვდგე­ბით. ამი­ტომ, თუ მშო­ბე­ლი ბავშვს და მით უფ­რო მო­ზარდს გან­წყო­ბი­სა და ქცე­ვის მკვეთრ ცვლი­ლე­ბებს შე­ამ­ჩნევს, უმ­ჯო­ბე­სია დრო­უ­ლად მი­მარ­თოს ფსი­ქო­ლოგ­სა და ნე­ვრო­პა­თო­ლოგს. დრო­უ­ლი დახ­მა­რე­ბა მო­ზარდს იმ უარ­ყო­ფით შე­დეგს აა­ცი­ლებს, რო­მე­ლიც ხში­რად ნევ­რო­ზით იწყ­ე­ბა და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი აშ­ლი­ლო­ბით მთავ­რდე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა მოზ­რდი­ლებს, ნევ­რო­ზის მი­ზე­ზი ხში­რი ან მუდ­მი­ვი სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი, ოჯა­ხუ­რი თუ ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი ტრავ­მე­ბი­ა. ამის მი­ზე­ზი შე­საძ­ლო­ა იყოს ესა თუ ის ქრო­ნი­კუ­ლი ან გა­და­ტა­ნი­ლი მძი­მე და­ა­ვა­დე­ბაც.

- სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი ტრავმე­ბი ახ­სე­ნეთ, კონ­კრე­ტუ­ლად რას გუ­ლის­ხმობთ?

- მძი­მე და და­ძა­ბუ­ლი სა­მუ­შაო რიტ­მი არა­სა­თა­ნა­დო ანაზღ­ა­უ­რე­ბით, არა­კე­თილ­მოწყ­ო­ბი­ლი სა­მუ­შაო გა­რე­მო, რო­მელ­შიც ჩვე­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უმეტე­სო­ბას უწევს მუ­შა­ო­ბა - დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ეს ყვე­ლა­ფე­რი ნერ­ვულ სის­ტე­მა­ზე მოქ­მე­დებს და სხვა­დას­ხვა ფორ­მის ნევროზს იწ­ვევს.

- რა ძი­რი­თა­დი ნიშ­ნე­ბი ახა­სი­ა­თებს ამ და­ა­ვა­დე­ბას?

- ზოგ­ჯერ ახა­სი­ა­თებს ისე­თი სიმ­პტო­მე­ბი, რო­გო­რი­ცაა: ოფ­ლი­ა­ნო­ბა, გუ­ლის­ცე­მის გახ­ში­რე­ბა, კუჭ­-ნაწ­ლა­ვის ტრაქ­ტის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის დარ­ღვე­ვა, ზოგ­ჯერ პი­რი­ქით - აპა­თი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, ყვე­ლაფ­რი­სად­მი გულ­გრი­ლო­ბა და უცა­ბე­დი გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა­. საკ­მა­ოდ ხში­რია უძი­ლო­ბა.

- რამ­დე­ნად აუ­ცი­ლე­ბე­ლია ამ დროს ექი­მის ჩა­რე­ვა?

- ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში კარ­გი­ა, თუ ექი­მი დრო­უ­ლად ჩა­ე­რე­ვა. მაგ­რამ თუ ადა­მი­ა­ნი აც­ნო­ბი­ე­რებს თა­ვის პრობ­ლე­მას და შეს­წევს უნა­რი, თა­ვად გა­უმ­კლავ­დეს მას, უნ­და სცა­დოს. ამის­თვის კი, პირ­ველ რიგ­ში, სა­ჭი­როა დას­ვე­ნე­ბა, გა­რე­მოს შეც­ვლა, და­დე­ბი­თი ემო­ცი­ე­ბი, მე­ტი ჟან­გბა­დი - ბუ­ნე­ბის წი­აღ­ში სე­ირ­ნო­ბა, სპორ­ტი.

- რით გან­სხვავ­დე­ბა ნევ­რო­ზი დეპ­რე­სი­ის­გან?

- თვი­თონ ტერ­მი­ნი "დეპ­რე­სია" დათ­რგუნ­ვას ნიშ­ნავს. ეს არის ფსი­ქი­კუ­რი მოშ­ლი­ლო­ბა, რო­მელ­საც ახა­სი­ა­თებს რო­გორც ფსი­ქი­კუ­რი, ასე­ვე ვე­გე­ტა­ტი­უ­რი დარ­ღვე­ვე­ბი. ვე­გე­ტა­ტი­უ­რი­დან გა­მო­ყო­ფენ - თავ­ბრუს­ხვე­ვას, ძი­ლის დარ­ღვე­ვას, მა­დის დაქ­ვე­ი­თე­ბას, გუ­ლის რიტ­მის დარ­ღვე­ვას, ფსი­ქი­კუ­რი­დან - ში­ნა­გან ღელ­ვა­სა და შიშს, აპა­თი­ას, გულ­გრი­ლო­ბას გა­რე სამ­ყა­რო­სად­მი, სი­ცოცხ­ლი­სად­მი ინ­ტე­რე­სის მკვეთრ დაქ­ვე­ი­თე­ბას. ხში­რად დეპ­რე­სი­ას ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ტრავ­მა ან პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში მომ­ხდა­რი ნე­გა­ტი­უ­რი მოვ­ლე­ნა იწ­ვევს (ახ­ლობ­ლის და­კარ­გვა, ოჯა­ხის დან­გრე­ვა). დეპ­რესია შე­იძ­ლე­ბა ყო­ველ­გვა­რი მი­ზე­ზის გა­რე­შეც გან­ვი­თარ­დეს, მაგ­რამ მი­სი წი­ნა­პი­რო­ბა მა­ინც არის ის გა­რე­მო, რო­მელ­შიც ადა­მი­ანს ცხოვ­რე­ბა უხ­დე­ბა - ერ­თფე­რო­ვა­ნი, მო­ნო­ტო­ნუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა. სტა­ტის­ტი­კის თა­ნახ­მად, დეპ­რე­სია 40 წელს ზე­მოთ ასა­კის ქა­ლებ­ში უფ­რო ხში­რი­ა, ვიდ­რე ამა­ვე ასა­კის მა­მა­კა­ცებ­ში. ხში­რია დეპ­რე­სია დი­ა­სახ­ლი­სებ­შიც, რომ­ლე­ბიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩარ­თუ­ლი არი­ან სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ებ­ში და გა­რეთ იშ­ვი­ა­თად გა­მო­დი­ან.

- ამ­ბო­ბენ, რომ ყვე­ლა­ზე კარ­გი წა­მა­ლი ამ შემ­თხვე­ვა­ში და­დე­ბი­თი ემო­ცია ან სა­სი­ხა­რუ­ლო მოვ­ლე­ნა­ა.

- მარ­თა­ლი­ა, არა მარ­ტო ამ და­ა­ვა­დე­ბე­ბის, არა­მედ სხვა და­ა­ვა­დე­ბე­ბის დრო­საც და­დე­ბით ემო­ცი­ებს გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. სი­ხა­რუ­ლი იმუ­ნურ სის­ტე­მას აძ­ლი­ე­რებს. კარ­გი გან­წყო­ბის შექ­მნა სა­სარ­გებ­ლოა ნევ­რო­ზი­სა და დეპ­რე­სი­ის დროს. რაც შე­ე­ხე­ბა მე­დი­კა­მენ­ტებს, ექი­მი მათ და­ა­ვა­დე­ბის სიმ­ძი­მის მი­ხედ­ვით ნიშ­ნავს. ასე­ვე, რო­გორც ზე­მოთ გითხ­ა­რით, და­დე­ბი­თად მოქ­მე­დებს გა­რე­მოს გა­მოც­ვლა, ბუ­ნე­ბა­ში სე­ირ­ნო­ბა, სა­სი­ა­მოვ­ნო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი.

ლიკა კერატიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია