პოლიტიკა
სამართალი
მეცნიერება

8

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:02-ზე, მთვარე ქალწულში გადავა 17:43-ზე დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად; ნიშნობისა და ქორწინებისათვის. მოერიდეთ გულის გადაღლას, შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
საზოგადოება
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ბულვარში ავტომობილით სეირნობს
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ბულვარში ავტომობილით სეირნობს

ლი­ა­ნა ისა­კა­ძის ფეს­ტი­ვალ­ზე "ღა­მის სე­რე­ნა­დებ­ზე", რო­მე­ლიც ბა­თუ­მის ბულ­ვარ­ში მდე­ბა­რე სა­ზა­ფხუ­ლო თე­ატ­რში იმარ­თე­ბა, აჭა­რის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე ავ­თან­დილ ბე­რი­ძე ავ­ტო­მო­ბი­ლით მი­ვი­და. უჩ­ვე­უ­ლო აქ ის არის, რომ ბულ­ვა­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ავ­ტო­მო­ბი­ლით გა­და­ად­გი­ლე­ბა გარ­და სან­და­სუფ­თა­ვე­ბის, სას­წრა­ფო-სა­მე­დი­ცი­ნო ბრი­გა­დის და სა­მაშ­ვე­ლო ჯგუ­ფის მან­ქა­ნე­ბი­სა, ყვე­ლას­თვის აკ­რძა­ლუ­ლია. "ლე­ი­ბო­რის­ტუ­ლი პარ­ტი­ის" აჭა­რის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი და­ვით რო­ბა­ქი­ძე ავ­თან­დილ ბე­რი­ძის ავ­ტო­მო­ბი­ლის ბულ­ვა­რის პე­რი­მეტრზე გა­და­ად­გი­ლე­ბის ამ­სახ­ველ ფოტო მა­სა­ლას "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე ავ­რცე­ლებს და აცხა­დებს, რომ "რაც 25 აგ­ვის­ტოს სა­ღა­მოს მოხ­და, სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში არც ერთ მმარ­თველს არ უკად­რია".

და­ვით რო­ბა­ქი­ძე "ამ­ბე­ბი.გე"-სთან იხ­სე­ნებს, თუ რო­გორ შე­ვი­და ავ­ტო­მო­ბი­ლი ბულ­ვა­რის პე­რი­მეტრზე და რა­ტომ და­ი­ხუ­რა ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბის დროს ავ­ტო­მო­ბი­ლის კარი:

"სა­ღა­მოს 21:00 სა­ა­თი იქ­ნე­ბო­და, შე­ღა­მე­ბუ­ლი იყო, რო­დე­საც დაც­ვის პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებს და­უ­კავ­შირ­დნენ და უთხრეს, რომ ავ­ტო­მო­ბი­ლი ბულ­ვა­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­ე­ტა­რე­ბი­ნა. მეც იქვე ვი­დე­ქი და რა­ცი­ა­ზე სა­უ­ბა­რი გა­ვი­გო­ნე. რამ­დე­ნი­მე წუთ­ში შავი "ჯიპი" სა­ნომ­რე ნიშ­ნე­ბით SCA 041 მო­ვი­და დე­მეტ­რე თავ­და­დე­ბუ­ლის ქუ­ჩის მხრი­დან სა­ზა­ფხუ­ლო თე­ატ­რის მო­პირ­და­პი­რედ, რო­მელ­საც გუხ­სნეს ჯაჭ­ვი და შე­უშ­ვეს. ვკი­თხე დაც­ვის პო­ლი­ცი­ას, რა­ტომ უშ­ვებ­დნენ ბულ­ვა­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ავ­ტო­მან­ქა­ნას. პა­სუ­ხი იყო, რომ ბულ­ვა­რის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ გას­ცა ბრძა­ნე­ბა. გავ­ყე­ვი ავ­ტო­მო­ბილს, მი­ვე­დი თე­ატრთან და მან­ქა­ნის­თვის ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბა და­ვი­წყე. რო­გორც კი და­მი­ნა­ხეს ფო­ტო­ებს ვი­ღებ­დი, უკვე გახ­სნი­ლი მან­ქა­ნის კარი და­ხუ­რეს და თე­ატ­რის წინა შე­სას­ვლე­ლის­კენ აი­ღეს გეზი. კი­დევ 200 მეტ­რი ბულ­ვა­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მან­ქა­ნით ისე­ირ­ნეს. სა­ნამ მათ წა­მო­ვე­წე­ო­დი ავ­თან­დილ ბე­რი­ძე უკვე თა­ეტრში შე­ვი­და. სა­ღა­მოს 21:00 სა­ათ­ზე ბულ­ვარ­ში მო­სე­ირ­ნე­თა პი­კია და ადა­მი­ა­ნე­ბი ერ­თმა­ნეთს გვერდს ძლივს უვ­ლი­ან, ავ­თან­დილ ბე­რი­ძემ კი ბულ­ვარ­ში მან­ქა­ნით სე­ირ­ნო­ბა მო­ინ­დო­მა. მის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ზოგი მა­ღალჩნო­სა­ნი ფე­ხით მი­ვი­და ბულ­ვარ­ში", - აღ­ნიშ­ნა და­ვით რო­ბა­ქი­ძემ.

"ამ­ბე­ბი.გე" ბულ­ვა­რის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის დი­რექ­ტორს გუ­რამ ჩი­ქო­ვანს და­უ­კავ­შირ­და, რო­მელ­მაც აღ­ნიშ­ნა, რომ არა­ფე­რი იცის 25 აგ­ვის­ტოს ავ­ტო­მო­ბი­ლის SCA 041 ბულ­ვა­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­და­ად­გი­ლე­ბის შე­სა­ხებ. მი­სი­ვე თქმით, ბულ­ვა­რის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას არ გა­უ­ცია ბრძა­ნე­ბა აღ­ნიშ­ნუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლის ბულ­ვარ­ში შეს­ვლის თა­ო­ბა­ზე.

"24 სა­ათ­ში 3-ჯერ შე­დის სან­და­სუფ­თა­ვე­ბის მან­ქა­ნა, სას­წრა­ფოს ბრი­გა­და კი მუდ­მი­ვად დგას ბულ­ვარ­ში, სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რიც ად­გილ­ზეა. ასე­თი ტი­პის მან­ქა­ნე­ბი არ შე­დი­ან ბულ­ვა­რის პე­რი­მეტრზე. 25 აგ­ვის­ტოს სა­ზა­ფხუ­ლო თე­ატ­რში იყო კონ­ცერ­ტი, თუმ­ცა ასე­თი ფაქ­ტი, რომ ვინ­მე მან­ქა­ნით მი­სუ­ლი­ყო თა­ეტრთან, არ ვიცი. არის ფაქ­ტე­ბი, როცა ზოგი შე­დის ბულ­ვარ­ში ავ­ტო­მო­ბი­ლით, ჩვე­ნი მხრი­დან ხდე­ბა სას­წრა­ფო რე­ა­გი­რე­ბა და გაგ­ვყავს ბულ­ვა­რის პე­რი­მეტ­რი­დან", - აღ­ნიშ­ნა გუ­რამ ჩი­ქო­ვან­მა.

და­ვით რო­ბა­ქი­ძე მომ­ხდა­რის გამო აჭა­რის მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რეს, არ­ჩილ ხა­ბა­ძეს ბულ­ვა­რის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას სთხოვს.

ნინო ხოზ­რე­ვა­ნი­ძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ბულვარში ავტომობილით სეირნობს

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ბულვარში ავტომობილით სეირნობს

ლიანა ისაკაძის ფესტივალზე "ღამის სერენადებზე", რომელიც ბათუმის ბულვარში მდებარე საზაფხულო თეატრში იმართება, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე ავტომობილით მივიდა. უჩვეულო აქ ის არის, რომ ბულვარის ტერიტორიაზე ავტომობილით გადაადგილება გარდა სანდასუფთავების, სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადის და სამაშველო ჯგუფის მანქანებისა, ყველასთვის აკრძალულია. "ლეიბორისტული პარტიის" აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი დავით რობაქიძე ავთანდილ ბერიძის ავტომობილის ბულვარის პერიმეტრზე გადაადგილების ამსახველ ფოტო მასალას "ფეისბუქის" გვერდზე ავრცელებს და აცხადებს, რომ ”რაც 25 აგვისტოს საღამოს მოხდა, საქართველოს ისტორიაში არც ერთ მმართველს არ უკადრია”.

დავით რობაქიძე "ამბები.გე"-სთან იხსენებს, თუ როგორ შევიდა ავტომობილი ბულვარის პერიმეტრზე და რატომ დაიხურა ფოტოების გადაღების დროს ავტომობილის კარი:

"საღამოს 21:00 საათი იქნებოდა, შეღამებული იყო, როდესაც დაცვის პოლიციის თანამშრომლებს დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ ავტომობილი ბულვარის ტერიტორიაზე გაეტარებინა. მეც იქვე ვიდექი და რაციაზე საუბარი გავიგონე. რამდენიმე წუთში შავი "ჯიპი" სანომრე ნიშნებით SCA 041 მოვიდა დემეტრე თავდადებულის ქუჩის მხრიდან საზაფხულო თეატრის მოპირდაპირედ, რომელსაც გუხსნეს ჯაჭვი და შეუშვეს. ვკითხე დაცვის პოლიციას, რატომ უშვებდნენ ბულვარის ტერიტორიაზე ავტომანქანას. პასუხი იყო, რომ ბულვარის ადმინისტრაციამ გასცა ბრძანება. გავყევი ავტომობილს, მივედი თეატრთან და მანქანისთვის ფოტოების გადაღება დავიწყე. როგორც კი დამინახეს ფოტოებს ვიღებდი, უკვე გახსნილი მანქანის კარი დახურეს და თეატრის წინა შესასვლელისკენ აიღეს გეზი. კიდევ 200 მეტრი ბულვარის ტერიტორიაზე მანქანით ისეირნეს. სანამ მათ წამოვეწეოდი ავთანდილ ბერიძე უკვე თაეტრში შევიდა. საღამოს 21:00 საათზე ბულვარში მოსეირნეთა პიკია და ადამიანები ერთმანეთს გვერდს ძლივს უვლიან, ავთანდილ ბერიძემ კი ბულვარში მანქანით სეირნობა მოინდომა. მისგან განსხვავებით, ზოგი მაღალჩნოსანი ფეხით მივიდა ბულვარში", - აღნიშნა დავით რობაქიძემ.

"ამბები.გე" ბულვარის ადმინისტრაციის დირექტორს გურამ ჩიქოვანს დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნა, რომ არაფერი იცის 25 აგვისტოს ავტომობილის SCA 041 ბულვარის ტერიტორიაზე გადაადგილების შესახებ. მისივე თქმით, ბულვარის ადმინისტრაციას არ გაუცია ბრძანება აღნიშნული ავტომობილის ბულვარში შესვლის თაობაზე.

"24 საათში 3-ჯერ შედის სანდასუფთავების მანქანა, სასწრაფოს ბრიგადა კი მუდმივად დგას ბულვარში, სამაშველო სამსახურიც ადგილზეა. ასეთი ტიპის მანქანები არ შედიან ბულვარის პერიმეტრზე. 25 აგვისტოს საზაფხულო თეატრში იყო კონცერტი, თუმცა ასეთი ფაქტი, რომ ვინმე მანქანით მისულიყო თაეტრთან, არ ვიცი. არის ფაქტები, როცა ზოგი შედის ბულვარში ავტომობილით, ჩვენი მხრიდან ხდება სასწრაფო რეაგირება და გაგვყავს ბულვარის პერიმეტრიდან", - აღნიშნა გურამ ჩიქოვანმა.

დავით რობაქიძე მომხდარის გამო აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, არჩილ ხაბაძეს ბულვარის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გათავისუფლებას სთხოვს.

ნინო ხოზრევანიძე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია