შემ­ცირ­და თუ არა თბი­ლის­ში ნაგ­ვის ურ­ნე­ბი

შემ­ცირ­და თუ არა თბი­ლის­ში ნაგ­ვის ურ­ნე­ბი

ქუ­ჩებ­ში ნაგ­ვის ურ­ნე­ბის სუ­ნი გვა­წუ­ხებს, რად­გან ხში­რად არ რეცხ­ა­ვენ და დე­ზინ­ფექ­ცი­ას არ უტა­რე­ბენ - ასეთ პრე­ტენ­ზი­ას გა­მოთ­ქვამს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი თბი­ლი­სის ქუ­ჩე­ბის და­სუფ­თა­ვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და და­სუფ­თა­ვე­ბის სამ­სა­ხურს ისე­თი­ვე აქ­ტი­უ­რი მუ­შა­ო­ბის­კენ მო­უ­წო­დებს, რო­გორც ად­რე მუ­შა­ობ­დნენ. "ყვე­ლა სი­ახ­ლე" ამ სა­კითხ­ზე რამ­დე­ნი­მე მო­ქა­ლა­ქეს გაესა­უბ­რა.

ნი­ნო ნე­ბი­ე­რი­ძე: სა­ნაგ­ვე ყუ­თებს იშ­ვი­ა­თად რეცხ­ა­ვენ. გარ­და იმი­სა, რომ ძა­ლი­ან ბინ­ძუ­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, სიცხ­ე­ში სა­ში­ნე­ლი სუ­ნიც აქვს. ქუ­ჩა­ში გავ­ლი­სას ხში­რად მიგ­რძნია ტრო­ტუ­არ­თან მდგა­რი ნაგ­ვის ყუ­თე­ბის უსი­ა­მოვ­ნო სუ­ნი. მარ­თა­ლი­ა, ნაგ­ვის ყუ­თებს ცლი­ან, მაგ­რამ, რო­გორც ჩანს, იშ­ვი­ა­თად რეცხ­ა­ვენ და დე­ზინ­ფექ­ცი­ას არ უტა­რე­ბენ.

გია ნა­დი­რა­ძე: მე პი­რა­დად სა­ნაგ­ვე ყუ­თე­ბის შემ­ცი­რე­ბა მა­წუ­ხებს. ხში­რად ნაგ­ვის ტა­რე­ბა საკ­მა­ოდ დი­დი მან­ძილ­ზე მი­წევს, ყუ­თი რომ მოვ­ძებ­ნო და გა­და­ვაგ­დო.

რო­გორც "ყვე­ლა სი­ახ­ლეს" თბი­ლი­სის მე­რი­ის და­სუფ­თა­ვე­ბის სამ­სახუ­რის უფ­როს­მა თორ­ნი­კე ში­ო­ლაშ­ვილ­მა გა­ნუცხ­ა­და, სა­ნაგ­ვე ყუ­თებს თვე­ში მხო­ლოდ ერ­თხელ რეცხ­ა­ვენ.

მი­სი თქმით, ამა­ზე მე­ტი სიხ­ში­რით ყუ­თე­ბის რეცხ­ვა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი­ა, რად­გან ქა­ლაქ­ში დიდი ოდე­ნო­ბით ნაგ­ვის ურ­ნე­ბია და შე­უძ­ლე­ბე­ლია მა­თი ყო­ველ­კვი­რე­უ­ლად, მით უმ­ეტეს ყოვ­ელდღი­უ­რად რეცხ­ვა და დე­ზინ­ფექ­ცი­ის გა­კე­თე­ბა. ამას­თან, და­სუფ­თა­ვე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი უარ­ყოფს ინ­ფორ­მა­ცი­ას ნაგ­ვის ურ­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის შემ­ცი­რე­ბის თა­ო­ბა­ზე. ში­ო­ლაშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, ურ­ნებს მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში იღე­ბენ და ამ­ცი­რე­ბენ, თუ ამის თა­ო­ბა­ზე მო­სახ­ლე­ო­ბა გან­ცხა­დე­ბით მი­მარ­თავს.

მარი ონეზაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია