საზოგადოება
მსოფლიო
მეცნიერება

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
პოლიტიკა
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პეტრე კოლხი აღსარებას ''ფეისბუქით'' იბარებს
პეტრე კოლხი აღსარებას ''ფეისბუქით'' იბარებს

სვე­ტი­ცხოვ­ლის სა­კა­თედ­რო ტაძ­რის დე­კა­ნო­ზი პეტ­რე კოლ­ხი, ერის­კა­ცო­ბა­ში პა­ა­ტა კვა­რა­ცხე­ლია, წარ­მო­შო­ბით წა­ლენ­ჯი­ხი­დან გახ­ლავთ. ტე­რენ­ტი გრა­ნელ­ზე შეყ­ვა­რე­ბულ პო­ეტს 15-მდე წიგ­ნი აქვს გა­მო­ცე­მუ­ლი. აქე­დან 12 ლექ­სე­ბის კრე­ბუ­ლია, ერთი - პუბ­ლი­ცის­ტი­კა, ერთი-სა­მეც­ნი­ე­რო ნაშ­რო­მი და ერ­თიც- ტე­რენ­ტი გრა­ნელ­ზე და­წე­რი­ლი წიგ­ნი, რომ­ლის წი­ნა­სი­ტყვა­ო­ბის ავ­ტო­რი და რე­დაქ­ტო­რი თა­ვა­დაა. ახლა რო­მან­ზე მუ­შა­ობს, რო­მელ­საც საკ­მა­ოდ სკან­და­ლუ­რი სა­ხელ­წო­დე­ბა ექ­ნე­ბა,-"აღ­სა­რე­ბა "ფე­ის­ბუ­ქით" . პეტ­რე კოლხს ცხოვ­რე­ბი­სე­ულ გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე ვე­სა­უბ­რეთ.

- ხში­რად მსმე­ნია მე­გობ­რე­ბის­გან, რომ უდარ­დე­ლი ბავ­შვო­ბა ჰქონ­დათ, ამას სა­კუ­თარ თავ­ზე ვერ ვი­ტყვი. ჩემი ბავ­შვო­ბა არც შემ­დგა­რა. ვფიქ­რობ, ბავ­შვი ახლა უფრო ვარ. ჩემს შვი­ლებ­თან ერ­თად გავ­დი­ვარ ამ წლებს ხე­ლახ­ლა. მაკ­ლდა ეს წლე­ბი ნამ­დვი­ლად, ეს კარ­გიც არის და ცუ­დიც. რო­გორც მა­ცხო­ვა­რი ბრძა­ნებს, თუ არ იქ­ნე­ბი ბავ­შვი, ვერ შეხ­ვალ ცათა სა-სუ­ფე­ველ­ში. არ შე­იძ­ლე­ბა მის­ტი­რო­დე იმას, რაც არას­დროს გქო­ნია და შე­იძ­ლე­ბა არც არას­დროს გქონ­დეს.

- რა არ გქო­ნი­ათ, რა გაკ­ლდათ?

- განა რამე მაკ­ლდა, უბ­რა­ლოდ, ყო­ველ­თვის მაქ­სი­მა­ლის­ტი ვი­ყა­ვი. ან ყვე­ლა­ფე­რი უნდა მქო­ნო­და, ან არა­ფე­რი. ეს ხა­სი­ა­თი გა­მომ­ყვა დღემ­დე. ჩემი ბავ­შვო­ბის წლე­ბი არაფ­რით ყო-ფილა გა­მორ­ჩე­უ­ლი. დედა და­წყე­ბი­თი კლა­სე­ბის პე­და­გო­გი იყო, მამა- სა­ტყეო მე­ურ­ნე­ო­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი. წა­ლენ­ჯი­ხის რა­ი­ონ­ში და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე, ყო­ველ­თვის ვა­მა­ყობ ჩემი რა­ი­ო­ნით. თუკი რამ კარ­გი არის ჩემ­ში, იმ კუ­თხის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. თქვენ რა­საც ბავ­შვო­ბას უწო­დებთ, იმ ასაკ­ში გა­ვე­ცა­ნი ტე­რენ­ტი გრა­ნე­ლის ცხოვ­რე­ბას. დღემ­დე აჩ­რდი­ლი­ვით დამ­ყვე­ბა მისი შე­მოქ­მე­დე­ბა. ტე­რენ­ტი წა­ლენ­ჯი­ხი­დან იყო. ის მის­ტი­კო­სი პო­ე­ტი გახ­ლდათ და იმ ადა­მი­ა­ნებ­თან იყო ახ­ლოს, რომ­ლე­ბიც მის­ტი­კით შე­პყრო­ბილ­ნი და მუდ­მი­ვად უკ­მა­ყო­ფი­ლო­ნი არი­ან. ახლა ვაჟა-ფშა­ვე­ლას სი­ტყვე­ბი მახ­სენ­დე­ბა: "მხო­ლოდ მა­შინ ვარ ბედ­ნი­ე­რი, როცა ვარ შე­წუ­ხე­ბუ­ლი" . აი, ასე­თი ბავ­შვო­ბა მქონ­და, მუდ­მი­ვად შე­წუ­ხე­ბუ­ლი, მუდ­მი­ვად უკ­მა­ყო­ფი­ლო, რა­ღა­ცის ძი­ე­ბა­ში ვი­ყა­ვი. ამ ძი­ე­ბა­ში ტე­რენ­ტი გრა­ნე­ლი მეხ­მა­რე­ბო­და. "მე მინ­და გაფ­რე­ნა, მე მინ­და ყველ­გან ვიყო, რო­გორც ღმერ­თი" ან "არა სი­ცო­ცხლე, არა სიკ­ვდი­ლი, არა­მედ რა­ღაც სხვა" . ეს "რა­ღაც სხვა" ჩემ­თვის იყო საკ­რა­ლუ­რი, ცხოვ­რე­ბის მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი ღერ­ძი, რის გა­მოც და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. ამ პო­ეტ­მა და­მა­ა­ვა­და. ამის­თვის მას დიდი მად­ლო­ბა. ბევ­რის­თვის ტე­რენ­ტი პე­სი­მის­ტი, ღმერ­თის მგმო­ბე­ლი, სევ­დის, მე­ლან­ქო­ლი­ის, სიკ­ვდი­ლის მომ­ცე­მი პო­ე­ტი იყო, მაგ­რამ ეს მათ­თვის, ვინც ზე­და­პი­რუ­ლად იც­ნობს მის პო­ე­ზი­ას. ჩემ­თვის ტე­რენ­ტი არის პო­ე­ტი, რო­მელ­მაც ღვთის გზა­ზე და­მა­ყე­ნა, შე­მაძ­ლე­ბი­ნა მე­ფიქ­რა ღმერ­თზე, ჭეშ­მა­რი­ტე­ბა­ზე, სუ­ლის ცხო­ნე­ბა­ზე.

- მშობ­ლებ­ზე რას გვე­ტყვით?

- მა­მას­თან არას­დროს მქო­ნია ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა. მკაც­რი, კოლ­ხუ­რი გა­რეგ­ნო­ბი­სა და ბუ­ნე­ბის ადა­მი­ა­ნი გახ­ლდათ. არას­დროს მიგ­რძნია მა­მის სით­ბო, მკაც­რად და ას­კე­ტუ­რად გა­ვი­ზარ­დე. ვერც ვე­ფე­რე­ბო­დი და ვერც მის­გან ვგრძნობ­დი სიყ­ვა­რულს. ეს უკვე დიდი სას­ჯე­ლი იყო ჩემ­თვის. ვფიქ­რობ, ამან და­დე­ბი­თად იმოქ­მე­და ჩემ­ზე. თუ ვინ­მე იტყო­და ჩემ­ზე, ნი­ჭი­ე­რი, წიგ­ნი­ე­რი და ყო­ჩა­ღი­აო, გულ­ში ალ­ბათ ამა­ყობ­და, მაგ­რამ სა­ჯა­როდ ამას არ შე­იმ­ჩნევ­და. შე­ეძ­ლო სხვე­ბის თან­დას­წრე­ბით შე­უ­რა­ცხყო­ფაც კი მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა. დე­დამ წიგ­ნი შე­მაყ­ვა­რა. თა­ვა­დაც უყ­ვარს კი­თხვა. ღა­მე­ებს ათე­ნებ­და ბუ­ხარ­თან წიგ­ნის კი­თხვა­ში. სარ­კმლი­დან მზის პირ­ვე­ლი სხი­ვი რომ შე­მო­იჭ­რე­ბო­და, მე­რე­ღა ხვდე­ბო­და, რომ ალი­ო­ნი იყო, საქ­მე იწყე­ბო­და. მის­გან ვსწავ­ლობ­დი, რა წიგ­ნი უნდა წა­მე­კი­თხა და შემ­დეგ ერ­თად ვარ­ჩევ­დით ამა თუ იმ წა­კი­თხულ წიგნს.

- რო­გორ ცხოვ­რობ­დით, გა­ჭირ­ვე­ბა გი­ნა­ხავთ?

- არც გვი­ჭირ­და და არც გვილ­ხინ­და. ერთი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ოჯა­ხი ვი­ყა­ვით, არაფ­რით გა­მორ­ჩე­უ­ლი. არც მე მქონ­და დიდი მო­თხოვ­ნე­ბი. მას მერე, რაც ტე­რენ­ტის ვე­ზი­ა­რე, რო­მელ­მაც სი­ცო­ცხლე და­ლია იმის გამო, რომ ლუკ­მა­პუ­რი ენატ­რე­ბო­და, რა მო­თხოვ­ნე­ბი უნდა მქო­ნო­და.

- იმ ასაკ­შიც იც­ნობ­დით ტე­რენ­ტის შე­მოქ­მე­დე­ბას?

- ვიც­ნობ­დი და არა მხო­ლოდ ვიც­ნობ­დი. ვგრძნობ­დი, რომ ჩემ­ში ტე­რენ­ტი შე­მო­ვი­და... 10 წლი­დან ქა­ლაქ­ში ვიზ­რდე­ბო­დი, შე­სა­ბა­მი­სად, მი­წას­თან მუ­შა­ო­ბაც არ ვი­ცო­დი. მა­მა­ჩე­მი ამ­ბობ­და, ეს არ შე­მო­იყ­ვა­ნოთ ყა­ნა­ში, ბა­ლა­ხის ნაც­ვლად სი­მინდს ან ლო­ბი­ოს მოგ­ლეჯ­სო.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

პეტრე კოლხი აღსარებას ''ფეისბუქით'' იბარებს

პეტრე კოლხი აღსარებას ''ფეისბუქით'' იბარებს

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის დეკანოზი პეტრე კოლხი, ერისკაცობაში პაატა კვარაცხელია, წარმოშობით წალენჯიხიდან გახლავთ. ტერენტი გრანელზე შეყვარებულ პოეტს 15-მდე წიგნი აქვს გამოცემული. აქედან 12 ლექსების კრებულია, ერთი - პუბლიცისტიკა, ერთი-სამეცნიერო ნაშრომი და ერთიც- ტერენტი გრანელზე დაწერილი წიგნი, რომლის წინასიტყვაობის ავტორი და რედაქტორი თავადაა. ახლა რომანზე მუშაობს, რომელსაც საკმაოდ სკანდალური სახელწოდება ექნება,-''აღსარება ''ფეისბუქით'' . პეტრე კოლხს ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე ვესაუბრეთ.

- ხშირად მსმენია მეგობრებისგან, რომ უდარდელი ბავშვობა ჰქონდათ, ამას საკუთარ თავზე ვერ ვიტყვი. ჩემი ბავშვობა არც შემდგარა. ვფიქრობ, ბავშვი ახლა უფრო ვარ. ჩემს შვილებთან ერთად გავდივარ ამ წლებს ხელახლა. მაკლდა ეს წლები ნამდვილად, ეს კარგიც არის და ცუდიც. როგორც მაცხოვარი ბრძანებს, თუ არ იქნები ბავშვი, ვერ შეხვალ ცათა სა-სუფეველში. არ შეიძლება მისტიროდე იმას, რაც არასდროს გქონია და შეიძლება არც არასდროს გქონდეს.

- რა არ გქონიათ, რა გაკლდათ?

- განა რამე მაკლდა, უბრალოდ, ყოველთვის მაქსიმალისტი ვიყავი. ან ყველაფერი უნდა მქონოდა, ან არაფერი. ეს ხასიათი გამომყვა დღემდე. ჩემი ბავშვობის წლები არაფრით ყო-ფილა გამორჩეული. დედა დაწყებითი კლასების პედაგოგი იყო, მამა- სატყეო მეურნეობის ხელმძღვანელი. წალენჯიხის რაიონში დავიბადე და გავიზარდე, ყოველთვის ვამაყობ ჩემი რაიონით. თუკი რამ კარგი არის ჩემში, იმ კუთხის დამსახურებაა. თქვენ რასაც ბავშვობას უწოდებთ, იმ ასაკში გავეცანი ტერენტი გრანელის ცხოვრებას. დღემდე აჩრდილივით დამყვება მისი შემოქმედება. ტერენტი წალენჯიხიდან იყო. ის მისტიკოსი პოეტი გახლდათ და იმ ადამიანებთან იყო ახლოს, რომლებიც მისტიკით შეპყრობილნი და მუდმივად უკმაყოფილონი არიან. ახლა ვაჟა-ფშაველას სიტყვები მახსენდება: ''მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერი, როცა ვარ შეწუხებული'' . აი, ასეთი ბავშვობა მქონდა, მუდმივად შეწუხებული, მუდმივად უკმაყოფილო, რაღაცის ძიებაში ვიყავი. ამ ძიებაში ტერენტი გრანელი მეხმარებოდა. ''მე მინდა გაფრენა, მე მინდა ყველგან ვიყო, როგორც ღმერთი'' ან ''არა სიცოცხლე, არა სიკვდილი, არამედ რაღაც სხვა'' . ეს ''რაღაც სხვა'' ჩემთვის იყო საკრალური, ცხოვრების მამოძრავებელი ღერძი, რის გამოც დაავადებული ვიყავი. ამ პოეტმა დამაავადა. ამისთვის მას დიდი მადლობა. ბევრისთვის ტერენტი პესიმისტი, ღმერთის მგმობელი, სევდის, მელანქოლიის, სიკვდილის მომცემი პოეტი იყო, მაგრამ ეს მათთვის, ვინც ზედაპირულად იცნობს მის პოეზიას. ჩემთვის ტერენტი არის პოეტი, რომელმაც ღვთის გზაზე დამაყენა, შემაძლებინა მეფიქრა ღმერთზე, ჭეშმარიტებაზე, სულის ცხონებაზე.

- მშობლებზე რას გვეტყვით?

- მამასთან არასდროს მქონია ახლო ურთიერთობა. მკაცრი, კოლხური გარეგნობისა და ბუნების ადამიანი გახლდათ. არასდროს მიგრძნია მამის სითბო, მკაცრად და ასკეტურად გავიზარდე. ვერც ვეფერებოდი და ვერც მისგან ვგრძნობდი სიყვარულს. ეს უკვე დიდი სასჯელი იყო ჩემთვის. ვფიქრობ, ამან დადებითად იმოქმედა ჩემზე. თუ ვინმე იტყოდა ჩემზე, ნიჭიერი, წიგნიერი და ყოჩაღიაო, გულში ალბათ ამაყობდა, მაგრამ საჯაროდ ამას არ შეიმჩნევდა. შეეძლო სხვების თანდასწრებით შეურაცხყოფაც კი მოეყენებინა. დედამ წიგნი შემაყვარა. თავადაც უყვარს კითხვა. ღამეებს ათენებდა ბუხართან წიგნის კითხვაში. სარკმლიდან მზის პირველი სხივი რომ შემოიჭრებოდა, მერეღა ხვდებოდა, რომ ალიონი იყო, საქმე იწყებოდა. მისგან ვსწავლობდი, რა წიგნი უნდა წამეკითხა და შემდეგ ერთად ვარჩევდით ამა თუ იმ წაკითხულ წიგნს.

- როგორ ცხოვრობდით, გაჭირვება გინახავთ?

- არც გვიჭირდა და არც გვილხინდა. ერთი ჩვეულებრივი ოჯახი ვიყავით, არაფრით გამორჩეული. არც მე მქონდა დიდი მოთხოვნები. მას მერე, რაც ტერენტის ვეზიარე, რომელმაც სიცოცხლე დალია იმის გამო, რომ ლუკმაპური ენატრებოდა, რა მოთხოვნები უნდა მქონოდა.

- იმ ასაკშიც იცნობდით ტერენტის შემოქმედებას?

- ვიცნობდი და არა მხოლოდ ვიცნობდი. ვგრძნობდი, რომ ჩემში ტერენტი შემოვიდა... 10 წლიდან ქალაქში ვიზრდებოდი, შესაბამისად, მიწასთან მუშაობაც არ ვიცოდი. მამაჩემი ამბობდა, ეს არ შემოიყვანოთ ყანაში, ბალახის ნაცვლად სიმინდს ან ლობიოს მოგლეჯსო.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია