მოზაიკა
საზოგადოება
სამართალი

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
პოლიტიკა
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გიორგი აბაშიძე არ დაოჯახებულა და ამჟამად მოსკოვში, მამის სახლში ცხოვრობს"
"გიორგი აბაშიძე არ დაოჯახებულა და ამჟამად მოსკოვში, მამის სახლში ცხოვრობს"

ბოლო დროს, ხში­რად სა­უბ­რო­ბენ აჭა­რის მთავ­რო­ბის ყო­ფი­ლი მე­თა­უ­რის, ას­ლან აბა­ში­ძი­სა და მისი შვი­ლის, გი­ორ­გი აბა­ში­ძის სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის შე­სა­ხებ. ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ გი­ორ­გი აბა­ში­ძე სა­ქარ­თვე­ლო­ში "ბა­თუ­მო­ბის" ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე დაბ­რუნ­დე­ბა. მოს­კოვ­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტით მყო­ფი სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს პატ­რი­არ­ქი აბა­ში­ძე­ე­ბის ოჯახს შეხ­ვდა, რისი ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო­ე­ბიც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და.

თუ რას ამ­ბო­ბენ აბა­ში­ძე­ე­ბი­სა და პატ­რი­არ­ქის შეხ­ვედ­რის თა­ო­ბა­ზე და რო­დის დაბ­რუნ­დე­ბა ბა­თუ­მის ყო­ფი­ლი მერი გი­ორ­გი აბა­ში­ძე სა­ქარ­თვე­ლო­ში, ამის შე­სა­ხებ "ამ­ბე­ბი.გე" აბა­ში­ძე­ებ­თან და­ახ­ლო­ე­ბულ პირს, ად­ვო­კატ თენ­გიზ კა­ხი­ძეს ესა­უბ­რა:

- გი­ორ­გი აბა­ში­ძის მი­მართ არ არ­სე­ბობს სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა. მის მი­მართ სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებს პრე­ტენ­ზია არ ჰქო­ნია. კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი და ყვე­ლა სა­მარ­თლებ­რი­ვი ნორ­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გი­ორ­გის უფ­ლე­ბა აქვს, დაბ­რუნ­დეს სა­ქარ­თვე­ლო­ში. არც მისი დის, დი­ა­ნა აბა­ში­ძის მი­მარ­თაც ყო­ფი­ლა სა­მარ­თლებ­რი­ვი პრე­ტენ­ზია. აბა­ში­ძე­ე­ბის ოჯა­ხი­დან მხო­ლოდ ას­ლან აბა­ში­ძის მი­მართ არის სა­მარ­თლებ­რი­ვი გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­ტა­ნი­ლი. ბა­თუ­მის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ მას და­უს­წრებ­ლად, 18 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა შე­უ­ფარ­და, ასე­ვე, თან­ხის გა­დახ­და - 90 მი­ლი­ო­ნი ლა­რის ოდე­ნო­ბით - და­ა­კის­რა.

რაც შე­ე­ხე­ბა გი­ორ­გი აბა­ში­ძის ჩა­მოს­ვლას, პი­რა­დად მე და უამ­რა­ვი მისი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი მი­ვე­სალ­მე­ბით და სურ­ვი­ლი გვაქვს, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში დაბ­რუნ­დეს სა­ქარ­თვე­ლო­ში. მის ჩა­მოს­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ­სე­ბობს აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა, მაგ­რამ მე ვფიქ­რობ, რომ თა­ვის სამ­შობ­ლოს უნდა და­უბ­რუნ­დეს და მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნოს ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­ში. სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სი­დუ­ხ­ჭი­რეა, აბა­ში­ძე­ებს აქვთ ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სი, რომ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა ქვეყ­ნის­თვის სა­სი­კე­თო იქ­ნე­ბა.

- გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ გი­ორ­გი აბა­ში­ძე "ბა­თუ­მო­ბის" დღე­სას­წა­ულ­ზე აგ­ვის­ტოს ბო­ლოს ჩა­მო­ვა. რამ­დე­ნად მარ­თა­ლია ეს?

- გი­ორ­გი უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში დაბ­რუნ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში. რაც შე­ე­ხე­ბა იმას, "ბა­თუ­მო­ბა­ზე" დაბ­რუნ­დე­ბა თუ არა, ჯერ არ გა­და­უ­წყვე­ტია. ამი­ტომ ზუსტ პა­სუხს ვერ გაგ­ცემთ.

- რაც შე­ე­ხე­ბა აბა­ში­ძე­ე­ბი­სა და პატ­რი­არ­ქის შეხ­ვედ­რას, რას გვე­ტყვით?

- ჩვე­ნი ერის სუ­ლი­ე­რი მე­სა­ჭე, კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი, უწ­მინ­დე­სი და უნე­ტა­რე­სი ილია მე­ო­რე და­უ­ფიქ­რებ­ლად ნა­ბიჯს არას­დროს დგამს. ვი­ნა­ი­დან, ჩათ­ვა­ლა სა­ჭი­როდ, რომ შეხ­ვედ­რო­და გი­ორ­გი და ას­ლან აბა­ში­ძე­ებს, ესე იგი, არის ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი, გინ­დაც გა­და­წყვე­ტი­ლი, რომ გი­ორ­გი უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში ჩა­მო­ვი­დეს, და­უბ­რუნ­დეს სამ­შობ­ლოს. ეს შეხ­ვედ­რა არ იყო სპონ­ტა­ნუ­რი და ბუ­ნებ­რი­ვია, შეხ­ვედ­რის დროს იქ­ნე­ბო­და ამა­ზე სა­უ­ბა­რი. უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში მექ­ნე­ბა ინ­ფორ­მა­ცია თუ რო­დის ჩა­მო­ვა გი­ორ­გი სა­ქარ­თვე­ლო­ში.

- რა სა­ხის ნაც­ნო­ბო­ბა გა­კავ­ში­რებ­დათ აბა­ში­ძე­ებ­თან?

- გი­ორ­გის­თან მქონ­და საქ­მი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა. ის გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი ჩემი ხელ­მძღვა­ნე­ლი იყო. მე ვმუ­შა­ობ­დი "აღორ­ძი­ნე­ბის" ახალ­გაზ­რდულ კავ­შირ­ში, რომ­ლის თავ­მჯდო­მა­რეც გი­ორ­გი გახ­ლდათ. შავი პი­ა­რი, რო­მე­ლიც მის მი­მართ აა­გო­რეს, არას­წო­რია. მხო­ლოდ ერთს ვი­ტყვი, რომ ბა­თუ­მის მე­რო­ბა მის­თვის ზედ­მე­ტი ტვირ­თი იყო, ის ბუ­ნე­ბით თა­ვი­სუ­ფა­ლი ადა­მი­ა­ნია, არ უყ­ვარს ბი­უ­როკ­რა­ტია და ოფი­ცი­ა­ლუ­რო­ბა.

თენ­გიზ კა­ხი­ძის თქმით, გი­ორ­გი აბა­ში­ძე არ და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლა. ამ­ჟა­მად ის მოს­კოვ­ში, მა­მის სახ­ლში ცხოვ­რობს.

ნინო ხოზ­რე­ვა­ნი­ძე

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის ბა­თუ­მი­დან

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.

"გიორგი აბაშიძე არ დაოჯახებულა და ამჟამად მოსკოვში, მამის სახლში ცხოვრობს"

"გიორგი აბაშიძე არ დაოჯახებულა და ამჟამად მოსკოვში, მამის სახლში ცხოვრობს"

ბოლო დროს, ხშირად საუბრობენ აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაურის, ასლან აბაშიძისა და მისი შვილის, გიორგი აბაშიძის საქართველოში დაბრუნების შესახებ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ გიორგი აბაშიძე საქართველოში "ბათუმობის" ღონისძიებაზე დაბრუნდება. მოსკოვში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი აბაშიძეების ოჯახს შეხვდა, რისი ამსახველი ფოტოებიც სოციალურ ქსელში გავრცელდა.

თუ რას ამბობენ აბაშიძეებისა და პატრიარქის შეხვედრის თაობაზე და როდის დაბრუნდება ბათუმის ყოფილი მერი გიორგი აბაშიძე საქართველოში, ამის შესახებ "ამბები.გე" აბაშიძეებთან დაახლოებულ პირს, ადვოკატ თენგიზ კახიძეს ესაუბრა:

- გიორგი აბაშიძის მიმართ არ არსებობს სისხლის სამართლებრივი დევნა. მის მიმართ სამართალდამცავ ორგანოებს პრეტენზია არ ჰქონია. კონსტიტუციური და ყველა სამართლებრივი ნორმიდან გამომდინარე, გიორგის უფლება აქვს, დაბრუნდეს საქართველოში. არც მისი დის, დიანა აბაშიძის მიმართაც ყოფილა სამართლებრივი პრეტენზია. აბაშიძეების ოჯახიდან მხოლოდ ასლან აბაშიძის მიმართ არის სამართლებრივი განაჩენი გამოტანილი. ბათუმის საქალაქო სასამართლომ მას დაუსწრებლად, 18 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, ასევე, თანხის გადახდა - 90 მილიონი ლარის ოდენობით - დააკისრა.

რაც შეეხება გიორგი აბაშიძის ჩამოსვლას, პირადად მე და უამრავი მისი გულშემატკივარი მივესალმებით და სურვილი გვაქვს, უახლოეს მომავალში დაბრუნდეს საქართველოში. მის ჩამოსვლასთან დაკავშირებით, საზოგადოებაში არსებობს აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ თავის სამშობლოს უნდა დაუბრუნდეს და მოკრძალებული წვლილი შეიტანოს ქვეყნის განვითარებაში. საქართველოში მატერიალური სიდუხჭირეა, აბაშიძეებს აქვთ ფინანსური რესურსი, რომლის გამოყენება ქვეყნისთვის სასიკეთო იქნება.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ გიორგი აბაშიძე "ბათუმობის" დღესასწაულზე აგვისტოს ბოლოს ჩამოვა. რამდენად მართალია ეს?

- გიორგი უახლოეს პერიოდში დაბრუნდება საქართველოში. რაც შეეხება იმას, "ბათუმობაზე" დაბრუნდება თუ არა, ჯერ არ გადაუწყვეტია. ამიტომ ზუსტ პასუხს ვერ გაგცემთ.

- რაც შეეხება აბაშიძეებისა და პატრიარქის შეხვედრას,  რას გვეტყვით?

- ჩვენი ერის სულიერი მესაჭე, კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დაუფიქრებლად ნაბიჯს არასდროს დგამს. ვინაიდან, ჩათვალა საჭიროდ, რომ შეხვედროდა გიორგი და ასლან აბაშიძეებს, ესე იგი, არის ჩაფიქრებული, გინდაც გადაწყვეტილი, რომ გიორგი უახლოეს პერიოდში ჩამოვიდეს, დაუბრუნდეს სამშობლოს. ეს შეხვედრა არ იყო სპონტანური და ბუნებრივია, შეხვედრის დროს იქნებოდა ამაზე საუბარი. უახლოეს პერიოდში მექნება ინფორმაცია თუ როდის ჩამოვა გიორგი საქართველოში.

- რა სახის ნაცნობობა გაკავშირებდათ აბაშიძეებთან?

- გიორგისთან მქონდა საქმიანი ურთიერთობა. ის გარკვეული პერიოდი ჩემი ხელმძღვანელი იყო. მე ვმუშაობდი "აღორძინების" ახალგაზრდულ კავშირში, რომლის თავმჯდომარეც გიორგი გახლდათ. შავი პიარი, რომელიც მის მიმართ ააგორეს, არასწორია. მხოლოდ ერთს ვიტყვი, რომ ბათუმის მერობა მისთვის ზედმეტი ტვირთი იყო, ის ბუნებით თავისუფალი ადამიანია, არ უყვარს ბიუროკრატია და ოფიციალურობა.

თენგიზ კახიძის თქმით, გიორგი აბაშიძე არ დაოჯახებულა. ამჟამად ის მოსკოვში, მამის სახლში ცხოვრობს.

ნინო ხოზრევანიძე

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის ბათუმიდან

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია