პოლიტიკა
მსოფლიო

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ენგურში დაკარგულები - რისთვის ჩამოვიდნენ ტყუპი გოგონები საქართველოში
ენგურში დაკარგულები - რისთვის ჩამოვიდნენ ტყუპი გოგონები საქართველოში

"ამ­ბობ­დნენ, ბაბუ ისე არ ცხონ­დე­ბა თუ ქარ­თუ­ლი მიწა არ და­ვა­ყა­რე­თო, ბა­ბუა და­ა­საფ­ლა­ვეს და მე­სა­მე დღეს თა­ვა­დაც სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ი­ღუპ­ნენ", - იხ­სე­ნებს სო­ფელ ჭუ­ბერ­ში მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის დროს გარ­დაც­ვლილ­თა ახ­ლო­ბე­ლი სო­ფი­კო ლო­მია.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ სვა­ნეთ­ში, სო­ფელ ჭუ­ბერ­ში მომ­ხდა­რი ავა­რი­ის შე­დე­გად ავ­ტო­მან­ქა­ნა მდი­ნა­რე ენ­გურ­ში გა­და­ვარ­და. 24 წლის ტყუ­პი დის, მათი დე­დის და ბი­ძის პოვ­ნა ამ დრომ­დე ვერ ხერ­ხდე­ბა.

24 წლის ტყუ­პი და - თა­თია და ნა­თია სა­ხო­კი­ე­ბი რუ­სეთ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლე­ბი არი­ან. ქარ­თუ­ლად წერ­დნენ და მშობ­ლი­ურ ენა­ზე თა­ვი­სუფ­ლად სა­უბ­რობ­დნენ. მოს­კოვ­ში სა­მე­დი­ცი­ნო­ზე სწავ­ლობ­დნენ.

სა­ქარ­თვე­ლო­ში რამ­დე­ნი­მე დღის წინ ბა­ბუ­ის ან­დერ­ძის აღ­სას­რუ­ლებ­ლად ჩა­მო­ვიდ­ნენ. გარ­დაც­ვლი­ლი სამ­შობ­ლო­ში, სე­ნაკ­ში დაკ­რძა­ლეს, მე­სა­მე დღეს კი მეს­ტი­ა­ში მე­ო­რე ბა­ბუ­ის სა­ნა­ხა­ვად წა­ვიდ­ნენ. სვა­ნეთ­ში, სო­ფელ ჭუ­ბერ­ში მომ­ხდა­რი ავა­რი­ის შე­დე­გად კი ავ­ტო­მან­ქა­ნა მდი­ნა­რე ენ­გურ­ში გა­და­ვარ­და. თა­თია და ნა­თია დე­დას­თან ერ­თად მდი­ნა­რემ წა­ი­ღო. მათ­თან ერ­თად ამ დრომ­დე და­კარ­გუ­ლია მათი ბიძა, რო­მე­ლიც სა­ჭეს­თან იჯდა.

"ბა­ბუ­ის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ თავი მო­იკ­ლეს, სა­ქარ­თვე­ლო­ში გვინ­და და­ვა­საფ­ლა­ვო­თო. ამ­ბობ­დნენ, ბა­ბუ­ას ან­დერ­ძი და თხოვ­ნაა, ჩემს მი­წა­ზე და­მა­საფ­ლა­ვე­თო. ბა­ბუ­ას­თან ერ­თად არი­ან გაზ­რდი­ლე­ბი. ზუს­ტად მახ­სოვს მათი სი­ტყვე­ბი, ბაბუ ისე არ ცხონ­დე­ბა თუ ქარ­თუ­ლი მიწა არ და­ვა­ყა­რე­თო. უნდა გე­ნა­ხათ, რო­გო­რი ტრა­დი­ცი­ე­ბით და­ა­საფ­ლა­ვეს. ამ­ბობ­დნენ, რომ მოს­კოვ­ში ქარ­თულ ტრა­დი­ცი­ებს კი­დევ უფრო მე­ტად ვი­ცავ­თო. ბა­ბუ­ის ორ­მოც­ზე ისევ აპი­რებ­დნენ ჩა­მოს­ვლას. ფიქ­რობ­დნენ, რომ ბა­ბუ­ის სა­ქარ­თვე­ლო­ში და­საფ­ლა­ვე­ბის შემ­დეგ უფრო მეტი კავ­ში­რი ექ­ნე­ბო­დათ სა­ქარ­თვე­ლოს­თან და ხში­რად ჩა­მო­ვი­დოდ­ნენ. დე­დაც და ბავ­შვე­ბიც რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არი­ან. რუ­სეთ­ში ცხოვ­რობ­დნენ, მაგ­რამ ორ­მა­გი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ღე­ბა უნ­დო­დათ", - ამ­ბობს "ამ­ბე­ბი.გე"-სთან სა­უ­ბარ­ში გარ­დაც­ვლილ­თა ახ­ლო­ბე­ლი სო­ფი­კო ლო­მია.

ისი­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში ბო­ლოს 6 წლის წინ იყ­ვნენ. 

"მო­ნატ­რე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ აქა­უ­რო­ბას. დაკ­რძალ­ვი­დან მე­სა­მე დღეს ბავ­შვებს სე­ნაკ­ში სი­ძემ ჩა­მო­ა­კი­თხა სვა­ნე­თი­დან და ბა­ბუ­ის სა­ნა­ხა­ვად წა­ვიდ­ნენ. ეს ტრა­გე­დი­აც გზა­ში მოხ­და. ვერ­ცერ­თი და­ღუ­პუ­ლის ცხე­და­რი ჯერ ვერ იპო­ვეს. არც მან­ქა­ნა ჩანს სად­მე. მოს­კო­ვი­დან სიძე ჩა­მო­ვი­და. ახლა აქ არის შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე. აქ­ვეა გამ­ზრდე­ლი ბე­ბია, რო­მე­ლიც თავს იკ­ლავ­და, ხან მან­ქა­ნას შე­უ­ვარ­და, ხან ჭაში ჩა­ვარ­და სცა­და. ასე­თი უბე­დუ­რე­ბა დატ­რი­ალ­და. რა გი­თხრათ, არ ვიცი", - ამ­ბობს და­ღუ­პულ­თა ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი.

მისი თქმით, ამ დრო­ის­თვის ნა­პოვ­ნია მხო­ლოდ უმ­ნიშ­ვნე­ლო ნივ­თე­ბი და მან­ქა­ნის სა­ბუ­რა­ვი, თუმ­ცა ზუს­ტად ისიც უც­ნო­ბია, სა­ბუ­რა­ვი მათ მან­ქა­ნას ეკუთ­ვნო­და თუ არა.

და­კარ­გულ­თა ძებ­ნა­ში დღეს დი­ლი­დან სპეც-ტექ­ნი­კა ჩა­ერ­თო. მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია კა­ტარ­ღე­ბი და ნა­ვე­ბი, სვა­ნეთ­ში თბი­ლი­სი­დან და ბა­თუ­მი­დან მყვინ­თა­ვე­ბიც ჩა­ვიდ­ნენ.

ნა­თია და თა­თია დე­დას­თან ერ­თად რუ­სეთ­ში დაბ­რუ­ნე­ბას 21 ივ­ლისს აპი­რებ­დნენ.

მინ­დია აფ­ცი­ა­უ­რი

იხი­ლეთ ვი­დეო: სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცია მდი­ნა­რე ენ­გურ­ზე - მაშ­ვე­ლე­ბი ოთხ და­კარ­გულს ეძე­ბენ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა

ენგურში დაკარგულები - რისთვის ჩამოვიდნენ ტყუპი გოგონები საქართველოში

ენგურში დაკარგულები - რისთვის ჩამოვიდნენ ტყუპი გოგონები საქართველოში

"ამბობდნენ, ბაბუ ისე არ ცხონდება თუ ქართული მიწა არ დავაყარეთო, ბაბუა დაასაფლავეს და მესამე დღეს თავადაც საქართველოში დაიღუპნენ", - იხსენებს სოფელ ჭუბერში მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ახლობელი სოფიკო ლომია.

რამდენიმე დღის წინ სვანეთში, სოფელ ჭუბერში მომხდარი ავარიის შედეგად ავტომანქანა მდინარე ენგურში გადავარდა. 24 წლის ტყუპი დის, მათი დედის და ბიძის პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

24 წლის ტყუპი და - თათია და ნათია სახოკიები რუსეთში დაბადებული ქართველები არიან. ქართულად წერდნენ და მშობლიურ ენაზე თავისუფლად საუბრობდნენ. მოსკოვში სამედიცინოზე სწავლობდნენ.

საქართველოში რამდენიმე დღის წინ ბაბუის ანდერძის აღსასრულებლად ჩამოვიდნენ. გარდაცვლილი სამშობლოში, სენაკში დაკრძალეს, მესამე დღეს კი მესტიაში მეორე ბაბუის სანახავად წავიდნენ. სვანეთში, სოფელ ჭუბერში მომხდარი ავარიის შედეგად კი ავტომანქანა მდინარე ენგურში გადავარდა. თათია და ნათია დედასთან ერთად მდინარემ წაიღო. მათთან ერთად ამ დრომდე დაკარგულია მათი ბიძა, რომელიც საჭესთან იჯდა.

"ბაბუის გარდაცვალების შემდეგ თავი მოიკლეს, საქართველოში გვინდა დავასაფლავოთო. ამბობდნენ, ბაბუას ანდერძი და თხოვნაა, ჩემს მიწაზე დამასაფლავეთო. ბაბუასთან ერთად არიან გაზრდილები. ზუსტად მახსოვს მათი სიტყვები, ბაბუ ისე არ ცხონდება თუ ქართული მიწა არ დავაყარეთო. უნდა გენახათ, როგორი ტრადიციებით დაასაფლავეს. ამბობდნენ, რომ მოსკოვში ქართულ ტრადიციებს კიდევ უფრო მეტად ვიცავთო. ბაბუის ორმოცზე ისევ აპირებდნენ ჩამოსვლას. ფიქრობდნენ, რომ ბაბუის საქართველოში დასაფლავების შემდეგ უფრო მეტი კავშირი ექნებოდათ საქართველოსთან და ხშირად ჩამოვიდოდნენ. დედაც და ბავშვებიც რუსეთის მოქალაქეები არიან. რუსეთში ცხოვრობდნენ, მაგრამ ორმაგი მოქალაქეობის მიღება უნდოდათ", - ამბობს ”ამბები.გე”-სთან საუბარში გარდაცვლილთა ახლობელი სოფიკო ლომია.

ისინი საქართველოში ბოლოს 6 წლის წინ იყვნენ. 

"მონატრებულები იყვნენ აქაურობას. დაკრძალვიდან  მესამე დღეს ბავშვებს სენაკში სიძემ ჩამოაკითხა სვანეთიდან და ბაბუის სანახავად წავიდნენ. ეს ტრაგედიაც გზაში მოხდა. ვერცერთი დაღუპულის ცხედარი ჯერ ვერ იპოვეს. არც მანქანა ჩანს სადმე. მოსკოვიდან სიძე ჩამოვიდა. ახლა აქ არის შემთხვევის ადგილზე. აქვეა გამზრდელი ბებია, რომელიც თავს იკლავდა, ხან მანქანას შეუვარდა, ხან ჭაში ჩავარდა სცადა. ასეთი უბედურება დატრიალდა. რა გითხრათ, არ ვიცი", - ამბობს დაღუპულთა ოჯახის ახლობელი.

მისი თქმით, ამ დროისთვის ნაპოვნია მხოლოდ უმნიშვნელო ნივთები და მანქანის საბურავი, თუმცა ზუსტად ისიც უცნობია, საბურავი მათ მანქანას ეკუთვნოდა თუ არა.

დაკარგულთა ძებნაში დღეს დილიდან სპეც-ტექნიკა ჩაერთო. მობილიზებულია კატარღები და ნავები, სვანეთში თბილისიდან და ბათუმიდან მყვინთავებიც ჩავიდნენ.

ნათია და თათია დედასთან ერთად რუსეთში დაბრუნებას 21 ივლისს აპირებდნენ.

მინდია აფციაური

იხილეთ ვიდეო: სამაშველო ოპერაცია მდინარე ენგურზე - მაშველები ოთხ დაკარგულს ეძებენ

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია