პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მირანდა მირიანაშვილი ხუთი წელია მეუღლესთან ერთად დასასვენებლად უკაცრიელ ჯუნგლებში დადის
მირანდა მირიანაშვილი ხუთი წელია მეუღლესთან ერთად დასასვენებლად უკაცრიელ ჯუნგლებში დადის

მი­რან­და მი­რი­ა­ნაშ­ვი­ლი წლე­ბია რუ­სეთ­ში ცხოვ­რობს, ელი­ტუ­რი წვე­უ­ლე­ბე­ბის სა­სურ­ვე­ლი პერ­სო­ნაა, რო­გორც სტუ­მა­რი და რო­გორც მომ­ღე­რა­ლი. უკვე ხუთი წე­ლია, ის ბიზ­ნეს­მენ ლე­ო­ნიდ ოგა­რი­ო­ვის მე­უღ­ლეა. წყვი­ლი ერ­თად და­დის მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე სა­სურ­ველ და უც­ნა­ურ ად­გი­ლებ­ში, მათ შო­რის, მა­გა­ლი­თად, კოს­ტა რი­კის ჯუნ­გლებ­ში და ამით უდი­დეს სი­ა­მოვ­ნე­ბას იღებს. მი­რან­და თბი­ლისს მცი­რე ხნით სტუმ­რობ­და, დრო ვი­ხელ­თეთ და გა­მოც­დილ მოგ­ზა­ურს სა­ინ­ტე­რე­სო ქვეყ­ნე­ბის შე­სა­ხებ ვკი­თხეთ.

- ბოლო 18 წე­ლია მოგ­ზა­უ­რო­ბა ჩემი ცხოვ­რე­ბის წე­სია. მექ­სი­კი­დან და­წყე­ბუ­ლი, სამ­ხრეთ კო­რე­ით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, ჩემს მე­უღ­ლეს სხვა­დას­ხვა კონ­ტი­ნენტზე ჰყავს პარტნი­ო­რე­ბი, სა­დაც ხში­რად მიწ­ვე­ვენ. რა თქმა უნდა, უმ­თავ­რე­სად საქ­მი­ან გა­დაფ­რე­ნებ­ში ვართ, თუმ­ცა ყო­ველ­თვის ვი­ტო­ვებთ დროს მუ­ზე­უ­მე­ბი­სა და გა­ლე­რე­ე­ბის­თვის. იან­ვრი­დან რომ და­ვით­ვა­ლოთ, რამ­დე­ნი დრო მაქვს გა­ტა­რე­ბუ­ლი სა­ზღვრებს გა­რეთ, ალ­ბათ სულ 2-3 კვი­რა გა­მო­მი­ვა მოს­კოვ­ში - სახ­ლში რომ ვი­ყა­ვი. ორ­ჯერ გახ­ლდით მექ­სი­კა­ში, ორ­ჯერ - ამე­რი­კა­ში, იტა­ლია, საფ­რან­გე­თი, შვე­ი­ცა­რია, ის­რა­ე­ლი და თურ­ქე­თი რომ არ ვახ­სე­ნოთ. უამ­რავ ქვე­ყა­ნა­ში ტუ­რის­ტად არ ვგრძნობ თავს და ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბე­ბის და­სათ­ვა­ლი­ე­რებ­ლად არ მივ­დი­ვარ. მა­გა­ლი­თად, ვე­ნე­ცი­ა­ში აღარ ჩა­ვალ სან-მარ­კოს სა­ნა­ხა­ვად, რად­გან 13 წე­ლია, იქ ბი­ე­ნა­ლე­ზე დავ­დი­ვარ და საკ­მა­ოდ დიდ­ხანს მი­წევ­და ყოფ­ნა, როცა სა­გა­ლე­რეო საქ­მი­ა­ნო­ბას ვე­წე­ო­დი და ვე­ნე­ცი­ა­ში პრო­ექ­ტი მქონ­და. იქ ორი კვი­რის წი­ნაც გახ­ლდით ბი­ე­ნა­ლე­ზე. ასე რომ, არის ტუ­რის­ტუ­ლი ქა­ლა­ქე­ბი, სა­დაც რო­გორც ტუ­რის­ტი, არას­დროს ვხვდე­ბი (იღი­მის).

- ევ­რო­პა­ში რა გე­ნატ­რე­ბათ ხო­ლმე?

- არა­ფე­რი! ვერ ვას­წრებ მო­ნატ­რე­ბას, აი, ზეგ პა­რიზ­ში მივფრი­ნავ, თუმ­ცა აგ­ვის­ტო-სექ­ტემ­ბერ­ში მე­წყე­ბა მთე­ბის მო­ნატ­რე­ბა. მე, ჩემი მე­უღ­ლე და ჩემი დაც, მე­დეა, კარ­გი მო­თხი­ლა­მუ­რე­ე­ბი ვართ და მარტს ფრან­გულ ალ­პებ­ში ვა­ტა­რებთ ხოლ­მე. თუკი მო­ნატ­რე­ბა­ზე ვი­ლა­პა­რა­კებთ, ეს გრძნო­ბა მე­უფ­ლე­ბა ცენ­ტრა­ლუ­რი და ლა­თი­ნუ­რი ამე­რი­კის ზო­გი­ერ­თი ქვეყ­ნის მი­მართ, კოს­ტა რი­კის, მექ­სი­კის, პე­რუს, კო­ლუმ­ბი­ის გახ­სე­ნე­ბი­სას. მო­მა­ვალ ზამ­თარ­ში ჩი­ლე­სა და არ­გენ­ტი­ნა­ში პირ­ვე­ლად მი­ვემ­გზავ­რე­ბით, შემ­დეგ კი ისევ კოს­ტა რი­კა­ში წა­ვალთ. იქ კორ­კო­ვა­დოს ჯუნ­გლებ­ში ვის­ვე­ნებთ ხოლ­მე. მივფრი­ნავთ დე­და­ქა­ლაქ სან-ხო­სე­ში, სა­ი­და­ნაც პა­ტა­რა თვითმფრი­ნა­ვით 50 წუთი გოლ­ფი­ტო­ში ან პუ­ერ­ტო ხი­მე­ნეს­ში აღ­მოჩ­ნდე­ბით, იქი­დან კი მო­ტო­რი­ა­ნი ნა­ვით მივ­დი­ვართ 40 წუთი ოკე­ა­ნე­დან ღრმად ყუ­რე­ში ჩვენს საყ­ვა­რელ ად­გი­ლამ­დე, რო­მე­ლიც აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­უ­ვალ ჯუნ­გლებ­ში მდე­ბა­რე­ობს. იქ დგას რამ­დე­ნი­მე ე.წ. "კა­ბი­ნა", მთლი­ა­ნად ხის­გან გა­კე­თე­ბუ­ლი, სწო­რედ იქ ვცხოვ­რობთ ხოლ­მე, შუ­ა­გულ ტყე­ში, ცხო­ველ-ფრინ­ველ-ქვე­წარ­მა­ვალ-მწე­რე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში, მაგ­რამ ნუ შე­შინ­დე­ბით, სა­ო­ცარ ჰარ­მო­ნი­ა­ში!. ამ სა­ო­ცარ ად­გილს ჰქვია ნი­კუ­ე­ზა. გა­სუ­ლი იან­ვრის სამი კვი­რა იქ გა­ვა­ტა­რეთ.

- გა­უ­ვალ ჯუნ­გლებ­ში დას­ვე­ნე­ბა სა­ში­ში არ არის?

- ამ ად­გილს ხუთი წლის წი­ნათ ინ­ტერ­ნე­ტით მი­ვა­გე­ნი. მე და ჩემს მე­უღ­ლეს იმ­დე­ნად დატ­ვირ­თუ­ლი რე­ჟი­მი გვაქვს, რომ სწო­რედ ასე­თი დას­ვე­ნე­ბა გვჭირ­დე­ბა. სულ მეს­მო­და, რომ კოს­ტა რიკა სა­მო­თხე იყო, მე კი რა­ღაც ახ­ლის ნახ­ვა მსურ­და. ქვე­ყა­ნა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას მხო­ლოდ ოთხი დღით გა­დავ­წყვი­ტეთ ნი­კუ­ე­ზა­ში გა­ჩე­რე­ბა. რო­დე­საც იქ ჩა­ვე­დით, ვი­ფიქ­რე, ჩემი ქმა­რი მომ­კლავს-მეთ­ქი, თუმ­ცა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ერთი შე­ხედ­ვით, სხვა­დას­ხვა ტემ­პე­რა­მენ­ტი გვაქვს, ძა­ლი­ან ვგა­ვართ ერ­თმა­ნეთს, ის ჩემ­ზე მე­ტად "და­ქო­ქი­ლია". სა­ნამ და­ვუკ­ვეთ­დი სას­ტუმ­როს, მა­ნამ­დე მე­ნე­ჯერს ვე­სა­უბ­რე, მა­ინ­ტე­რე­სებ­და, შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო თუ არა უსაფრ­თხო ცურ­ვა. რვა წე­ლია გა­ვიხ­სე­ნით და ყუ­რე­ში დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ცურ­ვა­ზე პრობ­ლე­მა არა­ვის შეჰ­ქმნი­აო, - მი­პა­სუ­ხეს. პირ­ველ ჯერ­ზე რომ ჩა­ვე­დით, გა­ვი­ხე­დეთ, გა­მო­ვი­ხე­დეთ და არა­ფე­რია ხის პა­ტა­რა ხი­დის გარ­და, რომ­ლის იქით ტყე იწყე­ბა, არც ერთი ბუნ­გა­ლო არ ჩანს. 250 მეტ­რით რომ შე­ვი­წი­ეთ შიგ­ნით ღრმად, გა­მოჩ­ნდა ლოჯი და კი­დევ უფრო ღრმად ერ­თმა­ნე­თის­გან საკ­მა­ოდ მო­შო­რე­ბით მდგა­რი კა­ბი­ნე­ბი.

პა­ტა­რა მდი­ნა­რეს­თან გა­მაფრ­თხი­ლე­ბელ აბ­რას წა­ვა­წყდი, რო­მელ­ზეც ეწე­რა, "ღა­მით ცურ­ვა არ შე­იძ­ლე­ბა. აქ ნი­ან­გე­ბი არი­ან!.." კი გა­მიკ­ვირ­და, მაგ­რამ ვი­ფიქ­რე, სა­ხუ­მა­რო ბა­ნე­რი იყო და ყუ­რა­დღე­ბა არ მი­მიქ­ცე­ვია. სა­დი­ლის მერე ჩაგ­ვი­ტა­რეს ინ­სტრუქ­ტა­ჟი, გვი­თხრეს, რა უნდა გვქო­ნო­და თან ჯუნ­გლებ­ში სი­ა­რუ­ლი­სას, მათ შო­რის ფა­ნა­რი, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი ჩექ­მე­ბი, წყა­ლი და ა.შ. ცურ­ვა­ზე რომ ვკი­თხე, მი­თხრეს, მხო­ლოდ ექ­ვსის ნა­ხევ­რამ­დე შე­გიძ­ლი­ათ, რად­გან ღამე ნი­ან­გე­ბი მო­დი­ა­ნო (იცი­ნის). გა­და­ვი­რიე, ხომ გკი­თხეთ, სა­ში­შია თუ არა აქ ცურ­ვა-მეთ­ქი. და­მარ­წმუ­ნეს, ჩვენ მიერ და­სა­ხე­ლე­ბულ დრომ­დე არ გა­მოჩ­ნდე­ბი­ა­ნო და მერე ალ­ბათ ისე­თი სუ­ლე­ლუ­რი შე­კი­თხვა დავ­სვი, რა­საც ყვე­ლა პირ­ვე­ლად ჩა­სუ­ლი სვამს ხოლ­მე - ამ ნი­ან­გებს დრო რომ აე­რი­ოთ, მერე სად წა­ვი­დე-მეთ­ქი (იცი­ნის). მი­პა­სუ­ხეს, იმათ არა­ფე­რი ერე­ვა­თო... ამ ოთხი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ისე­თი ცხო­ვე­ლე­ბი და ფრინ­ვე­ლე­ბი ვნა­ხეთ, წიგნ­შიც რომ არ მი­ნა­ხავს. გვე­ლე­ბის ყო­ველ­თვის მე­ში­ნო­და, მაგ­რამ იქ იმ­დე­ნი ვნა­ხე, ძა­ლი­ან შხა­მი­ა­ნიც, ფრინ­ველყლა­პი­ე­ბიც, დი­დე­ბიც და პა­ტა­რე­ბიც, რომ­ლე­ბიც არა­ფერს და­გი­შა­ვე­ბენ, თუკი თა­ვად ფეხს არ და­ა­ბი­ჯებ, ან არ ავ­ნებ, რომ ახლა აღარ მე­ში­ნია. ფან­რით სწო­რედ იმი­ტომ უნდა იარო, რომ შემ­თხვე­ვით გველს ფეხი არ და­ად­გა...

წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იქ მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნალს და­ვუ­მე­გობ­რდით. იცით, რა შეგ­რძნე­ბაა, როცა სა­დღაც შორს, უბ­რა­ლო სო­ფელ­ში, კოს­ტა რი­კის გა­და­სა­კარ­გავ ჯუნ­გლებ­ში მელო, თო­მა­სი, ნემო, ფე­დე­რი­კა, ვე­რო­ნი­კა ყო­ველ ზამ­თარს სიყ­ვა­რუ­ლით გე­ლო­დე­ბი­ან და გოლ­ფი­ტოს აე­რო­პორ­ტში ყვა­ვი­ლე­ბით გხვდე­ბი­ან. რომ მე­კი­თხე­ბით, რა გე­ნატ­რე­ბაო, სწო­რედ ეს მე­ნატ­რე­ბა. ძა­ლი­ან ინ­ტენ­სი­უ­რი ცხოვ­რე­ბა გვაქვს ჯუნ­გლებ­ში. დი­ლის ექვს სა­ათ­ზე ვდგე­ბით, ჩვე­ნი რე­ჟი­მი გვაქვს, მთებ­ში ავ­დი­ვართ, დი­ლის იო­გის მერე სამი სა­ა­თი დავ­დი­ვართ, ისე­თი სუფ­თა ჰა­ე­რია, არ არ­სე­ბობს, და­ი­ღა­ლო, მი­ლი­არდწ­ლი­ა­ნი გა­უ­ვა­ლი ტყე­ე­ბი მსოფ­ლი­ოს ფილ­ტვე­ბად მი­იჩ­ნე­ვა. მუდ­მი­ვად მი­ზი­დავ­და მთა და ზღვა, მაგ­რამ კოს­ტა რი­კა­ში აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ მე და ჩემ­მა ქმარ­მა ტყის ფე­ნო­მე­ნი.

მე­ო­რე წელს, როცა კვლავ დავ­ბრუნ­დით იმ ად­გი­ლას, ღა­მით მე­უღ­ლეს­თან ერ­თად ყუ­რე­ში გა­ვე­დი. პლან­ქტო­ნე­ბი გი­ნა­ხავთ? ისე­თი შეგ­რძნე­ბაა, რომ ვარ­სკვლა­ვე­ბი ცი­დან წყალ­ში იყ­რე­ბა და ანა­თებს... პა­ნა­მა­ში, მექ­სი­კა­სა და კოს­ტა რი­კა­ში შე­იძ­ლე­ბა ამის ნახ­ვა. ფან­რე­ბით ვი­ყა­ვით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი და მა­ინ­ტე­რე­სებ­და იმ ად­გი­ლის ნახ­ვა, სა­დაც ვცუ­რავ ხოლ­მე. უც­ბად შევცბუნ­დი, რად­გან ამე­რი­კუ­ლი თეთ­რი ნი­ან­გი და­ვი­ნა­ხე. სა­დღაც 3,5 მეტ­რი იყო. ისე­თი ფო­ტო­ე­ბი მაქვს ღამე გა­და­ღე­ბუ­ლი, ენით აუ­წე­რე­ლი სი­ლა­მა­ზეა. ყო­ველ ღამე მო­დი­ო­და და ისე­თი შეგ­რძნე­ბა მქონ­და, რომ კონ­ტაქ­ტი დაგ­ვიმ­ყარ­და, სა­ხე­ლიც კი შე­ვარ­ქვი, კო­კი­ტო. მერე გა­ვი­გე, მო­უკ­ლავთ. სა­დღაც შო­რე­ულ სო­ფელ­ში ძაღ­ლი შე­ჭა­მა და პატ­რონ­მა თურ­მე ტყვია და­ა­ხა­ლა... სა­ერ­თოდ, თუკი მში­ე­რი არ არის, სა­ში­შიც არ გახ­ლავთ. ზო­გა­დად, ნი­ან­გის­თვის ადა­მი­ა­ნი საჭ­მე­ლი არ არის. რა თქმა უნდა, ავ­სტრა­ლი­ურ უზარ­მა­ზარ 10-12 მეტ­რი­ან ნი­ან­გებს არ ვგუ­ლის­ხმობ.

- მექ­სი­კამ არ მოგ­ხიბ­ლათ?

- მექ­სი­კა უზო­მოდ მიყ­ვარს. შვიდ­ჯერ ვი­ყა­ვით უკვე. 2012 წლის 21 დე­კემ­ბერს გახ­ლდით მექ­სი­კა­ში, ზუს­ტად მა­ი­ას ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის ცენ­ტრში - ტუ­ლუმ­ში, იმ პი­რა­მი­და­ზე ვი­დე­ქი, სა­დაც "დიდი ამ­ბა­ვი" უნდა მომ­ხდა­რი­ყო. სხვა­თა შო­რის, იქი­დან ტე­ლე­კომ­პა­ნია "დოჟდს" ჩა­ვერ­თე და პირ­და­პირ რე­პორ­ტაჟ­ში ყვე­ლას ვუ­ამ­ბე, გა­და­სა­რე­ვი ამინ­დია და სამ­ყა­როს და­სას­რუ­ლის არა­ფე­რი ეტყო­ბა აქა­უ­რო­ბას, მა­ი­ას ტო­მე­ბი მთელ ქვეყ­ნი­ე­რე­ბას გა­ე­ხუმრნენ-მეთ­ქი (იღი­მე­ბა). მექ­სი­კა ძა­ლი­ან დიდი და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნაა. აცტე­კე­ბი ძა­ლი­ან გან­სხვავ­დე­ბი­ან მა­ი­ას­გან და იქ არ უყ­ვართ შე­და­რე­ბე­ბი. ჩრდი­ლო­მექ­სი­კე­ლე­ბი მაღ­ლე­ბი არი­ან, სამ­ხრეთ­ში, იუ­კა­ტან­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით ჩემს საყ­ვა­რელ მე­რი­და­ში, მეტრ-ნა­ხე­ვა­რი სი­მაღ­ლის ხალ­ხია. ვხუმ­რობ ხოლ­მე, რა კარ­გია, რომ სა­დღაც მა­ღალ და თეთრ ქა­ლად მი­მიჩ­ნე­ვენ-მეთ­ქი (იღი­მის). მე და ჩემს მე­უღ­ლეს ბევ­რი გვი­მოგ­ზა­უ­რია ამ ქვე­ყა­ნა­ში მან­ქა­ნით. იქ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ხალ­ხი ცხოვ­რობს და მათ­გან უდი­დე­სი სით­ბო და ენერ­გია მო­დის. ჩვენ ნაკ­ლე­ბად გვგვა­ნან. მათ რა­ღაც­ნა­ი­რი მო­რი­დე­ბუ­ლი ტემ­პე­რა­მენ­ტი აქვთ, რო­მელ­საც თავს არ მო­გახ­ვე­ვენ. ისე­თი დე­ლი­კა­ტუ­რი და ეშ­ხი­ა­ნი ხალ­ხია, რომ ვერ აგი­წერთ. ჩემს ქმარს იქ პარტნი­ო­რე­ბი ჰყავს, "ჯე­ნე­რალ მო­ტორ­სის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ისი­ნი მე­ხი­კო­ე­ლი ებ­რა­ე­ლე­ბი არი­ან. ებ­რა­ე­ლე­ბის საკ­მა­ოდ დიდი და ძლი­ე­რი დი­ას­პო­რაა მე­ხი­კო­ში. სხვა­თა შო­რის, მა­ის­ში, როცა და­ით­ქვა მათი შეხ­ვედ­რა, სი­ა­მოვ­ნე­ბით გა­ვე­შუ­რეთ ჩვენს საყ­ვა­რელ მე­ხი­კო­ში.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ასინეთა
1

ალპები კი ბატონო მაგრამ ბაკურიანი ? თუმცა შინაურ მღვდელს შენოდბა რომ არ აქვს ესეც ასაღიარებელია.

უცნობი
1

არ ეშინია ასეთ ლამაზ ქალს ჯუნგლებში ბუამ რომ შეჭამოს!მერე რაღა გვეშველება?

მირანდა მირიანაშვილი ხუთი წელია მეუღლესთან ერთად დასასვენებლად უკაცრიელ ჯუნგლებში დადის

მირანდა მირიანაშვილი ხუთი წელია მეუღლესთან ერთად დასასვენებლად უკაცრიელ ჯუნგლებში დადის

მირანდა მირიანაშვილი წლებია რუსეთში ცხოვრობს, ელიტური წვეულებების სასურველი პერსონაა, როგორც სტუმარი და როგორც მომღერალი. უკვე ხუთი წელია, ის ბიზნესმენ ლეონიდ ოგარიოვის მეუღლეა. წყვილი ერთად დადის მსოფლიოს ყველაზე სასურველ და უცნაურ ადგილებში, მათ შორის, მაგალითად, კოსტა რიკის ჯუნგლებში და ამით უდიდეს სიამოვნებას იღებს. მირანდა თბილისს მცირე ხნით სტუმრობდა, დრო ვიხელთეთ და გამოცდილ მოგზაურს საინტერესო ქვეყნების შესახებ ვკითხეთ.

- ბოლო 18 წელია მოგზაურობა ჩემი ცხოვრების წესია. მექსიკიდან დაწყებული, სამხრეთ კორეით დამთავრებული, ჩემს მეუღლეს სხვადასხვა კონტინენტზე ჰყავს პარტნიორები, სადაც ხშირად მიწვევენ. რა თქმა უნდა, უმთავრესად საქმიან გადაფრენებში ვართ, თუმცა ყოველთვის ვიტოვებთ დროს მუზეუმებისა და გალერეებისთვის. იანვრიდან რომ დავითვალოთ, რამდენი დრო მაქვს გატარებული საზღვრებს გარეთ, ალბათ სულ 2-3 კვირა გამომივა მოსკოვში - სახლში რომ ვიყავი. ორჯერ გახლდით მექსიკაში, ორჯერ - ამერიკაში, იტალია, საფრანგეთი, შვეიცარია, ისრაელი და თურქეთი რომ არ ვახსენოთ. უამრავ ქვეყანაში ტურისტად არ ვგრძნობ თავს და ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად არ მივდივარ. მაგალითად, ვენეციაში აღარ ჩავალ სან-მარკოს სანახავად, რადგან 13 წელია, იქ ბიენალეზე დავდივარ და საკმაოდ დიდხანს მიწევდა ყოფნა, როცა საგალერეო საქმიანობას ვეწეოდი და ვენეციაში პროექტი მქონდა. იქ ორი კვირის წინაც გახლდით ბიენალეზე. ასე რომ, არის ტურისტული ქალაქები, სადაც როგორც ტურისტი, არასდროს ვხვდები (იღიმის).

- ევროპაში რა გენატრებათ ხო­ლმე?

- არაფერი! ვერ ვასწრებ მონატრებას, აი, ზეგ პარიზში მივფრინავ, თუმცა აგვისტო-სექტემბერში მეწყება მთების მონატრება. მე, ჩემი მეუღლე და ჩემი დაც, მედეა, კარგი მოთხილამურეები ვართ და მარტს ფრანგულ ალპებში ვატარებთ ხოლმე. თუკი მონატრებაზე ვილაპარაკებთ, ეს გრძნობა მეუფლება ცენტრალური და ლათინური ამერიკის ზოგიერთი ქვეყნის მიმართ, კოსტა რიკის, მექსიკის, პერუს, კოლუმბიის გახსენებისას. მომავალ ზამთარში ჩილესა და არგენტინაში პირველად მივემგზავრებით, შემდეგ კი ისევ კოსტა რიკაში წავალთ. იქ კორკოვადოს ჯუნგლებში ვისვენებთ ხოლმე. მივფრინავთ დედაქალაქ სან-ხოსეში, საიდანაც პატარა თვითმფრინავით 50 წუთი გოლფიტოში ან პუერტო ხიმენესში აღმოჩნდებით, იქიდან კი მოტორიანი ნავით მივდივართ 40 წუთი ოკეანედან ღრმად ყურეში ჩვენს საყვარელ ადგილამდე, რომელიც აბსოლუტურად გაუვალ ჯუნგლებში მდებარეობს. იქ დგას რამდენიმე ე.წ. "კაბინა", მთლიანად ხისგან გაკეთებული, სწორედ იქ ვცხოვრობთ ხოლმე, შუაგულ ტყეში, ცხოველ-ფრინველ-ქვეწარმავალ-მწერების გარემოცვაში, მაგრამ ნუ შეშინდებით, საოცარ ჰარმონიაში!. ამ საოცარ ადგილს ჰქვია ნიკუეზა. გასული იანვრის სამი კვირა იქ გავატარეთ.

- გაუვალ ჯუნგლებში დასვენება საშიში არ არის?

- ამ ადგილს ხუთი წლის წინათ ინტერნეტით მივაგენი. მე და ჩემს მეუღლეს იმდენად დატვირთული რეჟიმი გვაქვს, რომ სწორედ ასეთი დასვენება გვჭირდება. სულ მესმოდა, რომ კოსტა რიკა სამოთხე იყო, მე კი რაღაც ახლის ნახვა მსურდა. ქვეყანაში მოგზაურობისას მხოლოდ ოთხი დღით გადავწყვიტეთ ნიკუეზაში გაჩერება. როდესაც იქ ჩავედით, ვიფიქრე, ჩემი ქმარი მომკლავს-მეთქი, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით, სხვადასხვა ტემპერამენტი გვაქვს, ძალიან ვგავართ ერთმანეთს, ის ჩემზე მეტად "დაქოქილია". სანამ დავუკვეთდი სასტუმროს, მანამდე მენეჯერს ვესაუბრე, მაინტერესებდა, შესაძლებელი იყო თუ არა უსაფრთხო ცურვა. რვა წელია გავიხსენით და ყურეში დღის განმავლობაში ცურვაზე პრობლემა არავის შეჰქმნიაო, - მიპასუხეს. პირველ ჯერზე რომ ჩავედით, გავიხედეთ, გამოვიხედეთ და არაფერია ხის პატარა ხიდის გარდა, რომლის იქით ტყე იწყება, არც ერთი ბუნგალო არ ჩანს. 250 მეტრით რომ შევიწიეთ შიგნით ღრმად, გამოჩნდა ლოჯი და კიდევ უფრო ღრმად ერთმანეთისგან საკმაოდ მოშორებით მდგარი კაბინები.

პატარა მდინარესთან გამაფრთხილებელ აბრას წავაწყდი, რომელზეც ეწერა, "ღამით ცურვა არ შეიძლება. აქ ნიანგები არიან!.." კი გამიკვირდა, მაგრამ ვიფიქრე, სახუმარო ბანერი იყო და ყურადღება არ მიმიქცევია. სადილის მერე ჩაგვიტარეს ინსტრუქტაჟი, გვითხრეს, რა უნდა გვქონოდა თან ჯუნგლებში სიარულისას, მათ შორის ფანარი, პროფესიონალური ჩექმები, წყალი და ა.შ. ცურვაზე რომ ვკითხე, მითხრეს, მხოლოდ ექვსის ნახევრამდე შეგიძლიათ, რადგან ღამე ნიანგები მოდიანო (იცინის). გადავირიე, ხომ გკითხეთ, საშიშია თუ არა აქ ცურვა-მეთქი. დამარწმუნეს, ჩვენ მიერ დასახელებულ დრომდე არ გამოჩნდებიანო და მერე ალბათ ისეთი სულელური შეკითხვა დავსვი, რასაც ყველა პირველად ჩასული სვამს ხოლმე - ამ ნიანგებს დრო რომ აერიოთ, მერე სად წავიდე-მეთქი (იცინის). მიპასუხეს, იმათ არაფერი ერევათო... ამ ოთხი დღის განმავლობაში ისეთი ცხოველები და ფრინველები ვნახეთ, წიგნშიც რომ არ მინახავს. გველების ყოველთვის მეშინოდა, მაგრამ იქ იმდენი ვნახე, ძალიან შხამიანიც, ფრინველყლაპიებიც, დიდებიც და პატარებიც, რომლებიც არაფერს დაგიშავებენ, თუკი თავად ფეხს არ დააბიჯებ, ან არ ავნებ, რომ ახლა აღარ მეშინია. ფანრით სწორედ იმიტომ უნდა იარო, რომ შემთხვევით გველს ფეხი არ დაადგა...

წლების განმავლობაში იქ მომსახურე პერსონალს დავუმეგობრდით. იცით, რა შეგრძნებაა, როცა სადღაც შორს, უბრალო სოფელში, კოსტა რიკის გადასაკარგავ ჯუნგლებში მელო, თომასი, ნემო, ფედერიკა, ვერონიკა ყოველ ზამთარს სიყვარულით გელოდებიან და გოლფიტოს აეროპორტში ყვავილებით გხვდებიან. რომ მეკითხებით, რა გენატრებაო, სწორედ ეს მენატრება. ძალიან ინტენსიური ცხოვრება გვაქვს ჯუნგლებში. დილის ექვს საათზე ვდგებით, ჩვენი რეჟიმი გვაქვს, მთებში ავდივართ, დილის იოგის მერე სამი საათი დავდივართ, ისეთი სუფთა ჰაერია, არ არსებობს, დაიღალო, მილიარდწლიანი გაუვალი ტყეები მსოფლიოს ფილტვებად მიიჩნევა. მუდმივად მიზიდავდა მთა და ზღვა, მაგრამ კოსტა რიკაში აღმოვაჩინეთ მე და ჩემმა ქმარმა ტყის ფენომენი.

მეორე წელს, როცა კვლავ დავბრუნდით იმ ადგილას, ღამით მეუღლესთან ერთად ყურეში გავედი. პლანქტონები გინახავთ? ისეთი შეგრძნებაა, რომ ვარსკვლავები ციდან წყალში იყრება და ანათებს... პანამაში, მექსიკასა და კოსტა რიკაში შეიძლება ამის ნახვა. ფანრებით ვიყავით შეიარაღებული და მაინტერესებდა იმ ადგილის ნახვა, სადაც ვცურავ ხოლმე. უცბად შევცბუნდი, რადგან ამერიკული თეთრი ნიანგი დავინახე. სადღაც 3,5 მეტრი იყო. ისეთი ფოტოები მაქვს ღამე გადაღებული, ენით აუწერელი სილამაზეა. ყოველ ღამე მოდიოდა და ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ კონტაქტი დაგვიმყარდა, სახელიც კი შევარქვი, კოკიტო. მერე გავიგე, მოუკლავთ. სადღაც შორეულ სოფელში ძაღლი შეჭამა და პატრონმა თურმე ტყვია დაახალა... საერთოდ, თუკი მშიერი არ არის, საშიშიც არ გახლავთ. ზოგადად, ნიანგისთვის ადამიანი საჭმელი არ არის. რა თქმა უნდა, ავსტრალიურ უზარმაზარ 10-12 მეტრიან ნიანგებს არ ვგულისხმობ.

- მექსიკამ არ მოგხიბლათ?

- მექსიკა უზომოდ მიყვარს. შვიდჯერ ვიყავით უკვე. 2012 წლის 21 დეკემბერს გახლდით მექსიკაში, ზუსტად მაიას ცივილიზაციის ცენტრში - ტულუმში, იმ პირამიდაზე ვიდექი, სადაც "დიდი ამბავი" უნდა მომხდარიყო. სხვათა შორის, იქიდან ტელეკომპანია "დოჟდს" ჩავერთე და პირდაპირ რეპორტაჟში ყველას ვუამბე, გადასარევი ამინდია და სამყაროს დასასრულის არაფერი ეტყობა აქაურობას, მაიას ტომები მთელ ქვეყნიერებას გაეხუმრნენ-მეთქი (იღიმება). მექსიკა ძალიან დიდი და განსხვავებული ქვეყანაა. აცტეკები ძალიან განსხვავდებიან მაიასგან და იქ არ უყვართ შედარებები. ჩრდილომექსიკელები მაღლები არიან, სამხრეთში, იუკატანში, განსაკუთრებით ჩემს საყვარელ მერიდაში, მეტრ-ნახევარი სიმაღლის ხალხია. ვხუმრობ ხოლმე, რა კარგია, რომ სადღაც მაღალ და თეთრ ქალად მიმიჩნევენ-მეთქი (იღიმის). მე და ჩემს მეუღლეს ბევრი გვიმოგზაურია ამ ქვეყანაში მანქანით. იქ არაჩვეულებრივი ხალხი ცხოვრობს და მათგან უდიდესი სითბო და ენერგია მოდის. ჩვენ ნაკლებად გვგვანან. მათ რაღაცნაირი მორიდებული ტემპერამენტი აქვთ, რომელსაც თავს არ მოგახვევენ. ისეთი დელიკატური და ეშხიანი ხალხია, რომ ვერ აგიწერთ. ჩემს ქმარს იქ პარტნიორები ჰყავს, "ჯენერალ მოტორსის" წარმომადგენლები, ისინი მეხიკოელი ებრაელები არიან. ებრაელების საკმაოდ დიდი და ძლიერი დიასპორაა მეხიკოში. სხვათა შორის, მაისში, როცა დაითქვა მათი შეხვედრა, სიამოვნებით გავეშურეთ ჩვენს საყვარელ მეხიკოში.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო - "ნამახვანჰესის" კაშხლის მშენებლობაზე 9-12 თვით მორატორიუმი გამოცხადდა

"პასუხს 12:00 საათამდე დაველოდებით" - "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეების თქმით, ხელისუფლებისთვის მიცემული ვადა ამოიწურა

"ასე თუ გაგრძელდა, წავალ მეურნეობაში და დაგიტოვებთ შოუ-ბიზნესს..." - რა გეგმები აქვს "მამულიჩას" მშობლიურ ოდასთან დაკავშირებით?