საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
UNESCO-მ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხიდან ბაგრატის ტაძრის ამოღების გადაწყვეტილება მიიღო
UNESCO-მ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხიდან ბაგრატის ტაძრის ამოღების გადაწყვეტილება მიიღო

UNESCO-მ მსოფ­ლიო მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლ­თა ნუს­ხი­დან ბაგ­რა­ტის ტაძ­რის ამო­ღე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო. სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რი­სა და ძეგლ­თა დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა UNESCO-მ 37-ე სე­სი­ა­ზე მი­ი­ღო . ამა­ვე სე­სი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, გე­ლა­თის მო­ნას­ტე­რი და მცხე­თის ის­ტო­რი­უ­ლი ძეგ­ლე­ბი, საფრ­თხე­ში მყოფ მსოფ­ლიო მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლ­თა ნუს­ხა­ში რჩე­ბა.

"მსოფ­ლიო მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის კო­მი­ტეტ­მა, გა­ნი­ხი­ლა რა დო­კუ­მენ­ტი (WHC-13/37.COM/7A, მცხე­თის ის­ტო­რი­უ­ლი ძეგ­ლე­ბი (სა­ქარ­თვე­ლო)) მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მცხე­თის ის­ტო­რი­უ­ლი ძეგ­ლე­ბის (სა­ქარ­თვე­ლო) საფრ­თხე­ში მყოფ მსოფ­ლიო მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლ­თა ნუს­ხა­ში და­ტო­ვე­ბის შე­სა­ხებ. იუ­ნეს­კოს კო­მი­ტე­ტის 37-ე სე­სი­ამ, შარ­შან მსოფ­ლიო მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის კო­მი­ტე­ტის 36-ე სე­სი­ის­თვის შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ბაგ­რატ­სა და გე­ლათ­თან და­კავ­ში­რე­ბით მი­ღე­ბუ­ლი რე­ზო­ლუ­ცია ბაგ­რა­ტის მსოფ­ლიო მემ­კვიდ­რე­ო­ბის ნუს­ხი­დან ამო­ღე­ბი­სა და გე­ლა­თის რე­ნო­მი­ნა­ცი­ის მომ­ზა­დე­ბის შე­სა­ხებ, გან­ხილ­ვის გა­რე­შე და­ამ­ტკი­ცა. კო­მი­ტე­ტი სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას აძ­ლევს შანსს და სთხოვს, რომ მოხ­დეს ძეგლის სა­ზღვრე­ბის შეც­ვლა და სა­მო­მავ­ლოდ მსოფ­ლიო კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ნუს­ხა­ში მხო­ლოდ გე­ლა­თი წა­რად­გი­ნოს. იუ­ნეს­კო გა­მო­ხა­ტავს კე­თილ ნე­ბას გე­ლა­თის სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით, ქარ­თულ მხა­რეს სთხოვს გე­ლა­თის მსოფ­ლიო მნიშ­ვნე­ლო­ბის ძლი­ერ და­სა­ბუ­თე­ბას და მის ხე­ლა­ხალ წარ­დგე­ნას, თუმ­ცა კო­მი­ტე­ტი გა­რან­ტი­ას არ იძ­ლე­ვა, რომ გე­ლა­თიც არ ამო­ვარ­დე­ბა მსოფ­ლიო კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლ­თა ნუს­ხი­დან", - ნათ­ქვა­მია კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ამა­ვე უწყე­ბის ცნო­ბით, მსოფ­ლიო მემ­კვიდ­რე­ო­ბის კო­მი­ტე­ტის 37-ე სე­სი­ას წელს კამ­ბო­ჯა მას­პინ­ძლობს, რო­მე­ლიც გუ­შინ, 17 ივ­ნისს გა­იხ­სნა. ამ დრო­ის­თვის კო­მი­ტე­ტის სე­სი­ა­ზე, დამ­კვირ­ვებ­ლის სტა­ტუ­სით, იმ­ყო­ფე­ბა ქარ­თუ­ლი დე­ლე­გა­ცია კულ­ტუ­რი­სა და ძეგლ­თა დაც­ვის მი­ნის­ტრის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლის მა­რი­ნე მი­ზან­და­რის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით; დე­ლე­გა­ცი­ის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში არი­ან "ICOMOS სა­ქარ­თვე­ლოს" ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი ნატო ცინ­ცა­ბა­ძე და კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი რუ­სუ­დან მირ­ზი­კაშ­ვი­ლი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

UNESCO-მ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხიდან ბაგრატის ტაძრის ამოღების გადაწყვეტილება მიიღო

UNESCO-მ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხიდან ბაგრატის ტაძრის ამოღების გადაწყვეტილება მიიღო

UNESCO-მ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხიდან ბაგრატის ტაძრის ამოღების გადაწყვეტილება მიიღო. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება UNESCO-მ 37-ე სესიაზე მიიღო . ამავე სესიის გადაწყვეტილებით, გელათის მონასტერი და მცხეთის ისტორიული ძეგლები, საფრთხეში მყოფ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში რჩება.

"მსოფლიო მემკვიდრეობის დაცვის კომიტეტმა, განიხილა რა დოკუმენტი (WHC-13/37.COM/7A, მცხეთის ისტორიული ძეგლები (საქართველო)) მიიღო გადაწყვეტილება მცხეთის ისტორიული ძეგლების (საქართველო) საფრთხეში მყოფ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში დატოვების შესახებ. იუნესკოს კომიტეტის 37-ე სესიამ, შარშან მსოფლიო მემკვიდრეობის დაცვის კომიტეტის 36-ე სესიისთვის შემუშავებული ბაგრატსა და გელათთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუცია ბაგრატის მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოღებისა და გელათის რენომინაციის მომზადების შესახებ, განხილვის გარეშე დაამტკიცა. კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას აძლევს შანსს და სთხოვს, რომ მოხდეს ძეგლის საზღვრების შეცვლა და სამომავლოდ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში მხოლოდ გელათი წარადგინოს. იუნესკო გამოხატავს კეთილ ნებას გელათის საკითხთან დაკავშირებით, ქართულ მხარეს სთხოვს გელათის მსოფლიო მნიშვნელობის ძლიერ დასაბუთებას და მის ხელახალ წარდგენას, თუმცა კომიტეტი გარანტიას არ იძლევა, რომ გელათიც არ ამოვარდება მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხიდან", - ნათქვამია კულტურის სამინისტროს ინფორმაციაში.

ამავე უწყების ცნობით, მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 37-ე სესიას წელს კამბოჯა მასპინძლობს, რომელიც გუშინ, 17 ივნისს გაიხსნა. ამ დროისთვის კომიტეტის სესიაზე, დამკვირვებლის სტატუსით, იმყოფება ქართული დელეგაცია კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის მარინე მიზანდარის ხელმძღვანელობით; დელეგაციის შემადგენლობაში არიან "ICOMOS საქართველოს" ორგანიზაციის გენერალური მდივანი ნატო ცინცაბაძე და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი რუსუდან მირზიკაშვილი.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია