მიხეილ სააკაშვილის ბრაზილიური ვოიაჟი პრეზიდენტის ადმინისტრაციას 151 415,41 ლარი დაუჯდა

მიხეილ სააკაშვილის ბრაზილიური ვოიაჟი პრეზიდენტის ადმინისტრაციას 151 415,41 ლარი დაუჯდა

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბრაზილიაში ვიზიტისთვის 151 415,41 ლარი დაიხარჯა.

2012 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 31 იანვრამდე კი პრეზიდენტის ოფიციალურ ვიზიტებზე სულ 2 336 857,14 ლარია დახარჯული, - ამის შესახებ ინფორმაციას IDFI ავრცელებს. IDFI-ის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი ბრაზილიაში შარშან ივნისში იმყოფებოდა.

"2012 წლის მაისში პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება ბრაზილიაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების თანამშრომლების ვიზიტთან დაკავშირებით, სადაც მან აღნიშნა, რომ "ბიჭებს და გოგოებს ბრაზილიაში გასეირნება მოენატრათ. საინტერესოა, რომ ერთ თვეში პრეზიდენტის განკარგულებით ადმინისტრაციის ბიუჯეტიდან ბრაზილიაში პრეზიდენტის ვიზიტზე 151 415,41 ლარი გამოიყო", - ნათქვამია IDFI-ის სტატიაში.

"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" მონაცემებით, ამ თანხიდან 405 104,43 ლარი გასული წლის იანვარში, აშშ-სა და გერმანიაში ვიზიტზე, 402 036,73 ლარი - მარტში, აშშ-სა და საფრანგეთში,  169 991,94 ლარი კი ოქტომბერში ბელგიასა და ჩეხეთში განხორციელებულ ოფიციალურ ვიზიტებზე დაიხარჯა.

2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კი საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით 9 სხვადასხვა ქვეყანაში იმყოფებოდა. აღნიშნულ ვიზიტებზე პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან 705 550,94 ლარი გამოიყო.

IDFI-იმ პრეზიდენტის სამივლინებო ხარჯების შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინიტრაციიდან გამოითხოვა. სტატიაში აღნიშნულია, რომ ადმინისტრაციიდან მიღებული ინფორმაცია არ არის სრულყოფილი და პასუხში არ არის მითითებული ქვეყნის შიგნით განხორციელებული ვიზიტები, ასევე, ცალ-ცალკე არ არის გამოყოფილი ოფიციალურ ვიზიტებსა და სამუშაო შეხვედრებზე გაწეული ხარჯები.

როგორც IDFI-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს, წარმოდგენილი თანხები მოიცავს მთლიანად დელეგაციის და არა მხოლოდ პრეზიდენტის ხარჯებს. ამასთან, ამ ხარჯებში კატეგორიების, მაგალითად საწვავის, ბილეთების, დაცვის, სასტუმროს ხარჯების ცალკე გამოყოფა არ ხდება, რადგან ადმინისტრაციაში შესული განკარგულება მხოლოდ ვიზიტისთვის საჭირო ჯამურ თანხას მოიცავს.

IDFI ასევე აღნიშნავს, რომ ზოგიერთი ვიზიტის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე ინფორმაცია არ მოიპოვება.

ნათია ლეშკაშელი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია