პოლიტიკა
სამართალი

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რეპორტაჟი ნაგვის ქალაქიდან - "ერთი წუთით გავაჩერე მანქანა, რომ მოვბრუნდი, კაპოტზე ბანანის ქერქი დამხვდა"
რეპორტაჟი ნაგვის ქალაქიდან - "ერთი წუთით გავაჩერე მანქანა, რომ მოვბრუნდი, კაპოტზე ბანანის ქერქი დამხვდა"

"თბი­ლი­სი - სი­სუფ­თა­ვის ქა­ლა­ქი" - ერთ დროს ეს სლო­გა­ნი პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო. თუმ­ცა, არა შეჯ­და მწყე­რი ხე­საო - კარ­გი იქ­ნე­ბო­და, ჩვენს ქა­ლაქ­ში სი­სუფ­თა­ვის მოყ­ვა­რუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბაც რომ ცხოვ­რობ­დეს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თბი­ლი­სის ქუ­ჩე­ბი დღე­ში ორ­ჯერ იწ­მინ­დე­ბა, საშ­ვე­ლი მა­ინც არ არის.

ყო­ველ ნა­ბიჯ­ზე ვხე­დავთ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც გა­რე­მოს აბინ­ძუ­რე­ბენ - უცე­რე­მო­ნი­ოდ ყრი­ან შუა ქუ­ჩა­ში საჭ­მლის ნარ­ჩე­ნებს, სა­ნაგ­ვე ურ­ნამ­დე მის­ვლას ნაგ­ვის შო­რი­დან სრო­ლას ამ­ჯო­ბი­ნე­ბენ, ან კი­დევ, "მე მიყ­ვარს თბი­ლი­სის" სტი­კერ­მიკ­რუ­ლი მან­ქა­ნე­ბი­დან და­უ­ფიქ­რებ­ლად ის­ვრი­ან სი­გა­რე­ტის ნამ­წვებ­სა და ლუ­დის ბოთ­ლებს.

ამ კა­ტე­გო­რი­ის ადა­მი­ან­თა აღ­მო­ჩე­ნამ­დე, სახ­ლი­დან სამ­სა­ხუ­რამ­დე გზა ქუ­ჩე­ბის თვა­ლი­ე­რე­ბა­ში გა­ვა­ტა­რე. პირ­ვე­ლად ბა­გებ­ში, კორ­პუ­სებ­თან დაყ­რილ­მა თუ ჩა­მოყ­რილ­მა სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ნა­გავ­მა აღ­მაშ­ფო­თა. გა­საკ­ვი­რია - კორ­პუ­სის ბი­ნად­რებს არ აწუ­ხებთ, მათი შვი­ლე­ბი ამ ნაგ­ვით სავ­სე ეზო­ში რომ თა­მა­შო­ბენ? სა­ნამ ფო­ტოს ვი­ღებ­დი, გა­ფუ­ჭე­ბულ­მა ხა­ჭომ ცხვირ­წინ ჩა­მიქ­რო­ლა და მივ­ხვდი, ნა­თელ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჯერ კი­დევ ბნე­ლა.

ვეჭ­ვობ, სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდ­მა ნა­წილ­მა არ იცის სა­ნაგ­ვე ურ­ნის მნიშ­ვნე­ლო­ბა. სკვე­რებ­ში ხში­რად შეხ­ვდე­ბით ნაგ­ვით გარ­შე­მორ­ტყმულ ცა­რი­ელ ურ­ნებს. თით­ქოს ყვე­ლა გმობს ქუ­ჩებ­ში გა­მე­ფე­ბულ ან­ტი­სა­ნი­ტა­რი­ას, მაგ­რამ ნა­გა­ვი მა­ინც ჰა­ერ­ში დაფ­რი­ნავს.

ალ­ბათ, ყვე­ლას შე­უმ­ჩნე­ვია ავ­ტო­ბუ­სის გა­ჩე­რე­ბა­ზე თუ სწრა­ფი ჩა­რი­ცხვის აპა­რა­ტებ­თან თოვ­ლი­ვით მო­ფე­ნი­ლი ბი­ლე­თე­ბი და ჩე­კე­ბი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ნაგ­ვე ყუ­თე­ბი იქვე დგას, სა­ზო­გა­დო­ე­ბა ნაგ­ვის ქუ­ჩა­ში დაყ­რას ამ­ჯო­ბი­ნებს.

რთუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაა ავ­ტო­სად­გო­მებ­ზეც. რო­გორც ჩანს, დამ­ბინ­ძუ­რებ­ლის­თვის ასე­თი ტე­რი­ტო­რია მის­წრე­ბაა - ვე­რა­ვინ ხე­დავს და ნა­გავ­საც თა­მა­მად ყრის.

- ერთი კვი­რის წინ ყაზ­ბე­გის ქუ­ჩა­ზე, შიდა ეზო­ში ერთი წუ­თით გა­ვა­ჩე­რე მან­ქა­ნა. რომ მოვ­ბრუნ­დი, კა­პოტ­ზე ბა­ნა­ნის ქერ­ქი დამ­ხვდა. არ ვიცი, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ასე­თი უკულ­ტუ­რო­ბა. ყვე­ლა­ფერს სა­ხელ­მწი­ფო ხომ ვერ და­ა­რე­გუ­ლი­რებს, ხალ­ხს უნდა ახ­სოვ­დეს სა­კუ­თა­რი მო­ვა­ლე­ო­ბა. თუ მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი არ ახ­სოვს, ის მა­ინც უნდა იცო­დეს, რომ ნა­გა­ვი მან­ქა­ნა­ზე არ და­ყა­როს, - ამ­ბობს თბი­ლი­სის მცხოვ­რე­ბი ნინო ბე­რი­ძე.

ნა­გა­ვი მან­ქა­ნა­ზე მეც ბევ­რჯერ შე­მი­ნიშ­ნავს, აი, პრე­სის ჯი­ხუ­რის თავ­ზე აუ­რა­ცხე­ლი ნაგ­ვის ნახ­ვამ კი უზო­მოდ გა­მაკ­ვირ­ვა. რო­გორც ჩანს, მი­წის­ზე­და გა­და­სას­ვლელ­ზე გა­დამ­სვლელ-გად­მომ­სვლე­ლი ყო­ველ­გვარ ნარ­ჩენს პირ­და­პირ ამ ჯი­ხუ­რის თავ­ზე ათავ­სებს. ჯი­ხუ­რის გამ­ყიდ­ვე­ლი ამ­ბობს, რომ ამ პრო­ცე­სის გა­კონ­ტრო­ლე­ბას ვერ ახერ­ხებს.

- მეს­მის ხოლ­მე ბრა­ხაბ­რუ­ხი, მაგ­რამ ყო­ველ წუთს ჯი­ხუ­რი­დან ხომ ვერ გა­მო­ვალ, ამი­ტომ და­ვი­ღა­ლე და და­ვა­ნე­ბე თავი. არ ვიცი, ამ ხალ­ხს რა ეშ­ვე­ლე­ბა, ზრდას­რულ ადა­მი­ა­ნებს თა­ვი­დან ხომ ვერ აღ­ზრდი. სამ­წუ­ხა­როა, რომ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში სი­სუფ­თა­ვის დაც­ვის, ქუ­ჩე­ბის, ბუ­ნე­ბის მოვ­ლის კულ­ტუ­რა არ არ­სე­ბობს".

ვაგ­ზლის მო­ე­დან­ზე და­სუფ­თა­ვე­ბის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრო­მელს შევ­ხვდი. ვკი­თხე, დღე­ში რამ­დენ­ჯერ უწევს ტე­რი­ტო­რი­ის და­სუფ­თა­ვე­ბა, რომ სი­ბინ­ძუ­რე არ იგ­რძნო­ბო­დეს, რა­ზეც გაბ­რა­ზე­ბულ­მა მო­მი­გო: "ამ ხალ­ხის ხელ­ში შე­უძ­ლე­ბე­ლია სი­სუფ­თა­ვის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა! სა­ნაგ­ვემ­დე მის­ვლა ეზა­რე­ბათ, ყვე­ლა­ფერს ძირს ყრი­ან. რომ არ მი­ჭირ­დეს, 500 ლა­რად ნამ­დვი­ლად არ მი­ღირს ამ­დე­ნი შრო­მა, დღე­ში სამ­ჯერ ვგვი ამ­ხე­ლა ტე­რი­ტო­რი­ას და უკან რომ მო­ვი­ხე­დავ, უკვე და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლია".

ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სით, და­სუფ­თა­ვე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვა ქვე­ითად მო­სი­ა­რუ­ლის­თვის 50-ლა­რი­ან ჯა­რი­მას ით­ვა­ლის­წი­ნებს, იუ­რი­დი­უ­ლი პირი კი 500 ლა­რით ჯა­რიმ­დე­ბა, თუმ­ცა, მკაც­რი კონ­ტრო­ლი ამ წე­სე­ბის დამ­რღვე­ვებ­ზე არ ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

გა­რე­მოს დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში ამ პრობ­ლე­მის მო­საგ­ვა­რებ­ლად უკვე მუ­შა­ო­ბენ. პრეს­სამ­სა­ხუ­რის გან­ცხა­დე­ბით, 2011 წელს გა­რე­მოს დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ფუნ­ქცი­ე­ბი შე­ეკ­ვე­ცა და გა­რე­მო­ზე ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სამ­სა­ხუ­რიც გა­უქ­მდა.

"სა­მი­ნის­ტრო­ში რე­ორ­გა­ნი­ზა­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს, გა­რე­მოს ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სამ­სა­ხუ­რი ისევ ამოქ­მედ­დე­ბა და არა მარ­ტო თბი­ლისს, მთელ სა­ქარ­თვე­ლოს გა­ა­კონ­ტრო­ლებს. გა­რე­მოს დამ­ბინ­ძუ­რებ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ შე­სა­ბა­მი­სი ზო­მე­ბი იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი", - ნათ­ქვა­მია პრეს­სამ­სა­ხუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

მაკა ქო­ბა­ლია

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

რეპორტაჟი ნაგვის ქალაქიდან - "ერთი წუთით გავაჩერე მანქანა, რომ მოვბრუნდი, კაპოტზე ბანანის ქერქი დამხვდა"

რეპორტაჟი ნაგვის ქალაქიდან - "ერთი წუთით გავაჩერე მანქანა, რომ მოვბრუნდი, კაპოტზე ბანანის ქერქი დამხვდა"

"თბილისი - სისუფთავის ქალაქი" - ერთ დროს ეს სლოგანი პოპულარული იყო. თუმცა, არა შეჯდა მწყერი ხესაო - კარგი იქნებოდა, ჩვენს ქალაქში სისუფთავის მოყვარული საზოგადოებაც რომ ცხოვრობდეს. მიუხედავად იმისა, რომ თბილისის ქუჩები დღეში ორჯერ იწმინდება, საშველი მაინც არ არის.

ყოველ ნაბიჯზე ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც გარემოს აბინძურებენ - უცერემონიოდ ყრიან შუა ქუჩაში საჭმლის ნარჩენებს, სანაგვე ურნამდე მისვლას ნაგვის შორიდან სროლას ამჯობინებენ, ან კიდევ, "მე მიყვარს თბილისის" სტიკერმიკრული მანქანებიდან დაუფიქრებლად ისვრიან სიგარეტის ნამწვებსა და ლუდის ბოთლებს.

ამ კატეგორიის ადამიანთა აღმოჩენამდე, სახლიდან სამსახურამდე გზა ქუჩების თვალიერებაში გავატარე. პირველად ბაგებში, კორპუსებთან დაყრილმა თუ ჩამოყრილმა საყოფაცხოვრებო ნაგავმა აღმაშფოთა. გასაკვირია - კორპუსის ბინადრებს არ აწუხებთ, მათი შვილები ამ ნაგვით სავსე ეზოში რომ თამაშობენ? სანამ ფოტოს ვიღებდი, გაფუჭებულმა ხაჭომ ცხვირწინ ჩამიქროლა და მივხვდი, ნათელ საქართველოში ჯერ კიდევ ბნელა.

ვეჭვობ, საზოგადოების დიდმა ნაწილმა არ იცის სანაგვე ურნის მნიშვნელობა. სკვერებში ხშირად შეხვდებით ნაგვით გარშემორტყმულ ცარიელ ურნებს. თითქოს ყველა გმობს ქუჩებში გამეფებულ ანტისანიტარიას, მაგრამ ნაგავი მაინც ჰაერში დაფრინავს.

ალბათ, ყველას შეუმჩნევია ავტობუსის გაჩერებაზე თუ სწრაფი ჩარიცხვის აპარატებთან თოვლივით მოფენილი ბილეთები და ჩეკები. მიუხედავად იმისა, რომ სანაგვე ყუთები იქვე დგას, საზოგადოება ნაგვის ქუჩაში დაყრას ამჯობინებს.

რთული მდგომარეობაა ავტოსადგომებზეც. როგორც ჩანს, დამბინძურებლისთვის ასეთი ტერიტორია მისწრებაა - ვერავინ ხედავს და ნაგავსაც თამამად ყრის.

- ერთი კვირის წინ ყაზბეგის ქუჩაზე, შიდა ეზოში ერთი წუთით გავაჩერე მანქანა. რომ მოვბრუნდი, კაპოტზე ბანანის ქერქი დამხვდა. არ ვიცი, როგორ შეიძლება ასეთი უკულტურობა. ყველაფერს სახელმწიფო ხომ ვერ დაარეგულირებს, ხალხს უნდა ახსოვდეს საკუთარი მოვალეობა. თუ მოვალეობები არ ახსოვს, ის მაინც უნდა იცოდეს, რომ ნაგავი მანქანაზე არ დაყაროს, - ამბობს თბილისის მცხოვრები ნინო ბერიძე.

ნაგავი მანქანაზე მეც ბევრჯერ შემინიშნავს, აი, პრესის ჯიხურის თავზე აურაცხელი ნაგვის ნახვამ კი უზომოდ გამაკვირვა. როგორც ჩანს, მიწისზედა გადასასვლელზე გადამსვლელ-გადმომსვლელი ყოველგვარ ნარჩენს პირდაპირ ამ ჯიხურის თავზე ათავსებს. ჯიხურის გამყიდველი ამბობს, რომ ამ პროცესის გაკონტროლებას ვერ ახერხებს.

- მესმის ხოლმე ბრახაბრუხი, მაგრამ ყოველ წუთს ჯიხურიდან ხომ ვერ გამოვალ, ამიტომ დავიღალე და დავანებე თავი. არ ვიცი, ამ ხალხს რა ეშველება, ზრდასრულ ადამიანებს თავიდან ხომ ვერ აღზრდი. სამწუხაროა, რომ ჩვენს ქვეყანაში სისუფთავის დაცვის, ქუჩების, ბუნების მოვლის კულტურა არ არსებობს".

ვაგზლის მოედანზე დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს შევხვდი. ვკითხე, დღეში რამდენჯერ უწევს ტერიტორიის დასუფთავება, რომ სიბინძურე არ იგრძნობოდეს, რაზეც გაბრაზებულმა მომიგო: "ამ ხალხის ხელში შეუძლებელია სისუფთავის შენარჩუნება! სანაგვემდე მისვლა ეზარებათ, ყველაფერს ძირს ყრიან. რომ არ მიჭირდეს, 500 ლარად ნამდვილად არ მიღირს ამდენი შრომა, დღეში სამჯერ ვგვი ამხელა ტერიტორიას და უკან რომ მოვიხედავ, უკვე დაბინძურებულია".

ადმინისტრაციულ სამართალ­დარღვევათა კოდექსით, დასუფ­თავების წესების დარღვევა ქვე­ითად მოსიარულისთვის 50-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს, იურიდიული პირი კი 500 ლარით ჯარიმდება, თუმცა, მკაცრი კონტროლი ამ წესების დამრღვევებზე არ ხორციელდება.

გარემოს დაცვის სამინისტროში ამ პრობლემის მოსაგვარებლად უკვე მუშაობენ. პრესსამსახურის განცხადებით, 2011 წელს გარემოს დაცვის სამინისტროს ფუნქციები შეეკვეცა და გარემოზე ზედამხედველობის სამსახურიც გაუქმდა.

"სამინისტროში რეორგანიზაცია მიმდინარეობს, გარემოს ზედამხედველობის სამსახური ისევ ამოქმედდება და არა მარტო თბილისს, მთელ საქართველოს გააკონტროლებს. გარემოს დამბინძურებლების წინააღმდეგ შესაბამისი ზომები იქნება მიღებული", - ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში.

მაკა ქობალია

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია