საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ანუკი არეშიძე: "აპლოდისმენტები ჩვენების შემდეგ - აი ეს არის ჩემი შთაგონება"
ანუკი არეშიძე: "აპლოდისმენტები ჩვენების შემდეგ - აი ეს არის ჩემი შთაგონება"

ქარ­თველ­მა დი­ზა­ი­ნერ­მა, ანუ­კი არე­ში­ძემ უკ­რა­ი­ნულ ონ­ლა­ინ გა­მო­ცე­მა bestin.ua-ს ვრცე­ლი ინ­ტერ­ვიუ მის­ცა. კახი კა­ლა­ძის მე­უღ­ლემ ისა­უბ­რა ოჯახ­ზე, საქ­მე­ზე და ფო­ტო­სე­სი­ა­შიც მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

- რო­გო­რია თქვე­ნი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი დღე სა­ქარ­თვე­ლო­ში? მოგ­ვი­ყე­ვით თბი­ლის­ში თქვე­ნი საყ­ვა­რე­ლი ად­გი­ლე­ბის შე­სა­ხებ, სა­დაც ოჯახ­თან ერ­თად დროს ატა­რებთ.

- ჩემი დღე დი­ლის 9 სა­ათ­ზე იწყე­ბა, რო­დე­საც უფ­რო­სი ვა­ჟიშ­ვი­ლი სა­ბავ­შვო ბაღ­ში მიმ­ყავს (ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლი გრა­ფი­კი მაქვს: ვსწავ­ლობ რუ­სულს, ინ­გლი­სურ­სა და იტა­ლი­ურს, ზოგ დღე­ებ­ში კი მუ­სი­კა მაქვს), შემ­დეგ მივ­დი­ვარ ატე­ლი­ე­ში, ვი­ღებ შეკ­ვე­თებს, ვი­ღებ კლი­ენ­ტე­ბის ზო­მებს. ANOUKI BICHOLLA ქარ­თველ მო­დის მიმ­დევ­რებს აც­მევს. შემ­დეგ ვხვდე­ბი პარტნი­ო­რებს, 17:00 სთ-ზე უფ­რო­სი ვაჟი ბა­ღი­დან გა­მომ­ყავს და შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად ვსე­ირ­ნობთ სუფ­თა ჰა­ერ­ზე. სა­ღა­მო­ო­ბით კერ­ძო მას­წავ­ლებ­ლის დახ­მა­რე­ბით ფსი­ქო­ლო­გი­ას ვე­უფ­ლე­ბი. მე და კა­ხას დღის ძა­ლი­ან და­ძა­ბუ­ლი რე­ჟი­მი გვაქვს, ამი­ტომ ვცდი­ლობთ თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო ოჯახ­თან ერ­თად სახ­ლში გა­ვა­ტა­როთ.

-რო­დის გა­გი­ტა­ცათ მო­დის სამ­ყა­რომ?

- ბავ­შვო­ბი­დან დე­და­ჩე­მი რწმე­ნას მმა­ტებ­და. მე მა­ღა­ლი, ქერა ვი­ყა­ვი, ეს კი ჩვენ­თან იშ­ვი­ა­თო­ბაა. დე­და­ჩე­მი ყო­ველ­თვის მარ­წმუ­ნებ­და: "შენ ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი ხარ."

- შე­იძ­ლე­ბა თბი­ლისს "მოდი დე­და­ქა­ლა­ქი" ეწო­დოს?

- თბი­ლი­სი ჯერ კი­დევ საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დროს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მო­დუ­რი დე­და­ქა­ლა­ქი იყო. ახლა ვცდი­ლობთ ყუ­რა­დღე­ბა არ მო­ვა­დუ­ნოთ, ყვე­ლა­ფე­რი ისე არაა, რო­გორც გვინ­და.

- შე­გიძ­ლი­ათ და­ა­სა­ხე­ლოთ ის ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რე­ბი, რომ­ლე­ბიც გე­ა­მა­ყე­ბათ?

- დიახ, ესე­ნი არი­ან David Koma და Gvasaliia, რო­მე­ლიც Louis Vuitton-ის მო­დის სახ­ლში მარკ ჯე­ი­კობსთან მუ­შა­ობს.

- თქვენ დი­ზა­ინს მი­ლან­ში Istituto Marangoni-ში სწავ­ლობ­დით. რას იტყვით ამ ცნო­ბილ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ზე?

- ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ Istituto Marangoni-ში ვსწავ­ლობ­დი და სხვა­თა­შო­რის, არა მხო­ლოდ იქ. მე ასე­ვე და­ვამ­თავ­რე Akademia del Lusso. კმა­ყო­ფი­ლი ვარ, რომ იტა­ლი­ა­ში ყოფ­ნი­სას დრო ტყუ­ი­ლად არ გავფლან­გე.

- რა არის თქვე­ნი შთა­გო­ნე­ბის წყა­რო?

- ყო­ველ­თვის ვიცი რისი მიღ­წე­ვა მინ­და და რო­დე­საც სა­სურ­ველ შე­დეგს ვი­ღებ, ეს უდი­დეს სი­ა­მოვ­ნე­ბას და მუ­შა­ო­ბის გაგ­რძე­ლე­ბის ძა­ლას მა­ნი­ჭებს. მუ­შა­ო­ბის ბედ­ნი­ე­რე­ბა და აპ­ლო­დის­მენ­ტე­ბი ჩვე­ნე­ბის შემ­დეგ - აი ეს არის ჩემი შთა­გო­ნე­ბა.

- შე­გიძ­ლი­ათ ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბოთ იმ გო­გო­ნას იმი­ჯი, რო­მე­ლიც ბრენდ ANOUKI BICHOLLA-ს ატა­რებს?

- ჩვე­ნი გო­გო­ნა უნდა იყოს კრე­ა­ტი­უ­ლი, სექ­სუ­ა­ლუ­რი, კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი, თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი, უნდა ჰქონ­დეს შარ­მი და აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­მო­ირ­ჩე­ო­დეს მა­სის­გან.

- მალე კი­ევ­ში გა­იხ­სნე­ბა concept-store ANOUKI BICHOLLA...

- ჩვენ, რო­გორც ბრენ­დი, პრაქ­ტი­კუ­ლად კი­ევ­ში და­ვი­ბა­დეთ! ჩვენს შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დი­ის მეშ­ვე­ო­ბით შე­ი­ტყეს. ჩვენ შე­მო­ვი­ტა­ნეთ ახა­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა, ფე­რე­ბი, ხაზი და ახა­ლი ხედ­ვა. ახლა ეს გვა­ვალ­დე­ბუ­ლებს, რომ ჩვე­ნი პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი სწო­რედ კი­ევ­ში გა­დავ­დგათ. გარ­და ამი­სა, ჩვენ ვგრძნობთ დიდ სიყ­ვა­რულს, ინ­ტე­რესს და პა­ტი­ვის­ცე­მას თქვენ­გან, ამი­ტომ ჩვე­ნი მხრივ, გვინ­და სიყ­ვა­რუ­ლით გი­პა­სუ­ხოთ.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

მომ­ზა­დე­ბუ­ლია bestin.ua-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ანუკი არეშიძე: "აპლოდისმენტები ჩვენების შემდეგ - აი ეს არის ჩემი შთაგონება"

ანუკი არეშიძე: "აპლოდისმენტები ჩვენების შემდეგ - აი ეს არის ჩემი შთაგონება"

ქართველმა დიზაინერმა, ანუკი არეშიძემ უკრაინულ ონლაინ გამოცემა bestin.ua-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა. კახი კალაძის მეუღლემ ისაუბრა ოჯახზე, საქმეზე და ფოტოსესიაშიც მიიღო მონაწილეობა.

- როგორია თქვენი ჩვეულებრივი დღე საქართველოში? მოგვიყევით თბილისში თქვენი საყვარელი ადგილების შესახებ, სადაც ოჯახთან ერთად დროს ატარებთ.

- ჩემი დღე დილის 9 საათზე იწყება, როდესაც უფროსი ვაჟიშვილი საბავშვო ბაღში მიმყავს (ძალიან დატვირთული გრაფიკი მაქვს: ვსწავლობ რუსულს, ინგლისურსა და იტალიურს, ზოგ დღეებში კი მუსიკა მაქვს), შემდეგ მივდივარ ატელიეში, ვიღებ შეკვეთებს, ვიღებ კლიენტების ზომებს. ANOUKI BICHOLLA ქართველ მოდის მიმდევრებს აცმევს. შემდეგ ვხვდები პარტნიორებს, 17:00 სთ-ზე უფროსი ვაჟი ბაღიდან გამომყავს და შეძლებისდაგვარად ვსეირნობთ სუფთა ჰაერზე. საღამოობით კერძო მასწავლებლის დახმარებით ფსიქოლოგიას ვეუფლები. მე და კახას დღის ძალიან დაძაბული რეჟიმი გვაქვს, ამიტომ ვცდილობთ თავისუფალი დრო ოჯახთან ერთად სახლში გავატაროთ.

-როდის გაგიტაცათ მოდის სამყარომ?

- ბავშვობიდან დედაჩემი რწმენას მმატებდა. მე მაღალი, ქერა ვიყავი, ეს კი ჩვენთან იშვიათობაა. დედაჩემი ყოველთვის მარწმუნებდა: "შენ ყველაზე ლამაზი ხარ."

- შეიძლება თბილისს "მოდი დედაქალაქი" ეწოდოს?

- თბილისი ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს ერთ-ერთი ყველაზე მოდური დედაქალაქი იყო. ახლა ვცდილობთ ყურადღება არ მოვადუნოთ, ყველაფერი ისე არაა, როგორც გვინდა.

- შეგიძლიათ დაასახელოთ ის ქართველი დიზაინერები, რომლებიც გეამაყებათ?

- დიახ, ესენი არიან David Koma და Gvasaliia, რომელიც Louis Vuitton-ის მოდის სახლში მარკ ჯეიკობსთან მუშაობს.

- თქვენ დიზაინს მილანში Istituto Marangoni-ში სწავლობდით. რას იტყვით ამ ცნობილ დაწესებულებაზე?

- ძალიან ბედნიერი ვარ, რომ Istituto Marangoni-ში ვსწავლობდი და სხვათაშორის, არა მხოლოდ იქ. მე ასევე დავამთავრე Akademia del Lusso. კმაყოფილი ვარ, რომ იტალიაში ყოფნისას დრო ტყუილად არ გავფლანგე.

- რა არის თქვენი შთაგონების წყარო?

- ყოველთვის ვიცი რისი მიღწევა მინდა და როდესაც სასურველ შედეგს ვიღებ, ეს უდიდეს სიამოვნებას და მუშაობის გაგრძელების ძალას მანიჭებს. მუშაობის ბედნიერება და აპლოდისმენტები ჩვენების შემდეგ - აი ეს არის ჩემი შთაგონება.

- შეგიძლიათ ჩამოაყალიბოთ იმ გოგონას იმიჯი, რომელიც ბრენდ ANOUKI BICHOLLA-ს ატარებს?

- ჩვენი გოგონა უნდა იყოს კრეატიული, სექსუალური, კონსტრუქციული, თავდაჯერებული, უნდა ჰქონდეს შარმი და  აუცილებლად უნდა გამოირჩეოდეს მასისგან.

- მალე კიევში გაიხსნება concept-store ANOUKI BICHOLLA...

- ჩვენ, როგორც ბრენდი, პრაქტიკულად კიევში დავიბადეთ! ჩვენს შესახებ უკრაინული მედიის მეშვეობით შეიტყეს. ჩვენ შემოვიტანეთ ახალი მიმართულება, ფერები, ხაზი და ახალი ხედვა. ახლა ეს გვავალდებულებს, რომ ჩვენი პირველი ნაბიჯი სწორედ კიევში გადავდგათ. გარდა ამისა, ჩვენ ვგრძნობთ დიდ სიყვარულს, ინტერესს და პატივისცემას თქვენგან, ამიტომ ჩვენი მხრივ, გვინდა სიყვარულით გიპასუხოთ.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია bestin.ua-ს მიხედვით.

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"