პოლიტიკა
საზოგადოება

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისის გოგირდის აბანოში ვიქტორ იუშჩენკოს სტუმრობას ადასტურებენ
თბილისის გოგირდის აბანოში ვიქტორ იუშჩენკოს სტუმრობას ადასტურებენ

შპს "ნა­რი­ყა­ლა­ში" ადას­ტუ­რე­ბენ, რომ მათ კუთ­ვნილ N5 აბა­ნო­ში უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტი ვიქ­ტორ იუშ­ჩენ­კო იმ­ყო­ფე­ბო­და.

რო­გორც აბა­ნოს დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლემ, ლუ­ი­ზა გო­გო­ძემ გა­ნა­ცხა­და, იუშ­ჩენ­კო გო­გირ­დის აბა­ნო­ში და­ახ­ლო­ე­ბით 2-3 წლის წინ იმ­ყო­ფე­ბო­და.

"ნამ­დვი­ლად იმ­ყო­ფე­ბო­და უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტი ჩვენს აბა­ნო­ში. ის ვიპ აბა­ნო­ში იყო შე­სუ­ლი. ეს და­ახ­ლო­ე­ბით 2-3 წლის წინ მოხ­და, ზუს­ტი თა­რი­ღი არ მახ­სოვს. უნდა ვთქვა, რომ ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა ჩვე­ნი მომ­სა­ხუ­რე­ბა, მი­ირ­თვა ჩაი, ასე­ვე გა­უ­კეთ­და მა­სა­ჟი და სხვა­დას­ხვა სა­ხის პრო­ცე­დუ­რე­ბიც. ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი წა­ვი­და", - გა­ნა­ცხა­და გო­გო­ძემ.

ამას­თან, რო­გორც ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში აცხა­დე­ბენ, ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც იუ­შენ­კოს მო­ემ­სა­ხურ­ნენ, ამ­ჟა­მად სხვა­გან მუ­შა­ო­ბენ.

გო­გირ­დის აბა­ნო­ში იუ­შენ­კოს სტუმ­რო­ბის ფაქ­ტი სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის ბი­უ­ჯე­ტის ხარ­ჯე­ბის ამ­სახ­ვე­ლი მა­სა­ლე­ბით დას­ტურ­დე­ბა. სამ­სა­ხუ­რის არა­მიზ­ნობ­რი­ვი ხარ­ჯე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია და დო­კუ­მენ­ტა­ცია გუ­შინ დე­პუ­ტატ­მა ირი­ნა იმერ­ლიშ­ვილ­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა. დე­პუ­ტა­ტი აღ­ნიშ­ნავს, რომ ყვე­ლა ეს ხარ­ჯი ფა­რულ ხარ­ჯებ­შია გა­ტა­რე­ბუ­ლი და მას დღემ­დე გრი­ფი "სა­ი­დუმ­ლო"ედო.

გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სა­ლა­როს შე­მო­სავ­ლის ორ­დე­რის მი­ხედ­ვით, იუ­შენ­კოს აბა­ნოს მომ­სა­ხუ­რე­ბა­ში სულ 591 ლა­რია და­ხარ­ჯუ­ლი. ორ­დე­რი 2011 წლის 6 აპ­რილს არის გა­ცე­მუ­ლი.

ინ­ვო­ი­სის მი­ხედ­ვით, მომ­სა­ხუ­რე­ბა 7 ადა­მი­ან­ზე იყო გა­წე­რი­ლი და მას­ში შე­დი­ო­და თაფ­ლის მა­სა­ჟი, სამი ჩა­ი­და­ნი ჩაი მუ­რა­ბით, 6 მი­ნე­რა­ლუ­რი და 6 სას­მე­ლი წყა­ლი, 7 სა­პო­ნი, 7 შამ­პუ­ნი და 7 წყვი­ლი ჩუს­ტი. ინ­ვო­ისს ხელს აწერს შპს "ნა­რი­ყა­ლას" დი­რექ­ტო­რი.

იხი­ლეთ ვი­დეო

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები

თბილისის გოგირდის აბანოში ვიქტორ იუშჩენკოს სტუმრობას ადასტურებენ

თბილისის გოგირდის აბანოში ვიქტორ იუშჩენკოს სტუმრობას ადასტურებენ

შპს "ნარიყალაში" ადასტურებენ, რომ მათ კუთვნილ N5 აბანოში უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო იმყოფებოდა.

როგორც აბანოს დირექტორის მოადგილემ, ლუიზა გოგოძემ განაცხადა, იუშჩენკო გოგირდის აბანოში დაახლოებით 2-3 წლის წინ იმყოფებოდა.

"ნამდვილად იმყოფებოდა უკრაინის პრეზიდენტი ჩვენს აბანოში. ის ვიპ აბანოში იყო შესული. ეს დაახლოებით 2-3 წლის წინ მოხდა, ზუსტი თარიღი არ მახსოვს. უნდა ვთქვა, რომ ძალიან მოეწონა ჩვენი მომსახურება, მიირთვა ჩაი, ასევე გაუკეთდა მასაჟი და სხვადასხვა სახის პროცედურებიც. ძალიან კმაყოფილი წავიდა", - განაცხადა გოგოძემ. 

ამასთან, როგორც ადმინისტრაციაში აცხადებენ, ის თანამშრომლები, რომლებიც იუშენკოს მოემსახურნენ, ამჟამად სხვაგან მუშაობენ.

გოგირდის აბანოში იუშენკოს სტუმრობის ფაქტი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბიუჯეტის ხარჯების ამსახველი მასალებით დასტურდება. სამსახურის არამიზნობრივი ხარჯების შესახებ ინფორმაცია და დოკუმენტაცია გუშინ დეპუტატმა ირინა იმერლიშვილმა გამოაქვეყნა. დეპუტატი აღნიშნავს, რომ ყველა ეს ხარჯი ფარულ ხარჯებშია გატარებული და მას დღემდე გრიფი "საიდუმლო"ედო.

გამოქვეყნებული სალაროს შემოსავლის ორდერის მიხედვით, იუშენკოს აბანოს მომსახურებაში სულ 591 ლარია დახარჯული. ორდერი 2011 წლის 6 აპრილს არის გაცემული.

ინვოისის მიხედვით, მომსახურება 7 ადამიანზე იყო გაწერილი და მასში შედიოდა თაფლის მასაჟი, სამი ჩაიდანი ჩაი მურაბით, 6 მინერალური და 6 სასმელი წყალი, 7 საპონი, 7 შამპუნი და 7 წყვილი ჩუსტი. ინვოისს ხელს აწერს შპს "ნარიყალას" დირექტორი.

იხილეთ ვიდეო

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"