სპორტი
Faceამბები

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სუროგაციის წყალობით მილიონერად ქცეული ქართველი ქალი
სუროგაციის წყალობით მილიონერად ქცეული ქართველი ქალი

სუ­რო­გა­ცი­ის ცენ­ტრის მსოფ­ლიო ქსე­ლის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი მა­რი­ამ კუ­კუ­ნაშ­ვი­ლი 35 წლი­საა და უკვე 50 ქვე­ყა­ნა­ში მო­ას­წრო მოგ­ზა­უ­რო­ბა. ოფი­ცი­ა­ლუ­რი მივ­ლი­ნე­ბე­ბი­სა თუ არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტე­ბის გამო, ბოლო ოთხი წე­ლია, დრო­ის უმე­ტეს ნა­წილს თვითმფრი­ნავ­ში ატა­რებს. ლა­მაზ კუნ­ძულ­ზე ქორ­წი­ლის გა­დახ­და მისი ოც­ნე­ბაა. გა­გიკ­ვირ­დე­ბათ და მა­ის­ში უკვე მერ­ვე ქორ­წილს გეგ­მავს. ინ­ტერ­ვი­უ­დან შე­ი­ტყობთ, ვის­ზე თხოვ­დე­ბა იგი ყო­ველ წელს და გვი­ზი­ა­რებს შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებს, თუ რი­თაა გა­მორ­ჩე­უ­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო ესა თუ ის ქვე­ყა­ნა.

- ჩემი პირ­ვე­ლი მოგ­ზა­უ­რო­ბა თურ­ქეთ­ში შედ­გა. შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას ყო­ველ­თვის სა­სი­ა­მოვ­ნოა, რად­გან უცხო გა­რე­მო­ში ხვდე­ბი და უცხო ქვეყ­ნის კულ­ტუ­რას ეც­ნო­ბი. 2008 წლი­დან და­ვი­წყე ინ­ტენ­სი­უ­რად მოგ­ზა­უ­რო­ბა. ძი­რი­თა­დად, სამ­სა­ხუ­რის საქ­მე­ზე მი­წევ­და წას­ვლა მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში. მოგ­ზა­უ­რო­ბის სურ­ვი­ლი ყო­ველ­თვის მქონ­და, თუმ­ცა ადრე ამის­თვის ფი­ნან­სე­ბი არ მი­წყობ­და ხელს. რო­დე­საც ბიზ­ნე­სი წა­მო­ვი­წყე, გა­მიჩ­ნდა იმის სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ მე­მოგ­ზა­უ­რა. 2008 წლი­დან დღემ­დე 50 ქვე­ყა­ნა მო­ვი­ა­რე. თუ სა­მუ­შაო ვი­ზი­ტით ინ­დო­ეთ­ში ვარ, იქი­დან აუ­ცი­ლებ­ლად ისეთ ქვე­ყა­ნა­ში გა­მო­ვივ­ლი, რო­მე­ლიც არ მაქვს ნა­ნა­ხი. დიდი სურ­ვი­ლი მაქვს, ყვე­ლა ქვე­ყა­ნა ვნა­ხო.

- ფრე­ნის, ალ­ბათ, აღარც გე­ში­ნი­ათ.

- გე­ტყვით, რომ თა­ვი­დან ფრე­ნის ძა­ლი­ან მე­ში­ნო­და, მაგ­რამ მერე ძა­ლი­ან შე­ვეჩ­ვიე. წე­ლი­წად­ში რვა თვე თვითმფრი­ნავ­ში ვარ. არის გარ­კვე­უ­ლი ავი­ა­კომ­პა­ნი­ე­ბი, რომ­ლებ­საც არ ვენ­დო­ბი. ახლა პა­რიზ­ში ვი­ყა­ვი და ერთ-ერთ ავი­ა­კომ­პა­ნი­ას პირ­და­პი­რი რე­ი­სი ჰქონ­და, მაგ­რამ არც მი­ფიქ­რია, რომ ამ ავი­ა­კომ­პა­ნი­ით მე­სარ­გებ­ლა. მირ­ჩევ­ნია, ბი­ლეთ­ში მეტი გა­და­ვი­ხა­დო და ვი­ცო­დე, რომ უსაფრ­თხოდ ვიქ­ნე­ბი. არ ვსარ­გებ­ლობ რუ­სუ­ლი ავი­ა­კომ­პა­ნი­ე­ბი­თაც. სა­დაც კი თვითმფრი­ნა­ვი ჩა­მო­ვარ­და, უმე­ტე­სო­ბა არის რუ­სუ­ლი.

- რო­მელ­მა ქვე­ყა­ნამ მო­ახ­დი­ნა თქვენ­ზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა?

- ყვე­ლა ქვე­ყა­ნა არის უნი­კა­ლუ­რი, თა­ვი­სი ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბი­თა და ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბე­ბით. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბი ერ­თმა­ნე­თის მსგავ­სია. ჩემი უსაყ­ვარ­ლე­სი ქვე­ყა­ნა არის დიდი ბრი­ტა­ნე­თი. შემ­დეგ წელს იქ სახ­ლის ყიდ­ვა­საც კი ვა­პი­რებ. წე­ლი­წად­ში 5-ჯერ აუ­ცი­ლებ­ლად ვარ ლონ­დონ­ში. ძა­ლი­ან მიყ­ვარს ეგ­ზო­ტი­კურ კუნ­ძუ­ლებ­ზე ყოფ­ნა. პირ­ვე­ლად მალ­დი­ვის კუნ­ძუ­ლებ­ზე ვი­ყა­ვი და ყვე­ლა­ფერ­მა მომ­ხიბ­ლა. სულ სას­ტუმ­რო­ე­ბია... სას­ტუმ­რო­დან რომ გახ­ვი­დე, უკვე მე­ო­რე კუნ­ძულ­ზე აღ­მოჩ­ნდე­ბი. ამის გამო იქ დიდ­ხანს ვერ გა­ჩერ­დე­ბი - მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე დღე. იქვე ქო­ქო­სის ქარ­ხა­ნაა. მიხ­ვალ და ზეთს გა­მო­გი­წუ­რა­ვენ და მოგ­ცე­მენ. არა­ვინ და­დის მან­ქა­ნით, ყვე­ლა ვე­ლო­სი­პე­დით მოძ­რა­ობს. ასე­ვე, ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა სე­ი­შე­ლის კუნ­ძუ­ლე­ბი. იქ ყოფ­ნი­სას მე­გო­ნა, რომ სა­მო­თხე­ში მოვ­ხვდი. ეს ად­გი­ლი იმი­თაც და­მა­მახ­სოვ­რდა, რომ სულ თევზს ვჭამ­დი. მერე აღ­მოჩ­ნდა, რომ იქ მცხოვ­რე­ბი თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი წე­ლი­წად­ში 90 კი­ლოგ­რამ თევზს მო­იხ­მარს. ეს ძა­ლი­ან დიდი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია. დიდი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა ჩემ­ზე კუნ­ძულ­მა - ბალი. ალ­ბათ გახ­სოვთ ფილ­მი, ჯუ­ლია რო­ბერტსი ას­რუ­ლებს მთა­ვარ როლს: "სიყ­ვა­რუ­ლი, ჭამა და ლოც­ვა". ეს ფილ­მი ბა­ლი­ზეა გა­და­ღე­ბუ­ლი და რო­მელ სას­ტუმ­რო­შიც მიმ­დი­ნა­რე­ობ­და გა­და­ღე­ბე­ბი, მეც იქ დავ­რჩი. ამ კუნ­ძულ­ზე, ღამე გა­რეთ არა­ვინ გა­დის. რო­გორც კი და­ღამ­დე­ბა, ქუ­ჩა­ში ვე­რა­ვის ნა­ხავთ, რად­გან რო­გორც იქა­უ­რე­ბი ამ­ბო­ბენ, და­დი­ან ბო­რო­ტი სუ­ლე­ბი - "ლე­ი­ა­კე­ბი". ეს არ არის მითი. მთე­ლი კუნ­ძუ­ლი ამით ცხოვ­რობს. დღი­სით ისი­ნი არი­ან ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, ხან­ში შე­სუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, ღა­მით კი გარ­და­იქ­მნე­ბი­ან ხოლ­მე. ჩვენ თა­ვი­დან­ვე გაგ­ვაფრ­თხი­ლეს, - არ გა­ა­ნა­წყე­ნოთ ხან­ში შე­სუ­ლი ადა­მი­ა­ნი, რად­გან ის შე­საძ­ლე­ბე­ლია იყოს "ლე­ი­ა­კი" და ღა­მით მო­გა­კი­თხო­სო. მახ­სოვს, ასა­კო­ვა­ნი ქალი მო­ვი­და ჩემ­თან და შე­მომ­თა­ვა­ზა, მა­საჟს გა­გი­კე­თე­ბო. ბევ­რი ფული გა­და­ვუ­ხა­დე ამ მა­სა­ჟის­თვის მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ შე­მე­შინ­და, "ლე­ი­ა­კი" არ იყოს-მეთ­ქი. ძა­ლი­ან მა­გა­რი ქვეყ­ნე­ბია კუბა და ია­მა­ი­კა. რო­გორც ჩვენ­თან, ბა­თუ­მის სა­ნა­პი­რო­ზე და­ა­ტა­რე­ბენ მო­ხარ­შულ სი­მინდს, ია­მა­ი­კა­ზე ზუს­ტად ისე და­ა­ტა­რე­ბენ და­ახ­ლო­ე­ბით 25 სა­ხე­ო­ბის ნარ­კო­ტიკს. გა­გიმ­ხელთ იმა­საც, რომ ტრა­დი­ცი­ად მაქვს უკვე: შვი­დი წე­ლია, რო­მე­ლი­მე ძა­ლი­ან ლა­მაზ კუნ­ძულ­ზე ქორ­წილს ვიხ­დი. ამ დღის­თვის ისე ვემ­ზა­დე­ბი, რო­გორც პირ­ვე­ლად. ვყი­დუ­ლობთ მე და ჩემი მე­უღ­ლე ბეჭ­დებს, ვიც­ვამ სა­ქორ­წი­ლო კა­ბას და ა.შ. ბი­ლე­თე­ბი უკვე და­ჯავ­შნი­ლია და მერ­ვე ქორ­წი­ლი გვექ­ნე­ბა მა­ის­ში, ბორა-ბო­რა­ზე. მა­ი­სამ­დე კი მავ­რი­ცი­უს­ზე გა­ვემ­გზავ­რე­ბი, რო­მე­ლიც მა­და­გას­კარ­თან ახ­ლო­საა. ზღვა ძა­ლი­ან მიყ­ვარს. რო­გორც ხე­დავთ, სულ კუნ­ძუ­ლე­ბის­კენ მი­მი­წევს გული. სა­ქარ­თვე­ლო­ში დიდ­ხანს ვერ ვჩერ­დე­ბი. სამი კვი­რა რომ გა­დის, უკვე მინ­და, ვი­მოგ­ზა­უ­რო. არც ერთი ქვე­ყა­ნა აღარ არის ჩემ­თვის ტუ­რის­ტუ­ლი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის. ყველ­გან ძა­ლი­ან ბევ­რი მე­გო­ბა­რი მყავს. მთავ­რო­ბის წევ­რე­ბი, ად­გი­ლობ­რი­ვი მცხოვ­რებ­ლე­ბი, ჩემი მე­გობ­რე­ბი გახ­დნენ. კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი ვარ და ად­ვი­ლად ვამ­ყა­რებ ყვე­ლას­თან კონ­ტაქტს.

- რა­ტომ გიყ­ვართ ლონ­დო­ნი ასე ძა­ლი­ან? რით მოგ­ხიბ­ლათ ამ ქა­ლაქ­მა?

- ყვე­ლა­ფე­რი მიყ­ვარს. ბრი­ტა­ნე­ლი ხალ­ხი, ბრი­ტა­ნუ­ლი აქ­ცენ­ტი. ერთ-ერთი მი­ზე­ზი შო­პინ­გია, რაც ასე­ვე ძა­ლი­ან მი­ზი­დავს ამ ქვე­ყა­ნა­ში. გარ­და ამი­სა, იქ ძა­ლი­ან ბევ­რი მე­გო­ბა­რი მყავს და თავს არ ვგრძნობ ტუ­რის­ტად. კლი­მა­ტია ცოტა ცუდი - ღრუბ­ლი­ა­ნი. ყვე­ლაფ­რით ისეა აწყო­ბი­ლი ლონ­დო­ნი, რომ მსგავ­სი და­ლა­გე­ბუ­ლი ქა­ლა­ქი არ­სად მი­ნა­ხავს. ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს რომ ჰკი­თხო, საით წა­ვი­დეო, გა­მოგ­ყვე­ბა და ბო­ლომ­დე მი­გა­ცი­ლებს. იქ სა­ოც­რად კარ­გი აუ­რაა. საფ­რან­გეთ­ში 3-ჯერ ვარ ნამ­ყო­ფი, მაგ­რამ ძა­ლი­ან მინ­და ხოლ­მე უკან დაბ­რუ­ნე­ბა. ინ­დო­ე­თი ძა­ლი­ან მიყ­ვარს. იქ კლი­ნი­კა მაქვს და ხში­რად მი­წევს ჩას­ვლა. მშობ­ლი­უ­რი გან­ცდაც კი მაქვს ამ ქვეყ­ნი­სად­მი.

- წლე­ბის გას­ვლას­თან ერ­თად არ გი­ნელ­დე­ბათ მოგ­ზა­უ­რო­ბის სურ­ვი­ლი? თუ პი­რი­ქით?

- მოგ­ზა­უ­რო­ბა ჩემ­თვის ნარ­კო­ტი­კი­ვი­თაა. შუ­ა­ლე­დებ­ში, რო­დე­საც სამ­სა­ხუ­რის­გან ვის­ვე­ნებ, მა­შინ­ვე სა­მოგ­ზა­უ­როდ მივ­დი­ვარ. წლე­ბის გას­ვლას­თან ერ­თად, ამის სურ­ვი­ლი უფრო მიმ­ძაფ­რდე­ბა.

- რო­გორ ეგუ­ე­ბა მე­უღ­ლე, რომ ამ­დენს მოგ­ზა­უ­რობთ? ისიც თქვენ­თან ერ­თა­დაა ხოლ­მე? რო­გორ და­ი­თან­ხმეთ ყო­ველ­წლი­ურ ქორ­წი­ნე­ბა­ზე?

- ხში­რად მარ­ტო მივ­დი­ვარ სა­მოგ­ზა­უ­როდ, ხან­და­ხან - ერ­თად. ვთვლი, რომ წყვილს აუ­ცი­ლებ­ლად სჭირ­დე­ბა რა­ღაც პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ცალ-ცალ­კე ყოფ­ნა. ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ისე წავ­სულ­ვარ, რომ არც კი სცოდ­ნია მე­უღ­ლეს. ერთხელ ინ­დო­ეთ­ში მივ­დი­ო­დი, აქე­დან­ვე ჩი­ნე­თის ვი­ზაც გა­ვა­კე­თე. ეს მან არ იცო­და. მისი პლას­ტი­კუ­რი ბა­რა­თი ჩი­ნეთ­ში რომ გა­ტარ­და, მხო­ლოდ მას შემ­დეგ გა­ი­გო, სად ვი­ყა­ვი. ასეთ სი­ურპრი­ზებ­საც ვუ­წყობ ხოლ­მე. ცო­ტას ეჭ­ვი­ა­ნობს ხოლ­მე, ვფიქ­რობ, ეს სა­ჭი­როა. ხში­რად მე სხვა ქვე­ყა­ნა­ში ვარ, ჩემი მე­უღ­ლე - სხვა­გან და ან მე ჩა­ვა­კი­თხავ, ან - ის. ბავ­შვებ­თან ერ­თად არ გვი­მოგ­ზა­უ­რია ჯერ, წლი­ნა­ხევ­რი­სე­ბი არი­ან. რომ გა­იზ­რდე­ბი­ან, მერე აუ­ცი­ლებ­ლად ერ­თად ვივ­ლით. ყო­ველ წელს ქორ­წი­ლის გა­დახ­დის იდეა იცით, რა­ტომ მო­მი­ვი­და? სა­ზო­გა­დო­ე­ბამ და­ა­წე­სა, რომ ქორ­წი­ლი უნდა იყოს ცხოვ­რე­ბა­ში მხო­ლოდ ერთხელ. მე კი ვფიქ­რობ, რომ ასე­თი ლა­მა­ზი დღე ცხოვ­რე­ბა­ში ერთხელ არ უნდა იყოს. ურ­თი­ერ­თო­ბას ყო­ველ­თვის გა­ნახ­ლე­ბა სჭირ­დე­ბა და ჩვენც ამ ხერ­ხს მივ­მარ­თეთ. სა­დაც არ ვართ ნამ­ყო­ფე­ბი, იმ კუნ­ძულ­ზე მივ­დი­ვართ და ვიხ­დით ქორ­წილს. ამ დღის­თვის კი თით­ქმის მთე­ლი წელი ვემ­ზა­დე­ბით. სა­ქორ­წი­ლო კაბა, ბეჭ­დე­ბის გაც­ვლა, მეჯ­ვა­რე­ე­ბი და ა.შ.

- მე­უღ­ლე ად­ვი­ლად დაგ­თან­ხმდათ ამ ახი­რე­ბა­ზე?

- მე­უღ­ლეს მი­აჩ­ნია, რომ მთლად და­ლა­გე­ბუ­ლი არ ვარ (იცი­ნის). ის ძა­ლი­ან სტა­ბი­ლუ­რი და გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლია. ერ­თმა­ნეთს კარ­გად ვავ­სებთ. ჩემი ეს ახი­რე­ბე­ბი, გარ­თო­ბე­ბი და გა­მო­გო­ნე­ბე­ბი ძა­ლი­ან ახა­ლი­სებს. თვი­თო­ნაც მოს­წონს.

- სა­ქორ­წი­ნო მოგ­ზა­უ­რო­ბა­ში სად იყა­ვით?

- შვი­დი წლის წინ გავ­თხოვ­დი და სა­ქორ­წი­ნო მოგ­ზა­უ­რო­ბა ლი­კან­ში გვქონ­და (იცი­ნის). მა­შინ მე­ტის სა­შუ­ა­ლე­ბა არ გაგ­ვაჩ­ნდა.

- მოგ­ზა­უ­რო­ბის დროს, გიყ­ვართ მუ­ზე­უ­მებ­ში სი­ა­რუ­ლი და ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა?

- მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მა­მა­ჩე­მი მხატ­ვა­რია, მე დი­დად ახ­ლოს არ ვარ ხე­ლოვ­ნე­ბას­თან. არც მუ­ზე­უ­მე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი გახ­ლა­ვართ. გა­ლე­რე­ა­ში რომ ერთ სუ­რათს ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თი უყუ­რე­ბენ, მე ასე არ შე­მიძ­ლია. ლუვ­რი 15 წუთ­ში შე­მო­ვი­ა­რე და ეს ჩემ­თვის საკ­მა­რი­სი იყო.

- უცხო ქვე­ყა­ნა­ში მუ­ზე­უ­მებ­ზე მე­ტად ალ­ბათ შო­პინ­გი გი­ზი­დავთ. რამ­დენ დროს უთ­მობთ მას?

- მო­დის დიდი მიმ­დე­ვა­რი გახ­ლა­ვართ. თუ ამე­რი­კა­ში ან პა­რიზ­ში ვარ, აუ­ცი­ლებ­ლად ბევრ რა­მეს ვყი­დუ­ლობ, მაგ­რამ ძი­რი­თა­დად ლონ­დონ­ში მირ­ჩევ­ნია შო­პინ­გი. იქ ყვე­ლა­ნა­ი­რი ბრენ­დის სა­მო­სი იყი­დე­ბა. ჩემი საყ­ვა­რე­ლი დი­ზა­ი­ნე­რე­ბი არი­ან: პრა­და, ვა­ლენ­ტი­ნო, დი­ო­რი, გა­ლი­ა­ნო, მაქკუ­ი­ნი. ჩემს გარ­დე­რობ­ში ძი­რი­თა­დად სულ ამ დი­ზა­ი­ნე­რე­ბის სა­მო­სია. უსარ­გებ­ლო სუ­ვე­ნი­რე­ბის ყიდ­ვა კი არ მიყ­ვარს. ზო­გა­დად, ძა­ლი­ან თა­ნა­მედ­რო­ვედ მო­წყო­ბი­ლი სახ­ლის მომ­ხრე ვარ. რომ გავ­თხოვ­დი, დე­დამ­თილ­მა და­მახ­ვედ­რა თა­ო­ბე­ბის მიერ ნაგ­რო­ვე­ბი "ხრუს­ტა­ლე­ბი" და ა.შ. ის რომ ამე­რი­კა­ში სა­ცხოვ­რებ­ლად გა­და­ვი­და, მე დიდი მან­ქა­ნა მო­ვიყ­ვა­ნე და მთე­ლი ეს ან­ტიკ­ვა­რი­ა­ტი გა­დავ­ყა­რე. ცო­ტა­თი გაბ­რაზ­და, მაგ­რამ არა უშავს. ამი­ტომ, მოგ­ზა­უ­რო­ბი­დან მო­მაქვს ის ნივ­თე­ბი, რაც მჭირ­დე­ბა. სა­ჩუქ­რე­ბი კი ხში­რად ჩა­მო­მაქვს ხოლ­მე მე­გობ­რე­ბი­სა და ახ­ლობ­ლე­ბის­თვის.

- რო­გორ ას­წრებთ, რომ ამ­დე­ნი იმოგ­ზა­უ­როთ და თან თქვენს საქ­მი­ა­ნო­ბას გა­უ­ძღვეთ?

- სა­ქარ­თვე­ლოს გარ­და, სუ­რო­გა­ცი­ის ფი­ლი­ა­ლე­ბი უკვე მრა­ვალ ქვე­ყა­ნა­ში გვაქვს. საქ­მეს ძი­რი­თა­დად, ინ­ტერ­ნე­ტით ვაგ­ვა­რებ. გარ­და ამი­სა, ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში ძა­ლი­ან კარ­გი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი მყავს. საქ­მეს ესეც მი­ად­ვი­ლებს. ყვე­ლა­ფე­რი ისე მაქვს აწყო­ბი­ლი, რომ დღე­ში 2 ან 3 სა­ა­თი ჩემი მუ­შა­ო­ბა საკ­მა­რი­სია.

- რო­მე­ლი ქვეყ­ნის სამ­ზა­რე­უ­ლო გიყ­ვართ ყვე­ლა­ზე მე­ტად?

- სი­მარ­თლე გი­თხრათ, დიდი გურ­მა­ნი არ გახ­ლა­ვართ. მიყ­ვარს ინ­დუ­რი და ტა­ი­ლან­დუ­რი სამ­ზა­რე­უ­ლო. ძი­რი­თა­დად ბრინ­ჯით, თევ­ზი­თა და ბოსტნე­უ­ლით ამ­ზა­დე­ბენ კერ­ძებს. შემ­წვა­რი კერ­ძე­ბი არ მიყ­ვარს. ამი­ტო­მაც, მათი სამ­ზა­რე­უ­ლო ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე მი­სა­ღე­ბია. ჯან­სა­ღი კვე­ბის მიმ­დე­ვა­რი ვარ. თუ და­აკ­ვირ­დე­ბით, აზი­ე­ლი ქა­ლე­ბი გვი­ან ბერ­დე­ბი­ან, ეს კი იმი­ტომ, რომ სწო­რად არ­ჩე­ვენ საკ­ვებს. რომ გი­თხრათ, რო­მე­ლი­მე ქვე­ყა­ნა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი საჭ­მე­ლი გავ­სინ­ჯე-მეთ­ქი, მო­გა­ტყუ­ებთ. გვე­ლი­სა და მსგავ­სი რა­ღა­ცე­ბის ჭა­მის სურ­ვი­ლი არას­დროს მქო­ნია. ხორ­ციც არ მიყ­ვარს, მხო­ლოდ თევზს ვჭამ. ახლა ვმუ­შა­ობ წიგნ­ზე, რო­მელ­საც ენ­ციკ­ლო­პე­დი­ის სახე ექ­ნე­ბა. იქ მო­თხრო­ბი­ლი იქ­ნე­ბა, თუ რო­გორ შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ ახალ­გაზ­რდო­ბა და შე­ვა­ჩე­როთ და­ბე­რე­ბის პრო­ცე­სი. ვე­თან­ხმე­ბი ფრან­გებს, რომ­ლე­ბიც ამ­ბო­ბენ, რომ ულა­მა­ზო ქალი არ არ­სე­ბობს. არ­სე­ბო­ბენ მხო­ლოდ მოვ­ლი­ლი და მო­უვ­ლე­ლი ქა­ლე­ბი. ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია სი­გა­რე­ტის მო­წე­ვა და ალ­კოჰო­ლის მი­ღე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო­ში პრე­ვენ­ცია ანუ რო­გორ და­ვიც­ვათ თავი სი­ბე­რი­სა­გან, არ არ­სე­ბობს. ვფიქ­რობ, რომ ქარ­თვე­ლე­ბი­სათ­ვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წიგ­ნი იქ­ნე­ბა. სა­უ­ბა­რი შე­ე­ხე­ბა და­ბე­რე­ბის ფსი­ქო­ლო­გი­ას, პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გი­ის ავ­კარ­გი­ა­ნო­ბას, არატ­რა­დი­ცი­ულ მე­დი­ცი­ნას, ჯან­საღ კვე­ბას. წიგ­ნი რამ­დე­ნი­მე თვე­ში გა­მო­ვა.

- მა­ტე­რი­ა­ლურ მხა­რე­ზე მინ­და გკი­თხოთ: ალ­ბათ ძა­ლი­ან დიდ თან­ხებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ამ­დე­ნი მოგ­ზა­უ­რო­ბა.

- ოთხი წე­ლია, რაც ამ ბიზ­ნეს­ში ვარ. გა­ვა­ფარ­თოე ჩემი ქსე­ლი და უკვე შვიდ ქვე­ყა­ნა­ში მაქვს სუ­რო­გა­ცი­ის ცენ­ტრი, ზო­გან კი - კლი­ნი­კა. ასეთ ცენ­ტრებს კი­დევ გავ­ხსნი მო­მა­ვალ­ში სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში. ნუ­ლი­დან და­ვი­წყე საქ­მი­ა­ნო­ბა და მოკ­ლე დრო­ში გავ­ხდი - უხე­შად არ გა­მო­მი­ვი­დეს და - მი­ლი­ო­ნე­რი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მაქვს იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ ვი­მოგ­ზა­უ­რო.

- ყვე­ლა­ზე თბი­ლი ხალ­ხი რო­მელ ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რობს?

- უკ­რა­ი­ნა და რუ­სეთ­ში ძა­ლი­ან უხე­ში და ცივი ხალ­ხი ცხოვ­რობს. თა­ნამ­შრომ­ლე­ბი მყავს უკ­რა­ი­ნა­ში და მათ აუ­ცი­ლებ­ლად მკაც­რად უნდა ელა­პა­რა­კო. მათ­თან უხე­შო­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია. სხვა­ნა­ი­რად არა­ფე­რი გა­მო­დის. ინ­დო­ეთ­ში ძა­ლი­ან თბი­ლი ხალ­ხია. მო­ტი­ვი­რე­ბულ­ნი არი­ან იმა­ზე, თუ რო­გორ და­გეხ­მა­რონ. შე­ნიშ­ვნის მი­ცე­მის დრო­საც აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იყო ზრდი­ლო­ბი­ა­ნი. ძა­ლი­ან მა­ღალ დო­ნე­ზეა უფ­რო­სის კულ­ტი. ტა­ი­ლან­დში კი, ზრდი­ლო­ბის გან­სა­ხი­ე­რე­ბა უნდა იყო. მას ღი­მი­ლის ქვე­ყა­ნა­საც ეძა­ხი­ან. ვინ­მე თუ ბრაზ­დე­ბა, თვლი­ან, რომ ასე­თი ადა­მი­ა­ნი სა­ხეს კარ­გავს. ეს კი ძა­ლი­ან დიდი ცოდ­ვაა. აზი­ე­ლი ხალ­ხი ძა­ლი­ან თბი­ლია. ფრან­გე­ბი არ მიყ­ვარს - პირ­ველ რიგ­ში ფრანგს მო­ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან და თა­ნაც, თუ ინ­გლი­სუ­რად და­ე­ლა­პა­რა­კე­ბი, აუ­ცი­ლებ­ლად გვი­ან მო­გაქ­ცე­ვენ ყუ­რა­დღე­ბას.

- ვი­ზებ­თან და­კავ­ში­რე­ბით პრობ­ლე­მე­ბი ხომ არ შე­გქმნი­ათ?

- პრობ­ლე­მას ნამ­დვი­ლად არა­ვინ მიქ­მნის იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ყვე­ლამ კარ­გად იცის, არ­სად დამ­რჩე­ნი არ ვარ. გე­ტყვით, რომ შარ­შან მთე­ლი ჩემი ქსე­ლის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ჩა­მო­ვიყ­ვა­ნე სა­ქარ­თვე­ლო­ში და და­ვათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნე. წა­ვიყ­ვა­ნე სვა­ნეთ­შიც. სამ­შობ­ლოს მო­ნატ­რე­ბის გრძნო­ბა ყო­ველ­თვის მაქვს ხოლ­მე, სა­დაც უნდა ვიყო. მშობ­ლე­ბი, მე­გობ­რე­ბი ყო­ველ­თვის ძა­ლი­ან მე­ნატ­რე­ბი­ან.

- მოგ­ზა­უ­რო­ბის გარ­და, გაქვთ კი­დევ სხვა ჰობი?

- კი. ბავ­შვო­ბი­დან ძა­ლი­ან მიყ­ვარს ცურ­ვა. ოთხი­ვე სტი­ლის ცურ­ვას პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად ვფლობ. ყო­ვე­ლი დღის და­სას­რულს მივ­დი­ვარ აუზ­ზე და სამ სა­ათს ვა­ტა­რებ.

- სად გეგ­მავთ კი­დევ მოგ­ზა­უ­რო­ბას?

- ჩა­მო­წე­რი­ლი მაქვს 2013-14 წლის გეგ­მა, თუ სად უნდა ვი­მოგ­ზა­უ­რო. ესე­ნია: კე­ნია, ია­პო­ნია, სამ­ხრე­თი აფ­რი­კა, პორ­ტუ­გა­ლია, პა­პუა, ახა­ლი გვი­ნეა, ეგ­ვიპ­ტე, ნე­პა­ლი, არ­გენ­ტი­ნა, ბრა­ზი­ლია, კა­ნა­და, ტა­ი­ვა­ნი, კო­რეა და ა.შ.

ჟანა გო­გი­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

სუროგაციის წყალობით მილიონერად ქცეული ქართველი ქალი

სუროგაციის წყალობით მილიონერად ქცეული ქართველი ქალი

სუროგაციის ცენტრის მსოფლიო ქსელის დამფუძნებელი მარიამ კუკუნაშვილი 35 წლისაა და უკვე 50 ქვეყანაში მოასწრო მოგზაურობა. ოფიციალური მივლინებებისა თუ არაოფიციალური ვიზიტების გამო, ბოლო ოთხი წელია, დროის უმეტეს ნაწილს თვითმფრინავში ატარებს. ლამაზ კუნძულზე ქორწილის გადახდა მისი ოცნებაა. გაგიკვირდებათ და მაისში უკვე მერვე ქორწილს გეგმავს. ინტერვიუდან შეიტყობთ, ვისზე თხოვდება იგი ყოველ წელს და გვიზიარებს შთაბეჭდილებებს, თუ რითაა გამორჩეული და საინტერესო ესა თუ ის ქვეყანა.

- ჩემი პირველი მოგზაურობა თურქეთში შედგა. შთაბეჭდილება მოგზაურობისას ყოველთვის სასიამოვნოა, რადგან უცხო გარემოში ხვდები და უცხო ქვეყნის კულტურას ეცნობი. 2008 წლიდან დავიწყე ინტენსიურად მოგზაურობა. ძირითადად, სამსახურის საქმეზე მიწევდა წასვლა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. მოგზაურობის სურვილი ყოველთვის მქონდა, თუმცა ადრე ამისთვის ფინანსები არ მიწყობდა ხელს. როდესაც ბიზნესი წამოვიწყე, გამიჩნდა იმის საშუალება, რომ მემოგზაურა. 2008 წლიდან დღემდე 50 ქვეყანა მოვიარე. თუ სამუშაო ვიზიტით ინდოეთში ვარ, იქიდან აუცილებლად ისეთ ქვეყანაში გამოვივლი, რომელიც არ მაქვს ნანახი. დიდი სურვილი მაქვს, ყველა ქვეყანა ვნახო.

- ფრენის, ალბათ, აღარც გეშინიათ.

- გეტყვით, რომ თავიდან ფრენის ძალიან მეშინოდა, მაგრამ მერე ძალიან შევეჩვიე. წელიწადში რვა თვე თვითმფრინავში ვარ. არის გარკვეული ავიაკომპანიები, რომლებსაც არ ვენდობი. ახლა პარიზში ვიყავი და ერთ-ერთ ავიაკომპანიას პირდაპირი რეისი ჰქონდა, მაგრამ არც მიფიქრია, რომ ამ ავიაკომპანიით მესარგებლა. მირჩევნია, ბილეთში მეტი გადავიხადო და ვიცოდე, რომ უსაფრთხოდ ვიქნები. არ ვსარგებლობ რუსული ავიაკომპანიებითაც. სადაც კი თვითმფრინავი ჩამოვარდა, უმეტესობა არის რუსული.

- რომელმა ქვეყანამ მოახდინა თქვენზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება?

- ყველა ქვეყანა არის უნიკალური, თავისი ადგილმდებარეობითა და ღირსშესანიშნაობებით. შეიძლება ითქვას, რომ ევროპული ქვეყნები ერთმანეთის მსგავსია. ჩემი უსაყვარლესი ქვეყანა არის დიდი ბრიტანეთი. შემდეგ წელს იქ სახლის ყიდვასაც კი ვაპირებ. წელიწადში 5-ჯერ აუცილებლად ვარ ლონდონში. ძალიან მიყვარს ეგზოტიკურ კუნძულებზე ყოფნა. პირველად მალდივის კუნძულებზე ვიყავი და ყველაფერმა მომხიბლა. სულ სასტუმროებია... სასტუმროდან რომ გახვიდე, უკვე მეორე კუნძულზე აღმოჩნდები. ამის გამო იქ დიდხანს ვერ გაჩერდები - მხოლოდ რამდენიმე დღე. იქვე ქოქოსის ქარხანაა. მიხვალ და ზეთს გამოგიწურავენ და მოგცემენ. არავინ დადის მანქანით, ყველა ველოსიპედით მოძრაობს. ასევე, ძალიან მომეწონა სეიშელის კუნძულები. იქ ყოფნისას მეგონა, რომ სამოთხეში მოვხვდი. ეს ადგილი იმითაც დამამახსოვრდა, რომ სულ თევზს ვჭამდი. მერე აღმოჩნდა, რომ იქ მცხოვრები თითოეული ადამიანი წელიწადში 90 კილოგრამ თევზს მოიხმარს. ეს ძალიან დიდი მაჩვენებელია. დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე კუნძულმა - ბალი. ალბათ გახსოვთ ფილმი, ჯულია რობერტსი ასრულებს მთავარ როლს: "სიყვარული, ჭამა და ლოცვა". ეს ფილმი ბალიზეა გადაღებული და რომელ სასტუმროშიც მიმდინარეობდა გადაღებები, მეც იქ დავრჩი. ამ კუნძულზე, ღამე გარეთ არავინ გადის. როგორც კი დაღამდება, ქუჩაში ვერავის ნახავთ, რადგან როგორც იქაურები ამბობენ, დადიან ბოროტი სულები - "ლეიაკები". ეს არ არის მითი. მთელი კუნძული ამით ცხოვრობს. დღისით ისინი არიან ჩვეულებრივი, ხანში შესული ადამიანები, ღამით კი გარდაიქმნებიან ხოლმე. ჩვენ თავიდანვე გაგვაფრთხილეს, - არ გაანაწყენოთ ხანში შესული ადამიანი, რადგან ის შესაძლებელია იყოს "ლეიაკი" და ღამით მოგაკითხოსო. მახსოვს, ასაკოვანი ქალი მოვიდა ჩემთან და შემომთავაზა, მასაჟს გაგიკეთებო. ბევრი ფული გადავუხადე ამ მასაჟისთვის მხოლოდ იმიტომ, რომ შემეშინდა, "ლეიაკი" არ იყოს-მეთქი. ძალიან მაგარი ქვეყნებია კუბა და იამაიკა. როგორც ჩვენთან, ბათუმის სანაპიროზე დაატარებენ მოხარშულ სიმინდს, იამაიკაზე ზუსტად ისე დაატარებენ დაახლოებით 25 სახეობის ნარკოტიკს. გაგიმხელთ იმასაც, რომ ტრადიციად მაქვს უკვე: შვიდი წელია, რომელიმე ძალიან ლამაზ კუნძულზე ქორწილს ვიხდი. ამ დღისთვის ისე ვემზადები, როგორც პირველად. ვყიდულობთ მე და ჩემი მეუღლე ბეჭდებს, ვიცვამ საქორწილო კაბას და ა.შ. ბილეთები უკვე დაჯავშნილია და მერვე ქორწილი გვექნება მაისში, ბორა-ბორაზე. მაისამდე კი მავრიციუსზე გავემგზავრები, რომელიც მადაგასკართან ახლოსაა. ზღვა ძალიან მიყვარს. როგორც ხედავთ, სულ კუნძულებისკენ მიმიწევს გული. საქართველოში დიდხანს ვერ ვჩერდები. სამი კვირა რომ გადის, უკვე მინდა, ვიმოგზაურო. არც ერთი ქვეყანა აღარ არის ჩემთვის ტურისტული დანიშნულების. ყველგან ძალიან ბევრი მეგობარი მყავს. მთავრობის წევრები, ადგილობრივი მცხოვრებლები, ჩემი მეგობრები გახდნენ. კომუნიკაბელური ვარ და ადვილად ვამყარებ ყველასთან კონტაქტს.

- რატომ გიყვართ ლონდონი ასე ძალიან? რით მოგხიბლათ ამ ქალაქმა?

- ყველაფერი მიყვარს. ბრიტანელი ხალხი, ბრიტანული აქცენტი. ერთ-ერთი მიზეზი შოპინგია, რაც ასევე ძალიან მიზიდავს ამ ქვეყანაში. გარდა ამისა, იქ ძალიან ბევრი მეგობარი მყავს და თავს არ ვგრძნობ ტურისტად. კლიმატია ცოტა ცუდი - ღრუბლიანი. ყველაფრით ისეა აწყობილი ლონდონი, რომ მსგავსი დალაგებული ქალაქი არსად მინახავს. ნებისმიერ ადამიანს რომ ჰკითხო, საით წავიდეო, გამოგყვება და ბოლომდე მიგაცილებს. იქ საოცრად კარგი აურაა. საფრანგეთში 3-ჯერ ვარ ნამყოფი, მაგრამ ძალიან მინდა ხოლმე უკან დაბრუნება. ინდოეთი ძალიან მიყვარს. იქ კლინიკა მაქვს და ხშირად მიწევს ჩასვლა. მშობლიური განცდაც კი მაქვს ამ ქვეყნისადმი.

- წლების გასვლასთან ერთად არ გინელდებათ მოგზაურობის სურვილი? თუ პირიქით?

- მოგზაურობა ჩემთვის ნარკოტიკივითაა. შუალედებში, როდესაც სამსახურისგან ვისვენებ, მაშინვე სამოგზაუროდ მივდივარ. წლების გასვლასთან ერთად, ამის სურვილი უფრო მიმძაფრდება.

- როგორ ეგუება მეუღლე, რომ ამდენს მოგზაურობთ? ისიც თქვენთან ერთადაა ხოლმე? როგორ დაითანხმეთ ყოველწლიურ ქორწინებაზე?

- ხშირად მარტო მივდივარ სამოგზაუროდ, ხანდახან - ერთად. ვთვლი, რომ წყვილს აუცილებლად სჭირდება რაღაც პერიოდის განმავლობაში ცალ-ცალკე ყოფნა. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ისე წავსულვარ, რომ არც კი სცოდნია მეუღლეს. ერთხელ ინდოეთში მივდიოდი, აქედანვე ჩინეთის ვიზაც გავაკეთე. ეს მან არ იცოდა. მისი პლასტიკური ბარათი ჩინეთში რომ გატარდა, მხოლოდ მას შემდეგ გაიგო, სად ვიყავი. ასეთ სიურპრიზებსაც ვუწყობ ხოლმე. ცოტას ეჭვიანობს ხოლმე, ვფიქრობ, ეს საჭიროა. ხშირად მე სხვა ქვეყანაში ვარ, ჩემი მეუღლე - სხვაგან და ან მე ჩავაკითხავ, ან - ის. ბავშვებთან ერთად არ გვიმოგზაურია ჯერ, წლინახევრისები არიან. რომ გაიზრდებიან, მერე აუცილებლად ერთად ვივლით. ყოველ წელს ქორწილის გადახდის იდეა იცით, რატომ მომივიდა? საზოგადოებამ დააწესა, რომ ქორწილი უნდა იყოს ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ. მე კი ვფიქრობ, რომ ასეთი ლამაზი დღე ცხოვრებაში ერთხელ არ უნდა იყოს. ურთიერთობას ყოველთვის განახლება სჭირდება და ჩვენც ამ ხერხს მივმართეთ. სადაც არ ვართ ნამყოფები, იმ კუნძულზე მივდივართ და ვიხდით ქორწილს. ამ დღისთვის კი თითქმის მთელი წელი ვემზადებით. საქორწილო კაბა, ბეჭდების გაცვლა, მეჯვარეები და ა.შ.

- მეუღლე ადვილად დაგთანხმდათ ამ ახირებაზე?

- მეუღლეს მიაჩნია, რომ მთლად დალაგებული არ ვარ (იცინის). ის ძალიან სტაბილური და გაწონასწორებულია. ერთმანეთს კარგად ვავსებთ. ჩემი ეს ახირებები, გართობები და გამოგონებები ძალიან ახალისებს. თვითონაც მოსწონს.

- საქორწინო მოგზაურობაში სად იყავით?

- შვიდი წლის წინ გავთხოვდი და საქორწინო მოგზაურობა ლიკანში გვქონდა (იცინის). მაშინ მეტის საშუალება არ გაგვაჩნდა.

- მოგზაურობის დროს, გიყვართ მუზეუმებში სიარული და ღირსშესანიშნაობების დათვალიერება?

- მიუხედავად იმისა, რომ მამაჩემი მხატვარია, მე დიდად ახლოს არ ვარ ხელოვნებასთან. არც მუზეუმების მოყვარული გახლავართ. გალერეაში რომ ერთ სურათს ნახევარი საათი უყურებენ, მე ასე არ შემიძლია. ლუვრი 15 წუთში შემოვიარე და ეს ჩემთვის საკმარისი იყო.

- უცხო ქვეყანაში მუზეუმებზე მეტად ალბათ შოპინგი გიზიდავთ. რამდენ დროს უთმობთ მას?

- მოდის დიდი მიმდევარი გახლავართ. თუ ამერიკაში ან პარიზში ვარ, აუცილებლად ბევრ რამეს ვყიდულობ, მაგრამ ძირითადად ლონდონში მირჩევნია შოპინგი. იქ ყველანაირი ბრენდის სამოსი იყიდება. ჩემი საყვარელი დიზაინერები არიან: პრადა, ვალენტინო, დიორი, გალიანო, მაქკუინი. ჩემს გარდერობში ძირითადად სულ ამ დიზაინერების სამოსია. უსარგებლო სუვენირების ყიდვა კი არ მიყვარს. ზოგადად, ძალიან თანამედროვედ მოწყობილი სახლის მომხრე ვარ. რომ გავთხოვდი, დედამთილმა დამახვედრა თაობების მიერ ნაგროვები "ხრუსტალები" და ა.შ. ის რომ ამერიკაში საცხოვრებლად გადავიდა, მე დიდი მანქანა მოვიყვანე და მთელი ეს ანტიკვარიატი გადავყარე. ცოტათი გაბრაზდა, მაგრამ არა უშავს. ამიტომ, მოგზაურობიდან მომაქვს ის ნივთები, რაც მჭირდება. საჩუქრები კი ხშირად ჩამომაქვს ხოლმე მეგობრებისა და ახლობლებისთვის.

- როგორ ასწრებთ, რომ ამდენი იმოგზაუროთ და თან თქვენს საქმიანობას გაუძღვეთ?

- საქართველოს გარდა, სუროგაციის ფილიალები უკვე მრავალ ქვეყანაში გვაქვს. საქმეს ძირითადად, ინტერნეტით ვაგვარებ. გარდა ამისა, ყველა ქვეყანაში ძალიან კარგი თანამშრომლები მყავს. საქმეს ესეც მიადვილებს. ყველაფერი ისე მაქვს აწყობილი, რომ დღეში 2 ან 3 საათი ჩემი მუშაობა საკმარისია.

- რომელი ქვეყნის სამზარეულო გიყვართ ყველაზე მეტად?

- სიმართლე გითხრათ, დიდი გურმანი არ გახლავართ. მიყვარს ინდური და ტაილანდური სამზარეულო. ძირითადად ბრინჯით, თევზითა და ბოსტნეულით ამზადებენ კერძებს. შემწვარი კერძები არ მიყვარს. ამიტომაც, მათი სამზარეულო ჩემთვის ყველაზე მისაღებია. ჯანსაღი კვების მიმდევარი ვარ. თუ დააკვირდებით, აზიელი ქალები გვიან ბერდებიან, ეს კი იმიტომ, რომ სწორად არჩევენ საკვებს. რომ გითხრათ, რომელიმე ქვეყანაში განსაკუთრებული საჭმელი გავსინჯე-მეთქი, მოგატყუებთ. გველისა და მსგავსი რაღაცების ჭამის სურვილი არასდროს მქონია. ხორციც არ მიყვარს, მხოლოდ თევზს ვჭამ. ახლა ვმუშაობ წიგნზე, რომელსაც ენციკლოპედიის სახე ექნება. იქ მოთხრობილი იქნება, თუ როგორ შევინარჩუნოთ ახალგაზრდობა და შევაჩეროთ დაბერების პროცესი. ვეთანხმები ფრანგებს, რომლებიც ამბობენ, რომ ულამაზო ქალი არ არსებობს. არსებობენ მხოლოდ მოვლილი და მოუვლელი ქალები. ჩემთვის მიუღებელია სიგარეტის მოწევა და ალკოჰოლის მიღება. საქართველოში პრევენცია ანუ როგორ დავიცვათ თავი სიბერისაგან, არ არსებობს. ვფიქრობ, რომ ქართველებისათვის ძალიან მნიშვნელოვანი წიგნი იქნება. საუბარი შეეხება დაბერების ფსიქოლოგიას, პლასტიკური ქირურგიის ავკარგიანობას, არატრადიციულ მედიცინას, ჯანსაღ კვებას. წიგნი რამდენიმე თვეში გამოვა.

- მატერიალურ მხარეზე მინდა გკითხოთ: ალბათ ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული ამდენი მოგზაურობა.

- ოთხი წელია, რაც ამ ბიზნესში ვარ. გავაფართოე ჩემი ქსელი და უკვე შვიდ ქვეყანაში მაქვს სუროგაციის ცენტრი, ზოგან კი - კლინიკა. ასეთ ცენტრებს კიდევ გავხსნი მომავალში სხვადასხვა ქვეყანაში. ნულიდან დავიწყე საქმიანობა და მოკლე დროში გავხდი - უხეშად არ გამომივიდეს და - მილიონერი. აქედან გამომდინარე, მაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ვიმოგზაურო.

- ყველაზე თბილი ხალხი რომელ ქვეყანაში ცხოვრობს?

- უკრაინა და რუსეთში ძალიან უხეში და ცივი ხალხი ცხოვრობს. თანამშრომლები მყავს უკრაინაში და მათ აუცილებლად მკაცრად უნდა ელაპარაკო. მათთან უხეშობა აუცილებელია. სხვანაირად არაფერი გამოდის. ინდოეთში ძალიან თბილი ხალხია. მოტივირებულნი არიან იმაზე, თუ როგორ დაგეხმარონ. შენიშვნის მიცემის დროსაც აუცილებლად უნდა იყო ზრდილობიანი. ძალიან მაღალ დონეზეა უფროსის კულტი. ტაილანდში კი, ზრდილობის განსახიერება უნდა იყო. მას ღიმილის ქვეყანასაც ეძახიან. ვინმე თუ ბრაზდება, თვლიან, რომ ასეთი ადამიანი სახეს კარგავს. ეს კი ძალიან დიდი ცოდვაა. აზიელი ხალხი ძალიან თბილია. ფრანგები არ მიყვარს - პირველ რიგში ფრანგს მოემსახურებიან და თანაც, თუ ინგლისურად დაელაპარაკები, აუცილებლად გვიან მოგაქცევენ ყურადღებას.

- ვიზებთან დაკავშირებით პრობლემები ხომ არ შეგქმნიათ?

- პრობლემას ნამდვილად არავინ მიქმნის იქიდან გამომდინარე, რომ ყველამ კარგად იცის, არსად დამრჩენი არ ვარ. გეტყვით, რომ შარშან მთელი ჩემი ქსელის თანამშრომლები ჩამოვიყვანე საქართველოში და დავათვალიერებინე. წავიყვანე სვანეთშიც. სამშობლოს მონატრების გრძნობა ყოველთვის მაქვს ხოლმე, სადაც უნდა ვიყო. მშობლები, მეგობრები ყოველთვის ძალიან მენატრებიან.

- მოგზაურობის გარდა, გაქვთ კიდევ სხვა ჰობი?

- კი. ბავშვობიდან ძალიან მიყვარს ცურვა. ოთხივე სტილის ცურვას პროფესიონალურად ვფლობ. ყოველი დღის დასასრულს მივდივარ აუზზე და სამ საათს ვატარებ.

- სად გეგმავთ კიდევ მოგზაურობას?

- ჩამოწერილი მაქვს 2013-14 წლის გეგმა, თუ სად უნდა ვიმოგზაურო. ესენია: კენია, იაპონია, სამხრეთი აფრიკა, პორტუგალია, პაპუა, ახალი გვინეა, ეგვიპტე, ნეპალი, არგენტინა, ბრაზილია, კანადა, ტაივანი, კორეა და ა.შ.

ჟანა გოგინაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

მიტროპოლიტმა სტეფანემ იღუმენი დანიელ გვილავა სამღვდელო ხარისხიდან განკვეთა - "განაგრძობდა ეკლესიის საწინააღმდეგი ქმედებებს..."

"ბუნებრივი იმუნიტეტი კოვიდის მიმართ გრძელდება მინიმუმ 1 წელი" - ინფექციონისტი ახალი კვლევის შედეგებზე

"ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეებმა სოფელ სორმონში კარავი გაშალეს და გზა გადაკეტეს - რა ვითარებაა ხეობაში