პოლიტიკა
მეცნიერება
სამართალი

8

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:02-ზე, მთვარე ქალწულში გადავა 17:43-ზე დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად; ნიშნობისა და ქორწინებისათვის. მოერიდეთ გულის გადაღლას, შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
საზოგადოება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იური მეჩითოვი ახალ თანამდებობაზე და სკანდალურ ვიდეოზე
იური მეჩითოვი ახალ თანამდებობაზე და სკანდალურ ვიდეოზე

ფო­ტო­ხე­ლო­ვან იური მე­ჩი­თო­ვის ცხოვ­რე­ბა­ში გა­სუ­ლი კვი­რა სა­ინ­ტე­რე­სო გა­მოდ­გა. კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლედ მის­მა და­ნიშ­ვნამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა გა­მო­იწ­ვია. ხე­ლო­ვანს კი­დევ ერთხელ გა­უხ­სე­ნეს ვი­დეო, რო­მე­ლიც წე­ლი­წად-ნა­ხევ­რის წინ გა­მოქ­ვეყ­ნდა. ვი­დეო 2011 წელს ფო­ტოჟურ­ნა­ლისტ დი­მიტ­რი ბერ­კუ­ტი­სა და უკ­რა­ი­ნე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტის ნა­ტა­ლია სახ­ნოს ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში ჩა­ი­წე­რა, სა­დაც ბა­ტო­ნი იური აცხა­დებს, რომ ქარ­თვე­ლებ­მა რუ­სე­თის სა­დღეგ­რძე­ლო უნდა შეს­ვან, რომ აჭა­რა სა­ქარ­თვე­ლოს შე­მად­გენ­ლო­ბა­შია. ვი­დე­ო­ში ასე­ვე ჰყვე­ბა ანეკ­დო­ტებს გუ­რუ­ლებ­ზე, მეგ­რე­ლებ­ზე... ბა­ტონ იუ­რის ინ­ტერ­ვი­უს ჩა­სა­წე­რად ახალ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ნიშ­ვნი­დან მე­ო­რე დღეს კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­ში შევ­ხვდით.

- ბა­ტო­ნო იური, რო­გორ მოხ­ვდით "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში"?

- ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში - რო­გორც ცნე­ბა­ში, ყო­ველ­თვის ვი­ყა­ვი, ვფიქ­რობ­დი, რა­ტომ არ უნდა ყო­ფი­ლი­ყო ეს ქვე­ყა­ნა ბედ­ნი­ე­რი, რო­მელ­საც ამ­დე­ნი სა­შუ­ა­ლე­ბა აქვს, წი­ა­ღი­სე­უ­ლი, ბუ­ნე­ბა ხელს გვი­წყობს, ასე­ვე ხალ­ხის ხა­სი­ა­თი. სულ ვოც­ნე­ბობ­დი, რომ ჩემს სამ­შობ­ლო­ში ადა­მი­ა­ნუ­რი ცხოვ­რე­ბა ყო­ფი­ლი­ყო. და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ვარ, ჩემ­მა სი­ძემ სამ­სა­ხუ­რი რომ ვერ ნახა, ჩემი ორი შვი­ლიშ­ვი­ლი ინ­გლის­ში წა­იყ­ვა­ნა და იქ ცხოვ­რო­ბენ. წელს ორ­ჯერ ვი­ნა­ხუ­ლე, მაგ­რამ ჩემ­თვის ბედ­ნი­ე­რე­ბა იქ­ნე­ბო­და, ახ­ლოს ეცხოვ­რათ. ჩემი ოც­ნე­ბაა, რომ ეს ქვე­ყა­ნა იყოს ბედ­ნი­ე­რი. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს არ ვიც­ნობ­დი, სა­ხე­ზეც არ მყავ­და ნა­ნა­ხი, ჩემ­თვის, რო­გორც ფო­ტოგ­რა­ფის­თვის, გა­მო­სა­ხუ­ლე­ბას დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. პო­ლი­ტი­კა­ში მისი გა­მო­ჩე­ნის შემ­დეგ რა­ღაც იმე­დი ჩა­მე­სა­ხა.

- თუმ­ცა მა­ნამ­დე პო­ლი­ტი­კურ ფლანგზე არ აქ­ტი­უ­რობ­დით...

- აპო­ლი­ტი­კუ­რი არა­სო­დეს ვყო­ფილ­ვარ. 1992 წელს მე­გობ­რებ­თან ერ­თად "სა­ქარ­თვე­ლოს ხალ­ხის კონ­გრე­სი" შევ­ქმე­ნით. მერე ერთ დროს "ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის სა­ზო­გა­დო­ე­ბა­შიც" ვი­ყა­ვი. შემ­დეგ ორად გა­იხ­ლი­ჩა. "მო­ქა­ლა­ქე­თა კავ­ში­რი" რომ შე­იქ­მნა, ჩვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცია იქ გა­ით­ქვი­ფა და და­ას­რუ­ლა მოღ­ვა­წე­ო­ბა, მაგ­რამ თა­ვი­სი ფუნ­ქცია შე­ას­რუ­ლა. 15 წლი­დან მა­ინ­ტე­რე­სებ­და პო­ლი­ტი­კა, იმა­ზე ცოტა მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ვიდ­რე ფო­ტოგ­რა­ფია. ჩემი ჰობი რომ ნა­ხოთ, მი­წე­რია, პო­ლი­ტი­კა, ეთ­ნოფ­სი­ქო­ლო­გია და მუ­სი­კა. ყო­ველ­თვის ვინ­ტე­რეს­დე­ბო­დი პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბით. რო­დე­საც ქვე­ყა­ნა­ში და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის ეპო­ქა და­ი­წყო, ლა­მის ყო­ველ­დღე ვი­ღებ­დი ფო­ტო­ებს და მალე გა­და­ვი­ღებ ფილ­მს "სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ბი­ექ­ტუ­რი უახ­ლე­სი ის­ტო­რია 1987-2007 წლამ­დე". ეს იქ­ნე­ბა ჩემი ხედ­ვა, ჩე­მე­ბუ­რად აღვწერ, რას გან­ვიც­დი­დი მა­შინ და რისი მო­ლო­დი­ნი მქონ­და. მინ­და, ის­ტო­რი­კო­სებს წყა­რო და­ვუ­ტო­ვო, ჩემი მო­ნა­ყო­ლი ამ ცხოვ­რე­ბა­ზე.

- რო­გორ მიხ­ვე­დით "ქარ­თულ ოც­ნე­ბამ­დე"?

- მა­ნამ­დეც და მე­რეც ყო­ველ­თვის ვაქ­ტი­უ­რობ­დი სხვა­დას­ხვა თოქ­შო­უ­ში, რაც შე­ე­ხე­ბა ივა­ნიშ­ვილს, მან პი­რა­დად დამ­პა­ტი­ჟა. ერთ დღეს გუ­რამ ოდი­შა­რი­ამ და­მი­რე­კა, მივ­ხვდი, რომ რა­ღაც ხდე­ბო­და. მი­თხრა, ბი­ძი­ნას შენი ნახ­ვა უნ­დაო. მერე მი­ჩუმ­და ეს ამ­ბა­ვი. შემ­დეგ თედო ჯა­ფა­რი­ძემ შე­მახ­სე­ნა. მოხ­და ისე, რომ რე­ზი­დენ­ცი­ა­ში ავე­დი. ჩემი წიგ­ნი ვა­ჩუ­ქე ავ­ტოგ­რა­ფით.

- ფოტო თუ გა­და­უ­ღეთ პირ­ველ შეხ­ვედ­რა­ზე?

- ვერ გავ­ბე­დე. კარ­გად მახ­სოვს, ჩემ გვერ­დით ნი­ნე­ლი იჯდა და მარ­ჯვნივ - ბი­ძი­ნა. ვუ­თხა­რი, უხერ­ხუ­ლია, ეს დიდი ხალ­ხი, ჩემ უკან მე­ო­რე რიგ­ში ის­ხდნენ-მეთ­ქი. არა, იურა, შენ ჩვე­ნი კარ­გი და დიდი სტუ­მა­რი ხარო.

- პარ­ტი­ა­ში რო­დის გა­წევ­რი­ან­დით?

- პარ­ტი­ა­ში რომ გავ­წევ­რი­ა­ნე­ბუ­ლი­ყა­ვი, ახლა პარ­ლა­მენ­ტა­რი ვიქ­ნე­ბო­დი. ერთხელ სო­ზარ­მა და­მი­რე­კა და მი­თხრა, იურა, ჩვენ გვინ­და, შენ იყო პარ­ლა­მენ­ტა­რი და მოდი, სა­ბუ­თე­ბი შე­ავ­სეო. სა­სა­ცი­ლო ის იყო, მხო­ლოდ ერთ კი­თხვა­ზე გა­ვე­ცი და­დე­ბი­თი პა­სუ­ხი, რომ ბინა მქონ­და, და­ნარ­ჩე­ნი - 5000 დო­ლარ­ზე მეტი ღი­რე­ბუ­ლე­ბის მან­ქა­ნა, ბან­კში ან­გა­რი­ში, ყვე­ლა­ფერ­ზე "ზეტი" გა­დავ­ხა­ზე, ძა­ლი­ან სა­სა­ცი­ლო სი­ტუ­ა­ცია იყო. პარ­ტი­ულ გრა­ფა­ში უპარ­ტიო დავ­წე­რე. სი­ა­ში 55-ე ვი­ყა­ვი და ჩემ შემ­დგომ ვინც იყ­ვნენ, ისი­ნიც მოხ­ვდნენ პარ­ლა­მენ­ტში. ჩემ­ზეც ყვე­ლამ იფიქ­რა, რომ დე­პუ­ტა­ტი გავ­ხდი, მაგ­რამ ერთი უც­ნა­უ­რო­ბა მოხ­და. აღ­მოჩ­ნდა, რომ პარ­ლა­მენ­ტში ჯერ შე­დი­ან რა­ღაც ბლო­კით გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი და როცა დე­პუ­ტა­ტი აღ­მას­რუ­ლე­ბელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში გა­და­დის, მისი ჩა­ნაც­ვლე­ბა მი­სი­ვე პარ­ტი­ის მომ­დევ­ნო წევ­რით ხდე­ბა. მა­გა­ლი­თად, "რეს­პუბ­ლი­კე­ლი" პა­ა­ტა ზა­ქა­რე­იშ­ვი­ლი რომ აღ­მას­რუ­ლე­ბელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში გა­და­ვი­და, მისი ად­გი­ლი გა­თა­ვი­სუფ­ლდა, მაგ­რამ ქვე­ვით მდგო­მი "რეს­პუბ­ლი­კე­ლი" ჩა­ე­ნაც­ვლე­ბა. მე ჩა­ნაც­ვლე­ბის შან­სი არ მქონ­და, რად­გან არც ერთ პარ­ტი­ას არ ვე­კუთ­ვნო­დი. არა­და მთელ მსოფ­ლი­ო­ში გაჟ­ღერ­და, რომ დე­პუ­ტა­ტი გავ­ხდი, მოს­კო­ვი­დან, ამე­რი­კი­დან მი­ლო­ცავ­დნენ. მე ენა­წყლი­ა­ნი კაცი ვარ და ვე­უბ­ნე­ბო­დი, კი, კი, დე­პუ­ტა­ტი გავ­ხდი. ტე­ლე­ვი­ზი­ი­თაც გა­მო­ა­ცხა­დეს. ორი დღე რჩე­ბო­და ქუ­თა­ის­ში წას­ვლამ­დე და ფეხს ვით­რევ­დი, არ მინ­დო­და, ვფიქ­რობ­დი, იმ ხალ­ხთან ერ­თად რო­გორ უნდა დავ­მდგა­რი­ყა­ვი, ვი­საც ადრე პირ­ზე კოც­ნით ვიც­ნობ­დი და ახლა ჩემი პო­ლი­ტი­კუ­რი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბი კი არა, ლა­მის დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი გახ­დნენ. შე­იძ­ლე­ბა ზო­გი­ერ­თი მარ­თლა დამ­ნა­შა­ვე იყოს კა­ნო­ნით და არა ჩემი ბრალ­დე­ბით.

- ეს რო­გორ, თქვე­ნი შეც­დო­მა გა­ე­პა­რა "ქარ­თულ ოც­ნე­ბას"...

- მა­გა­ში ცუდი არა­ფე­რია, იუ­რი­დი­უ­ლი მო­მენ­ტია, უპარ­ტიო მხო­ლოდ მე ვი­ყა­ვი. მე ჩემ­თვის შე­ვი­ნარ­ჩუ­ნე უპარ­ტი­ო­ბა, რო­გორც თა­ვი­სუფ­ლე­ბა, სულ მე­ში­ნო­და გუნ­დუ­რი თა­მა­შის, რო­დე­საც ნა­ცი­ო­ნა­ლებს ვუ­ყუ­რებ­დი და ყვე­ლა ერთი და იმა­ვე ტექ­სტე­ბით ლა­პა­რა­კობ­და, ამა­ზე ცუდი ცხოვ­რე­ბა­ში არა­ფე­რი მი­ნა­ხავს. მე მინ­დო­და ვყო­ფი­ლი­ყა­ვი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ჩემი აზრი მექ­ნე­ბო­და. ეს გახ­და მი­ზე­ზი, რომ დე­პუ­ტა­ტი ვერ გავ­ხდი, მაგ­რამ სა­ნამ ეს მოხ­დე­ბო­და, გუ­რა­მის­გან შე­თა­ვა­ზე­ბა მი­ვი­ღე, მა­შინ ჯერ კი­დევ არ ვი­ცო­დი, რომ პარ­ლა­მენ­ტში არ ვიქ­ნე­ბო­დი. მი­თხრა, იურა, იქ­ნებ ჩემ­თან მოხ­ვი­დე მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლედ და და­მეხ­მა­როო. ვუ­თხა­რი, რომ სა­კა­ნონ­მდებ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში მინ­დო­და მუ­შა­ო­ბა, სა­გა­რეო საქ­მე­თა კო­მი­ტეტ­ში, სხვა იდე­ე­ბი მქონ­და.

- ბა­ტონ გუ­რამს უამ­რა­ვი წე­რი­ლი გა­უგ­ზავ­ნეს, სა­დაც სხვა­დას­ხვა პერ­სო­ნა­ზე სთხოვ­დნენ, მო­ად­გი­ლედ და­ე­ნიშ­ნა, თუ არ ვცდე­ბი, თქვენ­ზე არც ერთი თხოვ­ნა არ მის­ვლია.

- არა, მე მის­თვის წე­რი­ლი არ გა­მიგ­ზავ­ნია და არც მხარ­დამ­ჭე­რე­ბი მყავ­და. ეს იყო გუ­რა­მის სურ­ვი­ლი. ვუ­თხა­რი, რო­გორ გა­მო­გად­გე­ბი, თა­ვი­სუ­ფა­ლი, გიჟი კაცი ვარ, მაგ­რამ რა­ღაც ორ­გა­ნი­ზა­ცი­უ­ლი ნიჭი კი მაქვს-მეთ­ქი მერე მი­თხრა, "სივი" და­მი­წე­რე, მა­ინც შევ­ხე­და­ვო. "სივი" რომ დავ­წე­რე, ვი­ფიქ­რე, ამ­დე­ნი საქ­მე თუ გა­მი­კე­თე­ბია, რა­ტომ ვარ ასე ჩუ­მად-მეთ­ქი (იცი­ნის). გუ­რამ­მა რომ წა­ი­კი­თხა, შენ რა მა­გა­რი კაცი ხარო, მი­თხრა. მაგ­რამ უხერ­ხულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვარ, ბევ­რი ადა­მი­ა­ნი, ვი­საც მი­აჩ­ნია, რომ ამ საქ­მის­თვის გა­მოდ­გე­ბო­და, შე­იძ­ლე­ბა გაწ­ბილ­დეს და ჩემ­ზე აუგი თქვას.

- რო­გორ ფიქ­რობთ, რა ნა­ბი­ჯე­ბი უნდა გა­და­იდ­გას დღეს კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­ში?

- ძა­ლი­ან კარ­გი გუნ­დი შე­იკ­რი­ბა, იმ გო­გო­ნებს არ ვიც­ნობ­დი და პირ­ვე­ლად წარ­დგე­ნი­სას შევ­ხვდი. კარ­გი გო­გო­ნე­ბი არი­ან, ბევ­რი საქ­მე უკე­თე­ბი­ათ, მაგ­რამ მეც პრაქ­ტი­კუ­ლი ჭკუა მაქვს, კი­ნოს­ტუ­დი­ას­თან ახ­ლოს ვი­ყა­ვი, ძა­ლი­ან მიყ­ვარს თე­ატ­რი. ავ­ტო­რი­ტე­ტი მაქვს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. პორ­ტრე­ტის ხე­ლო­ვა­ნი ვარ და ხალ­ხთან ურ­თი­ერ­თო­ბა ვიცი. შე­მიძ­ლია და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი მხა­რე­ე­ბის შე­რი­გე­ბა.

- თქვენ შე­სა­ხებ სკან­და­ლუ­რი ვი­დე­ოს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შემ­დეგ ანეკ­დო­ტებს კი­დევ ჰყვე­ბით?

- უნდა მოვ­ყვე, აბა, ამა­ში მკრე­ხე­ლურს ვე­რა­ფერს ვხე­დავ, კი­დევ კარ­გი, კა­ნონ­მდებ­ლო­ბა ერ­თმა­ნეთ­ზე ანეკ­დო­ტე­ბის მო­ყო­ლას არ გვიკ­რძა­ლავს. ვინც ეს ვი­დეო ნახა, ხელ­ზე და­იხ­ვია და ატ­რი­ა­ლებს, ეს არის სა­გან­გე­ბოდ გა­კე­თე­ბუ­ლი შავი პი­ა­რის­თვის. ეს ვი­დეო წე­ლი­წად-ნა­ხე­ვა­რია ინ­ტერ­ნეტ­ში დევს, ჩემი სურ­ვი­ლით არ ატ­ვირ­თუ­ლა.

- ვინ გა­და­გი­ღოთ ეს ვი­დეო?

- დიმა ბერ­კუტ­მა, რო­მე­ლიც მო­იყ­ვა­ნა ქალ­ბა­ტონ­მა ნა­ტა­ლი­ამ. აქ ცხოვ­რობს, ჟურ­ნა­ლის­ტობს, რა­ღაც სი­სუ­ლე­ლე­ებს ლა­პა­რა­კობს, რომ არა­ვის უყ­ვარს მეგ­რე­ლე­ბი. მე პი­რი­ქით ვუ­თხა­რი, სა­ინ­ტე­რე­სო ხალ­ხია, ენერ­გი­უ­ლი, სექ­სუ­ა­ლუ­რი, ბევრ წი­წა­კას ჭა­მენ-მეთ­ქი. ეს ხომ მეც­ნი­ე­რუ­ლი დონე არ არის, სამ­ზა­რე­უ­ლოს დო­ნეა. ამ დო­ნის იყო, რო­ბი­კო სტუ­რუ­ამ რომ თქვა ცნო­ბი­ლი ფრა­ზა. ჟურ­ნა­ლის­ტმა ჰკი­თხა, რა­ტომ ეპყრო­ბა ქარ­თვე­ლებს ასე სა­ა­კაშ­ვი­ლიო და რა ქნას, სო­მე­ხი­აო. რო­ბერტ სტუ­რუ­ას რომ არ­მე­ნო­ფო­ბია ან რო­მე­ლი­მე ფო­ბია და­აბ­რა­ლო, უგუ­ნუ­რი უნდა იყო. გა­სა­გე­ბია, რომ ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი გვაქვს, მიკრო­ფო­ნე­ბი, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი არი­ან ჩა­საფ­რე­ბუ­ლი. რო­დე­საც ეს ვი­დეო ვნა­ხე, კრი­მი­ნა­ლი ვე­რა­ფე­რი და­ვი­ნა­ხე და ახ­ლაც ვერ ვხე­დავ. სა­ინ­ტე­რე­სო იყო, რო­დე­საც აჭა­რის ფე­ნო­მენს ვუხ­სნი­დი, ვამ­ბობ­დი, რომ მუს­ლი­მა­ნე­ბი არი­ან, იმი­ტომ, რომ 300 წელი თურ­ქე­თის ხელ­ში იყ­ვნენ და იქვე ვუხ­სნი ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც აზ­რზე არ არის სა­ქარ­თვე­ლო­ზე და ვე­უბ­ნე­ბი, რომ ყვე­ლა ქარ­თველ­მა ორ­ჯერ უნდა და­ლი­ოს რუ­სე­თის იმ­პე­რი­ის სა­დღეგ­რძე­ლო, თან იმ­პე­რი­ის, პუ­ტი­ნის რუ­სეთს ხომ არ ვამ­ბობ. რუ­სე­თის იმ­პე­რი­ამ ორი სის­ხლისმღვრე­ლი ბრძო­ლა ჩა­ა­ტა­რა, რომ აჭა­რა და­ებ­რუ­ნე­ბი­ნა. გა­სა­გე­ბია, თა­ვის­თვის აბ­რუ­ნებ­და, თა­ვის იმ­პე­რი­ას აერ­თებ­და, მაგ­რამ სა­ბო­ლოო ჯამ­ში ჩვენ ხომ შე­მოგ­ვრჩა?! ეს არის იუ­მო­რით ნათ­ქვა­მი და ამა­ზე გა­მო­კი­დე­ბა რო­გორ შე­იძ­ლე­ბა?..

- ბა­ტონ მი­ნისტრს რა რე­აქ­ცია ჰქონ­და?

- მი­ცავს ყო­ვე­ლი ფე­ხის ნა­ბიჯ­ზე. თა­ვის მარ­თლე­ბის პრო­ცეს­ში არ ვარ, არ ვამ­ბობ, რომ რა­ი­მე ცუდი ვთქვი. კი­დევ ერთხელ ვი­მე­ო­რებ, რომ ანეკ­დო­ტი არ უნდა იყოს გან­ხი­ლუ­ლი, რო­გორც მეც­ნი­ე­რუ­ლი მოხ­სე­ნე­ბა. რო­დე­საც გუ­რუ­ლებ­ზე ანეკ­დოტს ვყვე­ბი, "გუ­რულს ეკი­თხე­ბი­ან, გუ­რუ­ლი ხარო, გუ­რუ­ლი ვარ, მაგ­რამ ნამ­კურ­ნა­ლე­ვიო", ეს რომ ადა­მი­ანს ეწყი­ნე­ბა, მა­შინ ის გუ­რუ­ლი არ არის. მე და სოსო ჯაჭვლი­ა­ნი მე­ზობ­ლე­ბი ვართ და რო­დე­საც ვხვდე­ბით, სვა­ნურ ანეკ­დო­ტებს ვუ­ზი­ა­რებთ ერ­თმა­ნეთს. ისიც და­მაბ­რა­ლეს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს და­ქუც­მა­ცე­ბას ვემ­სა­ხუ­რე­ბი. მე ვამ­ბობ­დი, რომ რუ­სე­თის იმ­პე­რი­ის დროს რუ­სე­ბი მეგ­რე­ლებს ქარ­თვე­ლე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბულ ერად თვლიდ­ნენ. ასე იყო, მეგ­რულ სკო­ლას ხსნიდ­ნენ იმ დროს და მე რა შუ­ა­ში ვარ, კაცო... სიყ­ვა­რუ­ლით არის ყვე­ლა­ფე­რი ნათ­ქვა­მი, და ვინ­მე თუ დამ­წა­მებს, რომ ადა­მი­ა­ნი არ მიყ­ვარს, სა­სა­ცი­ლოა.

- წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ ქსე­ნო­ფო­ბი­ამ ცუდი ფორ­მე­ბი მი­ი­ღო...

- ზუ­რაბ ჟვა­ნია მე­უბ­ნე­ბო­და, იურა, სი­ა­ში ჩაგ­სვამ და პარ­ლა­მენ­ტა­რი გახ­დე­ბიო. ვუ­თხა­რი, ზურა, არა, ჩემო ძმაო, არ მინ­და-მეთ­ქი. ერთხელ მი­თხრა კი­დეც, სომ­ხებ­ზე ამ­დენს რომ ლა­პა­რა­კო­ბენ, რა­ტომ ხმას არ იღე­ბო. ვუ­თხა­რი, შენ შე­იძ­ლე­ბა არ იცი, სომ­ხურ ქურ­ქში არ ყო­ფილ­ხარ, არის აქ არ­მე­ნო­ფო­ბია და რა ვქნათ-მეთ­ქი... არ უნდა ქარ­თულ ეროვ­ნულ სხე­ულს, აღი­ა­როს, რომ რა­ღა­ცა­ში არა­ტო­ლე­რან­ტია, მაგ­რამ სი­მარ­თლეს ვერ გა­ექ­ცე­ვი. იმი­ტომ იყე­ნებ­დნენ ჟვა­ნი­ას წი­ნა­აღ­მდეგ, მიშა მა­ინც სო­მე­ხი უნდა ყო­ფი­ლი­ყო, სხვა­ნა­ი­რად ცუდი ვერ იქ­ნე­ბო­და, ქარ­თვე­ლი ცუდი არ არ­სე­ბობს, ხომ იცით (იცი­ნის). სე­რი­ო­ზუ­ლად რომ მი­უდ­გე ამას, უნდა გა­გიჟ­დე, სხვაც უნდა გა­ა­გი­ჟო და ვი­ღაც უნდა შე­მო­გაკ­ვდეს.

- ალ­ბათ ამ სკან­და­ლის შემ­დეგ ბევ­რმა და­გი­რე­კათ...

- ეს უნდა ვთქვა... ჩემ­მა კარ­გმა მე­გო­ბარ­მა, სო­ლი­კომ და­მი­რე­კა. ფან­ტას­ტი­კუ­რი ადა­მი­ა­ნია, ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ა­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, ჩვენ ამით გან­ვსხვავ­დე­ბით, მე ზვი­ად­ზე კი არა, არა­ვის­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი არ ვარ. მე ლა­მა­ზი ქალი მიყ­ვარს. სო­ლი­კომ სა­ში­ნე­ლი სი­ტყვე­ბი მი­თხრა და და­მა­ბა­რა­ლა, თით­ქოს მე იმა­ზე ვმუ­შა­ობ, რომ ჩვე­ნი ერი გა­იხ­ლი­ჩოს.

- ალ­ბათ გა­მამ­ხნე­ვე­ბე­ლი ზა­რე­ბიც იქ­ნე­ბო­და...

- უამ­რა­ვი ხალ­ხი მი­რე­კავს და მამ­ხნე­ვებს, მე­უბ­ნე­ბი­ან, იურა, და­ი­კი­დე, გულ­ზე მო­გეშ­ვე­ბაო - კა­ხუ­რი გა­მო­ნათ­ქვა­მია (იცი­ნის).

ნინო გი­გიშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

ასე­ვე იხი­ლეთ: რას სა­უბ­რობს იური მე­ჩი­თო­ვი მეგ­რე­ლებ­ზე, გუ­რუ­ლებ­ზე და აჭარ­ლებ­ზე?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საპროტესტო აქციებზე დაკავებული მომიტინგეების ოჯახის წევრები 8 აპრილს დაგეგმილი დემონსტრაციისთვის ემზადებიან

იური მეჩითოვი ახალ თანამდებობაზე და სკანდალურ ვიდეოზე

იური მეჩითოვი ახალ თანამდებობაზე და სკანდალურ ვიდეოზე

ფოტოხელოვან იური მეჩითოვის ცხოვრებაში გასული კვირა საინტერესო გამოდგა. კულტურის მინისტრის მოადგილედ მისმა დანიშვნამ სოციალურ ქსელში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ხელოვანს კიდევ ერთხელ გაუხსენეს ვიდეო, რომელიც წელიწად-ნახევრის წინ გამოქვეყნდა. ვიდეო 2011 წელს ფოტოჟურნალისტ დიმიტრი ბერკუტისა და უკრაინელი ჟურნალისტის ნატალია სახნოს ერთობლივი პროექტის ფარგლებში ჩაიწერა, სადაც ბატონი იური აცხადებს, რომ ქართველებმა რუსეთის სადღეგრძელო უნდა შესვან, რომ აჭარა საქართველოს შემადგენლობაშია. ვიდეოში ასევე ჰყვება ანეკდოტებს გურულებზე, მეგრელებზე... ბატონ იურის ინტერვიუს ჩასაწერად ახალ თანამდებობაზე დანიშვნიდან მეორე დღეს კულტურის სამინისტროში შევხვდით.

- ბატონო იური, როგორ მოხვდით "ქართულ ოცნებაში"?

- ქართულ ოცნებაში - როგორც ცნებაში, ყოველთვის ვიყავი, ვფიქრობდი, რატომ არ უნდა ყოფილიყო ეს ქვეყანა ბედნიერი, რომელსაც ამდენი საშუალება აქვს, წიაღისეული, ბუნება ხელს გვიწყობს, ასევე ხალხის ხასიათი. სულ ვოცნებობდი, რომ ჩემს სამშობლოში ადამიანური ცხოვრება ყოფილიყო. დაზარალებული ვარ, ჩემმა სიძემ სამსახური რომ ვერ ნახა, ჩემი ორი შვილიშვილი ინგლისში წაიყვანა და იქ ცხოვრობენ. წელს ორჯერ ვინახულე, მაგრამ ჩემთვის ბედნიერება იქნებოდა, ახლოს ეცხოვრათ. ჩემი ოცნებაა, რომ ეს ქვეყანა იყოს ბედნიერი. ბიძინა ივანიშვილს არ ვიცნობდი, სახეზეც არ მყავდა ნანახი, ჩემთვის, როგორც ფოტოგრაფისთვის, გამოსახულებას დიდი მნიშვნელობა აქვს. პოლიტიკაში მისი გამოჩენის შემდეგ რაღაც იმედი ჩამესახა.

- თუმცა მანამდე პოლიტიკურ ფლანგზე არ აქტიურობდით...

- აპოლიტიკური არასოდეს ვყოფილვარ. 1992 წელს მეგობრებთან ერთად "საქართველოს ხალხის კონგრესი" შევქმენით. მერე ერთ დროს "ილია ჭავჭავაძის საზოგადოებაშიც" ვიყავი. შემდეგ ორად გაიხლიჩა. "მოქალაქეთა კავშირი" რომ შეიქმნა, ჩვენი ორგანიზაცია იქ გაითქვიფა და დაასრულა მოღვაწეობა, მაგრამ თავისი ფუნქცია შეასრულა. 15 წლიდან მაინტერესებდა პოლიტიკა, იმაზე ცოტა მოგვიანებით, ვიდრე ფოტოგრაფია. ჩემი ჰობი რომ ნახოთ, მიწერია, პოლიტიკა, ეთნოფსიქოლოგია და მუსიკა. ყოველთვის ვინტერესდებოდი პოლიტიკური პროცესებით. როდესაც ქვეყანაში დამოუკიდებლობის ეპოქა დაიწყო, ლამის ყოველდღე ვიღებდი ფოტოებს და მალე გადავიღებ ფილმს "საქართველოს სუბიექტური უახლესი ისტორია 1987-2007 წლამდე". ეს იქნება ჩემი ხედვა, ჩემებურად აღვწერ, რას განვიცდიდი მაშინ და რისი მოლოდინი მქონდა. მინდა, ისტორიკოსებს წყარო დავუტოვო, ჩემი მონაყოლი ამ ცხოვრებაზე.

- როგორ მიხვედით "ქართულ ოცნებამდე"?

- მანამდეც და მერეც ყოველთვის ვაქტიურობდი სხვადასხვა თოქშოუში, რაც შეეხება ივანიშვილს, მან პირადად დამპატიჟა. ერთ დღეს გურამ ოდიშარიამ დამირეკა, მივხვდი, რომ რაღაც ხდებოდა. მითხრა, ბიძინას შენი ნახვა უნდაო. მერე მიჩუმდა ეს ამბავი. შემდეგ თედო ჯაფარიძემ შემახსენა. მოხდა ისე, რომ რეზიდენციაში ავედი. ჩემი წიგნი ვაჩუქე ავტოგრაფით.

- ფოტო თუ გადაუღეთ პირველ შეხვედრაზე?

- ვერ გავბედე. კარგად მახსოვს, ჩემ გვერდით ნინელი იჯდა და მარჯვნივ - ბიძინა. ვუთხარი, უხერხულია, ეს დიდი ხალხი, ჩემ უკან მეორე რიგში ისხდნენ-მეთქი. არა, იურა, შენ ჩვენი კარგი და დიდი სტუმარი ხარო.

- პარტიაში როდის გაწევრიანდით?

- პარტიაში რომ გავწევრიანებულიყავი, ახლა პარლამენტარი ვიქნებოდი. ერთხელ სოზარმა დამირეკა და მითხრა, იურა, ჩვენ გვინდა, შენ იყო პარლამენტარი და მოდი, საბუთები შეავსეო. სასაცილო ის იყო, მხოლოდ ერთ კითხვაზე გავეცი დადებითი პასუხი, რომ ბინა მქონდა, დანარჩენი - 5000 დოლარზე მეტი ღირებულების მანქანა, ბანკში ანგარიში, ყველაფერზე "ზეტი" გადავხაზე, ძალიან სასაცილო სიტუაცია იყო. პარტიულ გრაფაში უპარტიო დავწერე. სიაში 55-ე ვიყავი და ჩემ შემდგომ ვინც იყვნენ, ისინიც მოხვდნენ პარლამენტში. ჩემზეც ყველამ იფიქრა, რომ დეპუტატი გავხდი, მაგრამ ერთი უცნაურობა მოხდა. აღმოჩნდა, რომ პარლამენტში ჯერ შედიან რაღაც ბლოკით გამარჯვებულები და როცა დეპუტატი აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადადის, მისი ჩანაცვლება მისივე პარტიის მომდევნო წევრით ხდება. მაგალითად, "რესპუბლიკელი" პაატა ზაქარეიშვილი რომ აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადავიდა, მისი ადგილი გათავისუფლდა, მაგრამ ქვევით მდგომი "რესპუბლიკელი" ჩაენაცვლება. მე ჩანაცვლების შანსი არ მქონდა, რადგან არც ერთ პარტიას არ ვეკუთვნოდი. არადა მთელ მსოფლიოში გაჟღერდა, რომ დეპუტატი გავხდი, მოსკოვიდან, ამერიკიდან მილოცავდნენ. მე ენაწყლიანი კაცი ვარ და ვეუბნებოდი, კი, კი, დეპუტატი გავხდი. ტელევიზიითაც გამოაცხადეს. ორი დღე რჩებოდა ქუთაისში წასვლამდე და ფეხს ვითრევდი, არ მინდოდა, ვფიქრობდი, იმ ხალხთან ერთად როგორ უნდა დავმდგარიყავი, ვისაც ადრე პირზე კოცნით ვიცნობდი და ახლა ჩემი პოლიტიკური მოწინააღმდეგეები კი არა, ლამის დამნაშავეები გახდნენ. შეიძლება ზოგიერთი მართლა დამნაშავე იყოს კანონით და არა ჩემი ბრალდებით.

- ეს როგორ, თქვენი შეცდომა გაეპარა "ქართულ ოცნებას"...

- მაგაში ცუდი არაფერია, იურიდიული მომენტია, უპარტიო მხოლოდ მე ვიყავი. მე ჩემთვის შევინარჩუნე უპარტიობა, როგორც თავისუფლება, სულ მეშინოდა გუნდური თამაშის, როდესაც ნაციონალებს ვუყურებდი და ყველა ერთი და იმავე ტექსტებით ლაპარაკობდა, ამაზე ცუდი ცხოვრებაში არაფერი მინახავს. მე მინდოდა ვყოფილიყავი ადამიანი, რომელსაც ჩემი აზრი მექნებოდა. ეს გახდა მიზეზი, რომ დეპუტატი ვერ გავხდი, მაგრამ სანამ ეს მოხდებოდა, გურამისგან შეთავაზება მივიღე, მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რომ პარლამენტში არ ვიქნებოდი. მითხრა, იურა, იქნებ ჩემთან მოხვიდე მინისტრის მოადგილედ და დამეხმაროო. ვუთხარი, რომ საკანონმდებლო საქმიანობაში მინდოდა მუშაობა, საგარეო საქმეთა კომიტეტში, სხვა იდეები მქონდა.

- ბატონ გურამს უამრავი წერილი გაუგზავნეს, სადაც სხვადასხვა პერსონაზე სთხოვდნენ, მოადგილედ დაენიშნა, თუ არ ვცდები, თქვენზე არც ერთი თხოვნა არ მისვლია.

- არა, მე მისთვის წერილი არ გამიგზავნია და არც მხარდამჭერები მყავდა. ეს იყო გურამის სურვილი. ვუთხარი, როგორ გამოგადგები, თავისუფალი, გიჟი კაცი ვარ, მაგრამ რაღაც ორგანიზაციული ნიჭი კი მაქვს-მეთქი მერე მითხრა, "სივი" დამიწერე, მაინც შევხედავო. "სივი" რომ დავწერე, ვიფიქრე, ამდენი საქმე თუ გამიკეთებია, რატომ ვარ ასე ჩუმად-მეთქი (იცინის). გურამმა რომ წაიკითხა, შენ რა მაგარი კაცი ხარო, მითხრა. მაგრამ უხერხულ მდგომარეობაში ვარ, ბევრი ადამიანი, ვისაც მიაჩნია, რომ ამ საქმისთვის გამოდგებოდა, შეიძლება გაწბილდეს და ჩემზე აუგი თქვას.

- როგორ ფიქრობთ, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას დღეს კულტურის სამინისტროში?

- ძალიან კარგი გუნდი შეიკრიბა, იმ გოგონებს არ ვიცნობდი და პირველად წარდგენისას შევხვდი. კარგი გოგონები არიან, ბევრი საქმე უკეთებიათ, მაგრამ მეც პრაქტიკული ჭკუა მაქვს, კინოსტუდიასთან ახლოს ვიყავი, ძალიან მიყვარს თეატრი. ავტორიტეტი მაქვს საზოგადოებაში. პორტრეტის ხელოვანი ვარ და ხალხთან ურთიერთობა ვიცი. შემიძლია დაპირისპირებული მხარეების შერიგება.

- თქვენ შესახებ სკანდალური ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ ანეკდოტებს კიდევ ჰყვებით?

- უნდა მოვყვე, აბა, ამაში მკრეხელურს ვერაფერს ვხედავ, კიდევ კარგი, კანონმდებლობა ერთმანეთზე ანეკდოტების მოყოლას არ გვიკრძალავს. ვინც ეს ვიდეო ნახა, ხელზე დაიხვია და ატრიალებს, ეს არის საგანგებოდ გაკეთებული შავი პიარისთვის. ეს ვიდეო წელიწად-ნახევარია ინტერნეტში დევს, ჩემი სურვილით არ ატვირთულა.

- ვინ გადაგიღოთ ეს ვიდეო?

- დიმა ბერკუტმა, რომელიც მოიყვანა ქალბატონმა ნატალიამ. აქ ცხოვრობს, ჟურნალისტობს, რაღაც სისულელეებს ლაპარაკობს, რომ არავის უყვარს მეგრელები. მე პირიქით ვუთხარი, საინტერესო ხალხია, ენერგიული, სექსუალური, ბევრ წიწაკას ჭამენ-მეთქი. ეს ხომ მეცნიერული დონე არ არის, სამზარეულოს დონეა. ამ დონის იყო, რობიკო სტურუამ რომ თქვა ცნობილი ფრაზა. ჟურნალისტმა ჰკითხა, რატომ ეპყრობა ქართველებს ასე სააკაშვილიო და რა ქნას, სომეხიაო. რობერტ სტურუას რომ არმენოფობია ან რომელიმე ფობია დააბრალო, უგუნური უნდა იყო. გასაგებია, რომ ინფორმაციული საშუალებები გვაქვს, მიკროფონები, ჟურნალისტები არიან ჩასაფრებული. როდესაც ეს ვიდეო ვნახე, კრიმინალი ვერაფერი დავინახე და ახლაც ვერ ვხედავ. საინტერესო იყო, როდესაც აჭარის ფენომენს ვუხსნიდი, ვამბობდი, რომ მუსლიმანები არიან, იმიტომ, რომ 300 წელი თურქეთის ხელში იყვნენ და იქვე ვუხსნი ადამიანს, რომელიც აზრზე არ არის საქართველოზე და ვეუბნები, რომ ყველა ქართველმა ორჯერ უნდა დალიოს რუსეთის იმპერიის სადღეგრძელო, თან იმპერიის, პუტინის რუსეთს ხომ არ ვამბობ. რუსეთის იმპერიამ ორი სისხლისმღვრელი ბრძოლა ჩაატარა, რომ აჭარა დაებრუნებინა. გასაგებია, თავისთვის აბრუნებდა, თავის იმპერიას აერთებდა, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩვენ ხომ შემოგვრჩა?! ეს არის იუმორით ნათქვამი და ამაზე გამოკიდება როგორ შეიძლება?..

- ბატონ მინისტრს რა რეაქცია ჰქონდა?

- მიცავს ყოველი ფეხის ნაბიჯზე. თავის მართლების პროცესში არ ვარ, არ ვამბობ, რომ რაიმე ცუდი ვთქვი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ანეკდოტი არ უნდა იყოს განხილული, როგორც მეცნიერული მოხსენება. როდესაც გურულებზე ანეკდოტს ვყვები, "გურულს ეკითხებიან, გურული ხარო, გურული ვარ, მაგრამ ნამკურნალევიო", ეს რომ ადამიანს ეწყინება, მაშინ ის გურული არ არის. მე და სოსო ჯაჭვლიანი მეზობლები ვართ და როდესაც ვხვდებით, სვანურ ანეკდოტებს ვუზიარებთ ერთმანეთს. ისიც დამაბრალეს, რომ საქართველოს დაქუცმაცებას ვემსახურები. მე ვამბობდი, რომ რუსეთის იმპერიის დროს რუსები მეგრელებს ქართველებისგან განსხვავებულ ერად თვლიდნენ. ასე იყო, მეგრულ სკოლას ხსნიდნენ იმ დროს და მე რა შუაში ვარ, კაცო... სიყვარულით არის ყველაფერი ნათქვამი, და ვინმე თუ დამწამებს, რომ ადამიანი არ მიყვარს, სასაცილოა.

- წინასაარჩევნოდ ქსენოფობიამ ცუდი ფორმები მიიღო...

- ზურაბ ჟვანია მეუბნებოდა, იურა, სიაში ჩაგსვამ და პარლამენტარი გახდებიო. ვუთხარი, ზურა, არა, ჩემო ძმაო, არ მინდა-მეთქი. ერთხელ მითხრა კიდეც, სომხებზე ამდენს რომ ლაპარაკობენ, რატომ ხმას არ იღებო. ვუთხარი, შენ შეიძლება არ იცი, სომხურ ქურქში არ ყოფილხარ, არის აქ არმენოფობია და რა ვქნათ-მეთქი... არ უნდა ქართულ ეროვნულ სხეულს, აღიაროს, რომ რაღაცაში არატოლერანტია, მაგრამ სიმართლეს ვერ გაექცევი. იმიტომ იყენებდნენ ჟვანიას წინააღმდეგ, მიშა მაინც სომეხი უნდა ყოფილიყო, სხვანაირად ცუდი ვერ იქნებოდა, ქართველი ცუდი არ არსებობს, ხომ იცით (იცინის). სერიოზულად რომ მიუდგე ამას, უნდა გაგიჟდე, სხვაც უნდა გააგიჟო და ვიღაც უნდა შემოგაკვდეს.

- ალბათ ამ სკანდალის შემდეგ ბევრმა დაგირეკათ...

- ეს უნდა ვთქვა... ჩემმა კარგმა მეგობარმა, სოლიკომ დამირეკა. ფანტასტიკური ადამიანია, ზვიად გამსახურდიაზე შეყვარებული, ჩვენ ამით განვსხვავდებით, მე ზვიადზე კი არა, არავისზე შეყვარებული არ ვარ. მე ლამაზი ქალი მიყვარს. სოლიკომ საშინელი სიტყვები მითხრა და დამაბარალა, თითქოს მე იმაზე ვმუშაობ, რომ ჩვენი ერი გაიხლიჩოს.

- ალბათ გამამხნევებელი ზარებიც იქნებოდა...

- უამრავი ხალხი მირეკავს და მამხნევებს, მეუბნებიან, იურა, დაიკიდე, გულზე მოგეშვებაო - კახური გამონათქვამია (იცინის).

ნინო გიგიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ასევე იხილეთ: რას საუბრობს იური მეჩითოვი მეგრელებზე, გურულებზე და აჭარლებზე?

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"