კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

17

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
განათლების დონე საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში
განათლების დონე საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

ეკო­ნო­მი­კუ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მო­ნა­ცე­მე­ბით, 2012 წლის­თვის იმ ქვეყ­ნე­ბის სა­უ­კე­თე­სო ათე­უ­ლი, რო­მელ­საც ყვე­ლა­ზე მეტი უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მქო­ნე მო­ქა­ლა­ქე ჰყავს, ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა: კა­ნა­და, ის­რა­ე­ლი, ია­პო­ნია, აშშ, ახა­ლი ზე­ლან­დია, სამ­ხრეთ კო­რეა, დიდი ბრი­ტა­ნე­თი,ფი­ნე­თი, ავ­სტრა­ლია, ირ­ლან­დია. ამა­ვე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მოხ­სე­ნე­ბა­ში ხაზ­გას­მით არის აღ­ნიშ­ნუ­ლი, რომ მსოფ­ლიო ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სის ფონ­ზე, უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებს უმუ­შევ­რო­ბა სხვებ­ზე ნაკ­ლე­ბად ემუქ­რე­ბათ... რა ვი­თა­რე­ბაა ამ თვალ­საზ­რი­სით სა­ქარ­თვე­ლო­ში? - გა­ნათ­ლე­ბის სფე­როს ამ და სხვა ყუ­რადსა­ღებ სა­კი­თხებ­ზე ახ­ლად არ­ჩე­უ­ლი პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პო­ლი­ტი­კურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა პრო­ფე­სო­რი გია ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი გვე­სა­უბ­რე­ბა.

- ჩვენს ხელთ არ­სე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, კა­ნა­და­ში მო­სახ­ლე­ო­ბის 51%-ს აქვს მი­ღე­ბუ­ლი უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა, ის­რა­ელ­ში - 46%-ს, ია­პო­ნი­ა­ში - 45%-ს.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­სახ­ლე­ო­ბის მხო­ლოდ 22%-ია უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მქო­ნე ანუ ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი წამ­ყვან პო­ზი­ცი­ებ­ზე მყო­ფი ქვეყ­ნე­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლებს ორ­ჯერ და მე­ტად ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბა, რაც, ცხა­დია, არა­სა­ხარ­ბი­ე­ლოა. სა­ქარ­თვე­ლო­ში ყო­ველ 10000 მო­სახ­ლე­ზე მო­დის 234 სტუ­დენ­ტი (აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 2003 წელს მო­დი­ო­და 355 სტუ­დენ­ტი), მა­შინ როცა, მა­გა­ლი­თად, ლატ­ვი­ა­ში ყო­ველ 10 000 მცხოვ­რებ­ზე 492 სტუ­დენ­ტია, ანუ სა­ქარ­თვე­ლო­ზე 2,1-ჯერ მეტი! მით უმე­ტეს, რომ გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში სტუ­დენ­ტე­ბის რი­ცხვი გა­ნუხ­რე­ლად იზ­რდე­ბა. სტუ­დენ­ტე­ბი და უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მქო­ნე პი­რე­ბი გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბის მო­სახ­ლე­ო­ბის 65 პრო­ცენტს შე­ად­გე­ნენ.

- უმაღ­ლეს გა­ნათ­ლე­ბა­ზე კა­ნა­და მთლი­ა­ნი შიგა პრო­დუქ­ტის 7,5%-ს ხარ­ჯავს, ის­რა­ე­ლი - 7,2-ს... რა ვი­თა­რე­ბაა ამ მხრივ სა­ქარ­თვე­ლო­ში?

- სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ნათ­ლე­ბა­ზე მთლი­ა­ნი შიგა პრო­დუქ­ტის 2,4% გა­მო­ი­ყო­ფა, მა­შინ, როცა სა­შუ­ა­ლო ევ­რო­პუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 5-6 პრო­ცენ­ტია; რაც შე­ე­ხე­ბა სა­ბი­უ­ჯე­ტო ასიგ­ნე­ბებს, გა­ნათ­ლე­ბის სფე­როს­თვის ბი­უ­ჯე­ტის 8 პრო­ცენ­ტია გა­მო­ყო­ფი­ლი, სა­შუ­ა­ლო ევ­რო­პუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი კი 11-12 პრო­ცენ­ტია. რო­გო­რია ეს ციფ­რე­ბი სხვა­დას­ხვა სა­ხელ­მწი­ფო­ში? სა­ბერ­ძნეთ­ში გა­ნათ­ლე­ბის­თვის გა­მო­ყო­ფი­ლი სახ­სრე­ბის წილი მთლი­ან შიგა პრო­დუქტსა და ბი­უ­ჯეტ­ში, შე­სა­ბა­მი­სად, 3,1% Dდა 6,4%-ია, ლიტ­ვა­ში - 5,8% და 15,5% და ა.შ. ევ­რო­გა­ერ­თი­ა­ნე­ბის ქვეყ­ნე­ბის ხარ­ჯე­ბის ყო­ვე­ლი მე­ცხრე ევრო გა­ნათ­ლე­ბა­ზე იხარ­ჯე­ბა, ჩვენ­თან კი - მხო­ლოდ ყო­ვე­ლი მე­თორ­მე­ტე, ამას­თა­ნა­ვე, თუ ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებ­ში მო­სახ­ლე­ო­ბა გა­ნათ­ლე­ბის ხარ­ჯე­ბის მხო­ლოდ 13 პრო­ცენტს ფა­რავს, სა­ქარ­თვე­ლო­ში ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი თით­ქმის 70%-ია, (!) ყვე­ლა­ზე კა­ტას­ტრო­ფუ­ლი ვი­თა­რე­ბა მეც­ნი­ე­რე­ბა­შია, რო­მელ­ზე და­ნა­ხარ­ჯიც მთლი­ა­ნი შიგა პრო­დუქ­ტის მხო­ლოდ 0,2 პრო­ცენტს შე­ად­გენს. სა­ქარ­თვე­ლო­ში მეც­ნი­ე­რე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა რამ­დენ­ჯერ­მე უნდა გა­ი­ზარ­დოს, ეს სის­ტე­მა, ფაქ­ტობ­რი­ვად, გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია და მეც­ნი­ე­რუ­ლი კვლე­ვის ორ­გა­ნი­ზე­ბა თა­ვი­დან არის აღ­სად­გე­ნი. სა­ი­დან უნდა მო­ვი­ტა­ნოთ სა­ჯა­რო თან­ხე­ბი? ჩემი აზ­რით, უნდა შემ­ცირ­დეს მმარ­თვე­ლო­ბის ორ­გა­ნო­ე­ბი­სა და ძა­ლო­ვა­ნი სა­მი­ნის­ტრო­ე­ბის­თვის გა­მო­ყო­ფი­ლი თან­ხე­ბი. ეს და­ფი­ნან­სე­ბა აქამ­დე, ქვეყ­ნის ბი­უ­ჯე­ტის თით­ქმის ნა­ხე­ვარს, 49%-ს მო­ი­ცავ­და. როცა ევ­რო­პულ ორი­ენ­ტა­ცი­ა­ზე ვსა­უბ­რობთ, მთა­ვა­რი მი­ზა­ნი ევ­რო­პუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი წეს­რი­გის, თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­ფუძ­ნე­ბა უნდა იყოს, რომ­ლის ქვა­კუ­თხე­დი მა­ღა­ლი დო­ნის გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის სა­ყო­ველ­თა­ო­ბა იქ­ნე­ბა. ეკო­ნო­მი­კის, მრეწ­ვე­ლო­ბის, მა­ღა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა გა­ა­ჩენს მო­თხოვ­ნას ახალ სპე­ცი­ა­ლო­ბებ­ზე და არა მხო­ლოდ იუ­რის­ტებ­სა და ფი­ნან­სის­ტებ­ზე, ბან­კი­რებ­ზე.

- უფა­სო უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის შე­მო­ღე­ბა შე­საძ­ლებ­ლად მი­გაჩ­ნი­ათ?

- დიახ, უფა­სო უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის შე­მო­ღე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია, ანუ გა­და­სა­ხა­დი სა­ხელ­მწი­ფო უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში ყვე­ლას­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი უნდა იყოს, რო­გორც ეს ევ­რო­პის სა­ხელ­მწი­ფო უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბის აბ­სო­ლუ­ტურ უმ­რავ­ლე­სო­ბა­შია, მა­გა­ლი­თად, საფ­რან­გეთ­ში სე­მესტრში გა­და­სა­ხა­დი 300-500 ევ­როა, როცა იქ სა­შუ­ა­ლო წლი­უ­რი ხელ­ფა­სი 40 000 ევ­როა. სა­ქარ­თვე­ლო­ში კი ამ­ჟა­მად გა­და­სა­ხა­დი სა­შუ­ა­ლოდ 1000 ევ­როა, მა­შინ როცა წლი­უ­რი სა­შუ­ა­ლო ხელ­ფა­სი ქვე­ყა­ნა­ში 3 000 ევ­როა. პირ­ველ ეტაპ­ზე გა­და­სა­ხა­დი შე­საძ­ლოა, გა­ნა­ხევ­რდეს მა­ინც, ასე­ვე, მეტი შე­ღა­ვა­თი უნდა მი­ე­ცეთ სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ სტუ­დენ­ტებს.

რა თქმა უნდა, გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრის პრო­ფე­სი­ულ და პი­როვ­ნულ თვი­სე­ბებ­ზე ბევ­რი რამ იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ქვე­ყა­ნა­ში თა­ვი­სი საქ­მის არა­ერ­თი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლია. თუმ­ცა, გა­ნათ­ლე­ბის კონ­ცეფ­ცი­ის, პო­ლი­ტი­კის შეც­ვლა­ში მი­ნის­ტრი მნიშ­ვნე­ლო­ვან, მაგ­რამ არა გა­დამ­წყვეტ როლს თა­მა­შობს.

ცნო­ბის­თვის

მსოფ­ლი­ო­ში სა­უ­კე­თე­სო 10 უნი­ვერ­სი­ტე­ტი

ბრი­ტა­ნე­თის ყო­ველკ­ვი­რე­ულ­მა ჟურ­ნალ­მა "The Times Higher Education" ტრა­დი­ცი­უ­ლი, მსოფ­ლი­ოს ათი სა­უ­კე­თე­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის რე­ი­ტინ­გი გა­მო­აქ­ვეყ­ნა: აი, რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა სა­უ­კე­თე­სო ათე­უ­ლი:

1. კა­ლი­ფორ­ნი­ის ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ინ­სტი­ტუ­ტი: 2. ჰარ­ვარ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტი 3. სტან­ფორ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტი; 4. ოქსფორ­დის უნირ­ვერ­სი­ტე­ტი; 5. პრინ­სტო­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტი; 6. კემ­ბრი­ჯის უნი­ვერ­სი­ტე­ტი; 7. მა­სა­ჩუ­სეტ­სის ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ინ­სტი­ტუ­ტი; 8. ლონ­დო­ნის იმ­პე­რი­უ­ლი კო­ლე­ჯი, 9. ჩი­კა­გოს უნი­ვერ­სი­ტე­ტი; 10. კა­ლი­ფორ­ნი­ის ბერკლის უნი­ვერ­სი­ტე­ტი.

ნინო კვი­ტაშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა

განათლების დონე საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

განათლების დონე საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 2012 წლისთვის იმ ქვეყნების საუკეთესო ათეული, რომელსაც ყველაზე მეტი უმაღლესი განათლების მქონე მოქალაქე ჰყავს, ასე გამოიყურება: კანადა, ისრაელი, იაპონია, აშშ, ახალი ზელანდია, სამხრეთ კორეა, დიდი ბრიტანეთი,ფინეთი, ავსტრალია, ირლანდია. ამავე ორგანიზაციის მოხსენებაში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ფონზე, უმაღლესი განათლების მქონე ადამიანებს უმუშევრობა სხვებზე ნაკლებად ემუქრებათ... რა ვითარებაა ამ თვალსაზრისით საქართველოში? - განათლების სფეროს ამ და სხვა ყურადსაღებ საკითხებზე ახლად არჩეული პარლამენტის წევრი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა პროფესორი გია ჟორჟოლიანი გვესაუბრება.

- ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, კანადაში მოსახლეობის 51%-ს აქვს მიღებული უმაღლესი განათლება, ისრაელში - 46%-ს, იაპონიაში - 45%-ს.

- საქართველოში მოსახლეობის მხოლოდ 22%-ია უმაღლესი განათლების მქონე ანუ ეს მაჩვენებელი წამყვან პოზიციებზე მყოფი ქვეყნების მაჩვენებლებს ორჯერ და მეტად ჩამოუვარდება, რაც, ცხადია, არასახარბიელოა. საქართველოში ყოველ 10000 მოსახლეზე მოდის 234 სტუდენტი (აღსანიშნავია, რომ 2003 წელს მოდიოდა 355 სტუდენტი), მაშინ როცა, მაგალითად, ლატვიაში ყოველ 10 000 მცხოვრებზე 492 სტუდენტია, ანუ საქართველოზე 2,1-ჯერ მეტი! მით უმეტეს, რომ განვითარებულ ქვეყნებში სტუდენტების რიცხვი განუხრელად იზრდება. სტუდენტები და უმაღლესი განათლების მქონე პირები განვითარებული ქვეყნების მოსახლეობის 65 პროცენტს შეადგენენ.

- უმაღლეს განათლებაზე კანადა მთლიანი შიგა პროდუქტის 7,5%-ს ხარჯავს, ისრაელი - 7,2-ს... რა ვითარებაა ამ მხრივ საქართველოში?

- საქართველოში განათლებაზე მთლიანი შიგა პროდუქტის 2,4% გამოიყოფა, მაშინ, როცა საშუალო ევროპული მაჩვენებელი 5-6 პროცენტია; რაც შეეხება საბიუჯეტო ასიგნებებს, განათლების სფეროსთვის ბიუჯეტის 8 პროცენტია გამოყოფილი, საშუალო ევროპული მაჩვენებელი კი 11-12 პროცენტია. როგორია ეს ციფრები სხვადასხვა სახელმწიფოში? საბერძნეთში განათლებისთვის გამოყოფილი სახსრების წილი მთლიან შიგა პროდუქტსა და ბიუჯეტში, შესაბამისად, 3,1% Dდა 6,4%-ია, ლიტვაში - 5,8% და 15,5% და ა.შ. ევროგაერთიანების ქვეყნების ხარჯების ყოველი მეცხრე ევრო განათლებაზე იხარჯება, ჩვენთან კი - მხოლოდ ყოველი მეთორმეტე, ამასთანავე, თუ ევროკავშირის ქვეყნებში მოსახლეობა განათლების ხარჯების მხოლოდ 13 პროცენტს ფარავს, საქართველოში ეს მაჩვენებელი თითქმის 70%-ია, (!) ყველაზე კატასტროფული ვითარება მეცნიერებაშია, რომელზე დანახარჯიც მთლიანი შიგა პროდუქტის მხოლოდ 0,2 პროცენტს შეადგენს. საქართველოში მეცნიერების დაფინანსება რამდენჯერმე უნდა გაიზარდოს, ეს სისტემა, ფაქტობრივად, განადგურებულია და მეცნიერული კვლევის ორგანიზება თავიდან არის აღსადგენი. საიდან უნდა მოვიტანოთ საჯარო თანხები? ჩემი აზრით, უნდა შემცირდეს მმართველობის ორგანოებისა და ძალოვანი სამინისტროებისთვის გამოყოფილი თანხები. ეს დაფინანსება აქამდე, ქვეყნის ბიუჯეტის თითქმის ნახევარს, 49%-ს მოიცავდა. როცა ევროპულ ორიენტაციაზე ვსაუბრობთ, მთავარი მიზანი ევროპული პოლიტიკური წესრიგის, თავისუფალი საზოგადოების დაფუძნება უნდა იყოს, რომლის ქვაკუთხედი მაღალი დონის განათლების მიღების საყოველთაობა იქნება. ეკონომიკის, მრეწველობის, მაღალი ტექნოლოგიების განვითარება გააჩენს მოთხოვნას ახალ სპეციალობებზე და არა მხოლოდ იურისტებსა და ფინანსისტებზე, ბანკირებზე.

- უფასო უმაღლესი განათლების შემოღება შესაძლებლად მიგაჩნიათ?

- დიახ, უფასო უმაღლესი განათლების შემოღება შესაძლებელია, ანუ გადასახადი სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს, როგორც ეს ევროპის სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების აბსოლუტურ უმრავლესობაშია, მაგალითად, საფრანგეთში სემესტრში გადასახადი 300-500 ევროა, როცა იქ საშუალო წლიური ხელფასი 40 000 ევროა. საქართველოში კი ამჟამად გადასახადი საშუალოდ 1000 ევროა, მაშინ როცა წლიური საშუალო ხელფასი ქვეყანაში 3 000 ევროა. პირველ ეტაპზე გადასახადი შესაძლოა, განახევრდეს მაინც, ასევე, მეტი შეღავათი უნდა მიეცეთ სოციალურად დაუცველ სტუდენტებს.

რა თქმა უნდა, განათლების მინისტრის პროფესიულ და პიროვნულ თვისებებზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული, ქვეყანაში თავისი საქმის არაერთი პროფესიონალია. თუმცა, განათლების კონცეფციის, პოლიტიკის შეცვლაში მინისტრი მნიშვნელოვან, მაგრამ არა გადამწყვეტ როლს თამაშობს.

ცნობისთვის

მსოფლიოში საუკეთესო 10 უნივერსიტეტი

ბრიტანეთის ყოველკვირეულმა ჟურნალმა "The Times Higher Education" ტრადიციული, მსოფლიოს ათი საუკეთესო უნივერსიტეტის რეიტინგი გამოაქვეყნა: აი, როგორ გამოიყურება საუკეთესო ათეული:

1. კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტი: 2. ჰარვარდის უნივერსიტეტი 3. სტანფორდის უნივერსიტეტი; 4. ოქსფორდის უნირვერსიტეტი; 5. პრინსტონის უნივერსიტეტი; 6. კემბრიჯის უნივერსიტეტი; 7. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი; 8. ლონდონის იმპერიული კოლეჯი, 9. ჩიკაგოს უნივერსიტეტი; 10. კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტი.

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"