პოლიტიკა
სამართალი

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლისის ტბაზე დიდი რაოდენობით თევზი გამოირიყა
ლისის ტბაზე დიდი რაოდენობით თევზი გამოირიყა

ლი­სის ტბა­ზე დღეს დიდი რა­ო­დე­ნო­ბით თევ­ზი გა­მო­ი­რი­ყა. მათ­გან ზოგი ცო­ცხა­ლი, ზოგი კი და­ხო­ცი­ლი იყო. "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" კო­რეს­პონ­დენ­ტი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და და შე­ე­ცა­და, მომ­ხდა­რის მი­ზე­ზებ­ზე მო­საზ­რე­ბე­ბი მო­ეს­მი­ნა.

რო­გორც მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ის მცხოვ­რებ­ლე­ბი პი­რად სა­უბ­რებ­ში ამ­ბო­ბენ, თევ­ზის და­ხოც­ვა ტბა­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ, გო­გირ­დის წყლის გა­ჟონ­ვამ გა­მო­იწ­ვია. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლი­სის ტბი­დან რამ­დე­ნი­მე მეტრში გო­გირ­დის აბა­ნო მდე­ბა­რე­ობ­და, თუმ­ცა სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბის დროს გო­გირ­დის წყა­ლი გა­და­კე­ტეს, რის შემ­დე­გაც წყალ­მა ტბა­ში გა­ჟო­ნა და თევ­ზის მა­სობ­რი­ვი გა­მო­რიყ­ვა და და­ხოც­ვა, შე­საძ­ლოა, ამას გა­მო­ეწ­ვია.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, დღეს დი­ლით თევ­ზი სა­ნა­პი­რო­ზე იმ­დე­ნად ბევ­რი იყო, რომ გამ­ვლე­ლებს ტომ­რე­ბით მიჰ­ქონ­დათ.

ლი­სის ტბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი კი, პი­რად სა­უბ­რებ­ში ამ­ბო­ბენ, რომ ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნაა, რად­გან მე­თევ­ზე­ე­ბი "კა­რა­სის" ჯი­შის თევზს იჭე­რენ და შემ­დეგ ნა­პირ­ზე ყრი­ან.

ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის გან­ცხა­დე­ბით, ტბა აბ­სო­ლუ­ტუ­რად სუფ­თაა და სრუ­ლად შე­ე­სა­ბა­მე­ბა ეკო­ლო­გი­ურ სტან­დარ­ტებს, რად­გან ტბის წყლის შე­მოწ­მე­ბა პე­რი­ო­დუ­ლად ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ლი­სის ტბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ამ დრო­ის­თვის და­სუფ­თა­ვე­ბის სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს

ლისის ტბაზე დიდი რაოდენობით თევზი გამოირიყა

ლისის ტბაზე დიდი რაოდენობით თევზი გამოირიყა

ლისის ტბაზე დღეს დიდი რაოდენობით თევზი გამოირიყა. მათგან ზოგი ცოცხალი, ზოგი კი დახოცილი იყო. "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა და შეეცადა, მომხდარის მიზეზებზე მოსაზრებები მოესმინა.

როგორც მიმდებარე ტერიტორიის მცხოვრებლები პირად საუბრებში ამბობენ, თევზის დახოცვა ტბაში, სავარაუდოდ, გოგირდის წყლის გაჟონვამ გამოიწვია. მათივე ინფორმაციით, ლისის ტბიდან რამდენიმე მეტრში გოგირდის აბანო მდებარეობდა, თუმცა სარემონტო სამუშაოების დროს გოგირდის წყალი გადაკეტეს, რის შემდეგაც წყალმა ტბაში გაჟონა და თევზის მასობრივი გამორიყვა და დახოცვა, შესაძლოა, ამას გამოეწვია.

ადგილობრივების თქმით, დღეს დილით თევზი სანაპიროზე იმდენად ბევრი იყო, რომ გამვლელებს ტომრებით მიჰქონდათ.

ლისის ტბის ადმინისტრაციის წარმომადგენლები კი, პირად საუბრებში ამბობენ, რომ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, რადგან მეთევზეები "კარასის" ჯიშის თევზს იჭერენ და შემდეგ ნაპირზე ყრიან.

ადმინისტრაციის განცხადებით, ტბა აბსოლუტურად სუფთაა და სრულად შეესაბამება ეკოლოგიურ სტანდარტებს, რადგან ტბის წყლის შემოწმება პერიოდულად ლაბორატორიაში მიმდინარეობს.

ლისის ტბის ტერიტორიაზე ამ დროისთვის დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"