პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ექსპედიციამ შავი ზღვის საქართველოს აკვატორიაში თეთრი დელფინი დააფიქსირა
ექსპედიციამ შავი ზღვის საქართველოს აკვატორიაში თეთრი დელფინი დააფიქსირა

ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ექ­სპე­დი­ცი­ამ შავი ზღვის სა­ქარ­თვე­ლოს აკ­ვა­ტო­რი­ა­ში თეთ­რი დელ­ფი­ნი და­ა­ფიქ­სი­რა. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან აც­ნო­ბეს, უნი­ვერ­სი­ტე­ტის ექ­სპე­დი­ცი­ამ აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტი 23 ივ­ნისს აღ­მო­ა­ჩი­ნა.

"დელ­ფი­ნე­ბის თეთ­რად შე­ფე­რი­ლი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ჩვენს პლა­ნე­ტა­ზე დიდი იშ­ვი­ა­თო­ბაა. მა­გა­ლი­თად, ბოლო 100 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ნა­პოვ­ნია ზღვის ღო­რის (ერთ-ერთი დელ­ფი­ნი, ლა­თი­ნუ­რი სა­ხელ­წო­დე­ბა Phocoena phocoena) მხო­ლოდ 6 თეთ­რი შე­ფე­რი­ლო­ბის ინ­დი­ვი­დი. აქე­დან ორი ნა­ნა­ხი იყო შავ ზღვა­ში: 1928 და 1937 წლებ­ში. შავ ზღვა­ში მო­ბი­ნად­რე ზღვის ღო­რე­ბი გან­სხვავ­დე­ბი­ან ამა­ვე სა­ხე­ო­ბის მსოფ­ლიო ოკე­ა­ნე­ში მო­ბი­ნად­რე სხვა პო­პუ­ლა­ცი­ე­ბის­გან რო­გორც მორ­ფო­ლო­გი­უ­რად, ისე გე­ნე­ტი­კუ­რა­დაც. ეს დელ­ფი­ნე­ბი ბუ­ნე­ბის დაც­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო კავ­ში­რის (IUCN) მიერ მიჩ­ნე­ულ­ნი არი­ან გა­და­შე­ნე­ბის საფრ­თხე­ში მყო­ფე­ბად, ამი­ტომ მათი შეს­წავ­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რო­გორც ზღვის ეკო­სის­ტე­მის, ისე მთლი­ა­ნად სა­ხე­ო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის­თვის", - აღ­ნიშ­ნა­ვენ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, კვლე­ვა, რომ­ლის მი­ზა­ნია შავი ზღვის დელ­ფი­ნე­ბის შეს­წავ­ლა, ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ეკო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტის მსხვი­ლი ძუ­ძუმ­წოვ­რე­ბის ეკო­ლო­გი­ი­სა და კონ­სერ­ვა­ცი­ის პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში 2009 წლი­დან მიმ­დი­ნა­რე­ობს. სა­ვე­ლე სა­მუ­შა­ო­ებ­ში პრო­ფე­სო­რებ­თან ერ­თად ეკო­ლო­გი­ის სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მის სტუ­დენ­ტე­ბი არი­ან ჩარ­თუ­ლი.

"ერთ-ერთ სა­ზღვაო გას­ვლა­ზე, რი­ო­ნი­სა და ხო­ბის შე­სარ­თა­ვებს შო­რის, კოლ­ხე­თის ეროვ­ნუ­ლი პარ­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, მკვლე­ვა­რებ­მა და­ი­ნა­ხეს თეთ­რი ზღვის ღორი. უჩ­ვე­უ­ლო დელ­ფი­ნი მდედ­რე­ბის 5-ინ­დი­ვი­დი­ან ჯგუფ­ში ერ­თად იყო, რომ­ლის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ერთი პა­ტა­რა, 1 წლამ­დე ასა­კის ნა­ში­ე­რი შე­დი­ო­და. ზღვის ღო­რებ­ში, ისე­ვე რო­გორც დელ­ფი­ნე­ბის სხვა სა­ხე­ო­ბებ­ში, მდედ­რე­ბი და მამ­რე­ბი ცალ-ცალ­კე ჯგუ­ფებს ქმნი­ან. მდედ­რე­ბის ჯგუ­ფის ამოც­ნო­ბა მათ გვერ­დით ნა­ნა­ხი ნა­ში­ე­რე­ბის მი­ხედ­ვით ხდე­ბა, რო­მელ­თა იდენ­ტი­ფი­კა­ცი­აც, მოზ­დილ ინ­დი­ვი­დებ­თან შე­და­რე­ბით მცი­რე ზო­მე­ბი­თაა შე­საძ­ლე­ბე­ლი", - აღ­ნიშ­ნა­ვენ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში.

მა­თი­ვე ცნო­ბით, თეთრ ზღვის ღორს სტუ­დენ­ტებ­მა "ხა­ტია" შე­არ­ქვეს, მისი "პირ­ველ­დამ­ნახ­ვე­ლი" სტუ­დენ­ტის სა­პა­ტივ­სა­ცე­მოდ. "ხა­ტია" ზრდას­რუ­ლი ინ­დი­ვი­დია. ზურ­გის მხა­რე ქათ­ქა­თა თეთ­რია, ზურ­გის ფარ­ფლზე შავი არ­შია გას­დევს და სა­სუნ­თქ ხვრელ­თან შავი ლაქა აღე­ნიშ­ნე­ბა, თვა­ლე­ბიც შავი ფე­რის აქვს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თეთ­რი დელ­ფი­ნი არ არის ალ­ბი­ნო­სი, მას აქვს ჰი­პო­პიგმენ­ტა­ცია (პიგმენ­ტა­ცი­ის ნაკ­ლე­ბო­ბა).

"რად­გან თეთ­რი შე­ფე­რი­ლო­ბის დელ­ფი­ნე­ბი იშ­ვი­ა­თია, თით­ქმის არ არის შეს­წავ­ლი­ლი ჰი­პო­პიგმენ­ტა­ცი­ის გავ­ლე­ნა მათ ფი­ზო­ლო­გი­ა­სა და ეკო­ლო­გი­ა­ზე. სა­ვა­რა­უ­დოდ, ასეთ შე­ფე­რი­ლო­ბას უარ­ყო­ფი­თი გავ­ლე­ნა უნდა ქონ­დეს თერ­მო­რე­გუ­ლა­ცი­ის უნარ­ზე. თეთრ ინ­დი­ვიდს გა­უ­ჭირ­დე­ბა სით­ბოს შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა წყლის და­ბა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის პი­რო­ბებ­ში. თუმ­ცა ზღვის ღო­რებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბის­თვის უჩ­ვე­უ­ლოდ შე­ფე­რი­ლი ინ­დი­ვი­დი ძალ­ზე მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლია, რად­გან ჯგუ­ფის "ბუ­ნებ­რივ" მარ­კერს წარ­მო­ად­გენს. მისი იდენ­ტი­ფი­კა­ცია მარ­ტი­ვია, რაც აად­ვი­ლებს ჯგუ­ფის გა­და­ად­გი­ლე­ბის, სტრუქ­ტუ­რის ცვლი­ლე­ბის, ტე­რი­ტო­რი­ე­ბის შერ­ჩე­ვის შეს­წავ­ლას",-აცხა­დე­ბენ ილი­ას უნი­ვერ­სი­ტეტ­ში.

ექ­სპე­დი­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ პრო­ფე­სო­რე­ბი: ნა­თია კო­პა­ლი­ა­ნი და ზუ­რაბ გუ­რი­ე­ლი­ძე; სტუ­დენ­ტე­ბი: ხა­ტია ბა­სი­ლაშ­ვი­ლი, გი­ორ­გი ლე­მონ­ჯა­ვა, მირ­ზა მო­დე­ბა­ძე, მა­რი­ამ გა­ბე­ლა­ია და მი­ხე­ილ ფო­ცხიშ­ვი­ლი; უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ზღვაო ტექ­ნი­კის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი - მა­მუ­კა მო­დე­ბა­ძე.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მხოლოდ 5 თვეში, თბილისში მილიარდ 200 მილიონი დოლარის ბინები გაიყიდა

ექსპედიციამ შავი ზღვის საქართველოს აკვატორიაში თეთრი დელფინი დააფიქსირა

ექსპედიციამ შავი ზღვის საქართველოს აკვატორიაში თეთრი დელფინი დააფიქსირა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსპედიციამ შავი ზღვის საქართველოს აკვატორიაში თეთრი დელფინი დააფიქსირა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს, უნივერსიტეტის ექსპედიციამ აღნიშნული ფაქტი 23 ივნისს აღმოაჩინა.

"დელფინების თეთრად შეფერილი წარმომადგენლები ჩვენს პლანეტაზე დიდი იშვიათობაა. მაგალითად, ბოლო 100 წლის განმავლობაში ნაპოვნია ზღვის ღორის (ერთ-ერთი დელფინი, ლათინური სახელწოდება Phocoena phocoena) მხოლოდ 6 თეთრი შეფერილობის ინდივიდი. აქედან ორი ნანახი იყო შავ ზღვაში: 1928 და 1937 წლებში. შავ ზღვაში მობინადრე ზღვის ღორები განსხვავდებიან ამავე სახეობის მსოფლიო ოკეანეში მობინადრე სხვა პოპულაციებისგან როგორც მორფოლოგიურად, ისე გენეტიკურადაც. ეს დელფინები ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) მიერ მიჩნეულნი არიან გადაშენების საფრთხეში მყოფებად, ამიტომ მათი შესწავლა მნიშვნელოვანია როგორც ზღვის ეკოსისტემის, ისე მთლიანად სახეობის შენარჩუნებისთვის", - აღნიშნავენ უნივერსიტეტში.

მათივე ინფორმაციით, კვლევა, რომლის მიზანია შავი ზღვის დელფინების შესწავლა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის ინსტიტუტის მსხვილი ძუძუმწოვრების ეკოლოგიისა და კონსერვაციის პროგრამის ფარგლებში 2009 წლიდან მიმდინარეობს. საველე სამუშაოებში პროფესორებთან ერთად ეკოლოგიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები არიან ჩართული.

"ერთ-ერთ საზღვაო გასვლაზე, რიონისა და ხობის შესართავებს შორის, კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, მკვლევარებმა დაინახეს თეთრი ზღვის ღორი. უჩვეულო დელფინი მდედრების 5-ინდივიდიან ჯგუფში ერთად იყო, რომლის შემადგენლობაში ერთი პატარა, 1 წლამდე ასაკის ნაშიერი შედიოდა. ზღვის ღორებში, ისევე როგორც დელფინების სხვა სახეობებში, მდედრები და მამრები ცალ-ცალკე ჯგუფებს ქმნიან. მდედრების ჯგუფის ამოცნობა მათ გვერდით ნანახი ნაშიერების მიხედვით ხდება, რომელთა იდენტიფიკაციაც, მოზდილ ინდივიდებთან შედარებით მცირე ზომებითაა შესაძლებელი", - აღნიშნავენ უნივერსიტეტში.

მათივე ცნობით, თეთრ ზღვის ღორს სტუდენტებმა "ხატია" შეარქვეს, მისი "პირველდამნახველი" სტუდენტის საპატივსაცემოდ. "ხატია" ზრდასრული ინდივიდია. ზურგის მხარე ქათქათა თეთრია, ზურგის ფარფლზე შავი არშია გასდევს და სასუნთქ ხვრელთან შავი ლაქა აღენიშნება, თვალებიც შავი ფერის აქვს. აქედან გამომდინარე, თეთრი დელფინი არ არის ალბინოსი, მას აქვს ჰიპოპიგმენტაცია (პიგმენტაციის ნაკლებობა).

"რადგან თეთრი შეფერილობის დელფინები იშვიათია, თითქმის არ არის შესწავლილი ჰიპოპიგმენტაციის გავლენა მათ ფიზოლოგიასა და ეკოლოგიაზე. სავარაუდოდ, ასეთ შეფერილობას უარყოფითი გავლენა უნდა ქონდეს თერმორეგულაციის უნარზე. თეთრ ინდივიდს გაუჭირდება სითბოს შენარჩუნება წყლის დაბალი ტემპერატურის პირობებში. თუმცა ზღვის ღორებზე დაკვირვებისთვის უჩვეულოდ შეფერილი ინდივიდი ძალზე მოსახერხებელია, რადგან ჯგუფის "ბუნებრივ" მარკერს წარმოადგენს. მისი იდენტიფიკაცია მარტივია, რაც აადვილებს ჯგუფის გადაადგილების, სტრუქტურის ცვლილების, ტერიტორიების შერჩევის შესწავლას",-აცხადებენ ილიას უნივერსიტეტში.

ექსპედიციაში მონაწილეობდნენ პროფესორები: ნათია კოპალიანი და ზურაბ გურიელიძე; სტუდენტები: ხატია ბასილაშვილი, გიორგი ლემონჯავა, მირზა მოდებაძე, მარიამ გაბელაია და მიხეილ ფოცხიშვილი; უნივერსიტეტის საზღვაო ტექნიკის სამმართველოს უფროსი - მამუკა მოდებაძე.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"