პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ არ მეგობრობს ნათია ფანჯიკიძე ბიძინა ივანიშვილის მეუღლესთან
რატომ არ მეგობრობს ნათია ფანჯიკიძე ბიძინა ივანიშვილის მეუღლესთან

ირაკ­ლი ალა­სა­ნია ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი პო­ლი­ტი­კო­სია. მისი ოჯა­ხიც ყო­ველ­თვის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრშია, მაგ­რამ შვი­ლებს, ნიკა და ეკა ალა­სა­ნი­ებს, ყვე­ლა­ზე მე­ტად ეს ფაქ­ტი არ მოს­წონთ. თავ­და­პირ­ვე­ლად მხო­ლოდ დე­დას­თან ერ­თად ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბა­ზე დაგ­ვთან­ხმდნენ, მაგ­რამ მათ­თან სტუმ­რად მი­სულ­მა, რამ­დე­ნი­მე კი­თხვის დას­მა მა­ინც მო­ვა­ხერ­ხეთ. ფო­ტო­გა­და­ღე­ბამ მხი­ა­რუ­ლად ჩა­ი­ა­რა, ნი­კას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი იუ­მო­რი აქვს და აი­ვან­ზე გა­და­ღე­ბი­სას ყვა­ვი­ლე­ბის მორ­წყვაც შე­მოგ­ვთა­ვა­ზა. ეკას მას­წავ­ლე­ბელ­თან ეჩ­ქა­რე­ბო­და, ნი­კას მე­გობ­რე­ბი ელოდ­ნენ... ოჯა­ხის დი­ა­სახ­ლი­სი - ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე, რო­გორც ყო­ველ­თვის, სა­სი­ა­მოვ­ნო მო­სა­უბ­რე აღ­მოჩ­ნდა.

ნა­თია:

- სა­ერ­თოდ, არ მიყ­ვარს დიდი სახ­ლე­ბი. მომ­წონს, როცა სივ­რცე ენერ­გე­ტი­კუ­ლად ათ­ვი­სე­ბუ­ლია. არ მიყ­ვარს ბევ­რი ცა­რი­ე­ლი სივ­რცე, და­კე­ტი­ლი ოთა­ხე­ბი, თუმ­ცა ერთი ოთა­ხით მეტი რომ გვქონ­დეს, გა­მი­ხარ­დე­ბო­და. ნი­კუ­შა რომ ჩა­მო­დის, ვე­ღარ ვე­ტე­ვით, მაგ­რამ მა­ინც ასე მირ­ჩევ­ნია, ვიდ­რე ბევ­რი გა­მო­უ­ყე­ნე­ბე­ლი ოთა­ხი მქონ­დეს.

- ამ სახ­ლში ვინ ცხოვ­რობთ?

- მუდ­მი­ვად ვცხოვ­რობთ მე, ირაკ­ლი და ეკა. ნი­კუ­შა არ­და­დე­გებ­ზე ჩა­მო­დის. ნიუ-იორკში, მა­ნ­ჰე­ტე­ნის "სითი კო­ლე­ჯში" სა­მარ­თალს სწავ­ლობს. იქ ერთ პა­ტა­რა ოთახ­ში ცხოვ­რობს. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ცოტა ხან­გრძლი­ვი არ­და­დე­გე­ბი აქვს, მაგ­რამ აქ ჩა­მო­სუ­ლი დიდ დროს ატა­რებს მე­გობ­რებ­თან, ძი­რი­თა­დად მძი­ნა­რეს ვხე­დავ. ეკა თბი­ლის­ში სწავ­ლობს, მე-11 კლას­ში გა­და­ვი­და.

- ნიკა, შე­გიძ­ლია შენი ამე­რი­კუ­ლი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ მოგ­ვიყ­ვე?

- არ ვიცი, მოკ­ლედ რო­გორ მოვ­ყვე, უფრო სწავ­ლა­ზე ვარ ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი და თა­ვი­სუ­ფალ დროს ცოტ-ცო­ტას იქა­ურ მე­გობ­რებ­თან ვერ­თო­ბი.

- ამე­რი­კა­ში ყოფ­ნი­სას ყვე­ლა­ზე მე­ტად ქარ­თუ­ლი რა გე­ნატ­რე­ბა?

- საჭ­მე­ლი და მე­გობ­რე­ბი (იღი­მე­ბა).

- ნა­თია, ეს ბინა თქვე­ნი გე­მოვ­ნე­ბით მო­ა­წყვეთ?

- დიახ, აქ წე­ლი­წად-ნა­ხე­ვა­რია ვცხოვ­რობთ და ზედ­მე­ტად ჩემი გე­მოვ­ნე­ბით მო­ვა­წყვე. ირაკ­ლის ეზა­რე­ბო­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და არც მო­ი­ცა­ლა. ჭრე­ლა-ჭრუ­ლა სახ­ლი გა­მო­ვი­და, ბევ­რი ნივ­თით, ყვა­ვი­ლე­ბით. აქ ყვე­ლა პა­ტა­რა ნივთსაც თა­ვი­სი ის­ტო­რია აქვს. მიყ­ვარს, როცა ჩემს საყ­ვა­რელ მო­გო­ნე­ბებს მუდ­მი­ვად ვუ­ყუ­რებ. მა­მას ძა­ლი­ან უყ­ვარ­და ზღვა და ზღვა­ში­ვე გარ­და­იც­ვა­ლა. ზღვის ქვე­ბი, რო­მე­ლიც თა­რო­ზე მა­მას წიგ­ნებ­თან ერ­თად აწყვია, მისი შეგ­რო­ვე­ბუ­ლია და სა­მახ­სოვ­როდ წა­მო­ვი­ღე.

- კედ­ლებ­ზე ცოტა ოჯა­ხუ­რი ფოტო გაქვთ...

- სა­ერ­თოდ, უამ­რა­ვი ფოტო გვაქვს გა­და­ღე­ბუ­ლი, მაგ­რამ ცოტა ნარ­ცი­სუ­ლად მეჩ­ვე­ნე­ბა, რო­დე­საც ყვე­ლა მხრი­დან სა­კუ­თა­რი თავი გი­ყუ­რებს. მე მგო­ნი, ამ სახ­ლში უცხო სტუ­მა­რიც რომ შე­მო­ვა, თავი ცუ­დად არ უნდა იგ­რძნოს. წუ­თი­ერ­მა დუ­მილ­მაც არ უნდა შე­ა­წუ­ხოს, ამა­ში კი ჭრე­ლი ნივ­თე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა და­ეხ­მა­რე­ბა.

- პრე­ტენ­ზი­უ­ლი მე­უღ­ლეა ირაკ­ლი, ზედ­მე­ტად მო­წეს­რი­გე­ბუ­ლია?

- პე­დან­ტუ­რი მო­მენ­ტე­ბი არ აქვს, მაგ­რამ ში­ნა­გა­ნად დის­ციპ­ლი­ნი­რე­ბუ­ლი და მო­წეს­რი­გე­ბუ­ლია. მტვე­რი აქ რა­ტომ არის და ასე­თი რა­ღა­ცე­ბი არ ახა­სი­ა­თებს.

- რო­გორ იწყე­ბა თქვე­ნი ერთი დილა, რო­დე­საც ყვე­ლა სა­დღაც მი­იჩ­ქა­რით?

- ვცდი­ლობ, ყვე­ლა­ზე ადრე ავ­დგე, დი­ლას ირაკ­ლის ყა­ვას მე ვუ­დუ­ღებ, მაგ­რამ ხში­რად ად­გო­მას და წას­ვლას თა­ვად მას­წრებს. მხო­ლოდ იმი­ტომ არ ვცდი­ლობ ადრე ავ­დგე, რომ ოჯახს მო­ვემ­სა­ხუ­რო, გაღ­ვი­ძე­ბა ხომ ცხოვ­რე­ბას­თან დაბ­რუ­ნე­ბაა. ჩემი ფი­ლო­სო­ფია მაქვს, ახალ­გაღ­ვი­ძე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბას სი­ა­მოვ­ნე­ბით და სი­ხა­რუ­ლით უნდა და­უბ­რუნ­დე. არაფ­რით არ შე­იძ­ლე­ბა დი­ლას ფა­ცი­ფუ­ცით მი­ირ­თვა ყავა. პი­რი­ქით, მშვი­დად უნდა და­ლიო, საყ­ვა­რელ მუ­სი­კას მო­უს­მი­ნო, გახ­ვი­დე აი­ვან­ზე, ყვა­ვი­ლებს გა­და­ხე­დო და სი­ცო­ცხლეს გა­უ­ღი­მო.

- სტუმ­რე­ბი თუ მო­დი­ან თქვენ­თან?

- უფრო ქა­ლე­ბი. ბოლო დროს ირაკ­ლი შინ გვი­ან მო­დის და ამი­ტომ სუფ­რა, ქე­ი­ფი, რაც ადრე ორი­ვეს გვიყ­ვარ­და, ახლა იშ­ვი­ა­თად იმარ­თე­ბა. ირაკ­ლი ხში­რად არ არის თა­მა­და, რად­გან იშ­ვი­ა­თად სვამს, მაგ­რამ როცა ასე ხდე­ბა, ჩემ­თვის მი­სა­ღე­ბი თა­მა­დაა. კონ­კრე­ტუ­ლი და სადა. ბევ­რს არ ლა­პა­რა­კობს (იღი­მე­ბა). ჩემი აზ­რით, ბევ­რი მხო­ლოდ გან­სა­კუთ­რე­ბით მჭევ­რმე­ტყველ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა უნდა ილა­პა­რა­კონ, მა­მა­ჩემ­თან ერ­თად სუფ­რას­თან მოხ­ვედ­რა სრუ­ლი ფე­ი­ერ­ვერ­კი იყო. ჯან­სუღ ჩარ­კვი­ან­მა სუფ­რა­ზე ბევ­რი უნდა ილა­პა­რა­კოს, რად­გან სი­ტყვა მისი უპი­რა­ტე­სო­ბაა, სხვა შემ­თხვე­ვა­ში, ჯობს ნაკ­ლე­ბად მო­ა­წყი­ნო ადა­მი­ა­ნე­ბი გრძე­ლი სა­დღეგ­რძე­ლო­ე­ბით.

- ირაკ­ლის თქვენს მე­გობ­რებ­თან რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს?

- ქა­ლე­ბის კომ­პა­ნი­ა­ში ჯდო­მა და ფეხ­საც­მე­ლებ­სა და ბაფ­თებ­ზე სა­უ­ბა­რი არ უყ­ვარს, მაგ­რამ ძა­ლი­ან უყ­ვარს ჩემი მე­გობ­რე­ბი.

- შვი­ლე­ბის­თვის დრო რამ­დე­ნად რჩე­ბა?

- კარ­გი იქ­ნე­ბო­და, მეტი დრო ჰქო­ნო­და, მაგ­რამ რო­დე­საც დღე კარ­გად გაქვს ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი, ყო­ველ­თვის ახერ­ხებ, შენ­თვის ძვირ­ფას ადა­მი­ა­ნებს ყუ­რა­დღე­ბა არ მო­აკ­ლო. ეკას­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მა­მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, გიჟ­დე­ბა მა­მა­ზე.

- ეკა, მა­მას რჩე­ვებს ხში­რად ეკი­თხე­ბი?

- რჩე­ვას იშ­ვი­ა­თად ვე­კი­თხე­ბი, უფრო თხოვ­ნით მივ­მარ­თავ ხოლ­მე (იღი­მე­ბა).

- ნა­თია, ფი­ზი­კუ­რად ორი­ვე შვი­ლი მა­მას ჰგავს...

- ის ანეკ­დო­ტი თუ იცით, სვა­ნი ქალი რომ ამ­ბობს, ეს ჩემი ქმა­რი იმ­დენს მღა­ლა­ტობს, ვის­გან ჰყავს შვი­ლე­ბი არ ვი­ციო. ხან­და­ხან მინ­და, მეც სვა­ნი ქა­ლი­ვით ვთქვა, ვის­გან ჰყავს ირაკ­ლის ეს შვი­ლე­ბი, მე რა­ტომ არ მგავს არც ერთი, ვერ გა­ვი­გე (იღი­მე­ბა). ხა­სი­ა­თით ნი­კუ­შა უფრო მგავს, მარ­ტი­ვად ამ­ყა­რებს ურ­თი­ერ­თო­ბას. თუ ბრაზ­დე­ბა, ბრაზ­დე­ბა, თუ ეცი­ნე­ბა - ეცი­ნე­ბა. ეკა უფრო მა­მის ტი­პია...

- ნიკა, რო­გო­რი მა­მაა ირაკ­ლი, უყ­ვარს შე­ნიშ­ვნე­ბის მო­ცე­მა?

- ირაკ­ლი სა­მარ­თლი­ა­ნი მა­მაა, შე­სა­ბა­მი­სად, შე­ნიშ­ვნე­ბის მო­ცე­მა უსა­ფუძ­ვლოდ არ უყ­ვარს.

- მა­მას რო­მე­ლი თვი­სე­ბე­ბით გამ­სგავ­სე­ბენ?

- მა­მას ყვე­ლა­ზე მე­ტად გა­რეგ­ნო­ბით მამ­სგავ­სე­ბენ, ხა­სი­ა­თით, მგო­ნი, გან­ვსხვავ­დე­ბით.

- ნა­თია, რო­გორც ვიცი, თქვენს შვი­ლებს ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ყოფ­ნა არ უყ­ვართ.

- რო­დე­საც გინ­და, ხალ­ხი გიც­ნობ­დეს, ამის­თვის თა­ვად დგამ ნა­ბიჯს, მაგ­რამ როცა ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში შენი ოჯა­ხის წევ­რის გამო ექ­ცე­ვი, ცოტა უჩ­ვე­უ­ლო გრძნო­ბაა. ნი­კუ­შა უკვე სრულ­წლო­ვა­ნია. აქამ­დე ჩემი პო­ზი­ცია იყო, რომ არ მინ­დო­და ჩემი შვი­ლე­ბი ჩემი ინი­ცი­ა­ტი­ვით პო­ლი­ტი­კა­ში ჩა­მერ­თო. თუ თა­ვად გა­მოთ­ქვა­მენ სურ­ვილს, ეგ სხვა საქ­მეა.

- ოთხი წელი ცხოვ­რობ­დით ამე­რი­კა­ში, აქ ჩა­მო­სულს რას­თან შე­გუ­ე­ბა გა­გი­ჭირ­დათ ყვე­ლა­ზე მე­ტად?

- სამ­შობ­ლოს­თან შე­გუ­ე­ბა რო­გორ გა­მი­ჭირ­დე­ბო­და. ერ­თა­დერ­თი, თა­ვი­დან, სა­ნამ გონს მო­ვი­დო­დი და მივ­ხვდე­ბო­დი, რომ ეს სამ­თავ­რო­ბო პო­ლი­ტი­კის სტი­ლია, ვერ ვხვდე­ბო­დი, რა­ტომ მლან­ძღავ­დნენ, როცა არა­ფე­რი და­მი­შა­ვე­ბია.

- მახ­სოვს, პირ­ვე­ლად რომ გა­მოჩ­ნდით, თქვენს ყვა­ვი­ლე­ბი­ან კა­ბა­ზეც ბევ­რი ილა­პა­რა­კეს...

- ესეც ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რი იყო. ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც ასე­თი სე­რი­ო­ზუ­ლი პრო­ცე­სე­ბი მი­დის, რა­ტომ გახ­და ჩემი კაბა წლო­ბით გან­ხილ­ვის სა­გა­ნი, ვერ ვხვდე­ბი. რა უნდა მოხ­დეს ისე­თი, რომ ამა­ზე აღარ ისა­უბ­რონ და ქვა არ მეს­რო­ლონ (იცი­ნის). სი­ნამ­დვი­ლე­ში იმ კა­ბას, გარ­და ფე­რი­სა, არა­ფე­რი ჰქო­ნია არა­ა­კა­დე­მი­უ­რი. არც მოკ­ლე იყო, არც ვიწ­რო, არც შეჭ­რი­ლი ყო­ფი­ლა, არც ღრმა დე­კოლ­ტე. ნაც­რის­ფე­რი რომ ყო­ფი­ლი­ყო, ვე­რა­ვინ შე­ამ­ჩნევ­და, რა მეც­ვა.

- ბავ­შვე­ბი თუ ნერ­ვი­უ­ლო­ბენ, როცა თქვენ ან ირაკ­ლის გაკ­რი­ტი­კე­ბენ?

- ამის გამო არა­სო­დეს უსაყ­ვე­დუ­რი­ათ. ერ­თა­დერ­თი, ეკას თა­ვი­დან გა­უ­ჭირ­და დაბ­რუ­ნე­ბა. აქე­დან 9 წლის წა­ვი­და და 14 წლის ჩა­მო­ვი­და. მის­თვის ადაპ­ტა­ცი­ის მო­მენ­ტი ცოტა რთუ­ლი გა­მოდ­გა - თა­ვის დამ­კვიდ­რე­ბა, მე­გობ­რე­ბის შე­ძე­ნა. ახლა უკვე ჩვე­უ­ლებ­რი­ვი თბი­ლი­სე­ლი გო­გოა, მშვე­ნივ­რად გრძნობს თავს.

- ეკა, რო­გორც ვნა­ხე, ძა­ლი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი ხარ, ახ­ლაც მას­წავ­ლე­ბელ­თან მი­დი­ხარ.... პრო­ფე­სია უკვე შერ­ჩე­უ­ლი გაქვს?

- ჯერ არა. მგო­ნი, ყვე­ლა­ზე მე­ტად ფსი­ქო­ლო­გია მა­ინ­ტე­რე­სებს, მაგ­რამ ბო­ლომ­დე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი არ ვარ.

- ნა­თია, შვი­ლე­ბი ვის უფრო გიმ­ხე­ლენ სა­ი­დუმ­ლოს, თქვენ თუ ირაკ­ლის?

- არა მგო­ნია, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი უნ­დობ­ლო­ბა ჰქონ­დეთ რო­მე­ლი­მეს მი­მართ. ნი­კუ­შა უფრო პირ­და­პი­რია, ეკას უფრო აქვს ის გან­ცდა, რომ რა­ღაც უნდა და­მა­ლოს, რად­გან დედა გაბ­რაზ­დე­ბა, მაგ­რამ დედა სა­ბო­ლო­ოდ მა­ინც ყო­ველ­თვის იგებს და ორ­მა­გად ბრაზ­დე­ბა (იღი­მე­ბა).

- ეკა, რაზე შე­იძ­ლე­ბა გა­გიბ­რაზ­დეს დედა?

- ძი­რი­თა­დად სწავ­ლა­ზე და სკო­ლის გაც­დე­ნა­ზე მე­ჩხუ­ბე­ბა.

- ნა­თია, ირაკ­ლის თქვენ­თვის აქ­ცი­ებ­ზე გა­ყო­ლა თუ უთხო­ვია?

- 27 მა­ისს მეც ვი­ყა­ვი აქ­ცი­ა­ზე, ახლა ძა­ლი­ან მი­მეჩ­ქა­რე­ბა სა­მეგ­რე­ლო­ში. თბი­ლის­ში ამ­დე­ნი ხალ­ხი ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბის დრო­საც არ მი­ნა­ხავს, გა­მი­ხარ­და ის სი­ლა­ღე, რაც ვნა­ხე. როცა ქუ­ჩა­ში ბევ­რი ადა­მი­ა­ნი გა­მო­დის, ისი­ნი ერ­თმა­ნე­თის დამ­ცვე­ლე­ბი ხდე­ბი­ან. ყვე­ლას ვერ და­ა­პა­ტიმ­რებ, ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი რომ სამ­სა­ხუ­რი­დან და­ი­თხო­ვო, ვი­ღამ უნდა იმუ­შა­ოს. სი­ა­მა­ყე ვიგ­რძე­ნი, სხვა­ნა­ი­რი ხალ­ხი ვართ, არ შე­იძ­ლე­ბა, ასეთ ერს პა­ტი­ვი არ სცე.

სა­ერ­თოდ, ირაკ­ლი არ ცდი­ლობს, იმა­ზე მე­ტად ჩამ­რთოს პო­ლი­ტი­კა­ში, ვიდ­რე მე ეს შე­მიძ­ლია. დღეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაა და ცხა­დია, დიდი ინ­ტე­რე­სით ვა­დევ­ნებ თვალს მოვ­ლე­ნებს, თო­რემ, სა­ერ­თოდ, ჩვენ ყო­ველ­თვის გა­მიჯ­ნუ­ლი გვქონ­და ერ­თმა­ნე­თის საქ­მი­ა­ნო­ბა. რო­გორც ირაკ­ლი არ მოვა და არ მირ­ჩევს, რა მე­თო­დით ვუმ­კურ­ნა­ლო პა­ცი­ენ­ტებს, ასე­ვე ვიქ­ცე­ვი მეც მისი საქ­მის მი­მართ. ეს ურ­თი­ერ­თო­ბის ელე­მენ­ტა­რუ­ლი ეთი­კაა.

- ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მე­უღ­ლეს­თან რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გაქვთ?

- ეკა არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნია. მისი ინ­ტერ­ვიუ ცოტა ხნის წინ "მა­ესტრო­ზე" გა­ვი­და და მე მგო­ნი, ყვე­ლა მო­ი­ხიბ­ლა. რაც შე­ე­ხე­ბა ახლო მე­გობ­რო­ბას, ეს ბუ­ნებ­რი­ვად უნდა მო­ვი­დეს. დიდ პა­ტივს ვცემ, მაგ­რამ გაც­ნო­ბის დღი­დან ყო­ველ­დღე ტე­ლე­ფონ­ზე ურე­კავ­დე ადა­მი­ანს და მის ამ­ბებს კი­თხუ­ლობ­დე, სწო­რად არ მი­მაჩ­ნია. ამას დრო სჭირ­დე­ბა. რამ­დენ­ჯერ­მე შევ­ხვდით სუფ­რას­თან და მო­ხიბ­ლუ­ლი ვარ ამ წყვი­ლით.

- თქვენ და ირაკ­ლიც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წყვი­ლი ხართ, არა­სო­დეს გავ­რცე­ლე­ბუ­ლა თქვენ­ზე ყვი­თე­ლი ჭორი...

- ერ­თად გა­ვი­ზარ­დეთ და ერ­თმა­ნე­თის­თვის ყვე­ლა­ფე­რი ვართ. ქმარ­ზე სა­უ­ბა­რი რთუ­ლია, სა­სა­ცი­ლოა, ცოლი რომ ინ­ტერ­ვი­უს იძ­ლე­ვა და ქმარს მე­ტის­მე­ტად გა­ნა­დი­დებს, უბ­რა­ლოდ, მარ­ტი­ვად, ძა­ლი­ან მომ­წონს ირაკ­ლი და რა ვქნა (იღი­მე­ბა).

- ბევრ ქალ­ბა­ტონ­საც მოს­წონს...

- დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, აბა, თუ არა­ვის მოს­წონს, მა­შინ მე რად მინ­და (იცი­ნის). ირაკ­ლი სუ­ლი­ე­რი წყო­ბი­თაც გა­მორ­ჩე­უ­ლია. კა­ცუ­რია, თუნ­დაც იმი­ტომ, რომ უაზ­როდ არ ის­ვრის სი­ტყვებს, მუშ­ტებს ჰა­ერ­ში არ იქ­ნევს. მიყ­ვარს, როცა კაცს შე­უძ­ლია სა­კუ­თა­რი თავი მო­თო­კოს.

- მის "სა­ფირ­მო" ხალ­ზე ტე­ლე­ვი­ზი­ით ხში­რად უხუმ­რი­ათ...

- ხალ­ზე გა­მორ­ჩე­ვით რა უნდა მო­გიყ­ვეთ, ირაკ­ლის ჰა­ბი­ტუ­სი მთლი­ა­ნად მომ­წონს (იცი­ნის).

- ნა­თია, ოჯა­ხურ ტრა­დი­ცი­ებ­ზე მოგ­ვი­ყე­ვით, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩა­მო­გი­ყა­ლიბ­დათ.

- ჩვენს ოჯახს აქვს ასე­თი ტრა­დი­ცია, სა­დაც უნდა ვი­ყოთ, მსოფ­ლი­ოს რო­მელ კუ­თხე­შიც, ზა­ფხუ­ლო­ბით აუ­ცი­ლებ­ლად რა­ჭა­ში ვის­ვე­ნებთ. ირაკ­ლიც ამ ტრა­დი­ცი­ის თა­ნა­ზი­ა­რი გახ­და. რაჭა თა­ვი­სი კუ­თხეც ჰგო­ნია. ახლა, სამ­წუ­ხა­როდ, ცოტა ხნით ახერ­ხებს ჩა­მოს­ვლას, მაგ­რამ ყო­ველ ზა­ფხულს რა­ჭა­ში ფეხი მა­ინც უნდა დად­გას.

- სახ­ლში "ტრე­ნა­ჟო­რი" გაქვთ...

- ეგ არ მკი­თხოთ, ირაკ­ლი ვარ­ჯი­შობს. ნერ­ვებს მიშ­ლის ეს "ტრე­ნა­ჟო­რი", ჩემი უსაყ­ვარ­ლე­სი სარ­კე და­ფა­რა, არ უხ­დე­ბა აქა­უ­რო­ბას.

- სახ­ლში თა­ვად ამ­ზა­დებთ კერ­ძებს?

- დიახ, გურ­მა­ნე­ბი და­მე­თან­ხმე­ბი­ან, რომ შინ მომ­ზა­დე­ბუ­ლი ყვე­ლა­ზე მარ­ტი­ვი კერ­ძიც კი ყვე­ლა­ზე გემ­რი­ე­ლია. ირაკ­ლის და ბავ­შვებს ძა­ლი­ან უყ­ვართ კუ­პა­ტი, ღომი და ჩა­ქა­ფუ­ლი. თუმ­ცა ეს ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, ცხა­დია, ყო­ველ­დღი­უ­რი კერ­ძე­ბი ვერ იქ­ნე­ბა.

- არ გი­ჭირთ ახლა, როცა ირაკ­ლი დიდ დროს ატა­რებს ზუგ­დიდ­ში?

- გა­მი­ჭირ­დე­ბა, მე თვი­თონ და­კა­ვე­ბუ­ლი რომ არ ვიყო. ჩემი სამ­სა­ხუ­რი ჩემ­თვის ყვე­ლაფ­რის­გან თავ­შე­სა­ფა­რია. ახ­ლაც ვი­სურ­ვებ­დი, რომ აქ იყოს, მაგ­რამ, რად­გან ამ საქ­მე­ში ჩა­ერ­თო, პრე­ტენ­ზი­ე­ბი ჩემი სტი­ლი არ არის.

ნინო გი­გიშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

რატომ არ მეგობრობს ნათია ფანჯიკიძე ბიძინა ივანიშვილის მეუღლესთან

რატომ არ მეგობრობს ნათია ფანჯიკიძე ბიძინა ივანიშვილის მეუღლესთან

ირაკლი ალასანია ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსია. მისი ოჯახიც ყოველთვის ყურადღების ცენტრშია, მაგრამ შვილებს, ნიკა და ეკა ალასანიებს, ყველაზე მეტად ეს ფაქტი არ მოსწონთ. თავდაპირველად მხოლოდ დედასთან ერთად ფოტოების გადაღებაზე დაგვთანხმდნენ, მაგრამ მათთან სტუმრად მისულმა, რამდენიმე კითხვის დასმა მაინც მოვახერხეთ. ფოტოგადაღებამ მხიარულად ჩაიარა, ნიკას განსაკუთრებული იუმორი აქვს და აივანზე გადაღებისას ყვავილების მორწყვაც შემოგვთავაზა. ეკას მასწავლებელთან ეჩქარებოდა, ნიკას მეგობრები ელოდნენ... ოჯახის დიასახლისი - ნათია ფანჯიკიძე, როგორც ყოველთვის, სასიამოვნო მოსაუბრე აღმოჩნდა.

ნათია:

- საერთოდ, არ მიყვარს დიდი სახლები. მომწონს, როცა სივრცე ენერგეტიკულად ათვისებულია. არ მიყვარს ბევრი ცარიელი სივრცე, დაკეტილი ოთახები, თუმცა ერთი ოთახით მეტი რომ გვქონდეს, გამიხარდებოდა. ნიკუშა რომ ჩამოდის, ვეღარ ვეტევით, მაგრამ მაინც ასე მირჩევნია, ვიდრე ბევრი გამოუყენებელი ოთახი მქონდეს.

- ამ სახლში ვინ ცხოვრობთ?

- მუდმივად ვცხოვრობთ მე, ირაკლი და ეკა. ნიკუშა არდადეგებზე ჩამოდის. ნიუ-იორკში, მანჰეტენის "სითი კოლეჯში" სამართალს სწავლობს. იქ ერთ პატარა ოთახში ცხოვრობს. საბედნიეროდ, ცოტა ხანგრძლივი არდადეგები აქვს, მაგრამ აქ ჩამოსული დიდ დროს ატარებს მეგობრებთან, ძირითადად მძინარეს ვხედავ. ეკა თბილისში სწავლობს, მე-11 კლასში გადავიდა.

- ნიკა, შეგიძლია შენი ამერიკული ცხოვრების შესახებ მოგვიყვე?

- არ ვიცი, მოკლედ როგორ მოვყვე, უფრო სწავლაზე ვარ ორიენტირებული და თავისუფალ დროს ცოტ-ცოტას იქაურ მეგობრებთან ვერთობი.

- ამერიკაში ყოფნისას ყველაზე მეტად ქართული რა გენატრება?

- საჭმელი და მეგობრები (იღიმება).

- ნათია, ეს ბინა თქვენი გემოვნებით მოაწყვეთ?

- დიახ, აქ წელიწად-ნახევარია ვცხოვრობთ და ზედმეტად ჩემი გემოვნებით მოვაწყვე. ირაკლის ეზარებოდა მონაწილეობა და არც მოიცალა. ჭრელა-ჭრულა სახლი გამოვიდა, ბევრი ნივთით, ყვავილებით. აქ ყველა პატარა ნივთსაც თავისი ისტორია აქვს. მიყვარს, როცა ჩემს საყვარელ მოგონებებს მუდმივად ვუყურებ. მამას ძალიან უყვარდა ზღვა და ზღვაშივე გარდაიცვალა. ზღვის ქვები, რომელიც თაროზე მამას წიგნებთან ერთად აწყვია, მისი შეგროვებულია და სამახსოვროდ წამოვიღე.

- კედლებზე ცოტა ოჯახური ფოტო გაქვთ...

- საერთოდ, უამრავი ფოტო გვაქვს გადაღებული, მაგრამ ცოტა ნარცისულად მეჩვენება, როდესაც ყველა მხრიდან საკუთარი თავი გიყურებს. მე მგონი, ამ სახლში უცხო სტუმარიც რომ შემოვა, თავი ცუდად არ უნდა იგრძნოს. წუთიერმა დუმილმაც არ უნდა შეაწუხოს, ამაში კი ჭრელი ნივთების დათვალიერება დაეხმარება.

- პრეტენზიული მეუღლეა ირაკ­ლი, ზედმეტად მოწესრიგებულია?

- პედანტური მომენტები არ აქვს, მაგრამ შინაგანად დისციპლინირებული და მოწესრიგებულია. მტვერი აქ რატომ არის და ასეთი რაღაცები არ ახასიათებს.

- როგორ იწყება თქვენი ერთი დილა, როდესაც ყველა სადღაც მიიჩქარით?

- ვცდილობ, ყველაზე ადრე ავდგე, დილას ირაკლის ყავას მე ვუდუღებ, მაგრამ ხშირად ადგომას და წასვლას თავად მასწრებს. მხოლოდ იმიტომ არ ვცდილობ ადრე ავდგე, რომ ოჯახს მოვემსახურო, გაღვიძება ხომ ცხოვრებასთან დაბრუნებაა. ჩემი ფილოსოფია მაქვს, ახალგაღვიძებული ცხოვრებას სიამოვნებით და სიხარულით უნდა დაუბრუნდე. არაფრით არ შეიძლება დილას ფაციფუცით მიირთვა ყავა. პირიქით, მშვიდად უნდა დალიო, საყვარელ მუსიკას მოუსმინო, გახვიდე აივანზე, ყვავილებს გადახედო და სიცოცხლეს გაუღიმო.

- სტუმრები თუ მოდიან თქვენთან?

- უფრო ქალები. ბოლო დროს ირაკლი შინ გვიან მოდის და ამიტომ სუფრა, ქეიფი, რაც ადრე ორივეს გვიყვარდა, ახლა იშვიათად იმართება. ირაკლი ხშირად არ არის თამადა, რადგან იშვიათად სვამს, მაგრამ როცა ასე ხდება, ჩემთვის მისაღები თამადაა. კონკრეტული და სადა. ბევრს არ ლაპარაკობს (იღიმება). ჩემი აზრით, ბევრი მხოლოდ განსაკუთრებით მჭევრმეტყველმა ადამიანებმა უნდა ილაპარაკონ, მამაჩემთან ერთად სუფრასთან მოხვედრა სრული ფეიერვერკი იყო. ჯანსუღ ჩარკვიანმა სუფრაზე ბევრი უნდა ილაპარაკოს, რადგან სიტყვა მისი უპირატესობაა, სხვა შემთხვევაში, ჯობს ნაკლებად მოაწყინო ადამიანები გრძელი სადღეგრძელოებით.

- ირაკლის თქვენს მეგობრებთან როგორი ურთიერთობა აქვს?

- ქალების კომპანიაში ჯდომა და ფეხსაცმელებსა და ბაფთებზე საუბარი არ უყვარს, მაგრამ ძალიან უყვარს ჩემი მეგობრები.

- შვილებისთვის დრო რამდენად რჩება?

- კარგი იქნებოდა, მეტი დრო ჰქონოდა, მაგრამ როდესაც დღე კარგად გაქვს ორგანიზებული, ყოველთვის ახერხებ, შენთვის ძვირფას ადამიანებს ყურადღება არ მოაკლო. ეკასთვის ძალიან მნიშვნელოვანია მამასთან ურთიერთობა, გიჟდება მამაზე.

- ეკა, მამას რჩევებს ხშირად ეკითხები?

- რჩევას იშვიათად ვეკითხები, უფრო თხოვნით მივმართავ ხოლმე (იღიმება).

- ნათია, ფიზიკურად ორივე შვილი მამას ჰგავს...

- ის ანეკდოტი თუ იცით, სვანი ქალი რომ ამბობს, ეს ჩემი ქმარი იმდენს მღალატობს, ვისგან ჰყავს შვილები არ ვიციო. ხანდახან მინდა, მეც სვანი ქალივით ვთქვა, ვისგან ჰყავს ირაკლის ეს შვილები, მე რატომ არ მგავს არც ერთი, ვერ გავიგე (იღიმება). ხასიათით ნიკუშა უფრო მგავს, მარტივად ამყარებს ურთიერთობას. თუ ბრაზდება, ბრაზდება, თუ ეცინება - ეცინება. ეკა უფრო მამის ტიპია...

- ნიკა, როგორი მამაა ირაკლი, უყვარს შენიშვნების მოცემა?

- ირაკლი სამართლიანი მამაა, შესაბამისად, შენიშვნების მოცემა უსაფუძვლოდ არ უყვარს.

- მამას რომელი თვისებებით გამსგავსებენ?

- მამას ყველაზე მეტად გარეგნობით მამსგავსებენ, ხასიათით, მგონი, განვსხვავდებით.

- ნათია, როგორც ვიცი, თქვენს შვილებს ყურადღების ცენტრში ყოფნა არ უყვართ.

- როდესაც გინდა, ხალხი გიცნობდეს, ამისთვის თავად დგამ ნაბიჯს, მაგრამ როცა ყურადღების ცენტრში შენი ოჯახის წევრის გამო ექცევი, ცოტა უჩვეულო გრძნობაა. ნიკუშა უკვე სრულწლოვანია. აქამდე ჩემი პოზიცია იყო, რომ არ მინდოდა ჩემი შვილები ჩემი ინიციატივით პოლიტიკაში ჩამერთო. თუ თავად გამოთქვამენ სურვილს, ეგ სხვა საქმეა.

- ოთხი წელი ცხოვრობდით ამერიკაში, აქ ჩამოსულს რასთან შეგუება გაგიჭირდათ ყველაზე მეტად?

- სამშობლოსთან შეგუება როგორ გამიჭირდებოდა. ერთადერთი, თავიდან, სანამ გონს მოვიდოდი და მივხვდებოდი, რომ ეს სამთავრობო პოლიტიკის სტილია, ვერ ვხვდებოდი, რატომ მლანძღავდნენ, როცა არაფერი დამიშავებია.

- მახსოვს, პირველად რომ გამოჩნდით, თქვენს ყვავილებიან კაბაზეც ბევრი ილაპარაკეს...

- ესეც ძალიან უცნაური იყო. ქვეყანაში, სადაც ასეთი სერიოზული პროცესები მიდის, რატომ გახდა ჩემი კაბა წლობით განხილვის საგანი, ვერ ვხვდები. რა უნდა მოხდეს ისეთი, რომ ამაზე აღარ ისაუბრონ და ქვა არ მესროლონ (იცინის). სინამდვილეში იმ კაბას, გარდა ფერისა, არაფერი ჰქონია არააკადემიური. არც მოკლე იყო, არც ვიწრო, არც შეჭრილი ყოფილა, არც ღრმა დეკოლტე. ნაცრისფერი რომ ყოფილიყო, ვერავინ შეამჩნევდა, რა მეცვა.

- ბავშვები თუ ნერვიულობენ, როცა თქვენ ან ირაკლის გაკრიტიკებენ?

- ამის გამო არასოდეს უსაყვედურიათ. ერთადერთი, ეკას თავიდან გაუჭირდა დაბრუნება. აქედან 9 წლის წავიდა და 14 წლის ჩამოვიდა. მისთვის ადაპტაციის მომენტი ცოტა რთული გამოდგა - თავის დამკვიდრება, მეგობრების შეძენა. ახლა უკვე ჩვეულებრივი თბილისელი გოგოა, მშვენივრად გრძნობს თავს.

- ეკა, როგორც ვნახე, ძალიან და­კავებული ხარ, ახლაც მასწავლებელთან მიდიხარ.... პროფესია უკვე შერჩეული გაქვს?

- ჯერ არა. მგონი, ყველაზე მეტად ფსიქოლოგია მაინტერესებს, მაგრამ ბოლომდე დარწმუნებული არ ვარ.

- ნათია, შვილები ვის უფრო გიმ­ხელენ საიდუმლოს, თქვენ თუ ირაკლის?

- არა მგონია, განსაკუთრებული უნდობლობა ჰქონდეთ რომელიმეს მიმართ. ნიკუშა უფრო პირდაპირია, ეკას უფრო აქვს ის განცდა, რომ რაღაც უნდა დამალოს, რადგან დედა გაბრაზდება, მაგრამ დედა საბოლოოდ მაინც ყოველთვის იგებს და ორმაგად ბრაზდება (იღიმება).

- ეკა, რაზე შეიძლება გაგიბრაზდეს დედა?

- ძირითადად სწავლაზე და სკოლის გაცდენაზე მეჩხუბება.

- ნათია, ირაკლის თქვენთვის აქციებზე გაყოლა თუ უთხოვია?

- 27 მაისს მეც ვიყავი აქციაზე, ახლა ძალიან მიმეჩქარება სამეგრელოში. თბილისში ამდენი ხალხი ეროვნული მოძრაობის დროსაც არ მინახავს, გამიხარდა ის სილაღე, რაც ვნახე. როცა ქუჩაში ბევრი ადამიანი გამოდის, ისინი ერთმანეთის დამცველები ხდებიან. ყველას ვერ დააპატიმრებ, ამდენი ადამიანი რომ სამსახურიდან დაითხოვო, ვიღამ უნდა იმუშაოს. სიამაყე ვიგრძენი, სხვანაირი ხალხი ვართ, არ შეიძლება, ასეთ ერს პატივი არ სცე.

საერთოდ, ირაკლი არ ცდილობს, იმაზე მეტად ჩამრთოს პოლიტიკაში, ვიდრე მე ეს შემიძლია. დღეს განსაკუთრებული მდგომარეობაა და ცხადია, დიდი ინტერესით ვადევნებ თვალს მოვლენებს, თორემ, საერთოდ, ჩვენ ყოველთვის გამიჯნული გვქონდა ერთმანეთის საქმიანობა. როგორც ირაკლი არ მოვა და არ მირჩევს, რა მეთოდით ვუმკურნალო პაციენტებს, ასევე ვიქცევი მეც მისი საქმის მიმართ. ეს ურთიერთობის ელემენტარული ეთიკაა.

- ბიძინა ივანიშვილის მეუღლესთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?

- ეკა არაჩვეულებრივი ადამიანია. მისი ინტერვიუ ცოტა ხნის წინ "მაესტროზე" გავიდა და მე მგონი, ყველა მოიხიბლა. რაც შეეხება ახლო მეგობრობას, ეს ბუნებრივად უნდა მოვიდეს. დიდ პატივს ვცემ, მაგრამ გაცნობის დღიდან ყოველდღე ტელეფონზე ურეკავდე ადამიანს და მის ამბებს კითხულობდე, სწორად არ მიმაჩნია. ამას დრო სჭირდება. რამდენჯერმე შევხვდით სუფრასთან და მოხიბლული ვარ ამ წყვილით.

- თქვენ და ირაკლიც განსაკუთ­რებული წყვილი ხართ, არასოდეს გავ­რცელებულა თქვენზე ყვითელი ჭორი...

- ერთად გავიზარდეთ და ერთმანეთისთვის ყველაფერი ვართ. ქმარზე საუბარი რთულია, სასაცილოა, ცოლი რომ ინტერვიუს იძლევა და ქმარს მეტისმეტად განადიდებს, უბრალოდ, მარტივად, ძალიან მომწონს ირაკლი და რა ვქნა (იღიმება).

- ბევრ ქალბატონსაც მოსწონს...

- დარწმუნებული ვარ, აბა, თუ არავის მოსწონს, მაშინ მე რად მინდა (იცინის). ირაკლი სულიერი წყობითაც გამორჩეულია. კაცურია, თუნდაც იმიტომ, რომ უაზროდ არ ისვრის სიტყვებს, მუშტებს ჰაერში არ იქნევს. მიყვარს, როცა კაცს შეუძლია საკუთარი თავი მოთოკოს.

- მის "საფირმო" ხალზე ტელევიზიით ხშირად უხუმრიათ...

- ხალზე გამორჩევით რა უნდა მოგიყვეთ, ირაკლის ჰაბიტუსი მთლიანად მომწონს (იცინის).

- ნათია, ოჯახურ ტრადიციებზე მოგვიყევით, რომელიც წლების განმავლობაში ჩამოგიყალიბდათ.

- ჩვენს ოჯახს აქვს ასეთი ტრადიცია, სადაც უნდა ვიყოთ, მსოფლიოს რომელ კუთხეშიც, ზაფხულობით აუცილებლად რაჭაში ვისვენებთ. ირაკლიც ამ ტრადიციის თანაზიარი გახდა. რაჭა თავისი კუთხეც ჰგონია. ახლა, სამწუხაროდ, ცოტა ხნით ახერხებს ჩამოსვლას, მაგრამ ყოველ ზაფხულს რაჭაში ფეხი მაინც უნდა დადგას.

- სახლში "ტრენაჟორი" გაქვთ...

- ეგ არ მკითხოთ, ირაკლი ვარჯიშობს. ნერვებს მიშლის ეს "ტრენაჟორი", ჩემი უსაყვარლესი სარკე დაფარა, არ უხდება აქაურობას.

- სახლში თავად ამზადებთ კერძებს?

- დიახ, გურმანები დამეთანხმებიან, რომ შინ მომზადებული ყველაზე მარტივი კერძიც კი ყველაზე გემრიელია. ირაკლის და ბავშვებს ძალიან უყვართ კუპატი, ღომი და ჩაქაფული. თუმცა ეს ჩამონათვალი, ცხადია, ყოველდღიური კერძები ვერ იქნება.

- არ გიჭირთ ახლა, როცა ირაკლი დიდ დროს ატარებს ზუგდიდში?

- გამიჭირდება, მე თვითონ დაკავებული რომ არ ვიყო. ჩემი სამსახური ჩემთვის ყველაფრისგან თავშესაფარია. ახლაც ვისურვებდი, რომ აქ იყოს, მაგრამ, რადგან ამ საქმეში ჩაერთო, პრეტენზიები ჩემი სტილი არ არის.

ნინო გიგიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"