მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილი დისიდენტის მოგონებები ვერმახტის გენერალ შალვა მაღლაკელიძეზე
ცნობილი დისიდენტის მოგონებები ვერმახტის გენერალ შალვა მაღლაკელიძეზე

ახ­ლა­ხან და­ის­ტამ­ბა ვერ­მახ­ტის (ჰიტ­ლე­რუ­ლი გერ­მა­ნი­ის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი) ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნის მე­თა­უ­რის, გე­ნე­რალ შალ­ვა მაღ­ლა­კე­ლი­ძის მო­გო­ნე­ბე­ბი, რომ­ლის წი­ნა­სი­ტყვა­ო­ბა და ბო­ლო­სი­ტყვა­ო­ბა ეკუთ­ვნის ცნო­ბილ ქარ­თველ დი­სი­დენტს, თე­ო­ლოგს, ფი­ლო­სო­ფოსს, მწე­რალ­სა და მთარ­გმნელს, ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის ქარ­თულ-ევ­რო­პუ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ატს (ა. ბრუ­ნე­რის "ფი­ლო­სო­ფი­ის ძი­რი­თა­დი სა­კი­თხე­ბის" თარ­გმნის­თვის) ვიქ­ტორ რცხი­ლა­ძეს.

- 1970-იან წლებ­ში უკვე სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რებ გე­ნე­რალ შალ­ვა მაღ­ლა­კე­ლი­ძეს­თან მი­ახ­ლო­ე­ბაც კი სა­რის­კო იყო. თუ შე­იძ­ლე­ბა, გა­იხ­სე­ნეთ, რა პი­რო­ბებ­ში გი­წევ­დათ მისი ჩა­წე­რა...

- ბა­ტო­ნი შალ­ვა მაღ­ლა­კე­ლი­ძე დი­დუ­ბე­ში ჩემს მე­ზობ­ლად, მო­პირ­და­პი­რე სახ­ლში ცხოვ­რობ­და. ერთხელ, მუშ­თა­ი­დის ბა­ღის გას­წვრივ მი­მა­ვალს, წინ გა­და­ვუ­დე­ქი. გავ­ბე­დე, გა­ვე­ცა­ნი და სა­უბ­რით იქვე, ბაღ­ში გა­და­ვი­ნაც­ვლეთ. ჩემ­თვის, ახალ­გაზ­რდა ის­ტო­რი­კო­სის­თვის, მისი მო­ნა­თხრო­ბი ისე­თი სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნდა, რომ გა­დავ­წყვი­ტე, ჩა­მე­წე­რა. ბა­ტო­ნი შალ­ვა დამ­თან­ხმდა. ამის­თვის ვი­შო­ვე იმ დრო­ის­თვი­საც ძველ­მო­დუ­რი მაგ­ნი­ტო­ფო­ნი დიდი ბო­ბი­ნე­ბით. ვი­წერ­დი ჩემს ბი­ნა­ში, 1975 წლის ზა­ფხულ­ში, სა­ღა­მოს 5-6 სა­ა­თი­დან დი­ლამ­დე, თით­ქმის ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში. ამ ჩა­ნა­წე­რე­ბის გა­კე­თე­ბი­დან არც ისე დიდი ხნის შემ­დეგ, 1976 წელს, ბა­ტო­ნი შალ­ვა გარ­და­იც­ვა­ლა.

- ჩა­ნა­წე­რე­ბის ის ნა­წი­ლი, სა­დაც ბა­ტო­ნი შალ­ვა იხ­სე­ნებ­და იმ­დრო­ინ­დე­ლი პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბით სავ­სე მე­ტე­ხის ცი­ხე­ში არ­სე­ბულ გა­უ­საძ­ლის ვი­თა­რე­ბას, გა­ურ­კვე­ველ ვი­თა­რე­ბა­ში და­ი­კარ­გა. რო­გორც ვიცი, ჩა­ნა­წე­რის თა­ო­ბა­ზე იცო­და ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ამ, რო­მელ­საც თქვენ­თვის უთ­ქვამს, თუ ბო­ბი­ნებს გად­მომ­ცემთ, ირაკ­ლი კენ­ჭოშ­ვილს (ამ­ჟა­მად პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი - მ.გ.) გა­და­ვა­ტა­ნი­ნებ ქა­ღალ­დზეო...

- ერთი ბო­ბი­ნა, სა­დაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ჩა­ნა­წე­რე­ბია გე­ნერ­ლის მო­გო­ნე­ბე­ბი­დან, გა­ურ­კვე­ველ ვი­თა­რე­ბა­ში და­ი­კარ­გა, მაგ­რამ ამა­ზე ვრცლად სა­უ­ბა­რი არ მსურს. სა­ერ­თოდ, და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მკი­თხველს შე­უძ­ლია, იმ­დრო­ინ­დე­ლი ამ­ბე­ბის შე­სა­ხებ თვი­თონ წა­ი­კი­თხოს "მო­გო­ნე­ბებ­ში". ვი­ტყვი იმას, რომ და­ნარ­ჩენ ჩა­ნა­წე­რებს ჩემი და­პა­ტიმ­რე­ბის შემ­დეგ აწ გან­სვე­ნე­ბულ­მა ბა­ტონ­მა ამი­რან სო­სი­აშ­ვილ­მა, ყო­ფილ­მა ლე­გი­ო­ნერ­მა უპატ­რო­ნა.

- გერ­მა­ნი­ის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ქარ­თვე­ლი გე­ნერ­ლის მო­გო­ნე­ბე­ბი უნი­კა­ლუ­რი მა­სა­ლაა. პი­რა­დად თქვენ­თვის რა არის მი­ხე­ილ მაღ­ლა­კე­ლი­ძის მო­გო­ნე­ბებ­ში ყვე­ლა­ზე ფა­სე­უ­ლი?

- გე­ნე­რალ მაღ­ლა­კე­ლი­ძის მო­გო­ნე­ბებ­ში თით­ქმის ყვე­ლა­ფე­რი ფა­სე­უ­ლია, გან­სა­კუთ­რე­ბით ის ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც ეხე­ბა მე­ო­რე მსოფ­ლიო ომში ქარ­თვე­ლე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბას გერ­მა­ნულ არ­მი­ა­ში. აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ით­ქვას, რომ მი­უ­ხე­და­ვად ხან­დაზ­მუ­ლო­ბი­სა, - ჩა­წე­რის მო­მენ­ტში გე­ნე­რა­ლი მაღ­ლა­კე­ლი­ძე უკვე 81 წელს გახ­ლდათ მი­ტა­ნე­ბუ­ლი, - ჩემი რეს­პონ­დენ­ტი ბრწყინ­ვა­ლე მეხ­სი­ე­რე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და. მის მო­გო­ნე­ბებ­ში პრაქ­ტი­კუ­ლად არც ერთი ფაქ­ტი არ ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა მე­ო­რეს. ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად, ბა­ტო­ნი შალ­ვა სა­ინ­ტე­რე­სო მთხრო­ბე­ლიც იყო. მაგ­რამ მის მო­გო­ნე­ბებს, პირ­ველ რიგ­ში, ის­ტო­რი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბა აქვს. ბა­ტო­ნი შალ­ვა თხრო­ბი­სას უაღ­რე­სად ობი­ექ­ტუ­რი და თვითკრი­ტი­კუ­ლი იყო, ზოგ­ჯერ - სა­კუ­თა­რი თა­ვის მი­მართ ირო­ნი­უ­ლიც კი. მისი მო­გო­ნე­ბე­ბი ერ­თგვარ აღ­სა­რე­ბა­სა­ვი­თაა. გე­ნე­რა­ლი ცდი­ლობ­და, არა­ფე­რი გა­მორ­ჩე­ნო­და, მთხოვ­და, ზოგი რამ შე­იძ­ლე­ბა შე­მე­შა­ლოს და სხვა წყა­რო­ებ­თა­ნაც შე­ა­და­რე, რამე შეც­დო­მა არ გა­მე­პა­რო­სო... ერთი სი­ტყვით, უამ­რა­ვი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ის­ტო­რი­უ­ლი მოვ­ლე­ნის თვითმხილ­ვე­ლი­სა და უშუ­ა­ლო მო­ნა­წი­ლის, გე­ნე­რალ შალ­ვა მაღ­ლა­კე­ლი­ძის მო­გო­ნე­ბე­ბი გა­მო­ირ­ჩე­ვა ობი­ექ­ტუ­რო­ბი­თა და ფაქ­ტე­ბის სის­წო­რით. ეს მარ­თლაც უნი­კა­ლუ­რი წყა­როა ჩვე­ნი ის­ტო­რი­ის გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი­სა და სა­კი­თხე­ბის შე­სას­წავ­ლად.

- ცნო­ბი­ლია, რომ გე­ნე­რა­ლი მაღ­ლა­კე­ლი­ძე ადოლფ ჰიტ­ლერს შეხ­ვდა...

- ჰიტ­ლერს შეხ­ვდა ვერ­ნერ ფონ დერ შუ­ლენ­ბურ­გი, გერ­მა­ნი­ის ყო­ფი­ლი ელჩი სსრკ-ში, მოგ­ვი­ა­ნე­ბით ან­ტი­ჰიტ­ლე­რუ­ლი აჯან­ყე­ბის მო­ნა­წი­ლე, ხოლო შალ­ვა მაღ­ლა­კე­ლი­ძე ამ შეხ­ვედ­რას, უბ­რა­ლოდ, და­ას­წრეს.

- სი­ტყვამ მო­ი­ტა­ნა და, არ­სე­ბობს მო­საზ­რე­ბა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, ჰიტ­ლე­რის სა­ი­დუმ­ლო გეგ­მებ­ში თურ­მე სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­ნარ­ქი­ის აღ­დგე­ნაც შე­დი­ო­და...

- სა­ქარ­თვე­ლოს ე.წ. მენ­შე­ვი­კუ­რი მთავ­რო­ბის დამ­ხო­ბას და მო­ნარ­ქი­ის აღ­დგე­ნას აქ­ტი­უ­რად გა­ნი­ხი­ლავ­და თვი­თონ შალ­ვა მაღ­ლა­კე­ლი­ძე. გე­ნე­რა­ლი ამას, სა­ქარ­თვე­ლო­ში მყო­ფი გერ­მა­ნუ­ლი ჯა­რის დახ­მა­რე­ბით, 1918 წელს აპი­რებ­და, მაგ­რამ პირ­ველ მსოფ­ლიო ომში გერ­მა­ნი­ის და­მარ­ცხე­ბის გამო ეს გეგ­მა ვერ გან­ხორ­ცი­ელ­და. რაც შე­ე­ხე­ბა ჰიტ­ლე­რის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას, მას სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­ნარ­ქი­ის აღ­დგე­ნა­ზე ნამ­დვი­ლად არ უფიქ­რია. ჰიტ­ლე­რუ­ლი გერ­მა­ნი­ის გა­მარ­ჯვე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კარ­გს არა­ფერს უქად­და. ეს მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა სხვა­დას­ხვა წყა­როს სა­შუ­ა­ლე­ბით. თუმ­ცა გერ­მა­ნუ­ლი დრო­შის ქვეშ მებ­რძოლ­მა ქარ­თვე­ლებ­მა ამ შე­სა­ხებ არა­ფე­რი იცოდ­ნენ. ისი­ნი გულ­წრფე­ლად იბ­რძოდ­ნენ ბოლ­შე­ვიზ­მის­გან სა­ქარ­თვე­ლოს გა­სა­თა­ვი­სუფ­ლებ­ლად და სჯე­რო­დათ, რომ ამას ფა­შის­ტუ­რი გერ­მა­ნი­ის დახ­მა­რე­ბით მო­ა­ხერ­ხებ­დნენ.

- ბა­ტო­ნო ვიქ­ტორ, რო­გორ შე­ა­ფა­სებთ საბ­ჭო­თა კავ­ში­რის პე­რი­ოდ­ში ეროვ­ნულ მოძ­რა­ო­ბი­სა და იმ­ჟა­მინ­დე­ლი დი­სი­დენ­ტე­ბის მოქ­მე­დე­ბას?

- საბ­ჭო­თა იმ­პე­რი­ის არ­სე­ბო­ბის პე­რი­ოდ­ში ჩემი თა­ო­ბის ერთი მუჭა დი­სი­დენ­ტე­ბი­სათ­ვის, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, წინა პლან­ზე იდგა უსა­მარ­თლო­ბის მხი­ლე­ბა, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა, მაგ­რამ, თუ შე­იძ­ლე­ბა ასე ით­ქვას, მთა­ვა­რი მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი იდეა სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა იყო. სხვა სა­კი­თხია, რა მი­ვი­ღეთ დღეს ამ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­გან...

- ძნე­ლია, იყო გან­სხვა­ვე­ბუ­ლად მო­აზ­როვ­ნე და ამას­თა­ნა­ვე ბო­ლომ­დე სუფ­თა პი­როვ­ნე­ბად დარ­ჩე?

- ამ შე­კი­თხვა­ზე ასე გი­პა­სუ­ხებთ: რაც უნდა მოხ­დეს, ძა­ლა­უფ­ლე­ბის­თვის ბრძო­ლას არ უნდა გა­დაჰ­ყვეს ქვე­ყა­ნა. ეს კარ­გად იცოდ­ნენ ისეთ­მა დი­სი­დენ­ტებ­მა, რო­გო­რე­ბიც იყ­ვნენ ლეხ ვა­ლენ­სა პო­ლო­ნეთ­ში, ვაც­ლავ ჰა­ვე­ლი ჩე­ხეთ­ში ან ნელ­სონ მან­დე­ლა სამ­ხრეთ აფ­რი­კა­ში. ყო­ვე­ლი მათ­გა­ნი მშვი­დო­ბი­ა­ნად ჩა­მოს­ცილ­და პო­ლი­ტი­კას ან მას­ში სიმ­ბო­ლურ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას დას­ჯერ­და; ყო­ვე­ლი მათ­გა­ნი მიხ­ვდა, რომ სა­ხელ­მწი­ფოს მშე­ნებ­ლო­ბა და, ამას­თა­ნა­ვე, ძა­ლა­უფ­ლე­ბის­თვის ბრძო­ლა მისი საქ­მე არ იყო და არც ქვე­ყა­ნას მო­უ­ტან­და სი­კე­თეს. სა­ზო­გა­დოდ კი მი­მაჩ­ნია, რომ დი­სი­დენტს არ უნდა ჰქონ­დეს პო­ლი­ტი­კუ­რი ამ­ბი­ცი­ე­ბი, მისი სა­ბო­ლოო მი­ზა­ნი ხალ­ხის, ქვეყ­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბა უნდა იყოს და არა ძა­ლა­უფ­ლე­ბის მო­პო­ვე­ბა.

P.S. გე­ნე­რალ მაღ­ლა­კე­ლი­ძის მო­გო­ნე­ბე­ბის და­კარ­გულ ჩა­ნა­წე­რებ­ზე სა­სა­უბ­როდ პარ­ლა­მენ­ტარ ირაკ­ლი კენ­ჭოშ­ვილს და­ვუ­კავ­შირ­დით, რო­მელ­მაც გვი­თხრა:

- არ ვიცი, რა ბო­ბი­ნა­ზეა ლა­პა­რა­კი, ვე­რაფ­რით ვიხ­სე­ნებ.

- ბა­ტონ ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას თქვენ­თვის გე­ნე­რალ მაღ­ლა­კე­ლი­ძის მო­გო­ნე­ბე­ბის ჩა­ნა­წე­რის შე­სა­ხებ არა­ფე­რი უთ­ქვამს?

- რა­ღაც მახ­სენ­დე­ბა, ვი­ღაც ქა­ლებს უნდა გა­და­ე­წე­რათ...

- ვინ ქა­ლებს?

- აღარ მახ­სოვს...

- ანუ, იყო ბო­ბი­ნა­ზე ლა­პა­რა­კი, ხომ?

- არა, იცით... გარ­კვე­ვით მა­ინც ვე­რაფრს ვიხ­სე­ნებ.

ცნო­ბი­სათ­ვის

შალ­ვა მაღ­ლა­კე­ლი­ძე (1893 -1976 წწ.) -ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სი, სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე და ვერ­მახ­ტის ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნის მე­თა­უ­რი. ბერ­ლი­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლი და ფი­ლო­სო­ფი­ის დოქ­ტო­რი იუ­რისპრუ­დენ­ცი­ა­ში, მსა­ხუ­რობ­და სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა­ში 1918-1921 წლებ­ში. 1919-1920 წლებ­ში თბი­ლი­სის გე­ნე­რალ-გე­ბერ­ნა­ტო­რი გახ­ლდათ.

1921 წელს სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­ულ რეს­პუბ­ლი­კა­ში რუ­სე­თის შე­მოჭ­რის შემ­დეგ მაღ­ლა­კე­ლი­ძე იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და ქვე­ყა­ნა და­ე­ტო­ვე­ბი­ნა. მაღ­ლა­კე­ლი­ძეს მჭიდ­რო კავ­ში­რი ჰქონ­და ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ემიგ­რა­ცი­ის ცენ­ტრებ­თან საფ­რან­გეთ­ში.

ის ერთ-ერთი მთა­ვა­რი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი იყო ეროვ­ნუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­სა "თეთ­რი გი­ორ­გი" (1924-1954) და ქარ­თველ ტრა­დი­ცი­ო­ნა­ლის­ტთა კავ­ში­რის (1942), რო­მე­ლიც გერ­მა­ნი­ა­ში ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ემიგ­რან­ტე­ბის მიერ ჩა­მო­ყა­ლიბ­და. 1942-1943 წლებ­ში არ­ჩე­უ­ლი იყო "ქარ­თუ­ლი ეროვ­ნუ­ლი კო­მი­ტე­ტის" და "ქარ­თუ­ლი სა­მო­კავ­ში­რეო შტა­ბის" წევ­რად (ბერ­ლი­ნი).

ომის პე­რი­ოდ­ში მაღ­ლა­კე­ლი­ძე ნა­ცის­ტე­ბის ჯარ­ში მსა­ხუ­რობ­და და ვერ­მახ­ტის ქარ­თულ ლე­გი­ონს მე­თა­უ­რობ­და, რო­მე­ლიც ქარ­თველ პატ­რი­ოტ­თა მიერ ჩა­მო­ყა­ლიბ­და საბ­ჭო­თა კავ­შირ­თან საბ­რძოლ­ვე­ლად და სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მი­საღ­წე­ვად. 1944 წელს მაღ­ლა­კე­ლი­ძეს ვერ­მახ­ტის გე­ნე­რალ-მა­ი­ო­რის წო­დე­ბა მი­ე­ნი­ჭა. მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის შემ­დეგ ის ცხოვ­რობ­და და მოღ­ვა­წე­ობ­და და­სავ­ლეთ გერ­მა­ნი­ა­ში. 1949-54 წლებ­ში კონ­რად ადე­ნა­უ­ე­რის სამ­ხედ­რო მრჩევ­ლად მსა­ხუ­რობ­და. 1954 წელს საბ­ჭო­თა სუკ-ის აგენ­ტებ­მა შე­ი­პყრეს. გარ­და­იც­ვა­ლა 83 წლი­სა.

მზია გოგ­ნი­აშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

ცნობილი დისიდენტის მოგონებები ვერმახტის გენერალ შალვა მაღლაკელიძეზე

ცნობილი დისიდენტის მოგონებები ვერმახტის გენერალ შალვა მაღლაკელიძეზე

ახლახან დაისტამბა ვერმახტის (ჰიტლერული გერმანიის შეიარაღებული ძალები) ქართული ლეგიონის მეთაურის, გენერალ შალვა მაღლაკელიძის მოგონებები, რომლის წინასიტყვაობა და ბოლოსიტყვაობა ეკუთვნის ცნობილ ქართველ დისიდენტს, თეოლოგს, ფილოსოფოსს, მწერალსა და მთარგმნელს, ილია ჭავჭავაძის ქართულ-ევროპული ინსტიტუტის პრემიის ლაურეატს (ა. ბრუნერის "ფილოსოფიის ძირითადი საკითხების" თარგმნისთვის) ვიქტორ რცხილაძეს.

- 1970-იან წლებში უკვე საქართველოში მცხოვრებ გენერალ შალვა მაღლაკელიძესთან მიახლოებაც კი სარისკო იყო. თუ შეიძლება, გაიხსენეთ, რა პირობებში გიწევდათ მისი ჩაწერა...

- ბატონი შალვა მაღლაკელიძე დიდუბეში ჩემს მეზობლად, მოპირდაპირე სახლში ცხოვრობდა. ერთხელ, მუშთაიდის ბაღის გასწვრივ მიმავალს, წინ გადავუდექი. გავბედე, გავეცანი და საუბრით იქვე, ბაღში გადავინაცვლეთ. ჩემთვის, ახალგაზრდა ისტორიკოსისთვის, მისი მონათხრობი ისეთი საინტერესო აღმოჩნდა, რომ გადავწყვიტე, ჩამეწერა. ბატონი შალვა დამთანხმდა. ამისთვის ვიშოვე იმ დროისთვისაც ძველმოდური მაგნიტოფონი დიდი ბობინებით. ვიწერდი ჩემს ბინაში, 1975 წლის ზაფხულში, საღამოს 5-6 საათიდან დილამდე, თითქმის ორი კვირის განმავლობაში. ამ ჩანაწერების გაკეთებიდან არც ისე დიდი ხნის შემდეგ, 1976 წელს, ბატონი შალვა გარდაიცვალა.

- ჩანაწერების ის ნაწილი, სადაც ბატონი შალვა იხსენებდა იმდროინდელი პოლიტპატიმრებით სავსე მეტეხის ციხეში არსებულ გაუსაძლის ვითარებას, გაურკვეველ ვითარებაში დაიკარგა. როგორც ვიცი, ჩანაწერის თაობაზე იცოდა ზვიად გამსახურდიამ, რომელსაც თქვენთვის უთქვამს, თუ ბობინებს გადმომცემთ, ირაკლი კენჭოშვილს (ამჟამად პარლამენტის წევრი - მ.გ.) გადავატანინებ ქაღალდზეო...

- ერთი ბობინა, სადაც მნიშვნელოვანი ჩანაწერებია გენერლის მოგონებებიდან, გაურკვეველ ვითარებაში დაიკარგა, მაგრამ ამაზე ვრცლად საუბარი არ მსურს. საერთოდ, დაინტერესებულ მკითხველს შეუძლია, იმდროინდელი ამბების შესახებ თვითონ წაიკითხოს "მოგონებებში". ვიტყვი იმას, რომ დანარჩენ ჩანაწერებს ჩემი დაპატიმრების შემდეგ აწ განსვენებულმა ბატონმა ამირან სოსიაშვილმა, ყოფილმა ლეგიონერმა უპატრონა.

- გერმანიის შეიარაღებული ძალების ქართველი გენერლის მოგონებები უნიკალური მასალაა. პირადად თქვენთვის რა არის მიხეილ მაღლაკელიძის მოგონებებში ყველაზე ფასეული?

- გენერალ მაღლაკელიძის მოგონებებში თითქმის ყველაფერი ფასეულია, განსაკუთრებით ის ნაწილი, რომელიც ეხება მეორე მსოფლიო ომში ქართველების მონაწილეობას გერმანულ არმიაში. აუცილებლად უნდა ითქვას, რომ მიუხედავად ხანდაზმულობისა, - ჩაწერის მომენტში გენერალი მაღლაკელიძე უკვე 81 წელს გახლდათ მიტანებული, - ჩემი რესპონდენტი ბრწყინვალე მეხსიერებით გამოირჩეოდა. მის მოგონებებში პრაქტიკულად არც ერთი ფაქტი არ ეწინააღმდეგება მეორეს. ყველაფერთან ერთად, ბატონი შალვა საინტერესო მთხრობელიც იყო. მაგრამ მის მოგონებებს, პირველ რიგში, ისტორიული ღირებულება აქვს. ბატონი შალვა თხრობისას უაღრესად ობიექტური და თვითკრიტიკული იყო, ზოგჯერ - საკუთარი თავის მიმართ ირონიულიც კი. მისი მოგონებები ერთგვარ აღსარებასავითაა. გენერალი ცდილობდა, არაფერი გამორჩენოდა, მთხოვდა, ზოგი რამ შეიძლება შემეშალოს და სხვა წყაროებთანაც შეადარე, რამე შეცდომა არ გამეპაროსო... ერთი სიტყვით, უამრავი მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენის თვითმხილველისა და უშუალო მონაწილის, გენერალ შალვა მაღლაკელიძის მოგონებები გამოირჩევა ობიექტურობითა და ფაქტების სისწორით. ეს მართლაც უნიკალური წყაროა ჩვენი ისტორიის გარკვეული პერიოდისა და საკითხების შესასწავლად.

- ცნობილია, რომ გენერალი მაღლაკელიძე ადოლფ ჰიტლერს შეხვდა...

- ჰიტლერს შეხვდა ვერნერ ფონ დერ შულენბურგი, გერმანიის ყოფილი ელჩი სსრკ-ში, მოგვიანებით ანტიჰიტლერული აჯანყების მონაწილე, ხოლო შალვა მაღლაკელიძე ამ შეხვედრას, უბრალოდ, დაასწრეს.

- სიტყვამ მოიტანა და, არსებობს მოსაზრება, რომლის თანახმადაც, ჰიტლერის საიდუმლო გეგმებში თურმე საქართველოში მონარქიის აღდგენაც შედიოდა...

- საქართველოს ე.წ. მენშევიკური მთავრობის დამხობას და მონარქიის აღდგენას აქტიურად განიხილავდა თვითონ შალვა მაღლაკელიძე. გენერალი ამას, საქართველოში მყოფი გერმანული ჯარის დახმარებით, 1918 წელს აპირებდა, მაგრამ პირველ მსოფლიო ომში გერმანიის დამარცხების გამო ეს გეგმა ვერ განხორციელდა. რაც შეეხება ჰიტლერის დამოკიდებულებას, მას საქართველოში მონარქიის აღდგენაზე ნამდვილად არ უფიქრია. ჰიტლერული გერმანიის გამარჯვება საქართველოს კარგს არაფერს უქადდა. ეს მოგვიანებით გაირკვა სხვადასხვა წყაროს საშუალებით. თუმცა გერმანული დროშის ქვეშ მებრძოლმა ქართველებმა ამ შესახებ არაფერი იცოდნენ. ისინი გულწრფელად იბრძოდნენ ბოლშევიზმისგან საქართველოს გასათავისუფლებლად და სჯეროდათ, რომ ამას ფაშისტური გერმანიის დახმარებით მოახერხებდნენ.

- ბატონო ვიქტორ, როგორ შეაფასებთ საბჭოთა კავშირის პერიოდში ეროვნულ მოძრაობისა და იმჟამინდელი დისიდენტების მოქმედებას?

- საბჭოთა იმპერიის არსებობის პერიოდში ჩემი თაობის ერთი მუჭა დისიდენტებისათვის, რასაკვირველია, წინა პლანზე იდგა უსამართლობის მხილება, ადამიანის უფლებების დაცვა, მაგრამ, თუ შეიძლება ასე ითქვას, მთავარი მამოძრავებელი იდეა საქართველოს დამოუკიდებლობა იყო. სხვა საკითხია, რა მივიღეთ დღეს ამ დამოუკიდებლობისგან...

- ძნელია, იყო განსხვავებულად მოაზროვნე და ამასთანავე ბოლომდე სუფთა პიროვნებად დარჩე?

- ამ შეკითხვაზე ასე გიპასუხებთ: რაც უნდა მოხდეს, ძალაუფლებისთვის ბრძოლას არ უნდა გადაჰყვეს ქვეყანა. ეს კარგად იცოდნენ ისეთმა დისიდენტებმა, როგორებიც იყვნენ ლეხ ვალენსა პოლონეთში, ვაცლავ ჰაველი ჩეხეთში ან ნელსონ მანდელა სამხრეთ აფრიკაში. ყოველი მათგანი მშვიდობიანად ჩამოსცილდა პოლიტიკას ან მასში სიმბოლურ მონაწილეობას დასჯერდა; ყოველი მათგანი მიხვდა, რომ სახელმწიფოს მშენებლობა და, ამასთანავე, ძალაუფლებისთვის ბრძოლა მისი საქმე არ იყო და არც ქვეყანას მოუტანდა სიკეთეს. საზოგადოდ კი მიმაჩნია, რომ დისიდენტს არ უნდა ჰქონდეს პოლიტიკური ამბიციები, მისი საბოლოო მიზანი ხალხის, ქვეყნის თავისუფლება უნდა იყოს და არა ძალაუფლების მოპოვება.

P.S. გენერალ მაღლაკელიძის მოგონებების დაკარგულ ჩანაწერებზე სასაუბროდ პარლამენტარ ირაკლი კენჭოშვილს დავუკავშირდით, რომელმაც გვითხრა:

- არ ვიცი, რა ბობინაზეა ლაპარაკი, ვერაფრით ვიხსენებ.

- ბატონ ზვიად გამსახურდიას თქვენთვის გენერალ მაღლაკელიძის მოგონებების ჩანაწერის შესახებ არაფერი უთქვამს?

- რაღაც მახსენდება, ვიღაც ქალებს უნდა გადაეწერათ...

- ვინ ქალებს?

- აღარ მახსოვს...

- ანუ, იყო ბობინაზე ლაპარაკი, ხომ?

- არა, იცით... გარკვევით მაინც ვერაფრს ვიხსენებ.

ცნობისათვის

შალვა მაღლაკელიძე (1893 -1976 წწ.) -ქართველი პოლიტიკოსი, საზოგადო მოღვაწე და ვერმახტის ქართული ლეგიონის მეთაური. ბერლინის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და ფილოსოფიის დოქტორი იურისპრუდენციაში, მსახურობდა საქართველოს მთავრობაში 1918-1921 წლებში. 1919-1920 წლებში თბილისის გენერალ-გებერნატორი გახლდათ.

1921 წელს საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში რუსეთის შემოჭრის შემდეგ მაღლაკელიძე იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა. მაღლაკელიძეს მჭიდრო კავშირი ჰქონდა ქართული პოლიტიკური ემიგრაციის ცენტრებთან საფრანგეთში.

ის ერთ-ერთი მთავარი დამფუძნებელი იყო ეროვნული პოლიტიკური ორგანიზაციისა "თეთრი გიორგი" (1924-1954) და ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის (1942), რომელიც გერმანიაში ქართული პოლიტიკური ემიგრანტების მიერ ჩამოყალიბდა. 1942-1943 წლებში არჩეული იყო "ქართული ეროვნული კომიტეტის" და "ქართული სამოკავშირეო შტაბის" წევრად (ბერლინი).

ომის პერიოდში მაღლაკელიძე ნაცისტების ჯარში მსახურობდა და ვერმახტის ქართულ ლეგიონს მეთაურობდა, რომელიც ქართველ პატრიოტთა მიერ ჩამოყალიბდა საბჭოთა კავშირთან საბრძოლველად და საქართველოს დამოუკიდებლობის მისაღწევად. 1944 წელს მაღლაკელიძეს ვერმახტის გენერალ-მაიორის წოდება მიენიჭა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ის ცხოვრობდა და მოღვაწეობდა დასავლეთ გერმანიაში. 1949-54 წლებში კონრად ადენაუერის სამხედრო მრჩევლად მსახურობდა. 1954 წელს საბჭოთა სუკ-ის აგენტებმა შეიპყრეს. გარდაიცვალა 83 წლისა.

მზია გოგნიაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"