ეს შეკითხვა სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" მომხმარებლებმა დაახლოებით ორი საათის წინ დასვეს, რასაც არერთგვაროვანი გამოხმაურება მოყვა.
შეკითხვასთან ერთად გავრცელდა ფოტოც, რომლის ერთ მხარეს ქურდულ ტრადიციებთან და კრიმინალურ სამყაროსთან კავშირში ბრალდებული, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ფეხბურთელი გიორგი დემეტრაძე, ხოლო მეორე მხარეს მომღერალი და მსახიობი ვახტანგ კიკაბიძეა გამოსახული.
კიკაბიძე ექვს ადამიანთან ერთად არის გადაღებული, რომლებიც კრიმინალური ავტორიტეტები არიან. მათ შორის არის ცნობილი კანონიერი ქურდი ”ძედ ჰასანიც”.
ბოლო ორი საათის განმავლობაში ფოტო რამდენიმე ასეულმა მომხმარებელმა ნახა.
ბექა პატურაშვილი