პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვახტანგ რჩეულიშვილის პირველი მეუღლე: "ვახოს, კარგი რომ ყოფილიყო, მაია ვერ ეღირსებოდა"
ვახტანგ რჩეულიშვილის პირველი მეუღლე: "ვახოს, კარგი რომ ყოფილიყო, მაია ვერ ეღირსებოდა"

ქარ­თვე­ლი ქალ­ბა­ტო­ნი მა­რი­ნა ცხონ­დია 26 წე­ლია შვე­დე­თის დე­და­ქა­ლაქ სტოკ­ჰოლმში ცხოვ­რობს. იგი სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ყო­ფი­ლი ვიცე-სპი­კე­რის, ვახ­ტანგ რჩე­უ­ლიშ­ვი­ლის პირ­ვე­ლი მე­უღ­ლეა. ქალ­ბა­ტო­ნი მა­რი­ნა შვე­დეთ­ში ცხოვ­რე­ბა­ზე, დღე­ვან­დელ სა­ქარ­თვე­ლო­ზე და ყო­ფილ მე­უღ­ლე­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა:

- სა­ქარ­თვე­ლო­დან 1984 წელს გა­ვემ­გზავ­რე. დედა ფრან­გი მყავს და ნა­თე­სა­ვე­ბიც მხო­ლოდ ევ­რო­პა­ში არი­ან. ირ­ლან­დი­ა­ში ვცხოვ­რობ­დი, ბე­ბი­ას­თან, 1986 წლი­დან კი შვე­დე­თის დე­და­ქა­ლაქ სტოკ­ჰოლმში გა­და­ვე­დი - აქ შე­სა­ნიშ­ნა­ვად ვარ. სა­ქარ­თვე­ლო­შიც ხში­რად ჩა­მოვ­დი­ვარ. ყვე­ლა­ზე მე­ტად ის მი­ხა­რია, რომ მაქვს სა­შუ­ა­ლე­ბა, სა­ტე­ლი­ტუ­რი თა­ნამ­გზავ­რის მეშ­ვე­ო­ბით ქარ­თულ ტე­ლე­არ­ხებს ვუ­ყუ­რო.

- რას საქ­მი­ა­ნობთ?

- რამ­დე­ნი­მე ფირ­მის დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭოს წევ­რი ვარ.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებს თვალ­ყურს ადევ­ნებთ?

- რა­საკ­ვირ­ვე­ლია. სა­ქარ­თვე­ლოს გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია. მი­მაჩ­ნია, რომ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში დე­მოკ­რა­ტია ნელ-ნელა შენ­დე­ბა და ამ პრო­ცესს ვე­რა­ვინ შე­ა­ჩე­რებს. სა­ქარ­თვე­ლო აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გახ­დეს ნა­ტო­სა და ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი. მხო­ლოდ ამის შემ­დეგ შე­იძ­ლე­ბა რუ­სეთ­თან მე­ზობ­ლუ­რი კავ­ში­რის დამ­ყა­რე­ბა.

- რა­ტომ გგო­ნი­ათ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში დე­მოკ­რა­ტია შენ­დე­ბა?

- რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა ადა­მი­ანს აქვს გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა, ქვე­ყა­ნა­ში არის კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბა, ვი­თარ­დე­ბა ინფრას­ტრუქ­ტუ­რა - ეს უკვე დე­მოკ­რა­ტი­აა.

- სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის საკ­მა­ოდ დიდი ნა­წი­ლი ასე არ ფიქ­რობს...

- რა­ტომ გიკ­ვირთ? ბო­ლოს და ბო­ლოს, 73 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში კა­ნო­ნი არ არ­სე­ბობ­და. ნელ-ნელა ყვე­ლა­ფერს მი­ვაღ­წევთ. ეს პრო­ცე­სი ყვე­ლა დე­მოკ­რა­ტი­ულ­მა ქვე­ყა­ნამ გა­ი­ა­რა.

- ვიცი, რომ მი­ხე­ილ სა­კაშ­ვი­ლის ბე­ბი­ას­თან მე­გობ­რობთ...

- მე და მზია წე­რე­თე­ლი დიდი ხნის მე­გობ­რე­ბი ვართ. მი­მაჩ­ნია, რომ მზი­ამ კარ­გი შვი­ლიშ­ვი­ლი გა­ზარ­და. მი­შას მი­ნუ­სი მხო­ლოდ ის არის, რომ ძა­ლი­ან პროგ­რე­სუ­ლია და ბევ­რი ამი­ტომ ვერ უგებს. მი­შა­საც ვიც­ნობ. 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვე­რა­ვინ შეძ­ლო შე­ვარ­დნა­ძის მა­რაზ­მის დამ­ხო­ბა, მი­შამ კი ეს სა­ში­ნე­ლე­ბა მოგ­ვა­შო­რა.

- თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ა­კაშ­ვი­ლი ბევ­რს არ უყ­ვარს.

- არც რე­ი­გა­ნი უყ­ვარ­დათ, რო­დე­საც ამე­რი­კის პრე­ზი­დენ­ტი იყო, მაგ­რამ დღეს ამე­რი­კის ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი პრე­ზი­დენ­ტია.

- თქვენს ყო­ფილ მე­უღ­ლეს­თან, ვახ­ტანგ რჩე­უ­ლიშ­ვილ­თან თუ გაქვთ ურ­თი­ერ­თო­ბა?

- 1998 წლის შემ­დეგ მას­თან კონ­ტაქ­ტი არ მქო­ნია. ერთხელ მოს­კოვ­ში ვნა­ხე და ერთხე­ლაც თბი­ლის­ში, ახ­ლობ­ლის პა­ნაშ­ვიდ­ზე. არ მიყ­ვარს ბავ­შვო­ბის შეც­დო­მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა...

- ვახ­ტანგ რჩე­უ­ლიშ­ვი­ლის სა­ო­ჯა­ხო ბიზ­ნე­სით, კერ­ძოდ, სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნია "ცენ­ტრ პო­ინ­ტის" მუ­შა­ო­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი, რბი­ლად რომ ვთქვათ, უკ­მა­ყო­ფი­ლოა...

- ისი­ნი დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი არი­ან ამ ხალ­ხის წი­ნა­შე. მათ 6.200 ოჯა­ხი ლტოლ­ვი­ლად აქ­ცი­ეს. ქარ­თვე­ლე­ბი სა­ზღვარ­გა­რეთ გა­და­იხ­ვეწ­ნენ, იმუ­შა­ვეს, კა­პი­კე­ბი შე­ა­კო­წი­წეს, ბი­ნე­ბი რომ შე­ე­ძი­ნათ, ამ სამ­მა პი­როვ­ნე­ბამ კი ისი­ნი უსახ­ლკა­როდ და­ტო­ვა. "ცენ­ტრ პო­ინ­ტის­გან" და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებ­მა მათ მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი ბრძო­ლა რომ გა­მო­უ­ცხა­დონ, გა­მარ­თონ აქ­ცი­ე­ბი, პი­როვ­ნუ­ლად გა­ა­კოტ­რე­ბენ და მერე სა­ხელ­მწი­ფო და­ას­რუ­ლებს ობი­ექ­ტებს... რო­გორც ჩანს, ვახ­ტანგ რჩე­უ­ლიშ­ვილ­მა და დებ­მა კერ­ვა­ლიშ­ვი­ლებ­მა ამ სა­ცო­და­ვი ხალ­ხის თან­ხე­ბით მო­იხ­ვე­ჭეს მი­ლი­ო­ნე­ბი. მაგ­რამ ვა­ხოს ეს ყვე­ლა­ფე­რი აღარ გა­უ­ვა, რად­გან მისი "კრი­შა" ცო­ცხა­ლი აღარ არის...

- ვის გუ­ლის­ხმობთ ვახ­ტანგ რჩე­უ­ლიშ­ვი­ლის "კრი­შა­ში"?

- მა­მა­მისს - შალ­ვა რჩე­უ­ლიშ­ვილს, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნი კაცი იყო. რო­გორც კი ამ ქვეყ­ნი­დან წა­ვი­და, ვა­ხოს საქ­მი­ა­ნო­ბაც ჩა­ი­ძი­რა. მაია კერ­ვა­ლიშ­ვი­ლი კი ვა­ხოს ფი­ნან­სებ­თან არ აკა­რებ­და. სხვა­თა შო­რის, ვა­ხოს მა­მაც ყო­ველ­თვის ცო­ლის, ლი­დი­ას ჭკუ­ა­ზე და­დი­ო­და, მაგ­რამ ლი­დი­ას ჭკუ­ას­თან მა­ი­ას ჭკუა ვე­რას­დროს მივა. ვი­ცო­დი, რომ მათი ბიზ­ნე­სი აუ­ცი­ლებ­ლად გა­კოტ­რდე­ბო­და, რად­გან მთე­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა ბლეფ­ზე ჰქონ­დათ აგე­ბუ­ლი.

- თა­ვის დრო­ზე რა­ტომ და­შორ­დით ვახ­ტანგ რჩე­უ­ლიშ­ვილს, მე­სა­მე პი­როვ­ნე­ბის გამო ხომ არა?

- თუ მე­სა­მე პი­როვ­ნე­ბა­ში ნარ­კო­ტი­კებს გუ­ლის­ხმობთ, სწო­რია. ჩვე­ნი და­შო­რე­ბის მი­ზე­ზი სწო­რედ ნარ­კო­ტი­კია. უამ­რა­ვი ჭორი მსმე­ნია, თით­ქოს ვა­ხოს მა­ი­ას გამო გავ­შორ­დი. არა­და, ვა­ხოს 1998 წელს დავ­შორ­დი, მაია კი იმ­ხა­ნად ვი­ღაც ბა­თუ­მე­ლის ცოლი იყო. ისე, სი­მარ­თლე გი­თხრათ, არა­ვი­სი არა­ფე­რი მა­ინ­ტე­რე­სებს, მით უმე­ტეს, არ მა­ინ­ტე­რე­სებს, ჩემ­ზე მო­გო­ნი­ლი ჭო­რე­ბი, რად­გან ისე­დაც სა­ინ­ტე­რე­სო ცხოვ­რე­ბა მაქვს... მა­ი­ამ ისიც მო­ი­გო­ნა, თით­ქოს და­ვუ­რე­კე და ვუ­თხა­რი, ვახო კარ­გი ბი­ჭია და ცო­ლად გაჰ­ყე­ვი-მეთ­ქი. ვა­ხოს, კარ­გი რომ ყო­ფი­ლი­ყო, მაია ვერ ეღირ­სე­ბო­და. სხვა­თა შო­რის, მაია მე ვა­ხოს პირ­ველ მე­უღ­ლედ არ მი­მიჩ­ნევს (იცი­ნის), ალ­ბათ, იმი­ტომ, რომ ვა­ხოს­თან ხელი არ მქონ­და მო­წე­რი­ლი. არც ვა­ხოს მშობ­ლებს ჰქონ­დათ ხელი მო­წე­რი­ლი და რა, ვახო მათი შვი­ლი არ არის?

- ვინ არის თქვე­ნი ამ­ჟა­მინ­დე­ლი მე­უღ­ლე?

- ჩემი მე­უღ­ლე არის მა­მუ­კა გი­ორ­გა­ძე - პრო­ფე­სით ქი­რურ­გი. მა­მუ­კა ჩემს გვარ­ზე გად­მო­ვიყ­ვა­ნე და სა­ხე­ლიც შე­იც­ვა­ლა, რად­გან შვე­დეთ­ში თა­ვი­სი ნამ­დვი­ლი სა­ხე­ლი­თა და გვა­რით სამ­სა­ხუ­რის შოვ­ნა გა­უ­ჭირ­დე­ბო­და. ასე რომ, ჩემი მე­უღ­ლეა მატს ცხონ­დია, რო­მე­ლიც რუ­სუ­ლად იყო გაზ­რდი­ლი, მაგ­რამ გა­ვა­ქარ­თვე­ლე. მყავს ერთი ვაჟი - ნი­კუ­შა, შვი­ლიშ­ვი­ლი სტე­ფა­ნი და ერ­თიც იორკში­რუ­ლი ტე­რი­ე­რი - სა­ხე­ლად გუჩი (იცი­ნის).

- სა­ქარ­თვე­ლო­ში თუ დაბ­რუნ­დე­ბით სა­ცხოვ­რებ­ლად?

- ნა­ტო­სა და ევ­რო­კავ­შირ­ში თუ შე­ვალთ - დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით!..

ნინო მა­ი­სუ­რა­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

ვახტანგ რჩეულიშვილის პირველი მეუღლე: "ვახოს, კარგი რომ ყოფილიყო, მაია ვერ ეღირსებოდა"

ვახტანგ რჩეულიშვილის პირველი მეუღლე: "ვახოს, კარგი რომ ყოფილიყო, მაია ვერ ეღირსებოდა"

ქართველი ქალბატონი მარინა ცხონდია 26 წელია შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში ცხოვრობს. იგი საქართველოს პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერის, ვახტანგ რჩეულიშვილის პირველი მეუღლეა. ქალბატონი მარინა შვედეთში ცხოვრებაზე, დღევანდელ საქართველოზე და ყოფილ მეუღლეზე გვესაუბრება:

- საქართველოდან 1984 წელს გავემგზავრე. დედა ფრანგი მყავს და ნათესავებიც მხოლოდ ევროპაში არიან. ირლანდიაში ვცხოვრობდი, ბებიასთან, 1986 წლიდან კი შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში გადავედი - აქ შესანიშნავად ვარ. საქართველოშიც ხშირად ჩამოვდივარ. ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ მაქვს საშუალება, სატელიტური თანამგზავრის მეშვეობით ქართულ ტელეარხებს ვუყურო.

- რას საქმიანობთ?

- რამდენიმე ფირმის დირექტორთა საბჭოს წევრი ვარ.

- საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს თვალყურს ადევნებთ?

- რასაკვირველია. საქართველოს გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. მიმაჩნია, რომ ჩვენს ქვეყანაში დემოკრატია ნელ-ნელა შენდება და ამ პროცესს ვერავინ შეაჩერებს. საქართველო აუცილებლად უნდა გახდეს ნატოსა და ევროკავშირის წევრი. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება რუსეთთან მეზობლური კავშირის დამყარება.

- რატომ გგონიათ, რომ საქართველოში დემოკრატია შენდება?

- როდესაც საქართველოში ყველა ადამიანს აქვს განათლების მიღების საშუალება, ქვეყანაში არის კანონის უზენაესობა, ვითარდება ინფრასტრუქტურა - ეს უკვე დემოკრატიაა.

- საქართველოს მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი ასე არ ფიქრობს...

- რატომ გიკვირთ? ბოლოს და ბოლოს, 73 წლის განმავლობაში საქართველოში კანონი არ არსებობდა. ნელ-ნელა ყველაფერს მივაღწევთ. ეს პროცესი ყველა დემოკრატიულმა ქვეყანამ გაიარა.

- ვიცი, რომ მიხეილ საკაშვილის ბებიასთან მეგობრობთ...

- მე და მზია წერეთელი დიდი ხნის მეგობრები ვართ. მიმაჩნია, რომ მზიამ კარგი შვილიშვილი გაზარდა. მიშას მინუსი მხოლოდ ის არის, რომ ძალიან პროგრესულია და ბევრი ამიტომ ვერ უგებს. მიშასაც ვიცნობ. 30 წლის განმავლობაში ვერავინ შეძლო შევარდნაძის მარაზმის დამხობა, მიშამ კი ეს საშინელება მოგვაშორა.

- თუმცა საქართველოში სააკაშვილი ბევრს არ უყვარს.

- არც რეიგანი უყვარდათ, როდესაც ამერიკის პრეზიდენტი იყო, მაგრამ დღეს ამერიკის ისტორიაში ყველაზე პოპულარული პრეზიდენტია.

- თქვენს ყოფილ მეუღლესთან, ვახტანგ რჩეულიშვილთან თუ გაქვთ ურთიერთობა?

- 1998 წლის შემდეგ მასთან კონტაქტი არ მქონია. ერთხელ მოსკოვში ვნახე და ერთხელაც თბილისში, ახლობლის პანაშვიდზე. არ მიყვარს ბავშვობის შეცდომასთან ურთიერთობა...

- ვახტანგ რჩეულიშვილის საოჯახო ბიზნესით, კერძოდ, სამშენებლო კომპანია "ცენტრ პოინტის" მუშაობით საქართველოში უამრავი ადამიანი, რბილად რომ ვთქვათ, უკმაყოფილოა...

- ისინი დამნაშავეები არიან ამ ხალხის წინაშე. მათ 6.200 ოჯახი ლტოლვილად აქციეს. ქართველები საზღვარგარეთ გადაიხვეწნენ, იმუშავეს, კაპიკები შეაკოწიწეს, ბინები რომ შეეძინათ, ამ სამმა პიროვნებამ კი ისინი უსახლკაროდ დატოვა. "ცენტრ პოინტისგან" დაზარალებულებმა მათ მიზანმიმართული ბრძოლა რომ გამოუცხადონ, გამართონ აქციები, პიროვნულად გააკოტრებენ და მერე სახელმწიფო დაასრულებს ობიექტებს... როგორც ჩანს, ვახტანგ რჩეულიშვილმა და დებმა კერვალიშვილებმა ამ საცოდავი ხალხის თანხებით მოიხვეჭეს მილიონები. მაგრამ ვახოს ეს ყველაფერი აღარ გაუვა, რადგან მისი "კრიშა" ცოცხალი აღარ არის...

- ვის გულისხმობთ ვახტანგ რჩეულიშვილის "კრიშაში"?

- მამამისს - შალვა რჩეულიშვილს, რომელიც ძალიან ჭკვიანი კაცი იყო. როგორც კი ამ ქვეყნიდან წავიდა, ვახოს საქმიანობაც ჩაიძირა. მაია კერვალიშვილი კი ვახოს ფინანსებთან არ აკარებდა. სხვათა შორის, ვახოს მამაც ყოველთვის ცოლის, ლიდიას ჭკუაზე დადიოდა, მაგრამ ლიდიას ჭკუასთან მაიას ჭკუა ვერასდროს მივა. ვიცოდი, რომ მათი ბიზნესი აუცილებლად გაკოტრდებოდა, რადგან მთელი საქმიანობა ბლეფზე ჰქონდათ აგებული.

- თავის დროზე რატომ დაშორდით ვახტანგ რჩეულიშვილს, მესამე პიროვნების გამო ხომ არა?

- თუ მესამე პიროვნებაში ნარკოტიკებს გულისხმობთ, სწორია. ჩვენი დაშორების მიზეზი სწორედ ნარკოტიკია. უამრავი ჭორი მსმენია, თითქოს ვახოს მაიას გამო გავშორდი. არადა, ვახოს 1998 წელს დავშორდი, მაია კი იმხანად ვიღაც ბათუმელის ცოლი იყო. ისე, სიმართლე გითხრათ, არავისი არაფერი მაინტერესებს, მით უმეტეს, არ მაინტერესებს, ჩემზე მოგონილი ჭორები, რადგან ისედაც საინტერესო ცხოვრება მაქვს... მაიამ ისიც მოიგონა, თითქოს დავურეკე და ვუთხარი, ვახო კარგი ბიჭია და ცოლად გაჰყევი-მეთქი. ვახოს, კარგი რომ ყოფილიყო, მაია ვერ ეღირსებოდა. სხვათა შორის, მაია მე ვახოს პირველ მეუღლედ არ მიმიჩნევს (იცინის), ალბათ, იმიტომ, რომ ვახოსთან ხელი არ მქონდა მოწერილი. არც ვახოს მშობლებს ჰქონდათ ხელი მოწერილი და რა, ვახო მათი შვილი არ არის?

- ვინ არის თქვენი ამჟამინდელი მეუღლე?

- ჩემი მეუღლე არის მამუკა გიორგაძე - პროფესით ქირურგი. მამუკა ჩემს გვარზე გადმოვიყვანე და სახელიც შეიცვალა, რადგან შვედეთში თავისი ნამდვილი სახელითა და გვარით სამსახურის შოვნა გაუჭირდებოდა. ასე რომ, ჩემი მეუღლეა მატს ცხონდია, რომელიც რუსულად იყო გაზრდილი, მაგრამ გავაქართველე. მყავს ერთი ვაჟი - ნიკუშა, შვილიშვილი სტეფანი და ერთიც იორკშირული ტერიერი - სახელად გუჩი (იცინის).

- საქართველოში თუ დაბრუნდებით საცხოვრებლად?

- ნატოსა და ევროკავშირში თუ შევალთ - დიდი სიამოვნებით!..

ნინო მაისურაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ვინ იყო 28 წლის მამაკაცი, რომელიც ბათუმში, მშენებლობაზე დაიღუპა

გორში ურთიერთშელაპარაკებისას ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში - მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი ამოტრიალდა