სპორტი

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:24-ზე, მთვარე სასწორშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
2 აპრილს აუტიზმის მსოფლიო დღე საქართველოშიც აღინიშნება
2 აპრილს აუტიზმის მსოფლიო დღე საქართველოშიც აღინიშნება

2 აპ­რილს აუ­ტიზ­მის მსოფ­ლიო დღე სა­ქარ­თვე­ლო­შიც აღი­ნიშ­ნე­ბა. ფონდ "ღია სა­ზო­გა­დო­ე­ბა - სა­ქარ­თვე­ლოს" და­ფი­ნან­სე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნებ­ში ჩა­ტარ­დე­ბა სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნია , რო­მელ­შიც ჩარ­თუ­ლე­ბი არი­ან აუ­ტიზ­მის ად­გი­ლობ­რი­ვი თე­მის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი, სკო­ლე­ბი, ინ­კლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის გუნ­დე­ბი და სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" "ღია სა­ზო­გა­დო­ე­ბა - სა­ქარ­თვე­ლო­დან" აც­ნო­ბეს, თბი­ლის­ში მეტ­რო­სად­გუ­რე­ბის "რუს­თა­ვე­ლი" და "მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლი" ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­გეგ­მი­ლია მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის სა­ინ­ფორ­მა­ციო მა­სა­ლე­ბის და­რი­გე­ბა, აუ­ტიზ­მის თე­მა­ზე სამი სა­უ­კე­თე­სო ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი ნა­მუ­შევ­რის ავ­ტორ­თა და­ჯილ­დო­ვე­ბა, ფო­ტო­გა­მო­ფე­ნა "აუ­ტიზ­მის სა­ხე­ე­ბი".

ღო­ნის­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში და თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში მოწ­ვე­ულ­ნი იქ­ნე­ბი­ან სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე და მო­ად­გი­ლე­ე­ბი, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის კო­მი­ტე­ტე­ბის თავ­მჯდო­მა­რე­ე­ბი და წევ­რე­ბი, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბის და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის მი­ნის­ტრი, გა­ნათ­ლე­ბის და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრი, სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი, სა­ქარ­თვე­ლო­ში აკ­რე­დი­ტი­რე­ბუ­ლი სა­ელ­ჩო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის პრობ­ლე­მებ­ზე მო­მუ­შა­ვე არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, ბავ­შვთა და ქალ­თა სა­კი­თხებ­ზე მო­მუ­შა­ვე არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, ჯან­დაც­ვის მომ­სა­ხუ­რე­ბის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი, ექი­მე­ბი, სა­ზო­გა­დო­ე­ბის სხვა­დას­ხვა სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

კამ­პა­ნია ტარ­დე­ბა ფონდ "ღია სა­ზო­გა­დო­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს" ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რით, USAID EWMI-G-PAC-ის პრო­ექ­ტის "კო­ა­ლი­ცია აუ­ტიზ­მის­თვის" ფარ­გლებ­ში.

ეს თა­რი­ღი სა­ქარ­თვე­ლო­ში წელს მე­ო­რედ აღი­ნიშ­ნე­ბა. ინი­ცი­ა­ტო­რე­ბი და ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს აუ­ტიზ­მის სა­ზო­გა­დო­ე­ბა და ფონ­დი "ღია სა­ზო­გა­დო­ე­ბა-სა­ქარ­თვე­ლო" არი­ან. ინი­ცი­ა­ტი­ვა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია აუ­ტიზ­მის შემ­თხვე­ვა­თა მა­ღა­ლი სიხ­ში­რით, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით ათო­ბით მი­ლი­ონ შემ­თხვე­ვას უტოლ­დე­ბა.

აუ­ტიზ­მი მი­ე­კუთ­ვნე­ბა ნე­ი­რო­გან­ვი­თა­რე­ბი­თი და­ა­ვა­დე­ბე­ბის ჯგუფს და ხა­სი­ათ­დე­ბა სო­ცი­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის, კო­მუ­ნი­კა­ცი­ი­სა და ქცე­ვის პრობ­ლე­მე­ბით. აუ­ტიზ­მი უფრო ხში­რია, ვიდ­რე ბავ­შვთა ასაკ­ში გა­მოვ­ლე­ნი­ლი ისე­თი ცნო­ბი­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, რო­გო­რიც არის ეპი­ლეფ­სია, შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი და სიმ­სივ­ნე. აუ­ტიზ­მი თა­ნაბ­რად გავ­რცე­ლე­ბუ­ლია ყვე­ლა რა­სის, ეროვ­ნე­ბის, რე­ლი­გი­უ­რი მრწამ­სი­სა და სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი სტა­ტუ­სის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებ­ში.

სა­ქარ­თვე­ლო­ში 2007-2009 წლებ­ში ჩა­ტა­რე­ბულ­მა კვლე­ვამ და­ად­გი­ნა, რომ 110 ბავ­შვი­დან ერთს აქვს აუ­ტიზ­მი.

2007 წლის 18 დე­კემ­ბერს გა­ე­რო-ს გე­ნე­რა­ლურ­მა ასამ­ბლე­ამ 2 აპ­რი­ლი აუ­ტიზ­მის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის მსოფ­ლიო დღედ გა­მო­ა­ცხა­და.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს

2 აპრილს აუტიზმის მსოფლიო დღე საქართველოშიც აღინიშნება

2 აპრილს აუტიზმის მსოფლიო დღე საქართველოშიც აღინიშნება

2 აპრილს აუტიზმის მსოფლიო დღე საქართველოშიც აღინიშნება. ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" დაფინანსებით, საქართველოს რეგიონებში ჩატარდება საინფორმაციო კამპანია , რომელშიც ჩართულები არიან აუტიზმის ადგილობრივი თემის წარმომადგენლები, უნივერსიტეტები, სკოლები, ინკლუზიური განათლების გუნდები და სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლები.

როგორც "ინტერპრესნიუსს" "ღია საზოგადოება - საქართველოდან" აცნობეს, თბილისში მეტროსადგურების "რუსთაველი" და "მარჯანიშვილი" ტერიტორიაზე დაგეგმილია მოქალაქეებისთვის საინფორმაციო მასალების დარიგება, აუტიზმის თემაზე სამი საუკეთესო ჟურნალისტური ნამუშევრის ავტორთა დაჯილდოვება, ფოტოგამოფენა "აუტიზმის სახეები".

ღონისძიების ფარგლებში ეროვნულ ბიბლიოთეკაში და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში მოწვეულნი იქნებიან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და მოადგილეები, საქართველოს პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეები და წევრები, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი, განათლების და მეცნიერების მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, საქართველოში აკრედიტირებული საელჩოების წარმომადგენლები, შეზღუდული შესაძლებლობების პრობლემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები, ბავშვთა და ქალთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები, ჯანდაცვის მომსახურების განმახორციელებელი ორგანიზაციები, ბიზნესმენები, ექიმები, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.

კამპანია ტარდება ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" ფინანსური მხარდაჭერით, USAID EWMI-G-PAC-ის პროექტის "კოალიცია აუტიზმისთვის" ფარგლებში.

ეს თარიღი საქართველოში წელს მეორედ აღინიშნება. ინიციატორები და ორგანიზატორები საქართველოს აუტიზმის საზოგადოება და ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველო" არიან. ინიციატივა განპირობებულია აუტიზმის შემთხვევათა მაღალი სიხშირით, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ათობით მილიონ შემთხვევას უტოლდება.

აუტიზმი მიეკუთვნება ნეიროგანვითარებითი დაავადებების ჯგუფს და ხასიათდება სოციალური ურთიერთობების, კომუნიკაციისა და ქცევის პრობლემებით. აუტიზმი უფრო ხშირია, ვიდრე ბავშვთა ასაკში გამოვლენილი ისეთი ცნობილი დაავადებები, როგორიც არის ეპილეფსია, შაქრიანი დიაბეტი და სიმსივნე. აუტიზმი თანაბრად გავრცელებულია ყველა რასის, ეროვნების, რელიგიური მრწამსისა და სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე ადამიანებში.

საქართველოში 2007-2009 წლებში ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა, რომ 110 ბავშვიდან ერთს აქვს აუტიზმი.

2007 წლის 18 დეკემბერს გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღედ გამოაცხადა.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"