საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შეზღუდული შესაძლებლობების პირთა პანდუსებით კუნთმაგარი სპორტსმენებიც კი ვერ სარგებლობენ
შეზღუდული შესაძლებლობების პირთა პანდუსებით კუნთმაგარი სპორტსმენებიც კი ვერ სარგებლობენ

თბი­ლის­ში ფე­ხით მო­სი­ა­რუ­ლე­თა ხი­დებ­ზე დიდი ხა­ნია პან­დუ­სე­ბი და­მონ­ტაჟ­და. რამ­დე­ნად მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლია მათი გა­მო­ყე­ნე­ბა შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე პირ­თათ­ვის? ამის შე­სა­მოწ­მებ­ლად მცი­რე ექ­სპე­რი­მენ­ტის ჩა­ტა­რე­ბა გა­დავ­წყვი­ტეთ.

თორ­ნი­კე ხი­და­შე­ლი სპორ­ტსმე­ნია. ექ­სპე­რი­მენ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე ად­ვი­ლად დაგ­ვთან­ხმდა. მთე­ლი დღის მან­ძილ­ზე თორ­ნი­კე თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში ეტ­ლით გა­და­ად­გი­ლე­ბას ცდი­ლობ­და. გვსურ­და დაგ­ვედ­გი­ნა, რამ­დე­ნად შე­საძ­ლე­ბე­ლია ფი­ზი­კუ­რად ძლი­ე­რი ადა­მი­ა­ნის­თვის პან­დუ­სე­ბით და­მო­უ­კი­დებ­ლად სარ­გებ­ლო­ბა. ქუ­ჩა­ში გა­და­ად­გი­ლე­ბა არ გას­ჭირ­ვე­ბია, თუმ­ცა, პან­დუს­ზე ას­ვლის არა­ერ­თი მცდე­ლო­ბის შემ­დეგ, და­ნებ­და და საკ­მა­ოდ დაღ­ლილ­მა თქვა: "აქ ას­ვლის შან­სი არ არის". ექ­სპე­რი­მენ­ტი ამით არ დამ­თავ­რე­ბუ­ლა. თორ­ნი­კეს დახ­მა­რე­ბა გამ­ვლელ­მა სცა­და, თუმ­ცა ეს მცდე­ლო­ბაც უშე­დე­გოდ დას­რულ­და.

თბი­ლი­სის მე­რი­ის კე­თილ­მო­წყო­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა, გი­ორ­გი ყო­ჩი­აშ­ვილ­მა ექ­სპე­რი­მენ­ტის ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რის ნახ­ვის შემ­დეგ "ამ­ბე­ბი.გე"-ს გა­ნუ­ცხა­და, რომ ექ­სპე­რი­მენ­ტში მო­ნა­წი­ლე პი­რებ­მა სა­თა­ნა­დოდ არ მო­ინ­დო­მეს. მისი თქმით, გა­და­სას­ვლელ ხი­დებ­ზე პან­დუ­სე­ბი სპე­ცი­ა­ლუ­რად შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე პირ­თათ­ვის და­მონ­ტაჟ­და და ამ პან­დუ­სე­ბით სარ­გებ­ლო­ბა სავ­სე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია.

მე­რი­ის პრეს-სპი­კე­რი, ბაჩო დო­ლი­ძე პან­დუ­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სხვა ინ­ფორ­მა­ცი­ას ფლობს. მისი გან­ცხა­დე­ბით, პან­დუ­სე­ბი ბარ­გის გა­და­სა­ზი­დი სა­შუ­ა­ლე­ბაა. იმის გა­სარ­კვე­ვად, თუ რამ­დე­ნად მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლია პან­დუ­სე­ბი ხელ­ბარ­გის გა­და­სა­ტა­ნად, მე­ო­რე ექ­სპე­რი­მენ­ტი ჩა­ვა­ტა­რეთ. მაგ­რამ აღ­მოჩ­ნდა, რომ პან­დუ­სის რელ­სე­ბი არა ბარ­გის, არა­მედ ეტ­ლის ბორ­ბლე­ბის და­შო­რე­ბით არის და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი, რაც შე­უძ­ლე­ბელს ხდის ამ რელ­სე­ბით ბარ­გის ატა­ნას.

"მოძ­რა­ო­ბა კე­თი­ლი გა­რე­მოს­თვის" უფ­როს­მა, რატი იო­ნა­თა­მიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ თბი­ლის­ში პან­დუ­სე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბა შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის პირ­თათ­ვის ძა­ლი­ან რთუ­ლია. ამ შემ­თხვე­ვა­ში კი საქ­მე თან­ხის გაფ­ლან­გვას­თან გვაქვს: "პან­დუ­სე­ბი სტან­დარ­ტებს არ აკ­მა­ყო­ფი­ლებს და გა­მო­უ­სა­დე­გა­რია. ის ხე­ლახ­ლა უნდა გა­და­ვა­კე­თოთ. თან­ხის ორ­მაგ ხარ­ჯვას­თან გვაქვს საქ­მე, ჩვენ ასე­თი ფუ­ფუ­ნე­ბა ნამ­დვი­ლად არ გვაქვს."

პან­დუ­სე­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტებს არ აკ­მა­ყო­ფი­ლებს. სი­ტყვა "ინ­ვა­ლი­დი" წუ­ნი­ანს ნიშ­ნავს, მისი გა­მო­ყე­ნე­ბა შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის ადა­მი­ა­ნის მი­მართ და­უშ­ვე­ბე­ლია. ჩვენ­ში კი, რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ეს სი­ტყვა ყვე­ლა­ზე მე­ტად მე­რი­ის და­მონ­ტა­ჟე­ბულ პან­დუ­სებს შე­ე­ფე­რე­ბა.

ელე­ნე ცინ­ცა­ძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

შეზღუდული შესაძლებლობების პირთა პანდუსებით კუნთმაგარი სპორტსმენებიც კი ვერ სარგებლობენ

შეზღუდული შესაძლებლობების პირთა პანდუსებით კუნთმაგარი სპორტსმენებიც კი ვერ სარგებლობენ

თბილისში ფეხით მოსიარულეთა ხიდებზე დიდი ხანია პანდუსები დამონტაჟდა. რამდენად მოსახერხებელია მათი გამოყენება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის? ამის შესამოწმებლად მცირე ექსპერიმენტის ჩატარება გადავწყვიტეთ.

თორნიკე ხიდაშელი სპორტსმენია. ექსპერიმენტში მონაწილეობაზე ადვილად დაგვთანხმდა. მთელი დღის მანძილზე თორნიკე თბილისის ქუჩებში ეტლით გადაადგილებას ცდილობდა. გვსურდა დაგვედგინა, რამდენად შესაძლებელია ფიზიკურად ძლიერი ადამიანისთვის პანდუსებით დამოუკიდებლად სარგებლობა. ქუჩაში გადაადგილება არ გასჭირვებია, თუმცა, პანდუსზე ასვლის არაერთი მცდელობის შემდეგ, დანებდა და საკმაოდ დაღლილმა თქვა: "აქ ასვლის შანსი არ არის". ექსპერიმენტი ამით არ დამთავრებულა. თორნიკეს დახმარება გამვლელმა სცადა, თუმცა ეს მცდელობაც უშედეგოდ დასრულდა. 

თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა, გიორგი ყოჩიაშვილმა ექსპერიმენტის ვიდეოჩანაწერის ნახვის შემდეგ ”ამბები.გე”-ს განუცხადა, რომ ექსპერიმენტში მონაწილე პირებმა სათანადოდ არ მოინდომეს. მისი თქმით, გადასასვლელ ხიდებზე პანდუსები სპეციალურად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის დამონტაჟდა და ამ პანდუსებით სარგებლობა სავსებით შესაძლებელია.

მერიის პრეს-სპიკერი, ბაჩო დოლიძე პანდუსებთან დაკავშირებით სხვა ინფორმაციას ფლობს. მისი განცხადებით, პანდუსები ბარგის გადასაზიდი საშუალებაა. იმის გასარკვევად, თუ რამდენად მოსახერხებელია პანდუსები ხელბარგის გადასატანად, მეორე ექსპერიმენტი ჩავატარეთ. მაგრამ აღმოჩნდა, რომ პანდუსის რელსები არა ბარგის, არამედ ეტლის ბორბლების დაშორებით არის დამონტაჟებული, რაც შეუძლებელს ხდის ამ რელსებით ბარგის ატანას.

"მოძრაობა კეთილი გარემოსთვის" უფროსმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა, რომ თბილისში პანდუსებით გადაადგილება შეზღუდული შესაძლებლობების პირთათვის ძალიან რთულია. ამ შემთხვევაში კი საქმე თანხის გაფლანგვასთან გვაქვს: "პანდუსები სტანდარტებს არ აკმაყოფილებს და გამოუსადეგარია. ის ხელახლა უნდა გადავაკეთოთ. თანხის ორმაგ ხარჯვასთან გვაქვს საქმე, ჩვენ ასეთი ფუფუნება ნამდვილად არ გვაქვს."

პანდუსები საერთაშორისო სტანდარტებს არ აკმაყოფილებს. სიტყვა "ინვალიდი" წუნიანს ნიშნავს, მისი გამოყენება შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანის მიმართ დაუშვებელია. ჩვენში კი, როგორც აღმოჩნდა, ეს სიტყვა ყველაზე მეტად მერიის დამონტაჟებულ პანდუსებს შეეფერება.

ელენე ცინცაძე 

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"