მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ მოხვდა "სექსი ბიცოლა" ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენციაზე
როგორ მოხვდა "სექსი ბიცოლა" ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენციაზე

26 წლის ნინო ჭე­ლი­ძემ სა­ხე­ლი პრე­ზი­დენ­ტის ფო­ტო­ე­ბის კო­ლექ­ცი­ო­ნე­რო­ბით გა­ით­ქვა. "ფე­ის­ბუ­ქის" მის გვერ­დზე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ორი ათა­სამ­დე ფო­ტოს ნა­ხავთ. თუმ­ცა მას მერე, რაც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პირ­ველ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­სა და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე გა­მოჩ­ნდა, ხმა და­უგ­დეს, მი­შას უღა­ლა­ტა და ივა­ნიშ­ვი­ლის ფო­ტო­ე­ბის შეგ­რო­ვე­ბა და­ი­წყოო. ნინო ფო­რუმ­ზეც აქ­ტი­უ­რობს და თა­ვი­სი "ნი­კით" ბევ­რს აკ­ვირ­ვებს...

- ნინო, "ფე­ის­ბუ­ქით" ცხოვ­რობ, რო­­გორც გა­ტყობ...

- ეს ჩემი საქ­მე­ცაა. ზა­ფხულ­ში გა­ვა­კე­თე ბლო­გი "მე რე­პორ­ტი­ო­რი". თა­ვი­დან ჩემი ჯი­ბი­დან ვხარ­ჯავ­დი ფულს ამ ბლო­გის­თვის, მერე "აი­რექ­სის" კონ­კურ­სში გა­ვი­მარ­ჯვე, და­მი­ფი­ნან­სეს პრო­ექ­ტი, რომ რე­გი­ო­ნე­ბი­დან მი­მე­ღო ინ­ფორ­მა­ცია და გან­მე­თავ­სე­ბი­ნა ბლოგ­ზე. დღე­ში მი­ნი­მუმ ცხრა სა­ა­თი "ფე­ის­ბუქ­ზე" ვარ. ტე­ლე­ვი­ზორს, ფაქ­ტობ­რი­ვად, არ ვუ­ყუ­რებ, ინ­ტერ­ნე­ტი­დან ვი­ღებ ყვე­ლა ინ­ფორ­მა­ცი­ას.

- მე­გობ­რე­ბიც ისე­თი გყავს, ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა არ გა­გი­ჭირ­დე­ბა. ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რებ­თა­ნაც მე­გობ­რობ...

- ნორ­მა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს და­ვით ზუ­რა­ბიშ­ვილ­თან. ჩემი საყ­ვა­რე­ლი მე­გო­ბა­რია პა­ა­ტა ზა­ქა­რე­იშ­ვი­ლი.

- და პა­რა­ლე­ლუ­რად პრე­ზი­დენ­ტის ფო­ტო­ებს აგ­რო­ვებ...

- არა, მი­შას ფო­ტო­ე­ბის შე­საგ­რო­ვებ­ლად აღარ მცა­ლია, არა­და, ამით გა­ვით­ქვი სა­ხე­ლი. ეს უფრო აინ­ტე­რე­სებს ხალ­ხს, ვიდ­რე ის, რა­საც ახლა ვა­კე­თებ. მერე და­ვი­წყე სა­დარ­ბა­ზოს შე­სას­ვლე­ლე­ბის ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბა და შეგ­რო­ვე­ბა. ზა­ფხულ­ში ჩა­მო­ვი­ა­რე ვო­რონ­ცოვ­ზე და უძ­ვე­ლე­სი სა­დარ­ბა­ზო­ე­ბის შე­სას­ვლე­ლებს ვი­ღებ­დი. აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ ესეც ჰო­ბიდ მექ­ცა. ზოგი ისე­თი კარი გა­და­ვი­ღე, რო­მე­ლიც, ზუს­ტად ვიცი, რამ­დე­ნი­მე წელ­საც ვე­ღარ გაძ­ლებს. გული მწყდე­ბა, რომ არ უვ­ლი­ან. უნი­კა­ლურ ჩუ­ქურ­თმებ­საც წა­ვა­წყდი.

- ხმა გავ­რცელ­და, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ფო­ტო­ე­ბის შეგ­რო­ვე­ბა და­ი­წყოო...

- არა, ეგ ტყუ­ი­ლია. ჩე­მამ­დეც მო­ვი­და ეს ინ­ფორ­მა­ცია, მაგ­რამ არ არის მარ­თა­ლი, ჭო­რებს მივ­რცე­ლე­ბენ.

- ისიც ჭო­რია, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე იყა­ვი?

- კი, ვი­ყა­ვი. და­ვუ­კავ­შირ­დი ირაკ­ლი ტრი­პოლ­სკის, ავუხ­სე­ნი, რომ ჟურ­ნა­ლის­ტი არ ვარ და იქ ყოფ­ნა და ფო­ტო­მა­სა­ლა ჩემი ბლო­გის­თვის მჭირ­დე­ბო­და. გა­ვი­ა­რე აკ­რე­დი­ტა­ცია და პირ­ველ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე მი­ვე­დი. სხვა­თა შო­რის, ყვე­ლა­ზე კი­თხვა­დი აღ­მოჩ­ნდა ის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც დავ­წე­რე. 22 სა­ათ­ში ხუთი ათას­მა ადა­მი­ან­მა წა­ი­კი­თხა. მას მერე "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზეც ვი­ყა­ვი. კარგ ად­გი­ლას აღ­მოვ­ჩნდი, ბე­რას გა­და­ვუ­ღე ფო­ტო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც დღემ­დე მოს­წონთ მის ფა­ნებს.

- ამა­სო­ბა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბა ხომ არ შე­გეც­ვა­ლა?

- არა, მა­ი­სის აქ­ცი­ებ­ზეც დავ­დი­ო­დი, სო­ლი­და­რო­ბის აქ­ცი­ებ­ზე ვი­ა­რე, მაგ­რამ პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბის გამო არ მივ­სულ­ვარ. უბ­რა­ლოდ, გან­სხვა­ვე­ბულ კად­რებს ვე­ძებ­დი. მა­გა­ლი­თად, გა­და­ვი­ღე ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლი ბებო წით­ლებ­ში, წი­თე­ლი ბე­რე­ტით.

- უიტ­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბას უც­ნა­უ­რი პოს­ტით გა­მო­ეხ­მა­უ­რე...

- აა, "ლარ-ლარი გად­მო­მა­წო­დეთ ვე­ნო­კის­თვი­სო", რომ ვწერ­დი? ჰო, ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რია, რომ მთა­ვა­რი სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბე­ბი 10-წუ­თი­ან სი­უ­ჟე­ტებს უძღვნიდ­ნენ ამ ამ­ბავს. ვე­ლო­დე­ბო­დი, მალე იტყოდ­ნენ, ბე­ბია ქარ­თვე­ლი ჰყავ­დაო. ლო­გი­კუ­რი შე­კი­თხვა გა­მიჩ­ნდა, წლე­ბის მერე ნანი ბრეგ­ვა­ძე­საც ასე და­ი­ტი­რებთ-მეთ­ქი და ეს ხმა­მაღ­ლა ვთქვი.

- სამ­სა­ხურს ეძებ, გა­ვი­გე...

- სამ­სა­ხუ­რი მაქვს ბლო­გის სა­ხით, მაგ­რამ მინ­და კი­დევ და­მა­ტე­ბი­თი სა­მუ­შაო, იმი­ტომ, რომ ოჯახ­ში ერ­თა­დერ­თი შე­მომ­ტა­ნი ახლა მე ვარ. სახ­ლში ვცხოვ­რობთ მე, დედა, მამა, ბებო და ორი ძაღ­ლი. მთე­ლი ცხოვ­რე­ბა გი­ნა­ხა­ვენ, გაჭ­მე­ვენ, გას­წავ­ლი­ან. მერე დგე­ბა დრო, როცა ოჯახს უჭირს და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა შენც უნდა აიღო სა­კუ­თარ თავ­ზე, ორი პური მა­ინც უნდა იყი­დო და მი­ი­ტა­ნო ოჯახ­ში.

- ამას წი­ნათ შენს ერთ-ერთ პოსტს ვკი­თხუ­ლობ­დი, რო­გორ რე­ცხავ­და მამა ჭურ­ჭელს და რო­გორ წუ­წუ­ნებ­და იმა­ზე, რომ ამ­დე­ნი ქალი ჰყავს სახ­ლში და ამ საქ­მის კე­თე­ბა მას უწევს. პუ­რის შე­ტა­ნას, არ ჯობ­და, ჭურ­ჭე­ლი და­გე­რე­ცხა?

- (იღი­მე­ბა) მა­მა­ჩე­მი იშ­ვი­ა­თი კა­ცია, არას­დროს მდგა­რა "ბირ­ჟა­ზე", არ სვამს და მთე­ლი ცხოვ­რე­ბა შრო­მობს. როცა მარ­ტო დედა მუ­შა­ობ­და ოჯახ­ში და მთე­ლი ოჯა­ხი მის ხელ­ფას­ზე ვი­ყა­ვით და­მო­კი­დე­ბუ­ლი, მამა მაჭ­მევ­და, გაკ­ვე­თი­ლებს მას­წავ­ლი­და, სა­დილს მიმ­ზა­დებ­და, გრძე­ლი თმა მქონ­და და ნაწ­ნა­ვებს მი­კე­თებ­და.

- და ამი­ტომ უნდა არე­ცხი­ნო ახლა ჭურ­ჭე­ლი?

- მახ­სოვს, ჩემ­თვის სწავ­ლის ფული რომ გა­და­ე­ხა­და, მა­მამ არ იყი­და ფეხ­საც­მე­ლი, გა­მოჭ­რა მუ­ყაო, ჩა­ა­ფი­ნა გახ­ვრე­ტილ ფეხ­საც­მელ­ში და ასე და­დი­ო­და, ამ ყვე­ლაფ­რის მერე მივ­ხვდი, რომ მეც უნდა გა­და­ვუ­ხა­დო ამა­გი. აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ რა­ღაც ყავა უყ­ვარს მა­მა­ჩემს, რო­მე­ლიც საკ­მა­ოდ ძვი­რი, 5 ლარი ღირს. 2-3-ჯერ ვი­ყი­დე და მი­ვი­ტა­ნე. ამი­ტო­მაც მინ­და კი­დევ ერთი სამ­სა­ხუ­რი, რომ ჩემი შე­მო­სა­ვა­ლი ოჯახს მო­ვახ­მა­რო. ახლა ამას წა­ი­კი­თხა­ვენ ჩემი მშობ­ლე­ბი და თვალ­ზე ცრემ­ლი მო­ად­გე­ბათ, ეს რა შვი­ლი გაგ­ვიზ­რდი­აო (იცი­ნის), მაგ­რამ არ ვხუმ­რობ, მარ­თლა ასე ვფიქ­რობ.

- შენს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში რა ხდე­ბა?

- არა­ფე­რი, რამე რომ ხდე­ბო­დეს, ვა­ლენ­ტი­ნო­ბა დღეს თქვენ­თან რე­დაქ­ცი­ა­ში რა მინ­და (იცი­ნის).

- "სექ­სი ბი­ცო­ლას" ნი­კით ხარ ფო­რუმ­ზე, რა­ტომ?

- ეს იდეა ტრან­სპორ­ტში გაჩ­ნდა. ერთხელ სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სი­ში ამო­ვი­და ფუმ­ფუ­ლა, და­ახ­ლო­ე­ბით 50 წლის ქალი. გვერ­დუ­ლად გა­ი­ა­რა, მაგ­რამ მა­ინც მო­ა­ხერ­ხა და ცალი გვერ­დი წა­მა­ცა­ლა, ლა­მის უკა­ნა­ლი და­მა­დო ზედ. ასე­თი ქა­ლე­ბი, ანუ ასა­კი­ა­ნი დე­ი­დე­ბი, მა­მი­დე­ბი და ბი­ცო­ლე­ბი სექ­სუ­ა­ლუ­რე­ბი არ არი­ან. ანუ, ასაკ­ში რომ შე­დი­ან, თავს აღარ უვ­ლი­ან. ეს ჩემი შავი იუ­მო­რია. ბი­ცო­ლა სექ­სუ­ა­ლუ­რი ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია და ამი­ტო­მაც და­ვირ­ქვი ეს სა­ხე­ლი.

ნინო მჭედ­ლიშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

როგორ მოხვდა "სექსი ბიცოლა" ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენციაზე

როგორ მოხვდა "სექსი ბიცოლა" ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენციაზე

26 წლის ნინო ჭელიძემ სახელი პრეზიდენტის ფოტოების კოლექციონერობით გაითქვა. "ფეისბუქის" მის გვერდზე მიხეილ სააკაშვილის ორი ათასამდე ფოტოს ნახავთ. თუმცა მას მერე, რაც ბიძინა ივანიშვილის პირველ პრესკონფერენციასა და "ქართული ოცნების" პრეზენტაციაზე გამოჩნდა, ხმა დაუგდეს, მიშას უღალატა და ივანიშვილის ფოტოების შეგროვება დაიწყოო. ნინო ფორუმზეც აქტიურობს და თავისი "ნიკით" ბევრს აკვირვებს...

- ნინო, "ფეისბუქით" ცხოვრობ, რო­­გორც გატყობ...

- ეს ჩემი საქმეცაა. ზაფხულში გავაკეთე ბლოგი "მე რეპორტიორი". თავიდან ჩემი ჯიბიდან ვხარჯავდი ფულს ამ ბლოგისთვის, მერე "აირექსის" კონკურსში გავიმარჯვე, დამიფინანსეს პროექტი, რომ რეგიონებიდან მიმეღო ინფორმაცია და განმეთავსებინა ბლოგზე. დღეში მინიმუმ ცხრა საათი "ფეისბუქზე" ვარ. ტელევიზორს, ფაქტობრივად, არ ვუყურებ, ინტერნეტიდან ვიღებ ყველა ინფორმაციას.

- მეგობრებიც ისეთი გყავს, ინფორმაციის მიღება არ გაგიჭირდება. ოპოზიციის ლიდერებთანაც მეგობრობ...

- ნორმალური ურთიერთობა მაქვს დავით ზურაბიშვილთან. ჩემი საყვარელი მეგობარია პაატა ზაქარეიშვილი.

- და პარალელურად პრეზიდენტის ფოტოებს აგროვებ...

- არა, მიშას ფოტოების შესაგროვებლად აღარ მცალია, არადა, ამით გავითქვი სახელი. ეს უფრო აინტერესებს ხალხს, ვიდრე ის, რასაც ახლა ვაკეთებ. მერე დავიწყე სადარბაზოს შესასვლელების ფოტოების გადაღება და შეგროვება. ზაფხულში ჩამოვიარე ვორონცოვზე და უძველესი სადარბაზოების შესასვლელებს ვიღებდი. აღმოვაჩინე, რომ ესეც ჰობიდ მექცა. ზოგი ისეთი კარი გადავიღე, რომელიც, ზუსტად ვიცი, რამდენიმე წელსაც ვეღარ გაძლებს. გული მწყდება, რომ არ უვლიან. უნიკალურ ჩუქურთმებსაც წავაწყდი.

- ხმა გავრცელდა, ბიძინა ივანიშვილის ფოტოების შეგროვება დაიწყოო...

- არა, ეგ ტყუილია. ჩემამდეც მოვიდა ეს ინფორმაცია, მაგრამ არ არის მართალი, ჭორებს მივრცელებენ.

- ისიც ჭორია, რომ "ქართული ოცნების" პრეზენტაციაზე იყავი?

- კი, ვიყავი. დავუკავშირდი ირაკლი ტრიპოლსკის, ავუხსენი, რომ ჟურნალისტი არ ვარ და იქ ყოფნა და ფოტომასალა ჩემი ბლოგისთვის მჭირდებოდა. გავიარე აკრედიტაცია და პირველ პრესკონფერენციაზე მივედი. სხვათა შორის, ყველაზე კითხვადი აღმოჩნდა ის შთაბეჭდილებები, რომელიც დავწერე. 22 საათში ხუთი ათასმა ადამიანმა წაიკითხა. მას მერე "ქართული ოცნების" პრეზენტაციაზეც ვიყავი. კარგ ადგილას აღმოვჩნდი, ბერას გადავუღე ფოტოები, რომლებიც დღემდე მოსწონთ მის ფანებს.

- ამასობაში პოლიტიკური შეხედულება ხომ არ შეგეცვალა?

- არა, მაისის აქციებზეც დავდიოდი, სოლიდარობის აქციებზე ვიარე, მაგრამ პოლიტიკური შეხედულების გამო არ მივსულვარ. უბრალოდ, განსხვავებულ კადრებს ვეძებდი. მაგალითად, გადავიღე ძალიან საყვარელი ბებო წითლებში, წითელი ბერეტით.

- უიტნის გარდაცვალებას უცნაური პოსტით გამოეხმაურე...

- აა, "ლარ-ლარი გადმომაწოდეთ ვენოკისთვისო", რომ ვწერდი? ჰო, ძალიან უცნაურია, რომ მთავარი საინფორმაციო გამოშვებები 10-წუთიან სიუჟეტებს უძღვნიდნენ ამ ამბავს. ველოდებოდი, მალე იტყოდნენ, ბებია ქართველი ჰყავდაო. ლოგიკური შეკითხვა გამიჩნდა, წლების მერე ნანი ბრეგვაძესაც ასე დაიტირებთ-მეთქი და ეს ხმამაღლა ვთქვი.

- სამსახურს ეძებ, გავიგე...

- სამსახური მაქვს ბლოგის სახით, მაგრამ მინდა კიდევ დამატებითი სამუშაო, იმიტომ, რომ ოჯახში ერთადერთი შემომტანი ახლა მე ვარ. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, მამა, ბებო და ორი ძაღლი. მთელი ცხოვრება გინახავენ, გაჭმევენ, გასწავლიან. მერე დგება დრო, როცა ოჯახს უჭირს და პასუხისმგებლობა შენც უნდა აიღო საკუთარ თავზე, ორი პური მაინც უნდა იყიდო და მიიტანო ოჯახში.

- ამას წინათ შენს ერთ-ერთ პოსტს ვკითხულობდი, როგორ რეცხავდა მამა ჭურჭელს და როგორ წუწუნებდა იმაზე, რომ ამდენი ქალი ჰყავს სახლში და ამ საქმის კეთება მას უწევს. პურის შეტანას, არ ჯობდა, ჭურჭელი დაგერეცხა?

- (იღიმება) მამაჩემი იშვიათი კაცია, არასდროს მდგარა "ბირჟაზე", არ სვამს და მთელი ცხოვრება შრომობს. როცა მარტო დედა მუშაობდა ოჯახში და მთელი ოჯახი მის ხელფასზე ვიყავით დამოკიდებული, მამა მაჭმევდა, გაკვეთილებს მასწავლიდა, სადილს მიმზადებდა, გრძელი თმა მქონდა და ნაწნავებს მიკეთებდა.

- და ამიტომ უნდა არეცხინო ახლა ჭურჭელი?

- მახსოვს, ჩემთვის სწავლის ფული რომ გადაეხადა, მამამ არ იყიდა ფეხსაცმელი, გამოჭრა მუყაო, ჩააფინა გახვრეტილ ფეხსაცმელში და ასე დადიოდა, ამ ყველაფრის მერე მივხვდი, რომ მეც უნდა გადავუხადო ამაგი. აღმოვაჩინე, რომ რაღაც ყავა უყვარს მამაჩემს, რომელიც საკმაოდ ძვირი, 5 ლარი ღირს. 2-3-ჯერ ვიყიდე და მივიტანე. ამიტომაც მინდა კიდევ ერთი სამსახური, რომ ჩემი შემოსავალი ოჯახს მოვახმარო. ახლა ამას წაიკითხავენ ჩემი მშობლები და თვალზე ცრემლი მოადგებათ, ეს რა შვილი გაგვიზრდიაო (იცინის), მაგრამ არ ვხუმრობ, მართლა ასე ვფიქრობ.

- შენს პირად ცხოვრებაში რა ხდება?

- არაფერი, რამე რომ ხდებოდეს, ვალენტინობა დღეს თქვენთან რედაქციაში რა მინდა (იცინის).

- "სექსი ბიცოლას" ნიკით ხარ ფორუმზე, რატომ?

- ეს იდეა ტრანსპორტში გაჩნდა. ერთხელ სამარშრუტო ტაქსიში ამოვიდა ფუმფულა, დაახლოებით 50 წლის ქალი. გვერდულად გაიარა, მაგრამ მაინც მოახერხა და ცალი გვერდი წამაცალა, ლამის უკანალი დამადო ზედ. ასეთი ქალები, ანუ ასაკიანი დეიდები, მამიდები და ბიცოლები სექსუალურები არ არიან. ანუ, ასაკში რომ შედიან, თავს აღარ უვლიან. ეს ჩემი შავი იუმორია. ბიცოლა სექსუალური ვერ წარმომიდგენია და ამიტომაც დავირქვი ეს სახელი.

ნინო მჭედლიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"