პოლიტიკა
სამართალი

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლევან კობიაშვილის გერმანული ცხოვრება
ლევან კობიაშვილის გერმანული ცხოვრება

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის წევ­რი - ლე­ვან კო­ბი­აშ­ვი­ლი 2 წელ­ზე მე­ტია, გერ­მა­ნი­ის დე­და­ქა­ლაქ ბერ­ლინ­ში, მე­უღ­ლე­სა და შვი­ლებ­თან ერ­თად ცხოვ­რობს და კლუბ "ჰერ­ტა­ში" თა­მა­შობს. ლე­ვა­ნი იქა­უ­რი ცხოვ­რე­ბი­სა და თბი­ლი­სუ­რი ამ­ბე­ბის შე­სა­ხებ გვე­სა­უბ­რა.

- აქა­უ­რი ცხოვ­რე­ბით კმა­ყო­ფი­ლი ვარ. რაც შე­ე­ხე­ბა ფეხ­ბურთს, რა თქმა უნდა, გულ­და­სა­წყვე­ტია, რომ ბოლო მატ­ჩი წა­ვა­გეთ, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მი­მაჩ­ნია, რომ 2011 მა­ინც კარ­გი წელი იყო ჩემ­თვი­საც და გუნ­დის­თვი­საც. იმე­დია, მო­მა­ვალ­ში უკე­თეს თა­მა­შებს ვუჩ­ვე­ნებთ... სა­ერ­თო ჯამ­ში, კმა­ყო­ფი­ლი ვარ იმ ყვე­ლაფ­რით, რაც ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ხდე­ბა. ასა­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვაც­ნო­ბი­ე­რებ, რომ შე­საძ­ლოა, ჩემი სა­ფეხ­ბურ­თო კა­რი­ე­რა რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში დას­რულ­დეს, ამი­ტომ ყვე­ლა მატჩსა და ვარ­ჯიშს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვუდ­გე­ბი; მაქ­სი­მუმს ვა­კე­თებ, რად­გან შე­საძ­ლოა, რო­მე­ლი­მე მათ­გა­ნი ჩემ­თვის ბო­ლოც კი აღ­მოჩ­ნდეს.

- დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ვარ­ჯი­შის გარ­და, რას საქ­მი­ა­ნობთ?

- ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე სა­სი­ა­მოვ­ნო დღე ორ­შა­ბა­თია, რად­გან დატ­ვირ­თუ­ლი შა­ბათ-კვი­რის შემ­დეგ ვის­ვე­ნებ და ოჯახ­თან ან მე­გობ­რებ­თან ერ­თად ვერ­თო­ბი. თუმ­ცა, კვი­რის და­ნარ­ჩენ დღე­ებ­საც საკ­მა­ოდ მრა­ვალ­ფე­როვ­ნად ვა­ტა­რებ და ზოგ­ჯერ, მე­უღ­ლეს­თან ერ­თად კი­ნო­ში წა­სას­ვლე­ლა­დაც ვიც­ლი.

- გა­სარ­თო­ბად სად და­დი­ხართ? რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გაქვთ გერ­მა­ნე­ლებ­თან?

- გერ­მა­ნე­ლე­ბის გარ­და, ჩემს სა­მე­გობ­რო წრე­ში ბევ­რი ქარ­თვე­ლი და სხვა ეროვ­ნე­ბის ადა­მი­ა­ნი­ცაა. ჩვენ ძი­რი­თა­დად, ერ­თმა­ნე­თის ოჯა­ხებ­ში ან რეს­ტო­რან­ში ვიკ­რი­ბე­ბით.

- სა­კუ­თარ თავს რო­გორ და­ა­ხა­სი­ა­თებთ?

- სა­კუ­თარ თავ­ზე ლა­პა­რა­კი გა­მი­ჭირ­დე­ბა. გე­ტყვით მხო­ლოდ იმას, რომ თავ­მდა­ბა­ლი და წე­სი­ე­რი ადა­მი­ა­ნი გახ­ლა­ვართ. არ ვარ ეჭ­ვი­ა­ნი და სა­ერ­თო­დაც, ეს უაზ­რო­ბად მი­მაჩ­ნია.

- თქვე­ნი მე­უღ­ლე - თა­მუ­ნა წუ­ლე­ის­კი­რი რას საქ­მი­ა­ნობს?

- დი­უ­სელ­დორფში, სა­დაც 7 წელი ვი­ცხოვ­რეთ, თა­მუ­ნას სა­კუ­თა­რი მა­ღა­ზია ჰქონ­და, სა­დაც სხვა­დას­ხვა დი­ზა­ი­ნე­რის შექ­მნი­ლი სა­ბავ­შვო სა­მო­სი იყი­დე­ბო­და. მას შემ­დეგ კი, რაც ბერ­ლინ­ში გად­მო­ვე­დით, რა­ღაც ახ­ლის ძი­ე­ბა­შია. რაც შე­ე­ხე­ბა შვი­ლებს: ნიკა 12 წლი­საა, სა­ლო­მე - 4-ის. ნიკა ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვან, ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლურ სკო­ლა­ში და­დის, მეშ­ვი­დე კლას­შია. 8-დან 3 სა­ა­თამ­დე სკო­ლა­შია, მერე კი ფეხ­ბურთზე მი­დის. სპორ­ტი უყ­ვარს, მაგ­რამ მო­მა­ვალ­ში რა პრო­ფე­სი­ას აირ­ჩევს, არ ვიცი. ვფიქ­რობ, აუ­ცი­ლე­ბე­ლი არაა, ფეხ­ბურ­თე­ლის შვი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი გახ­დეს. მი­ხა­რია, რომ კომ­პი­უ­ტერ­სა და ტე­ლე­ვი­ზორ­ზე მი­ჯაჭ­ვუ­ლი არ არის. ჩემი სურ­ვი­ლია, კარ­გი გა­ნათ­ლე­ბა მი­ი­ღოს.

- ნაკ­რე­ბის თა­მა­შებს თუ არ ჩავ­თვლით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლას ხში­რად ახერ­ხებთ?

- მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში მხო­ლოდ 4-5 კვი­რის გა­ტა­რე­ბას ვა­ხერ­ხებ. სა­მა­გი­ე­როდ, ბავ­შვებს ქარ­თუ­ლი სუ­ლის­კვე­თე­ბით ვზრდი და ოჯახ­ში გერ­მა­ნუ­ლად არ ვლა­პა­რა­კობთ. და კი­დევ, ბავ­შვე­ბი არ­და­დე­გებს თბი­ლის­ში ატა­რე­ბენ - ანუ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩემ­ზე მეტ­ხანს არი­ან.

- გერ­მა­ნი­ა­ში ცხოვ­რე­ბამ თქვენს მენ­ტა­ლი­ტეტ­ში რა­ი­მე ხომ არ შეც­ვა­ლა? როცა სხვა ქვე­ყა­ნა­ში დიდ­ხანს გი­წევს ცხოვ­რე­ბა, ბუ­ნებ­რი­ვია, იქა­ურ წეს-ჩვე­უ­ლე­ბებ­საც ით­ვი­სებ.

- აქ ცხოვ­რე­ბამ ჩემ­ში ბევ­რი რამ და­დე­ბი­თის­კენ შეც­ვა­ლა. რო­გორც პი­როვ­ნე­ბა, უკეთ ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დი. ადრე გერ­მა­ნე­ლე­ბი ცივი ხალ­ხი მე­გო­ნა, მაგ­რამ ასე არ ყო­ფი­ლა. შე­საძ­ლოა, ფეხ­ბურ­თე­ლი რომ ვარ, ვინ­მე ამი­ტომ მცემს პა­ტივს, მეხ­მა­რე­ბა... აბა, რა გი­თხრათ, აქა­უ­რე­ბის­გან სი­ცი­ვე არას­დროს მიგ­რძნია. პი­რი­ქით, ბედ­ნი­ე­რი ვარ და მი­ხა­რია, რომ ეს წლე­ბი სწო­რედ გერ­მა­ნი­ა­ში გა­ვა­ტა­რე და რო­გორც სპორ­ტსმე­ნი, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლად ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დი.

- რო­გორც ვიცი, ცოტა ხნის წინ "უე­ფას­გან" ჯილ­დო მი­ი­ღეთ...

- დიახ. ერთი წე­ლიც არაა, რაც ეს ჯილ­დო და­ა­წე­სეს: იმ ფეხ­ბურ­თე­ლებს, რომ­ლე­ბიც თა­ვი­ანთ ქვე­ყა­ნა­ში 100-ზე მეტ მატჩს ჩა­ა­ტა­რე­ბენ, სიმ­ბო­ლუ­რად, მე­დალ­სა და ქუდს ჩუქ­ნი­ან, რო­მელ­ზეც მი­სი­ვე სა­ხე­ლი და გვა­რი წე­რია. ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და, როცა ეს ჯილ­დო მეც გად­მო­მე­ცა. მე­ა­მა­ყე­ბა, რომ ნაკ­რებ­ში ვთა­მა­შობ.

- ამ 100 მატ­ჩი­დან გა­მორ­ჩე­უ­ლად რო­მე­ლი და­გა­მახ­სოვ­რდათ?

- თბი­ლის­ში ხორ­ვა­ტი­ა­ზე გა­მარ­ჯვე­ბა, თა­ნაც - მა­შინ გოლი გა­ვი­ტა­ნე. ემო­ცი­უ­რად დატ­ვირ­თუ­ლი თა­მა­ში იყო, რად­გან გოლი სწო­რედ ბოლო წუთს გა­ვი­და. მი­მაჩ­ნია, რომ 2011 წელი ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყო.

- მახ­სოვს, ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის გა­თა­მა­შე­ბა­ში, ჯგუ­ფუ­რი ეტა­პის ერთ-ერთ მატჩზე გა­ტა­ნი­ლი 3 გო­ლის­თვის გერ­მა­ნე­ლებ­მა "მის­ტერ სა­ი­მე­დო­ო­ბა" გი­წო­დეს.

- ეს რამ­დე­ნი­მე წლის წინ იყო. ჩემი ამ­პლუ­ის ფეხ­ბურ­თე­ლის­თვის (ნა­ხე­ვარმცვე­ლი) ეს ცუდი შე­დე­გი არ გახ­ლდათ და თა­ნაც - ერთ მატჩში 3 გოლი ხში­რად არ გა­დის. მარ­თლაც, კარგ გუნდსა და კარგ დო­ნე­ზე ვთა­მა­შობ­დი.

- ინ­ტერ­ნეტ­სა­ი­ტებ­ზე წა­ვი­კი­თხე, რომ ნაკ­რე­ბი­დან კახა კა­ლა­ძის წას­ვლის შემ­დეგ, თქვენც მსგავ­სი ნა­ბი­ჯის გა­დად­გმას გეგ­მავ­დით. ეს სი­მარ­თლეა?

- ვიცი, ამ თე­მა­ზე ბევ­რს ლა­პა­რა­კო­ბენ, მაგ­რამ მერ­წმუ­ნე, წას­ვლა­ზე არც კი მი­ფიქ­რია. ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის აზრს პა­ტივს ვცემ, მაგ­რამ... ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბი კლუ­ბის­გან გან­სხვავ­დე­ბა: აქ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გაქვს და­დე­ბუ­ლი და ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი გა­კის­რია, მაგ­რამ ვა­დის გას­ვლის შემ­დეგ კლუბ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­წყვე­ტის შე­საძ­ლებ­ლო­ბა გეძ­ლე­ვა. რაც შე­ე­ხე­ბა ეროვ­ნულ ნაკ­რებს - როცა შენი ქვე­ყა­ნა და­გი­ძა­ხებს, მო­ვა­ლე ხარ, ჩახ­ვი­დე და ითა­მა­შო! როცა გა­მო­მი­ძა­ხე­ბენ და მე­ტყვი­ან, - გვჭირ­დე­ბი და ჩა­მო­დიო, რა თქმა უნდა, სი­ხა­რუ­ლით ჩა­მო­ვალ. არას­დროს მით­ქვამს, - ნაკ­რებ­ში თა­მა­ში არ მინ­და-მეთ­ქი!

- ლა­პა­რა­კი იყო იმა­ზე, რომ თქვენ, რო­გორც ნაკ­რე­ბის ვიცე-კა­პი­ტანს, კა­ლა­ძის­თვის მხა­რი უნდა აგე­ბათ...

- არ მეს­მის, რა­ტომ უნდა გა­ვი­ზი­ა­რო ის ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც კა­ლა­ძე გა­ა­კე­თებს? კა­ხამ, თა­ვის ამ ნა­ბიჯ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ზო­გა­დო­ე­ბას სა­კუ­თა­რი მო­საზ­რე­ბა და არ­გუ­მენ­ტე­ბი გა­აც­ნო. მე სხვა ადა­მი­ა­ნი ვარ და შე­სა­ბა­მი­სად, ამა თუ იმ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით ჩემი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი მაქვს...

- რო­გორ აფა­სებთ მის ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას?

- მი­მაჩ­ნია, რომ რო­გორც ფეხ­ბურ­თელს, თა­ვი­სუფ­ლად შე­ეძ­ლო კი­დევ რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წადს ეთა­მა­შა და ნაკ­რებს გა­მოს­დგო­მო­და, მაგ­რამ მან ჩა­მოთ­ვა­ლა ის მი­ზე­ზე­ბი, რის გა­მოც წა­ვი­და და ეს მისი გა­და­სა­წყვე­ტი იყო. პი­რა­დად მე, რო­გორც მის მე­გო­ბარ­სა და კო­ლე­გას, ძა­ლი­ან დამ­წყდა გული. მი­მაჩ­ნია, რომ ეროვ­ნულ­მა ნაკ­რებ­მა გა­ცი­ლე­ბით მეტი და­კარ­გა კა­ლა­ძის წას­ვლით, ვიდ­რე პო­ლი­ტი­კამ მო­ი­გო.

- ცოტა ხნის წინ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მეშ­ვე­ო­ბით გი­ორ­გი დე­მეტ­რა­ძის წე­რი­ლი გავ­რცელ­და: ის გულ­შე­მატ­კივ­რებს მხარ­და­ჭე­რის­თვის მად­ლო­ბას უხ­დის და კი­დევ ერთხელ ირ­წმუ­ნე­ბა, რომ უდა­ნა­შა­უ­ლოა. თბი­ლის­ში ყოფ­ნი­სას თუ ახერ­ხებთ მის მო­ნა­ხუ­ლე­ბას?

- ფეხ­ბურ­თე­ლებს მას­თან შეხ­ვედ­რის სურ­ვი­ლი და მცდე­ლო­ბა გვქონ­და, მაგ­რამ რა­ღაც მი­ზე­ზე­ბის გამო, ნაკ­რე­ბის წევ­რებ­მა ეს ვერ მო­ვა­ხერ­ხეთ. ჩვენ­თვის გი­ორ­გის ამ­ბა­ვი მტკივ­ნე­უ­ლი თე­მაა და ძა­ლი­ან მწყდე­ბა გული, რომ ასეთ ცუდ დღე­შია. გი­ორ­გი დე­მეტ­რა­ძე ის ფეხ­ბურ­თე­ლია, რო­მელ­საც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ბევ­რი კარ­გი რამ გა­უ­კე­თე­ბია, ქარ­თვე­ლი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი გო­ლე­ბი­თა და წარ­მა­ტე­ბუ­ლი თა­მა­შით გა­უ­ხა­რე­ბია. მი­ჭირს რა­ი­მეს თქმა. ამ­ბო­ბენ, - ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი მის მხარ­და­სა­ჭე­რად არა­ფერს აკე­თე­ბე­ნო. მე არ ვიცი, ვის რო­გო­რი სა­ხით წარ­მო­უდ­გე­ნია ეს ამ­ბა­ვი, მაგ­რამ ჩვენ რა უნდა ვქნათ? აქ­ცი­ებ­სა და მი­ტინ­გებს ვერ მო­ვა­წყობთ, რად­გან ვი­ცით, ეს სი­სუ­ლე­ლეა.

არა მგო­ნია, რო­მე­ლი­მე ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი ჩვენ­ზე მე­ტად გა­ნიც­დი­დეს გი­ორ­გი დე­მეტ­რა­ძის ცი­ხე­ში ყოფ­ნას. უბ­რა­ლოდ, ამ ამ­ბავს სხვა­ნა­ი­რად იყე­ნე­ბენ და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის მი­მართ შე­უ­რა­ცხმყო­ფელ კო­მენ­ტა­რებს აკე­თე­ბენ. იმ ამ­ბავს, რომ კახა კა­ლა­ძე გი­ორ­გის უჭერს მხარს და ხმა­მა­ღალ გან­ცხა­დე­ბებ­საც აკე­თებს, მი­ვე­სალ­მე­ბი. ბო­ლოს და ბო­ლოს, დიდი ხნის მე­გობ­რე­ბი არი­ან, ერ­თად თა­მა­შობ­დნენ, ერ­თად ცხოვ­რობ­დნენ, მაგ­რამ იმის თქმაც, რომ რო­მე­ლი­მე სხვა ფეხ­ბურ­თელს მისი გა­რეთ ყოფ­ნა არ უნდა, უაზ­რო­ბაა. და­უ­ჯე­რებ­ლად მი­მაჩ­ნია მისი კავ­ში­რი ქურ­დულ სამ­ყა­როს­თან... მე ვიც­ნობ ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი დე­მეტ­რა­ძეს და ვფიქ­რობ, რომ ცი­ხე­ში ყოფ­ნას არ იმ­სა­ხუ­რებს.

თამ­თა და­დე­შე­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს

ლევან კობიაშვილის გერმანული ცხოვრება

ლევან კობიაშვილის გერმანული ცხოვრება

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი - ლევან კობიაშვილი 2 წელზე მეტია, გერმანიის დედაქალაქ ბერლინში, მეუღლესა და შვილებთან ერთად ცხოვრობს და კლუბ "ჰერტაში" თამაშობს. ლევანი იქაური ცხოვრებისა და თბილისური ამბების შესახებ გვესაუბრა.

- აქაური ცხოვრებით კმაყოფილი ვარ. რაც შეეხება ფეხბურთს, რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია, რომ ბოლო მატჩი წავაგეთ, მაგრამ მიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ 2011 მაინც კარგი წელი იყო ჩემთვისაც და გუნდისთვისაც. იმედია, მომავალში უკეთეს თამაშებს ვუჩვენებთ... საერთო ჯამში, კმაყოფილი ვარ იმ ყველაფრით, რაც ჩემს ცხოვრებაში ხდება. ასაკიდან გამომდინარე, ვაცნობიერებ, რომ შესაძლოა, ჩემი საფეხბურთო კარიერა რამდენიმე წელიწადში დასრულდეს, ამიტომ ყველა მატჩსა და ვარჯიშს განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ვუდგები; მაქსიმუმს ვაკეთებ, რადგან შესაძლოა, რომელიმე მათგანი ჩემთვის ბოლოც კი აღმოჩნდეს.

- დღის განმავლობაში ვარჯიშის გარდა, რას საქმიანობთ?

- ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო დღე ორშაბათია, რადგან დატვირთული შაბათ-კვირის შემდეგ ვისვენებ და ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად ვერთობი. თუმცა, კვირის დანარჩენ დღეებსაც საკმაოდ მრავალფეროვნად ვატარებ და ზოგჯერ, მეუღლესთან ერთად კინოში წასასვლელადაც ვიცლი.

- გასართობად სად დადიხართ? როგორი ურთიერთობა გაქვთ გერმანელებთან?

- გერმანელების გარდა, ჩემს სამეგობრო წრეში ბევრი ქართველი და სხვა ეროვნების ადამიანიცაა. ჩვენ ძირითადად, ერთმანეთის ოჯახებში ან რესტორანში ვიკრიბებით.

- საკუთარ თავს როგორ დაახასიათებთ?

- საკუთარ თავზე ლაპარაკი გამიჭირდება. გეტყვით მხოლოდ იმას, რომ თავმდაბალი და წესიერი ადამიანი გახლავართ. არ ვარ ეჭვიანი და საერთოდაც, ეს უაზრობად მიმაჩნია.

- თქვენი მეუღლე - თამუნა წულეისკირი რას საქმიანობს?

- დიუსელდორფში, სადაც 7 წელი ვიცხოვრეთ, თამუნას საკუთარი მაღაზია ჰქონდა, სადაც სხვადასხვა დიზაინერის შექმნილი საბავშვო სამოსი იყიდებოდა. მას შემდეგ კი, რაც ბერლინში გადმოვედით, რაღაც ახლის ძიებაშია. რაც შეეხება შვილებს: ნიკა 12 წლისაა, სალომე - 4-ის. ნიკა ინგლისურენოვან, ინტერნაციონალურ სკოლაში დადის, მეშვიდე კლასშია. 8-დან 3 საათამდე სკოლაშია, მერე კი ფეხბურთზე მიდის. სპორტი უყვარს, მაგრამ მომავალში რა პროფესიას აირჩევს, არ ვიცი. ვფიქრობ, აუცილებელი არაა, ფეხბურთელის შვილი ფეხბურთელი გახდეს. მიხარია, რომ კომპიუტერსა და ტელევიზორზე მიჯაჭვული არ არის. ჩემი სურვილია, კარგი განათლება მიიღოს.

- ნაკრების თამაშებს თუ არ ჩავთვლით, საქართველოში ჩამოსვლას ხშირად ახერხებთ?

- მთელი წლის განმავლობაში, საქართველოში მხოლოდ 4-5 კვირის გატარებას ვახერხებ. სამაგიეროდ, ბავშვებს ქართული სულისკვეთებით ვზრდი და ოჯახში გერმანულად არ ვლაპარაკობთ. და კიდევ, ბავშვები არდადეგებს თბილისში ატარებენ - ანუ საქართველოში ჩემზე მეტხანს არიან.

- გერმანიაში ცხოვრებამ თქვენს მენტალიტეტში რაიმე ხომ არ შეცვალა? როცა სხვა ქვეყანაში დიდხანს გიწევს ცხოვრება, ბუნებრივია, იქაურ წეს-ჩვეულებებსაც ითვისებ.

- აქ ცხოვრებამ ჩემში ბევრი რამ დადებითისკენ შეცვალა. როგორც პიროვნება, უკეთ ჩამოვყალიბდი. ადრე გერმანელები ცივი ხალხი მეგონა, მაგრამ ასე არ ყოფილა. შესაძლოა, ფეხბურთელი რომ ვარ, ვინმე ამიტომ მცემს პატივს, მეხმარება... აბა, რა გითხრათ, აქაურებისგან სიცივე არასდროს მიგრძნია. პირიქით, ბედნიერი ვარ და მიხარია, რომ ეს წლები სწორედ გერმანიაში გავატარე და როგორც სპორტსმენი, პროფესიონალად ჩამოვყალიბდი.

- როგორც ვიცი, ცოტა ხნის წინ "უეფასგან" ჯილდო მიიღეთ...

- დიახ. ერთი წელიც არაა, რაც ეს ჯილდო დააწესეს: იმ ფეხბურთელებს, რომლებიც თავიანთ ქვეყანაში 100-ზე მეტ მატჩს ჩაატარებენ, სიმბოლურად, მედალსა და ქუდს ჩუქნიან, რომელზეც მისივე სახელი და გვარი წერია. ძალიან გამიხარდა, როცა ეს ჯილდო მეც გადმომეცა. მეამაყება, რომ ნაკრებში ვთამაშობ.

- ამ 100 მატჩიდან გამორჩეულად რომელი დაგამახსოვრდათ?

- თბილისში ხორვატიაზე გამარჯვება, თანაც - მაშინ გოლი გავიტანე. ემოციურად დატვირთული თამაში იყო, რადგან გოლი სწორედ ბოლო წუთს გავიდა. მიმაჩნია, რომ 2011 წელი ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული იყო.

- მახსოვს, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, ჯგუფური ეტაპის ერთ-ერთ მატჩზე გატანილი 3 გოლისთვის გერმანელებმა "მისტერ საიმედოობა" გიწოდეს.

- ეს რამდენიმე წლის წინ იყო. ჩემი ამპლუის ფეხბურთელისთვის (ნახევარმცველი) ეს ცუდი შედეგი არ გახლდათ და თანაც - ერთ მატჩში 3 გოლი ხშირად არ გადის. მართლაც, კარგ გუნდსა და კარგ დონეზე ვთამაშობდი.

- ინტერნეტსაიტებზე წავიკითხე, რომ ნაკრებიდან კახა კალაძის წასვლის შემდეგ, თქვენც მსგავსი ნაბიჯის გადადგმას გეგმავდით. ეს სიმართლეა?

- ვიცი, ამ თემაზე ბევრს ლაპარაკობენ, მაგრამ მერწმუნე, წასვლაზე არც კი მიფიქრია. ყველა ადამიანის აზრს პატივს ვცემ, მაგრამ... ეროვნული ნაკრები კლუბისგან განსხვავდება: აქ ხელშეკრულება გაქვს დადებული და ვალდებულებები გაკისრია, მაგრამ ვადის გასვლის შემდეგ კლუბთან თანამშრომლობის შეწყვეტის შესაძლებლობა გეძლევა. რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებს - როცა შენი ქვეყანა დაგიძახებს, მოვალე ხარ, ჩახვიდე და ითამაშო! როცა გამომიძახებენ და მეტყვიან, - გვჭირდები და ჩამოდიო, რა თქმა უნდა, სიხარულით ჩამოვალ. არასდროს მითქვამს, - ნაკრებში თამაში არ მინდა-მეთქი!

- ლაპარაკი იყო იმაზე, რომ თქვენ, როგორც ნაკრების ვიცე-კაპიტანს, კალაძისთვის მხარი უნდა აგებათ...

- არ მესმის, რატომ უნდა გავიზიარო ის ყველაფერი, რასაც კალაძე გააკეთებს? კახამ, თავის ამ ნაბიჯთან დაკავშირებით, საზოგადოებას საკუთარი მოსაზრება და არგუმენტები გააცნო. მე სხვა ადამიანი ვარ და შესაბამისად, ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით ჩემი შეხედულებები მაქვს...

- როგორ აფასებთ მის ამ გადაწყვეტილებას?

- მიმაჩნია, რომ როგორც ფეხბურთელს, თავისუფლად შეეძლო კიდევ რამდენიმე წელიწადს ეთამაშა და ნაკრებს გამოსდგომოდა, მაგრამ მან ჩამოთვალა ის მიზეზები, რის გამოც წავიდა და ეს მისი გადასაწყვეტი იყო. პირადად მე, როგორც მის მეგობარსა და კოლეგას, ძალიან დამწყდა გული. მიმაჩნია, რომ ეროვნულმა ნაკრებმა გაცილებით მეტი დაკარგა კალაძის წასვლით, ვიდრე პოლიტიკამ მოიგო.

- ცოტა ხნის წინ სოციალური ქსელის მეშვეობით გიორგი დემეტრაძის წერილი გავრცელდა: ის გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის და კიდევ ერთხელ ირწმუნება, რომ უდანაშაულოა. თბილისში ყოფნისას თუ ახერხებთ მის მონახულებას?

- ფეხბურთელებს მასთან შეხვედრის სურვილი და მცდელობა გვქონდა, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო, ნაკრების წევრებმა ეს ვერ მოვახერხეთ. ჩვენთვის გიორგის ამბავი მტკივნეული თემაა და ძალიან მწყდება გული, რომ ასეთ ცუდ დღეშია. გიორგი დემეტრაძე ის ფეხბურთელია, რომელსაც წლების განმავლობაში ბევრი კარგი რამ გაუკეთებია, ქართველი გულშემატკივარი გოლებითა და წარმატებული თამაშით გაუხარებია. მიჭირს რაიმეს თქმა. ამბობენ, - ფეხბურთელები მის მხარდასაჭერად არაფერს აკეთებენო. მე არ ვიცი, ვის როგორი სახით წარმოუდგენია ეს ამბავი, მაგრამ ჩვენ რა უნდა ვქნათ? აქციებსა და მიტინგებს ვერ მოვაწყობთ, რადგან ვიცით, ეს სისულელეა.

არა მგონია, რომელიმე ოპოზიციონერი ჩვენზე მეტად განიცდიდეს გიორგი დემეტრაძის ციხეში ყოფნას. უბრალოდ, ამ ამბავს სხვანაირად იყენებენ და აქედან გამომდინარე, ფეხბურთელების მიმართ შეურაცხმყოფელ კომენტარებს აკეთებენ. იმ ამბავს, რომ კახა კალაძე გიორგის უჭერს მხარს და ხმამაღალ განცხადებებსაც აკეთებს, მივესალმები. ბოლოს და ბოლოს, დიდი ხნის მეგობრები არიან, ერთად თამაშობდნენ, ერთად ცხოვრობდნენ, მაგრამ იმის თქმაც, რომ რომელიმე სხვა ფეხბურთელს მისი გარეთ ყოფნა არ უნდა, უაზრობაა. დაუჯერებლად მიმაჩნია მისი კავშირი ქურდულ სამყაროსთან... მე ვიცნობ ფეხბურთელ გიორგი დემეტრაძეს და ვფიქრობ, რომ ციხეში ყოფნას არ იმსახურებს.

თამთა დადეშელი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"