პოლიტიკა
სამართალი

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კლიმატის ცვლილებისთვის ბრძოლა 10 წლით გადაიდო
კლიმატის ცვლილებისთვის ბრძოლა 10 წლით გადაიდო

ატ­მოს­ფე­რო­ზე ან­თრო­პო­გე­ნუ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბის შემ­ცი­რე­ბის მიზ­ნით, ახა­ლი ზო­მე­ბი ძა­ლა­ში 2020 წლი­დან შევა. ამის შე­სა­ხებ სამ­ხრეთ-აფ­რი­კის ქა­ლაქ დურ­ბან­ში გა­ე­როს ეგი­დით გა­მარ­თულ სა­მიტ­ზე მი­ღე­ბულ შე­თან­ხმე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, რო­მე­ლიც კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის სა­კითხს უკავ­შირ­დე­ბო­და. კონ­კრე­ტუ­ლი სა­კი­თხე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა 2015 წელს და­ი­წყე­ბა.

ევ­რო­კავ­ში­რი­სა და მსოფ­ლი­ოს სხვა რე­გი­ო­ნე­ბის მრა­ვა­ლი ქვე­ყა­ნა სა­მი­ტის შე­დე­გე­ბით უკ­მა­ყო­ფი­ლო დარ­ჩა. მათ მი­აჩ­ნი­ათ, რომ 10 წლის შემ­დეგ რა­ი­მის შეც­ვლა უკვე ძა­ლი­ან გვი­ან იქ­ნე­ბა.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მრა­ვა­ლი წევ­რი სა­ვალ­დე­ბუ­ლო ძა­ლის მქო­ნე შე­თან­ხმე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბას მო­ი­თხოვ­და, დურ­ბა­ნის შე­თან­ხმე­ბის პრო­ექ­ტში ასე­თი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი არ არის ასა­ხუ­ლი.

გარ­და ამი­სა, პრო­ექ­ტში შე­უ­სა­ბა­მო­ბაა დე­და­მი­წა­ზე სა­შუ­ა­ლო წლი­უ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რის 2 გრა­დუ­სით შემ­ცი­რე­ბის მიზ­ნით გა­სა­ტა­რე­ბელ ზო­მებ­სა და ამ სფე­რო­ში არ­სე­ბულ რე­ა­ლურ პო­ლი­ტი­კას შო­რის.

დო­კუ­მენ­ტის სა­ბო­ლოო ვერ­სია გლო­ბა­ლუ­რი დათ­ბო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მებ­რძოლ ქვეყ­ნებ­სა და აშშ-ის, ჩი­ნეთს, ინ­დო­ეთ­სა და ბრა­ზი­ლი­ას შო­რის კომ­პრო­მი­სის შე­დე­გად შე­მუ­შავ­და. ეს ოთხი ქვე­ყა­ნა ში­შობს, რომ მსგავ­სი ზო­მე­ბი ეკო­ნო­მი­კურ გან­ვით­რე­ბას შე­ა­ფერ­ხებს.

კლი­მა­ტის გლო­ბა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი ყვე­ლა­ზე მე­ტად აფ­რი­კას უქ­მნის საფრ­თხეს, რო­მე­ლიც ამ პრობ­ლე­მის გა­რე­შეც მა­სობ­რივ სი­ღა­რი­ბე­სა და სურ­სა­თის დე­ფი­ციტს გა­ნიც­დის.

კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის მი­ზე­ზებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მეც­ნი­ერ­თა და ექ­სპერტთა მო­საზ­რე­ბე­ბი გან­სხვა­ვე­ბუ­ლია. მეც­ნი­ერ­თა ნა­წი­ლი მას ბუ­ნებ­რივ პი­რო­ბებს უკავ­ში­რებს და ვა­რა­უ­დობს, რომ 2050 წლის­თვის გლო­ბა­ლუ­რი დათ­ბო­ბა გლო­ბა­ლუ­რი აცი­ვე­ბით შე­იც­ვლე­ბა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია bbc.co.uk-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს

კლიმატის ცვლილებისთვის ბრძოლა 10 წლით გადაიდო

კლიმატის ცვლილებისთვის ბრძოლა 10 წლით გადაიდო

ატმოსფეროზე ანთროპოგენური ზემოქმედების შემცირების მიზნით, ახალი ზომები ძალაში 2020 წლიდან შევა. ამის შესახებ სამხრეთ-აფრიკის ქალაქ დურბანში გაეროს ეგიდით გამართულ სამიტზე მიღებულ შეთანხმებაშია აღნიშნული, რომელიც კლიმატის ცვლილების საკითხს უკავშირდებოდა. კონკრეტული საკითხების შემუშავება 2015 წელს დაიწყება.

ევროკავშირისა და მსოფლიოს სხვა რეგიონების მრავალი ქვეყანა სამიტის შედეგებით უკმაყოფილო დარჩა. მათ მიაჩნიათ, რომ 10 წლის შემდეგ რაიმის შეცვლა უკვე ძალიან გვიან იქნება.

მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაციის მრავალი წევრი სავალდებულო ძალის მქონე შეთანხმების შემუშავებას მოითხოვდა, დურბანის შეთანხმების პროექტში ასეთი ვალდებულებები არ არის ასახული.

გარდა ამისა, პროექტში შეუსაბამობაა დედამიწაზე საშუალო წლიური ტემპერატურის 2 გრადუსით შემცირების მიზნით გასატარებელ ზომებსა და ამ სფეროში არსებულ რეალურ პოლიტიკას შორის.

დოკუმენტის საბოლოო ვერსია გლობალური დათბობის წინააღმდეგ მებრძოლ ქვეყნებსა და აშშ-ის, ჩინეთს, ინდოეთსა და ბრაზილიას შორის კომპრომისის შედეგად შემუშავდა. ეს ოთხი ქვეყანა შიშობს, რომ მსგავსი ზომები ეკონომიკურ განვითრებას შეაფერხებს.

კლიმატის გლობალური ცვლილებები ყველაზე მეტად აფრიკას უქმნის საფრთხეს, რომელიც ამ პრობლემის გარეშეც მასობრივ სიღარიბესა და სურსათის დეფიციტს განიცდის.

კლიმატის ცვლილების მიზეზებთან დაკავშირებით მეცნიერთა და ექსპერტთა მოსაზრებები განსხვავებულია. მეცნიერთა ნაწილი მას ბუნებრივ პირობებს უკავშირებს და ვარაუდობს, რომ 2050 წლისთვის გლობალური დათბობა გლობალური აცივებით შეიცვლება.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"