მსოფლიო
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:36-ზე, მთვარის პირველი დღე დაიწყება 14:31-ზე, მთვარე კირჩხიბში იქნება 07:45-დან – დაიცავით მარხვა, გმართებთ თავშეკავება. შუადღემდე არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. ახალმთვარეობაზე არ ღირს მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ის, რაც დღეს დაიგეგმება, მოგვიანებით წარმატებით განხორციელდება. ნუ გადატვირთავთ თავს ფიზიკურად და ემოციურად. ნაკლები ილაპარაკეთ. ახალმთვარეობიდან ერთი საათის განმავლობაში შეიმუშავეთ ერთი თვის ბიზნესგეგმის შემუშავება. მოძებნეთ ახალი გზები იდეების განსახორციელებლად. არ არის რეკომენდებული რაიმეს ყიდვა-გაყიდვა. სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება და მოლაპარაკება.
სპორტი
სამართალი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ქონებას ფლობს უტა ივანიშვილი
რა ქონებას ფლობს უტა ივანიშვილი

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კურ ას­პა­რეზ­ზე გა­მო­ჩე­ნას­თან ერ­თად, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სი გაჩ­ნდა მისი ვა­ჟის, უტა ივა­ნიშ­ვი­ლის მი­მართ.

"ambebi.ge"-მ ბიზ­ნეს­მე­ნის ვაჟი რუ­სე­თის უმ­დიდ­რე­სი მემ­კვიდ­რე­ე­ბის ბოლო რე­ი­ტინ­გში აღ­მო­ა­ჩი­ნა, რო­მელ­საც ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი საქ­მი­ა­ნი ჟურ­ნა­ლი "ფი­ნან­სი" ყო­ველ წელს აქ­ვეყ­ნებს. რე­ი­ტინ­გში უტა 1,225 მლრდ დო­ლა­რით 71-ე ად­გილ­ზეა. სი­ა­ში რუს მი­ლი­არ­დელ­თა ის შვი­ლე­ბი ხვდე­ბი­ან, რო­მელ­თა წილ­ზეც სულ მცი­რე 1 მლრდ დო­ლა­რის ოდე­ნო­ბის ქო­ნე­ბა მო­დის.

თუ 2009 წლის რე­ტინ­გში ჯგუფ "უნი­კო­რის" მფლო­ბე­ლის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ვაჟი 1,08 მლრდ დო­ლა­რით 49-ე ად­გილ­ზე იყო, 2010 წლის ანა­ლო­გი­ურ რე­ი­ტინ­გში უტამ 1,225 მლრდ დო­ლა­რით 71-ე ად­გილ­ზე გა­და­ი­ნაც­ვლა. მას მოს­დე­ვენ მისი და-ძმე­ბი, რომ­ლე­ბიც იმა­ვე ოდე­ნო­ბის ქო­ნე­ბა­სა და ად­გილს ინა­წი­ლე­ბენ. 2007 წლის რე­ი­ტინ­გში, რო­მე­ლიც სულ 70 მემ­კვიდ­რეს აერ­თი­ა­ნებ­და, უტა ივა­ნიშ­ვილს 1,12 მლრდ დო­ლა­რით მე-60 ად­გი­ლი ეკა­ვა, 2008 წლის 55 მემ­კვიდ­რის­გან შედ­გე­ნილ რე­ი­ტინ­გში კი უტას სა­ხე­ლი სა­ერ­თოდ არ არის ნახ­სე­ნე­ბი.

2011 წლის რე­ი­ტინ­გი ჟურ­ნალს ჯერ­ჯე­რო­ბით არ გა­მო­უქ­ვეყ­ნე­ბია.

"რუს მი­ლი­არ­დერ მემ­კვიდ­რე­თა სა­ერ­თო ქო­ნე­ბა ტრი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის მე­ო­თხედს შე­ად­გენს. გა­ი­ზარ­და მათი რა­ო­დე­ნო­ბაც - თუ ისი­ნი შარ­შან 54-ნი იყ­ვნენ, წელს მათი რა­ო­დე­ნო­ბა 85-ს აღ­წევს", - წერს ჟურ­ნა­ლი 2010 წლის რე­ი­ტინ­გის შე­სა­ხებ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სი­ა­ში ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ვა­ჟის სა­ხე­ლი არას­წო­რად არის მი­თი­თე­ბუ­ლი - რე­ი­ტინ­გის ავ­ტორს "უტა" ქა­ლის სა­ხე­ლი ჰგო­ნია. "Иванишвили Ута Борисовна" - აღ­ნიშ­ნუ­ლია რე­ი­ტინ­გში.

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი თა­ვის ღია წე­რილ­ში, რომ­ლი­თაც ის პო­ლი­ტი­კურ ას­პა­რეზ­ზე გა­მოჩ­ნდა, ამ­ბობ­და: "ჩემ­მა უფ­როს­მა ვაჟ­მა, უტამ მი­თხრა, თუ შენ არ წახ­ვალ პო­ლი­ტი­კა­ში, მა­შინ მე წა­ვა­ლო... უტას სი­ტყვე­ბი ბოლო წვე­თი იყო, რა­მაც ყვე­ლა­ფე­რი გა­და­წო­ნა და ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი ად­გი­ლი მი­უ­ჩი­ნა."

რა ქონებას ფლობს უტა ივანიშვილი

რა ქონებას ფლობს უტა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენასთან ერთად, საზოგადოებაში განსაკუთრებული ინტერესი გაჩნდა მისი ვაჟის, უტა ივანიშვილის მიმართ.

"ambebi.ge"-მ ბიზნესმენის ვაჟი რუსეთის უმდიდრესი მემკვიდრეების ბოლო რეიტინგში აღმოაჩინა, რომელსაც ყოველკვირეული საქმიანი ჟურნალი "ფინანსი" ყოველ წელს აქვეყნებს. რეიტინგში უტა 1,225 მლრდ დოლარით 71-ე ადგილზეა. სიაში რუს მილიარდელთა ის შვილები ხვდებიან, რომელთა წილზეც სულ მცირე 1 მლრდ დოლარის ოდენობის ქონება მოდის.

თუ 2009 წლის რეტინგში ჯგუფ "უნიკორის" მფლობელის ბიძინა ივანიშვილის ვაჟი 1,08 მლრდ დოლარით 49-ე ადგილზე იყო, 2010 წლის ანალოგიურ რეიტინგში უტამ 1,225 მლრდ დოლარით 71-ე ადგილზე გადაინაცვლა. მას მოსდევენ მისი და-ძმები, რომლებიც იმავე ოდენობის ქონებასა და ადგილს ინაწილებენ. 2007 წლის რეიტინგში, რომელიც სულ 70 მემკვიდრეს აერთიანებდა, უტა ივანიშვილს 1,12 მლრდ დოლარით მე-60 ადგილი ეკავა, 2008 წლის 55 მემკვიდრისგან შედგენილ რეიტინგში კი უტას სახელი საერთოდ არ არის ნახსენები.

2011 წლის რეიტინგი ჟურნალს ჯერჯერობით არ გამოუქვეყნებია.

"რუს მილიარდერ მემკვიდრეთა საერთო ქონება ტრილიონი დოლარის მეოთხედს შეადგენს. გაიზარდა მათი რაოდენობაც - თუ ისინი შარშან 54-ნი იყვნენ, წელს მათი რაოდენობა 85-ს აღწევს", - წერს ჟურნალი 2010 წლის რეიტინგის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ სიაში ბიძინა ივანიშვილის ვაჟის სახელი არასწორად არის მითითებული - რეიტინგის ავტორს "უტა" ქალის სახელი ჰგონია. "Иванишвили Ута Борисовна" - აღნიშნულია რეიტინგში.

ბიძინა ივანიშვილი თავის ღია წერილში, რომლითაც ის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩნდა, ამბობდა: "ჩემმა უფროსმა ვაჟმა, უტამ მითხრა, თუ შენ არ წახვალ პოლიტიკაში, მაშინ მე წავალო... უტას სიტყვები ბოლო წვეთი იყო, რამაც ყველაფერი გადაწონა და ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინა."

მღვდელ-მონაზონი ანდრია სარია დეკანოზ გიორგი მამალაძეს აზიარებს

გუგა ქაშიბაძე აფრთხილებს მშობლებს, რომელთაც სახლში "კარმას" გამათბობელი აქვთ - "არ შეიძლება დედა საჭმელ სოდას აყრიდეს დამწვრობაზე"

როგორია ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა - რა კომენტარს აკეთებენ თუქრი ექიმები