მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

17

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 23:58-ზე, მთვარე ვერძშია – რეკომენდებულია: მონანიება, მიტევება, მარხვა. სახლის განწმენდა და დალოცვა. კარგია ყველაფერი ზედმეტის მოშორება. არ არის რეკომენდებული: მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. გაუფრთხილდით ხერხემალს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს. ამ დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს.
მოზაიკა
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბიძინა ივანიშვილი: "ბეღურები სააკაშვილს მაგონებენ”
ბიძინა ივანიშვილი: "ბეღურები სააკაშვილს მაგონებენ”

ბე­ღუ­რე­ბი სა­ა­კაშ­ვილს მა­გო­ნე­ბენ, არა­ვის არ უნდა წა­ვარ­თვათ ბინა და სახ­ლი, - ასე უპა­სუ­ხა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე, ტე­ლე­კომ­პა­ნია "რეალ ტვ"-ის ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვას, რა­ტომ არ უყ­ვარს ბიზ­ნეს­მენს ბე­ღუ­რე­ბი.

"რა­ტომ არ გიყ­ვართ ბე­ღუ­რე­ბი სი­ნამ­დვ­ლე­ში? იმი­ტომ რომ თქვენ­მა პინგვინ­მა ბე­ღუ­რა შე­ჭა­მა და მოკ­ვდა, თუ იმი­ტომ, რომ ისი­ნი მერ­ცხლებს უნ­გრე­ვენ ბუ­დეს? თუ ასეა, მა­შინ ამე­რი­კუ­ლი სოფ­ლის დან­გრე­ვის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­ზე რას იტყვით?", - იკი­თხა "რეალ ტვ"-ს ჟურ­ნა­ლის­ტმა.

"მე­ში­ნია, ჩემი პა­სუ­ხით მკი­თხა­ვებს არ წა­ვარ­თვა ად­გი­ლი და უხელ­ფა­სოდ არ დავ­ტო­ვო. ისე, ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ვი­ტყვი, რომ მე­რა­ბიშ­ვილ­ზე უფრო მა­ღა­ლი წარ­მოდ­გე­ნა მქონ­და. ბე­ღუ­რე­ბი სა­ა­კაშ­ვილს მა­გო­ნე­ბენ, არა­ვის უნდა წა­ვარ­თვათ ბინა და სახ­ლი. ამე­რი­კულ სო­ფელს რაც შე­ე­ხე­ბა, იქ იყო უამ­რა­ვი დარ­ღვე­ვა და ამა­ზე არ­სე­ბობს წე­რი­ლე­ბი", - გა­ნა­ცხა­და ივა­ნიშ­ვილ­მა.

"ყვე­ლა­ფე­რი ჩემს მი­წა­ზე აა­შე­ნეს, ძლივს კა­ნო­ნი­ე­რე­ბა აღ­ვად­გი­ნე და ორ­ჯერ და სამ­ჯერ მეტი გა­და­ვუ­ხა­დე, იმა­ზე კარ­გად მო­ვი­ქე­ცი ვიდ­რე იმ­სა­ხუ­რებ­დნენ. ჩემ­მა პინგვინ­მა კი სამ­წუ­ხა­როდ, მერ­ცხა­ლი გა­დაყ­ლა­პა. პინგვი­ნე­ბის ტბას­თან ძა­ლი­ან სწრა­ფად ტრი­ა­ლებ­დნენ მერ­ცხლე­ბი და ამი­ტომ", - აღ­ნიშ­ნა ბიზ­ნეს­მენ­მა.

კი­თხვა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის შე­სა­ხებ ბოლო დროს გავ­რცე­ლე­ბულ ანეკ­დოტ­თან და­კავ­ში­რე­ბით და­ის­ვა, რო­მელ­საც ან­სამ­ბლ "ქარ­თუ­ლი ხმე­ბის" წევ­რი თე­მურ ჭკუ­ა­სე­ლი გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში ასე ყვე­ბა:

"ბი­ძი­ნას პინგვი­ნი მო­უკ­ვდა. და­ი­ბა­რა ხალ­ხი და და­ა­ვა­ლა მი­ზე­ზის გარ­კვე­ვა, სხვებს ხომ არა­ფე­რი ემუქ­რე­ბა­თო. გაკ­ვე­თეს პინგვი­ნი და აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ პინგვინს მკვდა­რი მერ­ცხა­ლი გა­უ­ძიძ­გნია. აღ­შფოთ­და ივა­ნიშ­ვი­ლი, კი მაგ­რამ, რა უნ­დო­და იქ მერ­ცხალ­სო? ვერ გა­ვი­გეთ, ბა­ტო­ნო ბი­ძი­ნა, ჭორ­ვი­ლა­ში მერ­ცხალს რა უნ­დო­და თუ პინგვინ­სო? - გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლან ვე­ტე­რი­ნა­რე­ბი".

ხოლო ამე­რი­კულ სო­ფელ­თან და­კავ­ში­რე­ბულ ის­ტო­რი­ას თე­მურ ჭკუ­ა­სე­ლი ასე იხ­სე­ნებს: "ბი­ძი­ნას მაგ სოფ­ლის გამო ჩემი 600.000 დო­ლა­რი მარ­თებს. ხუმ­რო­ბა იქით იყოს და, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მი­წა­ზე, რო­მე­ლიც მას კა­ნო­ნი­ე­რად ჰქონ­და ნა­ყი­დი, ბიზ­ნეს­მენ ვა­სილ ცო­ტა­ძის ამე­რი­კელ­მა მე­უღ­ლემ მშე­ნებ­ლო­ბა წა­მო­ი­წყო. ბი­ძი­ნამ ხალ­ხი მი­უგ­ზავ­ნა და გა­აფრ­თხი­ლა, რომ ეს მისი მიწა იყო, მაგ­რამ ყური არა­ვინ და­უგ­დო და აა­შე­ნეს ეგ­რეთ წო­დე­ბუ­ლი ამე­რი­კუ­ლი სო­ფე­ლი. ცო­ტა­ძის მე­უღ­ლე ამ­ბობ­და, მა­მა­ჩე­მი ბუ­შის მე­გო­ბა­რი­აო და ეტყო­ბა, ეგო­ნა, სა­ქარ­თვე­ლო­ში ისე მო­იქ­ცე­ო­და, რო­გორც გა­უ­ხარ­დე­ბო­და. მშე­ნებ­ლო­ბა რომ და­ას­რუ­ლეს, ბი­ძი­ნამ შე­უთ­ვა­ლა, მშე­ნებ­ლო­ბა 3 მი­ლი­ო­ნი დაჯ­და, მე ექ­ვსს გა­და­გიხ­დით, ოღონდ ეს დავა სა­სა­მარ­თლოს გა­რე­შე გა­დავ­წყვი­ტო­თო. ბი­ძი­ნამ ეს ად­გი­ლი იმი­ტომ იყი­და, რომ სა­რეკ­რე­ა­ციო ზო­ნის გა­შე­ნე­ბა ჰქონ­და გა­და­წყვე­ტი­ლი. შე­მო­უთ­ვა­ლეს, ამ წი­ნა­და­დე­ბა­ზე ფიქ­რს 10 მი­ლი­ო­ნი­დან და­ვი­წყებ­თო. ბი­ძი­ნა ფი­ლან­თრო­პი კი არის, მაგ­რამ ძა­ლი­ან პრინ­ცი­პუ­ლი­ცაა. შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლად იგ­რძნო თავი და ამი­ტომ სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თა. ბუშ­თან მე­გობ­რო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, საქ­მე მო­ი­გო - სახ­ლე­ბი უნდა დან­გრე­უ­ლი­ყო. ცო­ტა­ძემ ერთი ამ­ბა­ვი ატე­ხა პრე­სა­ში, ივა­ნიშ­ვი­ლი ბარ­ბა­რო­სულ აქტს სჩა­დის, ამე­რი­კულ სო­ფელს ან­გრევ­სო. მა­შინ მე ვრცე­ლი წე­რი­ლით სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვამ­ცნე, სი­ნამ­დვი­ლე­ში რა მოხ­და. რო­გორც კი წე­რი­ლი და­ი­ბეჭ­და, ცო­ტა­ძემ ხალ­ხი მო­მიგ­ზავ­ნა, თა­ნახ­მა ვართ 6 მი­ლი­ონ­ზე და თუ ამ საქ­მეს მო­აგ­ვა­რებ, 10%-ს შენ მოგ­ცემ­თო. ბი­ძი­ნას ხა­სი­ა­თი ვიცი და ამ წი­ნა­და­დე­ბა­ზე წი­ნას­წარ ვი­ცო­დი პა­სუ­ხი. ვუ­თხა­რი, და­მა­ბა­რეს შენ­თან, წი­ნას­წარ ვიცი, ცო­ტა­ძეს რომ არა­ფერს გა­და­უხ­დი, მაგ­რამ ჩემი 600.000 უნდა მომ­ცე-მეთ­ქი! გუ­ლი­ა­ნად ვი­ცი­ნეთ ამ 600.000-ზე. არ გა­ინ­ტე­რე­სებთ ამ საქ­მის გაგ­რძე­ლე­ბა? და­ინ­გრა ის სახ­ლი და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა მო­გე­ბუ­ლი სა­სა­მარ­თლოს მი­უ­ხე­და­ვად, მა­ინც გა­და­უ­ხა­და 6 მი­ლი­ო­ნი ცო­ტა­ძეს", - ამ­ბობს "ქარ­თუ­ლი ხმე­ბის" წევ­რი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები

ბიძინა ივანიშვილი: "ბეღურები სააკაშვილს მაგონებენ”

ბიძინა ივანიშვილი: "ბეღურები სააკაშვილს მაგონებენ”

ბეღურები სააკაშვილს მაგონებენ, არავის არ უნდა წავართვათ ბინა და სახლი, - ასე უპასუხა ბიძინა ივანიშვილმა პრესკონფერენციაზე, ტელეკომპანია "რეალ ტვ"-ის ჟურნალისტის კითხვას, რატომ არ უყვარს ბიზნესმენს ბეღურები.

"რატომ არ გიყვართ ბეღურები სინამდვლეში? იმიტომ რომ თქვენმა პინგვინმა ბეღურა შეჭამა და მოკვდა, თუ იმიტომ, რომ ისინი მერცხლებს უნგრევენ ბუდეს? თუ ასეა, მაშინ ამერიკული სოფლის დანგრევის პასუხისმგებლობაზე რას იტყვით?", - იკითხა "რეალ ტვ"-ს ჟურნალისტმა.

"მეშინია, ჩემი პასუხით მკითხავებს არ წავართვა ადგილი და უხელფასოდ არ დავტოვო. ისე, ამასთან დაკავშირებით ვიტყვი, რომ მერაბიშვილზე უფრო მაღალი წარმოდგენა მქონდა. ბეღურები სააკაშვილს მაგონებენ, არავის უნდა წავართვათ ბინა და სახლი. ამერიკულ სოფელს რაც შეეხება, იქ იყო უამრავი დარღვევა და ამაზე არსებობს წერილები", - განაცხადა ივანიშვილმა.

"ყველაფერი ჩემს მიწაზე ააშენეს, ძლივს კანონიერება აღვადგინე და ორჯერ და სამჯერ მეტი გადავუხადე, იმაზე კარგად მოვიქეცი ვიდრე იმსახურებდნენ. ჩემმა პინგვინმა კი სამწუხაროდ, მერცხალი გადაყლაპა. პინგვინების ტბასთან ძალიან სწრაფად ტრიალებდნენ მერცხლები და ამიტომ", - აღნიშნა ბიზნესმენმა.

კითხვა ბიძინა ივანიშვილის შესახებ ბოლო დროს გავრცელებულ ანეკდოტთან დაკავშირებით დაისვა, რომელსაც ანსამბლ "ქართული ხმების" წევრი თემურ ჭკუასელი გაზეთ ”კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში ასე ყვება:

”ბიძინას პინგვინი მოუკვდა. დაიბარა ხალხი და დაავალა მიზეზის გარკვევა, სხვებს ხომ არაფერი ემუქრებათო. გაკვეთეს პინგვინი და აღმოაჩინეს, რომ პინგვინს მკვდარი მერცხალი გაუძიძგნია. აღშფოთდა ივანიშვილი, კი მაგრამ, რა უნდოდა იქ მერცხალსო? ვერ გავიგეთ, ბატონო ბიძინა, ჭორვილაში მერცხალს რა უნდოდა თუ პინგვინსო? - გაკვირვებულან ვეტერინარები”.

ხოლო ამერიკულ სოფელთან დაკავშირებულ ისტორიას თემურ ჭკუასელი ასე იხსენებს: ”ბიძინას მაგ სოფლის გამო ჩემი 600.000 დოლარი მართებს. ხუმრობა იქით იყოს და, ბიძინა ივანიშვილის მიწაზე, რომელიც მას კანონიერად ჰქონდა ნაყიდი, ბიზნესმენ ვასილ ცოტაძის ამერიკელმა მეუღლემ მშენებლობა წამოიწყო. ბიძინამ ხალხი მიუგზავნა და გააფრთხილა, რომ ეს მისი მიწა იყო, მაგრამ ყური არავინ დაუგდო და ააშენეს ეგრეთ წოდებული ამერიკული სოფელი. ცოტაძის მეუღლე ამბობდა, მამაჩემი ბუშის მეგობარიაო და ეტყობა, ეგონა, საქართველოში ისე მოიქცეოდა, როგორც გაუხარდებოდა. მშენებლობა რომ დაასრულეს, ბიძინამ შეუთვალა, მშენებლობა 3 მილიონი დაჯდა, მე ექვსს გადაგიხდით, ოღონდ ეს დავა სასამართლოს გარეშე გადავწყვიტოთო. ბიძინამ ეს ადგილი იმიტომ იყიდა, რომ სარეკრეაციო ზონის გაშენება ჰქონდა გადაწყვეტილი. შემოუთვალეს, ამ წინადადებაზე ფიქრს 10 მილიონიდან დავიწყებთო. ბიძინა ფილანთროპი კი არის, მაგრამ ძალიან პრინციპულიცაა. შეურაცხყოფილად იგრძნო თავი და ამიტომ სასამართლოს მიმართა. ბუშთან მეგობრობის მიუხედავად, საქმე მოიგო - სახლები უნდა დანგრეულიყო. ცოტაძემ ერთი ამბავი ატეხა პრესაში, ივანიშვილი ბარბაროსულ აქტს სჩადის, ამერიკულ სოფელს ანგრევსო. მაშინ მე ვრცელი წერილით საზოგადოებას ვამცნე, სინამდვილეში რა მოხდა. როგორც კი წერილი დაიბეჭდა, ცოტაძემ ხალხი მომიგზავნა, თანახმა ვართ 6 მილიონზე და თუ ამ საქმეს მოაგვარებ, 10%-ს შენ მოგცემთო. ბიძინას ხასიათი ვიცი და ამ წინადადებაზე წინასწარ ვიცოდი პასუხი. ვუთხარი, დამაბარეს შენთან, წინასწარ ვიცი, ცოტაძეს რომ არაფერს გადაუხდი, მაგრამ ჩემი 600.000 უნდა მომცე-მეთქი! გულიანად ვიცინეთ ამ 600.000-ზე. არ გაინტერესებთ ამ საქმის გაგრძელება? დაინგრა ის სახლი და ბიძინა ივანიშვილმა მოგებული სასამართლოს მიუხედავად, მაინც გადაუხადა 6 მილიონი ცოტაძეს”, - ამბობს "ქართული ხმების" წევრი.

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"