პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
2005-2010 წლებში ბიძინა ივანიშვილმა ქველმოქმედებაზე 1 156 081 151 ლარი დახარჯა
2005-2010 წლებში ბიძინა ივანიშვილმა ქველმოქმედებაზე 1 156 081 151 ლარი დახარჯა

"ამ­ბე­ბი.გე-მ" "ქარ­თუ ჯგუ­ფის­გან" ბიზ­ნეს­მენ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის საქ­ველ­მოქ­მე­დო საქ­მი­ა­ნო­ბის ან­გა­რი­ში გა­მო­ი­თხო­ვა. 2005 წლი­დან 2010 წლის ჩათ­ვლით ივა­ნიშ­ვილ­მა ქველ­მოქ­მე­დე­ბა­ზე სულ 1 156 081 151 ლარი და­ხარ­ჯა. ქველ­მოქ­მე­დე­ბა ფონ­დე­ბის - "ქარ­თუ", "ის­ტო­რი­ულ ძეგლ­თა დაც­ვი­სა და გა­დარ­ჩე­ნის ფონ­დი" და ასო­ცი­ა­ცია "ატუს" მეშ­ვე­ო­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და. თან­ხა კულ­ტუ­რის, ხე­ლოვ­ნე­ბის, სპორ­ტის, მე­დი­ცი­ნის, მეც­ნი­ე­რე­ბის, გა­ნათ­ლე­ბის, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სფე­რო­ებ­სა და სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ პირ­თა დახ­მა­რე­ბა­ზე გა­და­ნა­წილ­და.

ფონდ "ქარ­თუს" 2005-2010 წლებ­ში ქველ­მოქ­მე­დე­ბის სა­ხით და­ხარ­ჯუ­ლი აქვს 966 565 155 ლარი, "ის­ტო­რი­ულ ძელგთა დაც­ვი­სა და გა­დარ­ჩე­ნის ფონდს" - 56 186 113 ლარი, ხოლო ასო­ცი­ა­ცია "ატუს" - 133 329 883 ლარი.

2010 წელი

2010 წელსსა­ერ­თა­შო­რი­სო საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონდ "ქარ­თუს" შე­მო­სავ­ლის სა­ხით მი­ღე­ბუ­ლი აქვს 134 499 001 ლარი, რო­მე­ლიც სრუ­ლად გა­ხარ­ჯუ­ლია ქველ­მოქ­მე­დე­ბა­ში.

2010 წლის პროგ­რა­მუ­ლი ან­გა­რი­შის თა­ნახ­მად, 18 089 169 ლა­რით ფონ­დი კულ­ტუ­რი­სა და ხე­ლოვ­ნე­ბის სფე­როს და­ეხ­მა­რა.

კერ­ძოდ, 4 579 493 ლარი - იშხნის ეკ­ლე­სი­ის ალ­ბო­მის გა­მო­ცე­მას, ალა­ვერ­დის ტაძ­რის მე­ო­რე რი­გის აღ­დგე­ნით სა­მუ­შა­ო­ებს, კომ­პლექ­სურ სა­რეს­ტავ­რა­ციო და სა­კონ­სერ­ვა­ციო სა­მუ­შა­ო­ებს მოხ­მარ­და; 3 668 400 ლარი ხე­ლოვ­ნე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი მუ­შა­კე­ბის სო­ცი­ა­ლურ დახ­მა­რე­ბა­ზე, 2 120 203 ლარი კი "თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზის" რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ა­ზე და­ი­ხარ­ჯა.

7 517 003 ლა­რით ფონდმა სპორ­ტის სფე­რო და­ა­ფი­ნან­სა. კერ­ძოდ, 3 510 500 ლარი სპორ­ტსმე­ნე­ბი­სა და მწვრთნე­ლე­ბის სო­ცი­ა­ლურ დახ­მა­რე­ბა­ზე, 2 085 545 ლარი კი სა­ქარ­თვე­ლოს რაგ­ბის კავ­ში­რის­თვის და­ი­ხარ­ჯა.

მე­დი­ცი­ნის სფე­რომ ფონ­დის­გან 10 928 224 ლა­რის ოდე­ნო­ბის დახ­მა­რე­ბა მი­ი­ღო. აქე­დან, 7 402 266 ლარი შპს "სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნია ქარ­თუს" სა­ჩხე­რის რა­ი­ო­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თი სა­მე­დი­ცი­ნო და­ზღვე­ვის­თვის გა­მო­ე­ყო, 3 065 420 ლარი კი კავ­შირ "დოს­ტა­ქარს", სა­ჩხე­რის რა­ი­ო­ნის მცხოვ­რებ­თა უფა­სო სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის­თვის.

მეც­ნი­ე­რე­ბის სფე­რომ ფონ­დის­გან 2010 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 2 753 420 ლარი მი­ი­ღო. აქე­დან 1 169 032 ლარი თბი­ლი­სის ბო­ტა­ნი­კუ­რი ბა­ღი­სა და ბო­ტა­ნი­კის ინ­სტი­ტუ­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის სო­ცი­ა­ლურ დახ­მა­რე­ბას, კო­მუ­ნა­ლურ გა­და­სა­ხა­დებს, ბო­ტა­ნი­კურ ექ­სპე­დი­ცი­ებს, სა­ზღვარ­გა­რე­თის მივ­ლი­ნე­ბებს, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი და სა­ბა­ღოს­ნო ინ­ვენ­ტა­რის შე­ძე­ნას მოხ­მარ­და; 1 036 400 ლარი კი მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის აკა­დე­მი­კო­სე­ბი­სა და წევრ-კო­რეს­პონ­დენ­ტე­ბის სო­ცი­ა­ლურ დახ­მა­რე­ბას.

980 607 ლარი ფონდმა გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში გა­და­რი­ცხა. აქე­დან 505 753 ლარი კავ­შირ "სხივ XXI"-ს სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნი­კით უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად გა­მო­ე­ყო, 240 ათა­სი კი წმინ­და ტბელ აბუ­სე­რი­ძის სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტეტს.

სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სფე­რო "ქარ­თუმ" 2010 წელს 884 509 ლა­რით და­ა­ფი­ნან­სა. ფონ­დის­ვე კუთ­ვნილ­მა ასო­ცი­ა­ცია "ატუ"-მ რე­გი­ო­ნა­ლურ გან­ვი­თა­რე­ბა­ში 2010 წელს 88 385 025 ლარი და­ხარ­ჯა.

აქე­დან, 17 261 100 ლა­რით და­ფი­ნან­სე­ბუ­ლია "ფრან­გუ­ლი სკო­ლის მშე­ნებ­ლო­ბა", 10 მლნ ლა­რით - პრო­ექ­ტი "ქო­ნე­ბის დაგ­რო­ვე­ბა 2010 წლის საგ­რან­ტო პროგ­რა­მე­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სა და საქ­ველ­მოქ­მე­დო საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის". 6 791 100 ლარი - სა­ჩხე­რის რა­ი­ო­ნის მი­წისძვრით და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის სახ­ლე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ა­ზე, 6 673 500 ლარი - სა­ჩხე­რის სა­მე­დი­ცი­ნო კომ­პლექ­სის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე, 6 041 600 ლარი კი რაგ­ბის სტა­დი­ო­ნე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე და­ი­ხარ­ჯა.

სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი პი­რე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად 2010 წელს "ქარ­თუმ" 592 726 ლარი გა­მო­ყო. სხვა­დას­ხვა ხარ­ჯებს (ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ-სა­მე­ურ­ნეო ხარ­ჯე­ბი, სეს­ხის პრო­ცენ­ტი და სა­კურ­სო სხვა­ო­ბა) კი 1 990 318 ლარი დას­ჭირ­და.

სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ულ ძეგლ­თა დაც­ვი­სა და გა­დარ­ჩე­ნის ფონდმა კი 2010 წელს თან­ხა 212 ეკ­ლე­სი­ის რეს­ტავ­რა­ცი­ის­თვის გა­მო­ყო.

ის­ტო­რი­უ­ლი ტაძ­რე­ბის აღ­დგე­ნა-რეს­ტავ­რა­ცი­ა­ზე 4 246 504 ლარი და­ი­ხარ­ჯა. ამა­ვე ფონდმა 2009 წელს 133 ის­ტო­რი­უ­ლი ძეგლის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია 4 340 403 ლა­რით და­ა­ფი­ნან­სა.

2009 წელი

სა­ერ­თა­შო­რი­სო საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონდ "ქარ­თუს" 2009 წელს ქველ­მოქ­მე­დე­ბის სა­ხით სულ გა­ცე­მუ­ლი აქვს 125 391 897 ლარი.

ფონდ "ქარ­თუს" ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის თა­ნახ­მად, ხე­ლოვ­ნე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი მუ­შა­კებ­ზე, სპორ­ტსმე­ნებ­სა და მწვრთნე­ლებ­ზე სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბის სა­ხით სულ 7 875 065 ლარი აქვს გა­ცე­მუ­ლი.

ფონდ "ქარ­თუს" ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, 2009 წლის და­სა­წყის­ში ფონ­დის ან­გა­რიშ­ზე ნაშ­თის სა­ხით 4 354 478 ლარი იყო, წლის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­მო­სავ­ლის სა­ხით მი­ღე­ბუ­ლია 125 037 419 ლარი.

2009 წელს "ქარ­თუს" ხე­ლოვ­ნე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი მუ­შა­კე­ბის­თვის სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბის სა­ხით გა­ცე­მუ­ლი აქვს 4 438 065 ლარი, მათ შო­რის 663 720 ლარი გა­ცე­მუ­ლია ნ.დუმ­ბა­ძის მო­ზარ­დმა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რის თა­ნამ­შრო­მელ­თა სო­ცი­ა­ლურ დახ­მა­რე­ბა­ზე, 636 000 ლარი - კა­ხი­ძე­ე­ბის მუ­სი­კა­ლუ­რი კავ­ში­რის­თვის, ხოლო 541 500 ლარი - ან­სამ­ბლ "ქარ­თუ­ლი ხმე­ბის­თვის".

2009 წელს ფონ­დი­დან სპორ­ტსმე­ნებ­სა და მწვრთნე­ლებ­ზე სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბის სა­ხით გა­ცე­მუ­ლია 3 437 000 ლარი, მათ შო­რის "ქარ­თუმ" 668 730 ლა­რით და­ა­ფი­ნან­სა სა­ქარ­თვე­ლოს რაგ­ბის კავ­ში­რი, 520 946 ლა­რით - სა­ფეხ­ბურ­თო კლუ­ბი "სა­ჩხე­რის ჩი­ხუ­რა", 187 000 ლა­რით - სა­ქარ­თვე­ლოს სამ­ბოს ეროვ­ნუ­ლი ფე­დე­რა­ცია.

"ქარ­თუ­დან" ის­ტო­რი­უ­ლი ძეგლ­თა დაც­ვი­სა და გა­დარ­ჩე­ნის ფონდში 2009 წელს გა­და­რი­ცხუ­ლია 4 480 606 ლარი, თან­ხა გან­კუთ­ვნი­ლი იყო სა­ქარ­თვე­ლოს შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის არ­ქი­ტექ­ტუ­რი­სა და ფერ­წე­რის ძეგ­ლე­ბის კომ­პლექ­სუ­რი სა­რეს­ტავ­რა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბის­თვის.

ამა­ვე წელს ფონდმა "ქარ­თუმ" თბი­ლი­სის ბო­ტა­ნი­კუ­რი ბაღი 1 015 009 ლა­რით და­ა­ფი­ნან­სა. თან­ხა და­ი­ხარ­ჯა ბა­ღის თა­ნამ­შრო­მელ­თა სო­ცი­ა­ლურ დახ­მა­რე­ბა­ზე, კო­მუ­ნა­ლურ გა­და­სა­ხა­დებ­ზე, ბო­ტა­ნი­კურ ექ­სპე­დი­ცი­ებ­სა და სა­ზღვარ­გა­რეთ თა­ნამ­შრო­მელ­თა მივ­ლი­ნე­ბა­ზე, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნი­კის შე­ძე­ნა­ზე, სა­ბა­ღე ინ­ვენ­ტა­რი­სა და სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო ტექ­ნი­კის შე­ძე­ნა­ზე და სხვა.

რაც შე­ე­ხე­ბა გა­ნათ­ლე­ბის სფე­როს, ფონდმა "ქარ­თუმ" კავ­შირ "სხი­ვი XXI"-ში 2009 წელს 1 430 465 ლარი გა­და­რი­ცხა, რო­მე­ლი­თაც სა­ქარ­თვე­ლოს სა­ჯა­რო სკო­ლე­ბი კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნი­კით აღ­ჭურ­ვეს.

ფონ­დი­დან სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნია "ქარ­თუ­ში" 2009 წელს სა­ჩხე­რის მო­სახ­ლე­ო­ბის ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თი სა­მე­დი­ცი­ნო და­ზღვე­ვის­თვის გა­და­რი­ცხუ­ლია 6 830 080 ლარი, ხოლო კავ­შირ "დოს­ტა­ქარ­ში" - სა­ჩხე­რის რა­ი­ო­ნის მკვიდრთა უფა­სო სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის­თვის - 2 617 200 ლარი, სა­ჩხე­რის სა­მე­დი­ცი­ნო კომ­პლექ­სის მშე­ნებ­ლო­ბის­თვის - 3 214 300 ლარი, სა­ჩხე­რის მე­დი­კოს­თა ქა­ლა­ქის მშე­ნებ­ლო­ბის­თვის - 3 269 700 ლარი. 

2009 წელს ფონ­დი აფი­ნან­სებ­და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის დარ­გსაც. კერ­ძოდ, "ქარ­თუ­დან" ააიპ "აგ­რო­ში" გა­და­რი­ცხუ­ლია 1 067 169 ლარი ვა­ზის ჯან­სა­ღი ნერ­გე­ბის გა­მო­საყ­ვა­ნად.

ფონ­დი აფი­ნან­სებ­და რე­გი­ო­ნა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ექ­ტებ­საც. კერ­ძოდ, 2009 წელს ფონდმა "ქარ­თუმ" პრო­ექ­ტის­თვის - "მა­სა­ლე­ბი­სა და მან­ქა­ნა-და­ნად­გა­რე­ბის შე­ძე­ნა" (სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო ობი­ექ­ტე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა სა­იმ­პორ­ტო და ად­გი­ლობ­რი­ვი მან­ქა­ნა-და­ნად­გა­რე­ბით და მა­სა­ლე­ბით) - 17 368 081 ლარი გა­ი­ღო.

"ქარ­თუს" ჯ.კა­ხი­ძის მუ­სი­კა­ლუ­რი ცენ­ტრის რე­კონ­სტრუქ­ცი­ის­თვის 2009 წელს გა­მო­ყო­ფი­ლი აქვს 4 681 100 ლარი, ჯა­ნა­ში­ას სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო მუ­ზე­უ­მის რე­კონ­სტრუქ­ცი­ის­თვის - 1 431 400 ლარი, ხოლო ალ. გრი­ბო­ე­დო­ვის სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რის რე­კონ­სტრუქ­ცი­ის­თვის - 1 338 300 ლარი.

ფონდმა ამ პე­რი­ოდ­ში ბა­თუ­მის დელ­ფი­ნა­რი­უ­მის მშე­ნებ­ლო­ბა 4 525 000 ლა­რით და­ა­ფი­ნან­სა, ხოლო ნა­ტა­ნე­ბის სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზის მშე­ნებ­ლო­ბა - 4 950 900 ლა­რით.

2008 წელი

"სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ულ ძეგლ­თა დაც­ვი­სა და გა­დარ­ჩე­ნის ფონ­დის" 2008 წლის ან­გა­რიშ­ში ქველ­მოქ­მე­დე­ბა­ზე და­ხარ­ჯუ­ლი თან­ხის სა­ხით 4 198 162 ლა­რია აღ­ნუს­ხუ­ლი. თან­ხა 113 ეკ­ლე­სი­ის რეს­ტავ­რა­ცი­ა­ზე და­ი­ხარ­ჯა.

ფონდმა "ქარ­თუმ" 10 სხვა­დას­ხვა სფე­რო და­ა­ფი­ნან­სა. 2008 წელს ქველ­მოქ­მე­დე­ბის სა­ხით ფონდმა 170 223 837 ლარი და­ხარ­ჯა.

2007 წელი

"სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ულ ძეგლ­თა დაც­ვი­სა და გა­დარ­ჩე­ნის ფონდმა" 2007 წელს ქველ­მოქ­მე­დე­ბა­ზე 2 818 094 ლარი და­ხარ­ჯა. თან­ხით და­ფი­ნანსდა ის­ტო­რი­ულ-კულ­ტუ­რუ­ლი ძეგ­ლე­ბის, კერ­ძოდ, 81 ეკ­ლე­სი­ის რეს­ტავ­რა­ცია.

ამა­ვე წელს, სა­ერ­თა­შო­რი­სო საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონდმა "ქარ­თუმ" ქველ­მოქ­მე­დე­ბას 181 916 475 ლარი მო­ახ­მა­რა. თან­ხა წმინ­და სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტაძ­რის მშე­ნებ­ლო­ბას, კულ­ტუ­რის, ხე­ლოვ­ნე­ბის, მე­დი­ცი­ნის, მეც­ნი­ე­რე­ბის, გა­ნათ­ლე­ბის, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის, რე­გი­ო­ნა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის სფე­რო­ებს, ასე­ვე სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ პირ­თა შემ­წე­ო­ბას მოხ­მარ­და.

2006 წელი

ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, 2006 წელს ფონდმა "ქარ­თუმ" 272 933 005 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის პრო­ექ­ტე­ბი და­ა­ფი­ნან­სა, მათ შო­რის - მე­დი­ცი­ნის სფე­როს­თვის გა­მო­ი­ყო 38 401 243 ლარი, გა­ნათ­ლე­ბის სფე­როს­თვის - 37 255 889 ლარი, ხოლო 9 280 000 ლარი - სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტაძ­რის მშე­ნებ­ლო­ბის­თვის.

ამა­ვე წელს "სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­უ­ლი ძეგლ­თა დაც­ვი­სა და გა­დარ­ჩე­ნის ფონდმა" 69 ის­ტო­რი­უ­ლი ძეგლი­სა და ეკ­ლე­სი­ის მშე­ნებ­ლო­ბა და­ა­ფი­ნან­სა, რა­ზეც 2 349 883 ლარი და­ი­ხარ­ჯა. მათ შო­რის - 141 803 ლარი მოხ­მარ­და ზემო კრი­ხის მთა­ვა­რან­გე­ლო­ზის ეკ­ლე­სი­ის რეს­ტავ­რა­ცი­ას, 69 772 ლარი - ყინ­წვი­სის მო­ნას­ტრის წმ. ღვთის­მშობ­ლის და წმ. ნი­კო­ლო­ზის ეკ­ლე­სი­ე­ბის მხატ­ვრო­ბას.

რაც შე­ე­ხე­ბა ასო­ცი­ა­ცია "ატუ"-ს, 2006 წელს ასო­ცი­ა­ცი­ამ და­ხარ­ჯა 146 139 009 ლარი, მათ შო­რის 36 704 936 ლა­რით და­ფი­ნანსდა დას­ვე­ნე­ბი­სა და კულ­ტუ­რულ-გა­სარ­თო­ბი ობი­ექ­ტე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა-რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია, ხოლო 24 218 341 ლა­რით - გა­ნათ­ლე­ბის ობი­ექ­ტე­ბი.

2005 წელი

ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, ფონდმა "ქარ­თუმ" 2005 წელს 81 600 900 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის პრო­ექ­ტე­ბი და­ა­ფი­ნან­სა, მათ შო­რის, რე­გი­ო­ნა­ლუ­რი სო­ცი­ა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ექ­ტებს ფონ­დი­დან 45 040 002 ლარი მოხ­მარ­და, კულ­ტუ­რის სფე­როს - 16 585 793 ლარი, ხოლო სა­ეკ­ლე­სიო მშე­ნებ­ლო­ბებს - 10 090 382 ლარი.

ამა­ვე წელს "სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ულ ძეგლ­თა დაც­ვი­სა და გა­დარ­ჩე­ნის ფონდმა" 15 ძეგლი­სა და ეკ­ლე­სი­ის რეს­ტავ­რა­ცია და­ა­ფი­ნან­სა, რა­ზეც 419 027 ლარი და­ი­ხარ­ჯა. 148 439 ლარი ქა­რე­ლის რა­ი­ონ­ში დირ­ბის სა­მო­ნას­ტრო კომ­პლექ­სის მშე­ნებ­ლო­ბა-რეს­ტავ­რა­ცი­ას მოხ­მარ­და, 53 995 ლარი - წალ­კის რა­ი­ო­ნის სო­ფელ არ­ჯე­ვან-სარ­ვა­ნის ეკ­ლე­სი­ის საპ­რო­ექ­ტო-სა­რეს­ტავ­რა­ციო სა­მუ­შა­ო­ებს.

ასო­ცი­ა­ცია "ატუმ" 2005 წელს ქველ­მოქ­მე­დე­ბის სა­ხით 44 944 858 ლარი და­ხარ­ჯა, მათ შო­რის - 32 780 274 ლარი სხვა­დას­ხვა ობი­ექ­ტე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა­სა და მა­სა­ლებს მოხ­მარ­და, ხოლო 6 069 121 ლარი - გზე­ბის მშე­ნებ­ლო­ბას.

zura
0

ღმერთმა დიდ ხანს გვიცოცხლოს ღვთისნიერი ადამიანი, ბატონი ბიძინა და მისი კეთილის მსურველი გარემოცვა. სიმართლეს წერს დათო. სწორედ ბიძინას ფულებით გვირიგებდნენ ფქვილსა და პროდუქტებს. აქ ჩამოწერილია მხოლოდ აღრიცხული ხარჯები. რამდენს სჩუქნიდა კიდევ აუღრიცხავად. უსინდისო-უნამუსოთა ნაცების ხროვამ ნახევარზე მეტი მოტეხა. უცხოეთში დაფრინავდნენ. ძვირად ღირებულ მანქანებს, აგარაკებს, ჩასაცმელებს და სამკლაულებს იძენდნენ. გარემები და სვინგერ-კლუბები. უცხოელ მომღერლებს და მსახიობებს მილიონებს ატენიდნენ. ჩვენს დამსახურებულ ადამიანებს ცხონებულმა ბადრიმ გადაუხადა დასაჯილდობელი საღამო და იქ ცხონებული გიგა თვალცრემლიანი ტირილით მღეროდა: ვარდები არ არიან, მაგრამ რა მევარდებაო... და ამ ფონზე, ვიღაც სომხის ნაბიჭვარი, ოფიციალურ, სატელევიზიო გამოსვლის დროს, ხურუშიანივით, კოკაინით გაჟღენთილ ჰალსტუხს ღეჭავდა. ბიძინამ თამბაქოს მოწევაც კი აკრძალა. კოლოფებზეც დააწერეს: კ ლ ა ვ ს! მშობელივით გვიფრთხილდება. მაგრამ ხურუშიანებს არ ესმით. ამიტომაც ისე დაქლიავდნენ, თეთრს შავისგან ვერ არჩევენ. მაგრამ საქათველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი არჩევს. ამიტომ ნაც-ხროვას და მის ნაყიდ მხარდამჭერებს არც შენდობა და არც დანდობა არ გექნებათ!!!

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

2005-2010 წლებში ბიძინა ივანიშვილმა ქველმოქმედებაზე 1 156 081 151 ლარი დახარჯა

2005-2010 წლებში ბიძინა ივანიშვილმა ქველმოქმედებაზე 1 156 081 151 ლარი დახარჯა

"ამბები.გე-მ" "ქართუ ჯგუფისგან" ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო საქმიანობის ანგარიში გამოითხოვა. 2005 წლიდან 2010 წლის ჩათვლით ივანიშვილმა ქველმოქმედებაზე სულ 1 156 081 151 ლარი დახარჯა. ქველმოქმედება ფონდების - "ქართუ", "ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდი" და ასოციაცია "ატუს" მეშვეობით ხორციელდებოდა. თანხა კულტურის, ხელოვნების, სპორტის, მედიცინის, მეცნიერების, განათლების, სოფლის მეურნეობის სფეროებსა და სოციალურად დაუცველ პირთა დახმარებაზე გადანაწილდა.

ფონდ "ქართუს" 2005-2010 წლებში ქველმოქმედების სახით დახარჯული აქვს 966 565 155 ლარი, "ისტორიულ ძელგთა დაცვისა და გადარჩენის ფონდს"  - 56 186 113 ლარი, ხოლო ასოციაცია "ატუს" - 133 329 883 ლარი.

2010 წელი

2010 წელს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" შემოსავლის სახით მიღებული აქვს 134 499 001 ლარი, რომელიც სრულად გახარჯულია ქველმოქმედებაში.

2010 წლის პროგრამული ანგარიშის თანახმად, 18 089 169 ლარით ფონდი კულტურისა და ხელოვნების სფეროს დაეხმარა.

კერძოდ, 4 579 493 ლარი - იშხნის ეკლესიის ალბომის გამოცემას, ალავერდის ტაძრის მეორე რიგის აღდგენით სამუშაოებს, კომპლექსურ სარესტავრაციო და საკონსერვაციო სამუშაოებს მოხმარდა; 3 668 400 ლარი ხელოვნების დამსახურებული მუშაკების სოციალურ დახმარებაზე, 2 120 203 ლარი კი "თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის" რეაბილიტაციაზე დაიხარჯა.

7  517 003 ლარით ფონდმა სპორტის სფერო დააფინანსა. კერძოდ, 3 510 500 ლარი სპორტსმენებისა და მწვრთნელების სოციალურ დახმარებაზე, 2 085  545 ლარი კი საქართველოს რაგბის კავშირისთვის დაიხარჯა.

მედიცინის სფერომ ფონდისგან 10 928 224 ლარის ოდენობის დახმარება მიიღო. აქედან, 7 402 266 ლარი შპს "სადაზღვევო კომპანია ქართუს" საჩხერის რაიონის მოსახლეობის ნებაყოფლობითი სამედიცინო დაზღვევისთვის გამოეყო, 3 065 420 ლარი კი კავშირ "დოსტაქარს", საჩხერის რაიონის მცხოვრებთა უფასო სამედიცინო მომსახურებისთვის.

მეცნიერების სფერომ ფონდისგან 2010 წლის განმავლობაში 2 753 420 ლარი მიიღო. აქედან 1 169  032 ლარი თბილისის ბოტანიკური ბაღისა და ბოტანიკის ინსტიტუტის თანამშრომლების სოციალურ დახმარებას, კომუნალურ გადასახადებს, ბოტანიკურ ექსპედიციებს, საზღვარგარეთის მივლინებებს, კომპიუტერული და საბაღოსნო ინვენტარის შეძენას მოხმარდა; 1 036 400 ლარი კი მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსებისა და წევრ-კორესპონდენტების სოციალურ დახმარებას.

980 607 ლარი ფონდმა განათლების სფეროში გადარიცხა. აქედან 505 753 ლარი კავშირ "სხივ XXI"-ს საჯარო სკოლების კომპიუტერული ტექნიკით უზრუნველსაყოფად გამოეყო, 240 ათასი კი წმინდა ტბელ აბუსერიძის სახელობის უნივერსიტეტს.

სოფლის მეურნეობის სფერო "ქართუმ" 2010 წელს 884 509 ლარით დააფინანსა. ფონდისვე კუთვნილმა ასოციაცია "ატუ"-მ რეგიონალურ განვითარებაში 2010 წელს 88 385 025 ლარი დახარჯა.

აქედან, 17 261 100 ლარით დაფინანსებულია "ფრანგული სკოლის მშენებლობა", 10 მლნ ლარით - პროექტი "ქონების დაგროვება 2010 წლის საგრანტო პროგრამების შესრულებისა და საქველმოქმედო საქმიანობისთვის". 6 791 100 ლარი  - საჩხერის რაიონის მიწისძვრით დაზარალებული მოსახლეობის სახლების რეაბილიტაციაზე, 6 673  500 ლარი - საჩხერის სამედიცინო კომპლექსის მშენებლობაზე, 6  041 600 ლარი კი რაგბის სტადიონების მშენებლობაზე დაიხარჯა.

სოციალურად დაუცველი პირების დასახმარებლად 2010 წელს "ქართუმ" 592 726 ლარი გამოყო. სხვადასხვა ხარჯებს (ადმინისტრაციულ-სამეურნეო ხარჯები, სესხის პროცენტი და საკურსო სხვაობა) კი 1 990 318 ლარი დასჭირდა.

საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდმა კი 2010 წელს თანხა 212 ეკლესიის რესტავრაციისთვის გამოყო.

ისტორიული ტაძრების აღდგენა-რესტავრაციაზე 4 246 504 ლარი დაიხარჯა. ამავე ფონდმა 2009 წელს 133 ისტორიული ძეგლის რეაბილიტაცია 4 340 403 ლარით დააფინანსა.

2009 წელი

საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" 2009 წელს ქველმოქმედების სახით სულ გაცემული აქვს 125 391 897 ლარი.

ფონდ "ქართუს" ოფიციალური მონაცემების თანახმად, ხელოვნების დამსახურებული მუშაკებზე, სპორტსმენებსა და მწვრთნელებზე სოციალური დახმარების სახით სულ 7 875 065 ლარი აქვს გაცემული.

ფონდ "ქართუს" ოფიციალური მონაცემებით, 2009 წლის დასაწყისში ფონდის ანგარიშზე ნაშთის სახით 4 354 478 ლარი იყო, წლის განმავლობაში შემოსავლის სახით მიღებულია 125 037 419 ლარი.

2009 წელს "ქართუს" ხელოვნების დამსახურებული მუშაკებისთვის სოციალური დახმარების სახით გაცემული აქვს 4 438 065 ლარი, მათ შორის 663 720 ლარი გაცემულია ნ.დუმბაძის მოზარდმაყურებელთა თეატრის თანამშრომელთა სოციალურ დახმარებაზე, 636 000 ლარი - კახიძეების მუსიკალური კავშირისთვის, ხოლო 541 500 ლარი - ანსამბლ "ქართული ხმებისთვის".

2009 წელს ფონდიდან სპორტსმენებსა და მწვრთნელებზე სოციალური დახმარების სახით გაცემულია 3 437 000 ლარი, მათ შორის "ქართუმ" 668 730 ლარით დააფინანსა საქართველოს რაგბის კავშირი, 520 946 ლარით - საფეხბურთო კლუბი "საჩხერის ჩიხურა", 187 000 ლარით - საქართველოს სამბოს ეროვნული ფედერაცია.

"ქართუდან" ისტორიული ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდში 2009 წელს გადარიცხულია 4 480 606 ლარი, თანხა განკუთვნილი იყო საქართველოს შუა საუკუნეების არქიტექტურისა და ფერწერის ძეგლების კომპლექსური სარესტავრაციო სამუშაოებისთვის.

ამავე წელს ფონდმა "ქართუმ" თბილისის ბოტანიკური ბაღი 1 015 009 ლარით დააფინანსა. თანხა დაიხარჯა ბაღის თანამშრომელთა სოციალურ დახმარებაზე, კომუნალურ გადასახადებზე, ბოტანიკურ ექსპედიციებსა და საზღვარგარეთ თანამშრომელთა მივლინებაზე, კომპიუტერული ტექნიკის შეძენაზე, საბაღე ინვენტარისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენაზე და სხვა.

რაც შეეხება განათლების სფეროს, ფონდმა ”ქართუმ” კავშირ "სხივი XXI"-ში  2009 წელს 1 430 465 ლარი გადარიცხა, რომელითაც საქართველოს საჯარო სკოლები კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვეს. 

ფონდიდან სადაზღვევო კომპანია "ქართუში" 2009 წელს საჩხერის მოსახლეობის ნებაყოფლობითი სამედიცინო დაზღვევისთვის გადარიცხულია 6 830 080 ლარი, ხოლო კავშირ "დოსტაქარში" - საჩხერის რაიონის მკვიდრთა უფასო სამედიცინო მომსახურებისთვის - 2 617 200 ლარი, საჩხერის სამედიცინო კომპლექსის მშენებლობისთვის - 3 214 300 ლარი, საჩხერის მედიკოსთა ქალაქის მშენებლობისთვის - 3 269 700 ლარი. 

2009 წელს ფონდი აფინანსებდა სოფლის მეურნეობის დარგსაც. კერძოდ, "ქართუდან" ააიპ "აგროში" გადარიცხულია 1 067 169 ლარი ვაზის ჯანსაღი ნერგების გამოსაყვანად.

ფონდი აფინანსებდა რეგიონალური განვითარების პროექტებსაც. კერძოდ, 2009 წელს ფონდმა "ქართუმ" პროექტისთვის - "მასალებისა და მანქანა-დანადგარების შეძენა" (სარეაბილიტაციო ობიექტების უზრუნველყოფა საიმპორტო და ადგილობრივი მანქანა-დანადგარებით და მასალებით) - 17 368 081 ლარი გაიღო.

"ქართუს" ჯ.კახიძის მუსიკალური ცენტრის რეკონსტრუქციისთვის 2009 წელს გამოყოფილი აქვს 4 681 100 ლარი, ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმის რეკონსტრუქციისთვის - 1 431 400 ლარი, ხოლო ალ. გრიბოედოვის სახელობის თეატრის რეკონსტრუქციისთვის - 1 338 300 ლარი.

ფონდმა ამ პერიოდში ბათუმის დელფინარიუმის მშენებლობა 4 525 000 ლარით დააფინანსა, ხოლო ნატანების საკონცერტო დარბაზის მშენებლობა - 4 950 900 ლარით.

2008 წელი

"საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის" 2008 წლის ანგარიშში ქველმოქმედებაზე დახარჯული თანხის სახით 4 198 162 ლარია აღნუსხული. თანხა 113 ეკლესიის რესტავრაციაზე დაიხარჯა.

ფონდმა "ქართუმ" 10 სხვადასხვა სფერო დააფინანსა. 2008 წელს ქველმოქმედების სახით ფონდმა 170 223 837 ლარი დახარჯა. 

2007 წელი

"საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდმა" 2007 წელს ქველმოქმედებაზე 2 818 094 ლარი დახარჯა. თანხით დაფინანსდა ისტორიულ-კულტურული ძეგლების, კერძოდ, 81 ეკლესიის რესტავრაცია.

ამავე წელს, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა "ქართუმ" ქველმოქმედებას 181 916 475 ლარი მოახმარა. თანხა წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობას, კულტურის, ხელოვნების, მედიცინის, მეცნიერების, განათლების, სოფლის მეურნეობის, რეგიონალური განვითარებისა და უძრავი ქონების სფეროებს, ასევე სოციალურად დაუცველ პირთა შემწეობას მოხმარდა.

2006 წელი

ოფიციალური მონაცემებით, 2006 წელს ფონდმა "ქართუმ" 272 933 005 ლარის ღირებულების პროექტები დააფინანსა, მათ შორის - მედიცინის სფეროსთვის გამოიყო 38 401 243 ლარი, განათლების სფეროსთვის - 37 255 889 ლარი, ხოლო 9 280 000 ლარი - სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობისთვის.

ამავე წელს "საქართველოს ისტორიული ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდმა” 69 ისტორიული ძეგლისა და ეკლესიის მშენებლობა დააფინანსა, რაზეც 2 349 883 ლარი დაიხარჯა. მათ შორის - 141 803 ლარი მოხმარდა ზემო კრიხის მთავარანგელოზის ეკლესიის რესტავრაციას, 69 772 ლარი - ყინწვისის მონასტრის წმ. ღვთისმშობლის და წმ. ნიკოლოზის ეკლესიების მხატვრობას.

რაც შეეხება ასოციაცია "ატუ"-ს, 2006 წელს ასოციაციამ დახარჯა 146 139 009 ლარი, მათ შორის 36 704 936 ლარით დაფინანსდა დასვენებისა და კულტურულ-გასართობი ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაცია, ხოლო 24 218 341 ლარით - განათლების ობიექტები.

2005 წელი

ოფიციალური მონაცემებით, ფონდმა "ქართუმ" 2005 წელს 81 600 900 ლარის ღირებულების პროექტები დააფინანსა, მათ შორის, რეგიონალური სოციალური განვითარების პროექტებს ფონდიდან 45 040 002 ლარი მოხმარდა, კულტურის სფეროს - 16 585 793 ლარი, ხოლო საეკლესიო მშენებლობებს - 10 090 382 ლარი.

ამავე წელს "საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდმა" 15 ძეგლისა და ეკლესიის რესტავრაცია დააფინანსა, რაზეც 419 027 ლარი დაიხარჯა. 148 439 ლარი ქარელის რაიონში დირბის სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა-რესტავრაციას მოხმარდა, 53 995 ლარი - წალკის რაიონის სოფელ არჯევან-სარვანის ეკლესიის საპროექტო-სარესტავრაციო სამუშაოებს.

ასოციაცია "ატუმ" 2005 წელს ქველმოქმედების სახით 44 944 858 ლარი დახარჯა, მათ შორის - 32 780 274 ლარი სხვადასხვა ობიექტების მშენებლობასა და მასალებს მოხმარდა, ხოლო 6 069 121 ლარი - გზების მშენებლობას.

"ეს არსაიდან მოსული ხომ უნდა აცხონო ახლა" - რუსუდან შარაძის რეაქცია, როდესაც ილო ბეროშვილმა ყველაზე ცუდ ქართველად გურამ შარაძე დაასახელა

"საქართველოში კოვიდინფექციის რეკორდული ზრდა ფიქსირდება, საგანგაშო ზღვართან ახლოს ვართ" - ბიძინა კულუმბეგოვი

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში კორონავირუსის შემთხვევა დადასტურდა - მეუფე გერასიმეს ტესტი ჩაუტარდება