მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნინო კალანდაძეს ვაჟი შეეძინა - ბავშვის მამა უცნობია
ნინო კალანდაძეს ვაჟი შეეძინა -  ბავშვის მამა უცნობია

სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ნინო კა­ლან­და­ძე რამ­დე­ნი­მე წლის წინ სუ­ლაც არ იყო ისე­თი ოფი­ცი­ა­ლუ­რი და "ზღვრუ­ლი", რო­გო­რიც ახლა არის. რო­დე­საც გერ­მა­ნი­ი­დან ჩა­მო­ვი­და და ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდა, თით­ქმის ყვე­ლა ჟურ­ნალ­ში, მათ შო­რის ჩვენ­თა­ნაც, სი­ა­მოვ­ნე­ბით და, რაც მთა­ვა­რია, ხა­ტოვ­ნად ჰყვე­ბო­და, რო­გორ შეხ­ვდა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­სა და გია ბა­რა­მი­ძეს თვითმფრი­ნავ­ში, რო­გორ მო­ი­ხიბ­ლა პრე­ზი­დენ­ტი მი­სით და რო­გორ შეს­თა­ვა­ზა თა­ვის გუნდში გა­წევ­რე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლო­ში გერ­მა­ნი­ა­ში ნას­წავლ-გა­ნათ­ლე­ბა­მი­ღე­ბუ­ლი ნინო კა­ლან­და­ძე პარ­ლა­მენ­ტის ერთ-ერთი აქ­ტი­უ­რი წევ­რი გახ­და და მისი პირ­ვე­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვა პარ­ლა­მენ­ტში ეთი­კის კო­დექ­სის შე­მო­ტა­ნას ეხე­ბო­და. კა­ლან­და­ძის თქმით, პარ­ლა­მენ­ტში ყვე­ლას შე­სა­ბა­მი­სად უნდა სცმო­და, მათ შო­რის ქა­ლებს მი­სა­ღე­ბი ზო­მის ქვე­და­ბო­ლო­ე­ბი და ყვე­ლა ღილ­ზე შეკ­რუ­ლი პე­რან­გე­ბი.

უც­ნო­ბია, რა ბედი ეწია მის ამ ინი­ცი­ა­ტი­ვას, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ თა­ვად კა­ლან­და­ძის ჩაც­მუ­ლო­ბის სტი­ლი, ზუს­ტად იმ დღი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, რო­დე­საც ეს ინი­ცი­ა­ტი­ვა გა­მოთ­ქვა, სრუ­ლი­ად შე­იც­ვა­ლა. თუკი მა­ნამ­დე "რე­ი­ტინ­გის" ფო­ტო­კა­მე­რის წინ თა­მა­მად პო­ზი­რებ­და მოკ­ლე ქვე­და­ბო­ლო­ში გა­მო­წყო­ბი­ლი და პი­კან­ტუ­რი ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბას არ ერი­დე­ბო­და, ახლა უკვე მუხლს ქვე­მოთ კა­ბე­ბით და­ი­წყო გა­მო­ჩე­ნა და ჟურ­ნა­ლებ­საც აღარ სწყა­ლობ­და ძვე­ლე­ბუ­რად. ერ­თა­დერ­თი, რაც მა­რად და მა­რად იგი­ვე რჩე­ბა მის იმი­ჯში, ეს ორი­გი­ნა­ლუ­რი ვარ­ცხნი­ლო­ბაა.

გარ­კვე­უ­ლი დრო­ის გას­ვლის შემ­დეგ ნინო კა­ლან­და­ძემ პარ­ლა­მენ­ტი­დან სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­და­ი­ნაც­ვლა. ვი­ნა­ი­დან ინ­ტერ­ვი­უ­ებს მხო­ლოდ ბრი­ფინ­გის დროს იძ­ლე­ო­და, ისიც მხო­ლოდ საქ­მი­ან თე­მებ­ზე, მისი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ არა­ფე­რი იყო ცნო­ბი­ლი. ერ­თა­დერ­თი ჭორი, რო­მე­ლიც მის შე­სა­ხებ გავ­რცელ­და, ის იყო, რომ ნიკა გვა­რა­მი­ა­სა და მას შო­რის გარ­კვე­უ­ლი სიმ­პა­თია არ­სე­ბობ­და, თუმ­ცა, რო­გორც ამ­ბო­ბენ, მათ ცალ-ცალ­კე გზე­ბი მო­ნა­ხეს.

ორი­ოდ კვი­რის წინ ნინო კა­ლან­და­ძე სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ყო­ველკ­ვი­რე­ულ ბრი­ფინ­გებ­ზე, რომ­ლე­ბიც ტრა­დი­ცი­უ­ლად მას მიჰ­ყავ­და, თორ­ნი­კე გორ­და­ძემ შეც­ვა­ლა. ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის წრე­ებ­ში კარ­გა ხა­ნია ცნო­ბი­ლია ნინო კა­ლან­და­ძის ორ­სუ­ლო­ბის ამ­ბა­ვი, თუმ­ცა ყვე­ლა ფო­ტო­ზე, რაც კი ქალ­ბა­ტო­ნი ნი­ნოს­თვის გა­და­უ­ღი­ათ ზე­მოხ­სე­ნე­ბულ ბრი­ფინ­გებ­ზე, მხო­ლოდ და მხო­ლოდ მისი სახე და ზე­და­ტა­ნი ჩანს. მთლი­ა­ნად კი არც ერთ ფო­ტოგ­რაფს არ ჰყავს გა­და­ღე­ბუ­ლი. რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი იხ­სე­ნე­ბენ, სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში შე­სუ­ლი ყვე­ლა ფო­ტოგ­რა­ფი და ოპე­რა­ტო­რი პრეს­სამ­სა­ხუ­რი­დან მკაცრ გაფრ­თხი­ლე­ბას იღებ­და, რომ ნინო კა­ლან­და­ძე არც ფო­ტო­ზე და არც ვი­დე­ო­ზე მთლი­ა­ნად არ გა­და­ე­ღოთ.

რო­გორც "რე­ი­ტინ­გმა" შე­ი­ტყო, 22 სექ­ტემ­ბერს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლეს ვაჟი შე­ე­ძი­ნა. მის შე­სა­ხებ სხვა ინ­ფორ­მა­ცია იმ­დე­ნად გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლია, რომ, რო­გორც ამ­ბო­ბენ, ბავ­შვის მა­მის ვი­ნა­ო­ბა ნინო კა­ლან­და­ძის გა­რე­მოც­ვა­მაც კი არ იცის. ნინო თურ­მე ამ თე­მა­ზე სა­უ­ბარს ახ­ლობ­ლებ­თა­ნაც კი ერი­დე­ბა. ცნო­ბი­ლია, რომ კა­ლან­და­ძე არ არის გა­თხო­ვი­ლი. სა­ვა­რა­უ­დოდ, სწო­რედ ამის გამო არ ლა­პა­რა­კობს ის თა­ვი­სი შვი­ლის მა­მა­ზე ისე­ვე, რო­გორც თა­ვის დრო­ზე ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ნინო ქა­ჯა­ია არ ლა­პა­რა­კობ­და ამ თე­მა­ზე და არც ახლა სა­უბ­რობს.

რა­საკ­ვირ­ვე­ლია, "რე­ი­ტინ­გმა" სცა­და ნინო კა­ლან­და­ძეს­თან და­კავ­ში­რე­ბა, თუმ­ცა ის ტე­ლე­ფონს არ პა­სუ­ხობ­და, შემ­დეგ კი სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პრეს­სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გე­ნელ ბელა გო­მუ­რაშ­ვილ­თან ვცა­დეთ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­მოწ­მე­ბა. სა­ნამ გა­ი­გებ­და, რა სა­კი­თხზე ვა­წუ­ხებ­დით, ქალ­ბა­ტონ­მა ბე­ლამ ძა­ლი­ან კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი ხმით მოგ­ვმარ­თა, თუმ­ცა მას შემ­დეგ, რაც გა­ი­გო რის­თვის შე­ვა­წუ­ხეთ, გვი­თხრა, რომ სა­მი­ნის­ტრო­ში არ იმ­ყო­ფე­ბო­და და პა­სუხს ვერ გაგ­ვცემ­და, იყო თუ არა გა­სუ­ლი მარ­თლაც დეკ­რეტ­ში ნინო კა­ლან­და­ძე და რა ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ცე­მა შე­ეძ­ლო ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით და­მა­ტე­ბით. რა თქმა უნდა, ბელა გო­მუ­რაშ­ვილს ვკი­თხეთ, მა­ინ­ცდა­მა­ინც სა­მი­ნის­ტროს შე­ნო­ბა­ში ყოფ­ნა რა აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო იმის­თვის, რომ ეპა­სუ­ხა მარ­ტივ კი­თხვა­ზე, თუმ­ცა ჩვენ­მა რეს­პონ­დენ­ტმა პა­სუ­ხის გა­ცე­მა არ ისურ­ვა და გვი­თხრა, რომ არ ეს­მო­და ჩვე­ნი ხმა.

არა­და, მა­ნამ­დე მშვე­ნივ­რად ეს­მო­და ყო­ვე­ლი სი­ტყვა. ბელა გო­მუ­რაშ­ვილ­მა გვთხო­ვა, მის­თვის მოგ­ვი­ა­ნე­ბით დაგ­ვე­რე­კა, ერთ სა­ათ­ში მას­თან და­კავ­ში­რე­ბა ვცა­დეთ, თუმ­ცა უშე­დე­გოდ, პრესმდი­ვანს, რომ­ლის სამ­სა­ხუ­რი ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­სა და მათ­თვის შე­კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მას ით­ვა­ლის­წი­ნებს, სხვა­დას­ხვა ნომ­რი­დან შე­ვეხ­მი­ა­ნეთ, თუმ­ცა ტე­ლე­ფო­ნის აღე­ბა აღარ ისურ­ვა. სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბე­ბის პრესმდივ­ნე­ბი ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან მო­პყრო­ბით ვე­ღარ გაგ­ვაკ­ვირ­ვე­ბენ, - რო­გორც ამ­ბო­ბენ, ამ თე­მა­ზე სხვა გა­მო­ცე­მებს ად­რეც ჰქო­ნი­ათ მა­სა­ლის მომ­ზა­დე­ბის მცდე­ლო­ბა, თუმ­ცა პრეს­სამ­სა­ხუ­რის მხრი­დან საკ­მა­ოდ დიდი აგ­რე­სია მოჰ­ყო­ლია. მათ კი ყვე­ლა­ზე კარ­გად უნდა იცოდ­ნენ, რომ ნინო კა­ლან­და­ძე და სხვა მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი არი­ან და პრე­სა მა­თით აუ­ცი­ლებ­ლად და­ინ­ტე­რეს­დე­ბა.

მა­რი­ამ ლა­ღი­ძე

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ნინო კალანდაძეს ვაჟი შეეძინა - ბავშვის მამა უცნობია

ნინო კალანდაძეს ვაჟი შეეძინა -  ბავშვის მამა უცნობია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე რამდენიმე წლის წინ სულაც არ იყო ისეთი ოფიციალური და "ზღვრული", როგორიც ახლა არის. როდესაც გერმანიიდან ჩამოვიდა და ნაციონალურ მოძრაობაში აღმოჩნდა, თითქმის ყველა ჟურნალში, მათ შორის ჩვენთანაც, სიამოვნებით და, რაც მთავარია, ხატოვნად ჰყვებოდა, როგორ შეხვდა მიხეილ სააკაშვილსა და გია ბარამიძეს თვითმფრინავში, როგორ მოიხიბლა პრეზიდენტი მისით და როგორ შესთავაზა თავის გუნდში გაწევრება.

საქართველოში გერმანიაში ნასწავლ-განათლებამიღებული ნინო კალანდაძე პარლამენტის ერთ-ერთი აქტიური წევრი გახდა და მისი პირველი ინიციატივა პარლამენტში ეთიკის კოდექსის შემოტანას ეხებოდა. კალანდაძის თქმით, პარლამენტში ყველას შესაბამისად უნდა სცმოდა, მათ შორის ქალებს მისაღები ზომის ქვედაბოლოები და ყველა ღილზე შეკრული პერანგები.

უცნობია, რა ბედი ეწია მის ამ ინიციატივას, მაგრამ ფაქტია, რომ თავად კალანდაძის ჩაცმულობის სტილი, ზუსტად იმ დღიდან მოყოლებული, როდესაც ეს ინიციატივა გამოთქვა, სრულიად შეიცვალა. თუკი მანამდე "რეიტინგის" ფოტოკამერის წინ თამამად პოზირებდა მოკლე ქვედაბოლოში გამოწყობილი და პიკანტური ფოტოების გადაღებას არ ერიდებოდა, ახლა უკვე მუხლს ქვემოთ კაბებით დაიწყო გამოჩენა და ჟურნალებსაც აღარ სწყალობდა ძველებურად. ერთადერთი, რაც მარად და მარად იგივე რჩება მის იმიჯში, ეს ორიგინალური ვარცხნილობაა.

გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ნინო კალანდაძემ პარლამენტიდან საგარეო საქმეთა სამინისტროში გადაინაცვლა. ვინაიდან ინტერვიუებს მხოლოდ ბრიფინგის დროს იძლეოდა, ისიც მხოლოდ საქმიან თემებზე, მისი პირადი ცხოვრების შესახებ არაფერი იყო ცნობილი. ერთადერთი ჭორი, რომელიც მის შესახებ გავრცელდა, ის იყო, რომ ნიკა გვარამიასა და მას შორის გარკვეული სიმპათია არსებობდა, თუმცა, როგორც ამბობენ, მათ ცალ-ცალკე გზები მონახეს.

ორიოდ კვირის წინ ნინო კალანდაძე საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოველკვირეულ ბრიფინგებზე, რომლებიც ტრადიციულად მას მიჰყავდა, თორნიკე გორდაძემ შეცვალა. ჟურნალისტების წრეებში კარგა ხანია ცნობილია ნინო კალანდაძის ორსულობის ამბავი, თუმცა ყველა ფოტოზე, რაც კი ქალბატონი ნინოსთვის გადაუღიათ ზემოხსენებულ ბრიფინგებზე, მხოლოდ და მხოლოდ მისი სახე და ზედატანი ჩანს. მთლიანად კი არც ერთ ფოტოგრაფს არ ჰყავს გადაღებული. როგორც ჟურნალისტები იხსენებენ, საგარეო საქმეთა სამინისტროში შესული ყველა ფოტოგრაფი და ოპერატორი პრესსამსახურიდან მკაცრ გაფრთხილებას იღებდა, რომ ნინო კალანდაძე არც ფოტოზე და არც ვიდეოზე მთლიანად არ გადაეღოთ.

როგორც "რეიტინგმა" შეიტყო, 22 სექტემბერს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ვაჟი შეეძინა. მის შესახებ სხვა ინფორმაცია იმდენად გასაიდუმლოებულია, რომ, როგორც ამბობენ, ბავშვის მამის ვინაობა ნინო კალანდაძის გარემოცვამაც კი არ იცის. ნინო თურმე ამ თემაზე საუბარს ახლობლებთანაც კი ერიდება. ცნობილია, რომ კალანდაძე არ არის გათხოვილი. სავარაუდოდ, სწორედ ამის გამო არ ლაპარაკობს ის თავისი შვილის მამაზე ისევე, როგორც თავის დროზე ტელეწამყვანი ნინო ქაჯაია არ ლაპარაკობდა ამ თემაზე და არც ახლა საუბრობს.

რასაკვირველია, "რეიტინგმა" სცადა ნინო კალანდაძესთან დაკავშირება, თუმცა ის ტელეფონს არ პასუხობდა, შემდეგ კი საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელ ბელა გომურაშვილთან ვცადეთ ინფორმაციის გადამოწმება. სანამ გაიგებდა, რა საკითხზე ვაწუხებდით, ქალბატონმა ბელამ ძალიან კეთილგანწყობილი ხმით მოგვმართა, თუმცა მას შემდეგ, რაც გაიგო რისთვის შევაწუხეთ, გვითხრა, რომ სამინისტროში არ იმყოფებოდა და პასუხს ვერ გაგვცემდა, იყო თუ არა გასული მართლაც დეკრეტში ნინო კალანდაძე და რა ინფორმაციის მოცემა შეეძლო ამასთან დაკავშირებით დამატებით. რა თქმა უნდა, ბელა გომურაშვილს ვკითხეთ, მაინცდამაინც სამინისტროს შენობაში ყოფნა რა აუცილებელი იყო იმისთვის, რომ ეპასუხა მარტივ კითხვაზე, თუმცა ჩვენმა რესპონდენტმა პასუხის გაცემა არ ისურვა და გვითხრა, რომ არ ესმოდა ჩვენი ხმა.

არადა, მანამდე მშვენივრად ესმოდა ყოველი სიტყვა. ბელა გომურაშვილმა გვთხოვა, მისთვის მოგვიანებით დაგვერეკა, ერთ საათში მასთან დაკავშირება ვცადეთ, თუმცა უშედეგოდ, პრესმდივანს, რომლის სამსახური ჟურნალისტებთან ურთიერთობასა და მათთვის შეკითხვებზე პასუხის გაცემას ითვალისწინებს, სხვადასხვა ნომრიდან შევეხმიანეთ, თუმცა ტელეფონის აღება აღარ ისურვა. სახელმწიფო უწყებების პრესმდივნები ჟურნალისტებთან მოპყრობით ვეღარ გაგვაკვირვებენ, - როგორც ამბობენ, ამ თემაზე სხვა გამოცემებს ადრეც ჰქონიათ მასალის მომზადების მცდელობა, თუმცა პრესსამსახურის მხრიდან საკმაოდ დიდი აგრესია მოჰყოლია. მათ კი ყველაზე კარგად უნდა იცოდნენ, რომ ნინო კალანდაძე და სხვა მაღალჩინოსნები თანამდებობის პირები არიან და პრესა მათით აუცილებლად დაინტერესდება.

მარიამ ლაღიძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"