სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა გადაეცა გენეტიკურად ჯაბა იოსელიანის შვილიშვილს
რა გადაეცა გენეტიკურად ჯაბა იოსელიანის შვილიშვილს

ჟურ­ნალ "გზის" არ­ქი­ვი­დან (2011 წელი)

მსა­ხი­ობ თამ­თა ცინ­ცა­ძეს ად­რე­ულ წლებ­ში უფრო დრა­მა­ტუ­ლი და ლი­რი­კუ­ლი რო­ლე­ბის შემ­სრუ­ლებ­ლად მი­იჩ­ნევ­დნენ, ბოლო დროს, სა­ხა­სი­ა­თო ტი­პა­ჟე­ბიც შექ­მნა, რაც მის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია... თამ­თა ჯაბა იო­სე­ლი­ა­ნის ყო­ფი­ლი რძა­ლი გახ­ლავთ და ამ ქორ­წი­ნე­ბი­დან ჰყავს შვი­ლი - ჯაბა იო­სე­ლი­ა­ნი-უმ­ცრო­სი.

- ჩემი მოს­წავ­ლე­ო­ბის პე­რი­ოდ­ში სა­მე­დი­ცი­ნო ინ­სტი­ტუ­ტში ჩა­ბა­რე­ბა მო­დუ­რი იყო და მეც ექი­მო­ბის­თვის ვემ­ზა­დე­ბო­დი... მი­სა­ღე­ბი გა­მოც­დე­ბი უკვე მო­ახ­ლო­ე­ბუ­ლი იყო, როცა შე­ვი­ტყვე, რომ თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში მიშა თუ­მა­ნიშ­ვილს ჯგუ­ფი აჰ­ყავ­და (რაც 4 წე­ლი­წად­ში ერთხელ ხდე­ბო­და) და იქ ჩა­ბა­რე­ბის სურ­ვი­ლი გა­მიჩ­ნდა. შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ტუ­რე­ბი ად­ვი­ლად გა­დავ­ლა­ხე და მა­ღა­ლი ქუ­ლე­ბით ჩა­ვი­რი­ცხე. გა­მი­მარ­თლა, ექ­სპე­რი­მენ­ტულ ჯგუფ­ში მოვ­ხვდი, ჩვე­ნი ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი იყ­ვნენ ბა­ტო­ნი მი­შას ასის­ტენ­ტე­ბი - გოგი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი, ლე­ვან წუ­ლა­ძე, გია კი­ტია და ირა ჟღენ­ტი... ჩემი ჯგუ­ფე­ლე­ბი იყ­ვნენ - დათო დო­ი­აშ­ვი­ლი, დათო საყ­ვა­რე­ლი­ძე, ნა­ნუ­კა ლი­თა­ნიშ­ვი­ლი, გი­ორ­გი ნა­კა­ში­ძე, დათო მღებ­რიშ­ვი­ლი, გი­ორ­გი სი­ხა­რუ­ლი­ძე.

- თქვენს პე­და­გოგს - მიშა თუ­მა­ნიშ­ვილს რო­გორ გა­იხ­სე­ნებ­დით?

- დიდი ხე­ლო­ვა­ნი, გე­ნი­ო­სი და უაღ­რე­სად ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნი ამავდრო­უ­ლად, კარ­გი მას­წავ­ლე­ბე­ლი იყო. დიდი სით­ბო­სა და სიყ­ვა­რუ­ლის გარ­და ბა­ტო­ნი მი­შას­გან არა­ფე­რი მახ­სოვს. ზო­გი­ერ­თი მი­იჩ­ნევს, რომ თით­ქოს თუ­მა­ნიშ­ვი­ლის მო­წა­ფე­ე­ბი პე­და­გოგ­ზე ზედ­მე­ტად მი­ჯაჭ­ვუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით და მის გა­რე­შე როლ­ზე მუ­შა­ო­ბა გვი­ჭირ­და. ასე არ ყო­ფი­ლა... ფა­ნა­ტი­კო­სე­ბი კი არ ვართ, უბ­რა­ლოდ, ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო პე­და­გო­გი გვყავ­და. თი­თო­ე­უ­ლი სი­ტყვა მახ­სოვს, რო­გორ გვა­რი­გებ­და, რომ ჩვე­ნი პრო­ფე­სია, ხე­ლო­ბა და რო­ლის კე­თე­ბის ხე­ლოვ­ნე­ბა კარ­გად გვეს­წავ­ლა. ახლა უკვე, როცა თვი­თონ გავ­ხდი პე­და­გო­გი, ვგრძნობ, თუ რო­გო­რი კარ­გი სკო­ლა გა­მა­ტა­რა ბა­ტონ­მა მი­შამ...

- ინ­სტი­ტუ­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, თუ­მა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში გა­ნაგ­რძეთ მუ­შა­ო­ბა?

-არა, შე­მო­თა­ვა­ზე­ბა არ მქონ­და; თუმ­ცა ბა­ტო­ნი მიშა IV კურ­სი­დან მთა­ვა­ზობ­და მის თე­ატ­რში მსა­ხი­ო­ბო­ბას, მაგ­რამ იმის გამო, რომ ჩემი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა უც­ნა­უ­რად აე­წყო, ვერ შევ­ძე­ლი. ინ­სტი­ტუ­ტის დამ­თავ­რე­ბი­დან 2 წლის შემ­დეგ, დოიმ (დათო დო­ი­აშ­ვი­ლი) სა­მუ­შა­ოდ მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში მი­მიწ­ვია. მა­შინ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მსა­ხი­ო­ბო­ბა მო­დუ­რი იყო. მეც იმ "მო­დას" ავ­ყე­ვი და ამ გა­და­სა­ხე­დი­დან ვხვდე­ბი, რომ შეც­დო­მა და­ვუშ­ვი.

- რო­მელ უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში მუ­შა­ობთ?

- ილი­ას უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მე­ტყვე­ლე­ბას ვას­წავ­ლი და ჩვენს თე­ატ­რში რე­ჟი­სო­რის ასის­ტენ­ტიც ვარ. გა­მორ­ჩე­ულ და სა­ინ­ტე­რე­სო სტუ­დენ­ტებს კი პირ­ვე­ლი­ვე კურ­სი­დან სა­შუ­ა­ლე­ბა ეძ­ლე­ვათ, სწავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად, პრო­ფე­სი­ო­ნალ მსა­ხი­ო­ბებ­თან ერ­თად სცე­ნა­ზე დად­გნენ. ეს კარ­გი ექ­სპე­რი­მენ­ტი ოთარ ეგა­ძემ და­ნერ­გა. ჩვე­ნი თე­ატ­რის რე­პერ­ტუ­არ­ში 5 სპექ­ტაკ­ლია და აქე­დან ოთხში ვთა­მა­შობ.

- თქვენს უფ­როს ვაჟ­ზე - ჯაბა იო­სე­ლი­ა­ნი-უმ­ცროს­ზე რას გვე­ტყვით? რო­გორც ვიცი, ჯაბა თქვენ­თან არ გაზ­რდი­ლა...

- მისი პა­ტა­რა­ო­ბი­სას პო­ლი­ტი­კუ­რად რთუ­ლი პე­რი­ო­დი იყო. ვინც იო­სე­ლი­ა­ნე­ბის ოჯახს ახ­ლოს იც­ნობ­და, ეს კარ­გად იცის. ჯაბა იზ­რდე­ბო­და რო­გორც მა­მას­თან, ასე­ვე ჩემ­თა­ნაც, დე­ი­და­ჩემ­სა და ბე­ბი­ას დიდი ამა­გი აქვთ მას­ზე. თუმ­ცა იყო და­ძა­ბუ­ლო­ბა, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, დაც­ვის სა­ჭი­რო­ე­ბაც... ის, რა თქმა უნდა, მა­მის ოჯახ­ში უფრო უსაფრ­თხოდ იყო.

ძნე­ლია იმის აღ­წე­რა, გა­გე­ბა და და­ჯე­რე­ბა, თუ რამ­დე­ნად რთუ­ლი ცხოვ­რე­ბა გვქონ­და. ცუ­დია და გან­ვიც­დი, რომ ჯა­ბას ჩემი ხელი გარ­კვე­ულ­წი­ლად მო­აკ­ლდა, მაგ­რამ ალ­ბათ თით­ქმის ყვე­ლა დან­გრე­უ­ლი ოჯა­ხის შვი­ლი ასეა. მარ­კე­ტინ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტია, მი­ლან­ში ბა­კა­ლავ­რი­ა­ტი წარ­მა­ტე­ბით და­ამ­თავ­რა... გო­ნი­ე­რი ბი­ჭია, შრო­მის­მოყ­ვა­რე და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით აღ­სავ­სე.

- მსმე­ნია, რომ ლექ­სებ­საც წერს...

- დიახ, ჩვენ ეს გე­ნე­ტი­კუ­რად მოგ­ვდგამს - ჩემი დიდი ბა­ბუა ლექ­სებს წერ­და; მე და ჩემი მშობ­ლე­ბიც ვწერთ და ამის ნიჭი ჯა­ბა­საც გა­მოჰ­ყვა. ჯაბა ბავ­შვო­ბა­ში კარ­გად ხა­ტავ­და კი­დეც, კე­რა­მი­კულ ნა­მუ­შევ­რებს აკე­თებ­და, ცხოვ­რე­ბა­ში ბევ­რი გა­ტა­ცე­ბა აქვს და ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად გა­მოს­დის. სხვა­თა შო­რის, ჯა­ბას მე­ო­რე ბა­ბუა - ალე­კო ცინ­ცა­ძე, ჰუ­მა­ნი­ტა­რულ-ტექ­ნი­კუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის და­მა­არ­სე­ბე­ლი, პრო­ფე­სო­რი, მა­თე­მა­ტი­კო­სია და ახ­ლა­ხან ენათ­მეც­ნი­ე­რე­ბა­ში აღ­მო­ჩე­ნა გა­ა­კე­თა, რო­მე­ლიც ალ­ბათ შეც­ვლის ქარ­თუ­ლი ან­ბა­ნის შექ­მნის თა­რიღს...

- ჯა­ბას მამა, კონ­სტან­ტი­ნე რო­გორ გა­ი­ცა­ნით და რამ­დენ ხანს იცხოვ­რეთ ერ­თად?

- ცოლ-ქმა­რი მხო­ლოდ 2 წელი ვი­ყა­ვით, მა­ნამ­დე 1 წელი კი - შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი გახ­ლდით და ბო­ლოს, ისე მოხ­და, რომ მო­მი­ტა­ცა... ერ­თმა­ნე­თი თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში გა­ვი­ცა­ნით. ის იმ დროს თსუ-ს სტუ­დენ­ტი, გერ­მა­ნის­ტი იყო.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ლილი იო­სე­ლი­ა­ნი მისი მა­მი­დაა და თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტშიც მო­უნ­და "შე­მო­ე­ხე­და". და­ინ­ტე­რეს­და იმით, თუ რა ხდე­ბო­და თუ­მა­ნიშ­ვი­ლის სამ­სა­ხი­ო­ბო ჯგუფ­ში და გა­ე­გო, მა­საც ხომ არ ჰქონ­და ამ დარ­გის­კენ მიდ­რე­კი­ლე­ბა. მაგ­რამ ჩვე­ნი პრო­ფე­სია მა­ინ­ცდა­მა­ინც არ მო­ე­წო­ნა და თა­ვის საქ­მი­ა­ნო­ბას მალე და­უბ­რუნ­და. 1-2 კვი­რა თა­ვი­სუ­ფალ მსმე­ნე­ლად იჯდა და სწო­რედ იმ პე­რი­ოდ­ში დავ­მე­გობ­რდით...

- რა გახ­და თქვე­ნი და­შო­რე­ბის მი­ზე­ზი?

- ოჯა­ხი "პა­ტა­რებ­მა" შევ­ქმე­ნით და მხო­ლოდ მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თგა­გე­ბა და დიდი სიყ­ვა­რუ­ლი საკ­მა­რი­სი გვე­გო­ნა... კარ­გი მე­გობ­რე­ბი გახ­ლდით, რაც დღემ­დე გრძელ­დე­ბა, მაგ­რამ ცოლ­ქმრო­ბა არ გა­მოგ­ვი­ვი­და. ისე, მი­მაჩ­ნია, რომ ჩვე­ნი და­შო­რე­ბა არას­წორ მო­მენ­ტში მოხ­და. კო­წია ძა­ლი­ან კარ­გი, კულ­ტუ­რუ­ლი, დახ­ვე­წი­ლი და გა­ნათ­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნია. მა­შინ ისე­თი რთუ­ლი პე­რი­ო­დი იყო, ვინ რას ლა­პა­რა­კობ­და, დღემ­დე ვერ ვხვდე­ბი.

თით­ქოს ზო­გი­ერთს რა­ღაც და­ვა­ლე­ბაც კი ჰქონ­და, რომ ჩვენს ოჯახ­ში სი­ტუ­ა­ცია აე­რია; მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ცდი­ლობ­დნენ ოჯა­ხის გარ­შე­მო რა­ღაც ამ­ბე­ბის ატე­ხას. იმ ლა­ბი­რინთში გზის გაკ­ვლე­ვა, მერ­წმუ­ნეთ, შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო. ახლა რომ ვაკ­ვირ­დე­ბი, დიდი მოთ­მი­ნე­ბა გვქო­ნია, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ღირ­სე­უ­ლად გა­და­ვი­ტა­ნეთ და ერ­თმა­ნეთ­თან ძა­ლი­ან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა შე­ვი­ნარ­ჩუ­ნეთ.

- მათ ოჯახ­ში ცხოვ­რე­ბი­სას რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გქონ­დათ ბა­ტონ ჯაბა იო­სე­ლი­ან­თან?

- თა­ვი­დან­ვე არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად მი­მი­ღო და ჩემ მი­მართ მარ­თლაც კარ­გი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­და. პი­რა­დად მე, რო­გორც ძა­ლი­ან თბი­ლი, მო­სიყ­ვა­რუ­ლე, კე­თი­ლი და კულ­ტუ­რუ­ლი ადა­მი­ა­ნი, ისე და­მა­მახ­სოვ­რდა. მა­მა­სა­ვით ზრუ­ნავ­და ჩემ­ზე. ვმე­გობ­რობ­დით, თა­ვის ნა­წე­რებს მა­კი­თხებ­და. როცა ახალ რო­მან­ზე მუ­შა­ობ­და, აზრს მე­კი­თხე­ბო­და, შე­იძ­ლე­ბა სუ­ლაც არ აინ­ტე­რე­სებ­და, მაგ­რამ - წა­ხა­ლი­სე­ბის მიზ­ნით.

ჯაბა ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნი და ტრა­გი­კუ­ლი პი­როვ­ნე­ბა იყო... მო­გეხ­სე­ნე­ბათ, პრო­ფე­სო­რი იყო, ბევ­რი ნაშ­რო­მი­სა და წიგ­ნის ავ­ტო­რი, რა­საც ნამ­დვი­ლად თვი­თონ წერ­და, ამის მომსწრე თა­ვად ვარ. მერე რა­ტომ­ღაც პო­ლი­ტი­კით და­ინ­ტე­რეს­და, რაც მგო­ნია, რომ არას­წო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო; ისე, ამის დიდი სურ­ვი­ლი თვი­თო­ნაც არ ჰქონ­და... მაგ­რამ ვერ გან­ვი­კი­თხავ, რად­გა­ნაც მის­გან ბევ­რი კარ­გი რამ მახ­სოვს...

თამ­თა და­დე­შე­ლი

ჟურ­ნალ "გზის" არ­ქი­ვი­დან

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

რა გადაეცა გენეტიკურად ჯაბა იოსელიანის შვილიშვილს

რა გადაეცა გენეტიკურად ჯაბა იოსელიანის შვილიშვილს

ჟურნალ "გზის" არქივიდან (2011 წელი)

მსახიობ თამთა ცინცაძეს ადრეულ წლებში უფრო დრამატული და ლირიკული როლების შემსრულებლად მიიჩნევდნენ, ბოლო დროს, სახასიათო ტიპაჟებიც შექმნა, რაც მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია... თამთა ჯაბა იოსელიანის ყოფილი რძალი გახლავთ და ამ ქორწინებიდან ჰყავს შვილი - ჯაბა იოსელიანი-უმცროსი.

- ჩემი მოსწავლეობის პერიოდში სამედიცინო ინსტიტუტში ჩაბარება მოდური იყო და მეც ექიმობისთვის ვემზადებოდი... მისაღები გამოცდები უკვე მოახლოებული იყო, როცა შევიტყვე, რომ თეატრალურ ინსტიტუტში მიშა თუმანიშვილს ჯგუფი აჰყავდა (რაც 4 წელიწადში ერთხელ ხდებოდა) და იქ ჩაბარების სურვილი გამიჩნდა. შემოქმედებითი ტურები ადვილად გადავლახე და მაღალი ქულებით ჩავირიცხე. გამიმართლა, ექსპერიმენტულ ჯგუფში მოვხვდი, ჩვენი ხელმძღვანელები იყვნენ ბატონი მიშას ასისტენტები - გოგი მარგველაშვილი, ლევან წულაძე, გია კიტია და ირა ჟღენტი... ჩემი ჯგუფელები იყვნენ - დათო დოიაშვილი, დათო საყვარელიძე, ნანუკა ლითანიშვილი, გიორგი ნაკაშიძე, დათო მღებრიშვილი, გიორგი სიხარულიძე.

- თქვენს პედაგოგს - მიშა თუმანიშვილს როგორ გაიხსენებდით?

- დიდი ხელოვანი, გენიოსი და უაღრესად ინტელექტუალური ადამიანი ამავდროულად, კარგი მასწავლებელი იყო. დიდი სითბოსა და სიყვარულის გარდა ბატონი მიშასგან არაფერი მახსოვს. ზოგიერთი მიიჩნევს, რომ თითქოს თუმანიშვილის მოწაფეები პედაგოგზე ზედმეტად მიჯაჭვულები ვიყავით და მის გარეშე როლზე მუშაობა გვიჭირდა. ასე არ ყოფილა... ფანატიკოსები კი არ ვართ, უბრალოდ, ერთ-ერთი საუკეთესო პედაგოგი გვყავდა. თითოეული სიტყვა მახსოვს, როგორ გვარიგებდა, რომ ჩვენი პროფესია, ხელობა და როლის კეთების ხელოვნება კარგად გვესწავლა. ახლა უკვე, როცა თვითონ გავხდი პედაგოგი, ვგრძნობ, თუ როგორი კარგი სკოლა გამატარა ბატონმა მიშამ...

- ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, თუმანიშვილის თეატრში განაგრძეთ მუშაობა?

-არა, შემოთავაზება არ მქონდა; თუმცა ბატონი მიშა IV კურსიდან მთავაზობდა მის თეატრში მსახიობობას, მაგრამ იმის გამო, რომ ჩემი პირადი ცხოვრება უცნაურად აეწყო, ვერ შევძელი. ინსტიტუტის დამთავრებიდან 2 წლის შემდეგ, დოიმ (დათო დოიაშვილი) სამუშაოდ მარჯანიშვილის თეატრში მიმიწვია. მაშინ დამოუკიდებელი მსახიობობა მოდური იყო. მეც იმ "მოდას" ავყევი და ამ გადასახედიდან ვხვდები, რომ შეცდომა დავუშვი.

- რომელ უმაღლეს სასწავლებელში მუშაობთ?

- ილიას უნივერსიტეტში მეტყველებას ვასწავლი და ჩვენს თეატრში რეჟისორის ასისტენტიც ვარ. გამორჩეულ და საინტერესო სტუდენტებს კი პირველივე კურსიდან საშუალება ეძლევათ, სწავლის პარალელურად, პროფესიონალ მსახიობებთან ერთად სცენაზე დადგნენ. ეს კარგი ექსპერიმენტი ოთარ ეგაძემ დანერგა. ჩვენი თეატრის რეპერტუარში 5 სპექტაკლია და აქედან ოთხში ვთამაშობ.

- თქვენს უფროს ვაჟზე - ჯაბა იოსელიანი-უმცროსზე რას გვეტყვით? როგორც ვიცი, ჯაბა თქვენთან არ გაზრდილა...

- მისი პატარაობისას პოლიტიკურად რთული პერიოდი იყო. ვინც იოსელიანების ოჯახს ახლოს იცნობდა, ეს კარგად იცის. ჯაბა იზრდებოდა როგორც მამასთან, ასევე ჩემთანაც, დეიდაჩემსა და ბებიას დიდი ამაგი აქვთ მასზე. თუმცა იყო დაძაბულობა, ხშირ შემთხვევაში, დაცვის საჭიროებაც... ის, რა თქმა უნდა, მამის ოჯახში უფრო უსაფრთხოდ იყო.

ძნელია იმის აღწერა, გაგება და დაჯერება, თუ რამდენად რთული ცხოვრება გვქონდა. ცუდია და განვიცდი, რომ ჯაბას ჩემი ხელი გარკვეულწილად მოაკლდა, მაგრამ ალბათ თითქმის ყველა დანგრეული ოჯახის შვილი ასეა. მარკეტინგის სპეციალისტია, მილანში ბაკალავრიატი წარმატებით დაამთავრა... გონიერი ბიჭია, შრომისმოყვარე და პასუხისმგებლობით აღსავსე.

- მსმენია, რომ ლექსებსაც წერს...

- დიახ, ჩვენ ეს გენეტიკურად მოგვდგამს - ჩემი დიდი ბაბუა ლექსებს წერდა; მე და ჩემი მშობლებიც ვწერთ და ამის ნიჭი ჯაბასაც გამოჰყვა. ჯაბა ბავშვობაში კარგად ხატავდა კიდეც, კერამიკულ ნამუშევრებს აკეთებდა, ცხოვრებაში ბევრი გატაცება აქვს და ყველაფერი კარგად გამოსდის. სხვათა შორის, ჯაბას მეორე ბაბუა - ალეკო ცინცაძე, ჰუმანიტარულ-ტექნიკური ინსტიტუტის დამაარსებელი, პროფესორი, მათემატიკოსია და ახლახან ენათმეცნიერებაში აღმოჩენა გააკეთა, რომელიც ალბათ შეცვლის ქართული ანბანის შექმნის თარიღს...

- ჯაბას მამა, კონსტანტინე როგორ გაიცანით და რამდენ ხანს იცხოვრეთ ერთად?

- ცოლ-ქმარი მხოლოდ 2 წელი ვიყავით, მანამდე 1 წელი კი - შეყვარებულები გახლდით და ბოლოს, ისე მოხდა, რომ მომიტაცა... ერთმანეთი თეატრალურ ინსტიტუტში გავიცანით. ის იმ დროს თსუ-ს სტუდენტი, გერმანისტი იყო.

მოგეხსენებათ, ლილი იოსელიანი მისი მამიდაა და თეატრალურ ინსტიტუტშიც მოუნდა "შემოეხედა". დაინტერესდა იმით, თუ რა ხდებოდა თუმანიშვილის სამსახიობო ჯგუფში და გაეგო, მასაც ხომ არ ჰქონდა ამ დარგისკენ მიდრეკილება. მაგრამ ჩვენი პროფესია მაინცდამაინც არ მოეწონა და თავის საქმიანობას მალე დაუბრუნდა. 1-2 კვირა თავისუფალ მსმენელად იჯდა და სწორედ იმ პერიოდში დავმეგობრდით...

- რა გახდა თქვენი დაშორების მიზეზი?

- ოჯახი "პატარებმა" შევქმენით და მხოლოდ მეგობრული ურთიერთგაგება და დიდი სიყვარული საკმარისი გვეგონა... კარგი მეგობრები გახლდით, რაც დღემდე გრძელდება, მაგრამ ცოლქმრობა არ გამოგვივიდა. ისე, მიმაჩნია, რომ ჩვენი დაშორება არასწორ მომენტში მოხდა. კოწია ძალიან კარგი, კულტურული, დახვეწილი და განათლებული ადამიანია. მაშინ ისეთი რთული პერიოდი იყო, ვინ რას ლაპარაკობდა, დღემდე ვერ ვხვდები.

თითქოს ზოგიერთს რაღაც დავალებაც კი ჰქონდა, რომ ჩვენს ოჯახში სიტუაცია აერია; მიზანმიმართულად ცდილობდნენ ოჯახის გარშემო რაღაც ამბების ატეხას. იმ ლაბირინთში გზის გაკვლევა, მერწმუნეთ, შეუძლებელი იყო. ახლა რომ ვაკვირდები, დიდი მოთმინება გვქონია, რომ ეს ყველაფერი ღირსეულად გადავიტანეთ და ერთმანეთთან ძალიან კარგი ურთიერთობა შევინარჩუნეთ.

- მათ ოჯახში ცხოვრებისას როგორი ურთიერთობა გქონდათ ბატონ ჯაბა იოსელიანთან?

- თავიდანვე არაჩვეულებრივად მიმიღო და ჩემ მიმართ მართლაც კარგი დამოკიდებულება ჰქონდა. პირადად მე, როგორც ძალიან თბილი, მოსიყვარულე, კეთილი და კულტურული ადამიანი, ისე დამამახსოვრდა. მამასავით ზრუნავდა ჩემზე. ვმეგობრობდით, თავის ნაწერებს მაკითხებდა. როცა ახალ რომანზე მუშაობდა, აზრს მეკითხებოდა, შეიძლება სულაც არ აინტერესებდა, მაგრამ - წახალისების მიზნით.

ჯაბა ძალიან ჭკვიანი და ტრაგიკული პიროვნება იყო... მოგეხსენებათ, პროფესორი იყო, ბევრი ნაშრომისა და წიგნის ავტორი, რასაც ნამდვილად თვითონ წერდა, ამის მომსწრე თავად ვარ. მერე რატომღაც პოლიტიკით დაინტერესდა, რაც მგონია, რომ არასწორი გადაწყვეტილება იყო; ისე, ამის დიდი სურვილი თვითონაც არ ჰქონდა... მაგრამ ვერ განვიკითხავ, რადგანაც მისგან ბევრი კარგი რამ მახსოვს...

თამთა დადეშელი

ჟურნალ "გზის" არქივიდან

(გამოდის ხუთშაბათობით)

დიდთოვლობის გამო ვერტმფრენის სადგომი ჩაინგრა - ფოტოები ბახმაროდან, სადაც 3-მეტრამდე თოვლია

მეუფე ნიკოლოზი - " მოვემზადოთ ქრისტესთან შესახვედრად... უნდა ვიჩქაროთ, უნდა მოვაგროვოთ კეთილი საქმეები"

პატრიარქი - "შემთხვევითი არ არის, რომ ის სენი, რომელიც მსოფლიოს მოედო, საქართველოში არ არის..."