მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თუშეთში გეი ტურისტებს სცემეს
თუშეთში გეი ტურისტებს სცემეს

თუ­შეთ­ში გეი ტუ­რის­ტებს სცე­მეს, ხელ-ფეხი შე­უკ­რეს და მდი­ნა­რე­ში გა­და­ყა­რეს. ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი­დან აც­ნო­ბეს. ერთ-ერთი ტუ­რის­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლის გან­ცხა­დე­ბით, ტუ­რის­ტებ­მა სა­ქარ­თვე­ლო უკვე და­ტო­ვეს.

ინ­ცი­დენ­ტი ერთი კვი­რის წინ, სო­ფელ ომა­ლო­ში მოხ­და. თუ­შეთ­ში და­სას­ვე­ნებ­ლად მყოფ­მა რამ­დე­ნი­მე ქარ­თველ­მა ახალ­გაზ­რდამ სამი გერ­მა­ნე­ლი ტუ­რის­ტი სუფ­რა­ზე მი­იწ­ვია.

ჩხუ­ბი მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც ტუ­რის­ტებ­მა ერ­თმა­ნეთს აკო­ცეს. ქარ­თველ­მა ახალ­გაზ­რდებ­მა გერ­მა­ნელ ტუ­რის­ტებს ჯერ სცე­მეს, ხოლო შემ­დეგ ხელ-ფეხი შე­უკ­რეს და მდი­ნა­რე­ში გა­და­ყა­რეს. ტუ­რის­ტე­ბი წყლი­დან ომა­ლოს მცხოვ­რებ­ლებ­მა ამო­იყ­ვა­ნეს. ტუ­რის­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლის ცნო­ბით, ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა უზ­რუნ­ველ­ყვეს ტუ­რის­ტე­ბის ბარ­ში უსაფრ­თხო ტრან­სპორ­ტი­რე­ბა, სა­ი­და­ნაც ისი­ნი თბი­ლის­ში ჩა­ვიდ­ნენ და სა­ქარ­თვე­ლო და­ტო­ვეს.

მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით და­ზა­რა­ლე­ბულ ტუ­რის­ტებს არც პო­ლი­ცი­ის­თვის და არც სა­კონ­სუ­ლოს­თვის არ მი­უ­მარ­თავთ. შე­სა­ბა­მი­სად, ახ­მე­ტის პო­ლი­ცი­ა­ში სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღ­ძრუ­ლი არ არის.

ახ­მე­ტის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გებ­ლის მო­ად­გი­ლე ვაჟა ნას­ყი­დაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ომა­ლო­ში ახ­მე­ტის პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი რე­გუ­ლა­რუ­ლად პატ­რუ­ლი­რე­ბენ.

"მით უფრო ზა­ფხულ­ში, როცა თუ­შეთ­ში ძა­ლი­ან ბევ­რი ტუ­რის­ტია, პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი იქ ყო­ველ­თვის არი­ან. სა­გუ­შა­გოც აქვთ, აე­რო­პორ­ტის მო­პირ­და­პი­რე მხა­რეს. ტუ­რის­ტე­ბის ცე­მის შე­სა­ხებ ჩვენ არა­ნა­ი­რი ინ­ფორ­მა­ცია არ გვაქვს", - გა­ნა­ცხა­და გამ­გებ­ლის მო­ად­გი­ლემ.

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრის ცნო­ბით, ქარ­თვე­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი, რომ­ლებ­მაც ტუ­რის­ტებს სცე­მეს, მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის შვი­ლე­ბი არი­ან.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

თუშეთში გეი ტურისტებს სცემეს

თუშეთში გეი ტურისტებს სცემეს

თუშეთში გეი ტურისტებს სცემეს, ხელ-ფეხი შეუკრეს და მდინარეში გადაყარეს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" კახეთის საინფორმაციო ცენტრიდან აცნობეს. ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, ტურისტებმა საქართველო უკვე დატოვეს.

ინციდენტი ერთი კვირის წინ, სოფელ ომალოში მოხდა. თუშეთში დასასვენებლად მყოფმა რამდენიმე ქართველმა ახალგაზრდამ სამი გერმანელი ტურისტი სუფრაზე მიიწვია.

ჩხუბი მას შემდეგ დაიწყო, რაც ტურისტებმა ერთმანეთს აკოცეს. ქართველმა ახალგაზრდებმა გერმანელ ტურისტებს ჯერ სცემეს, ხოლო შემდეგ ხელ-ფეხი შეუკრეს და მდინარეში გადაყარეს. ტურისტები წყლიდან ომალოს მცხოვრებლებმა ამოიყვანეს. ტურისტული კომპანიის წარმომადგენლის ცნობით, ადგილობრივებმა უზრუნველყვეს ტურისტების ბარში უსაფრთხო ტრანსპორტირება, საიდანაც ისინი თბილისში ჩავიდნენ და საქართველო დატოვეს.

მომხდართან დაკავშირებით დაზარალებულ ტურისტებს არც პოლიციისთვის და არც საკონსულოსთვის არ მიუმართავთ. შესაბამისად, ახმეტის პოლიციაში სისხლის სამართლის საქმე აღძრული არ არის.

ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ვაჟა ნასყიდაშვილის განცხადებით, ომალოში ახმეტის პოლიციის თანამშრომლები რეგულარულად პატრულირებენ.

"მით უფრო ზაფხულში, როცა თუშეთში ძალიან ბევრი ტურისტია, პოლიციის თანამშრომლები იქ ყოველთვის არიან. საგუშაგოც აქვთ, აეროპორტის მოპირდაპირე მხარეს. ტურისტების ცემის შესახებ ჩვენ არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს", - განაცხადა გამგებლის მოადგილემ.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, ქართველი ახალგაზრდები, რომლებმაც ტურისტებს სცემეს, მაღალჩინოსნების შვილები არიან.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"