პოლიტიკა
Faceამბები
მოზაიკა

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
”იდიოტია... წერტილი”
”იდიოტია... წერტილი”

შე­სავ­ლის ნაც­ვლად

"როცა ხალ­ხს ამ­დე­ნი მო­ღა­ლა­ტე შინა ჰყავს, მა­კე­დო­ნე­ლიც ვერ გა­ა­მარ­ჯვე­ბი­ნებს მას, პიპა... რად­გან ჯერ არ­სად გა­უ­მარ­ჯვნი­ათ მში­შა­რებ­სა და მსტო­ვა­რებს...

...ჩვენ­ში ყო­ველ ნა­ბიჭ­ვარს აზ­ნა­უ­რო­ბა სწყუ­რია, ყო­ველ ნა­ცარ­ქე­ქი­ას - სარ­დლო­ბა.

...ჩვე­ნი უბე­დუ­რე­ბა ეგაა: სხვის ფან­დურ­ზე ბუქ­ნა­ო­ბა გვიყ­ვარს, ამი­ტო­მაც მუსრს ავ­ლებ­და სა­ქარ­თვე­ლოს სხვის ქვეყ­ნებ­ში ატე­ხი­ლი ჭირი...

...ოდით­გან­ვე ასე მოგ­ვდგამს ქარ­თვე­ლებს: დიდი კაცი თუ გა­მოგ­ვე­რია, მას ისე დავ­კორტნით, რო­გორც და­კო­დილ ძე­რას ყვა­ვე­ბი". - კ. გამ­სა­ხურ­დია, "დი­დოს­ტა­ტის მარ­ჯვე­ნა"

ფაქ­ტი #1

სა­ინ­ფორ­მა­ციო ანა­ლი­ტი­კუ­რი სა­ა­გენ­ტოს "სა­ქინ­ფორ­მის" სა­იტ­ზე 16 მა­ისს გა­მოქ­ვეყ­ნდა სტა­ტია ბაია ამა­შუ­კე­ლის ავ­ტო­რო­ბით, სა­ხელ­წო­დე­ბით - "რო­ბერტ სტუ­რუა: "ხალ­ხმა ვი­ცით სი­მარ­თლე, მაგ­რამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სი­რაქ­ლე­მა­სა­ვით ოს­ტა­ტუ­რად მა­ლავს "სიც­რუ­ის ქვი­შა­ში თავს!" რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი სტა­ტი­ა­ში ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ზე სა­უბ­რობს.

ცი­ტი­რე­ბა სტა­ტი­ი­დან, სა­დაც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს რე­ჟი­სო­რი სომ­ხად მო­იხ­სე­ნი­ებს:

რო­ბერტ სტუ­რუა: სო­მე­ხია და რა ვქნათ... ეს ხომ არ არის და­მა­ლუ­ლი?

ბაია ამა­შუ­კე­ლი: თა­ვად უარ­ყოფს ამას. ეს გა­სა­გე­ბია, მაგ­რამ იყოს სო­მე­ხი! იყოს შუ­შა­ნი­კი, ფე­ხებს და­ვუ­კოც­ნით. უდი­დე­სი შან­სი ჰქონ­და, დიდი პი­როვ­ნე­ბა გამ­ხდა­რი­ყო...

რო­ბერტ სტუ­რუა: მერე ეგ შუ­შა­ნი­კი­ვით ექ­ცე­ვა სა­ქარ­თვე­ლოს?

ფაქ­ტი #2

LIBERALE.GE-ს ბლოგ­ზე გა­მოქ­ვეყ­ნდა ჟურ­ნა­ლისტ ნინო ბე­ქიშ­ვი­ლის ღია სა­პა­სუ­ხო წე­რი­ლი რო­ბერტ სტუ­რუ­ა­სად­მი. გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რიდს:

"ბა­ტო­ნო რო­ბერტ! მე­რამ­დე­ნე­ჯერ ჩავ­ხე­დე ინ­ტერ­ვი­უს ტექსტს - იქ შა­ვით თეთრზე წე­რია: - [მიშა] სო­მე­ხია და რა ვქნათ... ეს ხომ არ არის და­მა­ლუ­ლი?"

უც­ნა­უ­რია, რამ გი­ბიძ­გათ ეს ფრა­ზა გეთ­ქვათ! თქვენ ხომ პო­ლი­ტი­კო­სი არა ხართ - ასეთ რა­მე­ებს სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­გორც წესი, გა­კოტ­რე­ბუ­ლი ან პირ­ზე რძე­შე­უმშრა­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ამ­ბო­ბენ, რათა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი ფე­ნე­ბის მხარ­და­ჭე­რა მო­ი­პო­ვონ. სამ­წუ­ხა­როდ, ამ­გვა­რი რამ ჩვენ­ში ჯერ კი­დევ ჭრის.

დიდი მემ­კვიდ­რე­ო­ბა დგას თქვე­ნი სა­ხე­ლის უკან. წე­სით, სწო­რედ იმას უნდა შე­ე­ჩე­რე­ბი­ნეთ, რა­საც უკვე ათწლე­უ­ლე­ბია, აკე­თებთ. მახ­სენ­დე­ბა ჩემი მე­გო­ბა­რი სომ­ხე­ბი - თქვენ ყვე­ლა­ნი გიც­ნო­ბენ. ვინც აქ არ ცხოვ­რობს, ალ­ბათ, ვერც გა­ი­გე­ბენ ამ ინ­ტერ­ვი­უს შე­სა­ხებ, მაგ­რამ ხვალ რომ შემ­ხვდეს, რო­გორ უნდა გა­ვუს­წო­რო თვა­ლი არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ ადა­მი­ან­სა და მწე­რალს გივი შაჰნა­ზარს? თქვე­ნი სი­ტყვე­ბის გამო ნამ­დვი­ლად შემ­რცხვე­ბა. მით უმე­ტეს, ვიცი, რო­გორ უხა­რო­და ქარ­თუ­ლი თე­ატ­რის ყვე­ლა წარ­მა­ტე­ბა, რო­გორ გგულ­შე­მატ­კივ­რობ­დათ. ასე­თი კი ძა­ლი­ან ბევ­რია თბი­ლი­სელ თუ არათ­ბი­ლი­სელ სო­მეხ­თა შო­რის..."

ფაქ­ტი #3

სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ფე­ის­ბუქ­ზე" სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით წა­ვა­წყდი თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლის პოსტს რო­ბერტ სტუ­რუ­ას ინ­ტერ­ვი­უს­თან და­კავ­ში­რე­ბით. პრო­ფი­ლის ავ­ტორ­მა მოგ­ვი­ა­ნე­ბით უცხო სტუ­მარ­თათ­ვის ინ­ფორ­მა­ცია და­ხუ­რა, თუმ­ცა მო­ვას­წა­რი, გად­მო­მე­ტა­ნა ის გა­სა­ო­ცა­რი ტექ­სტე­ბი, რო­მე­ლიც ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლის სა­მე­გობ­რომ "გა­ი­მე­ტა" მსოფ­ლიო დო­ნის რე­ჟი­სო­რი­სად­მი. ვიდ­რე ამ დის­კუ­სი­ე­ბის ნა­წილს შე­მოგ­თა­ვა­ზებთ, ორი­ო­დე სა­ყუ­რა­დღე­ბო დე­ტა­ლი:

1. რო­გორც მი­მო­წე­რი­დან ირ­კვე­ვა, რო­ბერტ სტუ­რუ­ას ღვაწ­ლის, სა­ერ­თა­შო­რი­სო წარ­მა­ტე­ბი­სა თუ პი­როვ­ნუ­ლი სი­დი­ა­დის შე­სა­ხებ ადა­მი­ან­თა ეს სეგ­მენ­ტი არას­რულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ფლობს, ან უბ­რა­ლოდ არ იცის, ან კი­დევ არ სურს და­ჯე­რე­ბა-აღი­ა­რე­ბა. იმ მსოფ­ლიო გა­მოხ­მა­უ­რე­ბი­სა თუ სა­ერ­თა­შო­რი­სო აღი­ა­რე­ბე­ბის ნუს­ხა, რო­მე­ლიც მო­ვი­ძიე, აქ რომ წარ­მო­ვად­გი­ნო, ძა­ლი­ან დიდ ად­გილს და­ი­კა­ვებს, თან ორი მი­ზე­ზი გა­მაჩ­ნია იმის­თვის, რომ ეს არ გა­ვა­კე­თო: პა­ტი­ვის­ცე­მა დიდი მა­ესტროს ტა­ლან­ტი­სად­მი და შენ­და­მი, მკი­თხვე­ლო! იმის მტკი­ცე­ბა, ვინ არის რო­ბერტ სტუ­რუა, უხერ­ხუ­ლია.

2. თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლის მიღ­წე­ვე­ბის შე­სა­ხებ, რაც მო­ვი­ძიე, მხო­ლოდ ის არის, რომ ის გიგა ბო­კე­რი­ას მე­უღ­ლე და ჟურ­ნალ "ტა­ბუ­ლას" რე­დაქ­ტო­რია.

გთა­ვა­ზობთ მცი­რე ნა­წილს ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი­სა და მისი სა­მე­გობ­როს მი­მო­წე­რი­დან, დას­კვნა თქვენ­თვის მო­მინ­დვია (უცენ­ზუ­რო გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბის გამო, რე­დაქ­ცია ბო­დიშს გიხ­დით, თუმ­ცა ვე­ცა­დეთ, შე­და­რე­ბით "წე­სი­ე­რი" ფრა­ზე­ბი შეგ­ვერ­ჩია):

თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი: ვინც ამ ინ­ტერ­ვი­უს წა­კი­თხვის შემ­დეგ მე­ტყვის, რომ რო­ბერტ სტუ­რუა სრუ­ლი სირი არ არის, აღარ და­მირ­ე­კოს. სრუ­ლი კი არა, დეგ­რა­დი­რე­ბუ­ლი სი­რია(!).

მე­რაბ აბ­და­ლა­ძე: ეს რო­ბი­კო სულ ... არა­და, რო­გო­რი დიდი რე­ჟი­სო­რი იყო? ასე­თი რამ რომ ხდე­ბა, მეჩ­ვე­ნე­ბა ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა, ან უახ­ლო­ეს­მა მე­გო­ბარ­მა მი­ღა­ლა­ტა და ადა­მი­ა­ნის მი­მართ რწმე­ნა მი­სუს­ტდე­ბა. ზუს­ტად ამ ღა­ლა­ტის გამო ქუ­ჩა­ში რომ შემ­ხვდეს, კარ­გად ვა­გი­ნებ­დი.

რუ­სუ­დან ვა­შა­კი­ძე: ასე­თი აზ­რე­ბის პატ­რო­ნი რო­გორ შე­იძ­ლე­ბა კარ­გი რე­ჟი­სო­რი ყო­ფი­ლი­ყო? უბ­რა­ლოდ იმ პე­რი­ოდ­ში ალ­ტერ­ნა­ტი­ვე­ბი არ არ­სე­ბობ­და და არც არა­ვის ახა­რებ­დნენ სხვას.

შო კვა­რა: კლი­მაქ­ტო­ი­დუ­რი მო­ხუ­ცის ბოდ­ვე­ბი...

ერეკ­ლე ურუ­შა­ძე: სირი კი არა ყ..ა!

თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი: ერეკ­ლე, ზუს­ტად ეგ მინ­დო­და და­მე­წე­რა, მაგ­რამ კდე­მა­მო­სი­ლე­ბის­კენ მო­მი­წო­დებს გა­რე­მოც­ვა და... როცა პრე­სის თა­ვი­სუფ­ლე­ბა არ გვქონ­და, ეს კაცი გე­ნი­ო­სი გვე­გო­ნა - ახლა ვი­საც ჭკუა მო­ე­კი­თხე­ბა, ყვე­ლამ იცის რომ პი­ტა­ლო ყ...ა(!!!).

ლექ­სო მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი: მე მაქვს სტუ­რუ­ას სპექ­ტაკ­ლე­ბი ნა­ნა­ხი და ისე­თი­ვე სი­რო­ბაა, რო­გო­რიც ინ­ტერ­ვიუ...

თე­ო­ნა ჯა­ფა­რი­ძე: ინ­ტერ­ვიუ სა­ში­ნე­ლია, კი­დევ უფრო სა­ში­ნე­ლია ჟურ­ნა­ლის­ტი. სტუ­რუ­ას სპექ­ტაკ­ლებს რაც შე­ე­ხე­ბა, მოგ­წონთ თუ არა, ეს თქვე­ნი საქ­მეა, ფაქ­ტია, რომ ლონ­დო­ნის ღი­ვერ­სი დე შტუ­დიო-ში დად­გმუ­ლი მისი "ჰამ­ლე­ტი" ოფი­ცი­ა­ლუ­რად ბოლო 50 წლის "ჰამ­ლე­ტე­ბის" სა­უ­კე­თე­სო ხუ­თე­ულ­შია...

თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი: იმ­დე­ნი ხნის წინ ვნა­ხე ყვე­ლა­ფე­რი და ისე­თი პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, რომ ვე­რა­ფერს ვი­ტყვი. მე ზო­გა­დად თე­ატ­რი არ მიყ­ვარს და მის შემ­ფა­სებ­ლად ვერ გა­მოვ­დგე­ბი... მე, რო­მელ­საც თე­ატ­რი არ მეს­მის, რო­ბერტ სტუ­რუ­ას პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მში ეჭვი მე­პა­რე­ბა...

ქეთი დევ­და­რი­ა­ნი: პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ბე­ცე, ქსე­ნო­ფო­ბია, სექ­სიზ­მი და ალო­გი­კუ­რო­ბა ნამ­დვი­ლად იძ­ლე­ვა იმის სა­ფუძ­ველს, რომ და­ვას­კვნათ - რო­ბი­კო გო­ნე­ბა­შე­ზღუ­დუ­ლია.

თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი: იდი­ო­ტია. წერ­ტი­ლი.

ფაქ­ტი #3

რო­ბერტ სტუ­რუ­ას გა­რე­მოც­ვი­დან პირ­ვე­ლი აღ­მოჩ­ნდა რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის წამ­ყვა­ნი მსა­ხი­ო­ბი ბესო ზან­გუ­რი, რო­მელ­საც ამ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით მყი­სი­ე­რი რე­აქ­ცია და პრო­ტეს­ტი ჰქონ­და:

ბესო ზან­გუ­რი: "ამ ტექ­სტე­ბის წა­კი­თხვის­თა­ნა­ვე თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვილს მივ­წე­რე, ყვე­ლა­ფერს რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ, ამ­ხე­ლა ადა­მი­ანს ასე უცენ­ზუ­როდ რომ მო­იხ­სე­ნი­ებთ, უხერ­ხუ­ლია-მეთ­ქი. მი­პა­სუ­ხა, სი­რია და რა ვქნაო... ამა­ზე ვუ­თხა­რი, შე მარ­თლა სირო-მეთ­ქი. ჩემი პი­რა­დი მი­მო­წე­რა მან საქ­ვეყ­ნოდ გა­მო­ფი­ნა ყვე­ლას წა­სა­კი­თხად, რა­საც მისი მხარ­დამ­ჭრე­ბის მხრი­დან მო­რი­გი უხამ­სი და შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი კო­მენ­ტა­რე­ბი მოჰ­ყვა რო­გორც ბ-ნი რო­ბერ­ტის, ასე­ვე ჩემი მი­სა­მარ­თით.

თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი კი, რო­მე­ლიც თე­ატ­რში არც ყო­ფი­ლა, თავს უფ­ლე­ბას აძ­ლევს, მსოფ­ლიო ლე­გენ­დად ქცე­ულ რე­ჟი­სორს "დეგ­რა­დი­რე­ბუ­ლი სირი" უწო­დოს. იმე­დი მაქვს, ამ კო­მენ­ტა­რის შემ­დეგ ტყე­ში ან გლ­და­ნის ცი­ხის რო­მე­ლი­მე ჯურღმულ­ში ჩა­მომ­ხრჩვალს არ მნა­ხა­ვენ."

კო­მენ­ტა­რი #1

დიდი მა­ესტრო სა­ქარ­თვე­ლო­ში არ იმ­ყო­ფე­ბა. მას ლონ­დონ­ში და­ვუ­კავ­შირ­დით და კო­მენ­ტა­რი "ფე­ის­ბუ­ქით" ჩა­მო­ვარ­თვით.

რო­ბერტ სტუ­რუა: - "რა ვქნა, იქ­ნებ და­მი­ჭი­რონ და კე­დელ­თან და­მა­ყე­ნონ. სამ­წუ­ხა­როდ, მე-20 სა­უ­კუ­ნის მსოფ­ლი­ო­ში კარ­გად ცნო­ბილ სის­ხლის­მსმელ თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­თა ბო­რო­ტი თეს­ლი ჯერ კი­დევ ფეთ­ქავს ზო­გი­ერ­თი ქარ­თვე­ლის სულ­სა და გულ­ში! რაც შე­ე­ხე­ბა სომ­ხო­ბას, რამ­დენ სო­მეხ მსა­ხი­ობს უმუ­შა­ვია ქარ­თულ სცე­ნა­ზე, ისი­ნი არ მა­ლავ­დნენ თა­ვის ეროვ­ნე­ბას, უბ­რა­ლოდ ფსევ­დო­ნი­მებს მო­იშ­ვე­ლი­ებ­დნენ ხოლ­მე. ჩვე­ნი თე­ატ­რის მთა­ვა­რი დი­რი­ჟო­რი ლე­ვან ოგა­ნე­ზო­ვიც სო­მე­ხია.

ბო­ლოს და ბო­ლოს, ჩემი საყ­ვა­რე­ლი ბი­ცო­ლა გახ­ლდათ სო­მე­ხი. ადა­მი­ა­ნი ეროვ­ნე­ბას თუ მა­ლავს ან სა­ერ­თოდ უარს ამ­ბობს თა­ვის მშო­ბელ მა­მა­ზე, სა­ეჭ­ვოდ მი­მაჩ­ნია. რა ვქნა, ვერა და ვერ ვენ­დო­ბი... რაც შე­ე­ხე­ბა უხამს კო­მენ­ტა­რებს, თუ მათ არ მოვ­წონ­ვარ რო­გორც რე­ჟი­სო­რი, რო­გორც ადა­მი­ა­ნი, თუ მო­ქა­ლა­ქე­დაც არ მთვლი­ან, ერთი რამ დარ­ჩე­ნი­ათ (და ყვე­ლა ატყობს, რომ ეს ბოღ­მა კი არა, ის­ტე­რი­კაა) - ჩა­მო­მახ­რჩონ! მეც მო­ვის­ვე­ნებ და შო­კო­ლა­დის ქარ­ხნის დი­რექ­ტო­რიც".

კო­მენ­ტა­რი #2

თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვილს პი­რად ნო­მერ­ზე და­ვუ­კავ­შირ­დი. რო­გორც კი შე­ი­ტყო, რომ პრე­სის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ვარ, კო­მენ­ტარ­ზე ჯერ უარი მი­თხრა, თუმ­ცა, მცი­რე დი­ა­ლო­გი მა­ინც შედ­გა:

- თქვენ ფიქ­რობთ, რომ ის ასო­ბით უხამ­სი და შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი კო­მენ­ტა­რი, რო­მე­ლიც თქვენ და თქვენ­მა მე­გობ­რებ­მა და­წე­რეთ, სა­მარ­თლი­ა­ნია?

- სა­ჯა­რო კო­მენ­ტა­რი ამ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით უკვე გა­ვა­კე­თე "რუს­თა­ვი 2"-ისა და "მა­ესტროს" ეთერ­ში. რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს უცენ­ზუ­რო გა­მო­ნათ­ქვა­მებს, ინ­ტერ­ნეტ­ში ჩემი მე­გობ­რე­ბის­თვის შე­მიძ­ლია დავ­წე­რო ის, რაც მსურს. ვფიქ­რობ, რომ რო­ბერტ სტუ­რუ­ას საქ­ცი­ე­ლი სა­მარ­ცხვი­ნოა და ეთ­ნი­კუ­რი ნიშ­ნით ადა­მი­ა­ნე­ბის გარ­ჩე­ვა არ შე­იძ­ლე­ბა.

- არა­ვინ და­გი­კავ­შირ­დათ რო­ბერტ სტუ­რუ­ას გა­რე­მოც­ვი­დან, ან მის­მა თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებ­მა პრო­ტეს­ტი არ გა­მოთ­ქვეს ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით?

- რო­ბერტ სტუ­რუ­ას თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი სა­ერ­თოდ არ მა­ინ­ტე­რე­სებს, ჩემ­თვის არა­ფერს ნიშ­ნავს, რად­გან ამ სა­უ­კუ­ნე­ში ადა­მი­ა­ნის გა­კერ­პე­ბა უზ­ნე­ო­ბად მი­მაჩ­ნია.

- დიახ, მაგ­რამ თქვენ ხომ მიხ­ვდით, რომ "თაყ­ვა­ნის­მცე­მელ­ში" კერ­პთაყ­ვა­ნის­მცემ­ლო­ბა არ მი­გუ­ლის­ხმია?

- სა­ერ­თოდ არ მა­ინ­ტე­რე­სებს ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სტუ­რუ­ას სცე­მენ თაყ­ვანს! მისი შე­მოქ­მე­დე­ბაც სა­ერ­თოდ არ მა­ინ­ტე­რე­სებს!

- არ ფიქ­რობთ, რომ თქვენ მიერ წარ­მოთ­ქმუ­ლი ფრა­ზე­ბი უხერ­ხუ­ლო­ბას შე­უქ­მნის თქვენს მე­უღ­ლეს... მის საქ­მი­ა­ნო­ბას?!

- იცით რა, ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით თა­ვად მას და­უ­რე­კეთ და ჰკი­თხეთ, მე ვე­რა­ფერს გე­ტყვით. მე ჩემი აზრი მაქვს.

P.S. გიგა ბო­კე­რი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბას ამა­ოდ ვცდი­ლობ­დით. ის სა­ტე­ლე­ფო­ნო ზარს არ პა­სუ­ხობ­და...

სა­ლო­მე ლი­ლუ­აშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "კვი­რის პა­ლიტ­რა"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

გა­ა­კე­თეთ კო­მენ­ტა­რი "კვი­რის პა­ლიტ­რის" სა­იტ­ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

”იდიოტია... წერტილი”

”იდიოტია... წერტილი”

შესავლის ნაცვლად

"როცა ხალხს ამდენი მოღალატე შინა ჰყავს, მაკედონელიც ვერ გაამარჯვებინებს მას, პიპა... რადგან ჯერ არსად გაუმარჯვნიათ მშიშარებსა და მსტოვარებს...

...ჩვენში ყოველ ნაბიჭვარს აზნაურობა სწყურია, ყოველ ნაცარქექიას - სარდლობა.

...ჩვენი უბედურება ეგაა: სხვის ფანდურზე ბუქნაობა გვიყვარს, ამიტომაც მუსრს ავლებდა საქართველოს სხვის ქვეყნებში ატეხილი ჭირი...

...ოდითგანვე ასე მოგვდგამს ქართველებს: დიდი კაცი თუ გამოგვერია, მას ისე დავკორტნით, როგორც დაკოდილ ძერას ყვავები". - კ. გამსახურდია, "დიდოსტატის მარჯვენა"

ფაქტი #1

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტოს "საქინფორმის" საიტზე 16 მაისს გამოქვეყნდა სტატია ბაია ამაშუკელის ავტორობით, სახელწოდებით - "რობერტ სტურუა: "ხალხმა ვიცით სიმართლე, მაგრამ ხელისუფლება სირაქლემასავით ოსტატურად მალავს „სიცრუის ქვიშაში თავს!" რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი სტატიაში ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე საუბრობს.

ციტირება სტატიიდან, სადაც მიხეილ სააკაშვილს რეჟისორი სომხად მოიხსენიებს:

რობერტ სტურუა: სომეხია და რა ვქნათ... ეს ხომ არ არის დამალული?

ბაია ამაშუკელი: თავად უარყოფს ამას. ეს გასაგებია, მაგრამ იყოს სომეხი! იყოს შუშანიკი, ფეხებს დავუკოცნით. უდიდესი შანსი ჰქონდა, დიდი პიროვნება გამხდარიყო...

რობერტ სტურუა: მერე ეგ შუშანიკივით ექცევა საქართველოს?

ფაქტი #2

LIBERALE.GE-ს ბლოგზე გამოქვეყნდა ჟურნალისტ ნინო ბექიშვილის ღია საპასუხო წერილი რობერტ სტურუასადმი. გთავაზობთ ამონარიდს:

"ბატონო რობერტ! მერამდენეჯერ ჩავხედე ინტერვიუს ტექსტს - იქ შავით თეთრზე წერია: - [მიშა]  სომეხია და რა ვქნათ... ეს ხომ არ არის დამალული?"

უცნაურია, რამ გიბიძგათ ეს ფრაზა გეთქვათ! თქვენ ხომ პოლიტიკოსი არა ხართ - ასეთ რამეებს საქართველოში, როგორც წესი, გაკოტრებული ან პირზე რძეშეუმშრალი პოლიტიკოსები ამბობენ, რათა საზოგადოების ყველაზე დაბალი ფენების მხარდაჭერა მოიპოვონ. სამწუხაროდ, ამგვარი რამ ჩვენში ჯერ კიდევ ჭრის.

დიდი მემკვიდრეობა დგას თქვენი სახელის უკან. წესით, სწორედ იმას უნდა შეეჩერებინეთ, რასაც უკვე ათწლეულებია, აკეთებთ. მახსენდება ჩემი მეგობარი სომხები - თქვენ ყველანი გიცნობენ. ვინც აქ არ ცხოვრობს, ალბათ, ვერც გაიგებენ ამ ინტერვიუს შესახებ, მაგრამ ხვალ რომ შემხვდეს, როგორ უნდა გავუსწორო თვალი არაჩვეულებრივ ადამიანსა და მწერალს გივი შაჰნაზარს? თქვენი სიტყვების გამო ნამდვილად შემრცხვება. მით უმეტეს, ვიცი, როგორ უხაროდა ქართული თეატრის ყველა წარმატება, როგორ გგულშემატკივრობდათ. ასეთი კი ძალიან ბევრია თბილისელ თუ არათბილისელ სომეხთა შორის..."

ფაქტი #3

სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" სრულიად შემთხვევით წავაწყდი თამარ ჩერგოლეიშვილის პოსტს რობერტ სტურუას ინტერვიუსთან დაკავშირებით. პროფილის ავტორმა მოგვიანებით უცხო სტუმართათვის ინფორმაცია დახურა, თუმცა მოვასწარი, გადმომეტანა ის გასაოცარი ტექსტები, რომელიც ჩერგოლეიშვილის სამეგობრომ "გაიმეტა" მსოფლიო დონის რეჟისორისადმი. ვიდრე ამ დისკუსიების ნაწილს შემოგთავაზებთ, ორიოდე საყურადღებო დეტალი:

1. როგორც მიმოწერიდან ირკვევა, რობერტ სტურუას ღვაწლის, საერთაშორისო წარმატებისა თუ პიროვნული სიდიადის შესახებ ადამიანთა ეს სეგმენტი არასრულ ინფორმაციას ფლობს, ან უბრალოდ არ იცის, ან კიდევ არ სურს დაჯერება-აღიარება. იმ მსოფლიო გამოხმაურებისა თუ საერთაშორისო აღიარებების ნუსხა, რომელიც მოვიძიე, აქ რომ წარმოვადგინო, ძალიან დიდ ადგილს დაიკავებს, თან ორი მიზეზი გამაჩნია იმისთვის, რომ ეს არ გავაკეთო: პატივისცემა დიდი მაესტროს ტალანტისადმი და შენდამი, მკითხველო! იმის მტკიცება, ვინ არის რობერტ სტურუა, უხერხულია.

2. თამარ ჩერგოლეიშვილის მიღწევების შესახებ, რაც მოვიძიე, მხოლოდ ის არის, რომ ის გიგა ბოკერიას მეუღლე და ჟურნალ "ტაბულას" რედაქტორია.

გთავაზობთ მცირე ნაწილს ჩერგოლეიშვილისა და მისი სამეგობროს მიმოწერიდან, დასკვნა თქვენთვის მომინდვია (უცენზურო გამონათქვამების გამო, რედაქცია ბოდიშს გიხდით, თუმცა ვეცადეთ, შედარებით "წესიერი" ფრაზები შეგვერჩია):

თამარ ჩერგოლეიშვილი: ვინც ამ ინტერვიუს წაკითხვის შემდეგ მეტყვის, რომ რობერტ სტურუა სრული სირი არ არის, აღარ დამირეკოს. სრული კი არა, დეგრადირებული სირია(!).

მერაბ აბდალაძე: ეს რობიკო სულ ... არადა, როგორი დიდი რეჟისორი იყო? ასეთი რამ რომ ხდება, მეჩვენება ახლობელი ადამიანი გარდაიცვალა, ან უახლოესმა მეგობარმა მიღალატა და ადამიანის მიმართ რწმენა მისუსტდება. ზუსტად ამ ღალატის გამო ქუჩაში რომ შემხვდეს, კარგად ვაგინებდი.

რუსუდან ვაშაკიძე: ასეთი აზრების პატრონი როგორ შეიძლება კარგი რეჟისორი ყოფილიყო? უბრალოდ იმ პერიოდში ალტერნატივები არ არსებობდა და არც არავის ახარებდნენ სხვას.

შო კვარა: კლიმაქტოიდური მოხუცის ბოდვები...

ერეკლე ურუშაძე: სირი კი არა ყ..ა!

თამარ ჩერგოლეიშვილი: ერეკლე, ზუსტად ეგ მინდოდა დამეწერა, მაგრამ კდემამოსილებისკენ მომიწოდებს გარემოცვა და... როცა პრესის თავისუფლება არ გვქონდა, ეს კაცი გენიოსი გვეგონა - ახლა ვისაც ჭკუა მოეკითხება, ყველამ იცის რომ პიტალო ყ...ა(!!!).

ლექსო მაჭავარიანი: მე მაქვს სტურუას სპექტაკლები ნანახი და ისეთივე სირობაა, როგორიც ინტერვიუ...

თეონა ჯაფარიძე: ინტერვიუ საშინელია, კიდევ უფრო საშინელია ჟურნალისტი. სტურუას სპექტაკლებს რაც შეეხება, მოგწონთ თუ არა, ეს თქვენი საქმეა, ფაქტია, რომ ლონდონის ღივერსი დე  შტუდიო-ში დადგმული მისი "ჰამლეტი" ოფიციალურად ბოლო 50 წლის "ჰამლეტების" საუკეთესო ხუთეულშია...

თამარ ჩერგოლეიშვილი: იმდენი ხნის წინ ვნახე ყველაფერი და ისეთი პატარა ვიყავი, რომ ვერაფერს ვიტყვი. მე ზოგადად თეატრი არ მიყვარს და მის შემფასებლად ვერ გამოვდგები... მე, რომელსაც თეატრი არ მესმის, რობერტ სტურუას პროფესიონალიზმში ეჭვი მეპარება...

ქეთი დევდარიანი: პოლიტიკური სიბეცე, ქსენოფობია, სექსიზმი და ალოგიკურობა ნამდვილად იძლევა იმის საფუძველს, რომ დავასკვნათ - რობიკო გონებაშეზღუდულია.

თამარ ჩერგოლეიშვილი: იდიოტია. წერტილი.

ფაქტი #3

რობერტ სტურუას გარემოცვიდან პირველი აღმოჩნდა რუსთაველის თეატრის წამყვანი მსახიობი ბესო ზანგური, რომელსაც ამ ფაქტთან დაკავშირებით მყისიერი რეაქცია და პროტესტი ჰქონდა:

ბესო ზანგური: "ამ ტექსტების წაკითხვისთანავე თამარ ჩერგოლეიშვილს მივწერე, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამხელა ადამიანს ასე უცენზუროდ რომ მოიხსენიებთ, უხერხულია-მეთქი. მიპასუხა, სირია და რა ვქნაო... ამაზე ვუთხარი, შე მართლა სირო-მეთქი. ჩემი პირადი მიმოწერა მან საქვეყნოდ გამოფინა ყველას წასაკითხად, რასაც მისი მხარდამჭრების მხრიდან მორიგი უხამსი და შეურაცხმყოფელი კომენტარები მოჰყვა როგორც ბ-ნი რობერტის, ასევე ჩემი მისამართით.

თამარ ჩერგოლეიშვილი კი, რომელიც თეატრში არც ყოფილა, თავს უფლებას აძლევს, მსოფლიო ლეგენდად ქცეულ რეჟისორს "დეგრადირებული სირი" უწოდოს. იმედი მაქვს, ამ კომენტარის შემდეგ ტყეში ან გლდანის ციხის რომელიმე ჯურღმულში ჩამომხრჩვალს არ მნახავენ."

კომენტარი #1

დიდი მაესტრო საქართველოში არ იმყოფება. მას ლონდონში დავუკავშირდით და კომენტარი "ფეისბუქით" ჩამოვართვით.

რობერტ სტურუა: - "რა ვქნა, იქნებ დამიჭირონ და კედელთან დამაყენონ. სამწუხაროდ, მე-20 საუკუნის მსოფლიოში კარგად ცნობილ სისხლისმსმელ თანამემამულეთა ბოროტი თესლი ჯერ კიდევ ფეთქავს ზოგიერთი ქართველის სულსა და გულში! რაც შეეხება სომხობას, რამდენ სომეხ მსახიობს უმუშავია ქართულ სცენაზე, ისინი არ მალავდნენ თავის ეროვნებას, უბრალოდ ფსევდონიმებს მოიშველიებდნენ ხოლმე. ჩვენი თეატრის მთავარი დირიჟორი ლევან ოგანეზოვიც სომეხია.

ბოლოს და ბოლოს, ჩემი საყვარელი ბიცოლა გახლდათ სომეხი. ადამიანი ეროვნებას თუ მალავს ან საერთოდ უარს ამბობს თავის მშობელ მამაზე, საეჭვოდ მიმაჩნია. რა ვქნა, ვერა და ვერ ვენდობი... რაც შეეხება უხამს კომენტარებს, თუ მათ არ მოვწონვარ როგორც რეჟისორი, როგორც ადამიანი, თუ მოქალაქედაც არ მთვლიან, ერთი რამ დარჩენიათ (და ყველა ატყობს, რომ ეს ბოღმა კი არა, ისტერიკაა) - ჩამომახრჩონ! მეც მოვისვენებ და შოკოლადის ქარხნის დირექტორიც".

კომენტარი #2

თამარ ჩერგოლეიშვილს პირად ნომერზე დავუკავშირდი. როგორც კი შეიტყო, რომ პრესის წარმომადგენელი ვარ, კომენტარზე ჯერ უარი მითხრა, თუმცა, მცირე დიალოგი მაინც შედგა:

- თქვენ ფიქრობთ, რომ ის ასობით უხამსი და შეურაცხმყოფელი კომენტარი, რომელიც თქვენ და თქვენმა მეგობრებმა დაწერეთ, სამართლიანია?

- საჯარო კომენტარი ამ თემასთან დაკავშირებით უკვე გავაკეთე "რუსთავი 2"-ისა და "მაესტროს" ეთერში. რაც შეეხება ჩემს უცენზურო გამონათქვამებს, ინტერნეტში ჩემი მეგობრებისთვის შემიძლია დავწერო ის, რაც მსურს. ვფიქრობ, რომ რობერტ სტურუას საქციელი სამარცხვინოა და ეთნიკური ნიშნით ადამიანების გარჩევა არ შეიძლება.

- არავინ დაგიკავშირდათ რობერტ სტურუას გარემოცვიდან, ან მისმა თაყვანისმცემლებმა პროტესტი არ გამოთქვეს ამ საკითხთან დაკავშირებით?

- რობერტ სტურუას თაყვანისმცემლები საერთოდ არ მაინტერესებს, ჩემთვის არაფერს ნიშნავს, რადგან ამ საუკუნეში ადამიანის გაკერპება უზნეობად მიმაჩნია.

- დიახ, მაგრამ თქვენ ხომ მიხვდით, რომ "თაყვანისმცემელში" კერპთაყვანისმცემლობა არ მიგულისხმია?

- საერთოდ არ მაინტერესებს ადამიანები, რომლებიც სტურუას სცემენ თაყვანს! მისი შემოქმედებაც საერთოდ არ მაინტერესებს!

- არ ფიქრობთ, რომ თქვენ მიერ წარმოთქმული ფრაზები უხერხულობას შეუქმნის თქვენს მეუღლეს... მის საქმიანობას?!

- იცით რა, ამასთან დაკავშირებით თავად მას დაურეკეთ და ჰკითხეთ, მე ვერაფერს გეტყვით. მე ჩემი აზრი მაქვს.

P.S. გიგა ბოკერიასთან დაკავშირებას ამაოდ ვცდილობდით. ის სატელეფონო ზარს არ პასუხობდა...

სალომე ლილუაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი ”კვირის პალიტრა”

(გამოდის ორშაბათობით)

გააკეთეთ კომენტარი ”კვირის პალიტრის” საიტზე

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"