პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვის შეუძლია საქართველოში სუროგატი დედის მომსახურებით ისარგებლოს?
ვის შეუძლია საქართველოში სუროგატი დედის მომსახურებით ისარგებლოს?

რამ­დე­ნი­მე დღის წინ გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ჰო­მო­სექ­სუ­ალ წყვი­ლებს სა­ქარ­თვე­ლო­ში სუ­რო­გა­ტი დე­დის მომ­სა­ხუ­რე­ბით სარ­გებ­ლო­ბა შე­უძ­ლი­ა­თო, რა­ზეც სა­პი­რის­პი­რო კო­მენ­ტა­რი "დო­ნა­ცი­ი­სა და სუ­რო­გა­ტუ­ლი დე­დო­ბის ცენ­ტრის - ჰუ­მან ჯორ­ჯი­ას" დი­რექ­ტორ­მა, თა­მარ ხა­ჭა­პუ­რი­ძემ გა­ა­კე­თა. "ვერ­სია" და­ინ­ტე­რეს­და, რა შემ­თხვე­ვა­ში შე­უძ­ლი­ათ უშ­ვი­ლო წყვი­ლებს სუ­რო­გა­ტი დე­დის მომ­სა­ხუ­რე­ბით სარ­გებ­ლო­ბა, ვინ შე­იძ­ლე­ბა იყოს კვერ­ცხუ­ჯრე­დის დო­ნო­რი და სუ­რო­გა­ტი დედა, ამის გა­სარ­კვე­ვად თა­მარ ხა­ჭა­პუ­რი­ძეს ვე­სა­უბ­რეთ. 

- ჩვენ კვერ­ცხუ­ჯრე­დის დო­ნო­რებ­თან, უშ­ვი­ლო წყვი­ლებ­თან და სუ­რო­გატ დე­დებ­თან ვმუ­შა­ობთ. ძი­რი­თა­დად, იმ უშ­ვი­ლო წყვი­ლებ­თან, რო­მელ­საც ესა­ჭი­რო­ე­ბა ისე­თი დამ­ხმა­რე რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, რო­გო­რი­ცაა დო­ნა­ცია და სუ­რო­გა­ტუ­ლი დე­დო­ბა. 

- რო­გორც ვი­ცით, 33 წლამ­დე უნდა იყოს კვერ­ცხუ­ჯრე­დის დო­ნო­რი, ხოლო სუ­რო­გა­ტი დედა 35 წლამ­დე. რა­ტომ?

- 33 წლის შემ­დეგ ქა­ლის კვერ­ცხუ­ჯრე­დე­ბის ხა­რის­ხი ქვე­ით­დე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა სუ­რო­გატ დე­დას, 35 წლის შემ­დეგ სო­მა­ტურ­მა და­ა­ვა­დე­ბებ­მა შე­იძ­ლე­ბა იჩი­ნოს თავი, ასე­ვე ორ­სუ­ლო­ბაც რთუ­ლი იყოს და მშო­ბი­ა­რო­ბაც. ისე­დაც ხე­ლოვ­ნუ­რი გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბა და მე­დი­კა­მენ­ტე­ბი ათა­სო­ბით ლარ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. 

- რა ჯდე­ბა ინ­ვიტ­რო გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბა?

- ინ­ვიტ­რო გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის დროს მარ­ტო მე­დი­კა­მენ­ტე­ბი 3000 ლარ­ზე მეტი ჯდე­ბა. სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბა 3000 ლარი ღირს. ზოგს სუ­რო­გა­ტი დე­დის მომ­სა­ხუ­რე­ბაც სჭირ­დე­ბა, რაც 15 000-18 000 ლარი ღირს. მეტი გა­რან­ტია, რომ გვქონ­დეს, ამი­ტომ რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლია ახალ­გაზ­რდა ორ­გა­ნიზ­მი იყოს. 9 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სუ­რო­გატ დე­დას მუ­შა­ო­ბის უფ­ლე­ბა არ აქვს. ნა­ყო­ფი ბო­ლომ­დე რომ მი­იყ­ვა­ნოს, ვალ­დე­ბუ­ლია, სახ­ლში იყოს და ორ­სუ­ლო­ბას მო­უ­ა­როს. წყვი­ლი კი სარ­ჩოს თან­ხას უხ­დის. 

- გარ­და ასა­კობ­რი­ვი შე­ზღუდ­ვი­სა, კვერ­ცხუ­ჯრე­დის დო­ნორ­სა და სუ­რო­გატ დე­დას რა მო­თხოვ­ნებს უყე­ნებთ?

- დო­ნორ­საც და სუ­რო­გატ დე­და­საც აუ­ცი­ლებ­ლად თა­ვი­სი შვი­ლი უნდა ჰყავ­დეს. აქ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მო­მენ­ტია, რომ ჯერ შენი შვი­ლი უნდა გყავ­დეს, რომ სხვის­თვის კვერ­ცხუ­ჯრე­დი გა­ი­ღო. ვი­საც ანე­მია აქვს, სის­ხლის გა­ღე­ბას არ ურ­ჩე­ვენ ხოლ­მე. რაც შე­ე­ხე­ბა სუ­რო­გატ დე­დას, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მო­მენ­ტი­ცაა და მშო­ბი­ა­რო­ბის დროს, რომ რა­ი­მე გარ­თუ­ლე­ბა მოხ­დეს და საშ­ვი­ლოს­ნო და­კარ­გოს, ეს ქალი ხომ თა­ვი­სი შვი­ლის გა­რე­შეც დარ­ჩე­ბა?! 

- ხომ შე­იძ­ლე­ბა სუ­რო­გატ­მა დე­დამ ნა­ყო­ფი ბო­ლომ­დე ვერ შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს, ამ შემ­თხვე­ვა­ში თან­ხა მა­ინც უნა­ზღა­ურ­დე­ბა?

- კი, ის მი­ღე­ბუ­ლი თან­ხა დარ­ჩე­ბა, რამ­დე­ნი თვეც ატა­რა ნა­ყო­ფი.

- ისეც ხდე­ბა ხოლ­მე, რომ ხე­ლოვ­ნუ­რი გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის დროს ორ­სუ­ლო­ბა ბო­ლომ­დე ვერ მი­დის, რა არის ამის მი­ზე­ზი?

- ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის დრო­საც ხდე­ბა, შე­საძ­ლოა, ქალს ჰორ­მო­ნა­ლუ­რი დის­ბა­ლან­სი ან საშ­ვი­ლოს­ნოს პა­თო­ლო­გია ჰქონ­დეს. ზოგ­თა­ნაც უნა­ყო­ფო­ბის მი­ზე­ზი ვერ დგინ­დე­ბა. ინ­ვიტ­რო გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის დროს ზოგი ერ­თდრო­უ­ლად თა­ვის საშ­ვი­ლოს­ნო­საც იყე­ნებს და სუ­რო­გა­ტი დე­დის მომ­სა­ხუ­რე­ბი­თაც სარ­გებ­ლობს. ხე­ლოვ­ნუ­რი გა­ნა­ყო­ფი­რე­ბის დროს რომ მი­ი­ღე­ბენ რამ­დე­ნი­მე ემ­ბრი­ონს, ორი გა­და­აქვთ დე­დის საშ­ვი­ლოს­ნო­ში, ორი კი სუ­რო­გა­ტი დე­დის საშ­ვი­ლოს­ნო­ში. აქ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მო­მენ­ტი­ცაა, უშ­ვი­ლო ქალი შე­იძ­ლე­ბა ზუს­ტად იმი­ტომ და­ორ­სულ­დეს, რომ მარ­ტო თა­ვის თა­ვის იმედ­ზე არ იქ­ნე­ბა. ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი სტრე­სი ეხ­სე­ნე­ბა და შე­დე­გი უკე­თე­სია. ვი­საც სა­შუ­ა­ლე­ბა აქვს, ორი სუ­რო­გა­ტი ერ­თდრო­უ­ლად აჰ­ყავს ხოლ­მე. ეს იმი­ტომ, რომ ინ­ვიტ­რო გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის თან­ხა რაც წამ­ლებ­ზე და კლი­ნი­კის მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე უნდა და­ი­ხარ­ჯოს, ამ შემ­თხვე­ვა­ში არ ორ­მაგ­დე­ბა. ანუ, წყვილს ორ­მა­გი ხარ­ჯის გა­წე­ვა აღარ სჭირ­დე­ბა, შე­დე­გის ალ­ბა­თო­ბა კი იზ­რდე­ბა. სხვა­თა შო­რის, უცხო­ე­ლებ­საც კი ერ­თდრო­უ­ლად ზოგ­ჯერ ორი სუ­რო­გა­ტი აჰ­ყავთ. უცხო­ეთ­ში სუ­რო­გა­ცია 50 000-მდე ღირს. 

- სუ­რო­გა­ტი დედა რა შემ­თხვე­ვა­ში აჰ­ყავთ?

- თუ საშ­ვი­ლოს­ნოს პრობ­ლე­მა ან უც­ნო­ბი გე­ნე­ზი­სის უნა­ყო­ფო­ბა, ან ჰორ­მო­ნა­ლუ­რი დარ­ღვე­ვაა, ან სო­მა­ტუ­რი და­ა­ვა­დე­ბა. მა­გა­ლი­თად, ქალს შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტის ისე­თი ფორ­მა აქვს, რომ მის­თვის ორ­სუ­ლო­ბა არ შე­იძ­ლე­ბა, ან თირკმლის პა­თო­ლო­გია აქვს. ამ დროს აქვს ხა­რის­ხი­ა­ნი კვერ­ცხუ­ჯრე­დე­ბი და მას შე­უძ­ლია სა­კუ­თა­რი, გე­ნე­ტი­კუ­რი შვი­ლი ჰყავ­დეს. კვერ­ცხუ­ჯრე­დის დო­ნო­რი კი მას სჭირ­დე­ბა, ვი­საც კვერ­ცხუ­ჯრე­დი არ აქვს ან საკ­ვერ­ცხე­ე­ბი ამ­პუ­ტი­რე­ბუ­ლი აქვს. ამ შემ­თხვე­ვა­ში დო­ნო­რის კვერ­ცხუ­ჯრედს და მე­უღ­ლის სპერ­მას სინ­ჯა­რა­ში ანა­ყო­ფი­ე­რე­ბენ და გა­და­აქვთ ამ ქა­ლის საშ­ვი­ლოს­ნო­ში, ის თა­ვად ხდე­ბა ე.წ. სუ­რო­გა­ტი. და­ბა­დე­ბუ­ლი ბავ­შვი მისი მე­უღ­ლის და კვერ­ცხუ­ჯრე­დის დო­ნო­რის გე­ნე­ტი­კუ­რი შვი­ლი იქ­ნე­ბა. 

- სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბით გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჰო­მო­სექ­სუ­ალ წყვი­ლებს სუ­რო­გა­ტი დე­დის მომ­სა­ხუ­რე­ბით სარ­გებ­ლო­ბა შე­უძ­ლი­ა­თო, რამ­დე­ნად შე­ე­სა­ბა­მე­ბა ეს სი­მარ­თლეს?

- ეს სი­მარ­თლე არ არის. რო­გორც იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრომ გან­მი­მარ­ტა, სა­მო­ქა­ლა­ქო კო­დექ­სის თა­ნახ­მად, წყვილ­ში იგუ­ლის­ხმე­ბა ქა­ლი­სა და მა­მა­კა­ცის წყვი­ლი, სუ­რო­გა­ცია სა­ქარ­თვე­ლო­ში ნე­ბა­დარ­თუ­ლია ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვის შე­სა­ხებ კა­ნო­ნის 143-ე მუხ­ლით. იქ წე­რია, რომ სუ­რო­გა­ცი­ის მე­თო­დით სარ­გებ­ლო­ბა შე­უძ­ლია წყვილს. წყვი­ლი კი სა­ქარ­თვე­ლოს სა­მო­ქა­ლა­ქო კო­დექ­სით არის მხო­ლოდ ქა­ლი­სა და მა­მა­კა­ცის წყვი­ლი, ამ­რი­გად სუ­რო­გა­ტით ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლუ­რი წყვი­ლი ვერ ისარ­გებ­ლებს. ასე­ვე, არ­სე­ბობს კა­ნო­ნი სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ის შე­სა­ხებ (34-ე მუხ­ლი), სა­დაც წე­რია, რო­გორ უნდა გა­ფორმ­დეს სუ­რო­გა­ცი­ის მე­თო­დით გა­ჩე­ნი­ლი ბავ­შვი. იქაც წე­რია, რომ წყვილ­თან და­დე­ბუ­ლი უნდა იყოს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა. ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლის შემ­თხვე­ვა­ში, დე­დის გრა­ფა ვერ შე­ივ­სე­ბა, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ეს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა­ში მო­დის სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბას­თან და სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ის კა­ნონ­თან. მე­ტიც, მარ­ტო­ხე­ლა დე­დაც ვერ ისარ­გებ­ლებს სუ­რო­გა­ტით. ამის სა­შუ­ა­ლე­ბას სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ის შე­სა­ხებ კა­ნო­ნი არ გვაძ­ლევს ანუ კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, მარ­ტო­ხე­ლა დე­და­საც არ აქვს უფ­ლე­ბა, სუ­რო­გა­ტი დე­დის მომ­სა­ხუ­რე­ბით ისარ­გებ­ლოს. 

- ანუ, წყვი­ლი ოფი­ცი­ა­ლურ ქორ­წი­ნე­ბა­ში უნდა იყოს?

- ასე­თი რამ კა­ნონ­ში არ სწე­რია.

- რამ­დე­ნი­მე დღის წინ თქვენ სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქს მი­მარ­თეთ თხოვ­ნით, უშ­ვი­ლო წყვი­ლე­ბი­სა და ქარ­თუ­ლი გე­ნო­ფონ­დის გა­და­სარ­ჩე­ნად ხე­ლოვ­ნურ გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბას ლოც­ვა-კურ­თხე­ვა მის­ცეს. რა­ტომ გა­ა­კე­თეთ ეს?

- ეს ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლი სა­კი­თხია. ქარ­თვე­ლი კაცი ოდით­გან­ვე არის ძა­ლი­ან მორ­წმუ­ნე და მე­ო­რე მხრივ, სხვა­ზე მე­ტად აფა­სებს შვილს, ოჯახს და თა­ვი­სი ფეს­ვის გაგ­რძე­ლე­ბას, ამი­ტომ არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა ორ, მის­თვის ღი­რე­ბულ რა­მეს შო­რის უწევს. არ შე­იძ­ლე­ბა სა­კი­თხი და­უ­ყე­ნო, ან შვი­ლი ან ეკ­ლე­სია. ის სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი, ვი­საც კი რამე სა­წი­ნა­აღ­მდე­გო უთ­ქვამს ხე­ლოვ­ნუ­რი გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის შე­სა­ხებ, თა­ვად მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნე­ბი არი­ან და ალ­ბათ, სხვის ტკი­ვილს ბო­ლომ­დე ვერ აღიქ­ვა­მენ. უშ­ვი­ლო­ბა ისე­თი მტკივ­ნე­უ­ლი პრობ­ლე­მაა, არ შე­იძ­ლე­ბა ასე ად­ვი­ლად სხვას ურ­ჩიო, რომ თავი შე­ი­კა­ვე ამ სურ­ვი­ლის­გან, მო­მავ­ლის­გან და რაც გაქვს იმით დაკ­მა­ყო­ფილ­დიო. სინ­ჯა­რა­ში ჩა­სა­ხუ­ლი ბავ­შვიც ღვთის შვი­ლია, თუ ღმერ­თს არ უნდა, არც ხე­ლოვ­ნუ­რი გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბა მოხ­დე­ბა. 

ვინც ხე­ლოვ­ნურ გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბას ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა, მოკ­რძა­ლე­ბუ­ლად ვურ­ჩევ­დი, ამ ბავ­შვებს თვა­ლებ­ში ჩა­ხე­დონ და მერე თქვან, რომ ისი­ნი არ უნდა და­ბა­დე­ბუ­ლიყ­ვნენ. ხე­ლოვ­ნუ­რი გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბით ხომ ოჯა­ხი ბედ­ნი­ერ­დე­ბა და სი­ცო­ცხლე გრძელ­დე­ბა. 11 წე­ლია, ამ სფე­რო­ში ვმუ­შა­ობ და ვიცი, რაც არის უშ­ვი­ლო წყვი­ლე­ბის ტკი­ვი­ლი. თუ უშ­ვი­ლო წყვილ­მა ჩა­ი­ტა­რა ხე­ლოვ­ნუ­რი გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბა და გა­ა­ჩი­ნა ბავ­შვი, მა­ინ­ტე­რე­სებს, ამით ვის რა უშავ­დე­ბა?! ვის რა და­უ­შა­ვა ამ ბავ­შვის სი­ცო­ცხლემ?! არც სუ­რო­გა­ტი დედა ზა­რალ­დე­ბა სუ­ლი­ე­რად. მან იცის, რომ ეს სხვი­სი ემ­ბრი­ო­ნი გად­მო­უ­ტა­ნეს. მე მქო­ნია შემ­თხვე­ვა, რომ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა და­მი­დია წყვილ­თან, რო­დე­საც და იყო დის სუ­რო­გა­ტი. მას არა­ნა­ი­რი ფი­ნან­სუ­რი და­ინ­ტე­რე­სე­ბა არ ჰქო­ნია. ტყუ­პი გა­ა­ჩი­ნა. ეს ქალი ყვე­ლას ეუბ­ნე­ბო­და, რომ მუც­ლით ჩემს დის­შვი­ლებს ვა­ტა­რე­ბო. 

გა­ზე­თი "ვერ­სია"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ვის შეუძლია საქართველოში სუროგატი დედის მომსახურებით ისარგებლოს?

ვის შეუძლია საქართველოში სუროგატი დედის მომსახურებით ისარგებლოს?

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰომოსექსუალ წყვილებს საქართველოში სუროგატი დედის მომსახურებით სარგებლობა შეუძლიათო, რაზეც საპირისპირო კომენტარი "დონაციისა და სუროგატული დედობის ცენტრის - ჰუმან ჯორჯიას'' დირექტორმა, თამარ ხაჭაპურიძემ გააკეთა. "ვერსია'' დაინტერესდა, რა შემთხვევაში შეუძლიათ უშვილო წყვილებს სუროგატი დედის მომსახურებით სარგებლობა, ვინ შეიძლება იყოს კვერცხუჯრედის დონორი და სუროგატი დედა, ამის გასარკვევად თამარ ხაჭაპურიძეს ვესაუბრეთ. 

- ჩვენ კვერცხუჯრედის დონორებთან, უშვილო წყვილებთან და სუროგატ დედებთან ვმუშაობთ. ძირითადად, იმ უშვილო წყვილებთან, რომელსაც ესაჭიროება ისეთი დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიები, როგორიცაა დონაცია და სუროგატული დედობა. 

- როგორც ვიცით, 33 წლამდე უნდა იყოს კვერცხუჯრედის დონორი, ხოლო სუროგატი დედა 35 წლამდე. რატომ?

- 33 წლის შემდეგ ქალის კვერცხუჯრედების ხარისხი ქვეითდება. რაც შეეხება სუროგატ დედას, 35 წლის შემდეგ სომატურმა დაავადებებმა შეიძლება იჩინოს თავი, ასევე ორსულობაც რთული იყოს და მშობიარობაც. ისედაც ხელოვნური განაყოფიერება და მედიკამენტები ათასობით ლართან არის დაკავშირებული. 

- რა ჯდება ინვიტრო განაყოფიერება?

- ინვიტრო განაყოფიერების დროს მარტო მედიკამენტები 3000 ლარზე მეტი ჯდება. სამედიცინო მომსახურება 3000 ლარი ღირს. ზოგს სუროგატი დედის მომსახურებაც სჭირდება, რაც 15 000-18 000 ლარი ღირს. მეტი გარანტია, რომ გვქონდეს, ამიტომ რეკომენდირებულია ახალგაზრდა ორგანიზმი იყოს. 9 თვის განმავლობაში სუროგატ დედას მუშაობის უფლება არ აქვს. ნაყოფი ბოლომდე რომ მიიყვანოს, ვალდებულია, სახლში იყოს და ორსულობას მოუაროს. წყვილი კი სარჩოს თანხას უხდის. 

- გარდა ასაკობრივი შეზღუდვისა, კვერცხუჯრედის დონორსა და სუროგატ დედას რა მოთხოვნებს უყენებთ?

- დონორსაც და სუროგატ დედასაც აუცილებლად თავისი შვილი უნდა ჰყავდეს. აქ ფსიქოლოგიური მომენტია, რომ ჯერ შენი შვილი უნდა გყავდეს, რომ სხვისთვის კვერცხუჯრედი გაიღო. ვისაც ანემია აქვს, სისხლის გაღებას არ ურჩევენ ხოლმე. რაც შეეხება სუროგატ დედას, ფსიქოლოგიური მომენტიცაა და მშობიარობის დროს, რომ რაიმე გართულება მოხდეს და საშვილოსნო დაკარგოს, ეს ქალი ხომ თავისი შვილის გარეშეც დარჩება?! 

- ხომ შეიძლება სუროგატმა დედამ ნაყოფი ბოლომდე ვერ შეინარჩუნოს, ამ შემთხვევაში თანხა მაინც უნაზღაურდება?

- კი, ის მიღებული თანხა დარჩება, რამდენი თვეც ატარა ნაყოფი.

- ისეც ხდება ხოლმე, რომ ხელოვნური განაყოფიერების დროს ორსულობა ბოლომდე ვერ მიდის, რა არის ამის მიზეზი?

- ეს ჩვეულებრივი განაყოფიერების დროსაც ხდება, შესაძლოა, ქალს ჰორმონალური დისბალანსი ან საშვილოსნოს პათოლოგია ჰქონდეს. ზოგთანაც უნაყოფობის მიზეზი ვერ დგინდება. ინვიტრო განაყოფიერების დროს ზოგი ერთდროულად თავის საშვილოსნოსაც იყენებს და სუროგატი დედის მომსახურებითაც სარგებლობს. ხელოვნური განაყოფირების დროს რომ მიიღებენ რამდენიმე ემბრიონს, ორი გადააქვთ დედის საშვილოსნოში, ორი კი სუროგატი დედის საშვილოსნოში. აქ ფსიქოლოგიური მომენტიცაა, უშვილო ქალი შეიძლება ზუსტად იმიტომ დაორსულდეს, რომ მარტო თავის თავის იმედზე არ იქნება. ფსიქოლოგიური სტრესი ეხსენება და შედეგი უკეთესია. ვისაც საშუალება აქვს, ორი სუროგატი ერთდროულად აჰყავს ხოლმე. ეს იმიტომ, რომ ინვიტრო განაყოფიერების თანხა რაც წამლებზე და კლინიკის მომსახურებაზე უნდა დაიხარჯოს, ამ შემთხვევაში არ ორმაგდება. ანუ, წყვილს ორმაგი ხარჯის გაწევა აღარ სჭირდება, შედეგის ალბათობა კი იზრდება. სხვათა შორის, უცხოელებსაც კი ერთდროულად ზოგჯერ ორი სუროგატი აჰყავთ. უცხოეთში სუროგაცია 50 000-მდე ღირს. 

- სუროგატი დედა რა შემთხვევაში აჰყავთ?

- თუ საშვილოსნოს პრობლემა ან უცნობი გენეზისის უნაყოფობა, ან ჰორმონალური დარღვევაა, ან სომატური დაავადება. მაგალითად, ქალს შაქრიანი დიაბეტის ისეთი ფორმა აქვს, რომ მისთვის ორსულობა არ შეიძლება, ან თირკმლის პათოლოგია აქვს. ამ დროს აქვს ხარისხიანი კვერცხუჯრედები და მას შეუძლია საკუთარი, გენეტიკური შვილი ჰყავდეს. კვერცხუჯრედის დონორი კი მას სჭირდება, ვისაც კვერცხუჯრედი არ აქვს ან საკვერცხეები ამპუტირებული აქვს. ამ შემთხვევაში დონორის კვერცხუჯრედს და მეუღლის სპერმას სინჯარაში ანაყოფიერებენ და გადააქვთ ამ ქალის საშვილოსნოში, ის თავად ხდება ე.წ. სუროგატი. დაბადებული ბავშვი მისი მეუღლის და კვერცხუჯრედის დონორის გენეტიკური შვილი იქნება. 

- საინფორმაციო საშუალებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოში ჰომოსექსუალ წყვილებს სუროგატი დედის მომსახურებით სარგებლობა შეუძლიათო, რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს?

- ეს სიმართლე არ არის. როგორც იუსტიციის სამინისტრომ განმიმარტა, სამოქალაქო კოდექსის თანახმად, წყვილში იგულისხმება ქალისა და მამაკაცის წყვილი, სუროგაცია საქართველოში ნებადართულია ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონის 143-ე მუხლით. იქ წერია, რომ სუროგაციის მეთოდით სარგებლობა შეუძლია წყვილს. წყვილი კი საქართველოს სამოქალაქო კოდექსით არის მხოლოდ ქალისა და მამაკაცის წყვილი, ამრიგად სუროგატით ჰომოსექსუალური წყვილი ვერ ისარგებლებს. ასევე, არსებობს კანონი სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ (34-ე მუხლი), სადაც წერია, როგორ უნდა გაფორმდეს სუროგაციის მეთოდით გაჩენილი ბავშვი. იქაც წერია, რომ წყვილთან დადებული უნდა იყოს ხელშეკრულება. ჰომოსექსუალის შემთხვევაში, დედის გრაფა ვერ შეივსება, აქედან გამომდინარე, ეს წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კანონმდებლობასთან და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის კანონთან. მეტიც, მარტოხელა დედაც ვერ ისარგებლებს სუროგატით. ამის საშუალებას სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ კანონი არ გვაძლევს ანუ კანონმდებლობით, მარტოხელა დედასაც არ აქვს უფლება, სუროგატი დედის მომსახურებით ისარგებლოს. 

- ანუ, წყვილი ოფიციალურ ქორწინებაში უნდა იყოს?

- ასეთი რამ კანონში არ სწერია.

- რამდენიმე დღის წინ თქვენ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მიმართეთ თხოვნით, უშვილო წყვილებისა და ქართული გენოფონდის გადასარჩენად ხელოვნურ განაყოფიერებას ლოცვა-კურთხევა მისცეს. რატომ გააკეთეთ ეს?

- ეს ძალიან მტკივნეული საკითხია. ქართველი კაცი ოდითგანვე არის ძალიან მორწმუნე და მეორე მხრივ, სხვაზე მეტად აფასებს შვილს, ოჯახს და თავისი ფესვის გაგრძელებას, ამიტომ არჩევანის გაკეთება ორ, მისთვის ღირებულ რამეს შორის უწევს. არ შეიძლება საკითხი დაუყენო, ან შვილი ან ეკლესია. ის სასულიერო პირები, ვისაც კი რამე საწინააღმდეგო უთქვამს ხელოვნური განაყოფიერების შესახებ, თავად მრავალშვილიანები არიან და ალბათ, სხვის ტკივილს ბოლომდე ვერ აღიქვამენ. უშვილობა ისეთი მტკივნეული პრობლემაა, არ შეიძლება ასე ადვილად სხვას ურჩიო, რომ თავი შეიკავე ამ სურვილისგან, მომავლისგან და რაც გაქვს იმით დაკმაყოფილდიო. სინჯარაში ჩასახული ბავშვიც ღვთის შვილია, თუ ღმერთს არ უნდა, არც ხელოვნური განაყოფიერება მოხდება. 

ვინც ხელოვნურ განაყოფიერებას ეწინააღმდეგება, მოკრძალებულად ვურჩევდი, ამ ბავშვებს თვალებში ჩახედონ და მერე თქვან, რომ ისინი არ უნდა დაბადებულიყვნენ. ხელოვნური განაყოფიერებით ხომ ოჯახი ბედნიერდება და სიცოცხლე გრძელდება. 11 წელია, ამ სფეროში ვმუშაობ და ვიცი, რაც არის უშვილო წყვილების ტკივილი. თუ უშვილო წყვილმა ჩაიტარა ხელოვნური განაყოფიერება და გააჩინა ბავშვი, მაინტერესებს, ამით ვის რა უშავდება?! ვის რა დაუშავა ამ ბავშვის სიცოცხლემ?! არც სუროგატი დედა ზარალდება სულიერად. მან იცის, რომ ეს სხვისი ემბრიონი გადმოუტანეს. მე მქონია შემთხვევა, რომ ხელშეკრულება დამიდია წყვილთან, როდესაც და იყო დის სუროგატი. მას არანაირი ფინანსური დაინტერესება არ ჰქონია. ტყუპი გააჩინა. ეს ქალი ყველას ეუბნებოდა, რომ მუცლით ჩემს დისშვილებს ვატარებო. 

გაზეთი "ვერსია"

მრევლი და სამღვდელოებაც ძალიან დაიძაბა - მეუფე მელქისედეკი

ჩემი მონაწილეობით მსგავსი შეხვედრა არ ყოფილა - მეუფე გრიგოლი მეუფე იაკობის განცხადებაზე

რატომ არ დაესწრო ილია მეორე დღეს საკვირაო წირვას სამებაში - პატრიარქის ექიმის კომენტარი