მსოფლიო
პოლიტიკა

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
9 აპრილის სადამსჯელო ოპერაცია და რუსი ოფიცრის მწარე მოგონებები
9 აპრილის სადამსჯელო ოპერაცია და რუსი ოფიცრის მწარე მოგონებები

1989 წლის 9 აპ­რი­ლის იმ ტრა­გი­კუ­ლი ღა­მი­დან უკვე 26 წელი გა­ვი­და. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ქარ­თვე­ლე­ბი მუ­დამ დიდი გუ­ლის­ტკი­ვი­ლი­თა და ცრემ­ლმო­რე­უ­ლი თვა­ლე­ბით ვიხ­სე­ნებთ ამ სა­ში­ნელ თა­რიღ­სა და და­ღუ­პულ თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ებს. ვიხ­სე­ნებთ აგ­რეთ­ვე იმ საბ­ჭო­თა ჯა­რის­კა­ცებ­საც, რომ­ლებ­მაც ასე უმო­წყა­ლოდ და­არ­ბი­ეს მშვი­დო­ბი­ა­ნი დე­მონ­სტრა­ცია და ვცდი­ლობთ გა­ვი­გოთ, თუ რა მიზ­ნე­ბი ამოძ­რა­ვებ­დათ მათ, რას ფიქ­რობ­დნენ, რო­გორ მოქ­მე­დებ­დნენ და გვე­ბა­დე­ბა კი­თხვა - ნა­ნო­ბენ? ქვე­მოთ მოყ­ვა­ნილ სტა­ტი­ა­ში გთა­ვა­ზობთ ნა­წყვეტს საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ში­ნა­გა­ნი ჯა­რე­ბის ყო­ფი­ლი ოფიც­რის - ს. ა. რაზ­დობ­რე­ე­ვის მე­მუ­ა­რე­ბი­დან. მე­მუ­ა­რე­ბის იმ ნა­წილ­ში, რო­მელ­საც მან "თბი­ლი­სის ღამე" და­არ­ქვა, დე­ტა­ლუ­რად აღ­წერს 1989 წლის 9 აპ­რი­ლის ღა­მეს ჩვენს დე­და­ქა­ლაქ­ში დატ­რი­ა­ლე­ბულ ტრა­გე­დი­ას ისე, რო­გორც ეს და­ი­ნა­ხა მან...

ჩემი ხი­ფა­თი­სა და თავ­გა­და­სავ­ლე­ბით აღ­სავ­სე გზა­ზე მრა­ვა­ლი სა­ინ­ტე­რე­სო დღე მქო­ნია. ბევ­რჯერ სიკ­ვდი­ლის­თვის ჩა­მი­ხე­დავს თვა­ლებ­ში, ბევ­რჯერ შემ­ში­ნე­ბია და შემ­დეგ უფრო მე­ტად და­მი­ფა­სე­ბია სი­ცო­ცხლე. ჩემი ბი­ოგ­რა­ფი­ის ერთ-ერთი ასე­თი დღე (უფრო სწო­რად, ღამე) 1989 წლის 9 აპ­რი­ლია. თუმ­ცა 9 აპ­რი­ლი მა­ინც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია იმი­ტომ, რომ ოცი წლის შემ­დე­გაც კი დე­ტა­ლუ­რად მახ­სოვს ის კოშ­მა­რუ­ლი ღამე. რუს­თა­ვე­ლის პროს­პექ­ტზე მომ­ხდარ მოვ­ლე­ნებს აღვწერ ზუს­ტად ისე, რო­გორც სი­ნამ­დვი­ლე­ში იყო, რო­გორც ეს მე და­ვი­ნა­ხე.

მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ვი­კა­ვებ თავს შე­ფა­სე­ბის­გან. "ჩვე­ნი ქვე­და­ნა­ყო­ფის შსს მე-19 დი­ვი­ზი­ის მე-6 პოლ­კის (სწო­რედ ასე მოგ­ვიხ­სე­ნი­ებ­და ჩვენ იმ­დრო­ინ­დე­ლი პრე­სა) ის­ტო­რი­ის ყვე­ლა­ზე მძი­მე და სის­ხლი­ა­ნი ფურ­ცე­ლი კავ­კა­სი­ას უკავ­შირ­დე­ბა. ის იქ 1988 წელს გა­მოჩ­ნდა. თავ­და­პირ­ვე­ლად სუმ­გა­ით­ში ვი­ყა­ვით მივ­ლი­ნე­ბულ­ნი, სა­დაც აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლებ­სა და სომ­ხებს შო­რის ეთ­ნი­კურ ნი­ა­დაგ­ზე მოხ­და და­პი­რის­პი­რე­ბა, შემ­დეგ კი ერე­ვან­ში გა­დაგ­ვიყ­ვა­ნეს. მერე ჩვე­ნი "პოლ­კი" სპი­ტაკ­ში გა­და­ის­რო­ლეს. იქ ჩა­სუ­ლებს სა­ში­ნე­ლი სუ­რა­თი დაგ­ვხვდა... 1989 წლის აპ­რი­ლის და­სა­წყის­ში სხვა ქვე­და­ნა­ყოფს უნდა ჩა­ვე­ნაც­ვლე­ბი­ნეთ, ჩვენ კი რუ­სეთ­ში უნდა დავ­ბრუ­ნე­ბუ­ლი­ყა­ვით, მაგ­რამ 7 აპ­რილს სა­გან­გე­ბო თათ­ბირ­ზე დაგ­ვი­ბა­რეს და მოს­კო­ვი­დან გა­მოგ­ზავ­ნი­ლი ბრძა­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გა­მოგ­ვი­ცხა­დეს, რომ სას­წრა­ფოდ უნდა გა­და­ვეს­რო­ლეთ თბი­ლის­ში...

მოგ­ვა­ჯა­დო­ვა ამ ქა­ლა­ქის სი­ლა­მა­ზემ, მდი­ნა­რის პი­რას, კლდე­ში ჩა­შე­ნე­ბულ­მა სახ­ლებ­მა, ეკ­ლე­სი­ებ­მა, ქუ­ჩებ­მა... თბი­ლი­სე­ლე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჩვენ­და­მი საკ­მა­ოდ არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი იყო. ზო­გი­ერ­თი გვი­ღი­მო­და და ხელს გვიქ­ნევ­და, ნა­წი­ლი კი გვიყ­ვი­რო­და და ხე­ლე­ბით შე­უ­რა­ცხმყო­ფელ ჟეს­ტებს გვიჩ­ვე­ნებ­და. ეს, ალ­ბათ, იმით იყო გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი, რომ ჩვენს ჩას­ვლამ­დე ერთი დღით ადრე ქა­ლაქ­ში უკვე გა­მო­ეყ­ვა­ნათ ჯავ­შან­ტექ­ნი­კა, რა­მაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია. მი­ვე­დით დრო­ე­ბი­თი დის­ლო­კა­ცი­ის ად­გილ­ზე. ეს იყო არ­ცთუ ისე დიდი სპორ­ტუ­ლი მო­ე­და­ნი ქა­ლა­ქის ცენ­ტრში. ჯა­რის­კა­ცებს მი­ე­ცათ დას­ვე­ნე­ბი­სა და და­ნაყ­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა. ლე­ნი­ნა­კა­ნი­დან წა­მო­სუ­ლი ძვე­ლი ავ­ტო­ბუ­სე­ბი უკან გა­ვაბ­რუ­ნეთ, სა­ნაც­ვლოდ კი თბი­ლი­სის ავ­ტო­პარ­კის ახა­ლი "იკა­რუ­სე­ბი" მოგ­ვიყ­ვა­ნეს, რო­მელ­თაც ქარ­თვე­ლი მძღო­ლე­ბი მარ­თავ­დნენ. ჩვე­ნი მე­თა­უ­რი, ა.მ. ბაკ­ლა­ნო­ვი ში­შობ­და, რომ ქარ­თვე­ლი მძღო­ლე­ბი ტრან­სპორ­ტი­რე­ბა­ზე უარს იტყოდ­ნენ, ამი­ტო­მაც, მათ ჩვე­ნი სამ­ხედ­რო­ე­ბი მი­ა­მაგ­რეს, რო­მელ­თათ­ვი­საც უნდა ეს­წავ­ლე­ბი­ნათ ავ­ტო­ბუ­სის მარ­თვის ნი­უ­ან­სე­ბი. ამის შემ­დეგ, და­ახ­ლო­ე­ბით დღის 2 სა­ათ­ზე, ოფიც­რე­ბი სა­გან­გე­ბო თათ­ბირ­ზე დაგ­ვი­ბა­რეს. მე, რო­გორც მე­კავ­ში­რეს, და­მე­ვა­ლა სა­კავ­ში­რო კვან­ძე­ბის მო­წყო­ბა და სა­ტე­ლე­ფო­ნო კავ­ში­რის გა­მარ­თვა. მე და ლე­ი­ტე­ნან­ტმა კო­ნი­უ­ხოვ­მა და­კის­რე­ბუ­ლი მო­ვა­ლე­ო­ბა შე­ვას­რუ­ლეთ, ან­ტე­ნა სტა­დი­ო­ნის ყვე­ლა­ზე მა­ღალ წერ­ტილ­ზე და­ვა­მაგ­რეთ და ამით კავ­შირ­გაბ­მუ­ლო­ბის პრობ­ლე­მაც მო­ვაგ­ვა­რეთ.

ამ დრო­ის­თვის ЗАКВО-ს შე­ნო­ბა­ში რო­დი­ო­ნოვ­სა და ეფი­მოვ­თან თათ­ბირ­ზე მყო­ფი ბაკ­ლა­ნო­ვიც დაბ­რუნ­და. აღელ­ვე­ბუ­ლი ჩან­და. მან სას­წრა­ფოდ დაგ­ვი­ბა­რა ოფიც­რე­ბი და იქვე მდგარ რა­ფის ტი­პის მიკ­რო­ავ­ტო­ბუს­ში ჩაგ­ვსხა. ქარ­თველ­მა მძღოლ­მა თბი­ლი­სის ვიწ­რო ქუ­ჩე­ბის გავ­ლით მიგ­ვიყ­ვა­ნა ლე­ნი­ნის მო­ე­დან­ზე. ბაკ­ლა­ნოვ­მა ჩა­მოს­ვლა და რუს­თა­ვე­ლის პროს­პექ­ტზე "გა­სე­ირ­ნე­ბა" გვიბ­რძა­ნა. და­ახ­ლო­ე­ბით სა­ღა­მოს 7-8 სა­ათ­ზე პროს­პექ­ტზე ათა­სო­ბით დე­მონ­სტრან­ტი იყო და ისი­ნი დაშ­ლას არ აპი­რებ­დნენ. მე­თა­ურ­მა სწრა­ფად აგ­ვიხ­სნა, თუ სად რო­მე­ლი შე­ნო­ბა მდე­ბა­რე­ობ­და. დე­მონ­სტრან­ტებს არ გა­მოჰ­პარ­ვი­ათ ჩვე­ნი იქ ყოფ­ნა, ინ­ცინ­დენ­ტის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად სას­წრა­ფოდ მოგ­ვი­წია პროს­პექ­ტის და­ტო­ვე­ბამ. ჩვენს რაფს "ჟი­გუ­ლის" მარ­კის წი­თე­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი გა­მოჰ­ყვა, თუმ­ცა ჩვენ­მა მძღოლ­მა მო­ა­ხერ­ხა მდევ­რის­გან თა­ვის დაღ­წე­ვა. ბაკ­ლა­ნოვ­მა შეგ­ვკრი­ბა ოფიც­რე­ბი იმპრო­ვი­ზე­ბულ შტაბ­ში და გან­გვი­მარ­ტა ვი­თა­რე­ბა: "რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე 10000-მდე დე­მონ­სტრან­ტია შეკ­რე­ბი­ლი, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლოს საბ­ჭო­თა კავ­ში­რი­დან გა­მოს­ვლა­სა და ქვეყ­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას მო­ი­თხო­ვენ. ად­გი­ლი აქვს ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტურ-შო­ვი­ნის­ტურ მო­წო­დე­ბებს. დაზ­ვერ­ვის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მო­მი­ტინ­გე­ებს დე­მონ­სტრა­ცი­ის დარ­ბე­ვის შემ­თხვე­ვა­ში შე­უძ­ლი­ათ გა­მო­ი­ყე­ნონ მათ ხელთ არ­სე­ბუ­ლი ხის ჯო­ხე­ბი, დრო­შის ტა­რე­ბი, ქვე­ბი და ა.შ. ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი არა აქვთ, თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე დე­მონ­სტრანტს ცივი ია­რა­ღი ეჭი­რა. რუს­თა­ვე­ლის პროს­პექ­ტი და პა­რა­ლე­ლურ ქუ­ჩებ­ზე გა­მა­ვა­ლი გზე­ბი სატ­ვირ­თო მან­ქა­ნე­ბით არის გა­და­კე­ტი­ლი. მი­ტინ­გი მშვი­დო­ბი­ა­ნი ხა­სი­ა­თი­საა და რა­ი­მე სე­რი­ო­ზულ ინ­ცინ­დენტს ად­გი­ლი არ ჰქო­ნია".

ჩვე­ნი მოქ­მე­დე­ბის გეგ­მა კი შემ­დეგ­ნა­ი­რი იყო: 342-ე სა­დე­სან­ტო ჯა­რე­ბის 200-კა­ცი­ან ქვე­და­ნა­ყოფს უნდა გა­ნე­დევ­ნა ხალ­ხი მთავ­რო­ბის სა­სახ­ლის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ი­დან, ჩვე­ნი პოლ­კის 400-კა­ცი­ან ქვე­და­ნა­ყოფს კი ხალ­ხი პროს­პექ­ტის სიღ­რმის­კენ უნდა გა­ნე­დევ­ნა და გა­ე­ფან­ტა. ამა­ვე დროს მე­დე­სან­ტე­ებს უნდა გა­ე­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ნათ მხატ­ვარ­თა სახ­ლი, რო­მე­ლიც დე­მონ­სტრან­ტებს ჰქონ­დათ და­კა­ვე­ბუ­ლი. ომო­ნე­ლებს უნდა გა­და­ე­კე­ტათ პა­რა­ლე­ლურ ქუ­ჩებ­ზე გა­სას­ვლე­ლი გზე­ბი და უზ­რუნ­ვე­ლე­ყოთ სა­ფილტრა­ციო პუნ­ქტე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა. ამო­ცა­ნის შე­სას­რუ­ლებ­ლად გად­მოგ­ვცეს 5 ჯავ­შანტრან­სპორ­ტი­ო­რი და სამი სა­ხან­ძრო მან­ქა­ნა.

ღა­მის 12 სა­ათ­ზე ჯა­რის­კა­ცებს საბ­რძო­ლო გან­გა­ში გა­მო­ვუ­ცხა­დეთ და მო­ე­დან­ზე მო­ვა­წყვეთ. მათ მოკ­ლედ ავუხ­სე­ნით შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბა და სა­მოქ­მე­დო გეგ­მა. ბაკ­ლა­ნოვ­მა გას­ცა ბრძა­ნე­ბა არა­სან­ქცი­რე­ბუ­ლი დე­მონ­სტრა­ცი­ის დაშ­ლის შე­სა­ხებ. მე კი ჩემი ჯა­რის­კა­ცე­ბი გა­ვაფრ­თხი­ლე, რომ არ და­კარ­გუ­ლიყ­ვნენ და ერ­თმა­ნეთს არ ჩა­მორ­ჩე­ნოდ­ნენ. ამის შემ­დეგ გად­მოგ­ვცეს შე­ი­ა­რა­ღე­ბა. თი­თო­ე­ულ ჩვენ­განს ჰქონ­და ჩაჩ­ქა­ნი, ალუ­მი­ნის (მე­დე­სან­ტე­ებს - პლასტმა­სის) ფარი, ჯავ­შან­ჟი­ლე­ტი, ხელ­კე­ტი და "მა­კა­რო­ვის" სის­ტე­მის პის­ტო­ლე­ტი (ბრძა­ნე­ბის თა­ნახ­მად, ეს უკა­ნას­კნე­ლი უკი­დუ­რეს სი­ტუ­ა­ცი­ა­ში უნდა გა­მოგ­ვე­ყე­ნე­ბი­ნა და მო­მი­ტინ­გე­თა შე­სა­ში­ნებ­ლად ჰა­ერ­ში გვეს­რო­ლა) ოფიც­რებს კი "ჩე­რი­ო­მუ­ხა 10"-ის ტი­პის 5-5 ბა­ლო­ნი დაგ­ვი­რი­გეს.

გა­მარ­თლდა ბაკ­ლა­ნო­ვის ვა­რა­უ­დი, ქარ­თველ­მა მძღო­ლებ­მა უარი თქვეს ჩვენს წაყ­ვა­ნა­ზე, ამი­ტო­მაც ავ­ტო­ბუ­სე­ბის სა­ჭეს ჯა­რის­კა­ცე­ბი მი­უს­ხდნენ და გეზი რუს­თა­ვე­ლის პროს­პექ­ტის­კენ ავი­ღეთ. ღა­მის პირ­ვე­ლი სა­ა­თის­თვის უკვე ლე­ნი­ნის მო­ე­დან­ზე ვი­ყა­ვით. აქ უკვე მო­ეყ­ვა­ნათ სატ­ვირ­თო მან­ქა­ნე­ბი, ჯავ­შანტრან­სპორ­ტი­ო­რე­ბი და მე­დე­სან­ტე­თა საბ­რძო­ლო მან­ქა­ნე­ბი. მე­დე­სან­ტე­ე­ბი უკვე იქ იყ­ვნენ. იქვე იყ­ვნენ მოს­კო­ვი­დან ახალ­ჩა­მოფ­რე­ნი­ლი ფე­ლიქს დერ­ჟინ­სკის სა­ხე­ლო­ბის პოლ­კის ჯა­რის­კა­ცე­ბი. ჩვენ­და გა­სა­ოც­რად, არ­სად ჩან­დნენ ომო­ნე­ლე­ბი. რო­გორც შემ­დეგ გა­ირ­კვა, მათ ტრან­სპორ­ტი­რე­ბა­ზე ქარ­თველ­მა მძღო­ლებ­მა უარი გა­ნა­ცხა­დეს, თა­ვად ომო­ნე­ლებ­მა კი ვერც ავ­ტო­ბუ­სე­ბის მარ­თვა შეძ­ლეს და არც გზა იცოდ­ნენ. მო­ედ­ნის მარ­ჯვე­ნა კუ­თხე­ში, პა­ტა­რა სკვერ­ში ქარ­თვე­ლი მი­ლი­ცი­ე­ლე­ბი იყ­ვნენ შეკ­რე­ბილ­ნი. ეტყო­ბო­დათ, რომ დაბ­ნე­უ­ლე­ბი იყ­ვნენ და არ იცოდ­ნენ, რა ექ­ნათ. ჩვენც ვღე­ლავ­დით, ზო­გი­ერ­თმა ჯა­რის­კაც­მა სი­გა­რე­ტიც გა­ა­ბო­ლა, რაც დის­ციპ­ლი­ნის დარ­ღვე­ვა იყო. შე­ვე­ცა­დე, ეს დარ­ღვე­ვა აღ­მეკ­ვე­თა, თუმ­ცა მივ­ხვდი, რომ ეს ნერ­ვე­ბის ბრა­ლი იყო და მათ­თვის ხელი აღარ შე­მიშ­ლია, სა­ბო­ლო­ოდ მეც მო­ვუ­კი­დე სი­გა­რეტს და მოვ­ლე­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას და­ვე­ლო­დე. მო­ე­დან­ზე, ლე­ნი­ნის ძეგლის გარ­შე­მო ათო­ბით ჯავ­შანტრან­სპორ­ტი­ო­რი და სატ­ვირ­თო მან­ქა­ნა იდგა. პროს­პექ­ტის სიღ­რმი­დან კი ხალ­ხის გუ­გუ­ნი არ წყდე­ბო­და. ცუდი წი­ნათ­გრძნო­ბა და­მე­უფ­ლა. დრო ძა­ლი­ან გა­ი­წე­ლა...

და­ახ­ლო­ე­ბით ღა­მის 4 სა­ა­თის­თვის, მო­უ­ლოდ­ნე­ლად მწყობ­რში მო­წყო­ბის ბრძა­ნე­ბა გა­ი­ცა. მარ­ცხე­ნა და მარ­ჯვე­ნა ფლან­გე­ბი ჩვე­ნი პოლ­კის ჯა­რის­კა­ცებ­მა და­ი­კა­ვეს, ცენ­ტრში კი მე­სან­გრე­თა ნიჩ­ბე­ბით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი მე­დე­სან­ტე­ე­ბი და დერ­ჟინ­სკის პოლ­კის ჯა­რის­კა­ცე­ბი იყ­ვნენ. მხო­ლოდ ახლა შევ­ნიშ­ნე, რომ ჯა­რის­კაც­თა რა­ო­დე­ნო­ბა არა­საკ­მა­რი­სი იყო, პროს­პექ­ტის სიღ­რმი­დან ხალ­ხის ძლი­ე­რი გუ­გუ­ნი კი იმა­ზე მე­ტყვე­ლებ­და, რომ დე­მონ­სტრან­ტთა რა­ო­დე­ნო­ბა ჯა­რის­კა­ცე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას რამ­დენ­ჯერ­მე აღე­მა­ტე­ბო­და. ჩვენ წინ ხუთი ჯავ­შანტრან­სპორ­ტი­ო­რი გან­ლაგ­და. რუს­თა­ვე­ლის პროს­პექ­ტი­დან უწინ­დე­ბუ­რად ის­მო­და ხალ­ხის გუ­გუ­ნი. მი­ვი­ღეთ ბრძა­ნე­ბა არა­სან­ქცი­რე­ბუ­ლი დე­მონ­სტრა­ცი­ის დაშ­ლის შე­სა­ხებ. ჯა­რის­კა­ცე­ბი და­იძ­რნენ. ფა­რებ­ზე ხელ­კე­ტე­ბის რიტ­მუ­ლი ცე­მით მი­ვი­წევ­დით წინ.

ჯავ­შანტრან­სპორ­ტი­ო­რებ­მა დე­მონ­სტრა­ცია შუ­ა­ზე გაყ­ვეს. ხალ­ხმა მათ კო­რი­დო­რი გა­უ­კე­თა. თავ­და­პირ­ვე­ლად უპ­რობ­ლე­მოდ მი­ვი­წევ­დით წინ, ხალ­ხი სტვე­ნით, ტა­შის კვრი­თა და რუ­სულ-ქარ­თუ­ლი შე­ძა­ხი­ლე­ბით შეგ­ვე­გე­ბა.

დე­მონ­სტრან­ტთა ნა­წი­ლი ად­გი­ლი­დან გაც­ლას ცდი­ლობ­და. მო­უ­ლოდ­ნე­ლად ჯავ­შან­ტექ­ნი­კა­სა და ჯა­რის­კაც­თა მწკრივს ქვე­ბის სე­ტყვა და­ა­ტყდა. უკი­დუ­რე­სად რთულ ვი­თა­რე­ბა­ში აღ­მოჩ­ნდა მარ­ცხე­ნა ფლან­გი. ისი­ნი უშუ­ა­ლო ფი­ზი­კურ კონ­ტაქ­ტში შე­ვიდ­ნენ მო­მი­ტინ­გე­ებ­თან. ჩვენს ფლანგზე კი სი­ტუ­ა­ცი­ას მეტ-ნაკ­ლე­ბად ვა­კონ­ტრო­ლებ­დით. ხალ­ხი ქვე­ბის სრო­ლი­თა და შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი რეპ­ლი­კე­ბით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბო­და. აშ­კა­რა შე­იქ­მნა, რომ ზო­გი­ერ­თი დე­მონ­სტრან­ტი ნას­ვა­მი იყო. მო­უ­ლოდ­ნე­ლად ბრბომ ერთ-ერთი ჯა­რის­კა­ცი მწყობ­რი­დან გა­მო­აგ­დო, წა­აქ­ცია და ცემა და­უ­წყო. ძლივს გა­მოვ­გლი­ჯეთ გამ­ხე­ცე­ბულ ხალ­ხს ჩვე­ნი თა­ნა­მებ­რძო­ლი ხე­ლი­დან და სას­წრა­ფოდ ზურ­გში გა­და­ვიყ­ვა­ნეთ.

დე­მონ­სტრან­ტე­ბი გა­აქ­ტი­ურ­დნენ მარ­ცხე­ნა ფლანგზეც. ჩვე­ნი მი­მარ­თუ­ლე­ბით სხვა­დას­ხვა სა­განს ის­როდ­ნენ. მწყობ­რი და­ი­შა­ლა. მე­დე­სან­ტე­თა ნა­წილ­მა მთავ­რო­ბის სა­სახ­ლეს მო­უ­ა­რა და დე­მონ­სტრან­ტებს ფლან­გი­დან შე­უ­ტია. ჩვენ უკან მო­მა­ვალ­მა სა­ხან­ძრო მან­ქა­ნე­ბის ეკი­პა­ჟის წევ­რებ­მა, რომ­ლე­ბიც ქარ­თვე­ლე­ბი იყ­ვნენ, უარი გა­ნა­ცხა­დეს წყლის ჭავ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე. მე­დე­სან­ტე­ებ­მა "კუ"-ს სტრა­ტე­გი­ას მი­მარ­თეს და ფა­რე­ბით კე­დე­ლი შექ­მნეს, რომ­ლი­თაც თავს იცავ­დნენ ქვე­ბის­გან. მო­უ­ლოდ­ნე­ლად მათ მწყობრს მოზ­რდი­ლი ქვა ეს­რო­ლეს, რო­მელ­მაც ერთ-ერთ მე­დე­სან­ტეს თავი გა­უ­ტე­ხა.

და­შა­ვე­ბუ­ლი სას­წრა­ფოდ გა­და­იყ­ვა­ნეს სა­მე­დი­ცი­ნო პუნ­ქტში. ლა­ზა­რე­თის ფუნ­ქცი­ას ავ­ტო­ბუ­სი ას­რუ­ლებ­და, რო­მელ­საც იმ მო­მენ­ტი­სათ­ვის არც ერთი შუშა არ ჰქონ­და შერ­ჩე­ნი­ლი, გამ­ზირ­ზე შე­მაძ­რწუ­ნე­ბე­ლი გუ­გუ­ნი იდგა. ყვე­ლა­ფე­რი ეს, შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის სის­ხლისმღვრელ ორ­თაბ­რძო­ლებ­ზე გა­და­ღე­ბულ ფილ­მს ჰგავ­და. ვცდი­ლობ­დი, ჩემი ჯა­რის­კა­ცე­ბის მწყობ­რში მო­წყო­ბას, რათა უფრო ეფექ­ტუ­რად დაგ­ვეც­ვა თავი. ძა­ლე­ბი აშ­კა­რად არა­თა­ნა­ბა­რი იყო, ცო­ტაც და დე­მონ­სტრან­ტე­ბი გაგ­ვთე­ლავ­დნენ, თუმ­ცა ამ დროს ხალ­ხის მა­სა­ში ჩა­ვარ­დნი­ლი "ჩე­რი­ო­მუ­ხე­ბის" თეთ­რი შლე­ი­ფი შევ­ნიშ­ნე, ამან სი­ტუ­ა­ცია ოდ­ნავ შეგ­ვიმ­სუ­ბუ­ქა, მო­მი­ტინ­გე­ებ­მა უკან და­ი­ხი­ეს. რო­გორც იქნა, მხატ­ვარ­თა სახ­ლს გა­ვუს­წორ­დით, რომ­ლის აი­ვან­ზეც "და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" და ამე­რი­კის დრო­შე­ბი იყო გა­მო­ფე­ნი­ლი, რა­მაც ძლი­ერ გაგ­ვა­ღი­ზი­ა­ნა. მე­დე­სან­ტე­ებ­მა, მათი ერთ-ერთი მე­თა­უ­რის, ა.მ. ზე­ლენ­კოს წი­ნამ­ძღო­ლო­ბით, შე­ნო­ბა­ში შეჭ­რა სცა­დეს. გამ­სა­ხურ­დი­ას მომ­ხრე­ებ­მა, რომ­ლე­ბიც შე­ნო­ბა­ში იყ­ვნენ, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვა და­ა­პი­რეს, მაგ­რამ ჩვენ მიერ შე­ნო­ბა­ში შეგ­დე­ბულ­მა "ჩე­რი­ო­მუ­ხამ" ისი­ნი და­აფრ­თხო და გა­აქ­ცია.

მე­დე­სან­ტე­ებ­მა აივ­ნი­დან გად­მო­ყა­რეს დრო­შე­ბი, რა­მაც მებ­რძოლ­თა ყი­ჟი­ნა გა­მო­იწ­ვია და ჩვე­ნი შე­მარ­თე­ბა გა­აძ­ლი­ე­რა.

უკი­დუ­რე­სად რთუ­ლი იყო ვი­თა­რე­ბა მარ­ცხე­ნა ფლანგზე. ჯა­რის­კა­ცებ­სა და მო­მი­ტინ­გე­ებს შო­რის გა­აფ­თრე­ბუ­ლი ბრძო­ლა გა­ი­მარ­თა. სა­ში­ნელ ღრი­ან­ცელ­ში დრო­დად­რო ქა­ლე­ბის კი­ვი­ლიც ის­მო­და. ზო­გი­ერ­თი დე­მონ­სტრან­ტის ხელ­ში ნა­ა­ლა­ფა­რი ხელ­კე­ტე­ბი და ფა­რე­ბი შევ­ნიშ­ნე. მძი­მედ და­შავ­და მარ­ცხე­ნა ფლან­გის მე­თა­უ­რი - ლე­ი­ტე­ნან­ტი მა­რი­ნი­ნი. მარ­ჯვე­ნა ფლანგზე სი­ტუ­ა­ცია კვლავ მეტ-ნაკ­ლე­ბად სტა­ბი­ლუ­რი იყო. ჩვენ­სა და დე­მონ­სტრან­ტებს შო­რის 5-10-მეტ­რი­ა­ნი დის­ტან­ცია იყო. შეგ­ნე­ბუ­ლად არ ვიძ­ლე­ო­დი ბრძა­ნე­ბას წინ წა­წე­ვის შე­სა­ხებ, რათა დე­მონ­სტრან­ტთათ­ვის გა­საქ­ცე­ვი გზა არ გა­და­მე­კე­ტა და აგ­რეთ­ვე, მწყობ­რი არ და­მერ­ღვია, რად­გა­ნაც მარ­ცხე­ნა ფლან­გი და ცენ­ტრი ვერ და­მე­წე­ო­და. მო­მი­ტინ­გე­ე­ბი არ წყვეტ­დნენ ქვე­ბის სრო­ლას. რო­გორც შემ­დეგ გა­ვარ­კვი­ეთ, დე­მონ­სტრა­ცი­ე­ბის და­წყე­ბამ­დე, სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რე­ბი პროს­პექ­ტზე სა­ტე­ლე­ფო­ნო მავ­თუ­ლებს ცვლიდ­ნენ. ფი­ლე­ბი ამო­ღე­ბუ­ლი იყო და აკუ­რა­ტუ­ლად ელა­გა ტრო­ტუ­არ­ზე. სწო­რედ ამი­ტომ მო­მი­ტინ­გე­ე­ბი "საბ­რძო­ლო მა­სა­ლე­ბის" სიმ­ცი­რეს არ გა­ნიც­დიდ­ნენ. ქვე­ბის სრო­ლა ჯა­რის­კა­ცებ­მაც და­ი­წყეს, რომ­ლე­ბიც იმ დო­ნე­ზე იყ­ვნენ გა­აფ­თრე­ბულ­ნი, რომ მათ­თვის რა­ი­მეს დაშ­ლას აზრი აღარ ჰქონ­და. მო­უ­ლოდ­ნე­ლად, პროს­პექ­ტზე სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნე­ბი გა­მოჩ­ნდა. ერთ-ერთი მათ­გა­ნი ჩვენ­კენ გა­მო­ე­მარ­თა და ჯა­რის­კაც­თა რი­გებ­ში შე­იჭ­რა. რი­გით­მა ოსი­პოვ­მა ხელ­კე­ტით სა­ქა­რე მინა ჩა­ამ­სხვრია, მან­ქა­ნა გა­ჩერ­და. გაბ­რა­ზე­ბულ­მა მთე­ლი ხმით და­ვუღ­რი­ა­ლე:

- რას შვრე­ბი, გა­გიჟ­დი? ეგ ხომ სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნაა?!

მან კი პა­სუ­ხად გვერ­დი­თა მი­ნაც ჩა­ამ­სხვრია და ნიშ­ნის მო­გე­ბით მო­მა­ძა­ხა:

- ნახე, აქ ვი­ნე­ბი ყო­ფი­ლან!

სა­ლო­ნი­დან სპორ­ტუ­ლი აღ­ნა­გო­ბის ოთხი ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცი ჩა­მო­ვიყ­ვა­ნეთ და­ვა­კა­ვეთ და მი­ლი­ცი­ას გა­და­ვე­ცით. თან­და­თან ხალ­ხის მასა უკან იხევ­და. დე­მონ­სტრან­ტთა უმე­ტე­სო­ბა გა­იქ­ცა, ნა­წილ­მა კი თავი პა­რა­ლე­ლურ ქუ­ჩებს შე­ა­ფა­რა. გამ­ზირ­ზე მხო­ლოდ აგ­რე­სი­უ­ლად გან­წყო­ბი­ლი ელე­მენ­ტე­ბი რჩე­ბოდ­ნენ. რო­გორც იქნა, მწყობ­რი და­ლაგ­და. ნელ-ნელა წინ მი­ვი­წევ­დით, თუმ­ცა ქვე­ბის სე­ტყვა მა­ინც არ წყდე­ბო­და. რო­გორც იქნა, პროს­პექ­ტზე არ­სე­ბულ ეკ­ლე­სი­ას გავ­ცდით და ერთ ლა­მაზ შე­ნო­ბას, სა­ვა­რა­უ­დოდ მუ­ზე­უმს ან თე­ატრს გა­ვუ­თა­ნაბრდით. უკან მო­ვი­ხე­დე და ცივ­მა ოფ­ლმა და­მას­ხა... ზურ­გში თით­ქმის არა­ვინ იყო... პა­რა­ლე­ლუ­რი ქუ­ჩე­ბი გა­და­კე­ტი­ლი არ იყო. შემ­ზა­რა იმის გა­ფიქ­რე­ბამ, თუ რა მოგ­ვი­ვი­დო­და იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ დე­მონ­სტრან­ტე­ბი პა­რა­ლე­ლუ­რი ქუ­ჩე­ბი­დან შე­მოგ­ვივ­ლიდ­ნენ და ალ­ყა­ში მოგ­ვაქ­ცევ­დნენ. დღემ­დე მიკ­ვირს, თუ რა­ტომ არ მო­იქ­ცნენ ასე. თით­ქმის ნა­ხე­ვარ­სა­ა­თი­ა­ნი ორომ­ტრი­ა­ლის შემ­დეგ, ძლი­ერ დაღ­ლილ­ნი ვი­ყა­ვით და გამ­ზი­რი­დან ჩვე­ნი გა­რეკ­ვა არა მგო­ნია მათ­თვის დიდი პრობ­ლე­მა ყო­ფი­ლი­ყო.

ჩვენ წინ შეკ­რე­ბი­ლი ასო­ბით დე­მონ­სტრან­ტი კი არ წყვეტ­და წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას. მო­უ­ლოდ­ნე­ლად, აფეთ­ქე­ბის რამ­დე­ნი­მე ხმა გა­ვი­გო­ნე, ჩვენ­მა მწყობ­რმა რღვე­ვა და­ი­წყო. შე­ვე­ცა­დე მწყობ­რში მო­წყო­ბის ბრძა­ნე­ბა გა­მე­ცა, მაგ­რამ ამა­ოდ. ჰა­ე­რი აღარ მეყო, ვი­გუ­დე­ბო­დი, ფილ­ტვე­ბი სა­ში­ნელ­მა სპაზმმა მო­იც­ვა. აქეთ-იქით ვა­წყდე­ბო­დი, რათა ჰა­ე­რი ჩა­მე­სუნ­თქა. რო­გორც იქნა, სუნ­თქვა აღ­ვიდ­გი­ნე, მაგ­რამ ამ დრო­ის­თვის ჯა­რის­კაც­თა მწყობ­რი არე­უ­ლი იყო, ხალ­ხიც აღარ­სად ჩან­და. რო­გორც შემ­დეგ გა­ვარ­კვი­ეთ, ეს იყო "სი-ეს"-ის ტი­პის გაზი, რო­მე­ლიც კ-51 ტი­პის ყუმ­ბა­რა­ში იყო ჩაწ­ნე­ხი­ლი. ერთ-ერთი მათ­გა­ნი შემ­თხვე­ვით ჩვენს მწყობ­რში ჩა­ვარ­და. აი, ასე გა­მოვ­ცა­დეთ ჩვენს თავ­ზე ამ სა­ში­ნე­ლი გა­ზის მოქ­მე­დე­ბა...

რო­დე­საც გონს მო­ვე­დით, ოფიც­რებ­მა ჩვენ-ჩვე­ნი ჯა­რის­კა­ცე­ბი შევ­კრი­ბეთ. ჩემი ქვე­და­ნა­ყო­ფის ყვე­ლა მებ­რძო­ლი ად­გილ­ზე იყო... დე­მონ­სტრა­ცია დავ­შა­ლეთ, მაგ­რამ ეს ძვი­რად დაგ­ვიჯ­და. დე­მონ­სტრან­ტთა ნა­წი­ლის გა­აფ­თრე­ბულ­მა წი­ნა­აღ­მდე­გო­ბამ და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბა გაგ­ვიძ­ნე­ლა. სა­ერ­თო ჯამ­ში 12 ჯა­რის­კაცს ჰოს­პი­ტა­ლი­ზე­ბა დას­ჭირ­და, მათ­გან ოთხის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მე იყო და მათ ხან­გრძლი­ვი მკურ­ნა­ლო­ბა დას­ჭირ­დათ.

პროს­პექ­ტზე დღის 9-10 სა­ა­თამ­დე დავ­რჩით, შემ­დეგ კი სხვა ქვე­და­ნა­ყოფ­მა ჩაგ­ვა­ნაც­ვლა. ჩვენ ისევ დის­ლო­კა­ცი­ის ად­გილს და­ვუბ­რუნ­დით. 11 აპ­რილს თბი­ლი­სი დავ­ტო­ვეთ და გან­ჯა­ში ჩა­ვე­დით, სა­ი­და­ნაც მოს­კოვ­ში გა­დაგ­ვაფ­რი­ნეს.

1989 წლის 9 აპ­რი­ლის შემ­დეგ არა­ერთ ცხელ წერ­ტილ­სა და სპეც­მივ­ლი­ნე­ბა­ში (მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღი, ბაქო, აფხა­ზე­თი, ჩრდ. კავ­კა­სია) მი­მი­ღია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. შე­დე­გად მი­ვი­ღე დან­გრე­უ­ლი ოჯა­ხი, შერ­ყე­უ­ლი ჯან­მრთე­ლო­ბა და ღა­მი­სე­უ­ლი კოშ­მა­რე­ბი.

ვახ­ტანგ შა­მუ­გია

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

9 აპრილის სადამსჯელო ოპერაცია და რუსი ოფიცრის მწარე მოგონებები

9 აპრილის სადამსჯელო ოპერაცია და რუსი ოფიცრის მწარე მოგონებები

1989 წლის 9 აპრილის იმ ტრაგიკული ღამიდან უკვე 26 წელი გავიდა. მიუხედავად ამისა, ქართველები მუდამ დიდი გულისტკივილითა და ცრემლმორეული თვალებით ვიხსენებთ ამ საშინელ თარიღსა და დაღუპულ თანამემამულეებს. ვიხსენებთ აგრეთვე იმ საბჭოთა ჯარისკაცებსაც, რომლებმაც ასე უმოწყალოდ დაარბიეს მშვიდობიანი დემონსტრაცია და ვცდილობთ გავიგოთ, თუ რა მიზნები ამოძრავებდათ მათ, რას ფიქრობდნენ, როგორ მოქმედებდნენ და გვებადება კითხვა - ნანობენ? ქვემოთ მოყვანილ სტატიაში გთავაზობთ ნაწყვეტს საბჭოთა კავშირის შინაგანი ჯარების ყოფილი ოფიცრის - ს. ა. რაზდობრეევის მემუარებიდან. მემუარების იმ ნაწილში, რომელსაც მან "თბილისის ღამე" დაარქვა, დეტალურად აღწერს 1989 წლის 9 აპრილის ღამეს ჩვენს დედაქალაქში დატრიალებულ ტრაგედიას ისე, როგორც ეს დაინახა მან...

ჩემი ხიფათისა და თავგადასავლებით აღსავსე გზაზე მრავალი საინტერესო დღე მქონია. ბევრჯერ სიკვდილისთვის ჩამიხედავს თვალებში, ბევრჯერ შემშინებია და შემდეგ უფრო მეტად დამიფასებია სიცოცხლე. ჩემი ბიოგრაფიის ერთ-ერთი ასეთი დღე (უფრო სწორად, ღამე) 1989 წლის 9 აპრილია. თუმცა 9 აპრილი მაინც განსაკუთრებულია. განსაკუთრებულია იმიტომ, რომ ოცი წლის შემდეგაც კი დეტალურად მახსოვს ის კოშმარული ღამე. რუსთაველის პროსპექტზე მომხდარ მოვლენებს აღვწერ ზუსტად ისე, როგორც სინამდვილეში იყო, როგორც ეს მე დავინახე.

მაქსიმალურად შევიკავებ თავს შეფასებისგან. "ჩვენი ქვედანაყოფის შსს მე-19 დივიზიის მე-6 პოლკის (სწორედ ასე მოგვიხსენიებდა ჩვენ იმდროინდელი პრესა) ისტორიის ყველაზე მძიმე და სისხლიანი ფურცელი კავკასიას უკავშირდება. ის იქ 1988 წელს გამოჩნდა. თავდაპირველად სუმგაითში ვიყავით მივლინებულნი, სადაც აზერბაიჯანელებსა და სომხებს შორის ეთნიკურ ნიადაგზე მოხდა დაპირისპირება, შემდეგ კი ერევანში გადაგვიყვანეს. მერე ჩვენი "პოლკი" სპიტაკში გადაისროლეს. იქ ჩასულებს საშინელი სურათი დაგვხვდა... 1989 წლის აპრილის დასაწყისში სხვა ქვედანაყოფს უნდა ჩავენაცვლებინეთ, ჩვენ კი რუსეთში უნდა დავბრუნებულიყავით, მაგრამ 7 აპრილს საგანგებო თათბირზე დაგვიბარეს და მოსკოვიდან გამოგზავნილი ბრძანების საფუძველზე გამოგვიცხადეს, რომ სასწრაფოდ უნდა გადავესროლეთ თბილისში...

მოგვაჯადოვა ამ ქალაქის სილამაზემ, მდინარის პირას, კლდეში ჩაშენებულმა სახლებმა, ეკლესიებმა, ქუჩებმა... თბილისელების დამოკიდებულება ჩვენდამი საკმაოდ არაერთგვაროვანი იყო. ზოგიერთი გვიღიმოდა და ხელს გვიქნევდა, ნაწილი კი გვიყვიროდა და ხელებით შეურაცხმყოფელ ჟესტებს გვიჩვენებდა. ეს, ალბათ, იმით იყო განპირობებული, რომ ჩვენს ჩასვლამდე ერთი დღით ადრე ქალაქში უკვე გამოეყვანათ ჯავშანტექნიკა, რამაც საზოგადოების გაღიზიანება გამოიწვია. მივედით დროებითი დისლოკაციის ადგილზე. ეს იყო არცთუ ისე დიდი სპორტული მოედანი ქალაქის ცენტრში. ჯარისკაცებს მიეცათ დასვენებისა და დანაყრების საშუალება. ლენინაკანიდან წამოსული ძველი ავტობუსები უკან გავაბრუნეთ, სანაცვლოდ კი თბილისის ავტოპარკის ახალი "იკარუსები" მოგვიყვანეს, რომელთაც ქართველი მძღოლები მართავდნენ. ჩვენი მეთაური, ა.მ. ბაკლანოვი შიშობდა, რომ ქართველი მძღოლები ტრანსპორტირებაზე უარს იტყოდნენ, ამიტომაც, მათ ჩვენი სამხედროები მიამაგრეს, რომელთათვისაც უნდა ესწავლებინათ ავტობუსის მართვის ნიუანსები. ამის შემდეგ, დაახლოებით დღის 2 საათზე, ოფიცრები საგანგებო თათბირზე დაგვიბარეს. მე, როგორც მეკავშირეს, დამევალა საკავშირო კვანძების მოწყობა და სატელეფონო კავშირის გამართვა. მე და ლეიტენანტმა კონიუხოვმა დაკისრებული მოვალეობა შევასრულეთ, ანტენა სტადიონის ყველაზე მაღალ წერტილზე დავამაგრეთ და ამით კავშირგაბმულობის პრობლემაც მოვაგვარეთ.

ამ დროისთვის ЗАКВО-ს შენობაში როდიონოვსა და ეფიმოვთან თათბირზე მყოფი ბაკლანოვიც დაბრუნდა. აღელვებული ჩანდა. მან სასწრაფოდ დაგვიბარა ოფიცრები და იქვე მდგარ რაფის ტიპის მიკროავტობუსში ჩაგვსხა. ქართველმა მძღოლმა თბილისის ვიწრო ქუჩების გავლით მიგვიყვანა ლენინის მოედანზე. ბაკლანოვმა ჩამოსვლა და რუსთაველის პროსპექტზე "გასეირნება" გვიბრძანა. დაახლოებით საღამოს 7-8 საათზე პროსპექტზე ათასობით დემონსტრანტი იყო და ისინი დაშლას არ აპირებდნენ. მეთაურმა სწრაფად აგვიხსნა, თუ სად რომელი შენობა მდებარეობდა. დემონსტრანტებს არ გამოჰპარვიათ ჩვენი იქ ყოფნა, ინცინდენტის თავიდან ასაცილებლად სასწრაფოდ მოგვიწია პროსპექტის დატოვებამ. ჩვენს რაფს "ჟიგულის" მარკის წითელი ავტომობილი გამოჰყვა, თუმცა ჩვენმა მძღოლმა მოახერხა მდევრისგან თავის დაღწევა. ბაკლანოვმა შეგვკრიბა ოფიცრები იმპროვიზებულ შტაბში და განგვიმარტა ვითარება: "რუსთაველის გამზირზე 10000-მდე დემონსტრანტია შეკრებილი, რომლებიც საქართველოს საბჭოთა კავშირიდან გამოსვლასა და ქვეყნის დამოუკიდებლობას მოითხოვენ. ადგილი აქვს ნაციონალისტურ-შოვინისტურ მოწოდებებს. დაზვერვის ინფორმაციით, მომიტინგეებს დემონსტრაციის დარბევის შემთხვევაში შეუძლიათ გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ხის ჯოხები, დროშის ტარები, ქვები და ა.შ. ცეცხლსასროლი იარაღი არა აქვთ, თუმცა რამდენიმე დემონსტრანტს ცივი იარაღი ეჭირა. რუსთაველის პროსპექტი და პარალელურ ქუჩებზე გამავალი გზები სატვირთო მანქანებით არის გადაკეტილი. მიტინგი მშვიდობიანი ხასიათისაა და რაიმე სერიოზულ ინცინდენტს ადგილი არ ჰქონია".

ჩვენი მოქმედების გეგმა კი შემდეგნაირი იყო: 342-ე სადესანტო ჯარების 200-კაციან ქვედანაყოფს უნდა განედევნა ხალხი მთავრობის სასახლის მიმდებარე ტერიტორიიდან, ჩვენი პოლკის 400-კაციან ქვედანაყოფს კი ხალხი პროსპექტის სიღრმისკენ უნდა განედევნა და გაეფანტა. ამავე დროს მედესანტეებს უნდა გაეთავისუფლებინათ მხატვართა სახლი, რომელიც დემონსტრანტებს ჰქონდათ დაკავებული. ომონელებს უნდა გადაეკეტათ პარალელურ ქუჩებზე გასასვლელი გზები და უზრუნველეყოთ საფილტრაციო პუნქტების ორგანიზება. ამოცანის შესასრულებლად გადმოგვცეს 5 ჯავშანტრანსპორტიორი და სამი სახანძრო მანქანა.

ღამის 12 საათზე ჯარისკაცებს საბრძოლო განგაში გამოვუცხადეთ და მოედანზე მოვაწყვეთ. მათ მოკლედ ავუხსენით შექმნილი ვითარება და სამოქმედო გეგმა. ბაკლანოვმა გასცა ბრძანება არასანქცირებული დემონსტრაციის დაშლის შესახებ. მე კი ჩემი ჯარისკაცები გავაფრთხილე, რომ არ დაკარგულიყვნენ და ერთმანეთს არ ჩამორჩენოდნენ. ამის შემდეგ გადმოგვცეს შეიარაღება. თითოეულ ჩვენგანს ჰქონდა ჩაჩქანი, ალუმინის (მედესანტეებს - პლასტმასის) ფარი, ჯავშანჟილეტი, ხელკეტი და "მაკაროვის" სისტემის პისტოლეტი (ბრძანების თანახმად, ეს უკანასკნელი უკიდურეს სიტუაციაში უნდა გამოგვეყენებინა და მომიტინგეთა შესაშინებლად ჰაერში გვესროლა) ოფიცრებს კი "ჩერიომუხა 10"-ის ტიპის 5-5 ბალონი დაგვირიგეს.

გამართლდა ბაკლანოვის ვარაუდი, ქართველმა მძღოლებმა უარი თქვეს ჩვენს წაყვანაზე, ამიტომაც ავტობუსების საჭეს ჯარისკაცები მიუსხდნენ და გეზი რუსთაველის პროსპექტისკენ ავიღეთ. ღამის პირველი საათისთვის უკვე ლენინის მოედანზე ვიყავით. აქ უკვე მოეყვანათ სატვირთო მანქანები, ჯავშანტრანსპორტიორები და მედესანტეთა საბრძოლო მანქანები. მედესანტეები უკვე იქ იყვნენ. იქვე იყვნენ მოსკოვიდან ახალჩამოფრენილი ფელიქს დერჟინსკის სახელობის პოლკის ჯარისკაცები. ჩვენდა გასაოცრად, არსად ჩანდნენ ომონელები. როგორც შემდეგ გაირკვა, მათ ტრანსპორტირებაზე ქართველმა მძღოლებმა უარი განაცხადეს, თავად ომონელებმა კი ვერც ავტობუსების მართვა შეძლეს და არც გზა იცოდნენ. მოედნის მარჯვენა კუთხეში, პატარა სკვერში ქართველი მილიციელები იყვნენ შეკრებილნი. ეტყობოდათ, რომ დაბნეულები იყვნენ და არ იცოდნენ, რა ექნათ. ჩვენც ვღელავდით, ზოგიერთმა ჯარისკაცმა სიგარეტიც გააბოლა, რაც დისციპლინის დარღვევა იყო. შევეცადე, ეს დარღვევა აღმეკვეთა, თუმცა მივხვდი, რომ ეს ნერვების ბრალი იყო და მათთვის ხელი აღარ შემიშლია, საბოლოოდ მეც მოვუკიდე სიგარეტს და მოვლენების განვითარებას დაველოდე. მოედანზე, ლენინის ძეგლის გარშემო ათობით ჯავშანტრანსპორტიორი და სატვირთო მანქანა იდგა. პროსპექტის სიღრმიდან კი ხალხის გუგუნი არ წყდებოდა. ცუდი წინათგრძნობა დამეუფლა. დრო ძალიან გაიწელა...

დაახლოებით ღამის 4 საათისთვის, მოულოდნელად მწყობრში მოწყობის ბრძანება გაიცა. მარცხენა და მარჯვენა ფლანგები ჩვენი პოლკის ჯარისკაცებმა დაიკავეს, ცენტრში კი მესანგრეთა ნიჩბებით შეიარაღებული მედესანტეები და დერჟინსკის პოლკის ჯარისკაცები იყვნენ. მხოლოდ ახლა შევნიშნე, რომ ჯარისკაცთა რაოდენობა არასაკმარისი იყო, პროსპექტის სიღრმიდან ხალხის ძლიერი გუგუნი კი იმაზე მეტყველებდა, რომ დემონსტრანტთა რაოდენობა ჯარისკაცების რაოდენობას რამდენჯერმე აღემატებოდა. ჩვენ წინ ხუთი ჯავშანტრანსპორტიორი განლაგდა. რუსთაველის პროსპექტიდან უწინდებურად ისმოდა ხალხის გუგუნი. მივიღეთ ბრძანება არასანქცირებული დემონსტრაციის დაშლის შესახებ. ჯარისკაცები დაიძრნენ. ფარებზე ხელკეტების რიტმული ცემით მივიწევდით წინ.

ჯავშანტრანსპორტიორებმა დემონსტრაცია შუაზე გაყვეს. ხალხმა მათ კორიდორი გაუკეთა. თავდაპირველად უპრობლემოდ მივიწევდით წინ, ხალხი სტვენით, ტაშის კვრითა და რუსულ-ქართული შეძახილებით შეგვეგება.

დემონსტრანტთა ნაწილი ადგილიდან გაცლას ცდილობდა. მოულოდნელად ჯავშანტექნიკასა და ჯარისკაცთა მწკრივს ქვების სეტყვა დაატყდა. უკიდურესად რთულ ვითარებაში აღმოჩნდა მარცხენა ფლანგი. ისინი უშუალო ფიზიკურ კონტაქტში შევიდნენ მომიტინგეებთან. ჩვენს ფლანგზე კი სიტუაციას მეტ-ნაკლებად ვაკონტროლებდით. ხალხი ქვების სროლითა და შეურაცხმყოფელი რეპლიკებით შემოიფარგლებოდა. აშკარა შეიქმნა, რომ ზოგიერთი დემონსტრანტი ნასვამი იყო. მოულოდნელად ბრბომ ერთ-ერთი ჯარისკაცი მწყობრიდან გამოაგდო, წააქცია და ცემა დაუწყო. ძლივს გამოვგლიჯეთ გამხეცებულ ხალხს ჩვენი თანამებრძოლი ხელიდან და სასწრაფოდ ზურგში გადავიყვანეთ.

დემონსტრანტები გააქტიურდნენ მარცხენა ფლანგზეც. ჩვენი მიმართულებით სხვადასხვა საგანს ისროდნენ. მწყობრი დაიშალა. მედესანტეთა ნაწილმა მთავრობის სასახლეს მოუარა და დემონსტრანტებს ფლანგიდან შეუტია. ჩვენ უკან მომავალმა სახანძრო მანქანების ეკიპაჟის წევრებმა, რომლებიც ქართველები იყვნენ, უარი განაცხადეს წყლის ჭავლის გამოყენებაზე. მედესანტეებმა "კუ"-ს სტრატეგიას მიმართეს და ფარებით კედელი შექმნეს, რომლითაც თავს იცავდნენ ქვებისგან. მოულოდნელად მათ მწყობრს მოზრდილი ქვა ესროლეს, რომელმაც ერთ-ერთ მედესანტეს თავი გაუტეხა.

დაშავებული სასწრაფოდ გადაიყვანეს სამედიცინო პუნქტში. ლაზარეთის ფუნქციას ავტობუსი ასრულებდა, რომელსაც იმ მომენტისათვის არც ერთი შუშა არ ჰქონდა შერჩენილი, გამზირზე შემაძრწუნებელი გუგუნი იდგა. ყველაფერი ეს, შუა საუკუნეების სისხლისმღვრელ ორთაბრძოლებზე გადაღებულ ფილმს ჰგავდა. ვცდილობდი, ჩემი ჯარისკაცების მწყობრში მოწყობას, რათა უფრო ეფექტურად დაგვეცვა თავი. ძალები აშკარად არათანაბარი იყო, ცოტაც და დემონსტრანტები გაგვთელავდნენ, თუმცა ამ დროს ხალხის მასაში ჩავარდნილი "ჩერიომუხების" თეთრი შლეიფი შევნიშნე, ამან სიტუაცია ოდნავ შეგვიმსუბუქა, მომიტინგეებმა უკან დაიხიეს. როგორც იქნა, მხატვართა სახლს გავუსწორდით, რომლის აივანზეც "დამოუკიდებელი საქართველოს" და ამერიკის დროშები იყო გამოფენილი, რამაც ძლიერ გაგვაღიზიანა. მედესანტეებმა, მათი ერთ-ერთი მეთაურის, ა.მ. ზელენკოს წინამძღოლობით, შენობაში შეჭრა სცადეს. გამსახურდიას მომხრეებმა, რომლებიც შენობაში იყვნენ, წინააღმდეგობის გაწევა დააპირეს, მაგრამ ჩვენ მიერ შენობაში შეგდებულმა "ჩერიომუხამ" ისინი დააფრთხო და გააქცია.

მედესანტეებმა აივნიდან გადმოყარეს დროშები, რამაც მებრძოლთა ყიჟინა გამოიწვია და ჩვენი შემართება გააძლიერა.

უკიდურესად რთული იყო ვითარება მარცხენა ფლანგზე. ჯარისკაცებსა და მომიტინგეებს შორის გააფთრებული ბრძოლა გაიმართა. საშინელ ღრიანცელში დროდადრო ქალების კივილიც ისმოდა. ზოგიერთი დემონსტრანტის ხელში ნაალაფარი ხელკეტები და ფარები შევნიშნე. მძიმედ დაშავდა მარცხენა ფლანგის მეთაური - ლეიტენანტი მარინინი. მარჯვენა ფლანგზე სიტუაცია კვლავ მეტ-ნაკლებად სტაბილური იყო. ჩვენსა და დემონსტრანტებს შორის 5-10-მეტრიანი დისტანცია იყო. შეგნებულად არ ვიძლეოდი ბრძანებას წინ წაწევის შესახებ, რათა დემონსტრანტთათვის გასაქცევი გზა არ გადამეკეტა და აგრეთვე, მწყობრი არ დამერღვია, რადგანაც მარცხენა ფლანგი და ცენტრი ვერ დამეწეოდა. მომიტინგეები არ წყვეტდნენ ქვების სროლას. როგორც შემდეგ გავარკვიეთ, დემონსტრაციების დაწყებამდე, საქალაქო სამსახურები პროსპექტზე სატელეფონო მავთულებს ცვლიდნენ. ფილები ამოღებული იყო და აკურატულად ელაგა ტროტუარზე. სწორედ ამიტომ მომიტინგეები "საბრძოლო მასალების" სიმცირეს არ განიცდიდნენ. ქვების სროლა ჯარისკაცებმაც დაიწყეს, რომლებიც იმ დონეზე იყვნენ გააფთრებულნი, რომ მათთვის რაიმეს დაშლას აზრი აღარ ჰქონდა. მოულოდნელად, პროსპექტზე სასწრაფო დახმარების მანქანები გამოჩნდა. ერთ-ერთი მათგანი ჩვენკენ გამოემართა და ჯარისკაცთა რიგებში შეიჭრა. რიგითმა ოსიპოვმა ხელკეტით საქარე მინა ჩაამსხვრია, მანქანა გაჩერდა. გაბრაზებულმა მთელი ხმით დავუღრიალე:

- რას შვრები, გაგიჟდი? ეგ ხომ სასწრაფო დახმარების მანქანაა?!

მან კი პასუხად გვერდითა მინაც ჩაამსხვრია და ნიშნის მოგებით მომაძახა:

- ნახე, აქ ვინები ყოფილან!

სალონიდან სპორტული აღნაგობის ოთხი ქართველი მამაკაცი ჩამოვიყვანეთ დავაკავეთ და მილიციას გადავეცით. თანდათან ხალხის მასა უკან იხევდა. დემონსტრანტთა უმეტესობა გაიქცა, ნაწილმა კი თავი პარალელურ ქუჩებს შეაფარა. გამზირზე მხოლოდ აგრესიულად განწყობილი ელემენტები რჩებოდნენ. როგორც იქნა, მწყობრი დალაგდა. ნელ-ნელა წინ მივიწევდით, თუმცა ქვების სეტყვა მაინც არ წყდებოდა. როგორც იქნა, პროსპექტზე არსებულ ეკლესიას გავცდით და ერთ ლამაზ შენობას, სავარაუდოდ მუზეუმს ან თეატრს გავუთანაბრდით. უკან მოვიხედე და ცივმა ოფლმა დამასხა... ზურგში თითქმის არავინ იყო... პარალელური ქუჩები გადაკეტილი არ იყო. შემზარა იმის გაფიქრებამ, თუ რა მოგვივიდოდა იმ შემთხვევაში, თუ დემონსტრანტები პარალელური ქუჩებიდან შემოგვივლიდნენ და ალყაში მოგვაქცევდნენ. დღემდე მიკვირს, თუ რატომ არ მოიქცნენ ასე. თითქმის ნახევარსაათიანი ორომტრიალის შემდეგ, ძლიერ დაღლილნი ვიყავით და გამზირიდან ჩვენი გარეკვა არა მგონია მათთვის დიდი პრობლემა ყოფილიყო.

ჩვენ წინ შეკრებილი ასობით დემონსტრანტი კი არ წყვეტდა წინააღმდეგობას. მოულოდნელად, აფეთქების რამდენიმე ხმა გავიგონე, ჩვენმა მწყობრმა რღვევა დაიწყო. შევეცადე მწყობრში მოწყობის ბრძანება გამეცა, მაგრამ ამაოდ. ჰაერი აღარ მეყო, ვიგუდებოდი, ფილტვები საშინელმა სპაზმმა მოიცვა. აქეთ-იქით ვაწყდებოდი, რათა ჰაერი ჩამესუნთქა. როგორც იქნა, სუნთქვა აღვიდგინე, მაგრამ ამ დროისთვის ჯარისკაცთა მწყობრი არეული იყო, ხალხიც აღარსად ჩანდა. როგორც შემდეგ გავარკვიეთ, ეს იყო "სი-ეს"-ის ტიპის გაზი, რომელიც კ-51 ტიპის ყუმბარაში იყო ჩაწნეხილი. ერთ-ერთი მათგანი შემთხვევით ჩვენს მწყობრში ჩავარდა. აი, ასე გამოვცადეთ ჩვენს თავზე ამ საშინელი გაზის მოქმედება...

როდესაც გონს მოვედით, ოფიცრებმა ჩვენ-ჩვენი ჯარისკაცები შევკრიბეთ. ჩემი ქვედანაყოფის ყველა მებრძოლი ადგილზე იყო... დემონსტრაცია დავშალეთ, მაგრამ ეს ძვირად დაგვიჯდა. დემონსტრანტთა ნაწილის გააფთრებულმა წინააღმდეგობამ დავალების შესრულება გაგვიძნელა. საერთო ჯამში 12 ჯარისკაცს ჰოსპიტალიზება დასჭირდა, მათგან ოთხის მდგომარეობა მძიმე იყო და მათ ხანგრძლივი მკურნალობა დასჭირდათ.

პროსპექტზე დღის 9-10 საათამდე დავრჩით, შემდეგ კი სხვა ქვედანაყოფმა ჩაგვანაცვლა. ჩვენ ისევ დისლოკაციის ადგილს დავუბრუნდით. 11 აპრილს თბილისი დავტოვეთ და განჯაში ჩავედით, საიდანაც მოსკოვში გადაგვაფრინეს.

1989 წლის 9 აპრილის შემდეგ არაერთ ცხელ წერტილსა და სპეცმივლინებაში (მთიანი ყარაბაღი, ბაქო, აფხაზეთი, ჩრდ. კავკასია) მიმიღია მონაწილეობა. შედეგად მივიღე დანგრეული ოჯახი, შერყეული ჯანმრთელობა და ღამისეული კოშმარები.

ვახტანგ შამუგია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ