პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დიახ, კვლავ დავწერ სკანდალურ წიგნს და თქვენს ხარჯზე გავმდიდრდები, ძვირფასო საზოგადოებავ!"
"დიახ, კვლავ დავწერ სკანდალურ წიგნს და თქვენს ხარჯზე გავმდიდრდები, ძვირფასო საზოგადოებავ!"

ჟურ­ნა­ლის­ტი ლალი მო­როშ­კი­ნა კი­დევ ერთხელ გა­ეხ­ვია სკან­დალ­ში, თუმ­ცა მას ძა­ლი­ან მოს­წონს ეს ამ­ბა­ვი და აღ­ნიშ­ნავს, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბას მრა­ვალ სი­ურპრიზს უმ­ზა­დებს.

- ახალ წელს სა­ში­ნაო ფორ­მა­ში, ხა­ლათ­სა და ჩუს­ტებ­ში შევ­ხვდი. რა­ტომ­ღაც ძა­ლი­ან მო­მე­ნატ­რა ოჯა­ხუ­რი სი­ტუ­ა­ცია და "ჩუს­ტი­კე­ბით" ფრა­ტუ­ნი. მივ­ხვდი, ბოლო ხანს სულ უფრო ნაკ­ლე­ბი დრო მრჩე­ბა შვი­ლე­ბის­თვის და ოჯა­ხის­თვის. ამი­ტო­მაც უქმე დღე­ე­ბი მათ და­ვუთ­მე. არ გე­გო­ნოთ, რომ მთე­ლი დღე გა­ზ­ქუ­რას­თან ვი­დე­ქი. სა­ა­ხალ­წლო კერ­ძე­ბი, რო­გორც ყო­ველ­თვის, დე­და­ჩემ­მა მო­ამ­ზა­და. მე კი შვი­ლებ­თან ერ­თად ვერ­თო­ბო­დი და ვცდი­ლობ­დით, ჩვე­ნი სიმ­ყუდ­რო­ვე არა­ვის და­ერ­ღვია. სხვა­თა შო­რის, ას­ტრო­ლო­გი­უ­რი რჩე­ვაც გა­ვით­ვა­ლის­წი­ნე და ახა­ლი წლის ღა­მეს, პირ­ვე­ლის წუ­თებ­ზე ჩვე­ნი ფისო შინ მეკვლედ შე­მო­ვუშ­ვით. შარ­შან თბი­ლი­სის ზღვა­ზე შევ­ხვდი ახალ წელს. გრან­დი­ო­ზუ­ლი სა­ა­ხალ­წლო პრო­ექ­ტი მო­ვამ­ზა­დე. წელს, პირ­ველ იან­ვარს, რე­ა­ლუ­რი შოუ "კო­დის" ფი­ნა­ლი იყო და ახა­ლი წლის ღო­ნის­ძი­ე­ბის­თვის ვე­ღარ მო­ვი­ცა­ლე.

- "კოდ­ში" გა­ი­მარ­ჯვეთ კი­დეც...

- დიახ და 20 ათა­სი ლა­რიც მო­ვი­გე. 20 ათა­სი ლარი მო­ი­გო ჩემ­მა მე­წყვი­ლე ნიკა ჩა­ჩი­ბა­ი­ამ (ექი­მი-ანეს­თე­ზი­ო­ლოგ-რე­ა­ნი­მა­ტო­ლო­გი ნ.მ.). მე და ნიკა გუნ­დუ­რი პრინ­ცი­პე­ბით ვმოქ­მე­დებ­დით, და­ვა­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ და ფი­ზი­კურ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს ვი­ყე­ნებ­დით და ამი­ტო­მაც გა­ვი­მარ­ჯვეთ.

- რის­თვის უნდა და­ხარ­ჯოთ ეს თან­ხა?

- დიდი ხა­ნია მინ­დო­და ც კლა­სის "მერ­სე­დე­სი", ამი­ტომ მო­გე­ბულს ცოტა კი­დევ და­ვა­მა­ტე და ვი­ყი­დე. ახლა შავი ფე­რის ახა­ლი "მერ­სე­დე­სი" მყავს.

- აჭა­რის მა­ღალმთი­ან რა­ი­ონ­ში, საკ­მა­ოდ ვე­ლურ პი­რო­ბებ­ში მო­გი­წი­ათ თვე­ზე მე­ტის გა­ტა­რე­ბამ. არ გა­გი­ჭირ­დათ?

- თბი­ლის­ში გა­ცი­ლე­ბით ვე­ლურ პი­რო­ბებ­ში მი­წევს ცხოვ­რე­ბა! ის პი­რო­ბე­ბი, რო­გორ­შიც სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა ცხოვ­რობს, გა­ცი­ლე­ბით ვე­ლუ­რი და აუ­ტა­ნე­ლია, ვიდ­რე მა­ღალმთი­ან აჭა­რა­ში მწვა­ნე მინ­დორ­ზე სირ­ბი­ლი და მი­ნიშ­ნე­ბე­ბის მო­ძი­ე­ბა. საკ­მა­ოდ სპორ­ტუ­ლი ვარ და არა­ფე­რი გამ­ჭირ­ვე­ბია, რა­საც ახალ­ბე­და მო­ნა­წი­ლე­ებ­ზე ვერ ვი­ტყვი. ეს ერთი თვე კარ­გად და­ვის­ვე­ნე. სა­ფიქ­რა­ლი მხო­ლოდ ის მქონ­და, რომ "ა" პუნ­ქტი­დან "ბ" პუნ­ქტში მი­მერ­ბი­ნა და რა­ღაც მე­პო­ვა. ჩვე­უ­ლებ­რივ ყო­ფა­ში კი გა­დარ­ჩე­ნა­ზე ვფიქ­რობ.

- თქვენ­ზე ამ­ბო­ბენ, რომ "კო­დის" ჩა­წე­რის პე­რი­ოდ­ში სექ­სუ­ა­ლუ­რი კავ­ში­რი გქონ­დათ ამა­ვე პრო­ექ­ტის მო­ნა­წი­ლე მსა­ხი­ობ გია ცი­ნა­ძეს­თან.

- ეს მო­რი­გი ჭო­რია, ასე­თებს მიჩ­ვე­უ­ლი ვარ. სი­მარ­თლე გი­თხრათ, ეს ყვე­ლა­ფე­რი მა­ხა­რებს კი­დეც. ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბას "და­ვე­კარ­გე" და რა­ღაც ხომ უნდა ეთ­ქვათ? გა­მო­დის, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ისე ვუყ­ვარ­ვარ, ერთი თვეც ვერ აი­ტა­ნეს უჩე­მო­ბა. მე, რო­გორც პი­არ­ტექ­ნო­ლოგ­მა, ვიცი, რომ რაც იწე­რე­ბა, ნეკ­რო­ლო­გის გარ­და, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გია.

- ყვე­ლა ჭორ­ში ურე­ვია სი­მარ­თლის მარ­ცვა­ლი. თქვენ და გიას ფლირ­ტიც არ გქო­ნი­ათ?

- გია ჩემი მე­გო­ბა­რია და პი­რო­ბა დავ­დეთ, ვინც პირ­ვე­ლი და­ო­ჯახ­დე­ბა, მე­ო­რე მისი მეჯ­ვა­რე იქ­ნე­ბა. უფრო ლო­გი­კუ­რი იქ­ნე­ბო­და, ამ­გვა­რი რამ ნიკა ჩა­ჩი­ბა­ი­ა­ზე ეთ­ქვათ, რად­გან ერ­თად გვი­წევ­და ღა­მის გა­ტა­რე­ბა. რას იზამ, ხალ­ხმა პო­პუ­ლა­რულ ადა­მი­ან­თან და­მა­კავ­ში­რა, რად­გან ჭორი გა­ცი­ლე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო გა­მო­ვი­დო­და. მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ამ პრო­ექ­ტში ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი, რომ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მე­გობ­რე­ბი შე­ვი­ძი­ნე. ნუკი კოშ­კე­ლიშ­ვილ­ზე ვამ­ბობ, ჩემი შვი­ლია-მეთ­ქი, რად­გან დიდ მსგავ­სე­ბას ვხე­დავ მის და ჩემს ხა­სი­ათ­ში.

- "კო­დის" ერთ-ერთი ეპი­ზო­დის გა­და­ღე­ბი­სას, სას­ტუმ­როს ნო­მერ­ში პირ­სა­ხოც­შე­მოხ­ვე­უ­ლი რომ სვამ­დით შამ­პა­ნურს, შიშ­ვე­ლი მკერ­დი გა­მო­გიჩ­ნდათ, რა­მაც სა­ზო­გა­დო­ე­ბა გა­ა­ღი­ზი­ა­ნა...

- ეს ინ­სცე­ნი­რე­ბა იყო, სი­ნამ­დვი­ლე­ში მკერ­დი არ გა­მომ­ჩე­ნია. რო­გორც პი­არ­ტექ­ნო­ლო­გი, გე­ტყვით, რომ მე და გია ცი­ნა­ძემ ექ­სპე­რი­მენ­ტი ჩა­ვა­ტა­რეთ, რა და­ა­მახ­სოვ­რდე­ბო­და ხალ­ხს ამ პრო­ექ­ტი­დან. ჰოდა, დავ­დგით შოუ, რათა სა­ზო­გა­დო­ე­ბა გაგ­ვერ­თო. რო­დე­საც ასეთ პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ობ, მსა­ხი­ო­ბო­ბაც უნდა შეძ­ლო. გა­მოგ­ვი­ვი­და კი­დეც, რად­გან "კო­დის" ეს სე­რია, სა­დაც "შიშ­ვე­ლი" ვი­ყა­ვი, ყვე­ლა­ზე რე­ი­ტინ­გუ­ლი იყო. რომ არა ეს ეპი­ზო­დი, "კოდი" მა­ყუ­რე­ბელს დიდ­ხანს არ და­ა­მახ­სოვ­რდე­ბო­და. სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე ყო­ველ­თვის უნდა მო­ახ­დი­ნო გავ­ლე­ნა. სა­ზო­გა­დო­ე­ბა მხო­ლოდ ცუდს იმახ­სოვ­რებს, სა­ლა­პა­რა­კო რომ ჰქონ­დეს. სხვა­თა შო­რის, ჩემი წიგ­ნი იმი­ტომ გა­ი­ყი­და დიდი ტი­რა­ჟით, რომ სურ­დათ, ერო­ტი­კუ­ლი სცე­ნე­ბი და ათა­სი სი­ბინ­ძუ­რე ამო­ე­კი­თხათ. სა­ბო­ლო­ოდ სახ­ტად დარ­ჩნენ, რად­გან მსგავ­სი ვე­რა­ფე­რი ნა­ხეს. დიდი მად­ლო­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბას, ზუს­ტად ისე რომ აღიქ­ვეს და გა­ი­გეს ჩემი წიგ­ნი, რო­გორც გად­მო­ვე­ცი! სკან­და­ლუ­რი სა­თა­უ­რი და პი­ა­რი და­დე­ბი­თად მოქ­მე­დებს, ჩემო კარ­გე­ბო! სა­ა­კაშ­ვილს წელ­ზე­მოთ შიშ­ველს რომ არ ეთ­ქვა, ბა­თუმ­ში გა­ცი­ლე­ბით თბი­ლი და კარ­გი კლი­მა­ტია, ვიდ­რე მონ­ტე-კარ­ლო­შიო, არა­ვინ მი­აქ­ცევ­და მის სი­ტყვებს ყუ­რა­დღე­ბას.

იმედს ვი­ტო­ვებ, რომ კი­დევ ვიქ­ნე­ბი ისეთ ფორ­მა­ში, რო­გორ­შიც ახლა ვარ და სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვა­ნერ­ვი­უ­ლებ, მხო­ლოდ ასე შე­იძ­ლე­ბა ამ ხალ­ხის გა­მო­ფხიზ­ლე­ბა. თუმ­ცა ქარ­თველ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვურ­ჩევ, რა­საც ხე­დავს, იმას პირ­და­პირ ნუ აღიქ­ვამს, უმ­ჯო­ბე­სია, ქვე­ტექ­სტებს ჩა­უღ­რმავ­დნენ.

- ისიც ფაქ­ტია, რომ ქარ­თველ სა­ზო­გა­დო­ე­ბას უჭირს უზ­ნე­ო­ბას­თან შე­გუ­ე­ბა, სი­შიშ­ვლის, სექ­სის მო­უ­რი­დებ­ლად ჩვე­ნე­ბა...

- ეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის პრობ­ლე­მაა. დიახ, 40 წლის ვარ! დიახ, კარგ ფორ­მა­ში ვარ! დიახ, კვლავ ვა­ნერ­ვი­უ­ლებ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, კი­დევ დავ­წერ სკან­და­ლურ წიგნს და თქვენს ხარ­ჯზე გავ­მდიდ­რდე­ბი, ძვირ­ფა­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბავ, პა­ტი­ვის­ცე­მით - ლალი მო­როშ­კი­ნა.

- ტე­ლე­წამ­ყვან­მა თიკო სა­დუ­ნიშ­ვილ­მა გა­ზეთ "ყვე­ლა სი­ახ­ლეს­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, ლალი მო­როშ­კი­ნა­სა­ვით ვერ ჩა­ვიც­ვა­მო.

- თიკო ჩემს ხელ­შია გაზ­რდი­ლი და ძა­ლი­ან მიყ­ვარს. ესეც პი­ა­რის ელე­მენ­ტია და თი­კოს­თვის ყვე­ლა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბა. ასეთ "კომ­პლი­მენტს" უცხო ადა­მი­ა­ნის­გა­ნაც მი­ვი­ღებ, თუმ­ცა ჩაც­მუ­ლო­ბა­სა და სტილ­ზე ჩემი თვალ­საზ­რი­სი მაქვს და გე­მოვ­ნე­ბა­ზე არ და­ო­ბენ.

ნინო მა­ი­სუ­რა­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

"დიახ, კვლავ დავწერ სკანდალურ წიგნს და თქვენს ხარჯზე გავმდიდრდები, ძვირფასო საზოგადოებავ!"

"დიახ, კვლავ დავწერ სკანდალურ წიგნს და თქვენს ხარჯზე გავმდიდრდები, ძვირფასო საზოგადოებავ!"

ჟურნალისტი ლალი მოროშკინა კიდევ ერთხელ გაეხვია სკანდალში, თუმცა მას ძალიან მოსწონს ეს ამბავი და აღნიშნავს, რომ საზოგადოებას მრავალ სიურპრიზს უმზადებს.

- ახალ წელს საშინაო ფორმაში, ხალათსა და ჩუსტებში შევხვდი. რატომღაც ძალიან მომენატრა ოჯახური სიტუაცია და "ჩუსტიკებით" ფრატუნი. მივხვდი, ბოლო ხანს სულ უფრო ნაკლები დრო მრჩება შვილებისთვის და ოჯახისთვის. ამიტომაც უქმე დღეები მათ დავუთმე. არ გეგონოთ, რომ მთელი დღე გაზქურასთან ვიდექი. საახალწლო კერძები, როგორც ყოველთვის, დედაჩემმა მოამზადა. მე კი შვილებთან ერთად ვერთობოდი და ვცდილობდით, ჩვენი სიმყუდროვე არავის დაერღვია. სხვათა შორის, ასტროლოგიური რჩევაც გავითვალისწინე და ახალი წლის ღამეს, პირველის წუთებზე ჩვენი ფისო შინ მეკვლედ შემოვუშვით. შარშან თბილისის ზღვაზე შევხვდი ახალ წელს. გრანდიოზული საახალწლო პროექტი მოვამზადე. წელს, პირველ იანვარს, რეალური შოუ "კოდის" ფინალი იყო და ახალი წლის ღონისძიებისთვის ვეღარ მოვიცალე.

- "კოდში" გაიმარჯვეთ კიდეც...

- დიახ და 20 ათასი ლარიც მოვიგე. 20 ათასი ლარი მოიგო ჩემმა მეწყვილე ნიკა ჩაჩიბაიამ (ექიმი-ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი ნ.მ.). მე და ნიკა გუნდური პრინციპებით ვმოქმედებდით, დავალებების შესრულებისას ინტელექტუალურ და ფიზიკურ შესაძლებლობებს ვიყენებდით და ამიტომაც გავიმარჯვეთ.

- რისთვის უნდა დახარჯოთ ეს თანხა?

- დიდი ხანია მინდოდა ც კლასის "მერსედესი", ამიტომ მოგებულს ცოტა კიდევ დავამატე და ვიყიდე. ახლა შავი ფერის ახალი "მერსედესი" მყავს.

- აჭარის მაღალმთიან რაიონში, საკმაოდ ველურ პირობებში მოგიწიათ თვეზე მეტის გატარებამ. არ გაგიჭირდათ?

- თბილისში გაცილებით ველურ პირობებში მიწევს ცხოვრება! ის პირობები, როგორშიც საქართველოს მოსახლეობა ცხოვრობს, გაცილებით ველური და აუტანელია, ვიდრე მაღალმთიან აჭარაში მწვანე მინდორზე სირბილი და მინიშნებების მოძიება. საკმაოდ სპორტული ვარ და არაფერი გამჭირვებია, რასაც ახალბედა მონაწილეებზე ვერ ვიტყვი. ეს ერთი თვე კარგად დავისვენე. საფიქრალი მხოლოდ ის მქონდა, რომ "ა" პუნქტიდან "ბ" პუნქტში მიმერბინა და რაღაც მეპოვა. ჩვეულებრივ ყოფაში კი გადარჩენაზე ვფიქრობ.

- თქვენზე ამბობენ, რომ "კოდის" ჩაწერის პერიოდში სექსუალური კავშირი გქონდათ ამავე პროექტის მონაწილე მსახიობ გია ცინაძესთან.

- ეს მორიგი ჭორია, ასეთებს მიჩვეული ვარ. სიმართლე გითხრათ, ეს ყველაფერი მახარებს კიდეც. ერთი თვის განმავლობაში საზოგადოებას "დავეკარგე" და რაღაც ხომ უნდა ეთქვათ? გამოდის, რომ საზოგადოებას ისე ვუყვარვარ, ერთი თვეც ვერ აიტანეს უჩემობა. მე, როგორც პიარტექნოლოგმა, ვიცი, რომ რაც იწერება, ნეკროლოგის გარდა, ყველაფერი კარგია.

- ყველა ჭორში ურევია სიმართლის მარცვალი. თქვენ და გიას ფლირტიც არ გქონიათ?

- გია ჩემი მეგობარია და პირობა დავდეთ, ვინც პირველი დაოჯახდება, მეორე მისი მეჯვარე იქნება. უფრო ლოგიკური იქნებოდა, ამგვარი რამ ნიკა ჩაჩიბაიაზე ეთქვათ, რადგან ერთად გვიწევდა ღამის გატარება. რას იზამ, ხალხმა პოპულარულ ადამიანთან დამაკავშირა, რადგან ჭორი გაცილებით საინტერესო გამოვიდოდა. მიუხედავად ყველაფრისა, ბედნიერი ვარ, რომ ამ პროექტში ვმონაწილეობდი, რომ არაჩვეულებრივი მეგობრები შევიძინე. ნუკი კოშკელიშვილზე ვამბობ, ჩემი შვილია-მეთქი, რადგან დიდ მსგავსებას ვხედავ მის და ჩემს ხასიათში.

- "კოდის" ერთ-ერთი ეპიზოდის გადაღებისას, სასტუმროს ნომერში პირსახოცშემოხვეული რომ სვამდით შამპანურს, შიშველი მკერდი გამოგიჩნდათ, რამაც საზოგადოება გააღიზიანა...

- ეს ინსცენირება იყო, სინამდვილეში მკერდი არ გამომჩენია. როგორც პიარტექნოლოგი, გეტყვით, რომ მე და გია ცინაძემ ექსპერიმენტი ჩავატარეთ, რა დაამახსოვრდებოდა ხალხს ამ პროექტიდან. ჰოდა, დავდგით შოუ, რათა საზოგადოება გაგვერთო. როდესაც ასეთ პროექტში მონაწილეობ, მსახიობობაც უნდა შეძლო. გამოგვივიდა კიდეც, რადგან "კოდის" ეს სერია, სადაც "შიშველი" ვიყავი, ყველაზე რეიტინგული იყო. რომ არა ეს ეპიზოდი, "კოდი" მაყურებელს დიდხანს არ დაამახსოვრდებოდა. საზოგადოებაზე ყოველთვის უნდა მოახდინო გავლენა. საზოგადოება მხოლოდ ცუდს იმახსოვრებს, სალაპარაკო რომ ჰქონდეს. სხვათა შორის, ჩემი წიგნი იმიტომ გაიყიდა დიდი ტირაჟით, რომ სურდათ, ეროტიკული სცენები და ათასი სიბინძურე ამოეკითხათ. საბოლოოდ სახტად დარჩნენ, რადგან მსგავსი ვერაფერი ნახეს. დიდი მადლობა საზოგადოებას, ზუსტად ისე რომ აღიქვეს და გაიგეს ჩემი წიგნი, როგორც გადმოვეცი! სკანდალური სათაური და პიარი დადებითად მოქმედებს, ჩემო კარგებო! სააკაშვილს წელზემოთ შიშველს რომ არ ეთქვა, ბათუმში გაცილებით თბილი და კარგი კლიმატია, ვიდრე მონტე-კარლოშიო, არავინ მიაქცევდა მის სიტყვებს ყურადღებას.

იმედს ვიტოვებ, რომ კიდევ ვიქნები ისეთ ფორმაში, როგორშიც ახლა ვარ და საზოგადოებას ვანერვიულებ, მხოლოდ ასე შეიძლება ამ ხალხის გამოფხიზლება. თუმცა ქართველ საზოგადოებას ვურჩევ, რასაც ხედავს, იმას პირდაპირ ნუ აღიქვამს, უმჯობესია, ქვეტექსტებს ჩაუღრმავდნენ.

- ისიც ფაქტია, რომ ქართველ საზოგადოებას უჭირს უზნეობასთან შეგუება, სიშიშვლის, სექსის მოურიდებლად ჩვენება...

- ეს საზოგადოების პრობლემაა. დიახ, 40 წლის ვარ! დიახ, კარგ ფორმაში ვარ! დიახ, კვლავ ვანერვიულებ საზოგადოებას, კიდევ დავწერ სკანდალურ წიგნს და თქვენს ხარჯზე გავმდიდრდები, ძვირფასო საზოგადოებავ, პატივისცემით - ლალი მოროშკინა.

- ტელეწამყვანმა თიკო სადუნიშვილმა გაზეთ "ყველა სიახლესთან" ინტერვიუში განაცხადა, ლალი მოროშკინასავით ვერ ჩავიცვამო.

- თიკო ჩემს ხელშია გაზრდილი და ძალიან მიყვარს. ესეც პიარის ელემენტია და თიკოსთვის ყველაფერი შეიძლება. ასეთ "კომპლიმენტს" უცხო ადამიანისგანაც მივიღებ, თუმცა ჩაცმულობასა და სტილზე ჩემი თვალსაზრისი მაქვს და გემოვნებაზე არ დაობენ.

ნინო მაისურაძე

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"