მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უფერული ახალი წელი წეროვანში
უფერული ახალი წელი წეროვანში

უკვე მე­სა­მე ახალ წელს ხვდე­ბი­ან დევ­ნი­ლის სტა­ტუ­სით სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­ში - შორს სა­კუ­თა­რი სახ­ლე­ბის­გან და უმი­სა­მარ­თოდ. წე­რო­ვან­ში ლი­ახ­ვის ხე­ო­ბი­დან და ახალ­გო­რი­დან დევ­ნი­ლი 2000-ზე მეტი ოჯა­ხი ცხოვ­რობს. აქ ყვე­ლას ერთი სურ­ვი­ლი აქვს - შინ მშვი­დო­ბით დაბ­რუ­ნე­ბა.

თბი­ლი­სი­დან წე­რო­ვა­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სი ყო­ველ ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში გა­დის. ახა­ლა­შე­ნე­ბუ­ლი გამ­გე­ო­ბის შე­ნო­ბას­თან ნაძ­ვის ხეს რთა­ვენ. მო­ას­ფალ­ტე­ბუ­ლი გზა დევ­ნი­ლე­ბის და­სახ­ლე­ბას ორ ნა­წი­ლად ყოფს და იქ, სა­დაც ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი შე­ნო­ბე­ბი აღარ დგას, კო­ტე­ჯე­ბამ­დე მტვრი­ან გზას მივ­ყა­ვართ. ზოგს კო­ტე­ჯის­თვის სა­ქათ­მე მი­უ­შე­ნე­ბია, ზოგს - ავ­ტო­ფა­რე­ხი, ზოგ­საც ღობე შე­მო­უვ­ლია ამ ერ­თფე­რო­ვა­ნი შე­ნო­ბე­ბის­თვის; აქა-იქ მი­წა­ში ჩაყ­რილ თო­ნე­ებ­თან გამ­ხმა­რი ფი­ჩხის კო­ნებ­საც შე­ნიშ­ნავ, მაგ­რამ ცხე­ლი შო­თის სურ­ნე­ლი არ­სად ტრი­ა­ლებს - ფქვი­ლი შე­მო­ე­ლი­ათ, სა­ხელ­მწი­ფომ კი დახ­მა­რე­ბა ზა­ფხუ­ლის შემ­დეგ შე­უ­წყვი­ტა.

ახალ­გო­რი­დან დევ­ნი­ლი ლალი ცქი­ტიშ­ვი­ლის კო­ტე­ჯში ისე­ვე ცივა, რო­გორც გა­რეთ, მაგ­რამ მას­პინ­ძე­ლი მა­ინც გუ­ლი­თა­დად მე­პა­ტი­ჟე­ბა და ცხელ ყა­ვას მთა­ვა­ზობს. "თავ­და­პირ­ვე­ლად ყო­ველ­თვე სულ­ზე ცხრა კი­ლოგ­რამ ფქვილს გვი­რი­გებ­დნენ. მერე ეს დახ­მა­რე­ბა ჯერ 4 კი­ლოგ­რა­მამ­დე, შემ­დეგ 1,5-ზე და­იყ­ვა­ნეს და ბო­ლოს სულ შეგ­ვი­წყვი­ტეს. ახლა მხო­ლოდ ფუ­ლად შემ­წე­ო­ბას ვი­ღებთ.

ოჯა­ხის უფ­როს­ზე 30, ყო­ველ მომ­დევ­ნო წევ­რზე კი - 24 ლარი. იძუ­ლე­ბუ­ლი ვართ, სა­ხელ­მწი­ფო შემ­წე­ო­ბით თა­ვიც ვირ­ჩი­ნოთ და კო­მუ­ნა­ლუ­რი გა­და­სა­ხა­დე­ბიც გა­და­ვი­ხა­დოთ. მახ­სოვს, რო­დე­საც აქ პირ­ვე­ლად შევ­ხვდით ახალ წელს, თითო სულ­ზე 200 ლარი დაგ­ვი­რი­გეს, მა­შინ იმ ფუ­ლით ოჯა­ხის­თვის სა­ჭი­რო ნივ­თე­ბი შე­ვი­ძი­ნეთ. გა­სულ წელს, სა­ა­ხალ­წლოდ, ოჯახ­ზე ორ-ორი კი­ლოგ­რა­მი მან­და­რი­ნი დაგ­ვი­რი­გეს, წელს კი არა­ვის გავ­ხსე­ნე­ბი­ვართ.

ბავ­შვე­ბი მყავს და სახ­ლში ნაძ­ვის ხე მა­ინც მოვ­რთე. რამ­დე­ნი­მე კან­ფე­ტი ეკი­და ზედ და ახა­ლი წლის დად­გო­მამ­დე ბავ­შვმა ჩა­მოხ­სნა - რა ქნას, უნდა ტკბი­ლე­უ­ლი.

ასეთ პი­რო­ბებ­ში ზოგი ახალ­გორ­ში დაბ­რუ­ნე­ბა­საც კი ფიქ­რობს. არა­და, ახალ­გორ­ში ცხოვ­რე­ბა და­ნაღ­მულ ველ­ზე სი­ა­რულს ჰგავს; მი­თხრეს, რომ ჩემს სახ­ლთან რუ­სე­ბი რკი­ნიგ­ზას აშე­ნე­ბენ, რო­მე­ლიც ახალ­გო­რი­დან ჩრდი­ლო­ეთ ოსე­თამ­დე, ანუ ფაქ­ტობ­რი­ვად, რუ­სე­თამ­დე გზას და­ახ­ლო­ე­ბით 300 კი­ლო­მეტ­რით შე­ამ­ცი­რებს," - ამ­ბობს ქალ­ბა­ტო­ნი ლალი და ლო­ყა­ზე ჩა­მო­გო­რე­ბულ ცრემლს იწ­მენ­დს.

დევ­ნილ­თა და­სახ­ლე­ბის რი­გებს მი­ვუყ­ვე­ბი. გზად ნაგ­ვით სავ­სე ურ­ნე­ბი მხვდე­ბა. ეტყო­ბა, აქა­უ­რე­ბის არ­სე­ბო­ბა მხო­ლოდ სა­ხელ­მწი­ფო მო­ხე­ლე­ებს კი არა, და­სუფ­თა­ვე­ბის სამ­სა­ხურ­საც და­ა­ვი­წყდა. ახლა კი­დევ რა გვი­ჭირს, ზა­ფხულ­ში კოღო და ჭია ეხ­ვე­ვა ამ ნა­გავს და გა­უ­საძ­ლის პი­რო­ბებ­ში ვარ­თო, - ამ­ბო­ბენ დევ­ნი­ლე­ბი. სა­ხელ­და­ხე­ლოდ გა­მარ­თულ ხის სკამ­ზე რამ­დე­ნი­მე მა­მა­კა­ცი შევ­ნიშ­ნე და მათ­თან გა­სა­უბ­რე­ბა გა­დავ­წყვი­ტე; ლი­ახ­ვის ხე­ო­ბი­დან დევ­ნი­ლე­ბი აღ­მოჩ­ნდნენ:

- ყო­ველ ახალ წელს ღორს ვკლავ­დით, სავ­სე სუფ­რით ვა­ცი­ლებ­დით ძველს და ვხვდე­ბო­დით ახალს, აქ კი იმის სა­შუ­ა­ლე­ბაც არ გვაქვს, პი­რუ­ტყვი ვი­ყო­ლი­ოთ. წე­რო­ვა­ნის არ­სე­ბო­ბა, მგო­ნი, სულ და­ა­ვი­წყდა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას. ორი მე­ა­სე­დი მიწა გვაქვს თითო ოჯახს და ასეთ მცი­რე ფარ­თობ­ზე ორ ძირ ვაშლს თუ დარ­გავ, თო­რემ შრო­მა კი არ გვე­ზა­რე­ბა, - ხვნე­შით მე­უბ­ნე­ბა დევ­ნი­ლი და გა­ნაგ­რძობს,

- ჩვე­ნი სოფ­ლე­ბი: ქურ­თა, კეხ­ვი, თა­მა­რა­შე­ნი მი­წას­თან არის გას­წო­რე­ბუ­ლი. რისი იმე­დი უნდა გვქონ­დეს, მაგ­რამ ყო­ველ ახალ წელს მა­ინც მშვი­დო­ბით დაბ­რუ­ნე­ბის სა­დღეგ­რძე­ლოს ვსვამთ...

წე­რო­ვა­ნის და­სახ­ლე­ბის რი­გებ­ში კვლავ ვაგ­რძე­ლებ გზას იმ იმე­დით, რომ ერთ ოჯახს მა­ინც ვნა­ხავ, სა­დაც სა­ზე­ი­მო სა­ა­ხალ­წლო გან­წყო­ბა დამ­ხვდე­ბა, მაგ­რამ ამა­ოდ. ვი­ღაც "სა­კარ­მი­და­მო ნაკ­ვეთ­ში" ფუს­ფუ­სებს და ნი­ორს რგავს იმ იმე­დით, რომ ადრე გა­ზა­ფხულ­ზე მცი­რე მო­სა­ვა­ლი მა­ინც მო­ი­წი­ოს.

ნე­ბის­მი­ე­რი გამ­ვლე­ლი შე­ნიშ­ნავ­და, რომ დევ­ნი­ლე­ბის და­სახ­ლე­ბა წე­რო­ვან­ში ხრი­ოკ, მო­შიშ­ვლე­ბულ ად­გილ­ზეა გა­შე­ნე­ბუ­ლი; ერთ ხე­საც ვერ ნა­ხავ, მხო­ლოდ ერ­თა­დერთ, მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვან მუ­ხას გა­უდ­გამს ფეს­ვე­ბი ხრი­ოკ მინ­დორ­ზე და ამი­ტომ მის მახ­ლობ­ლად გა­შე­ნე­ბულ კო­ტე­ჯე­ბის უბანს აქა­უ­რე­ბი მუ­ხი­ანს ეძა­ხი­ან. სწო­რედ იქ შევ­ლა მირ­ჩი­ეს, - ერთ-ერთ მრა­ვალ­შვი­ლი­ან ოჯახს ცოტა ხნის წინ გა­და­უხ­დე­ლო­ბის გამო ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის მი­წო­დე­ბა შე­უ­წყვი­ტეს, თა­ნაც დი­ა­სახ­ლი­სი ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი პი­რის მოგ­ვა­რე­აო.

ახალ­გო­რი­დან დევ­ნილ შვიდ­შვი­ლი­ან ოჯახს სა­ხელ­მწი­ფომ ორი კო­ტე­ჯი და­უთ­მო, მაგ­რამ ისი­ნი მხო­ლოდ სო­ცი­ა­ლურ დახ­მა­რე­ბას იღე­ბენ. სახ­ლის ზღურ­ბლთან ოჯა­ხის ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა წევ­რი, ოთხი წლის ანა დამ­ხვდა და შინ შე­მი­ძღვა.

ნინო სა­ა­კაშ­ვი­ლი: "შვი­დი შვი­ლი მყავს. სო­ცი­ა­ლუ­რი შემ­წე­ო­ბის გარ­და არა­ფერს ვი­ღებთ. მხო­ლოდ ერთხელ დაგ­ვეხ­მა­რა 500 ლა­რით კერ­ძო კომ­პა­ნია. მად­ლო­ბა უფალს, რომ უფ­რო­სი შვი­ლე­ბი მუ­შა­ო­ბენ და უმ­ცრო­სე­ბის რჩე­ნა­ში მეხ­მა­რე­ბი­ან. კო­მუ­ნა­ლურ ხარ­ჯებს ვე­ღარ ვწვდე­ბით, არა­და, უმ­ცრო­სი - ანა სუს­ტი ბავ­შვია, ხში­რად კრუნ­ჩხვა ემარ­თე­ბა, მისი გა­ცი­ვე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა და გა­მათ­ბო­ბე­ლი სულ ჩარ­თუ­ლი მაქვს. ამის გამო და­ვა­ლი­ა­ნე­ბა და­მიგ­როვ­და და გაზი შე­მი­წყვი­ტეს(!).

ერთხელ სან­დრა რუ­ლოვ­სი სტუმ­რობ­და წე­რო­ვანს მშობ­ლებ­თან ერ­თად. დიდ­ხანს ვე­სა­უბ­რე ჩემი გა­სა­ჭი­რის შე­სა­ხებ, დახ­მა­რე­ბა­საც დამ­პირ­და, მაგ­რამ დღემ­დე ვე­ლო­დე­ბი და­ნა­პი­რე­ბის შეს­რუ­ლე­ბას.

ახა­ლი წელი მათ­თვის არის ზე­ი­მი, ვი­საც დალ­ხე­ნი­ლი ცხოვ­რე­ბა აქვს, ჩვე­ნი შვი­ლე­ბის­თვის კი ახა­ლი წელი მა­შინ დგე­ბა, რო­დე­საც სუფ­რა­ზე სა­დი­ლი გვაქვს."

P.S. დევ­ნი­ლე­ბის და­სახ­ლე­ბა ბინ­დი­სას დავ­ტო­ვე. რამ­დე­ნი­მე გა­ნა­თე­ბულ ფან­ჯა­რა­ში ღა­რი­ბუ­ლად მორ­თუ­ლი ნაძ­ვის ხეც შევ­ნიშ­ნე. ერ­თფე­რო­ვა­ნი და უსა­ხუ­რი გა­რე­მო არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო შეგ­რძნე­ბებს აღ­ძრავს და ერთი ფიქ­რი მომ­ყვე­ბა - სა­ზე­ი­მოდ გა­ჩახ­ჩა­ხე­ბუ­ლი თბი­ლი­სის ფონ­ზე გა­ახ­სენ­დე­ბა კი ვინ­მეს დევ­ნი­ლე­ბის უფე­რუ­ლი ყოფა.

ემა ტუ­ხი­აშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "კვი­რის პა­ლიტ­რა"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

გა­ა­კე­თეთ კო­მენ­ტა­რი "კვი­რის პა­ლიტ­რის" სა­იტ­ზე

უფერული ახალი წელი წეროვანში

უფერული ახალი წელი წეროვანში

უკვე მესამე ახალ წელს ხვდებიან დევნილის სტატუსით საკუთარ ქვეყანაში - შორს საკუთარი სახლებისგან და უმისამართოდ. წეროვანში ლიახვის ხეობიდან და ახალგორიდან დევნილი 2000-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს. აქ ყველას ერთი სურვილი აქვს - შინ მშვიდობით დაბრუნება. 

თბილისიდან წეროვანის მიმართულებით სამარშრუტო ტაქსი ყოველ ნახევარ საათში  გადის. ახალაშენებული გამგეობის შენობასთან ნაძვის ხეს რთავენ.  მოასფალტებული გზა დევნილების დასახლებას ორ ნაწილად ყოფს და იქ, სადაც ადმინისტრაციული შენობები აღარ დგას, კოტეჯებამდე მტვრიან გზას მივყავართ. ზოგს კოტეჯისთვის საქათმე მიუშენებია, ზოგს - ავტოფარეხი, ზოგსაც ღობე შემოუვლია ამ ერთფეროვანი შენობებისთვის; აქა-იქ მიწაში ჩაყრილ თონეებთან გამხმარი ფიჩხის კონებსაც შენიშნავ, მაგრამ ცხელი შოთის სურნელი არსად ტრიალებს - ფქვილი შემოელიათ, სახელმწიფომ კი დახმარება ზაფხულის შემდეგ შეუწყვიტა.

ახალგორიდან დევნილი ლალი ცქიტიშვილის კოტეჯში ისევე ცივა, როგორც გარეთ, მაგრამ მასპინძელი მაინც გულითადად მეპატიჟება  და ცხელ ყავას მთავაზობს. "თავდაპირველად ყოველთვე სულზე ცხრა კილოგრამ ფქვილს გვირიგებდნენ. მერე ეს დახმარება ჯერ 4 კილოგრამამდე, შემდეგ 1,5-ზე დაიყვანეს და ბოლოს სულ შეგვიწყვიტეს. ახლა მხოლოდ ფულად შემწეობას ვიღებთ.

ოჯახის უფროსზე 30, ყოველ მომდევნო წევრზე კი - 24 ლარი. იძულებული ვართ, სახელმწიფო შემწეობით თავიც ვირჩინოთ და კომუნალური გადასახადებიც გადავიხადოთ. მახსოვს, როდესაც აქ პირველად შევხვდით ახალ წელს, თითო სულზე 200 ლარი დაგვირიგეს, მაშინ იმ ფულით ოჯახისთვის საჭირო ნივთები შევიძინეთ. გასულ წელს, საახალწლოდ, ოჯახზე ორ-ორი კილოგრამი მანდარინი დაგვირიგეს, წელს კი არავის გავხსენებივართ.

ბავშვები მყავს და სახლში ნაძვის ხე მაინც მოვრთე. რამდენიმე კანფეტი ეკიდა ზედ და ახალი წლის დადგომამდე ბავშვმა ჩამოხსნა - რა ქნას, უნდა ტკბილეული.

ასეთ პირობებში ზოგი ახალგორში დაბრუნებასაც კი ფიქრობს. არადა, ახალგორში ცხოვრება დანაღმულ ველზე სიარულს ჰგავს; მითხრეს, რომ ჩემს სახლთან რუსები რკინიგზას აშენებენ, რომელიც ახალგორიდან ჩრდილოეთ ოსეთამდე, ანუ ფაქტობრივად, რუსეთამდე გზას დაახლოებით 300 კილომეტრით შეამცირებს," - ამბობს ქალბატონი ლალი და ლოყაზე ჩამოგორებულ ცრემლს იწმენდს.

დევნილთა დასახლების რიგებს მივუყვები. გზად ნაგვით სავსე ურნები მხვდება. ეტყობა, აქაურების არსებობა მხოლოდ სახელმწიფო მოხელეებს კი არა, დასუფთავების სამსახურსაც დაავიწყდა. ახლა კიდევ რა გვიჭირს, ზაფხულში კოღო და ჭია ეხვევა ამ ნაგავს და გაუსაძლის პირობებში ვართო, - ამბობენ დევნილები. სახელდახელოდ გამართულ  ხის სკამზე რამდენიმე მამაკაცი შევნიშნე და მათთან გასაუბრება გადავწყვიტე;  ლიახვის ხეობიდან დევნილები აღმოჩნდნენ:

- ყოველ ახალ წელს ღორს ვკლავდით, სავსე სუფრით ვაცილებდით ძველს და ვხვდებოდით ახალს, აქ კი იმის საშუალებაც არ გვაქვს, პირუტყვი ვიყოლიოთ. წეროვანის არსებობა, მგონი, სულ დაავიწყდა ხელისუფლებას. ორი მეასედი მიწა გვაქვს თითო ოჯახს და ასეთ მცირე ფართობზე ორ ძირ ვაშლს თუ დარგავ, თორემ შრომა კი არ გვეზარება, - ხვნეშით მეუბნება დევნილი და განაგრძობს,

- ჩვენი სოფლები: ქურთა, კეხვი, თამარაშენი მიწასთან არის გასწორებული. რისი იმედი უნდა გვქონდეს, მაგრამ ყოველ ახალ წელს მაინც მშვიდობით დაბრუნების სადღეგრძელოს ვსვამთ...

წეროვანის დასახლების რიგებში კვლავ ვაგრძელებ გზას იმ იმედით, რომ ერთ ოჯახს მაინც ვნახავ, სადაც საზეიმო საახალწლო განწყობა დამხვდება, მაგრამ ამაოდ. ვიღაც "საკარმიდამო ნაკვეთში" ფუსფუსებს და  ნიორს რგავს იმ იმედით, რომ ადრე გაზაფხულზე მცირე მოსავალი მაინც მოიწიოს. 

ნებისმიერი გამვლელი შენიშნავდა, რომ დევნილების დასახლება წეროვანში ხრიოკ, მოშიშვლებულ ადგილზეა გაშენებული; ერთ ხესაც ვერ ნახავ, მხოლოდ ერთადერთ, მრავალსაუკუნოვან მუხას გაუდგამს ფესვები ხრიოკ მინდორზე და ამიტომ მის მახლობლად გაშენებულ კოტეჯების უბანს აქაურები მუხიანს ეძახიან. სწორედ იქ შევლა მირჩიეს, - ერთ-ერთ მრავალშვილიან ოჯახს ცოტა ხნის წინ გადაუხდელობის გამო ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყვიტეს, თანაც დიასახლისი ქვეყნის პირველი პირის მოგვარეაო.

ახალგორიდან დევნილ შვიდშვილიან ოჯახს სახელმწიფომ ორი კოტეჯი დაუთმო, მაგრამ ისინი მხოლოდ სოციალურ დახმარებას იღებენ. სახლის ზღურბლთან ოჯახის ყველაზე პატარა წევრი, ოთხი წლის ანა დამხვდა და შინ შემიძღვა.

ნინო სააკაშვილი: "შვიდი შვილი მყავს. სოციალური შემწეობის გარდა არაფერს ვიღებთ. მხოლოდ ერთხელ დაგვეხმარა 500 ლარით კერძო კომპანია. მადლობა უფალს, რომ უფროსი შვილები მუშაობენ და უმცროსების რჩენაში მეხმარებიან. კომუნალურ ხარჯებს ვეღარ ვწვდებით, არადა, უმცროსი - ანა სუსტი ბავშვია, ხშირად კრუნჩხვა ემართება, მისი გაცივება არ შეიძლება და გამათბობელი სულ ჩართული მაქვს. ამის გამო დავალიანება დამიგროვდა და გაზი შემიწყვიტეს(!).

ერთხელ სანდრა რულოვსი სტუმრობდა წეროვანს მშობლებთან ერთად. დიდხანს ვესაუბრე ჩემი გასაჭირის შესახებ, დახმარებასაც დამპირდა, მაგრამ დღემდე ველოდები დანაპირების შესრულებას.

ახალი წელი მათთვის არის ზეიმი, ვისაც დალხენილი ცხოვრება აქვს, ჩვენი შვილებისთვის კი ახალი წელი მაშინ დგება, როდესაც სუფრაზე სადილი გვაქვს."

P.S. დევნილების დასახლება ბინდისას  დავტოვე. რამდენიმე განათებულ ფანჯარაში ღარიბულად მორთული ნაძვის ხეც შევნიშნე. ერთფეროვანი და უსახური გარემო არასასიამოვნო შეგრძნებებს აღძრავს და ერთი ფიქრი მომყვება - საზეიმოდ გაჩახჩახებული თბილისის ფონზე გაახსენდება კი ვინმეს დევნილების უფერული ყოფა.

ემა ტუხიაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი ”კვირის პალიტრა”

(გამოდის ორშაბათობით)

გააკეთეთ კომენტარი ”კვირის პალიტრის” საიტზე

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"