პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თურქეთში ქართული ტაძრების რესტავრაციის სანაცვლოდ ოთხი მეჩეთის აღდგენას სპეციალისტები აფასებენ
თურქეთში ქართული ტაძრების რესტავრაციის სანაცვლოდ ოთხი მეჩეთის აღდგენას სპეციალისტები აფასებენ

იშ­ხა­ნის, ხანძთის, ოშ­კი­სა და ოთხთა ტაძ­რის თურ­ქეთ­ში რეს­ტავ­რა­ცი­ის სა­ნაც­ვლოდ სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ოთხი მე­ჩე­თის აღ­დგე­ნას სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი აფა­სე­ბენ.

ის­ტო­რი­კოს მა­რი­კა ლორ­თქი­ფა­ნი­ძის აზ­რით, სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ოთხი მე­ჩე­თის აღ­დგე­ნა უხერ­ხულ მდგო­მა­რე­ო­ბას ქმნის, თუმ­ცა ძეგ­ლე­ბის ის­ტო­რი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა იმ­დე­ნად დი­დია, რომ ქარ­თუ­ლი მხა­რე დათ­მო­ბა­ზე უნდა წა­ვი­დეს.

"ფაქ­ტი ის არის, რომ აჭა­რა­ში მე­ჩე­თე­ბი ისე­დაც შენ­დე­ბა, ქარ­თუ­ლი ტაძ­რე­ბის რეს­ტავ­რა­ცი­ის სა­ნაც­ვლოდ მე­ჩე­თე­ბის აღ­დგე­ნა უხერ­ხულ მდგო­მა­რე­ო­ბას ქმნის, მაგ­რამ რას ვი­ზამთ, ტა­ო­ში ქარ­თუ­ლი ტაძ­რე­ბის აღ­დგე­ნის სა­ნაც­ვლოდ ქარ­თულ მხა­რეს დათ­მო­ბა­ზე წას­ვლა მო­უ­წევს", - გა­ნა­ცხა­და "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უბ­რი­სას მა­რი­კა ლორ­თქი­ფა­ნი­ძემ.

ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე გოგი ხოშ­ტა­რია კი მი­იჩ­ნევს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის მე­ჩე­თე­ბი და მუს­ლი­მუ­რი სამ­ყა­რო საფრ­თხეს არ წარ­მო­ად­გენს.

"დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი და ტო­ლე­რან­ტუ­ლო­ბის პრე­ტენ­ზი­ის მქო­ნე ერის­თვის მე­ჩე­თე­ბის აგე­ბა გა­საკ­ვი­რი არ უნდა იყოს. მი­მაჩ­ნია, რომ მუს­ლი­მუ­რი სამ­ყა­რო ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის საფრ­თხეს ამ ეტაპ­ზე არ წარ­მო­ად­გენს", - გა­ნა­ცხა­და გოგი ხოშ­ტა­რი­ამ.

თურ­ქე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იშ­ხა­ნის, ხანძთის, ოშ­კი­სა და ოთხთა ტაძ­რის რეს­ტავ­რა­ცი­ის სა­ნაც­ვლოდ, ბა­თუმ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ოთხი მე­ჩე­თის აღ­დგე­ბა. მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი მხა­რე­ებს შო­რის აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს.

კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნე­ლის, ნი­კო­ლოზ ვა­ჩე­იშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, თურ­ქუ­ლი მხა­რე სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბულ ოთხ მე­ჩეთს აღად­გენს. კერ­ძოდ - ბა­თუმ­ში, ახალ­ცი­ხე­ში რა­ბას მე­ჩეთს, ქო­ბუ­ლეთ­ში კვი­რი­კეს და სამ­ცხე­ში კი­დევ ერთ მე­ჩეთს. ბა­თუმ­ში მე­ჩე­თი, პრაქ­ტი­კუ­ლად, თა­ვი­დან უნდა აშენ­დეს.

ნი­კო­ლოზ ვა­ჩე­იშ­ვი­ლის ცნო­ბით, შე­თან­ხმე­ბის მიღ­წე­ვის შემ­თხვე­ვა­ში, ქარ­თუ­ლი მხა­რე გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს ტაო-კლარ­ჯე­თის ქარ­თუ­ლი ტაძ­რე­ბის რეს­ტავ­რა­ცი­ას.

შე­თან­ხმე­ბა, სა­ვა­რა­უ­დოდ, 2011 წელს გა­ფორმ­დე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

თურქეთში ქართული ტაძრების რესტავრაციის სანაცვლოდ ოთხი მეჩეთის აღდგენას სპეციალისტები აფასებენ

თურქეთში ქართული ტაძრების რესტავრაციის სანაცვლოდ ოთხი მეჩეთის აღდგენას სპეციალისტები აფასებენ

იშხანის, ხანძთის, ოშკისა და ოთხთა ტაძრის თურქეთში რესტავრაციის სანაცვლოდ  საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე ოთხი მეჩეთის აღდგენას სპეციალისტები აფასებენ.

ისტორიკოს მარიკა ლორთქიფანიძის აზრით, საქართველოს ტერიტორიაზე ოთხი მეჩეთის აღდგენა უხერხულ მდგომარეობას ქმნის, თუმცა ძეგლების ისტორიული მნიშვნელობა იმდენად დიდია, რომ ქართული მხარე დათმობაზე უნდა წავიდეს.

"ფაქტი ის არის, რომ აჭარაში მეჩეთები ისედაც შენდება, ქართული ტაძრების რესტავრაციის სანაცვლოდ მეჩეთების აღდგენა უხერხულ მდგომარეობას ქმნის, მაგრამ რას ვიზამთ, ტაოში ქართული ტაძრების აღდგენის სანაცვლოდ ქართულ მხარეს დათმობაზე წასვლა მოუწევს", - განაცხადა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას მარიკა ლორთქიფანიძემ.

ხელოვნებათმცოდნე გოგი ხოშტარია კი მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის მეჩეთები და მუსლიმური სამყარო საფრთხეს არ წარმოადგენს.

"დემოკრატიული და ტოლერანტულობის პრეტენზიის მქონე ერისთვის მეჩეთების აგება გასაკვირი არ უნდა იყოს. მიმაჩნია, რომ მუსლიმური სამყარო ჩვენი ქვეყნისთვის საფრთხეს ამ ეტაპზე არ წარმოადგენს", - განაცხადა გოგი ხოშტარიამ.

თურქეთის ტერიტორიაზე იშხანის, ხანძთის, ოშკისა და ოთხთა ტაძრის რესტავრაციის სანაცვლოდ, ბათუმსა და საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე ოთხი მეჩეთის აღდგება. მოლაპარაკებები მხარეებს შორის აქტიურად მიმდინარეობს.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელის, ნიკოლოზ ვაჩეიშვილის განმარტებით, თურქული მხარე საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ოთხ მეჩეთს აღადგენს. კერძოდ - ბათუმში, ახალციხეში რაბას მეჩეთს, ქობულეთში კვირიკეს და სამცხეში კიდევ ერთ მეჩეთს. ბათუმში მეჩეთი, პრაქტიკულად, თავიდან უნდა აშენდეს.

ნიკოლოზ ვაჩეიშვილის ცნობით, შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, ქართული მხარე განახორციელებს ტაო-კლარჯეთის ქართული ტაძრების რესტავრაციას.

შეთანხმება, სავარაუდოდ, 2011 წელს გაფორმდება.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"