საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ შენდებოდა სამების საკათედრო ტაძარი
როგორ შენდებოდა სამების საკათედრო ტაძარი

სა­ქარ­თვე­ლო­ში ბოლო 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ბევ­რი მშვე­ნი­ე­რი ტა­ძა­რი აშენ­და, მაგ­რამ წმინ­და სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძა­რი, თა­ვი­სი არ­ქი­ტექ­ტუ­რით, მას­შტა­ბი­თა და სიმ­ბო­ლუ­რი დატ­ვირ­თვით, მარ­თლაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ უკა­ნას­კნე­ლი 8 სა­უ­კუ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში სხვა სა­კა­თედ­რო ტა­ძა­რი არ აშე­ნე­ბუ­ლა. ქრის­ტეს­შო­ბის 2000 და სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის ავ­ტო­კე­ფა­ლი­ის 1500 წლის­თავ­თან და­კავ­ში­რე­ბით, გრან­დი­ო­ზუ­ლი ტაძ­რის აშე­ნე­ბის იდეა სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქს, უწ­მინ­დეს­სა და უნე­ტა­რესს, ილია II-ს ეკუთ­ვნის.

1995 წლის 23 ნო­ემ­ბერს, გი­ორ­გო­ბას, ელი­ას მთა­ზე წმინ­და სა­მე­ბის ტაძ­რის სა­ძირ­კვლის გაჭ­რა და­ი­წყო - მას შემ­დეგ ზუს­ტად 15 წელი გა­ვი­და. მშე­ნებ­ლო­ბის ფონ­დის პრეს­სამ­სა­ხურ­ში გა­სა­ო­ცა­რი სი­ზუს­ტი­თა და გულ­მოდ­გი­ნე­ბით არის შე­მო­ნა­ხუ­ლი მშე­ნებ­ლო­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის ამ­სახ­ვე­ლი ფოტო და ვი­დე­ო­მა­სა­ლა, აღ­წე­რი­ლია მშე­ნებ­ლო­ბის ყვე­ლა ეტა­პი და ის სირ­თუ­ლე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც თა­ვად მშე­ნებ­ლებს გა­დახ­დათ თავს.

ენ­ძე­ლა მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი, სა­მე­ბის ფონ­დის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი:

- 1988 წელს, როცა სა­კა­თედ­რო ტაძ­რის მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ექ­ტზე კონ­კურ­სი გა­მო­ცხად­და, სტუ­დენ­ტი ვი­ყა­ვი და გა­ზეთ "თბი­ლი­სის" რე­დაქ­ცი­ა­ში გავ­დი­ო­დი სტა­ჟი­რე­ბას. "რო­გორ ტა­ძარს ვე­ლით" - ამ რუბ­რი­კით, გა­ზეთ­ში ტაძ­რის პრო­ექ­ტე­ბი გა­ნი­ხი­ლე­ბო­და. ამ თე­მამ და­მა­ინ­ტე­რე­სა და როცა 1995 წელს, მშე­ნებ­ლო­ბა­ზე მი­ვე­დი, აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ ყვე­ლა სტა­ტია შე­ნა­ხუ­ლი მქონ­და. რო­გორც იცით, კონ­კურ­სი ორ ეტა­პად ჩა­ტარ­და. მე­ო­რე ტური 1990 წლის 29 სექ­ტემ­ბერს დას­რულ­და. კო­მი­სი­ამ, რო­მელ­შიც გა­დამ­წყვე­ტი ხმა კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქს ეკუთ­ვნო­და, უპი­რა­ტე­სო­ბა არ­ჩილ მინ­დი­აშ­ვი­ლის პრო­ექტს მი­ა­ნი­ჭა. კარ­გად მახ­სოვს მისი გაბრ­წყი­ნე­ბუ­ლი სახე. ის მა­შინ ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რდა იყო. მუხ­ლებ­ზე დად­გა და პატ­რი­არ­ქს, მად­ლო­ბის სათ­ქმე­ლად, ისე მი­უ­ახ­ლოვ­და... თით­ქოს ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად მი­დი­ო­და, მაგ­რამ 1991-93 წლის მოვ­ლე­ნებ­მა ეს კარ­გი წა­მო­წყე­ბაც შე­ა­ფერ­ხა, შემ­დეგ კი, როცა ქვე­ყა­ნა­ში ვი­თა­რე­ბა შე­იც­ვა­ლა, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის გან­კარ­გუ­ლე­ბი­თა და კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის ლოც­ვა-კურ­თხე­ვით, მშე­ნებ­ლო­ბის ფონ­დი შე­იქ­მნა. ფონ­დის სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რე­ე­ბი - თა­ვად უწ­მინ­დე­სი და სა­ქარ­თვე­ლოს იმ­დრო­ინ­დე­ლი პრე­ზი­დენ­ტი, ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძე იყ­ვნენ.

1995 წლის ზა­ფხულ­ში ფონ­დის თავ­მჯდო­მა­რედ ირაკ­ლი ან­დრი­ა­ძე აირ­ჩი­ეს. ამ დრო­ის­თვის გა­ზეთ "ქარ­თვე­ლი ერის" მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი ვი­ყა­ვი და როცა მსოფ­ლი­ოს პატ­რი­არ­ქი, მისი უწ­მინ­დე­სო­ბა ბარ­თო­ლო­მე­ო­სი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მობ­რძან­და, ქუ­თა­ის­ში მო­სა­ლო­ცად წა­სულ დე­ლე­გა­ცი­ას მეც ვახ­ლდი. იქ კი­დევ უფრო კარ­გად გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე ამ ტაძ­რის მშე­ნებ­ლო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა და როცა შე­მომ­თა­ვა­ზეს, სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის კუ­თხით მე­მუ­შა­ვა, ამ წი­ნა­და­დე­ბას სი­ხა­რუ­ლით დავ­თან­ხმდი. 1995 წლის 29 ოქ­ტომ­ბერს, თბი­ლი­სო­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე, მის­მა უწ­მინ­დე­სო­ბამ ად­გი­ლი აკურ­თხა, ხოლო გი­ორ­გო­ბას - 23 ნო­ემ­ბერს სა­ძირ­კვლის გაჭ­რა და­ი­წყო; 1996 წლის 3 მარ­ტი გახ­ლავთ დღე, როცა სა­ძირ­კველ­ში პირ­ვე­ლად ჩა­ის­ხა ბე­ტო­ნი. სხვა­თა შო­რის, სა­ძირ­კველ­ში მრა­ვა­ლი სიწ­მინ­დე და ძვირ­ფა­სი ნივ­თი, მათ შო­რის - ქე­თე­ვან ბაგ­რა­ტი­ო­ნის საგ­ვა­რე­უ­ლო ბე­ჭე­დი, ქვებ­ზე და­წე­რი­ლი მორ­წმუ­ნე­თა გვარ-სა­ხე­ლე­ბი და სა­ვედ­რებ­ლე­ბი იქნა ჩა­ტა­ნე­ბუ­ლი.

ამ დი­დე­ბუ­ლი მშე­ნებ­ლო­ბის და­წყე­ბას ბევ­რი სკეპ­ტი­კუ­რად შეხ­ვდა და ბევ­რი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი მშე­ნებ­ლო­ბის მეს­ვე­უ­რებს საყ­ვე­დუ­რობ­და, - რა დროს ამო­დე­ნა ტაძ­რის მშე­ნებ­ლო­ბაა, როცა ხალ­ხს ლუკ­მა­პუ­რი ენატ­რე­ბაო?!. ანდა - რა სა­ჭი­როა ამ­ხე­ლა ტა­ძა­რი, ის ხომ მრევ­ლით არა­სო­დეს გა­ივ­სე­ბაო... ჩვე­ნი მი­ზა­ნი, ტაძ­რის მშე­ნებ­ლო­ბის მა­ტი­ა­ნის შექ­მნას­თან ერ­თად ისიც იყო, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბა ამ დი­დე­ბუ­ლი იდე­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თვის მოგ­ვემ­ზა­დე­ბი­ნა. გვჯე­რო­და, რომ პატ­რი­არ­ქის ლოც­ვას უფა­ლი შე­ის­მენ­და. გვახ­სოვს და ასა­ხუ­ლიც გვაქვს ტაძ­რის სა­ძირ­კველ­ში, ღია ცის ქვეშ გა­დახ­დი­ლი წირ­ვა-ლოც­ვე­ბი და პა­რაკ­ლი­სე­ბი. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ამ გან­წყო­ბი­ლე­ბას ბა­ტო­ნი ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძეც იზი­ა­რებ­და. სწო­რედ მან უწო­და სა­მე­ბას სა­უ­კუ­ნის მშე­ნებ­ლო­ბა და მისი უშუ­ა­ლო თხოვ­ნით ჩა­ე­ბა მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ცეს­ში უდი­დე­სი ქველ­მოქ­მე­დი - ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც სა­მე­ბის ტაძ­რის ასა­გე­ბად დიდი თან­ხა გა­ი­ღო. მწი­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მშე­ნებ­ლებს სა­ხელ­მწი­ფოც მხარ­ში ედგა. "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" შემ­დეგ, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის თა­ნად­გო­მის წყა­ლო­ბით მოგ­ვარ­და ტე­რი­ტო­რი­ი­დან სა­შუ­ა­ლო სკო­ლის გა­და­ტა­ნის, რა­დი­ო­ან­ძის დაშ­ლის სა­კი­თხე­ბი და კი­დევ სხვა პრობ­ლე­მე­ბი, რომ­ლე­ბიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ტვირ­თად აწვა მშე­ნებ­ლო­ბის ფონდს... საქ­მე ცა­რი­ე­ლი ხე­ლე­ბი­თა და ენ­თუ­ზი­აზ­მით და­ვი­წყეთ, ბევ­რი ადა­მი­ა­ნი რამ­დე­ნი­მე წელი ისე ვშრო­მობ­დით, გა­სამ­რჯე­ლო­ზე არც გვი­ფიქ­რია.

1998 წელს სა­კა­თედ­რო ტაძ­რის სამ­ხრე­თით, წმინ­და ილია თეზ­ბი­ტე­ლის სა­ხე­ლო­ბის ხის პა­ტა­რა ეკ­ლე­სია აიგო, სა­დაც დიდი ტაძ­რის­თვის ლო­ცუ­ლობ­დნენ, მაგ­რამ 1999 წლის 2 მარტს, გამ­თე­ნი­ი­სას, ხის ეკ­ლე­სია გა­ურ­კვე­ველ ვი­თა­რე­ბა­ში და­იწ­ვა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით იმ ად­გი­ლას ახა­ლი ქვის ეკ­ლე­სია აშენ­და. რო­გორც ამ­ბო­ბენ, აქ ად­რეც ყო­ფი­ლა პა­ტა­რა სა­ლო­ცა­ვი. მშე­ნებ­ლო­ბა უბ­რა­ლო შე­მო­წი­რუ­ლო­ბე­ბით და­ი­წყო, მაგ­რამ 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ო­ბა ფაქ­ტობ­რი­ვად, შე­ჩე­რე­ბუ­ლი გახ­ლდათ. ქველ­მოქ­მე­დი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ტაძ­რის მშე­ნებ­ლო­ბის საქ­მე­ში 2000 წლი­დან ჩა­ერ­თო და მისი ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რით, გრან­დი­ო­ზუ­ლი ტა­ძა­რი აიგო. დღეს წმინ­და სა­მე­ბის კომ­პლექსში 9 ტა­ძა­რი ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს: ხა­რე­ბის, მთა­ვა­რან­გე­ლო­ზის, წმინ­და იო­ა­ნე ნათ­ლის­მცემ­ლის, წმინ­და ნი­ნოს, წმინ­და ან­დრია პირ­ველ­წო­დე­ბუ­ლის, წმინ­და ნი­კო­ლო­ზის, ყო­ველ­თა წმინ­დან­თა სა­ხე­ლო­ბის, თორ­მე­ტი მო­ცი­ქუ­ლის და წმინ­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის. სა­მე­ბის ეზო­ში აღ­მარ­თუ­ლია წმინ­და ილია თეზ­ბი­ტე­ლის სა­ხე­ლო­ბის ტა­ძა­რიც და იქ­ვეა წყალ­კურ­თხე­ვის აუზი. 2003 წლის 6 დე­კემ­ბერს წმინ­და სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ზე ჯვა­რი აღი­მარ­თა.

ენ­ძე­ლა მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი:

- უმ­შვე­ნი­ე­რე­სი ჯვა­რი, რომ­ლის სი­მაღ­ლე 7 მეტრს აღე­მა­ტე­ბა, რუს­თავ­ში დამ­ზად­და. ღვთის მად­ლით მო­სი­ლი, მო­ოქ­რუ­ლი ჯვა­რი სპე­ცი­ა­ლუ­რად დამ­ზა­დე­ბუ­ლი ური­კით შე­მო­აბ­რძა­ნეს. პატ­რი­არ­ქმა პა­რაკ­ლი­სი გა­და­ი­ხა­და და ათა­სო­ბით მსურ­ვე­ლი ჯვარს ემ­თხვია. მორ­წმუ­ნე­ე­ბი ჯვრის აღ­მარ­თვას თვალს ადევ­ნებ­დნენ. ამ დროს ქარ­მა და­უ­ბე­რა და, - სა­ნამ ხალ­ხი არ და­იშ­ლე­ბა, ჯვარს ვერ აღვმარ­თავ­თო, - თქვა მშე­ნებ­ლო­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა ირაკ­ლი ან­დრი­ა­ძემ. უწ­მინ­დეს­მა მრევ­ლი ტა­ძარ­ში იხმო და ბრძა­ნა, - გუ­ლით ვი­ლო­ცოთ, რათა ქარი ჩად­გე­სო. ტა­ძა­რი ხალ­ხით გა­ივ­სო. მალე მარ­თლაც, ჩვენ თვალ­წინ სას­წა­უ­ლი მოხ­და - ძლი­ე­რი ქარი ჩად­გა, უფალ­მა ხალ­ხის ლოც­ვა შე­ის­მი­ნა, ჯვა­რი თით­ქოს ან­გე­ლო­ზებ­მა ააფ­რი­ნე­სო, ისე­თი სი­ზუს­ტით ჩაჯ­და ნიშ­ნულ­ში, ტაძ­რის გუმ­ბათ­ზე... მოკ­ლედ, სა­ო­ცა­რი სა­ნა­ხა­ო­ბა იყო. ამ დროს მრევ­ლი გა­ლობ­და. ის წუ­თე­ბი არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა. ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის შე­მო­წი­რუ­ლო­ბა სპე­ცი­ა­ლურ წიგ­ნებ­შია ასა­ხუ­ლი. ვი­საც სა­შუ­ა­ლე­ბა არ ჰქონ­და, მო­დი­ო­და და ითხოვ­და - და­ე­საქ­მე­ბი­ნათ, რათა ამ გზით მა­ინც შე­ე­ტა­ნა თა­ვი­სი წვლი­ლი. ბევ­რმა ოქ­როს ნივ­თი შეს­წი­რა ტა­ძარს, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე ამა­ღელ­ვე­ბე­ლი იყო ის ფაქ­ტი, რომ შე­სა­წი­რა­ვის ყუ­ლა­ბა­ში ქა­ლის ქორ­წი­ნე­ბის ბე­ჭე­დი აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ. მან არც კი თქვა, ვინ იყო, მშე­ნებ­ლო­ბას ისე შეს­წი­რა სა­ქორ­წი­ნო ბე­ჭე­დი.

2004 წლის 23 ნო­ემ­ბერს ანუ გი­ორ­გო­ბას ტა­ძა­რი ეკურ­თხა. 21 ნო­ემ­ბერს, დი­ლის 7 სა­ა­თი­დან, სა­მე­ბის ტა­ძარ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა კუ­თხი­დან მორ­წმუ­ნე­ე­ბი ჩა­მო­ვიდ­ნენ. სა­ქარ­თვე­ლოს სა­მო­ცი­ქუ­ლო ეკ­ლე­სი­ის 9 ეპარ­ქი­ის წი­ნამ­ძღვარ­მა სა­მე­ბის კომ­პლექსში გან­თავ­სე­ბუ­ლი 9 ტა­ძა­რი აკურ­თხა და ამის შემ­დეგ მღვდელმთავ­რებ­მა სა­ზე­ი­მო წირ­ვა აღავ­ლი­ნეს.

ქარ­თულ ხუ­როთ­მო­ძღვრულ ძეგლ­თა­გან წმინ­და სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძა­რი ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რია. იგი ძი­რი­თა­დად, ორი - მი­წის­ზე­და და მი­წის­ქვე­შა - ნა­წი­ლის­გან შედ­გე­ბა. ტაძ­რის სა­ერ­თო სი­მაღ­ლე 101 მ, სიგ­რძე - 70,450 მ, სი­გა­ნე კი 64,68 მ გახ­ლავთ. ჯვა­რი 7,5 მეტ­რის სი­მაღ­ლი­საა. ლავ­რის მი­წის­ქვე­შა ნა­წილ­ში ორი სარ­თუ­ლია. წმინ­და სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარს X-XI სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ქარ­თუ­ლი ხუ­როთ­მო­ძღვრე­ბის ნორ­მე­ბი უდევს სა­ფუძ­ვლად. ტა­ძა­რი ჯვრულ მო­ხა­ზუ­ლო­ბა­ში ჩას­მუ­ლი ტრი­კონ­ქია, რვა ბურ­ჯზე დაყ­რდნო­ბი­ლი გუმ­ბა­თით. ტა­ძარ­ში მოხ­ვედ­რა შე­საძ­ლე­ბე­ლია სამი მხრი­დან - და­სავ­ლე­თი­დან, სამ­ხრე­თი­დან და ჩრდი­ლო­ე­თი­დან. მთა­ვა­რი კა­რიბ­ჭე და­სავ­ლეთ მკლავ­შია, რო­მელ­საც გა­რე­დან ვრცე­ლი გა­ლე­რეა აკ­რავს. იქ­ვეა სამ­რეკ­ლო - წმინ­და სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტაძ­რის სამ­რეკ­ლო 3-სარ­თუ­ლი­ან შე­ნო­ბას წარ­მო­ად­გენს. მისი სიგ­რძე 20 მ, სი­გა­ნე - 8 მ, ხოლო სი­მაღ­ლე 29,5 მ გახ­ლავთ. 2001 წელს სამ­რეკ­ლოს მე­სა­მე, ღია სარ­თულ­ზე 9 მომცრო ზარი და­მონ­ტაჟ­და, ხოლო 8-ტო­ნი­ა­ნი "დე­დო­ზა­რი" გუმ­ბათ­ში ჩა­მო­ი­კი­და. ზარ­ზე ერთ-ერ­თმა გერ­მა­ნულ­მა ფირ­მამ იმუ­შა­ვა, მისი გარე მხა­რე კი არ­ჩილ მინ­დი­აშ­ვი­ლი­სა და გია ჯა­ფა­რი­ძის მი­ე­რაა შეს­რუ­ლე­ბუ­ლი. ქარ­თვე­ლებ­მა გერ­მა­ნე­ლებს ზა­რე­ბის ეს­კი­ზე­ბი და ყვე­ლა სა­ჭი­რო პა­რა­მეტ­რი მი­ა­წო­დეს, მათ შო­რის - მისი ხმო­ვა­ნე­ბის სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ნო­ტო ჩა­ნა­წე­რი, რო­მე­ლიც კომ­პო­ზი­ტორ­მა ნო­დარ მა­მი­საშ­ვილ­მა შექ­მნა. 2002 წლი­დან სამ­რეკ­ლო­ში წმინ­და სა­მე­ბის ლავ­რის მა­მებ­მა და­ი­დეს ბინა.

ენ­ძე­ლა მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი:

- ტაძ­რის მშე­ნებ­ლო­ბის დროს ყვე­ლა დე­ტა­ლი პატ­რი­არ­ქთან თან­ხმდე­ბო­და, თუნ­დაც - ჯვრის ფორ­მა, სი­მაღ­ლე. მისი უწ­მინ­დე­სო­ბა დღე­ში რამ­დენ­ჯერ­მე ამო­დი­ო­და, ხში­რად მუ­შე­ბის­თვის სა­დი­ლი მოჰ­ქონ­და. პატ­რი­არ­ქის ნა­თე­ლი თვა­ლი და კე­თი­ლი გული სულ თან ახ­ლდა მშე­ნებ­ლო­ბას, ყვე­ლა­ფერს ხე­ლით ეხე­ბო­და. სხვა­თა შო­რის, სწო­რედ პატ­რი­არ­ქის ხე­ლი­თაა შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სა­მე­ბის მთა­ვა­რი ხატი და მის მიერ და­წე­რი­ლი კი­დევ რამ­დე­ნი­მე ხატი ამ­შვე­ნებს ჩვენს ტა­ძარს. აქვე ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს მა­მა­თა მო­ნას­ტე­რი. სა­მო­ნას­ტრო კომ­პლექ­სის ტე­რი­ტო­რია 13 ჰექ­ტარ­ზეა გაშ­ლი­ლი. ეზო­ში უნი­კა­ლუ­რი ჯი­შის დე­კო­რა­ტი­უ­ლი ხე­ე­ბია დარ­გუ­ლი, რომ­ლე­ბიც პატ­რი­არ­ქის შერ­ჩე­ვი­თა და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის შეკ­ვე­თით, უცხო­ე­თი­დან ჩა­მო­ი­ტა­ნეს. სა­პატ­რი­არ­ქო რე­ზი­დენ­ცი­ის მშე­ნებ­ლო­ბაც იგეგ­მე­ბა. კი­დევ ბევ­რი რამ არის გა­სა­კე­თე­ბე­ლი. ამ­ჟა­მად მთა­ვა­რან­გე­ლო­ზის სა­ხე­ლო­ბის ტაძ­რის მო­ხატ­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს. მთა­ვა­რი მხატ­ვა­რი, კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის ხელ­დას­ხმით, ბა­ტო­ნი ამი­რან გოგ­ლი­ძეა. შე­უძ­ლე­ბე­ლია, ამ ფრეს­კებ­მა ადა­მი­ა­ნი აღ­ტა­ცე­ბა­ში არ მო­იყ­ვა­ნოს.

წმინ­და სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტაძ­რის ცენ­ტრში ახალ­გაზ­რდა სტუ­დენ­ტე­ბის ნა­მუ­შე­ვა­რი დგას - კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის ტახ­ტი-სა­ვარ­ძე­ლი, რო­მე­ლიც ეროვ­ნუ­ლი ორ­ნა­მენ­ტე­ბი­თაა მო­ჩუ­ქურ­თმე­ბუ­ლი. ქარ­თუ­ლი ორ­ნა­მენ­ტე­ბი და შტრი­ხე­ბი უდი­დე­სი სი­ფა­ქი­ზით ამო­უკ­ვე­თავთ ახალ­გაზ­რდა ოს­ტა­ტებს. ტახ­ტის წინ ფი­ან­და­ზად გაშ­ლი­ლი გო­ბე­ლე­ნი კი მხატ­ვრუ­ლი ქსო­ვი­ლე­ბის კა­თედ­რის ას­პი­რან­ტე­ბის ხე­ლი­თაა მოქ­სო­ვი­ლი.

სამ­წუ­ხა­როდ, ტაძ­რის მშე­ნებ­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში 2 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, ხოლო მას შემ­დეგ, რაც გუმ­ბათ­ზე ჯვა­რი აღ­მარ­თეს, თბი­ლის­ში, გო­ლე­თი­ა­ნე­ბის სახ­ლში სა­ში­ნე­ლი ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და: და­ვით გო­ლე­თი­ან­მა ოჯა­ხის წევ­რე­ბი ამო­ხო­ცა. ამ უბე­დუ­რე­ბის შე­სა­ხებ თა­ვის დრო­ზე ბევ­რი რამ და­ი­წე­რა. ხალ­ხმა ეს ტრა­გე­დია ჯვრის აღ­მარ­თვას და­უ­კავ­ში­რა და ით­ქვა, რომ ამ პრო­ცეს­ში და­ვით გო­ლე­თი­ა­ნიც მო­ნა­წი­ლე­ობ­და, რაც სი­ნამ­დვი­ლეს არ შე­ე­ფე­რე­ბა.

ენ­ძე­ლა მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი:

- ეს უბე­დუ­რე­ბა უმარ­თე­ბუ­ლოდ და­უ­კავ­ში­რეს სა­მე­ბის ტა­ძარ­ში ჯვრის აღ­მარ­თვას. ამ პი­როვ­ნე­ბის ვი­ნა­ო­ბა ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ გახ­და ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლი. რო­გორც გა­ვარ­კვი­ეთ, მას ჯვარ­თან შე­ხე­ბაც არ ჰქო­ნია. ჯვა­რი რუს­თავ­ში ს/ს "სა­რინ­ში" დამ­ზად­და. ათას­ჯერ მა­ინც გან­ვა­ცხა­დეთ, რომ ამ პი­როვ­ნე­ბას იმ ტე­რი­ტო­რი­ა­ზეც კი არ გა­უვ­ლია. ჯვა­რი სა­პატ­რი­არ­ქოს გალ­ვა­ნურ სა­ამ­ქრო­ში მო­ოქ­როვ­და და რამ­დე­ნა­დაც გა­მო­ვიკ­ვლიე, იმ სა­ამ­ქრო­ში და­ვით გო­ლე­თი­ანს მხო­ლოდ ელექტრო­ჩამ­რთვე­ლი შე­უ­კე­თე­ბია... რაც ით­ქვა, სიც­რუ­ეა. არ ვიცი, ვის რაში დას­ჭირ­და ამ ტყუ­ი­ლის გავ­რცე­ლე­ბა. ჯვრის აღ­მარ­თვა­ში მო­ნა­წი­ლე ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის ვი­ნა­ო­ბა აღ­წე­რი­ლია ჩვენს არ­ქივ­ში. წიგ­ნი გა­მო­ვე­ცით. ბევ­რი რამ ვერ მოხ­ვდა ამ წიგნ­ში, მაგ­რამ აქ უამ­რა­ვი შრო­მაა ჩა­დე­ბუ­ლი. პირ­ვე­ლი ეტა­პი დას­რულ­და და იმ­დე­ნი მა­სა­ლა გვაქვს, რომ რამ­დე­ნი­მე ტომი შე­იძ­ლე­ბა გა­კეთ­დეს. კი­დევ ბევ­რი რამ არის გა­სა­კე­თე­ბე­ლი, უფ­ლის სას­წა­უ­ლის იმე­დი გვაქვს და გვჯე­რა, ყვე­ლა სურ­ვი­ლი ას­რულ­დე­ბა.

თეა ხურ­ცი­ლა­ვა

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

როგორ შენდებოდა სამების საკათედრო ტაძარი

როგორ შენდებოდა სამების საკათედრო ტაძარი

საქართველოში ბოლო 30 წლის განმავლობაში ბევრი მშვენიერი ტაძარი აშენდა, მაგრამ წმინდა სამების საკათედრო ტაძარი, თავისი არქიტექტურით, მასშტაბითა და სიმბოლური დატვირთვით, მართლაც განსაკუთრებულია. აღსანიშნავია ისიც, რომ უკანასკნელი 8 საუკუნის განმავლობაში საქართველოში სხვა საკათედრო ტაძარი არ აშენებულა. ქრისტესშობის 2000 და საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის 1500 წლისთავთან დაკავშირებით, გრანდიოზული ტაძრის აშენების იდეა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია II-ს ეკუთვნის.

1995 წლის 23 ნოემბერს, გიორგობას, ელიას მთაზე წმინდა სამების ტაძრის საძირკვლის გაჭრა დაიწყო - მას შემდეგ ზუსტად 15 წელი გავიდა. მშენებლობის ფონდის პრესსამსახურში გასაოცარი სიზუსტითა და გულმოდგინებით არის შემონახული მშენებლობის მიმდინარეობის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა, აღწერილია მშენებლობის ყველა ეტაპი და ის სირთულეები, რომლებიც თავად მშენებლებს გადახდათ თავს.

ენძელა მაჭავარიანი, სამების ფონდის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი:

- 1988 წელს, როცა საკათედრო ტაძრის მშენებლობის პროექტზე კონკურსი გამოცხადდა, სტუდენტი ვიყავი და გაზეთ "თბილისის" რედაქციაში გავდიოდი სტაჟირებას. "როგორ ტაძარს ველით" - ამ რუბრიკით, გაზეთში ტაძრის პროექტები განიხილებოდა. ამ თემამ დამაინტერესა და როცა 1995 წელს, მშენებლობაზე მივედი, აღმოვაჩინე, რომ ყველა სტატია შენახული მქონდა. როგორც იცით, კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდა. მეორე ტური 1990 წლის 29 სექტემბერს დასრულდა. კომისიამ, რომელშიც გადამწყვეტი ხმა კათოლიკოს-პატრიარქს ეკუთვნოდა, უპირატესობა არჩილ მინდიაშვილის პროექტს მიანიჭა. კარგად მახსოვს მისი გაბრწყინებული სახე. ის მაშინ ძალიან ახალგაზრდა იყო. მუხლებზე დადგა და პატრიარქს, მადლობის სათქმელად, ისე მიუახლოვდა... თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ 1991-93 წლის მოვლენებმა ეს კარგი წამოწყებაც შეაფერხა, შემდეგ კი, როცა ქვეყანაში ვითარება შეიცვალა, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებითა და კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, მშენებლობის ფონდი შეიქმნა. ფონდის საპატიო თავმჯდომარეები - თავად უწმინდესი და საქართველოს იმდროინდელი პრეზიდენტი, ედუარდ შევარდნაძე იყვნენ.

1995 წლის ზაფხულში ფონდის თავმჯდომარედ ირაკლი ანდრიაძე აირჩიეს. ამ დროისთვის გაზეთ "ქართველი ერის" მთავარი რედაქტორი ვიყავი და როცა მსოფლიოს პატრიარქი, მისი უწმინდესობა ბართოლომეოსი საქართველოში ჩამობრძანდა, ქუთაისში მოსალოცად წასულ დელეგაციას მეც ვახლდი. იქ კიდევ უფრო კარგად გავაცნობიერე ამ ტაძრის მშენებლობის მნიშვნელობა და როცა შემომთავაზეს, საზოგადოებასთან ურთიერთობის კუთხით მემუშავა, ამ წინადადებას სიხარულით დავთანხმდი. 1995 წლის 29 ოქტომბერს, თბილისობის დღესასწაულზე, მისმა უწმინდესობამ ადგილი აკურთხა, ხოლო გიორგობას - 23 ნოემბერს საძირკვლის გაჭრა დაიწყო; 1996 წლის 3 მარტი გახლავთ დღე, როცა საძირკველში პირველად ჩაისხა ბეტონი. სხვათა შორის, საძირკველში მრავალი სიწმინდე და ძვირფასი ნივთი, მათ შორის - ქეთევან ბაგრატიონის საგვარეულო ბეჭედი, ქვებზე დაწერილი მორწმუნეთა გვარ-სახელები და სავედრებლები იქნა ჩატანებული.

ამ დიდებული მშენებლობის დაწყებას ბევრი სკეპტიკურად შეხვდა და ბევრი ცნობილი ადამიანი მშენებლობის მესვეურებს საყვედურობდა, - რა დროს ამოდენა ტაძრის მშენებლობაა, როცა ხალხს ლუკმაპური ენატრებაო?!. ანდა - რა საჭიროა ამხელა ტაძარი, ის ხომ მრევლით არასოდეს გაივსებაო... ჩვენი მიზანი, ტაძრის მშენებლობის მატიანის შექმნასთან ერთად ისიც იყო, რომ საზოგადოების ცნობიერება ამ დიდებული იდეის განხორციელებისთვის მოგვემზადებინა. გვჯეროდა, რომ პატრიარქის ლოცვას უფალი შეისმენდა. გვახსოვს და ასახულიც გვაქვს ტაძრის საძირკველში, ღია ცის ქვეშ გადახდილი წირვა-ლოცვები და პარაკლისები. საბედნიეროდ, ამ განწყობილებას ბატონი ედუარდ შევარდნაძეც იზიარებდა. სწორედ მან უწოდა სამებას საუკუნის მშენებლობა და მისი უშუალო თხოვნით ჩაება მშენებლობის პროცესში უდიდესი ქველმოქმედი - ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც სამების ტაძრის ასაგებად დიდი თანხა გაიღო. მწირი შესაძლებლობების მიუხედავად, მშენებლებს სახელმწიფოც მხარში ედგა. "ვარდების რევოლუციის" შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის თანადგომის წყალობით მოგვარდა ტერიტორიიდან საშუალო სკოლის გადატანის, რადიოანძის დაშლის საკითხები და კიდევ სხვა პრობლემები, რომლებიც წლების განმავლობაში ტვირთად აწვა მშენებლობის ფონდს... საქმე ცარიელი ხელებითა და ენთუზიაზმით დავიწყეთ, ბევრი ადამიანი რამდენიმე წელი ისე ვშრომობდით, გასამრჯელოზე არც გვიფიქრია.

1998 წელს საკათედრო ტაძრის სამხრეთით, წმინდა ილია თეზბიტელის სახელობის ხის პატარა ეკლესია აიგო, სადაც დიდი ტაძრისთვის ლოცულობდნენ, მაგრამ 1999 წლის 2 მარტს, გამთენიისას, ხის ეკლესია გაურკვეველ ვითარებაში დაიწვა. მოგვიანებით იმ ადგილას ახალი ქვის ეკლესია აშენდა. როგორც ამბობენ, აქ ადრეც ყოფილა პატარა სალოცავი. მშენებლობა უბრალო შემოწირულობებით დაიწყო, მაგრამ 5 წლის განმავლობაში მუშაობა ფაქტობრივად, შეჩერებული გახლდათ. ქველმოქმედი ბიძინა ივანიშვილი ტაძრის მშენებლობის საქმეში 2000 წლიდან ჩაერთო და მისი ფინანსური მხარდაჭერით, გრანდიოზული ტაძარი აიგო. დღეს წმინდა სამების კომპლექსში 9 ტაძარი ფუნქციონირებს: ხარების, მთავარანგელოზის, წმინდა იოანე ნათლისმცემლის, წმინდა ნინოს, წმინდა ანდრია პირველწოდებულის, წმინდა ნიკოლოზის, ყოველთა წმინდანთა სახელობის, თორმეტი მოციქულის და წმინდა გიორგის სახელობის. სამების ეზოში აღმართულია წმინდა ილია თეზბიტელის სახელობის ტაძარიც და იქვეა წყალკურთხევის აუზი. 2003 წლის 6 დეკემბერს წმინდა სამების საკათედრო ტაძარზე ჯვარი აღიმართა.

ენძელა მაჭავარიანი:

- უმშვენიერესი ჯვარი, რომლის სიმაღლე 7 მეტრს აღემატება, რუსთავში დამზადდა. ღვთის მადლით მოსილი, მოოქრული ჯვარი სპეციალურად დამზადებული ურიკით შემოაბრძანეს. პატრიარქმა პარაკლისი გადაიხადა და ათასობით მსურველი ჯვარს ემთხვია. მორწმუნეები ჯვრის აღმართვას თვალს ადევნებდნენ. ამ დროს ქარმა დაუბერა და, - სანამ ხალხი არ დაიშლება, ჯვარს ვერ აღვმართავთო, - თქვა მშენებლობის ხელმძღვანელმა ირაკლი ანდრიაძემ. უწმინდესმა მრევლი ტაძარში იხმო და ბრძანა, - გულით ვილოცოთ, რათა ქარი ჩადგესო. ტაძარი ხალხით გაივსო. მალე მართლაც, ჩვენ თვალწინ სასწაული მოხდა - ძლიერი ქარი ჩადგა, უფალმა ხალხის ლოცვა შეისმინა, ჯვარი თითქოს ანგელოზებმა ააფრინესო, ისეთი სიზუსტით ჩაჯდა ნიშნულში, ტაძრის გუმბათზე... მოკლედ, საოცარი სანახაობა იყო. ამ დროს მრევლი გალობდა. ის წუთები არასდროს დამავიწყდება. ყველა ადამიანის შემოწირულობა სპეციალურ წიგნებშია ასახული. ვისაც საშუალება არ ჰქონდა, მოდიოდა და ითხოვდა - დაესაქმებინათ, რათა ამ გზით მაინც შეეტანა თავისი წვლილი. ბევრმა ოქროს ნივთი შესწირა ტაძარს, მაგრამ ყველაზე ამაღელვებელი იყო ის ფაქტი, რომ შესაწირავის ყულაბაში ქალის ქორწინების ბეჭედი აღმოვაჩინეთ. მან არც კი თქვა, ვინ იყო, მშენებლობას ისე შესწირა საქორწინო ბეჭედი.

2004 წლის 23 ნოემბერს ანუ გიორგობას ტაძარი ეკურთხა. 21 ნოემბერს, დილის 7 საათიდან, სამების ტაძარში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მორწმუნეები ჩამოვიდნენ. საქართველოს სამოციქულო ეკლესიის 9 ეპარქიის წინამძღვარმა სამების კომპლექსში განთავსებული 9 ტაძარი აკურთხა და ამის შემდეგ მღვდელმთავრებმა საზეიმო წირვა აღავლინეს.

ქართულ ხუროთმოძღვრულ ძეგლთაგან წმინდა სამების საკათედრო ტაძარი ყველაზე მასშტაბურია. იგი ძირითადად, ორი - მიწისზედა და მიწისქვეშა - ნაწილისგან შედგება. ტაძრის საერთო სიმაღლე 101 მ, სიგრძე - 70,450 მ, სიგანე კი 64,68 მ გახლავთ. ჯვარი 7,5 მეტრის სიმაღლისაა. ლავრის მიწისქვეშა ნაწილში ორი სართულია. წმინდა სამების საკათედრო ტაძარს X-XI საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ნორმები უდევს საფუძვლად. ტაძარი ჯვრულ მოხაზულობაში ჩასმული ტრიკონქია, რვა ბურჯზე დაყრდნობილი გუმბათით. ტაძარში მოხვედრა შესაძლებელია სამი მხრიდან - დასავლეთიდან, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან. მთავარი კარიბჭე დასავლეთ მკლავშია, რომელსაც გარედან ვრცელი გალერეა აკრავს. იქვეა სამრეკლო - წმინდა სამების საკათედრო ტაძრის სამრეკლო 3-სართულიან შენობას წარმოადგენს. მისი სიგრძე 20 მ, სიგანე - 8 მ, ხოლო სიმაღლე 29,5 მ გახლავთ. 2001 წელს სამრეკლოს მესამე, ღია სართულზე 9 მომცრო ზარი დამონტაჟდა, ხოლო 8-ტონიანი "დედოზარი" გუმბათში ჩამოიკიდა. ზარზე ერთ-ერთმა გერმანულმა ფირმამ იმუშავა, მისი გარე მხარე კი არჩილ მინდიაშვილისა და გია ჯაფარიძის მიერაა შესრულებული. ქართველებმა გერმანელებს ზარების ესკიზები და ყველა საჭირო პარამეტრი მიაწოდეს, მათ შორის - მისი ხმოვანების სპეციალური სანოტო ჩანაწერი, რომელიც კომპოზიტორმა ნოდარ მამისაშვილმა შექმნა. 2002 წლიდან სამრეკლოში წმინდა სამების ლავრის მამებმა დაიდეს ბინა.

ენძელა მაჭავარიანი:

- ტაძრის მშენებლობის დროს ყველა დეტალი პატრიარქთან თანხმდებოდა, თუნდაც - ჯვრის ფორმა, სიმაღლე. მისი უწმინდესობა დღეში რამდენჯერმე ამოდიოდა, ხშირად მუშებისთვის სადილი მოჰქონდა. პატრიარქის ნათელი თვალი და კეთილი გული სულ თან ახლდა მშენებლობას, ყველაფერს ხელით ეხებოდა. სხვათა შორის, სწორედ პატრიარქის ხელითაა შესრულებული სამების მთავარი ხატი და მის მიერ დაწერილი კიდევ რამდენიმე ხატი ამშვენებს ჩვენს ტაძარს. აქვე ფუნქციონირებს მამათა მონასტერი. სამონასტრო კომპლექსის ტერიტორია 13 ჰექტარზეა გაშლილი. ეზოში უნიკალური ჯიშის დეკორატიული ხეებია დარგული, რომლებიც პატრიარქის შერჩევითა და ბიძინა ივანიშვილის შეკვეთით, უცხოეთიდან ჩამოიტანეს. საპატრიარქო რეზიდენციის მშენებლობაც იგეგმება. კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. ამჟამად მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის მოხატვა მიმდინარეობს. მთავარი მხატვარი, კათოლიკოს-პატრიარქის ხელდასხმით, ბატონი ამირან გოგლიძეა. შეუძლებელია, ამ ფრესკებმა ადამიანი აღტაცებაში არ მოიყვანოს.

წმინდა სამების საკათედრო ტაძრის ცენტრში ახალგაზრდა სტუდენტების ნამუშევარი დგას - კათოლიკოს-პატრიარქის ტახტი-სავარძელი, რომელიც ეროვნული ორნამენტებითაა მოჩუქურთმებული. ქართული ორნამენტები და შტრიხები უდიდესი სიფაქიზით ამოუკვეთავთ ახალგაზრდა ოსტატებს. ტახტის წინ ფიანდაზად გაშლილი გობელენი კი მხატვრული ქსოვილების კათედრის ასპირანტების ხელითაა მოქსოვილი.

სამწუხაროდ, ტაძრის მშენებლობის პერიოდში 2 ადამიანი დაიღუპა, ხოლო მას შემდეგ, რაც გუმბათზე ჯვარი აღმართეს, თბილისში, გოლეთიანების სახლში საშინელი ტრაგედია დატრიალდა: დავით გოლეთიანმა ოჯახის წევრები ამოხოცა. ამ უბედურების შესახებ თავის დროზე ბევრი რამ დაიწერა. ხალხმა ეს ტრაგედია ჯვრის აღმართვას დაუკავშირა და ითქვა, რომ ამ პროცესში დავით გოლეთიანიც მონაწილეობდა, რაც სინამდვილეს არ შეეფერება.

ენძელა მაჭავარიანი:

- ეს უბედურება უმართებულოდ დაუკავშირეს სამების ტაძარში ჯვრის აღმართვას. ამ პიროვნების ვინაობა ტრაგედიის შემდეგ გახდა ჩვენთვის ცნობილი. როგორც გავარკვიეთ, მას ჯვართან შეხებაც არ ჰქონია. ჯვარი რუსთავში ს/ს "სარინში" დამზადდა. ათასჯერ მაინც განვაცხადეთ, რომ ამ პიროვნებას იმ ტერიტორიაზეც კი არ გაუვლია. ჯვარი საპატრიარქოს გალვანურ საამქროში მოოქროვდა და რამდენადაც გამოვიკვლიე, იმ საამქროში დავით გოლეთიანს მხოლოდ ელექტროჩამრთველი შეუკეთებია... რაც ითქვა, სიცრუეა. არ ვიცი, ვის რაში დასჭირდა ამ ტყუილის გავრცელება. ჯვრის აღმართვაში მონაწილე ყველა ადამიანის ვინაობა აღწერილია ჩვენს არქივში. წიგნი გამოვეცით. ბევრი რამ ვერ მოხვდა ამ წიგნში, მაგრამ აქ უამრავი შრომაა ჩადებული. პირველი ეტაპი დასრულდა და იმდენი მასალა გვაქვს, რომ რამდენიმე ტომი შეიძლება გაკეთდეს. კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი, უფლის სასწაულის იმედი გვაქვს და გვჯერა, ყველა სურვილი ასრულდება.

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"