Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლარს 15 წელი შეუსრულდა
ლარს 15 წელი შეუსრულდა

"ლარი" ძვე­ლი ქარ­თუ­ლი სი­ტყვაა და ნიშ­ნავს განძს, ქო­ნე­ბას.

ლა­რის "იუ­ბი­ლის" შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ეკო­ნო­მი­კის ექ­სპერ­ტმა და სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კის ექსმი­ნის­ტრმა, ლადო პა­პა­ვამ შე­ახ­სე­ნა.

ლადო პა­პა­ვას გან­მარ­ტე­ბით, ლა­რის პირ­ვე­ლი პარ­ტია საფ­რან­გეთ­ში და­ი­ბეჭ­და, საფ­რან­გეთ­ში­ვე მო­იჭ­რა ქარ­თუ­ლი "თეთ­რე­ბი". ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის დამ­ზა­დე­ბა საფ­რან­გე­თის მთავ­რო­ბის გრან­ტით გახ­და შე­საძ­ლე­ბე­ლი.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ლადო პა­პა­ვამ მო­უ­თხრო, ქარ­თუ­ლი ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის შე­მო­ღე­ბის ის­ტო­რია 1989 წლის 9 აპ­რი­ლის შემ­დეგ იღებს სა­თა­ვეს და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ეკო­ნო­მი­კის მო­მა­ვალ­ზე ფიქ­რს უკავ­შირ­დე­ბო­და. იმა­ვე პე­რი­ოდ­ში შე­იქ­მნა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს კონ­ცეფ­ცია, რო­მელ­შიც ასა­ხუ­ლი იყო ვა­ლუ­ტის შე­მო­ღე­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბი.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას მოს­ვლის შემ­დეგ, შე­იქ­მნა სპე­ცი­ა­ლუ­რი კო­მი­სია აკა­დე­მი­კოს ვა­სილ ჩანტლა­ძის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, რო­მელ­საც ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის შე­მო­ღე­ბა­ზე უნდა ემუ­შა­ვა.

კო­მი­სი­ა­ზე გა­ნი­ხი­ლე­ბო­და სა­კი­თხი, რა უნდა რქმე­ო­და ქარ­თულ ვა­ლუ­ტას. აკა­დე­მი­კოს ჩანტლა­ძის წი­ნა­და­დე­ბით, ეროვ­ნულ ვა­ლუ­ტას უნდა რქმე­ო­და "მარ­ჩი", რო­მან გო­ცი­რი­ძეს წი­ნა­და­დე­ბა იყო -"ქარ­თუ­ლი მა­ნე­თი", ლადო პა­პა­ვას წი­ნა­და­დე­ბა კი იყო - "თეთ­რი". გამ­სა­ხურ­დი­ას ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან ჩა­მო­ცი­ლე­ბის შემ­დეგ, პრო­ცე­სი დრო­ე­ბით შე­ჩერ­და.

ამას­თან, ინ­ტერ­ნეტ­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ხედ­ვით, სა­ხელ­წო­დე­ბა "ლარი" ქარ­თუ­ლი ფუ­ლის ერ­თე­უ­ლის და­სა­ხე­ლე­ბად 1991 წელს წა­მო­ა­ყე­ნა აკა­დე­მი­კოს­მა ჩანტლა­ძემ, მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტის­თვის შედ­გე­ნილ პრო­ექ­ტში. ლარი შე­ირ­ჩა კი­დეც ქარ­თუ­ლი ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის ძი­რი­თა­დი ერ­თე­უ­ლის სა­ხელ­წო­დე­ბად.

1992 წლის თე­ბერ­ვალ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვი­და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ვა­ლუ­ტო ფონ­დის მი­სია. სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ, კერ­ძოდ, ვიცე-პრე­მი­ერ­მა, რო­მან გო­ცი­რი­ძემ ყვე­ლას­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლად ფონ­დის­გან უარი მი­ი­ღო. ფონ­დი მი­იჩ­ნევ­და, რომ სსრკ-ს ყო­ფი­ლი რეს­პუბ­ლი­კე­ბი რუბ­ლის ზო­ნა­ში უნდა დარ­ჩე­ნი­ლიყ­ვნენ და არც ერთ რეს­პუბ­ლი­კას სა­კუ­თა­რი ვა­ლუ­ტა არ უნდა შე­მო­ე­ღო.

1992 წლის ბო­ლო­დან რუ­სეთ­მა, პრაქ­ტი­კუ­ლად, შე­ა­ჩე­რა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ბანკნო­ტე­ბის გა­მოგ­ზავ­ნა. ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, შე­მო­ე­ღო დრო­ე­ბი­თი ფული -კუ­პო­ნი. ( 1993 წლის აპ­რი­ლი). კუ­პო­ნის შე­მო­ღე­ბი­სას თა­ვი­დან­ვე დაშ­ვე­ბუ­ლი იყო შეც­დო­მა - მთავ­რო­ბამ, პა­რა­ლე­ლუ­რად, მი­მოქ­ცე­ვა­ში და­ტო­ვა რუ­სუ­ლი რუბ­ლი, რის გა­მოც კუ­პო­ნი გან­წი­რულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდა.

კუ­პო­ნით შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო მხო­ლო პუ­რის ყიდ­ვა, რო­მელ­ზეც ფა­სებს მთავ­რო­ბა ად­გენ­და. უკ­მა­რი­სო­ბის გამო, პური იყი­დე­ბო­და ტა­ლო­ნებ­ზეც. ამას და­ე­მა­ტა ორი უბე­დუ­რე­ბა -კო­მერ­ცი­უ­ლი ბან­კე­ბი მუ­შა­ობ­დნენ ოვერდრაფ­ტის რე­ჟიმ­ში (ხარ­ჯავ­დნენ იმ ფულს, რო­მე­ლიც სი­ნამ­დვი­ლე­ში მათ არ ჰქონ­დათ), ხოლო მე­ო­რე - 1993-1994 წლე­ბის სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას არ გა­აჩ­ნდა პარ­ლა­მენ­ტის მიერ დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი.

შემ­დეგ მთავ­რო­ბა იძუ­ლე­ბუ­ლი იყო, ეროვ­ნუ­ლი ბან­კი­დან აეღო სეს­ხე­ბი და ამის სა­ფუძ­ველ­ზე გა­ე­წია ხარ­ჯე­ბი. ამი­ტომ 1993-1994 წლებ­ში ინფლა­ცია იყო, სა­შუ­ა­ლოდ, 50-70%, ხოლო პური იყი­დე­ბო­და მხო­ლოდ ტა­ლო­ნებ­ზე. ამ პე­რი­ოდ­ში პენ­სია ამე­რი­კუ­ლი 10 ცენ­ტის ეკ­ვი­ვა­ლენტს, ხოლო სა­შუ­ა­ლო ხელ­ფა­სი 1,5 აშშ დო­ლარს შე­ად­გენ­და.

1994 წლი­დან სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ვა­ლუ­ტო ფონდთან პირ­ვე­ლი პროგ­რა­მა და­ი­წყო, რომ­ლის მი­ზა­ნი იყო ქვე­ყა­ნა­ში სტა­ბი­ლუ­რო­ბის მიღ­წე­ვა და ერვნუ­ლი ვა­ლუ­ტის შექ­მნა. ამი­სათ­ვის უნდა გა­კე­თე­ბუ­ლი­ყო სამი რამ - 1. ბან­კებს აკ­რძალ­ვო­დათ ოვერდრაფ­ტის რე­ჟიმ­ში მუ­შა­ო­ბა; 2. ქვე­ყა­ნას ჰქო­ნო­და პარ­ლა­მენ­ტის მიერ მი­ღე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი დე­ფი­ცი­ტის არა­ინფლა­ცი­უ­რი წყა­რო­თი; 3. პურ­ზე ფა­სე­ბი უნდა გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი­ყო.

1994 წლის სექ­ტემ­ბრი­დან პურ­ზე ფა­სე­ბი გავ­ზარ­დეთ 285-ჯერ, ხოლო ხელ­ფა­სე­ბი­სა და პენ­სი­ე­ბის ზრდა კომ­პენ­სა­ცი­ის მიზ­ნით იყო - 20%-ით.

"1995 წელს სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენ­ტმა, ნო­დარ ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მა კო­მერ­ცი­ულ ბან­კებს აუკ­რძა­ლა ოვერდრაფ­ტით მუ­შა­ო­ბა. 1995 წლი­დან სა­ქარ­თვე­ლოს აქვს პარ­ლა­მენ­ტის მიერ დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი, რაც იმ­ჟა­მად ფი­ნანსთა მი­ნის­ტრის, და­ვით ია­კო­ბი­ძის სა­ხელ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

ხოლო მე, რო­გორც ეკო­ნო­მი­კის მი­ნისტრს, მე­ვა­ლე­ბო­და პურ­ზე ფა­სე­ბის ეტა­პობ­რი­ვი ზრდის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა და პურ­ზე ფა­სე­ბის სა­ბო­ლო­ოდ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა. მთელ ამ სა­მუ­შა­ოს კო­ორ­დი­ნი­რებ­და იმ­ჟა­მად ვიცე-პრე­მი­ე­რი თე­მურ ბა­სი­ლია. 1995 წელს მოვ­თო­კეთ ჰი­პე­რიმფლა­ცია და უკვე 2 ოქ­ტომ­ბერს მი­მოქ­ცე­ვა­ში შე­მო­ვი­და ქარ­თუ­ლი ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტა - ლარი",- აღ­ნიშ­ნა პა­პა­ვამ.

ქარ­თულ­მა ლარ­მა არა მხო­ლოდ კუ­პო­ნი, არა­მედ რუ­სუ­ლი რუბ­ლიც ჩა­ა­ნაც­ვლა.

"ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტა ისე­თი­ვე სიმ­ბო­ლოა ქვეყ­ნის, რო­გორც ჰიმ­ნი, გერ­ბი, დრო­შა და მე­ტიც, რად­გან ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტა სა­ხელ­მწი­ფოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის სა­ფუძ­ვე­ლია. მო­სახ­ლე­ო­ბამ ლარი მი­ი­ღო. 1998 წელს სა­ქარ­თვე­ლომ რუ­სუ­ლი რუბ­ლის დე­ფოლ­ტის გამო უარ­ყო­ფი­თი ზე­გავ­ლე­ნა გა­ნი­ცა­და, თუმ­ცა 2003 წელს იყო რე­ვო­ლუ­ცია, 2008 წლის აგ­ვის­ტო­ში - რუ­სუ­ლი აგ­რე­სია, ლარ­მა ყო­ვე­ლი­ვე ამას გა­უძ­ლო.

ვა­მა­ყობ, რომ, ჩემს კო­ლე­გებ­თან ერ­თად, ამ დიდ ეროვ­ნულ საქ­მე­ში მცი­რე­დი წვლი­ლი მეც მი­მი­ძღვის. ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ, რომ ლა­რის 15-წლის იუ­ბი­ლე ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არ გახ­სე­ნე­ბია. ალ­ბათ ეს იმი­ტო­მაც ხდე­ბა, რომ "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" შემ­დეგ უარ­ყო­ფი­ლია ყვე­ლა­ფე­რი, რაც კი 2003 წლამ­დე ქვეყ­ნის­თვის სა­სი­კე­თო გა­კე­თე­ბუ­ლა. ლა­რის შე­მო­ღე­ბის ტოლ­ფა­სი რე­ფორ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში ჯერ არ გა­ტა­რე­ბუ­ლა", - მი­იჩ­ნევს ლადო პა­პა­ვა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

ლარს 15 წელი შეუსრულდა

ლარს 15 წელი შეუსრულდა

"ლარი" ძველი ქართული სიტყვაა და ნიშნავს განძს, ქონებას.

ლარის "იუბილის" შესახებ "ინტერპრესნიუსს" ეკონომიკის ექსპერტმა და საქართველოს ეკონომიკის ექსმინისტრმა, ლადო პაპავამ შეახსენა.

ლადო პაპავას განმარტებით, ლარის პირველი პარტია საფრანგეთში დაიბეჭდა, საფრანგეთშივე მოიჭრა ქართული "თეთრები". ეროვნული ვალუტის დამზადება საფრანგეთის მთავრობის გრანტით გახდა შესაძლებელი.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ლადო პაპავამ მოუთხრო, ქართული ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ იღებს სათავეს და დამოუკიდებელი საქართველოს ეროვნული ეკონომიკის მომავალზე ფიქრს უკავშირდებოდა. იმავე პერიოდში შეიქმნა დამოუკიდებელი საქართველოს კონცეფცია, რომელშიც ასახული იყო ვალუტის შემოღების მექანიზმები.

ხელისუფლებაში ზვიად გამსახურდიას მოსვლის შემდეგ, შეიქმნა სპეციალური კომისია აკადემიკოს ვასილ ჩანტლაძის ხელმძღვანელობით, რომელსაც ეროვნული ვალუტის შემოღებაზე უნდა ემუშავა.

კომისიაზე განიხილებოდა საკითხი, რა უნდა რქმეოდა ქართულ ვალუტას. აკადემიკოს ჩანტლაძის წინადადებით, ეროვნულ ვალუტას უნდა რქმეოდა "მარჩი", რომან გოცირიძეს წინადადება იყო -"ქართული მანეთი", ლადო პაპავას წინადადება კი იყო - "თეთრი". გამსახურდიას ხელისუფლებიდან ჩამოცილების შემდეგ, პროცესი დროებით შეჩერდა.

ამასთან, ინტერნეტში განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, სახელწოდება "ლარი" ქართული ფულის ერთეულის დასახელებად 1991 წელს წამოაყენა აკადემიკოსმა ჩანტლაძემ, მინისტრთა კაბინეტისთვის შედგენილ პროექტში. ლარი შეირჩა კიდეც ქართული ეროვნული ვალუტის ძირითადი ერთეულის სახელწოდებად.

1992 წლის თებერვალში საქართველოში ჩამოვიდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია. საქართველოს მთავრობამ, კერძოდ, ვიცე-პრემიერმა, რომან გოცირიძემ ყველასთვის მოულოდნელად ფონდისგან უარი მიიღო. ფონდი მიიჩნევდა, რომ სსრკ-ს ყოფილი რესპუბლიკები რუბლის ზონაში უნდა დარჩენილიყვნენ და არც ერთ რესპუბლიკას საკუთარი ვალუტა არ უნდა შემოეღო.

1992 წლის ბოლოდან რუსეთმა, პრაქტიკულად, შეაჩერა საქართველოსთვის ბანკნოტების გამოგზავნა. ასეთ ვითარებაში საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, შემოეღო დროებითი ფული -კუპონი. ( 1993 წლის აპრილი). კუპონის შემოღებისას თავიდანვე დაშვებული იყო შეცდომა - მთავრობამ, პარალელურად, მიმოქცევაში დატოვა რუსული რუბლი, რის გამოც კუპონი განწირულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

კუპონით შესაძლებელი იყო მხოლო პურის ყიდვა, რომელზეც ფასებს მთავრობა ადგენდა. უკმარისობის გამო, პური იყიდებოდა ტალონებზეც. ამას დაემატა ორი უბედურება -კომერციული ბანკები მუშაობდნენ ოვერდრაფტის რეჟიმში (ხარჯავდნენ იმ ფულს, რომელიც სინამდვილეში მათ არ ჰქონდათ), ხოლო მეორე - 1993-1994 წლების საქართველოს მთავრობას არ გააჩნდა პარლამენტის მიერ დამტკიცებული სახელმწიფო ბიუჯეტი.

შემდეგ მთავრობა იძულებული იყო, ეროვნული ბანკიდან აეღო სესხები და ამის საფუძველზე გაეწია ხარჯები. ამიტომ 1993-1994 წლებში ინფლაცია იყო, საშუალოდ, 50-70%, ხოლო პური იყიდებოდა მხოლოდ ტალონებზე. ამ პერიოდში პენსია ამერიკული 10 ცენტის ეკვივალენტს, ხოლო საშუალო ხელფასი 1,5 აშშ დოლარს შეადგენდა.

1994 წლიდან საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პირველი პროგრამა დაიწყო, რომლის მიზანი იყო ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა და ერვნული ვალუტის შექმნა. ამისათვის უნდა გაკეთებულიყო სამი რამ - 1. ბანკებს აკრძალვოდათ ოვერდრაფტის რეჟიმში მუშაობა; 2. ქვეყანას ჰქონოდა პარლამენტის მიერ მიღებული სახელმწიფო ბიუჯეტი დეფიციტის არაინფლაციური წყაროთი; 3. პურზე ფასები უნდა გათავისუფლებულიყო.

1994 წლის სექტემბრიდან პურზე ფასები გავზარდეთ 285-ჯერ, ხოლო ხელფასებისა და პენსიების ზრდა კომპენსაციის მიზნით იყო - 20%-ით.

"1995 წელს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნოდარ ჯავახიშვილმა კომერციულ ბანკებს აუკრძალა ოვერდრაფტით მუშაობა. 1995 წლიდან საქართველოს აქვს პარლამენტის მიერ დამტკიცებული სახელმწიფო ბიუჯეტი, რაც იმჟამად ფინანსთა მინისტრის, დავით იაკობიძის სახელთან არის დაკავშირებული.

ხოლო მე, როგორც ეკონომიკის მინისტრს, მევალებოდა პურზე ფასების ეტაპობრივი ზრდის უზრუნველყოფა და პურზე ფასების საბოლოოდ გათავისუფლება. მთელ ამ სამუშაოს კოორდინირებდა იმჟამად ვიცე-პრემიერი თემურ ბასილია. 1995 წელს მოვთოკეთ ჰიპერიმფლაცია და უკვე 2 ოქტომბერს მიმოქცევაში შემოვიდა ქართული ეროვნული ვალუტა - ლარი",- აღნიშნა პაპავამ.

ქართულმა ლარმა არა მხოლოდ კუპონი, არამედ რუსული რუბლიც ჩაანაცვლა.

"ეროვნული ვალუტა ისეთივე სიმბოლოა ქვეყნის, როგორც ჰიმნი, გერბი, დროშა და მეტიც, რადგან ეროვნული ვალუტა სახელმწიფოს დამოუკიდებლობის საფუძველია. მოსახლეობამ ლარი მიიღო. 1998 წელს საქართველომ რუსული რუბლის დეფოლტის გამო უარყოფითი ზეგავლენა განიცადა, თუმცა 2003 წელს იყო რევოლუცია, 2008 წლის აგვისტოში - რუსული აგრესია, ლარმა ყოველივე ამას გაუძლო.

ვამაყობ, რომ, ჩემს კოლეგებთან ერთად, ამ დიდ ეროვნულ საქმეში მცირედი წვლილი მეც მიმიძღვის. ძალიან ვწუხვარ, რომ ლარის 15-წლის იუბილე ხელისუფლებას არ გახსენებია. ალბათ ეს იმიტომაც ხდება, რომ "ვარდების რევოლუციის" შემდეგ უარყოფილია ყველაფერი, რაც კი 2003 წლამდე ქვეყნისთვის სასიკეთო გაკეთებულა. ლარის შემოღების ტოლფასი რეფორმა საქართველოში ჯერ არ გატარებულა", - მიიჩნევს ლადო პაპავა.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"