პოლიტიკა

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
”ირაკლი კაკაბაძე ულტრალიბერალია და გეიაღლუმს ორგანიზებას ის უკეთებს”
”ირაკლი კაკაბაძე ულტრალიბერალია და გეიაღლუმს ორგანიზებას ის უკეთებს”

ბოლო ხანს სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ხში­რად წე­რენ, 26 აგ­ვის­ტოს თბი­ლის­ში, ან ბა­თუმ­ში ე.წ. სექ­სუ­ა­ლუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბის გე­ი­აღ­ლუ­მი ჩა­ტარ­დე­ბაო. თურ­მე ეს დე­მოკ­რა­ტი­ის მშე­ნებ­ლო­ბი­სა და ევ­რო­პას­თან ინ­ტეგ­რა­ცი­ის საქ­მე­ში წინსვლის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ყო­ფი­ლა და ამ იდე­ას არა­ერ­თი მხარ­დამ­ჭე­რი ჰყავს.

სა­კი­თხა­ვია, დე­მოკ­რა­ტია თუ არის ქუ­ჩა­ში კა­ბი­ა­ნი და მო­ხა­ტუ­ლი კა­ცე­ბის გავ­ლა, ან მი­ი­ღებს კი ამას ის სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რო­მელ­საც დე­მოკ­რა­ტი­უ­ლო­ბა­ნას ეთა­მა­შე­ბი­ან? გვე­სა­უბ­რე­ბა პარ­ტია "თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა" და მარ­თლმა­დი­დე­ბელ მშო­ბელ­თა კავ­ში­რის წევ­რი ლადო სა­დღო­ბე­ლაშ­ვი­ლი.

- გე­ი­აღ­ლუ­მი რომ ბა­თუმ­ში უნდა ჩა­ტარ­დეს, ამის შე­სა­ხებ იუ­წყე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი ვებგ­ვერ­დე­ბი, რო­მელ­თა მომ­ხმა­რებ­ლე­ბიც ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლის­ტე­ბი არი­ან. ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რი ამ ეტაპ­ზე ბა­თუ­მის გე­ი­სა­ი­ტია. ამ სა­ი­ტის მეშ­ვე­ო­ბით უნიშ­ნა­ვენ ერ­თმა­ნეთს შეხ­ვედ­რებს რო­მე­ლი­მე კა­ფე­ში ან სას­ტუმ­რო­ში...

- ვინ არის ამის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი?

- ჩა­მო­ვი­და ამე­რი­კი­დან ამე­რი­კის მო­ქა­ლა­ქე ირაკ­ლი კა­კა­ბა­ძე, ცნო­ბი­ლი მე­მარ­ცხე­ნე ულტრა­ლი­ბე­რა­ლი... ირაკ­ლი კა­კა­ბა­ძის მე­უღ­ლე, ანა დო­ლი­ძე ამე­რი­კა­ში წას­ვლამ­დე ლეს­ბო­სელ­თა უფ­ლე­ბებს იცავს და პე­დე­რას­ტე­ბის უფ­ლე­ბა­თა დამ­ცველ პა­ა­ტა სა­ბე­ლაშ­ვილ­თან თა­ნამ­შრომ­ლობ­და. მერე, როცა ანა ამე­რი­კა­ში წა­ვი­და, შე­იქ­მნა ფონ­დი "ინ­კლუ­ზი­ვი", რომ­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლი გახ­და სა­ბე­ლაშ­ვი­ლი.

სხვა­თა შო­რის, ორი წლის წინ სა­ბე­ლაშ­ვი­ლი და­კა­ვე­ბუ­ლი იყო ჰა­ში­შის მოხ­მა­რე­ბი­სა და შე­ნახ­ვი­სათ­ვის და ცი­ხე­ში სვამ­დნენ, თუმ­ცა ხმა­უ­რი ატე­ხა, პე­დე­რას­ტი ვარ და ამის გამო მი­ჭე­რე­ნო. რომ გა­მო­უშ­ვეს, გრან­ტი მო­ი­პო­ვა და სწო­რედ აქე­დან და­ი­წყო ლა­პა­რა­კი გე­ი­აღ­ლუ­მის ჩა­ტა­რე­ბა­ზე კავ­კა­სი­ა­ში. ეს გრან­ტი 2009 წლის მა­ის­ში ჩა­ი­რი­ცხა. ევ­რო­პის თით­ქმის ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში ტარ­დე­ბა გე­ი­აღ­ლუ­მე­ბი და ერ­თა­დერ­თი კავ­კა­სი­ის რე­გი­ო­ნია, სა­დაც ასე­თი რამ არ მომ­ხდა­რა.

აზერ­ბა­ი­ჯან­ში ეს გა­მო­რი­ცხუ­ლია იმის გამო, რომ მუს­ლი­მა­ნურ ქვეყ­ნებ­ში ვერ შე­დი­ან. იქ, უბ­რა­ლოდ, ჩა­ქო­ლა­ვენ. ჩვე­ნი რე­ლი­გია კი ძა­ლა­დობ­რი­ვი არ არის და ამი­ტომ შე­ირ­ჩა სა­ქარ­თვე­ლო.

- სა­ი­დან გაქვს ეს ინ­ფორ­მა­ცია?

- ერთ-ერთი ბრი­ტა­ნუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის­გან, რომ­ლის სა­ხელ­წო­დე­ბაც ასე ითარ­გმნე­ბა: "სიყ­ვა­რუ­ლი გე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ". მი­მო­წე­რა მაქვს მათ­თან. შე­ვი­ტყვეთ, რომ სურთ, ჩა­მო­იყ­ვა­ნონ რამ­დე­ნი­მე უცხო­ე­ლი გეი, რომ­ლე­ბიც, ასე ვთქვათ, ფა­რის ფუნ­ქცი­ას შე­ას­რუ­ლე­ბენ. უცხო­ე­ლი მო­ქა­ლა­ქის და­სა­ცა­ვად პო­ლი­ცია ფეხ­ზე დად­გე­ბა და მე­ო­რე ფარი სწო­რედ პო­ლი­ცია იქ­ნე­ბა.

მათ ეს 2009 წელ­საც ჰქონ­დათ გან­ზრა­ხუ­ლი, მაგ­რამ ჩა­ი­შა­ლა, რო­გორც ვიცი, სა­პატ­რი­არ­ქო­სა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის რამ­დე­ნი­მე წარ­მო­მად­გენ­ლის ჩა­რე­ვით. დღეს უკვე ამ გე­ი­აღ­ლუ­მის ჩა­ტა­რე­ბის დიდი სა­შიშ­რო­ე­ბა შე­იქ­მნა. ირაკ­ლი კა­კა­ბა­ძე არის ულტრა­ლი­ბე­რა­ლი და ამ ყვე­ლა­ფერს ორ­გა­ნი­ზე­ბას ის უკე­თებს. ბა­თუ­მი კი იმი­ტომ შე­ირ­ჩა, რომ სურთ, ეს ქა­ლა­ქი გარ­ყვნი­ლე­ბის ბუ­დედ აქ­ცი­ონ. ეს პირ­ვე­ლი მცდე­ლო­ბა არ არის.

- სხვა მცდე­ლო­ბა რო­დის იყო?

- 2008 წლის მა­ის­ში იყო ერთი პრო­ექ­ტი. ამე­რი­კუ­ლი ტუ­რის­ტუ­ლი კომ­პა­ნია "ვას­ტა თრე­ვე­ლი" აპი­რებ­და, მწვა­ნე კონ­ცხზე შე­ე­ძი­ნა სა­ნა­პი­როს ნა­წი­ლი და გა­ე­კე­თე­ბი­ნა ნუ­დის­ტუ­რი პლა­ჟი. მერე ომი და­ი­წყო და ეს პრო­ექ­ტი შე­ჩერ­და. ახლა კი ისევ და­ი­წყეს ამ პრო­ექ­ტზე სა­უ­ბა­რი და, რო­გორც ვიცი, ეს ჩვე­ნი ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრის, ვერა ქო­ბა­ლი­ას ინი­ცი­ა­ტი­ვაა. გარ­და ამი­სა, რო­გორც შე­ვი­ტყვე, ბა­თუ­მის "შე­რა­ტო­ნის" გა­ფარ­თო­ე­ბა სურთ და ამის გამო წმინ­და ბარ­ბა­რეს ეკ­ლე­სი­ის დან­გრე­ვას აპი­რე­ბენ.

- მარ­თლმა­დი­დე­ბელ მშო­ბელ­თა კავ­ში­რი რას აპი­რებს?

- ვე­სა­უბ­რე მამა და­ვით ქვლი­ვი­ძე­სა და მამა და­ვით ისა­კა­ძეს. ისი­ნი მარ­თლმა­დი­დე­ბელ­თა კავ­ში­რის დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბი არი­ან. მათ გა­ნა­ცხა­დეს, რომ პა­რაკ­ლისს გა­და­იხ­დი­ან და ამ ადა­მი­ა­ნე­ბის შენ­დო­ბას უფალს სთხო­ვენ, მაგ­რამ ისი­ნი მა­მე­ბი არი­ან, რი­გი­თი ადა­მი­ა­ნე­ბი კი ამას ვერ აი­ტა­ნენ, გა­მოვ­ლენ და არატ­რა­დი­ცი­უ­ლი ორი­ენ­ტა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს ზოგი ქვას ეს­ვრის და ზოგი - ბოთლს და... ცი­ხე­ში, ალ­ბათ, უამ­რავ ადა­მი­ანს ჩას­ვა­მენ.

ისე, ამას წი­ნათ თქვეს, ჭო­რია, გე­ი­აღ­ლუ­მი რომ უნდა ჩა­ტარ­დეს, მო­ი­კი­თხეთ მე­რი­ა­ში და ნა­ხავთ, რომ გა­ნა­ცხა­დი არ არის შე­სუ­ლიო. ამით, უბ­რა­ლოდ, გვა­ტყუ­ე­ბენ. თუ 200 კაცი გა­მო­ვა ქუ­ჩა­ში და ისე ჩა­ივ­ლის, რომ მოძ­რა­ო­ბას არ შე­ა­ფერ­ხებს, ამი­სათ­ვის მე­რი­ა­ში გა­ნა­ცხა­დის შე­ტა­ნა სა­ჭი­რო არ არის. 200-ზე მეტ პე­დე­რასტს კი­დევ თა­ვის ლე­გი­ო­ნერ გე­ე­ბი­ა­ნად ვერ მო­აგ­რო­ვე­ბენ და ამი­ტო­მაც არ შე­აქვთ გა­ნა­ცხა­დი.

არ­მაზ ხარ­ძი­ა­ნი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

”ირაკლი კაკაბაძე ულტრალიბერალია და გეიაღლუმს ორგანიზებას ის უკეთებს”

”ირაკლი კაკაბაძე ულტრალიბერალია და გეიაღლუმს ორგანიზებას ის უკეთებს”

ბოლო ხანს სოციალურ ქსელებში ხშირად წერენ, 26 აგვისტოს თბილისში, ან ბათუმში ე.წ. სექსუალური უმცირესობის გეიაღლუმი ჩატარდებაო. თურმე ეს დემოკრატიის მშენებლობისა და ევროპასთან ინტეგრაციის საქმეში წინსვლისთვის აუცილებელი ყოფილა და ამ იდეას არაერთი მხარდამჭერი ჰყავს.

საკითხავია, დემოკრატია თუ არის ქუჩაში კაბიანი და მოხატული კაცების გავლა, ან მიიღებს კი ამას ის საზოგადოება, რომელსაც დემოკრატიულობანას ეთამაშებიან? გვესაუბრება პარტია "თავისუფლებისა" და მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრი ლადო სადღობელაშვილი.

- გეიაღლუმი რომ ბათუმში უნდა ჩატარდეს, ამის შესახებ იუწყება სპეციალური ვებგვერდები, რომელთა მომხმარებლებიც ჰომოსექსუალისტები არიან. ყველაზე აქტიური ამ ეტაპზე ბათუმის გეისაიტია. ამ საიტის მეშვეობით უნიშნავენ ერთმანეთს შეხვედრებს რომელიმე კაფეში ან სასტუმროში...

- ვინ არის ამის ორგანიზატორი?

- ჩამოვიდა ამერიკიდან ამერიკის მოქალაქე ირაკლი კაკაბაძე, ცნობილი მემარცხენე ულტრალიბერალი... ირაკლი კაკაბაძის მეუღლე, ანა დოლიძე ამერიკაში წასვლამდე ლესბოსელთა უფლებებს იცავს და პედერასტების უფლებათა დამცველ პაატა საბელაშვილთან თანამშრომლობდა. მერე, როცა ანა ამერიკაში წავიდა, შეიქმნა ფონდი "ინკლუზივი", რომლის ხელმძღვანელი გახდა საბელაშვილი.

სხვათა შორის, ორი წლის წინ საბელაშვილი დაკავებული იყო ჰაშიშის მოხმარებისა და შენახვისათვის და ციხეში სვამდნენ, თუმცა ხმაური ატეხა, პედერასტი ვარ და ამის გამო მიჭერენო. რომ გამოუშვეს, გრანტი მოიპოვა და სწორედ აქედან დაიწყო ლაპარაკი გეიაღლუმის ჩატარებაზე კავკასიაში. ეს გრანტი 2009 წლის მაისში ჩაირიცხა. ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში ტარდება გეიაღლუმები და ერთადერთი კავკასიის რეგიონია, სადაც ასეთი რამ არ მომხდარა.

აზერბაიჯანში ეს გამორიცხულია იმის გამო, რომ მუსლიმანურ ქვეყნებში ვერ შედიან. იქ, უბრალოდ, ჩაქოლავენ. ჩვენი რელიგია კი ძალადობრივი არ არის და ამიტომ შეირჩა საქართველო.

- საიდან გაქვს ეს ინფორმაცია?

- ერთ-ერთი ბრიტანული ორგანიზაციისგან, რომლის სახელწოდებაც ასე ითარგმნება: "სიყვარული გეების წინააღმდეგ". მიმოწერა მაქვს მათთან. შევიტყვეთ, რომ სურთ, ჩამოიყვანონ რამდენიმე უცხოელი გეი, რომლებიც, ასე ვთქვათ, ფარის ფუნქციას შეასრულებენ. უცხოელი მოქალაქის დასაცავად პოლიცია ფეხზე დადგება და მეორე ფარი სწორედ პოლიცია იქნება.

მათ ეს 2009 წელსაც ჰქონდათ განზრახული, მაგრამ ჩაიშალა, როგორც ვიცი, საპატრიარქოსა და ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენლის ჩარევით. დღეს უკვე ამ გეიაღლუმის ჩატარების დიდი საშიშროება შეიქმნა. ირაკლი კაკაბაძე არის ულტრალიბერალი და ამ ყველაფერს ორგანიზებას ის უკეთებს. ბათუმი კი იმიტომ შეირჩა, რომ სურთ, ეს ქალაქი გარყვნილების ბუდედ აქციონ. ეს პირველი მცდელობა არ არის.

- სხვა მცდელობა როდის იყო?

- 2008 წლის მაისში იყო ერთი პროექტი. ამერიკული ტურისტული კომპანია "ვასტა თრეველი" აპირებდა, მწვანე კონცხზე შეეძინა სანაპიროს ნაწილი და გაეკეთებინა ნუდისტური პლაჟი. მერე ომი დაიწყო და ეს პროექტი შეჩერდა. ახლა კი ისევ დაიწყეს ამ პროექტზე საუბარი და, როგორც ვიცი, ეს ჩვენი ეკონომიკის მინისტრის, ვერა ქობალიას ინიციატივაა. გარდა ამისა, როგორც შევიტყვე, ბათუმის "შერატონის" გაფართოება სურთ და ამის გამო წმინდა ბარბარეს ეკლესიის დანგრევას აპირებენ.

- მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი რას აპირებს?

- ვესაუბრე მამა დავით ქვლივიძესა და მამა დავით ისაკაძეს. ისინი მართლმადიდებელთა კავშირის დამფუძნებლები არიან. მათ განაცხადეს, რომ პარაკლისს გადაიხდიან და ამ ადამიანების შენდობას უფალს სთხოვენ, მაგრამ ისინი მამები არიან, რიგითი ადამიანები კი ამას ვერ აიტანენ, გამოვლენ და არატრადიციული ორიენტაციის წარმომადგენლებს ზოგი ქვას ესვრის და ზოგი - ბოთლს და... ციხეში, ალბათ, უამრავ ადამიანს ჩასვამენ.

ისე, ამას წინათ თქვეს, ჭორია, გეიაღლუმი რომ უნდა ჩატარდეს, მოიკითხეთ მერიაში და ნახავთ, რომ განაცხადი არ არის შესულიო. ამით, უბრალოდ, გვატყუებენ. თუ 200 კაცი გამოვა ქუჩაში და ისე ჩაივლის, რომ მოძრაობას არ შეაფერხებს, ამისათვის მერიაში განაცხადის შეტანა საჭირო არ არის. 200-ზე მეტ პედერასტს კიდევ თავის ლეგიონერ გეებიანად ვერ მოაგროვებენ და ამიტომაც არ შეაქვთ განაცხადი.

არმაზ ხარძიანი

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"