პოლიტიკა
მეცნიერება

25

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პრეზიდენტის სასახლე მდარე გემოვნების ნიმუშია"
"პრეზიდენტის სასახლე მდარე გემოვნების ნიმუშია"

რუსი მწე­რა­ლი ნი­კო­ლაი გო­გო­ლი არ­ქი­ტექ­ტუ­რას თა­ვი­სი დრო­ის სა­უ­კე­თე­სო ჟამ­თა­აღ­მწერ­ლად მი­იჩ­ნევ­და... ამ სფე­რო­ში გან­ვი­თა­რე­ბულ პრო­ცე­სებ­სა და პრობ­ლე­მებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა არ­ქი­ტექ­ტორ-რეს­ტავ­რა­ტო­რი ნეს­ტან თა­თა­რაშ­ვი­ლი:

- თბი­ლი­სის არ­ქი­ტექ­ტუ­რის­თვის, გარ­და ევ­რო­პულ-აზი­უ­რი­სა, ბევ­რი სხვა არ­სე­ბი­თი ნი­შა­ნი და "ნა­ზა­ვიც" არის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი, ამი­ტომ, რო­მე­ლი­მე მათ­გა­ნის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა მხო­ლოდ მის სი­ცო­ცხლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

აქ ძა­ლა­დო­ბა და­უშ­ვე­ბე­ლია, რად­გან, თუ ეს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ქვე­ყა­ნაა, წი­ნას­წარ გან­სა­ზღვრუ­ლი არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი სტი­ლის ხე­ლოვ­ნუ­რად და­ნერგვა ან დაკ­ვე­თით რა­ი­მეს შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა გა­მო­რი­ცხუ­ლია.

არ­ქი­ტექ­ტუ­რა კარ­ნა­ხით მხო­ლოდ ტო­ტა­ლი­ტა­რუ­ლი რე­ჟი­მე­ბის დროს ან ავ­ტოკ­რა­ტი­უ­ლი მმარ­თვე­ლო­ბი­სას ვი­თარ­დე­ბა.

ამი­ტომ, როცა ამ­გვა­რი პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს არ­ქი­ტექ­ტუ­რა­ში, დას­ტურ­დე­ბა, რომ ქვე­ყა­ნა არა­დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გზით მი­დის. ამის სა­უ­კე­თე­სო მა­გა­ლი­თი დღე­ვან­დე­ლი სა­ქარ­თვე­ლოა, რად­გან მშე­ნებ­ლო­ბა და რეს­ტავ­რა­ცია მთლი­ა­ნად პო­ლი­ტი­ზე­ბუ­ლია.

- რო­გო­რია თქვე­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა თბი­ლი­სის ახალმშე­ნებ­ლო­ბე­ბი­სად­მი - პრე­ზი­დენ­ტის სა­სახ­ლე, შუ­შის შე­ნო­ბე­ბი, ხი­დე­ბი. ეთან­ხმე­ბით მო­საზ­რე­ბას, რომ "შუშა ყვე­ლა­ზე დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მა­სა­ლაა"?

- შუშა შე­სა­ნიშ­ნა­ვი სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლაა, რო­მე­ლიც წარ­მა­ტე­ბით გა­მო­ი­ყე­ნე­ბა მე-19 სა­უ­კუ­ნი­დან დღემ­დე. გა­აჩ­ნია, რო­გორ, სად და რა ფორ­მი­სას ირ­ჩევ. ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტი, თბი­ლი­სის მერი, ხში­რად ლა­პა­რა­კო­ბენ სხვა­დას­ხვა სამ­შე­ნებ­ლო პრო­ექ­ტზე თუ ძვე­ლი შე­ნო­ბე­ბის რეს­ტავ­რა­ცია-რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ა­ზე, უფრო მე­ტიც, თვი­თონ მუ­შა­ო­ბენ ამ პრო­ექ­ტებ­ზე. ავ­ლაბ­რის სა­სახ­ლის მშე­ნებ­ლო­ბა უკა­ნო­ნო იყო, რაც თა­ვი­დან­ვე კარ­გად აჩ­ვე­ნებ­და პრე­ზი­დენ­ტის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლო­ბას და ზო­გა­დად - კა­ნონ­მორ­ჩი­ლე­ბას. მისი და­წყე­ბა ინა­უ­გუ­რა­ცი­ი­დან ორ კვი­რა­ში გა­მო­ცხად­და.

ით­ქვა, რომ პრე­ზი­დენტს დიდი რე­ზი­დენ­ცი­ის აშე­ნე­ბა არ სურს, რომ იქ, უბ­რა­ლოდ, სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბი ჩა­ტარ­დე­ბა და ა.შ. თუმ­ცა, მისი მშე­ნებ­ლო­ბა 5 წე­ლი­წადს გაგ­რძელ­და, ათე­უ­ლო­ბით, რომ­ლებ­მაც თუ ასე­უ­ლო­ბით მი­ლი­ო­ნი და­ი­ხარ­ჯა და სა­ბო­ლო­ოდ მდა­რე გე­მოვ­ნე­ბის და ძვე­ლი თბი­ლი­სის­თვის შე­უ­ფე­რე­ბე­ლი არ­ქი­ტექ­ტუ­რა მი­ვი­ღეთ.

თვი­თონ პრე­ზი­დენ­ტი მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ცეს­ში აქ­ტი­უ­რად ერე­ო­და - კვერ­ცხის ფორ­მის გუმ­ბა­თი მთლი­ა­ნად მისი იდე­აა. რაც შე­ე­ხე­ბა ახალ ხიდს, ინ­ტერ­ნეტ­ში, მსოფ­ლი­ოს არ­ქი­ტექ­ტუ­რის სი­ახ­ლე­ე­ბის გვერ­დზე (http://www.worldarchitecturenews.com/index.phpfuseaction= wanappln.projectview&upload-id=14224) მხო­ლოდ ღა­მით გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბია გან­თავ­სე­ბუ­ლი და აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ეს ხიდი ძველ და ახალ უბ­ნებს აკავ­ში­რებს ერ­თმა­ნეთ­თან, რაც, რა თქმა უნდა, სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

დღი­სით გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი რომ გა­მო­ექ­ვეყ­ნე­ბი­ნათ, ყვე­ლა მიხ­ვდე­ბო­და, რომ ამ ხიდ­მა, რო­მელ­საც ხალ­ხმა უმალ მო­უ­ძებ­ნა ორი მეტ­სა­ხე­ლი - "ოლ­ვე­იზ ულტრა" და "მი­შას პამ­პერ­სი" - თბი­ლი­სის ერთ-ერთი უძ­ვე­ლე­სი და ლა­მა­ზი ნა­წი­ლი და­ა­მა­ხინ­ჯა. პრე­ზი­დენ­ტის თქმით "ეს ხიდი არის სა­ქარ­თვე­ლოს წარ­სუ­ლი­დან მო­მავ­ლის­კენ მი­მა­ვა­ლი გზის სიმ­ბო­ლო".

თუმ­ცა ხალ­ხში იგი სულ სხვა ასო­ცი­ა­ცი­ას იწ­ვევს - ყვე­ლამ კარ­გად იცის, რა შე­არ­ქვეს ამ ხიდს თბი­ლი­სე­ლებ­მა, ან რად უნდა ხიდს სა­ხუ­რა­ვი? აე­რო­პორ­ტის ტრა­სა­ზე მდე­ბა­რე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს შე­ნო­ბა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მართკუ­თხა ნა­გე­ბო­ბაა, რო­მელ­საც გარს შუ­შის ტალ­ღო­ვა­ნი კონ­სტრუქ­ცია აკ­რავს, სრუ­ლი­ად უხა­რის­ხოა რო­გორც მისი შუშა, ასე­ვე შეს­რუ­ლე­ბის ხა­რის­ხი. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ სა­მი­ნის­ტროს მშე­ნებ­ლო­ბა 30 მი­ლი­ო­ნი დაჯ­და, თუმ­ცა, ვფიქ­რობ, ეს რი­ცხვი, ისე­ვე რო­გორც სხვა შემ­თხვე­ვებ­ში, გა­ბე­რი­ლია, - არა­ვის­თვის არის სა­ი­დუმ­ლო, რომ ასეთ მშე­ნებ­ლო­ბებ­ზე დიდი ფული კეთ­დე­ბა...

ახალ ხიდ­თან და­კავ­ში­რე­ბით ქა­ლა­ქის ყო­ფილ მთა­ვარ არ­ქი­ტექ­ტორს, ნიკა ჩხა­ი­ძეს, საკ­რე­ბუ­ლოს დე­პუ­ტატს, მე­ტად "სა­ინ­ტე­რე­სო" მო­საზ­რე­ბა აქვს, იგი ამ­ბობს, რომ "ტუ­ა­ლე­ტე­ბით არ იწყე­ბა გან­ვი­თა­რე­ბა... ამ ხი­დის აშე­ნე­ბა უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვან ატ­რაქ­ცი­ას შექ­მნის, რა­საც ავ­ტო­მა­ტუ­რად მოჰ­ყვე­ბი­ან ის ინ­ვეს­ტო­რე­ბიც, რომ­ლე­ბიც ტუ­ა­ლე­ტებს აა­შე­ნე­ბენ. ეს არ არის უბ­რა­ლო ხიდი, ეს არის სიმ­ბო­ლო, რო­მე­ლიც ამ პე­რი­ო­დის ნიშ­ნად დარ­ჩე­ბა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში..."

სხვა სა­კი­თხია, რომ ამ­გვა­რი მშე­ნებ­ლო­ბე­ბის ბედი წყდე­ბა გა­უმჭვირ­ვა­ლედ, კონ­კურ­სის გა­რე­შე, ეს სფე­რო მთლი­ა­ნად პო­ლი­ტი­ზე­ბუ­ლია. პრე­ზი­დენ­ტი ამას არც მა­ლავს, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ერთ-ერთი ჰო­ლან­დი­უ­რი გა­ზე­თის­თვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ პრე­ზი­დენ­ტო­ბის ვა­დის ამო­წურ­ვის შემ­დეგ არ­ქი­ტექ­ტო­რო­ბა უნდა. ერთ-ერ­თმა უცხო­ელ­მა ჟურ­ნა­ლის­ტმა თა­ვის სტა­ტი­ა­ში აღ­ნიშ­ნა, რომ როცა პრე­ზი­დენ­ტის კა­ბი­ნეტ­ში შე­ვი­და, სა­ა­კაშ­ვი­ლი ბა­თუ­მის რე­კონ­სტრუქ­ცი­ის პრო­ექტს გა­ნი­ხი­ლავ­და. ამ სა­კი­თხი­სად­მი არაპრო­ფე­სი­უ­ლი მიდ­გო­მის შე­დე­გია ის, რომ ქვე­ყა­ნა­ში მომ­რავ­ლდა და­უმ­თავ­რე­ბე­ლი მშე­ნებ­ლო­ბე­ბი, ქრე­ბა პარ­კე­ბი და სკვე­რე­ბი, იზ­რდე­ბა სატ­რან­სპორ­ტო სა­ცო­ბე­ბი..

- რო­გო­რია თქვე­ნი აზრი რუს­თა­ვე­ლი­სა და აღ­მა­შე­ნებ­ლის გამ­ზირ­ზე მიმ­დი­ნა­რე რე­კონ­სტრუქ­ცია-აღ­დგე­ნით სა­მუ­შა­ო­ებ­ზე?

- ჩემი აზრი თბი­ლი­სის სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ებ­ზე უარ­ყო­ფი­თია. ყვე­ლამ კარ­გად ვნა­ხეთ, რო­გორ გა­კეთ­და სიღ­ნა­ღი, და რა მი­ვი­ღეთ ასეთ სწრა­ფი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ით. ამი­ტომ ქვე­მო კა­ლას რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას ხალ­ხმა "სიღ­ნა­ღი­ზა­ცია", აღ­მა­შე­ნებ­ლის გამ­ზირს კი "მან­სარ­დი­ზა­ცია" ანუ "ბა­თუ­მი­ზა­ცია", შე­არ­ქვა, რად­გან ბა­თუმ­ში ყვე­ლა "რე­ა­ბი­ლი­ტი­რე­ბულ" სახ­ლს და­ად­გეს მან­სარ­დე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­ურ­კვე­ვე­ლი სტი­ლის ჩუ­ქურ­თმე­ბით იმ­კო­ბა, იღე­ბე­ბა და ნათ­დე­ბა.

ასე­თი­ვე "ნო­ვა­ცი­ე­ბი" ხორ­ცი­ელ­დე­ბა აღ­მა­შე­ნებ­ლის გამ­ზირ­ზე, მათ შო­რის, კი­ნო­თე­ატრ "აპო­ლო­ზეც" იყო და­მა­ტე­ბი­თი სარ­თუ­ლი­სა და მან­სარ­დის და­შე­ნე­ბის მცდე­ლო­ბა. ამის თა­ო­ბა­ზე პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვილ­საც მივ­წე­რე.

"აპო­ლოს" შე­ნო­ბა 1909 წელს არის აშე­ნე­ბუ­ლი რო­გორც კი­ნო­თე­ატ­რი და მსოფ­ლი­ო­ში დღემ­დე შე­მორ­ჩე­ნი­ლი ძვე­ლი კი­ნო­თე­ატ­რე­ბი­დან სა­უ­კე­თე­სოა, მას­ზე მან­სარ­დის დად­გმა და­უშ­ვე­ბე­ლია, ხოლო გუმ­ბა­თი, რო­მე­ლიც ასე უყ­ვარს პრე­ზი­დენტს, ამ შე­ნო­ბას ისე­დაც აქვს. დაგვპირ­დნენ, რომ ჩვენს შე­ნიშ­ვნას გა­ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ. ნაჩ­ქა­რე­ვი რე­კონ­სტრუქ­ცია ქა­ლაქს იერს უკარ­გავს.

რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რი ლი­თო­ნის უშნო ღო­ბი­თა და აწე­უ­ლი გა­ზო­ნე­ბით მთლი­ა­ნად შე­იც­ვა­ლა. მის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სივ­რცე, სი­ლა­ღე და­კარ­გა. ეს შე­იძ­ლე­ბა გე­მოვ­ნე­ბის სა­კი­თხია, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი ერთი კა­ცი­სა და ერთი პო­ლი­ტი­კუ­რი ჯგუ­ფის გე­მოვ­ნე­ბით არ უნდა წყდე­ბო­დეს. ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის სა­ხელ­მწი­ფო აკა­დე­მი­უ­რი თე­ატ­რის სა­რეს­ტავ­რა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი ახლა იწყე­ბა და ამა­ზე ჩემი შეშ­ფო­თე­ბა უკვე გა­მოვ­თქვი.

ამ მშე­ნებ­ლო­ბას ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი აფი­ნან­სებს, რო­მელ­საც თვი­თონ პრო­ფე­სი­უ­ლი კონ­ტრო­ლის მე­ქა­ნიზ­მი არა აქვს, სა­ხელ­მწი­ფოს კი - გა­მარ­თუ­ლი ძეგლ­თა დაც­ვის მო­ნი­ტო­რინ­გის სამ­სა­ხუ­რი.

ამი­ტომ "აღ­დგე­ნი­თი" სა­მუ­შა­ო­ე­ბი მე­ტად სა­ვა­ლა­ლო შე­დე­გით მთავ­რდე­ბა ხოლ­მე. კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვა სა­ქარ­თვე­ლო­სა და თბი­ლის­ში გი­ორ­გი ჩუ­ბი­ნაშ­ვი­ლის ქარ­თუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის ის­ტო­რი­ი­სა და ძეგლ­თა დაც­ვის კვლე­ვის ცენ­ტრს, ნი­კო­ლოზ ვა­ჩე­იშ­ვი­ლის სა­ა­გენ­ტოს და ძვე­ლი თბი­ლი­სის გამ­გე­ო­ბის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სამ­სა­ხურს ევა­ლე­ბა, რომ­ლებ­საც ბი­უ­ჯე­ტი აფი­ნან­სებს და სა­დაც საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი ხელ­ფა­სე­ბია, მაგ­რამ ისი­ნი არ ან ვერ ას­რუ­ლე­ბენ თა­ვი­ანთ მო­ვა­ლო­ბას.

რუს­თა­ვე­ლი­სა და მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რებ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი აღ­დგე­ნი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი ვე­რა­ვი­თარ კრი­ტი­კას ვერ უძ­ლებს. ან რო­გორ მიმ­დი­ნა­რე­ობს ამ­ჟა­მად თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პირ­ვე­ლი კორ­პუ­სის რეს­ტავ­რა­ცია? თა­ვად მე­ცე­ნა­ტი სა­ბო­ლოო შე­დე­გით ხომ უნდა იყოს და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი?

ან კი­დევ - რამ­დე­ნი შად­რე­ვა­ნი უნდა აშენ­დეს? და­ით­ვა­ლა კი ვინ­მემ, რა უჯ­დე­ბა სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯეტს ამ­დე­ნი ერ­თნა­ი­რი შად­რე­ვა­ნი ყვე­ლა ქა­ლა­ქის ცენ­ტრა­ლურ მო­ე­დან­ზე? ამ შად­რევ­ნე­ბი­დან მხო­ლოდ ხუთი პრო­ცენ­ტი თუ და­იდ­გა სკვე­რებ­სა და პარ­კებ­ში, და­ნარ­ჩე­ნი სა­მან­ქა­ნო ტრა­სებ­სა და მო­ედ­ნებ­ზეა გან­თავ­სე­ბუ­ლი ისე, რომ ადა­მი­ა­ნი ვერ მი­უ­ახ­ლოვ­დე­ბა! ეს ხომ სრუ­ლი ნონ­სენ­სია!

- ბოლო ხანს აშ­კა­რაა უცხო­ე­ლი არ­ქი­ტექ­ტო­რე­ბის მოწ­ვე­ვის ტენ­დენ­ცია, რაც, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა გან­ცხა­დე­ბით, ახალ სი­მაღ­ლე­ზე აიყ­ვანს ქა­ლა­ქის არ­ქი­ტექ­ტუ­რას...

- სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­ქი­ტექ­ტუ­რა რუ­სე­თის იმ­პე­რი­ის პი­რო­ბებ­შიც კი, ევ­რო­პის კვალ­დაკ­ვალ ვი­თარ­დე­ბო­და, არა­ერ­თი უცხო­უ­რი კომ­პა­ნია, ოს­ტა­ტი თუ არ­ქი­ტექ­ტო­რი შე­მო­დი­ო­და. რაც მთა­ვა­რია, ყვე­ლა შე­ნო­ბა თბი­ლის­სა თუ სხვა ქა­ლა­ქებ­ში, ოპე­რი­სა და თე­ატ­რე­ბის შე­ნო­ბე­ბის ჩათ­ვლით, კონ­კურ­სის წე­სით შენ­დე­ბო­და. დღეს კი სა­ერ­თოდ აღარ ტარ­დე­ბა კონ­კურ­სე­ბი. რაც შე­ე­ხე­ბა უცხო­ე­ლი არ­ქი­ტექ­ტო­რე­ბის გახ­ში­რე­ბულ მოწ­ვე­ვას, მე­ქა­ნიზ­მი ასე­თია:

ქარ­თვე­ლი არ­ქი­ტექ­ტო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც მმარ­თველ პარ­ტი­ას­თან არი­ან და­ახ­ლო­ე­ბულ­ნი, აქ­ტი­უ­რად შუ­ა­მავ­ლო­ბენ უცხო­ელ არ­ქი­ტექ­ტო­რებ­სა და პო­ლი­ტი­კო­სებს შო­რის, რათა მათ და­ურ­კო­ლებ­ლად მი­ი­ღონ სხვა­დას­ხვა სა­ხის ნა­გე­ბო­ბე­ბის შეკ­ვე­თა. ეს­პა­ნელ არ­ქი­ტექ­ტორ­თა იმ ჯგუფს, რო­მელ­მაც გმირ­თა მო­ე­დან­ზე მე­მო­რი­ა­ლი შექ­მნა, და­ახ­ლო­ე­ბით ასე­თი­ვე ფორ­მი­სა და მო­ცუ­ლო­ბის სა­მუ­შა­ო­ე­ბი აქვთ გა­კე­თე­ბუ­ლი ეს­პა­ნეთ­შიც და ბა­თუმ­შიც, სულ კი 15-მდე პრო­ექ­ტი აქვთ შეკ­ვე­თი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ად­გი­ლობ­რი­ვი თუ ცენ­ტრა­ლუ­რი მთავ­რო­ბის სხვა­დას­ხვა რგო­ლი­დან და ყვე­ლა მათ­გა­ნი კონ­კურ­სის გა­რე­შე.

შუ­ა­მავ­ლე­ბი ამ პრო­ექ­ტე­ბით ხელს ით­ბო­ბენ, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა კი არ ეკის­რე­ბათ. ასე რომ, არ­ქი­ტექ­ტუ­რა­შიც ყვე­ლა­ფე­რი ისე წყდე­ბა, რო­გორც არა­დე­მოკ­რა­ტი­ულ სა­ხელ­მწი­ფო­ში - არც სა­ჯა­რო კონ­კურ­სი ცხად­დე­ბა, არც პრო­ექ­ტის ბი­უ­ჯე­ტია სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი, მაგ­რამ სულ ცოტა, მო­რა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მა­ინც მო­უ­წევთ იმათ, ვინც ამ უგე­მოვ­ნო, მდა­რე ხა­რის­ხის მშე­ნებ­ლო­ბებს დღეს მწვა­ნე შუქს უნ­თებს.

ნინო კვი­ტაშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?

"პრეზიდენტის სასახლე მდარე გემოვნების ნიმუშია"

"პრეზიდენტის სასახლე მდარე გემოვნების ნიმუშია"

რუსი მწერალი ნიკოლაი გოგოლი არქიტექტურას თავისი დროის საუკეთესო ჟამთააღმწერლად მიიჩნევდა... ამ სფეროში განვითარებულ პროცესებსა და პრობლემებზე გვესაუბრება არქიტექტორ-რესტავრატორი ნესტან თათარაშვილი:

- თბილისის არქიტექტურისთვის, გარდა ევროპულ-აზიურისა, ბევრი სხვა არსებითი ნიშანი და "ნაზავიც" არის დამახასიათებელი, ამიტომ, რომელიმე მათგანის შენარჩუნება მხოლოდ მის სიცოცხლისუნარიანობაზეა დამოკიდებული.

აქ ძალადობა დაუშვებელია, რადგან, თუ ეს დემოკრატიული ქვეყანაა, წინასწარ განსაზღვრული არქიტექტურული სტილის ხელოვნურად დანერგვა ან დაკვეთით რაიმეს შენარჩუნება გამორიცხულია.

არქიტექტურა კარნახით მხოლოდ ტოტალიტარული რეჟიმების დროს ან ავტოკრატიული მმართველობისას ვითარდება.

ამიტომ, როცა ამგვარი პროცესი მიმდინარეობს არქიტექტურაში, დასტურდება, რომ ქვეყანა არადემოკრატიული გზით მიდის. ამის საუკეთესო მაგალითი დღევანდელი საქართველოა, რადგან მშენებლობა და რესტავრაცია მთლიანად პოლიტიზებულია.

- როგორია თქვენი დამოკიდებულება თბილისის ახალმშენებლობებისადმი - პრეზიდენტის სასახლე, შუშის შენობები, ხიდები. ეთანხმებით მოსაზრებას, რომ "შუშა ყველაზე დემოკრატიული მასალაა"?

- შუშა შესანიშნავი სამშენებლო მასალაა, რომელიც წარმატებით გამოიყენება მე-19 საუკუნიდან დღემდე. გააჩნია, როგორ, სად და რა ფორმისას ირჩევ. ქვეყნის პრეზიდენტი, თბილისის მერი, ხშირად ლაპარაკობენ სხვადასხვა სამშენებლო პროექტზე თუ ძველი შენობების რესტავრაცია-რეაბილიტაციაზე,  უფრო მეტიც, თვითონ მუშაობენ ამ პროექტებზე. ავლაბრის სასახლის მშენებლობა  უკანონო იყო, რაც თავიდანვე კარგად აჩვენებდა პრეზიდენტის დემოკრატიულობას და ზოგადად - კანონმორჩილებას. მისი დაწყება ინაუგურაციიდან ორ კვირაში გამოცხადდა.

ითქვა, რომ პრეზიდენტს დიდი რეზიდენციის აშენება არ სურს, რომ იქ, უბრალოდ, სარემონტო სამუშაოები ჩატარდება და ა.შ. თუმცა, მისი მშენებლობა 5 წელიწადს გაგრძელდა, ათეულობით, რომლებმაც თუ ასეულობით მილიონი დაიხარჯა და საბოლოოდ მდარე გემოვნების და ძველი თბილისისთვის შეუფერებელი არქიტექტურა მივიღეთ.

თვითონ პრეზიდენტი მშენებლობის პროცესში აქტიურად ერეოდა - კვერცხის ფორმის გუმბათი მთლიანად მისი იდეაა. რაც შეეხება ახალ ხიდს, ინტერნეტში, მსოფლიოს არქიტექტურის სიახლეების გვერდზე (http://www.worldarchitecturenews.com/index.phpfuseaction= wanappln.projectview&upload-id=14224) მხოლოდ ღამით გადაღებული ფოტოებია განთავსებული და აღნიშნულია, რომ ეს ხიდი ძველ და ახალ უბნებს აკავშირებს ერთმანეთთან, რაც, რა თქმა უნდა, სიმართლეს არ შეესაბამება.

დღისით გადაღებული ფოტოები რომ გამოექვეყნებინათ, ყველა მიხვდებოდა, რომ ამ ხიდმა, რომელსაც ხალხმა უმალ მოუძებნა ორი მეტსახელი - "ოლვეიზ ულტრა" და "მიშას პამპერსი" - თბილისის ერთ-ერთი უძველესი და  ლამაზი ნაწილი დაამახინჯა. პრეზიდენტის თქმით "ეს ხიდი არის საქართველოს წარსულიდან მომავლისკენ მიმავალი გზის სიმბოლო".

თუმცა ხალხში იგი სულ სხვა ასოციაციას იწვევს - ყველამ კარგად იცის, რა შეარქვეს ამ ხიდს თბილისელებმა, ან რად უნდა ხიდს სახურავი? აეროპორტის ტრასაზე მდებარე შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა ჩვეულებრივი მართკუთხა ნაგებობაა, რომელსაც გარს შუშის ტალღოვანი კონსტრუქცია აკრავს,  სრულიად უხარისხოა როგორც მისი შუშა, ასევე შესრულების ხარისხი. გავრცელებული ინფორმაციით, ამ სამინისტროს მშენებლობა 30 მილიონი დაჯდა, თუმცა, ვფიქრობ, ეს რიცხვი, ისევე როგორც სხვა შემთხვევებში, გაბერილია, - არავისთვის არის საიდუმლო, რომ ასეთ მშენებლობებზე დიდი ფული კეთდება...

ახალ ხიდთან დაკავშირებით ქალაქის ყოფილ მთავარ არქიტექტორს, ნიკა ჩხაიძეს, საკრებულოს დეპუტატს, მეტად "საინტერესო" მოსაზრება აქვს, იგი ამბობს, რომ "ტუალეტებით არ იწყება განვითარება... ამ ხიდის აშენება უფრო მნიშვნელოვან ატრაქციას შექმნის, რასაც ავტომატურად მოჰყვებიან ის ინვესტორებიც, რომლებიც ტუალეტებს ააშენებენ. ეს არ არის უბრალო ხიდი, ეს არის სიმბოლო, რომელიც ამ პერიოდის ნიშნად დარჩება საუკუნეების განმავლობაში..."

სხვა საკითხია, რომ ამგვარი მშენებლობების ბედი წყდება გაუმჭვირვალედ, კონკურსის გარეშე, ეს სფერო მთლიანად პოლიტიზებულია. პრეზიდენტი ამას არც მალავს, მიხეილ სააკაშვილმა ერთ-ერთი ჰოლანდიური გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ არქიტექტორობა უნდა. ერთ-ერთმა უცხოელმა ჟურნალისტმა თავის სტატიაში აღნიშნა, რომ როცა პრეზიდენტის კაბინეტში შევიდა, სააკაშვილი ბათუმის რეკონსტრუქციის პროექტს განიხილავდა. ამ საკითხისადმი არაპროფესიული მიდგომის შედეგია ის, რომ ქვეყანაში მომრავლდა დაუმთავრებელი მშენებლობები, ქრება პარკები და სკვერები, იზრდება სატრანსპორტო საცობები..

- როგორია თქვენი აზრი რუსთაველისა და აღმაშენებლის გამზირზე მიმდინარე რეკონსტრუქცია-აღდგენით სამუშაოებზე?

- ჩემი აზრი თბილისის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე უარყოფითია. ყველამ კარგად ვნახეთ, როგორ გაკეთდა სიღნაღი, და რა მივიღეთ ასეთ სწრაფი რეაბილიტაციით.  ამიტომ ქვემო კალას რეაბილიტაციას ხალხმა "სიღნაღიზაცია",  აღმაშენებლის გამზირს კი "მანსარდიზაცია" ანუ "ბათუმიზაცია", შეარქვა, რადგან ბათუმში ყველა "რეაბილიტირებულ" სახლს დაადგეს მანსარდები, რომლებიც გაურკვეველი სტილის ჩუქურთმებით იმკობა, იღებება და ნათდება.

ასეთივე "ნოვაციები" ხორციელდება აღმაშენებლის გამზირზე, მათ შორის, კინოთეატრ "აპოლოზეც" იყო დამატებითი სართულისა და მანსარდის დაშენების მცდელობა. ამის თაობაზე პრეზიდენტ სააკაშვილსაც მივწერე.

"აპოლოს" შენობა 1909 წელს არის აშენებული როგორც კინოთეატრი და მსოფლიოში დღემდე შემორჩენილი ძველი კინოთეატრებიდან საუკეთესოა, მასზე მანსარდის დადგმა დაუშვებელია, ხოლო გუმბათი, რომელიც ასე უყვარს პრეზიდენტს, ამ შენობას ისედაც აქვს. დაგვპირდნენ, რომ ჩვენს შენიშვნას გაითვალისწინებენ. ნაჩქარევი რეკონსტრუქცია ქალაქს იერს უკარგავს.

რუსთაველის გამზირი ლითონის უშნო ღობითა და აწეული გაზონებით მთლიანად შეიცვალა. მისთვის დამახასიათებელი სივრცე, სილაღე დაკარგა. ეს შეიძლება გემოვნების საკითხია, მაგრამ ყველაფერი ერთი კაცისა და ერთი პოლიტიკური ჯგუფის გემოვნებით არ უნდა წყდებოდეს. ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სარესტავრაციო სამუშაოები ახლა იწყება და ამაზე ჩემი შეშფოთება უკვე გამოვთქვი.

ამ მშენებლობას ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს, რომელსაც თვითონ პროფესიული კონტროლის მექანიზმი არა აქვს, სახელმწიფოს კი - გამართული ძეგლთა დაცვის მონიტორინგის სამსახური.

ამიტომ "აღდგენითი" სამუშაოები მეტად სავალალო შედეგით მთავრდება ხოლმე.  კულტურული მემკვიდრეობის დაცვა საქართველოსა და თბილისში გიორგი ჩუბინაშვილის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ცენტრს, ნიკოლოზ ვაჩეიშვილის სააგენტოს და ძველი თბილისის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურს ევალება, რომლებსაც ბიუჯეტი აფინანსებს და სადაც საკმაოდ  მაღალი ხელფასებია, მაგრამ ისინი არ ან ვერ ასრულებენ თავიანთ მოვალობას.

რუსთაველისა და მარჯანიშვილის თეატრებზე განხორციელებული აღდგენითი სამუშაოები ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. ან როგორ მიმდინარეობს ამჟამად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის რესტავრაცია? თავად მეცენატი საბოლოო შედეგით ხომ უნდა იყოს დაინტერესებული?

ან კიდევ - რამდენი შადრევანი უნდა აშენდეს? დაითვალა კი ვინმემ, რა უჯდება სახელმწიფო ბიუჯეტს ამდენი ერთნაირი შადრევანი ყველა ქალაქის ცენტრალურ მოედანზე? ამ შადრევნებიდან მხოლოდ ხუთი პროცენტი თუ დაიდგა სკვერებსა და პარკებში, დანარჩენი სამანქანო ტრასებსა და მოედნებზეა განთავსებული ისე, რომ ადამიანი ვერ მიუახლოვდება! ეს ხომ სრული ნონსენსია!

- ბოლო ხანს აშკარაა უცხოელი არქიტექტორების მოწვევის ტენდენცია, რაც, ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, ახალ სიმაღლეზე აიყვანს ქალაქის არქიტექტურას...

- საქართველოში არქიტექტურა რუსეთის იმპერიის პირობებშიც კი, ევროპის კვალდაკვალ ვითარდებოდა, არაერთი უცხოური კომპანია, ოსტატი  თუ არქიტექტორი შემოდიოდა. რაც მთავარია, ყველა შენობა თბილისსა თუ სხვა ქალაქებში, ოპერისა და თეატრების შენობების ჩათვლით, კონკურსის წესით შენდებოდა. დღეს კი საერთოდ აღარ ტარდება კონკურსები.  რაც შეეხება უცხოელი არქიტექტორების გახშირებულ მოწვევას, მექანიზმი ასეთია:

ქართველი არქიტექტორები, რომლებიც  მმართველ პარტიასთან არიან დაახლოებულნი,  აქტიურად შუამავლობენ უცხოელ არქიტექტორებსა და პოლიტიკოსებს შორის, რათა მათ დაურკოლებლად მიიღონ სხვადასხვა სახის ნაგებობების შეკვეთა. ესპანელ არქიტექტორთა იმ ჯგუფს, რომელმაც გმირთა მოედანზე მემორიალი შექმნა, დაახლოებით ასეთივე ფორმისა და მოცულობის სამუშაოები აქვთ გაკეთებული ესპანეთშიც და ბათუმშიც, სულ კი 15-მდე პროექტი აქვთ შეკვეთილი საქართველოს ადგილობრივი თუ ცენტრალური მთავრობის სხვადასხვა რგოლიდან და ყველა მათგანი კონკურსის გარეშე.

შუამავლები ამ პროექტებით ხელს ითბობენ, პასუხისმგებლობა კი არ ეკისრებათ. ასე რომ, არქიტექტურაშიც ყველაფერი ისე წყდება, როგორც არადემოკრატიულ სახელმწიფოში - არც საჯარო კონკურსი ცხადდება, არც პროექტის ბიუჯეტია საზოგადოებისთვის ცნობილი, მაგრამ სულ ცოტა, მორალური პასუხისმგებლობა მაინც მოუწევთ იმათ, ვინც ამ უგემოვნო, მდარე ხარისხის მშენებლობებს დღეს მწვანე შუქს უნთებს.

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"