პოლიტიკა
მსოფლიო

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შეგიძლიათ წაიკითხოთ მხოლოდ სომხურად ან ინგლისურად!.. ვააა!
შეგიძლიათ წაიკითხოთ მხოლოდ სომხურად ან ინგლისურად!.. ვააა!

ურე­კი... აქ ღა­მის დის­კო­თე­კებ­ზე უცხო­უ­რი მუ­სი­კის რიტმს აყო­ლი­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის მხი­ა­რუ­ლე­ბა ჯერ­ჯე­რო­ბით ნაკ­ლე­ბად იგ­რძნო­ბა. რა ხა­ნია, უცხო­უ­რი მუ­სი­კა სომ­ხურ­მა ჰან­გებ­მა შეც­ვა­ლა. აშ­კა­რაა, ზღვას და­ნატ­რე­ბუ­ლი მე­ზობ­ლე­ბის­გან ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა დი­დად ხე­ი­რობს. ზღვის­პი­რეთს სტუ­მა­რი არ აკ­ლია და სომ­ხუ­რი სიმ­ღე­რე­ბიც მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ის­მის.

ასე რომ, ქარ­თველ დამ­სვე­ნე­ბელს ისღა დარ­ჩე­ნია, სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ო­ბა გა­მო­ი­ჩი­ნოს და ღა­მე­ე­ბი ამ ჰან­გე­ბით გა­ა­თე­ნოს. სწო­რად გა­მი­გეთ, თა­ვა­დაც მი­ხა­რია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­კუ­რორ­ტო ზო­ნას ბევ­რი არა­ქარ­თვე­ლი სტუ­მა­რი ჰყავს. მათი მო­ხიბ­ვლა არა მარ­ტო სა­უ­ცხოო ლან­დშაფ­ტით, ზღვი­თა და სამ­კურ­ნა­ლო ქვი­შით, არა­მედ ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რი­თაც ური­გო არ იქ­ნე­ბო­და.

ამ ფიქ­რში გარ­თულს, არ­ცთუ ური­გოდ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი, გა­ტე­ხი­ლი ქარ­თუ­ლით ნამ­ღე­რი სიმ­ღე­რა შე­მო­მეს­მა. ზღვის სა­ნა­პი­როს­თან რუ­სე­ბი "სა­ქარ­თვე­ლოო ლა­მა­ზოს" მღე­როდ­ნენ... ქუ­თა­ი­სე­ლე­ბი ვართ, ქარ­თუ­ლად მოლ­ხე­ნა გვიყ­ვარს და სიმ­ღე­რაც რომ არ მო­ვა­ყო­ლოთ, რო­გორ შე­იძ­ლე­ბაო?! - მი­თხრეს გა­ბად­რუ­ლებ­მა. იქ, სა­დაც ურ­თი­ერ­თპა­ტი­ვის­ცე­მაა, კომ­ფორ­ტი და კე­თილ­გან­წყო­ბა ისად­გუ­რებს. ამის გად­მო­ცე­მა ყვე­ლა­სათ­ვის ნაც­ნო­ბი და საყ­ვა­რე­ლი ფრა­ზით შე­იძ­ლე­ბა: "კაგ­და მნე ბუ­დეტ პრი­ატ­ნა, ტებე ტოჟე ბუ­დეტ პრი­ატ­ნა!"

რა ვქნა, ჩემი ქვეყ­ნი­სად­მი უცხო ქვეყ­ნის შვი­ლის უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბას ვე­რა­სო­დეს შე­ვე­გუ­ე­ბი. მით უმე­ტეს, თუ ის კა­ნონ­საც აბუ­ჩად იგ­დებს და სა­კად­რი­სად პა­სუ­ხის გამ­ცე­მიც არ ჰყავს.

ურე­კის ცენ­ტრში შეს­ვლის­თა­ნა­ვე უზარ­მა­ზა­რი სომ­ხუ­რი სა­რეკ­ლა­მო ბა­ნე­რი მომ­ხვდა თვალ­ში, სა­დაც ერთი სი­ტყვაც არ­სად ეწე­რა ქარ­თუ­ლად. ეს კი გარ­და იმი­სა, რომ "რეკ­ლა­მის შე­სა­ხებ" კა­ნო­ნის უხე­შად დარ­ღვე­ვაა, იმ ხალ­ხი­სად­მი უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბა­ცაა, რომ­ლის ქვე­ყა­ნა­შიც ბიზ­ნე­სი გაქვს და ფულს შო­უ­ლობ.

ამ ჩემი ცოდ­ვით სავ­სე­ებს ისე იე­როგ­ლი­ფე­ბი­ვით გა­უ­შან­შა­ლე­ბი­ათ სომ­ხუ­რი ასო­ე­ბი, გე­გო­ნე­ბათ, ბალ­ღო­ბი­დან ამ ენას ვსწავ­ლობ­დით. სავ­სე­ბით სე­რი­ო­ზუ­ლად ვი­ფიქ­რე, ალ­ბათ, აქა­უ­რებს სომ­ხუ­რი უკვე ეცო­დი­ნე­ბათ-მეთ­ქი და იქვე, ჩე­რო­ში მო­კა­ლა­თე­ბულ მშე­ნებ­ლებს ვკი­თხე:

"იქ­ნებ მი­თხრათ, აქ რა წე­რია?!" "მაი რა ვი­ცით ჩვენ. სომ­ხუ­რად წე­რია! ეგე­რაა რეს­ტო­რა­ნი და იმის პატ­რო­ნი გაგ­ცემთ პა­სუხს!" - მი­თხრეს მშე­ნებ­ლებ­მა და სა­რეკ­ლა­მო ბა­ნე­რის გას­წვრივ, გზის საკ­მა­ოდ და­ცი­ლე­ბუ­ლი "მრა­ვალ­ფუნ­ქცი­უ­რი" სახ­ლის­კენ მი­მი­თი­თეს. "მრა­ვალ­ფუნ­ქცი­ურს" სი­ტყვა­ზე ვამ­ბობ, თო­რემ მისი წარ­წე­რე­ბით თუ ვიმ­სჯე­ლებთ, ამ და­წე­სე­ბუ­ლე­ბას რა და­ნიშ­ნუ­ლე­ბა აქვს, ვერც კი მიხ­ვდე­ბით, რად­გან წარ­წე­რე­ბი სომ­ხუ­რად აქვს.

ქარ­თუ­ლად მხო­ლოდ ის არის მი­თი­თე­ბუ­ლი, რომ ოთა­ხე­ბი ქი­რავ­დე­ბა. კედ­ლის ჩა­ყო­ლე­ბა­ზე შე­და­რე­ბით პა­ტა­რა ასო­ე­ბით ინ­გლი­სუ­რად "კაფე-ბარი" წე­რია.

შევ­დი­ვარ ეზო­ში, ვა­ჩე­რებ ქალს, რო­მე­ლიც ქვა­ბით ხელ­ში სახ­ლის­კენ მი­დის. მა­საც ვთხოვ გან­მარ­ტე­ბას, რა ფუნ­ქცია აქვს ამ შე­ნო­ბას და რა ჰქვია.

- ეს სას­ტუმ­როა, რო­მელ­საც ვემ­სა­ხუ­რე­ბი, სა­ხე­ლი კი რა ჰქვია, ვერ გე­ტყვით! - უხერ­ხუ­ლად იღი­მე­ბა ქალი.

- რო­გორ, სად მუ­შა­ობთ არ იცით? - ვე­კი­თხე­ბი გა­ო­ცე­ბუ­ლი.

- არა... ჩემს საქ­მეს ვა­კე­თებ და სა­ხე­ლით არც და­ვინ­ტე­რე­სე­ბულ­ვარ, - მე­უბ­ნე­ბა და ჩემი ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბის და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად პატ­რონს ეძა­ხის, რო­მე­ლიც ქარ­თვე­ლი, თი­ნი­კო ავა­ლი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდა...

- ამ სას­ტუმ­როს "ნეპ­ტუ­ნი" ჰქვია.

- რო­გორ უნდა მივ­ხვდეთ, რომ ნამ­დვი­ლად "ნეპ­ტუ­ნია"?

- ზედ აწე­რია.

- სომ­ხუ­რი მე არ ვიცი. ქარ­თუ­ლად რა­ტომ არა­ფე­რი აწე­რია?

- აწე­რია... (თი­ნი­კო ისე ათ­ვა­ლი­ე­რებს სას­ტუმ­როს ფა­სადს, გე­გო­ნე­ბა, პირ­ვე­ლად ხე­დავ­სო. ბო­ლოს ქარ­თულ და­სა­ხე­ლე­ბას თა­ვად რომ ვერ პო­უ­ლობს, იხ­ტი­ბარ­გა­ტე­ხი­ლი ჩანს. - ავტ.). ეწე­რა ქარ­თუ­ლა­დაც, მაგ­რამ, ეტყო­ბა, ქარ­მა ჩა­მო­ხია (!), წა­ვალ და მთლად უფ­როსს ვთხოვ, და­გე­ლა­პა­რა­კოთ.

"მთლად უფ­რო­სი" თურ­მე ვინ­მე დათო ყო­ფი­ლა, სო­მე­ხი, რო­მელ­მაც რა­ტომ­ღაც თა­ვი­დან­ვე აგ­რე­სი­უ­ლად მომ­მარ­თა: "კი მაგ­რამ, ვინ ხართ და რა გნე­ბავთ?! აბა, წარ­მო­მიდ­გი­ნეთ სა­ბუ­თი!" რამ­დე­ნი­მე მოწ­მო­ბი­დან ერთ-ერთი ან­გა­რიშ­მი­უ­ცემ­ლად გა­ვუ­წო­დე, რო­მე­ლიც პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში ჩემი აკ­რე­დი­ტა­ცი­ის მოწ­მო­ბა აღ­მოჩ­ნდა.

- გზად სა­რეკ­ლა­მო ბა­ნე­რი და­ვი­ნა­ხე სომ­ხურ ენა­ზე. ხომ ვერ მე­ტყვით, ქარ­თუ­ლად რა­ტომ არა­ფე­რია მი­თი­თე­ბუ­ლი? - ვკი­თხე თა­ვა­ზი­ა­ნად.

- გზას თუ გა­ნაგ­რძობთ, ინ­გლი­სუ­რა­დაც ნა­ხავთ "ნეპ­ტუ­ნის" რეკ­ლა­მას. ქარ­თუ­ლად რა სა­ჭი­როა! ბავ­შვე­ბი პირ­ვე­ლი კლა­სი­დან სწავ­ლო­ბენ ინ­გლი­სურ ენას, სომ­ხუ­რი თუ არ იცი­ან, სა­რეკ­ლა­მო წარ­წე­რას ინ­გლი­სუ­რა­დაც წა­ი­კი­თხა­ვენ (?!).

- სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ხელ­მწი­ფო ენა არის ქარ­თუ­ლი. "რეკ­ლა­მის შე­სა­ხებ" კა­ნო­ნი გა­ვალ­დე­ბუ­ლებთ, სა­რეკ­ლა­მო ბა­ნერ­ზე წარ­წე­რა ქარ­თუ­ლა­დაც იყოს, - ვუხ­სნი "ნეპ­ტუ­ნელს" (შეგ­ნე­ბუ­ლად არ ვუს­ვამ მის ეროვ­ნე­ბას ხაზს, რომ ვინ­მემ ქსე­ნო­ფო­ბია არ დამ­წა­მოს. - ავტ.).

- თქვენ რა მიზ­ნით ხართ მო­სუ­ლი? - უფრო აგ­რე­სი­უ­ლი ხდე­ბა ჩემი თა­ნა­მო­სა­უბ­რე.

- დათო, რა გვა­რი ბრძან­დე­ბით? - ვცდი­ლობ, სა­უ­ბარ­ში ავი­ყო­ლიო.

- რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს? თქვენ რამე და­ვა­ლე­ბა გაქვთ თუ?

- არა­ვი­თა­რი და­ვა­ლე­ბა არა მაქვს. უბ­რა­ლოდ და­ვინ­ტე­რეს­დი, რა­ტომ არ გინ­დათ ქარ­თუ­ლი სა­რეკ­ლა­მო წარ­წე­რე­ბის გა­კე­თე­ბა?

- კი­დევ გი­მე­ო­რებთ, შე­გიძ­ლი­ათ წა­ი­კი­თხოთ სომ­ხუ­რად ან ინ­გლი­სუ­რად (!).

ამ დროს ტე­ლე­ფო­ნი მო­ვი­მარ­ჯვე და მისი გა­და­ღე­ბა და­ვა­პი­რე. ღი­პი­ა­ნი, წელ­ზე­მოთ შიშ­ვე­ლი, შორ­ტებ­ში გა­მო­წყო­ბი­ლი მო­სა­უბ­რის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბამ პიკს მი­აღ­წია, სწვდა ჩემს ტე­ლე­ფონს და მისი წარ­თმე­ვა და­ა­პი­რა. წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას რომ წა­ა­წყდა, ხელი გა­და­მიტ­რი­ა­ლა. ამი­ტომ ვერ მო­ვა­ხერ­ხე მის­თვის ფო­ტოს გა­და­ღე­ბა. სულ წი­ვილ-კი­ვი­ლით გა­ვაშ­ვე­ბი­ნე აპა­რატ­ზე ხელი. "ნეპ­ტუ­ნე­ლი" მე­მუქ­რე­ბო­და, კერ­ძო სა­კუთ­რე­ბა­ში ხარ და პრობ­ლე­მებს შე­გიქ­მნიო. ორი ნა­ბი­ჯით უკან და­ვი­ხიე და ეზო­დან გა­სულ­მა მი­ვა­ძა­ხე, ესეც ხომ კერ­ძო სა­კუთ­რე­ბა არ არის-მეთ­ქი და გა­და­ღე­ბა და­ვი­წყე, მაგ­რამ და­თომ მო­ქუს­ლა და გა­უ­ჩი­ნარ­და.

რო­გორც შე­ვი­ტყვე, შე­ნო­ბა ქარ­თვე­ლის სა­კუთ­რე­ბა ყო­ფი­ლა და ის სო­მეხ ბიზ­ნეს­მენს ჰქო­ნია და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი.

ცხელ გულ­ზე ურე­კის პო­ლი­ცი­ა­ში შე­ვი­ა­რე და ვი­კი­თხე, მოგ­წონთ, სა­კუ­რორ­ტო ზო­ნა­ში სა­რეკ­ლა­მო წარ­წე­რე­ბი მხო­ლოდ სომ­ხურ ენა­ზე რომ არის და არა ქარ­თულ­ზე-მეთ­ქი.

- მარ­თა­ლი ბრძან­დე­ბით, ერთი-ორს უკვე ჩა­მო­ვახ­სნე­ვი­ნეთ და ახლა "ნეპ­ტუნ­საც" მივ­ხე­დავთ, - მი­თხრეს და მთხო­ვეს, მათი სა­ხე­ლე­ბი და გვა­რე­ბი არ და­მე­სა­ხე­ლე­ბი­ნა, რად­გან ორ­გა­ნოს თა­ნამ­შრომ­ლებს ჟურ­ნა­ლის­ტთან სა­უბ­რი­სათ­ვის შსს-ს პრეს­სამ­სა­ხუ­რი­სა­გან ნე­ბარ­თვა სჭირ­დე­ბათ. პო­ლი­ცი­ე­ლებს "ნეპ­ტუ­ნე­ლი" და­თოს თავ­გა­სუ­ლო­ბა­ზე რომ ვუ­ამ­ბე, სწრა­ფად ჩას­ხდნენ ავ­ტო­მო­ბი­ლებ­ში და სომ­ხუ­რი სას­ტუმ­როს­კენ გას­წი­ეს.

ვაჟა ჭა­ნუყ­ვა­ძე, ურე­კის გამ­გე­ბე­ლი: - უკვე და­მი­კავ­შირ­და ამის თა­ო­ბა­ზე ად­გი­ლობ­რი­ვი პო­ლი­ცია. თა­ვა­დაც ვე­სა­უბ­რე "ნეპ­ტუ­ნის" მფლო­ბე­ლებს. გპირ­დე­ბით, რამ­დე­ნი­მე დღე­ში გა­მოს­წორ­დე­ბა ყვე­ლა­ფე­რი. ბო­დიშს ვიხ­დი, რომ ჯერ ისევ სომ­ხუ­რა­დაა რეკ­ლა­მა. სულ მალე ყვე­ლა სა­რეკ­ლა­მო ბა­ნე­რი ქარ­თუ­ლა­დაც იქ­ნე­ბა და, თუ უნ­დათ, სომ­ხუ­რა­დაც.

- მაგ­რამ რეკ­ლა­მა მხო­ლოდ სომ­ხურ ენა­ზე კა­ნო­ნის დარ­ღვე­ვაა, რომ­ლის დაც­ვაც სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მყო­ფი ნე­ბის­მი­ე­რი მო­ქა­ლა­ქის ვა­ლია. ამის აღ­საკ­ვე­თად არ­სე­ბობს ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სას­ჯე­ლი. რა­ტომ არ და­ე­კის­რა ის "ნეპ­ტუ­ნის" დამ­ქი­რა­ვე­ბელ პირს?

- მე უფ­ლე­ბა მაქვს მომ­ხდა­რი ოზურ­გე­თის გამ­გე­ო­ბას ვაც­ნო­ბო, არა­ვის დას­ჯის უფ­ლე­ბა პი­რა­დად მე არა მაქვს. სი­ტყვი­ე­რად კი ვაფრ­თხი­ლებ ბიზ­ნეს­საქ­მი­ა­ნო­ბით და­კა­ვე­ბულ პი­რებს, მაგ­რამ არა­ფე­რი გა­მო­დის (!).

დი­მიტ­რი ლორ­თქი­ფა­ნი­ძე, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი: - გარე რეკ­ლა­მის გან­თავ­სე­ბა უნე­ბარ­თვოდ (ე. ი. კა­ნონ­დარ­ღვე­ვით) 500 ლა­რით ჯა­რიმ­დე­ბა. თუკი, რეკ­ლა­მის განმთავ­სე­ბე­ლი წა­ყე­ნე­ბულ მო­თხოვ­ნას არ და­ე­მორ­ჩი­ლე­ბა და "რეკ­ლა­მის შე­სა­ხებ" კა­ნო­ნის დარ­ღვე­ვას გა­ნაგ­რძობს, ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი კო­დექ­სით მას თან­ხის სამ­მა­გი ოდე­ნო­ბით გა­დახ­და და­ე­კის­რე­ბა. ასეთ დროს ად­გი­ლობ­რი­ვი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლია, მი­მარ­თოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს რა­ი­ო­ნულ გან­ყო­ფი­ლე­ბას და შსს-ს ორ­გა­ნოს თა­ნამ­შრო­მე­ლი წა­რად­გენს კა­ნონ­დამ­რღვევს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­სა­მარ­თლო­ში, სა­დაც მას სან­ქცი­ას და­ა­კის­რე­ბენ.

P.S. ჩვენ კი რო­გორც მო­ცე­მუ­ლი სი­ტყვის, ასე­ვე კა­ნო­ნის აღ­სრუ­ლე­ბა­საც მო­ვე­ლით. და როცა ურეკ­ში ახა­ლი ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სა­რეკ­ლა­მო ბა­ნე­რი აღი­მარ­თე­ბა, ამა­საც სი­ა­მოვ­ნე­ბით გაც­ნო­ბებთ.

ეკა ასა­თი­ა­ნი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "კვი­რის პა­ლიტ­რა"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

გა­ა­კე­თეთ კო­მენ­ტა­რი "კვი­რის პა­ლიტ­რის" სა­იტ­ზე

შეგიძლიათ წაიკითხოთ მხოლოდ სომხურად ან ინგლისურად!.. ვააა!

შეგიძლიათ წაიკითხოთ მხოლოდ სომხურად ან ინგლისურად!.. ვააა!

ურეკი... აქ ღამის დისკოთეკებზე უცხოური მუსიკის რიტმს აყოლილი ახალგაზრდების მხიარულება ჯერჯერობით ნაკლებად იგრძნობა. რა ხანია, უცხოური მუსიკა სომხურმა ჰანგებმა შეცვალა. აშკარაა, ზღვას დანატრებული მეზობლებისგან ადგილობრივი მოსახლეობა დიდად ხეირობს. ზღვისპირეთს სტუმარი არ აკლია და სომხური სიმღერებიც მთელი ღამის განმავლობაში გაისმის.

ასე რომ, ქართველ დამსვენებელს ისღა დარჩენია, სტუმართმოყვარეობა გამოიჩინოს და ღამეები ამ ჰანგებით გაათენოს. სწორად გამიგეთ, თავადაც მიხარია, რომ საქართველოს საკურორტო ზონას ბევრი არაქართველი სტუმარი ჰყავს. მათი მოხიბვლა არა მარტო საუცხოო ლანდშაფტით, ზღვითა და სამკურნალო ქვიშით, არამედ ქართული კულტურითაც ურიგო არ იქნებოდა.

ამ ფიქრში გართულს, არცთუ ურიგოდ შესრულებული, გატეხილი ქართულით ნამღერი სიმღერა შემომესმა. ზღვის სანაპიროსთან  რუსები "საქართველოო ლამაზოს" მღეროდნენ... ქუთაისელები ვართ, ქართულად მოლხენა გვიყვარს და სიმღერაც რომ არ მოვაყოლოთ, როგორ შეიძლებაო?! - მითხრეს გაბადრულებმა. იქ, სადაც ურთიერთპატივისცემაა, კომფორტი და კეთილგანწყობა ისადგურებს. ამის გადმოცემა ყველასათვის ნაცნობი და საყვარელი ფრაზით შეიძლება: "კაგდა მნე ბუდეტ პრიატნა, ტებე ტოჟე ბუდეტ პრიატნა!"

რა ვქნა, ჩემი ქვეყნისადმი უცხო ქვეყნის შვილის უპატივცემულობას ვერასოდეს შევეგუები. მით უმეტეს, თუ ის კანონსაც აბუჩად იგდებს და საკადრისად პასუხის გამცემიც არ ჰყავს.

ურეკის ცენტრში შესვლისთანავე უზარმაზარი სომხური სარეკლამო ბანერი მომხვდა  თვალში, სადაც ერთი სიტყვაც არსად ეწერა ქართულად. ეს კი გარდა იმისა, რომ "რეკლამის შესახებ" კანონის უხეშად დარღვევაა, იმ ხალხისადმი უპატივცემულობაცაა, რომლის ქვეყანაშიც ბიზნესი გაქვს და ფულს შოულობ.

ამ ჩემი ცოდვით სავსეებს ისე იეროგლიფებივით გაუშანშალებიათ სომხური ასოები, გეგონებათ, ბალღობიდან ამ ენას ვსწავლობდით. სავსებით სერიოზულად ვიფიქრე, ალბათ, აქაურებს სომხური უკვე ეცოდინებათ-მეთქი და იქვე, ჩეროში მოკალათებულ მშენებლებს ვკითხე:

"იქნებ მითხრათ, აქ რა წერია?!" "მაი რა ვიცით ჩვენ. სომხურად წერია! ეგერაა რესტორანი და იმის პატრონი გაგცემთ პასუხს!" - მითხრეს მშენებლებმა და სარეკლამო ბანერის გასწვრივ, გზის საკმაოდ დაცილებული "მრავალფუნქციური" სახლისკენ მიმითითეს. "მრავალფუნქციურს" სიტყვაზე ვამბობ, თორემ მისი წარწერებით თუ ვიმსჯელებთ, ამ დაწესებულებას რა დანიშნულება აქვს, ვერც კი მიხვდებით, რადგან წარწერები სომხურად აქვს.

ქართულად მხოლოდ ის არის მითითებული, რომ ოთახები ქირავდება. კედლის ჩაყოლებაზე შედარებით პატარა ასოებით ინგლისურად "კაფე-ბარი" წერია.

შევდივარ ეზოში, ვაჩერებ ქალს, რომელიც ქვაბით ხელში სახლისკენ მიდის. მასაც ვთხოვ განმარტებას, რა ფუნქცია აქვს ამ შენობას და რა ჰქვია.

- ეს სასტუმროა, რომელსაც ვემსახურები, სახელი კი რა ჰქვია, ვერ გეტყვით! - უხერხულად იღიმება ქალი.

- როგორ, სად მუშაობთ არ იცით? - ვეკითხები გაოცებული.

- არა... ჩემს საქმეს ვაკეთებ და სახელით არც დავინტერესებულვარ, - მეუბნება და  ჩემი ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად პატრონს ეძახის, რომელიც ქართველი, თინიკო ავალიანი აღმოჩნდა...

- ამ სასტუმროს "ნეპტუნი" ჰქვია.

- როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ნამდვილად "ნეპტუნია"?

- ზედ აწერია.

- სომხური მე არ ვიცი. ქართულად რატომ არაფერი აწერია?

- აწერია... (თინიკო ისე ათვალიერებს სასტუმროს ფასადს, გეგონება, პირველად ხედავსო. ბოლოს ქართულ დასახელებას თავად რომ ვერ პოულობს, იხტიბარგატეხილი ჩანს. - ავტ.). ეწერა ქართულადაც, მაგრამ, ეტყობა, ქარმა ჩამოხია (!), წავალ და მთლად უფროსს ვთხოვ, დაგელაპარაკოთ.

"მთლად უფროსი" თურმე ვინმე დათო ყოფილა, სომეხი, რომელმაც რატომღაც თავიდანვე აგრესიულად მომმართა: "კი მაგრამ, ვინ ხართ და რა გნებავთ?! აბა, წარმომიდგინეთ საბუთი!" რამდენიმე მოწმობიდან ერთ-ერთი ანგარიშმიუცემლად გავუწოდე, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ჩემი აკრედიტაციის მოწმობა აღმოჩნდა.

- გზად სარეკლამო ბანერი დავინახე სომხურ ენაზე. ხომ ვერ მეტყვით, ქართულად რატომ არაფერია მითითებული? - ვკითხე თავაზიანად.

- გზას თუ განაგრძობთ, ინგლისურადაც ნახავთ "ნეპტუნის" რეკლამას. ქართულად რა საჭიროა! ბავშვები პირველი კლასიდან სწავლობენ ინგლისურ ენას, სომხური თუ არ იციან, სარეკლამო წარწერას ინგლისურადაც წაიკითხავენ (?!).

- საქართველოში სახელმწიფო ენა არის ქართული. "რეკლამის შესახებ" კანონი გავალდებულებთ, სარეკლამო ბანერზე წარწერა ქართულადაც იყოს, - ვუხსნი "ნეპტუნელს" (შეგნებულად არ ვუსვამ მის ეროვნებას ხაზს, რომ ვინმემ ქსენოფობია არ დამწამოს. - ავტ.).

- თქვენ რა მიზნით ხართ მოსული? - უფრო აგრესიული ხდება ჩემი თანამოსაუბრე.

- დათო, რა გვარი ბრძანდებით? - ვცდილობ, საუბარში ავიყოლიო.

- რა მნიშვნელობა აქვს? თქვენ რამე დავალება გაქვთ თუ?

- არავითარი დავალება არა მაქვს. უბრალოდ დავინტერესდი, რატომ არ გინდათ ქართული სარეკლამო წარწერების გაკეთება?

- კიდევ გიმეორებთ, შეგიძლიათ წაიკითხოთ სომხურად ან ინგლისურად (!).

ამ დროს ტელეფონი მოვიმარჯვე და მისი გადაღება დავაპირე. ღიპიანი, წელზემოთ შიშველი, შორტებში გამოწყობილი მოსაუბრის გაღიზიანებამ პიკს მიაღწია, სწვდა ჩემს ტელეფონს და მისი წართმევა დააპირა. წინააღმდეგობას რომ წააწყდა, ხელი გადამიტრიალა. ამიტომ ვერ მოვახერხე მისთვის ფოტოს გადაღება. სულ წივილ-კივილით გავაშვებინე აპარატზე ხელი. "ნეპტუნელი" მემუქრებოდა, კერძო საკუთრებაში ხარ და პრობლემებს შეგიქმნიო. ორი ნაბიჯით უკან დავიხიე და ეზოდან გასულმა მივაძახე, ესეც ხომ კერძო საკუთრება არ არის-მეთქი და გადაღება დავიწყე, მაგრამ დათომ მოქუსლა და გაუჩინარდა.

როგორც შევიტყვე, შენობა ქართველის საკუთრება ყოფილა და ის სომეხ ბიზნესმენს ჰქონია დაქირავებული.

ცხელ გულზე ურეკის პოლიციაში შევიარე და ვიკითხე, მოგწონთ, საკურორტო ზონაში სარეკლამო წარწერები მხოლოდ სომხურ ენაზე რომ არის და არა ქართულზე-მეთქი.

- მართალი ბრძანდებით, ერთი-ორს უკვე ჩამოვახსნევინეთ და ახლა "ნეპტუნსაც" მივხედავთ, - მითხრეს და მთხოვეს, მათი სახელები და გვარები არ დამესახელებინა, რადგან ორგანოს თანამშრომლებს ჟურნალისტთან საუბრისათვის შსს-ს პრესსამსახურისაგან ნებართვა სჭირდებათ. პოლიციელებს "ნეპტუნელი" დათოს თავგასულობაზე რომ ვუამბე, სწრაფად ჩასხდნენ ავტომობილებში და სომხური სასტუმროსკენ გასწიეს.

ვაჟა ჭანუყვაძე, ურეკის გამგებელი: -  უკვე დამიკავშირდა ამის თაობაზე ადგილობრივი პოლიცია. თავადაც ვესაუბრე "ნეპტუნის" მფლობელებს.  გპირდებით, რამდენიმე დღეში გამოსწორდება ყველაფერი. ბოდიშს ვიხდი, რომ ჯერ ისევ სომხურადაა რეკლამა. სულ მალე  ყველა სარეკლამო ბანერი ქართულადაც იქნება და, თუ უნდათ, სომხურადაც.

- მაგრამ რეკლამა მხოლოდ სომხურ ენაზე კანონის დარღვევაა, რომლის დაცვაც საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ნებისმიერი მოქალაქის ვალია. ამის აღსაკვეთად არსებობს ადმინისტრაციული სასჯელი. რატომ არ დაეკისრა ის "ნეპტუნის" დამქირავებელ პირს?

- მე უფლება მაქვს მომხდარი ოზურგეთის გამგეობას ვაცნობო, არავის დასჯის უფლება პირადად მე არა მაქვს. სიტყვიერად კი ვაფრთხილებ ბიზნესსაქმიანობით დაკავებულ პირებს, მაგრამ არაფერი გამოდის (!).

დიმიტრი ლორთქიფანიძე, პარლამენტის წევრი: - გარე რეკლამის განთავსება უნებართვოდ (ე. ი. კანონდარღვევით)  500 ლარით ჯარიმდება. თუკი, რეკლამის განმთავსებელი წაყენებულ მოთხოვნას არ დაემორჩილება და "რეკლამის შესახებ" კანონის დარღვევას განაგრძობს, ადმინისტრაციული კოდექსით მას თანხის სამმაგი ოდენობით გადახდა დაეკისრება. ასეთ დროს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია, მიმართოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რაიონულ განყოფილებას და შსს-ს ორგანოს თანამშრომელი წარადგენს კანონდამრღვევს ადმინისტრაციულ სასამართლოში, სადაც მას სანქციას დააკისრებენ.

P.S. ჩვენ კი როგორც მოცემული სიტყვის, ასევე კანონის აღსრულებასაც მოველით. და როცა ურეკში ახალი ქართულენოვანი სარეკლამო ბანერი აღიმართება, ამასაც სიამოვნებით გაცნობებთ.

ეკა ასათიანი

ყოველკვირეული გაზეთი ”კვირის პალიტრა”

(გამოდის ორშაბათობით)

გააკეთეთ კომენტარი ”კვირის პალიტრის” საიტზე

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"