სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

27

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ ასე მივყევით, ქალაქში მწვანე ნარგავი აღარ დარჩება!"
"თუ ასე მივყევით, ქალაქში მწვანე ნარგავი აღარ დარჩება!"

"ეკო­ლო­გი­უ­რი სა­მარ­თლის ცენ­ტრი" სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 303-ე და 304-ე მუხ­ლებ­ში, ასე­ვე ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის 64-ე, 641-ე და 151-ე მუხ­ლებ­ში ხის უკა­ნო­ნო გა­ჩე­ხის გამო ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნის ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­მო­დის. "ეკო­ლო­გი­უ­რი სა­მარ­თლის ცენ­ტრის" გან­ცხა­დე­ბით, 2008 წელს ხის უკა­ნო­ნოდ ჭრის - 1776, ხოლო 2009 წელს 2305 ფაქ­ტი აღი­რი­ცხა, ყო­ველ­წლი­უ­რად იმა­ტებს ჯა­რი­მის თან­ხაც, რო­მელ­მაც 2008 წელს - 1.066.317, 2009 წელს კი 1.422.182 ლარი შე­ად­გი­ნა.

"რაც მალე შევა კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში ეს ცვლი­ლე­ბე­ბი, მით უფრო, მეტი მწვა­ნე ნარ­გა­ვის გა­დარ­ჩე­ნა გახ­დე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი", - ამ­ბობს არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "ეკო­ლო­გი­უ­რი სა­მარ­თლის ცენ­ტრის" წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ნი­კო­ლოზ მჟა­ვა­ნა­ძე.

- ბა­ტო­ნო ნი­კო­ლოზ, კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში შე­ტა­ნი­ლი ცვლი­ლე­ბის მი­ხედ­ვით, რამ­დე­ნი ლა­რით და­ჯა­რიმ­დე­ბა პირი, რო­მე­ლიც უკა­ნო­ნოდ მოჭ­რის ხეს?

- რო­დე­საც პარ­ლა­მენ­ტში შევა სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვა, გა­ნი­სა­ზღვრე­ბა, რა რა­ო­დე­ნო­ბის ჯა­რი­მა და­ე­კის­რე­ბა ადა­მი­ანს. ჩვენ სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის მუხ­ლე­ბი უკვე მი­ვუ­თი­თეთ და ამ მუხ­ლებ­ში უნდა შე­ვი­დეს ცვლი­ლე­ბა. თან­ხის გან­სა­ზღვრა იმა­ზე იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რა ჯი­შის და რამ­დე­ნი ხე მო­იჭ­რე­ბა.

თუ ეს ცვლი­ლე­ბე­ბი არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს, მალე მწვა­ნე ნარ­გა­ვე­ბის გა­რე­შე დავ­რჩე­ბით, სა­მარ­თალ­დამ­რღვევ­თა რი­ცხვი კი გა­იზ­რდე­ბა და ბი­უ­ჯეტ­ში მეტი თან­ხა შევა, რად­გან ხში­რად სა­მარ­თალ­დამ­რღვე­ვი მზად არის, ჯა­რი­მა გა­და­ი­ხა­დოს და მწვა­ნე ნარ­გა­ვე­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ ად­გილ­ზე რეს­ტო­რა­ნი ან სხვა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ობი­ექ­ტი გა­ნა­თავ­სოს, მაგ­რამ რო­დე­საც ეცო­დი­ნე­ბა, რომ ჯა­რი­მას­თან ერ­თად იმა­ვე ჯი­შის ხე­ე­ბის გა­დარ­გვის ვალ­დე­ბუ­ლე­ბაც და­ე­კის­რე­ბა, ხის მოჭ­რის სურ­ვი­ლი გა­უქ­რე­ბა.

- სოფ­ლის მცხოვ­რებ­ლებს თუ ექ­ნე­ბათ სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ ტყე­ში მოჭ­რან ხე?

- გა­რე­მოს დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ოფი­ცი­ა­ლუ­რად გას­ცემს შე­სა­ბა­მის მოწ­მო­ბას, რის სა­ფუძ­ველ­ზეც მი­ე­ნი­ჭე­ბა უფ­ლე­ბა, მოჭ­რას ხე სა­მა­სა­ლე მერ­ქნის­თვის, ანუ კერ­ძო მოხ­მა­რე­ბის­თვის. 5 კუ­ბურ მეტრზე 111 ლა­რია გა­და­სახ­დე­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა გამ­წვა­ნე­ბას, სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­არ­ქის ინი­ცი­ა­ტი­ვაც იყო, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი ხე დაგ­ვერ­გო, მაგ­რამ თუ ამ ინი­ცი­ა­ტი­ვა­საც ისე გა­ი­გე­ბენ, რომ - ათი ძირი ხე დარ­გე და ოცი მო­ჭე­რიო, ამით სი­ტუ­ა­ცია არ გა­მოს­წორ­დე­ბა. პირ­ველ ექ­სპე­რი­მენ­ტულ სკო­ლას­თან, სა­ირ­მის გო­რა­ზე, ბაღი იყო გა­შე­ნე­ბუ­ლი, მთლი­ა­ნად გა­ა­ნად­გუ­რეს და აპი­რე­ბენ შე­ნო­ბის აშე­ნე­ბას.

უამ­რა­ვი შემ­თხვე­ვა გვქონ­და, რომ ხის მო­საჭ­რე­ლად მი­სუ­ლა მე­რი­ის სამ­სა­ხუ­რი, მაგ­რამ ხე არ ყო­ფი­ლა გამ­ხმა­რი და ჩვე­ნი ძა­ლის­ხმე­ვით მის­თვის მხო­ლოდ ტო­ტე­ბი მო­უჭ­რი­ათ, ასე ბევ­რი ნარ­გა­ვი გა­და­ვარ­ჩი­ნეთ.

ლიკა კე­რა­ტიშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

"თუ ასე მივყევით, ქალაქში მწვანე ნარგავი აღარ დარჩება!"

"თუ ასე მივყევით, ქალაქში მწვანე ნარგავი აღარ დარჩება!"

"ეკოლოგიური სამართლის ცენტრი" სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე და 304-ე მუხლებში, ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 64-ე, 641-ე და 151-ე მუხლებში ხის უკანონო გაჩეხის გამო ცვლილებების შეტანის ინიციატივით გამოდის. "ეკოლოგიური სამართლის ცენტრის" განცხადებით, 2008 წელს ხის უკანონოდ ჭრის - 1776, ხოლო 2009 წელს 2305 ფაქტი აღირიცხა, ყოველწლიურად იმატებს ჯარიმის თანხაც, რომელმაც 2008 წელს - 1.066.317, 2009 წელს კი 1.422.182 ლარი შეადგინა.

"რაც მალე შევა კანონმდებლობაში ეს ცვლილებები, მით უფრო, მეტი მწვანე ნარგავის გადარჩენა გახდება შესაძლებელი", - ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია "ეკოლოგიური სამართლის ცენტრის" წარმომადგენელი ნიკოლოზ მჟავანაძე.

- ბატონო ნიკოლოზ, კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილების მიხედვით, რამდენი ლარით დაჯარიმდება პირი, რომელიც უკანონოდ მოჭრის ხეს?

- როდესაც პარლამენტში შევა საკანონმდებლო ინიციატივა, განისაზღვრება, რა რაოდენობის ჯარიმა დაეკისრება ადამიანს. ჩვენ სისხლის სამართლის კოდექსის მუხლები უკვე მივუთითეთ და ამ მუხლებში უნდა შევიდეს ცვლილება. თანხის განსაზღვრა იმაზე იქნება დამოკიდებული, რა ჯიშის და რამდენი ხე მოიჭრება.

თუ ეს ცვლილებები არ გაითვალისწინეს, მალე მწვანე ნარგავების გარეშე დავრჩებით, სამართალდამრღვევთა რიცხვი კი გაიზრდება და ბიუჯეტში მეტი თანხა შევა, რადგან ხშირად სამართალდამრღვევი მზად არის, ჯარიმა გადაიხადოს და მწვანე ნარგავებისგან გათავისუფლებულ ადგილზე რესტორანი ან სხვა საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტი განათავსოს, მაგრამ როდესაც ეცოდინება, რომ ჯარიმასთან ერთად იმავე ჯიშის ხეების გადარგვის ვალდებულებაც დაეკისრება, ხის მოჭრის სურვილი გაუქრება.

- სოფლის მცხოვრებლებს თუ ექნებათ საშუალება, რომ ტყეში მოჭრან ხე?

- გარემოს დაცვის სამინისტრო ოფიციალურად გასცემს შესაბამის მოწმობას, რის საფუძველზეც მიენიჭება უფლება, მოჭრას ხე სამასალე მერქნისთვის, ანუ კერძო მოხმარებისთვის. 5 კუბურ მეტრზე 111 ლარია გადასახდელი.

რაც შეეხება გამწვანებას, საქართველოს პატრიარქის ინიციატივაც იყო, რომ რაც შეიძლება მეტი ხე დაგვერგო, მაგრამ თუ ამ ინიციატივასაც ისე გაიგებენ, რომ  - ათი ძირი ხე დარგე და ოცი მოჭერიო, ამით სიტუაცია არ გამოსწორდება. პირველ ექსპერიმენტულ სკოლასთან, საირმის გორაზე, ბაღი იყო გაშენებული, მთლიანად გაანადგურეს და აპირებენ შენობის აშენებას.

უამრავი შემთხვევა გვქონდა, რომ ხის მოსაჭრელად მისულა მერიის სამსახური, მაგრამ ხე არ ყოფილა გამხმარი და ჩვენი ძალისხმევით მისთვის მხოლოდ ტოტები მოუჭრიათ, ასე ბევრი ნარგავი გადავარჩინეთ.

ლიკა კერატიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"