სამართალი

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:53-ზე, მთვარე ქალწულშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. ნუ დალევთ ლუდს, ბევრ წყალს, რძეს. მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. არ არის რეკომენდებული ფულის გასესხება ან ვალის აღება. არ გადაიღალოთ, არ დარჩეთ სამსახურში გვიანობამდე. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
კონფლიქტები
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დოდო გუგეშაშვილმა ვაჟის გარდაცვალების შესახებ არაფერი იცის: "ველოდებით მეუფის მოსვლას, რომ უთხრას შვილის ამბავი"
დოდო გუგეშაშვილმა ვაჟის გარდაცვალების შესახებ არაფერი იცის: "ველოდებით მეუფის მოსვლას, რომ უთხრას შვილის ამბავი"

დოდო გუ­გე­შაშ­ვი­ლის მე­გობ­რის სამ­სონ ბრეგ­ვა­ძის გან­ცხა­დე­ბით, დოდო გუ­გე­შაშ­ვი­ლი მკურ­ნა­ლო­ბას კვლავ რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გა­ნაგ­რძობს და უც­ნო­ბია, რო­დის გა­და­იყ­ვა­ნენ მას პა­ლა­ტა­ში.

ბრეგ­ვა­ძის გან­მარ­ტე­ბით, გუ­გე­შაშ­ვილ­მა მისი შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ამ­ბა­ვი ჯერ კი­დევ არ იცის, ხოლო ამას მას შემ­დეგ შე­ა­ტყო­ბი­ნე­ბენ მე­გობ­რე­ბი, რაც მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა კი­დევ უფრო გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა.

"ჯერ არ ვა­გე­ბი­ნებთ შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ამ­ბავს. ვე­უბ­ნე­ბით, რომ მისი შვი­ლი მძი­მედ არის და "არა­მი­ან­ცის" სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მკურ­ნა­ლობს. მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ან სა­ვა­რა­უ­დო დამ­ნა­შა­ვე­ზე ჯერ არა­ფე­რი უთ­ქვამს, ასე­ვე ჩვენც არა­ნა­ირ ვერ­სი­ებ­ზე არ ვსა­უბ­რობთ, ვი­ნა­ი­დან ერთ კონ­კრე­ტუ­ლი საქ­მე გვაქვს - დოდო გუ­გე­შაშ­ვი­ლი უნდა გა­მო­ჯან­მრთელ­დეს", - გა­ნა­ცხა­და სამ­სონ ბრეგ­ვა­ძემ.

გუ­გე­შაშ­ვი­ლის კი­დევ ერთი მე­გობ­რის, და­ვით მუ­ხი­გუ­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნო­დარ გუ­გე­შაშ­ვილს სა­ვა­რა­უ­დოდ, ხუთ­შა­ბათს დაკ­რძა­ლა­ვენ.

"ნო­დარ გუ­გე­შაშ­ვი­ლის დაკ­რძალ­ვა სამ­შა­ბა­თის­თვის ვერ მო­ეს­წრე­ბა, ამი­ტომ სა­ვა­რა­უ­დოდ, ხუთ­შა­ბათს დავ­კრძა­ლავთ. დო­დოს შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ამ­ბავს ალ­ბათ, ხვალ ვე­ტყვით. ვე­ლო­დე­ბით სა­პატ­რი­არ­ქო­დან მე­უ­ფის მოს­ვლას, რომ უთხრას შვი­ლის ამ­ბა­ვი. დო­დოს გა­დაყ­ვა­ნა დაკ­რძალ­ვა­ზე ძნე­ლია, მაგ­რამ უნდა ვე­ცა­დოთ, რომ რე­ა­ნო­მო­ბი­ლით მი­ვიყ­ვა­ნოთ, ემო­ცი­უ­რი ქა­ლია და ექი­მე­ბი გვერ­დით უნდა ჰყავ­დეს. ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­გორც ექი­მებ­მა გვი­თხრეს სტა­ბი­ლუ­რია. რაც შე­ე­ხე­ბა პა­ლა­ტა­ში გა­დაყ­ვა­ნას, ჯერ არ გა­და­უყ­ვა­ნი­ათ და ამ­ბო­ბენ, რომ ხვა­ლის­თვის გა­და­იყ­ვა­ნენ", - გა­ნა­ცხა­და და­ვით მუ­ხი­გულ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გამარჯვება პირველივე წუთებზე - ილია თოფურიამ ოლივიერა ნოკაუტში ჩააგდო და ჩემპიონი გახდა

დოდო გუგეშაშვილმა ვაჟის გარდაცვალების შესახებ არაფერი იცის: "ველოდებით მეუფის მოსვლას, რომ უთხრას შვილის ამბავი"

დოდო გუგეშაშვილმა ვაჟის გარდაცვალების შესახებ არაფერი იცის: "ველოდებით მეუფის მოსვლას, რომ უთხრას შვილის ამბავი"

დოდო გუგეშაშვილის მეგობრის სამსონ ბრეგვაძის განცხადებით, დოდო გუგეშაშვილი მკურნალობას კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობს და უცნობია, როდის გადაიყვანენ მას პალატაში.

ბრეგვაძის განმარტებით, გუგეშაშვილმა მისი შვილის გარდაცვალების ამბავი ჯერ კიდევ არ იცის, ხოლო ამას მას შემდეგ შეატყობინებენ მეგობრები, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუმჯობესდება.

"ჯერ არ ვაგებინებთ შვილის გარდაცვალების ამბავს. ვეუბნებით, რომ მისი შვილი მძიმედ არის და "არამიანცის" საავადმყოფოში მკურნალობს. მომხდართან დაკავშირებით, ან სავარაუდო დამნაშავეზე ჯერ არაფერი უთქვამს, ასევე ჩვენც არანაირ ვერსიებზე არ ვსაუბრობთ, ვინაიდან ერთ კონკრეტული საქმე გვაქვს - დოდო გუგეშაშვილი უნდა გამოჯანმრთელდეს", - განაცხადა სამსონ ბრეგვაძემ.

გუგეშაშვილის კიდევ ერთი მეგობრის, დავით მუხიგულის ინფორმაციით, ნოდარ გუგეშაშვილს სავარაუდოდ, ხუთშაბათს დაკრძალავენ.

"ნოდარ გუგეშაშვილის დაკრძალვა სამშაბათისთვის ვერ მოესწრება, ამიტომ სავარაუდოდ, ხუთშაბათს დავკრძალავთ. დოდოს შვილის გარდაცვალების ამბავს ალბათ, ხვალ ვეტყვით. ველოდებით საპატრიარქოდან მეუფის მოსვლას, რომ უთხრას შვილის ამბავი. დოდოს გადაყვანა დაკრძალვაზე ძნელია, მაგრამ უნდა ვეცადოთ, რომ რეანომობილით მივიყვანოთ, ემოციური ქალია და ექიმები გვერდით უნდა ჰყავდეს. ჯანმრთელობის მდგომარეობა, როგორც ექიმებმა გვითხრეს სტაბილურია. რაც შეეხება პალატაში გადაყვანას, ჯერ არ გადაუყვანიათ და ამბობენ, რომ ხვალისთვის გადაიყვანენ", - განაცხადა დავით მუხიგულმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი